რეალობასა და ზღაპარს შორის... (9)
რა იყო ეს?.. ღალატი?.. ტყუილი?.. კი ტყუილი იყო მაგრამ როდესაც მელაპარაკებოდი მასში ამას ვერ ვამჩნევდი თურმე ნიზლავი... მე კი მეგონა რაღაცას მართლა ვნიშნავდი მისთვის , არც კი მიკვირდა ასე უცებ რომ შეიცვალა... თურმე მეთამაშებოდა! თურმე ჩემზე ნიზლავი დადო და არც წაუგია! კი, შეძლო მოეგო და ჩემს გულში შემოეღწია... ბოლოს მე დავრჩი იმედგაცურიებული ის კი მოგებული... ყოველთვის ყველაფერს მთელი არსებით ვეძიებოდი და თუ მიხაროდა ან მტკიოდა ასე ადვილად არ ქრებოდა... დღეს გეგა ჩარქსელიანმა სამუდამოდ გამანადგურა! არა იმიტომ რომ მიყვარდა , არა იმიტომ რომ მომწონდა არამემედ , უბრალოდ იმიტომ რომ მე მას ვენდე , ვენდე მთელი არსებით და იმ გზაზე გავყევი სადაც თვითონ მიდიოდა , მის გამო ნინისაც ვაბიჯებდი და ბოლოს მაინც იმედგაცურუება დამახვედრა როდესაც ადამიანში ხედავ იმას რაც შენთან ახლოა , შენთვის მისაღებია , მას ირჩევ და ეჭიდები , როდესაც ის სადღაც შენში შემოაღწევს მის გამო ყველაფერზე წამსვლელი ხარ , "გადაივლი მთებს , მდინარეს" მაგრამ შეეცდები ის შენი იყოს , დაივიწყებ ყველაფერს შენს გარშემო და უბრალოდ თანახმა იქნები მხოლოდ მასზე! შეიძლება მეც ვყოფილიყავი! შეიძლება , მაგრამ დღეს უბრალოდ ის მეზიზღება , ყველაფერი მინდა მის გარდა მარტო ის არა , საკუთარი თავიც მეზიზღება ესეთი იდიოტი რომ აღმოვჩნდი აი რა მოხდა... ერთმა ზარმა ერთმა წამმა ყველაფერი შეცვალა... ეს წამი ზოგს ცხოვრებას უშენებს , ზოგს უნგრევს , ზოგს აბედნიერებს , ზოგს ტკივილს გვრის, ზოგს საყვარელ ადამიანს უვლენს , ზოგს აშორებს, ზოგ ქვეყნად ავლენს , ზოგი მიჰყავს... რამდენი რამე შეუძლია არა ერთ წამს? და რამდენი წამი გავიდა ჩემი ცხოვრების? და კიდევ ამდენი გავა? ************************************* როდესაც ტელეფონზე ვიღაც უცხოს ხმა გავიგე , ღიმილით ვაპირებდი მეთქვა რომ გეგა გასული იყო მაგრამ სანამ ამას ვიტყოდი უკვე ხმა გაისმა , არასდროს დამავიწყდება ეს დამცინავი ხმა! თითქოს გეგას კი არა მე დამცინოდა და ეს მთელ სხეულში მივლიდა , ვუყურებდი გეგას და არ შემეძლო დამეჯერებინა ეს ყველაფერი , ცოტახანისწინ სიყვარულს მეფიცებოდა და არ მინდოდა ამის დაჯერება , არ მინდოდა ეს ყველაფერი თამაში ყოფილიყო , ცრემლებს ძლივს ვიკავებდი , მინდოდა მეყვირა მაგრამ ესეც არ შემეძლო , საუბრის უნარი დავკარგე , ვერაფერს ვერ ვგრძნობდი , მინდოდა გავქცეულიყავი მაგრამ ესეც კი არ შემეძლო, ვუსმენდი ვიღაცის ხმას და მეც ძლივს წარმოვსთქვი ერთი სიტყვა და როდესაც გეგას თვალებში ჩავხედე მაშინ მივხვდი ჩემს თავს რა ხდებოდა , მივხვდი რომ არავინ მყავდა და სრულიად მარტო ვიყავი , მაშინ დავკარგე ყველაფრის აზრი , მაშინ გამიჩნდა სიყვარული შიში , გრძნობის რომლისაც მწამდა პირველად შემეშინდა იმ მომენტში ზუსტად ის ვთქვი რასაც ვგრძნობდი , მეზიზღებოდა და მინდოდა მომეკლა კიდეც მაგრამ იქ დარჩენის შემეშინდა , ყველაზე მეტად კი იმის რომ საბოლოოდ შემეზლო მისი დაკარგვა , ისეთ რამეს ვეტყოდი რომ გავუშვებდი მაგრამ მეორე გზა ავირჩიე , წავედი და ვარჩიე დავლოდებოდი თუ ჩემთან მოვიდოდა დავიჯერებდი მის გრძნობებს თუ არადა... **** მივრბოდი მაგრამ თვალები უკან მრჩებოდა , როდესაც გეგას ვერ ვხედავდი სიმწრისგან მეცინებოდა ველოდი რომ გამომყვებოდა მაგრამ ამაოდ , თურმე მანდ ვცდებოდი ნაბიჯები შევანელე და სიცილნარევი ტირილით მივედი სახლამდე ჩემს ეზოსთან იოანე დამხდა , სახლიდან გამოდიოდა , როდესაც დამინახა ჩემსკენ წამოვიდა -გამარჯობა ანო - მხიარულად მომესალმა მაგრამ როდესაც ჩემი ცრემლები დაინახა თვალები გაფითრდა -გამარჯობა იოანე - ძლივს გადავაბი სიტყვები ერთმანეთს და მას გვერდი ავუარე მაგრამ სახლში მაინც არ გამიშვა , ხელი მომკიდა და შემაჩერა -გეგამ გაწყენინა? - სახე დაუსერიოზულდა და ჩემს პასუხს დაელოდა -არა - ვუტხარი მაგრამ ჩემი პასუხი წამსვე უარყო ცრემლებმა -რა მოხდა? - ასე მეგონა რომ იოანე მზად იყო გეგა ეცემა და ჩემსგან ისტორიის მოსმენა სურდა -არაფერი იოანე - შევეცადე გამეღიმა და წავსულიყავი მაგრამ ამაოდ -შეგიძლია გამომყვე? - მას გაეღიმა -სად? ცუდად ვარ - ცრემლებს ვერ ვიჩერებდი -რაღაც უნდა მოგიყვე - სახის გამომეტყველებით მთხოვდა რომ გავყოლოდი -იოანე რა? - მე მისი თავი მართლა არ მქონდა , მინდოდა მომეშორებინა მაგრამ თან მისთვის მომესმინა -პატარა სიყვარულის ისტორია - ნაღვლიანად გაეღიმა - ჩემზე მოგიყვები , მომისმენ? -კი - თავი დავუქნიე და გავყევი ამ წამს მართლა მომინდა მისი მოსმენა , მომინდა გამეგო რა დაემართა და რატო მ იყო დღეს ის მარტო? ანუ მასაც უყვარდა , მაგრამ რატომ დათმო? რატომ არ იბრძოლა? ანიქნებ იბრძოლა მაგრამ იმ გოგოს იმდენად ქონდა გული გატეხილი რომ ვერ აპატია მაგრამ აშკარაა იოანე დევდარიანი ჯერ კიდევ შეყვარებული იყო ************************ რაღაც ადგილას წამიყვანა , ერთი სკამი იდგა და წინ ულამაზესი ხედი იყო თვითონ ჩამოჯდა და მანიშნა მეც მის გვერდით დავმჯდარიყავი -შენ არ გახსოვარ ხო? - ღიმილიტ გამომხედა - არადა ბავშვობაში გვერდიდან არ მშორდებოდი -მართლა? - მისმა ნათქვამმა ღიმილი მომგვარა -კი მართლა და ძალიან ცელქი გოგონა იყავი , მართალია არც მე ვყოფილვარ დიდი მაგრამ ყველაფერი კარგად მახსოვს -ცუდია რომ მე არ მახსოვს - თავი დავხარე და მართლა გამიჩნდა სურვილი მთელი ბავშვობა გამეხსენებინა -გინდა რომ მომისმინო? - უეცრად იმ თემაზე გადავიდა რისთვისაც არ მოვედით -კი მინდა - დაუფიქრებლად გავეცი პასუხი -დარწყმუნებული ხარ? ეს არაა ისტორია სადაც ბედნიერება იმარჯვებს - ჩაეცინა -კი მინდა - კიდევ იგივე გავუმეორე და ჩემი ისტორია გამახსენდა -გეგას ტოლი რომ ვიყავი , სამი წლის წინ ერთი გოგო შემიყვარდა , ნინუცა ერქვა დაშნიანი , შენზე ერთი წლით პატარა იყო , ძალიან ფიცხი , ყველაფრის გაზვიადება უყვარდა , მაშინ იმდენად იდიოტი ვიყავი რომ ყველა გოგოს ვეთამაშებოდი , ასე გავიცანი ნინუცაც , ცუდად დავიწყე მასთან ურთიერთობა , არც ის მაკლებდა - გაეცინა - მერე ვხვდებოდი რომ მომწონდა მაგრამ მას არა , ვცდილობდი რომ მასთან უფრო ახლოს ვყოფილიყავი მაგრამ ის არ მიშვებდა - თავი დახარა და შეყოვნდა -შემდეგ შეუყვარდი - მის მაგივრად მე გადავახვიე კადრები და გავუღიმე -ნეტავ არ შევყვარებოდი და ისე დამთავრებულიყო ყველაფერი - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა -რა მოხდა ? - არვიცოდი ეს სწორი კითხა იყო თუ არა მაგრამ მაინც ვიკითხე -შეცდომა დავუშვი და მან ვერ მაპატია - ღიმილით გამომხედა და თვალები გაუწყლიანდა მისი თვალების ნახვამ გამყინა , თითქოს ზუსტად ის ვიგრძენი რასაც ის გრძნობდა , იმ წამს მისი გავიგე , მას არ ვამართლებდი მაგრამ მის სიყვარულს ვგრძნობდი -თუ არ შეგიძლია არ მოყვე - გავუღიმე და ხელი მოვკიდე თანაგრძნობის ნიშნად მან ღიმილით გამომხედა -იცი ყველაზე ცუდი რა არის? როდესაც ადამიანს აძლევ იმედს , აშენებინებ ოცნების კოშკებს და შენვე უნგრევ - თავი დახარა და ჩემს რეაქციას დაელოდა -ვიცი ეს დღეს გავიგე - დაუფიქრებლად ვუპასუხე და შემგედ ვინანე -ჩვენ უნდა გვექორწინა - მისმა სიტყვებმა სინანული დამავიწყა და გაკვირვებულმა გავხედე -გექორწინათ? - ვკითხე და მივხვდი რომ არ ესიამოვნა -კი - ძლივს ლაპარაკობდა - ქორწილამდე ერთი კვირით ადრე მას ისეთი რამ გავუკეთე რაც ვერ მაპატია - თვალებს ვეღარ მისწორებდა , უფრო სწორად ცრემლებს აღარ მანახებდა -მოატყუე? - პირველი ის ვკითხე რაც ეხლა ჩემთან ხდებოდა -ვუღალატე - გაყინული ხმით წარმოსთქვა და მთელი სხეული დაეძაბა -ღალატის პატიება ყველაზე ძნელია იოანე - მისმა სიტყვებმა ჩემზე ცუდად იმოქმედა , ნინუცას მხარე დავიჭირე და იოანეს გალანძღვა მინდოდა , მაგრამ ეს რა ჩემი საქმე იყო -იცი ის მაპატიებდა - ღიმილით გამომხედა - მაპატიებდა ადრე რომ გამეკეტებინა , იცი რა ვერ მაპატია? იმ პერიოდში რომ ვუღალატე როცა ჩემი საცოლე ერქვა , თან იმ სახლში სადაც უნდა გვეცხოვრა , სადაც ჩვენი მომავალი უნდა დაწერილიყო , მე ეს არ უნდა გამეკეთებინა რადგან მყავდა გვერდით ქალი მაგრამ მთვრად კაცს ჭკუა არ მოეკითხე , უნდა შეგეძლოს მაშინაც შენი სიყვარულის ერთგული დარჩე მაგრამ როდესაც რაღაცას შეგტენიან ძნელია , შენ გოგო ხარ ამას ვერ გაიგებ - თავს არ იმართლებდა , იმას ამბობდა რასაც სინამდვილეში გრძნობდა -ეს ყველაფერი რატომ მომიყევი? - აღარ მინდოდა მასზე საუბრის გაგრძელება -გეგამ შეცდომა დაუშვა მაგრამ ერთ შანსს ყველა იმსახურებს - ხმა ისევ გაუმკაცრდა და სეიოზული სახით გამომხედა -შენ საიდან იცი? - დაბნეულმა ვკითხე და მისგან ეს ძალიან მეწყინა -ვიცი , დამირეკეს - თვალებს აღარ მაშორებდა , თითქოს ჩემსგან რაღაცას ელოდა -კიდევ ხომ არ დანიზლავდა რომ დამიბრუნებს? - გამეცინა -მას შენ მართლა მოსწონხარ - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა იოანემ -მაგას არ დავიჯერებ , მაშინ ყველაფერს თავიდანვე მეტყოდა და ნიზლავზეც აღარ დაურეკავდნენ! - ჩემს პოზიციებს ვიცავდი და ვცდილობდი არ მეტირა -იცი მამაშენს ჩემთვის ბევჯერ უთქვამს რომ ჩემი ანანო დად უნდა მიიღო , გეგას მე დაველაპარაკები მაგრამ დღეს აქ არ ვიჯდებოდი მის გრძნობებში დარწყმუნებული რომ არ ვიყო , უბრალოდ ავუკრძალავდი შენთან მოსვლას და მერე უბრალოდ გაებედა -ის ჩემთვის მოკვდა! - ფეხზე წამოვდექი -თუ ის შეგიყვარდა შენში არასდროს არ მოკვდება იცი? - გამიღიმა -თავი შემაძულა იოანე! -სიყვარულიდან სიძულვილამდე ნაბიჯები არ არსებობს! -უბრალოდ თავი დამანებოს - ბოლოს მაინც წამომივიდა ცრემლები - გთხოვ , მართლა თუ დად მიგაჩნივარ გააკეთე ეს ჩემთვის და გეგა ჩამომაშორე... იოანემ აღარ იცოდა რა ეპასუხა , ან რა გაეკეთებინა , ვის დახმარებოდა ისინი ორივე სისულელეებს აკათებდნენ... ***************************************** უკვე დაღამდა... თორმეტს გადასცდა გეგას არ ეძინა არც ანანოს ორივე ერთმანეთზე ფიქრობდა ერთი მის მოსვლას ელოდა მეორე პატიებას ორივე დროს წელავდა ხომ შეეძლოთ გადაედგათ ნაბიჯი და შეენარჩუნებინათ ერთმანეთი? ანო გეგას აპატიებდა , ზუკას დაშორდებოდა და წავიდოდა მასთან ერთად სადმე ნინი? ნინი უკვე არ აინტერესებდა , იმის შემდეგ რაც გეგასგან გაიგო დაივიწყა რომ იმ ადამიანს დაქალს უწოდებდა მისგანაც ელოდა ბოდიშს , ელოდა სიტყვებს , როგორ უსურვებდა ის ბედნიერებას გეგას და მას მაგრამ სადღაც იცოდა რომ ეს არ მოხდებოდა გეგა? გეგა მხოლოდ ანოზე ვიქფრობდა მხოლოდ იმაზე თუ როგორ გამოესწორებინა სიტუაცია , უნდოდა ის ადამიანი მოეკლა რომელმაც მათ შორის უთანხმოება გამოიწვია მაგრამ ხვდებოდა რომ ყველაფრის თავი თვითონ იყო ეშინოდა შიშს კი სასმელში კლავდა ოხ ეს სასმელი! რომ არ არსებობდეს რა ეშველებოდათ ამ დასტრესილ საზოგადოებას? მოიკლავენ თავს სმაში და ყოველ წამს გაიძახიან , მე ის მიყვარდაო თუ გიყვარდა იბრძოლე თუ ერთი ადგილის განზრევა გეზარება?! როგორ მიხარია რომ გეგა ასეთი ხეპრე არ არმოჩნდა ამ ბიჭმა ნამდვილად იცოდა სიყვარულის ფასი შეიძლება ერთხელ არ გაუმართლა მაგრამ მეორედ ღმერთი არ გასწირავდა , არც ანოს მოუწყობდა რამე განსაცდელს მერე რა რომ შუა ღამე , ან მთვრალი? გადაწყვიტა ანოსთან წასულიყო და ენახა ასეც მოიქცა კარი რომ არ გაეღოთ მზად იყო მეორე სართულზე ფრენით ასულიყო მაგრამ ეს არ დასჭირდა კარი ლიაკომ გაუღო და როდესაც გეგა დაინახა ცოტა დაიბნა -გამარჯობა ლიაკო ბებო - ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთს და თან არემარეს უყურებდა რომ ანო დაენახა -გამარჯობა გეგა , ასე გვიან რამ შეგაწუხა? - ჯერ კიდევ ძილში იყო ლიაკო -ანო მინდა ვნახო , შეგიძლიათ დაუძახოთ? -ანო? - თანდათან გონს მოდიოდა ლიაკო -კი , გემუდარებით დაუძახეთ უნდა ვნახო - გეგა მზად იყო დაჩოქებოდა ოღონდ ის ენახა -შვილო ანო ცოტახნისწინ წავიდა - ღიმილით უთხრა ლიაკომ გეგამ ვერ გაიაზრა რა უთხრეს , ეგონა ანომ გააფრთხილა ყველა და ესენიც აყვნენ , სულელივით გაიცინა და ყვირილი დაიყწო -ანანო! - რამდენიმეჯერ დაიძახა მაგრამ ამაოდ , მიხვდა რომ ლიაკო არ ატყუებდა , იქვე კართან საფეხურებზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო -შვილო ანო სახლში წავიდა დედამისთან ერთად - ანერვიულებულმა უთხრა ლიაკომ - რა მოხდა? -სად სახლში? - მხოლოდ ერთი გამოსავალი რჩებოდა გეგას ის უნდა მოეძებნა -თბილისში გეგა - ლიაკოს მისი საქციელი უკვირდა -თბილისსში ცხოვრობს? - უაზრო კითხვებს სვავდა -კი ვაჟაზე ცხოვრობს -კარგი მადლობა - გეგამ აკოცა ლიაკოს და მანქანისკენ გაიქცა სულ დაავიწყდა ამ სულელ ბიჭს რომ მისამართი ეკითხა , მაგრამ არაუშავს ამასაც გაიგებდა მანქანასთან კი არ მიირბინა გაფრინდა , გასაღები იქვე ქონდა ამიტომ წვალება არ დაუწყია ერთადერთი რაც წინ გადაეღობა უფრო სწორად ვინც - ეს იოანე იყო -სად მიდიხარ? - გაბრაზებულმა გამოხედა დევდარიანმა და ხელი მოჰკიდა რომ სახლში შეეყვანა -თბილისში! - მისი ხელი უხეშად მოიშორა გეგამ და მანქანაში "ჩახტა" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.