შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უპირობოდ (მე-5 თავი)


15-08-2016, 21:36
ავტორი AndyGL
ნანახია 1 246

-სანდრო -მესმის ნიკას ხმა ტელეფონში, აშკარად აღელვებულია, მაგრამ ცდილობს დამალოს.- უნდა გნახო. ახლავე. რაღაც მოხდა.
-კაი დაწყნარდი, ჩვენს ადგილას მოდი, პარკში. ნახევარ საათში მოვალ.
-კაი.

რომ მივედი ნიკა უკვე ჩვენს სკამზე იჯდა. გვერდით მივუჯექი და გადავკოცნე.
-როგორ ხარ? -ვკითხე.
-დედაჩემმა იცის. შენზე.
-როგორ? რა მოხდა?
-არ ვიცი, მაგრამ იცის. ჩემზე არაფერი უთქვამს. მითხრა რომ ჯობდა ასეთი ახლო მეგობრები აღარ ვყოფილიყავით. მე ვუთხარი რომ მაგის გამო არ ჩამოგშორდებოდი. არაფერი არ უთქვამს მეტი. მაგრამ ივლისში ვეღარ წამოვალ შენთან ერთად.
ძალიან ველოდით ამ მოგზაურობას, მაგრამ ამ მომენტში მთავარი იყო ნიკასთვის ჩემთან ურთიერთობა არ აეკრძალათ.
-არაუშავს,რამეს მოვიფიქრებთ. - ძალიან მინდოდა ჩავხუტებოდი, ან ხელი ჩამეკიდა თუმცა ვიცოდი გარეთ ამის გაკეთება დიდი რისკი იყო. ამიტომ ხელები მკერდზე მივიბჯინე და გადავაჯვარედინე.
- დარწმუნებული ვარ რომ გულის სიღრმეში ჩემმა მშობლებმა მშვენივრად იციან რომ გეი ვარ. უბრალოდ იმდენად არ უნდათ ამის აღიარება, რომ ყველაფერზე მზად არიან, ოღონდ თავი მოიტყუონ.
-ყველაფერი მოგვარდება. მთავარია ერთად ვიყოთ. გავუღიმე და მანაც იმავეთი მიპასუხა.

სკოლა დამთავრდა. ნიკა ცოტა უცნაურად იქცეოდა, ხშირად გაბრაზებული ან სევდიანი იყო, ხასიათი მუდმივად ეცვლებოდა, უცნაურად ლაპარაკობდა. ვიცოდი რომ მისი მშობლები საშინელ დისკომფორტს უქმნიდნენ და მუდმივად ჰომოფობურ კომენტარებს აკეთებდნენ როგორც კი შანსი მიეცემოდათ და ნიკაც საშინლად ითრგუნებოდა. ის უფრო და უფრო ცდილობდა დაემალა ჩვენი შეხვედრები მშობლებისთვის. ახლა ძირითადად მხოლოდ სადმე საერთო მეგობრების წრეში ვხვდებოდით ერთმანეთს. ახლაც ასეთი შემთხვევა იყო, სკოლის დამთავრების აღსანიშნავად ჩვენმა ერთ-ერთმა მეგობარმა წვეულება მოაწყო თავის სახლში, ჩვენც მივედით. უკვე მეოთხე ჭიქას ვსვამდი როცა ნიკასგან ესემესი მივიღე
" მეოთხე სართულზე ჩამოდი, აივანია რაღაც და იქ ვარ."
კლასელის სახლი მეექვსე სართულზე იყო, ჩავედი მეოთხეზე და ლიფტის უკან აივანი შევნიშნე. ნიკა მარტო იდგა და სიგარეტს ეწეოდა.
-როდის აქეთ ეწევი?
-დაიკიდე.
-აქ რატომ ხარ?
-ძალიან ბევრი ხალხია.
-ნიკა ყოველთვის კომფორტულად გრძნობდი თავს ბევრ ხალხში. რა ხდება?
-ახლა არ ვგრძნობდი. -გაღიზიანეული ტონით თქვა ნიკამ.
-ნიკა რა ხდება, ვერ გცნობ. რატომ ხარ ესე? თუ ცუდად ხარ შეგიძლია მელაპარაკო.
-დავიღალე ლაპარაკით და ფიქრით და მალვით, ყველაფრით. -სიგარეტი ჩააწვა.
-უბრალოდ მინდა რომ ვიყო. რომ ვგრძნობდე. რომ გგრძნობდე. - მითხრა და ჩემსკენ წამოვიდა. კედელს ვეყუდებოდი. მის სუნთქვას უკვე კანზე ვგრძნობდი.
-დალიე. - ეს კითხვა არ იყო და არც ნიკას უპასუხია. ყოველ შემთხვევაში სიტყვებით. ამის მაგივრად სახე ნელა მოიწია და მის ცხელ სუნთქვას უკვე ტუჩებზე ვგრძნობდი, ერთხელ მაკოცა და თავი უკან გაწია, შემდეგ მეორედ, შემდეგ ტუჩზე მიკბინა, ყურის ქვემოდან ლავიწის ძვლამდე კოცნებს ტოვებდა, შემდეგ ისევ ტუჩებს დაუბრუნდა. უკვე თავბრუ მეხვეოდა ისე მინდოდა მისი კოცნა. როგორც იქნა მორჩა ჩემს წვალებას, ჩაიცინა და ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეეჯახა, სიგარეტის, არყის და რაღაც მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გემო ქონდა, რომელიც ასე მიყვარდა. კოცნა ვნებიანი და ჩქარი იყო, თითქოს ერთმანეთი არ გვყოფნიდა, ხელები ჩემს გვერდებზე ეწყო მე კი ერთი ხელი მის თმაში მეორე კი წელზე მქონდა მიჭდობილი და რაც შემეძლო ჩემსკენ ვწევდი. ერთმანეთს მთელი ტანით ვეხებოდით, თითქოს გვინდოდა ერთ მთლიანობად ვქცეულიყავით.

ორი დღის შემდეგ ანდრეას ზარი მაღვიძებს.
-იმედია რამე ძაან მაგარი ან საშინელი უნდა მითხრა, ენდს, ამ დილაბნელზე რომ რეკავ.
-ჯერ ერთი პირველი საათია, დღის, მეორე მე და ნიკას გეგმები გვქონდა ერთი საათის წინ, მის სახლთან ვარ, კარს არ მიღებს, მისი მშობლები გუშინ წავიდნენ დასასვენებლად და მარტოა, უკვე მართლა ვპანიკდები, მისი ამ ბოლოდროინდელი უცნაური ქცევის შემდეგ. -უკვე ვიცვამდი.
-ენდს გააგრძელე კაკუნი, გამოვდივარ.
-კაი.
არც მახსოვს გზა როგორ გავიარე, უფრო სწორად გავირბინე. რომ მივედი ანდრეას ხმა გავიგე.
-ნიკა, გთხოვ, უბრალოდ კარი გააღე, არსად არ წავიდეთ თუ არ გინდა.
-წადი გთხოვ,მარტო მინდა ყოფნა. - ჩურჩულივით გაისმა მისი ხრინწიანი ხმა.
-ნიკა გააღე- საკუთარი ტონის სიმშვიდემ გამაკვირვა. რამდენიმე წამში ჩხაკუნი გავიგეთ და კარი შევაღე. ნიკა კართან იჯდა, იატაკზე, მხოლოდ შორტები ეცვა, თმა აბურდული ქონდა, თვალები ჩაცვენილი მაგრამ ყველაზე საშინელი მისი გამოხედვა იყო, გამოხედვა რომელიც მტკივნეულად ნაცნობი იყო, დაღლილი, ცარიელი, ტკივილით სავსე. სწორედ ასე ვგრძნობდი თავს ყოველ დღე როცა ჩემმა ოჯახმა გაიგო. დეპრესია.
-ჯობია წავიდე, თუ გირჩევნია დავრჩები, მაგრამ ჯობია დავტოვოთ. -თქვა ანდრეამ.
-მადლობა ენდს -ვუთხარი და კარი მივხურე.
-ადექი ნიკ -ვუთხარი და ხელი გავუწოდე. ცოტა ხნით შეყოყმანდა, მერე ხელი მომჭიდა და ადგა. მისი მოძრაობები ნელი და დაქანცული იყო. სასადილოში გავიყვანე და ტახტზე დავსვი.
-წყალი გინდა? -პასუხს არ დავლოდებივარ, ჭიქა მივაწოდე -რა მოხდა? - ვკითხე და ნიკაპზე ხელი მოვუსვი -ჰეი. ნიკა.
-არაფრი. - ჭიქა ტუჩებთან მიიტანა და წყალი მოსვა. მისი მოძრაობები მტკივნეულად ნელი იყო.
-კაი. - ვუთხარი და შუბლზე ვაკოცე. ჭიქა გადადო და თავი კალთაში ჩამიდო. თვალები დახუჭა.

ნიკას ასეთი მდგომარეობა ოთხი დღე გაგძელდა. გვერდიდან თითქმის არ მოვშორებივარ, საბედნიეროდ მისი მშობლები დასასვენებლად იყვნენ და სახლში მის გარდა არავინ იყო. მეხუთე დილას რომ გავიღვიძე ნიკა გვერდით არ დამხვდა, არადა მთელი დღეები ეძინა ან უბრალოდ იწვა. ავდექი, ჩავიცვი და ოთახიდან გავედი, სასადილოში შესვლისთანავე ნიკამ ყავით სავსე ჭიქა გამომიწოდა და სუსტად გამიღიმა.
-როგორ ხარ? -ვკითხე და მკლავზე მოვეფერე. დავჯექი.
-უკეთ.
-ახლა გინდა ამაზე საუბარი? - ჩემს გვერდით ფანჯარას მიეყუდა.
-არც ისე, მაგრამ ამდენ დღიანი სიჩუმის შემდეგ ალბათ უნდა აგიხსნა... წასვლის წინ დედაჩემთან ვჩხუბობდი, მისი ჰომოფობიური კომენტარების შემდეგ, ისევ... და ძალიან ცუდი რაღაცეები მითხრა... არც მინდა გახსენება, უბრალოდ თავს ისე უძლურად ვგრძნობ.. ყოველდღიურად მესმის როგორ მეუბნებიან ჩემი მშობლები რომ ვძულვარ და რომ არასოდეს მიმიღებენ და ვერც კი აცნობიერებენ ამას, საზიზღრად ვარ, არაფერი არ მინდა.. უბრალოდ რაღაც ეტაპზე გადავიწვი... მაგრამ გთხოვ, ერთი წამითაც არ იფიქრო რომ ვერ ვხედავ ან ვერ ვაფასებ რომ ჩემს გვერდით ხარ..ყოველთვის... - თავს ვუქნევდი. არ ვიცოდი რა მეთქვა, ვიცოდი არ უნდოდა ამ საუბრის გაგრძელება, ამიტომ თემა შევცვალე.
- სამხრეთ ამერიკაზე უარი ვთქვი.
-რა? რატომ?
-იმიტომ - წელზე ხელი მოვხვიე და ვაიძულე თვალებში შემოეხედა - რომ მინდა მთელი ზაფხული ჩემს არანორმალურად სიმპატიურ და სექსუალურ შეყვარებულთან ერთად გავატარო.
-კაი რაა... მახსოვს როგორ გინდოდა წასვლა და გიხაროდა...
-მარტო იმიტომ რომ შენც მოდიოდი.
-მოდი ზღვაზე წავიდეთ ან სადმე.. -თქვა ნიკამ.
-კაი, რახან ერთად ვიქნებით მაწყობს. - მაკოცა და გავუღიმე.

ზღვაზე თითქმის ორი თვე ვიყავით, მთელ დროს ერთად ვატარებდით, პლიაჟზე ვსეირნობდით, ვცურავდით და ვირუჯებოდით . ძალიან მივეჩვიე მასათან ერთად გაღვიძებას და დაძინებას (ან არც ისე დაძინებას). ვერც წარმომედგინა ამის გარეშე ყოფნა, რომ შემეძლო მისთვის მეკოცნა ან მოვფერებოდი როცა მინდოდა.

-სანდრო - მითხრა ერთ დღეს, როცა სექსის შემდეგ საწოლში ვიწექით და სიცხის მიუხედავად ერთმანეთს ვეკვროდით - იცი ერთ დღეს აქედან გავაღწევთ, ამ ქვეყნიდან, და უკან აღარც მივხედავთ, უბრალოდ დაგვავიწყდება რომ ოდესღაც დამალვა გვიწევდა და რომ ვნერვიულობდით არავის გაეგო, იქნებ რომანტიკულადაც კი მოგვეჩვენოს ეს მალვა, ოდესმე თავისუფლები ვიქნებით რომ გვიყვარდეს ერთმანეთი უსაზღვროდ და უპირობოდ, ოღონდ ამჯერად ღიად, ეს არავის გააკვირვებს, არავის შეაზიზღებს ჩვენ თავს და ბედნიერები ვიქნებით.
-ოდესმე. თუმცა მე ახლაც ბედნიერი ვარ. იმიტომ რომ გიყურებ როგორ წევხარ ჩემს მკლავებში და რა უსაზღვროდ ლამაზი ხარ, და ვფიქრობ იმაზე რა უზომოდ მიყვარხარ და უბრალოდ ყველაფერი დანარჩენი იმდენად პატარა ხდება...
-მალე უკან უნდა დავბრუნდეთ... სახლში.. ზაფხული მთავრდება.
-ვიცი. მაგრამ ეს ზაფხული სამუდამოდ დაგვამხსოვრდება.
ნიკა საწოლიდან წამოიწია და მაკოცა.
-სიტყვებიც ვერ გადმოსცემს როგორ მიყვარხარ. -ჩამჩურჩულა.
-მეც მიყვარხარ.

აგვისტოს ბოლო იყო სახლში დავბრუნდით. მიუხედავად იმისა რომ ნიკა ძირითადად კარგად იყო, დეპრესია ზოგჯერ მაინც ქონდა, ისე ძლიერად არა, როგორც ადრე, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი. მისთვის მშობლებთან ურთიერთობა გაუსაძლისი ხდებოდა, დღე არ გადიოდა რომ როგორმე არ ეხსენებინათ თავიანთი სიძულვილი გეი ხალხის მიმართ.
ვხედავდი რომ ცდილობდა არ ემოქმედა ამ ყველაფერს მაგრამ ზოგჯერ ვეღარ ქაჩავდა. რაც მისი მშობლები დაბრუნდნენ უფრო და უფრო იშვიათად ვხედავდი. სკოლის დაწყებასთან ერთად სიტუაცია გამოსწორდა. თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა.
ერთ დღეს სკოლიდან რომ გამოვედით ნიკამ იქვე კორპუსის უკან შემიყვანა.
-მომენატრე.
-ყოველდღე მხედავ. - გამეცინა.
-მაგას არ ვგულისხმობ - მითხრა და მაკოცა, კოცნა ნელი, ნაზი და მშვიდი იყო.

-ნიკა? - ეს აღელვებული და გაბრაზებული ხმა მე არ მეკუთვნოდა. ჩვენს უკან ნიკას დედა იდგა.
მთელ ტანში თითქოს ელექტოობამ დამიარა სისხლძარღვებში ადრენალინს ვგრძნობდი. ორივე გაშეშებულები ვიდექით.
-ესეც ვიცოდი. ესეც ვიცოდი რომ ამასთან ურთიერთობა დაგღუპავდა. -ნიკას დედა უკვე გაცოფებული იყო -სკოლასთან ვიყავი და დავინახეთ აქეთ რომ წამოხვედით. მანქანაში ჩაჯექი ნიკა. მალე!
ნიკამ გადმომხედა შემდეგ კი მანქანისკენ წავიდა. მანქანა თვალს მიეფარა მე კი ისევ იქ ვიდექი. პირზე ხელაფარებული, რომ არ მეყვირა ან მეტირა, დასასრულის წამლეკავმა გრძნობამ მთელი სხეული მოიცვა. ტელეფონი ამოვიღე და კარგად ნაცნობი ნომერი ავკრიფე.
-ანდრეა - ჩემი აკანკალებული ხმა არ მეცნო. უკვე ძირს ვიჯექი. -სკოლის გვერდით რომ კორპუსია იმის უკან შეგიძლია რომ მოხვიდე?
-მოვდივარ. ტელეფონის დაკიდება ძლივს მოვასწარი რომ ანდრეა გამოჩნდა. მისი შეშინებული სახე სამუდამოდ აღმებეჭდა გონებაში. პანიკა. ჩემსკენ გამოიქცა, ჩაიმუხლა.
-რა, რა, ჰეი სანდრო ! რა მოხდა. -ჩემი ცრემლების დანახვაზე სულ შეიშალა.
-ენდს ყველაფერი დამთავრდა. მე და ნიკა.
-რა მოხდა? -შედარებით დაწყნარდა ანდრეა -ისეთი ხმა გქონდა მეთქი ვინმე მოკვდა.
-დედამისმა დაგვინახა. რომ ვკოცნიდით ერთმანეთს. ენდს არ ვიცი რა ვქნა. - ანდრეა ჩამეხუტა, თავი მის კისერში მქონდა ჩარგული სანამ ზურგზე ხელს მისვამდა. -შშშშ, დაწყნარდი, ახლა ვერაფერს შეცვლი, უნდა მოვიფიქროთ რას ვიზამთ...



№1  offline წევრი Figaro

ღმერთო :/ ავტოროო გთხოვ ცუდად არ დაამთავრო თორე გადავირევი :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent