შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უთქმელი სიტყვები (თავი 1)


16-08-2016, 14:33
ავტორი crete20
ნანახია 3 739

დღეს დიდი დღე იყო ლილესთვის რვა წლის მერე პირველად ჩამოდიოდა საქართველოში. ამდენი წლის მერე პირველდ ნახავდა სამშობლოს, პირველად ნახავდა საუკეთესო მეგობარსა და დეიდაშვილს. საქართველოში ბევრ მეგობრები არასდროს ყოლია მაგრამ ვინც ყავდა ძალიან უყვარდა და სიცოცხლეს ერჩია. აეროპორტში არავინ ხვდება რადგან უნდა რომ დეიდაშვილს სურპრიზი მოუწყოს. საქართველოდან სულ რაღაც თოთხმეტი წლის წავიდა ესპანეთში და მას შემდეგ არ ჩამოსულა.

მისი დანახვა ნატას ძალაინ გაუხარდა, სიხარულით ცას ეწია, ერთად ბევრი რამე დაგეგმეს. მეორე დღეს კი თბილიშში გასეირნება გადაწყვიტეს, რვა წელი იყო გასული რაც მშობლიურ ქალაქში არ უსეირნია. ერთერთი კაფის შესასვლელში კი ლილე ბიჭს დაეჯახა, ლილეზე ერთი თავით მაღლი იყო, ბოდიშის მოხდას აპირებდა სიტყვა რომ გაუწყდა და მას მიაშტერდა. გაახსენდა მთელი ბავშვობა, მასთან გატარებული თითოეული დღე. სახეზე ღიმილი მოეფინა, როგორ შეცვლილა , ისეთი აღარა, უფრო დაკაცებულა, გასიმპატიურებულა, როგორც სჩანს ვარჯიშიც დაუწყია.
- გოგონა კარგად ხართ? ლილე ხმამ გამოარკვია, გაუკვირდა ნუთუ ვერ იცნო თუ თავს აჩვენებს?!
- კი, კი , ბოდიშით რომ დაგეჯახეთ
- არაუშავს ორივეს ბრალია, გაეცინა ბიჭს, - არცერთი ვიყურებოდით წინ
- ხო, ლილე გაჩუმდა, აღარ იცოდა რა ეთქვა, არადა არ უნდოდა ბიჭს დაეტოვებინა. უცებ თავში გენიალური იდეა მოუვიდა, ბიჭს გაეცნობოდა და შეიძლება ურთიერთობაში მას ის ეცნო.
- მე ლილე მქვია, ხელი გაუწოდა გოგომ. ბიჭს სახეზე გაკვირვება გამოეხატა. ყოყმანით გაუწოდა ხელი.
- ზურა
- ლამაზი სახელია
- წესით ბიჭები ამბობენ მაგას, გაეცინა ზურას
- არაუშავს, მე არ "მიტყდება" რამის თქმა, გაიცინა ლილემ. ზურასაც გაეცინა. წასვლას აპირებდა რომ ლილემ გააჩერა. - აქვე ცხოვრობ?
- არა, აქვე ვმუშაობ, გაეცინა ბიჭს
- ანუ აქეთ ხშირად ხარ?
- კი ხშირად, გაეცინა ზურას და გზა განაგრძო. ლოლე ერთხანს იდგა გაშეშებული და მიმავალ ბიჭს გაჰყურებდა. მხარზე ხელის შეხებამ გამოაფხიზლა.
- ლილე სად ხარ აქამდე შეკვეთა მოიტანეს უკვე
- ზურა გავიცანი?
- რა?
- ზურა გეგეშიძე
- შენ რა რამე დალიე?
- არა, არა, ვერ მიცნო და ახლიდან გავიცანი
- შენ ოცდასამი წლის ასაკშიც არ მოგივიდა ჭკუა ხო?
- კაი რა , უბრალოდ ცოტას ვიმაიმუნებ და მერე მიხვდება ვინც ვარ
- ლილე, ხომ იცი რომ ზურას შენთან ურთიერთობა არ უნდა, მაგის გამო სახლიც გააყიდან მშობლეს შენს კორპუსში და სხვა უბანში გადავიდნენ.
- კაი რა ნატა, ეგ იყო რვა წლის უკან, დიდი დრო გავიდა და აღარ იქნება ჩემზე გაბრაზებული.
- მე როგორც ვიცი არის
- ნუ მიფუჭებ ხასიათს. ხვალ მოვალ და შვხვდები კიდე.



****
მეორე დღეს ზურა კაფეში რიგში იდგა და ჩაფიქრებული ტელეფონს მიშტერებოდა, აზრზე მხარზე მსუბუქმა დარტყმამ მოიყვანა.
- შეგაშინე? გაუცინა ლილემ
- ცოტა, გაეღიმა ზურას
- როგორ ხარ?
- შეშინებული, გაიცინა ზურამ
- ხო ბოდიში, გაუღიმა მარიმ
- გუშინაც ბოდიში მომიხადე, იმედია ტრადიციად არ გექცევა, გაუღიმა ზურამ. ლილე მას მიაშტერდა, მის შავ თვალებში ჩაიძირა, რა საყვარელი ღიმილი ქონდა.
- რამეს უკვეთავ?
- კი, კი, აქ ვაპირებ ჭამას. შენ რა შუკვეთე.
- ხაჭაპური და წვენი
- მეც ეგ მინდა მაშინ, ზურამ გაკვირვებულმა შეხეა. ლილემ მისი სახე დააიგნორა და ადგილი მოათვალიერა.
- აი იქ დავჯდეთ, თავისუფალია. ადგილამდე ორივე ჩუმად მივიდა, როგორ სჩანს ზურა არ შეცვლილა, ისევ არ უყვარს ბევრი ლაპარაკი.
- რას საქმიანობ? გაუღიმა ლილემ
- იურისტი ვარ
- მაგარია
- შენ რას საქმიანობ ლილე? ზურამ ისეთი სახით შეხედა რომ ლილეს ეგონა მიუხვდა ვინც იყო.
- მე, მე... მეც იურისტი ვარ. უბრალოდ გამოცდილება არ მაქვს ჯერ
- ანუ სამუშაოს ეძებ?
- კი
- მომეცი შენი სივი და კადრების განყოფილებაში დავტოვებ ჩემთან. არა სივს ნამდვილად ვერ მისცემს, ზურა მის გვარს რომ დაინახავს ნამდვილად მიხვდება.
- ჯერ ერთი ორი თვე დასვენებას ვაპირებ, ხმადაბლა ჩაილპარაკა ლილემ
- გასაგებია. იურისტობა რატომ აირჩიე?- რა თქვას? იმას ხომ ვერ ეტყვის რომ ეს წლების წინ ორივემ ერთად გადაწყვიტა. რამდენ გეგმებს ადგენდნენ ერთად, რამდენიი რამის გაკეთება ქონდათ გადაწყვეტილი. ისიც კი დაგეგმეს რომ ერთად იურიდიულ ფირმას გახსნიდნენ.
- მე....და ჩემმა მეგობარმა ერთად გადავწვიტეთ, მორიდებით გაიღიმა ლილემ
- მე და ჩემმა ერთმა ძვირფასმა ადამიანმაც გადავწყვიტეთ ერთიდაიგივე პროფესია აგვერჩია მაგრამ არ გამოვიდა, სევდიანად გაიღიმა ზურამ, - კარგია რომ შენ და შენს მეგობარს გამოგივიდათ.
- ის ადამანი რო ახსენე მოიწყინე..აღარ გააგრძელებინა ლილემ
- არ მინდა მასზე ლაპარაკი, მკაცრად წარმოთქვა ზურამ. ლილეს გულში რაღაც ჩასწყდა, საშინლად ეტკინა ის რომ ზურა ასე იტანჯებოდა და ის რომ ლილეზე არ სურდა არაფრის გაგონება.


***
მეორე დღეს ლილე არ გამოჩენილა ზურას სიახლოვეს, არც მესამე დღეს, აი უკვე შაბათ- კვირაც მოვიდა და ზურას ვერ ნახავს. მისმა სიტყვებმა გული დაწყვიტა, არ იცოდა რა გაეკეთებინა. ეთქვა სიმართლე და დაეკარგა თუ ისევ თავი სხვად გაესაღებინა. ზურაზე ფიქრს ვერ ანებებდა თავს, თვალწინ მისი თბილი და კუპრივით შავი თვალები ედგა. მის გახსენებაზე სულ ეღიმებოდა და სულელივით დადიოდა. ორშაბათს გადაწყვიტა რომ ზურა ენახა. ღიმილიანი სახით მიუახლოვდა მაგიდას და უკითხავად დაჯდა. ზურას გაეღიმა, არაფერი უთქვამს, ერთხანს უყურეს ერთანეთს, ორივეს ეღიმებოდა, სიჩუმე ისევ ზურამ დაარღვია.
- დაიკარგე!
- ხო, რაღაც საქმეები მქონდა, ჩაილაპარაკა ლილე. ზურამ წარბი აწია და ჩაიცინა. მიხვდა რასაც აკეთებდდა ლილე, უნდოდა თავი მოენატრებინა, ამ ქალურ ხრიკს მამაკაცი ალბათ ყოველთვის ხვდება.
- რამდნეი წლის ხარ ლილე?
- 23. ზურა ერთხანს ჩაფიქრდა, - კარგი ასაკია.
- ალბათ.
- შენ არ გაინტერესებსმე რამდენი წლის ვარ? ინტერესით იკითხა ზურამ
- კი როგორ არა , გაუღიმა ლილემ. ისედაც ეკლებზეიჯდა, არ უნდოდა ზურა რამეს მიმხვდარიყო
- მე 27ის
- ალბათ შენი ასაკიც კარგია, გაეცინა ლილეს.
- ლილე, სერიოზულად დაიწყო ზურამ, - მგონი ხვდები რომ მე ვხვდები რისთვის მოდიხარ აქ ზუსტად იმ დორს როცა მე ვარ აქ.
- ხო, ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა ლილემ.
- მეც მომწონხარ და....
- მე არ მითქვამს რომ მომწონხარ, გააპროტესტა ლილემ, ზურას გაეცინა.
- კაი, კაი, შენ თუ არ მოგწონვარ რა გაეწყობა, ზურამ სკამი გამოწია და ადგომას აპირებდა
- არა, მოიცადე, ეგ არ მითქვამს....
- აბა რა თქვი, ეშმაკურად ჩაიღიმა ზურამ.
- დარჩი კაი? ტუჩის კვნეტით შეხედა ლილემ, ზურას გაეცინა და დაემორჩილა.
- რაღაც მინდა გკითხო? ლილეს გული ამოვარდნას ქონდა
- მკითხე, ზურამ ინტერესით შეხედა.
- იმ დღეს რომ თქვი იმ გოგოზე.... აი ლაპარაკი რომ არ გინდოდა....
- გაინტერესებს რა მოხდა? ლილეს პასუხი არ გაუცია და გაჩუმდა. - ნუ ღელავ ის გოგო ჩემს მომავალში არ იარსებებს, ის ჩემი მტკივნეული წარსულია, მხოლდ და მხოლოდ წარსული. ლილეს გულში რაღაც ჩასწყდა, არ მოელოდა ზურასგან ასეთ პასუხს, ტირილი მოუნდა.
- პატიება რომ გთხოვოს და შენთან მოუნდეს ყოფნა? ყოყმანით კითხა ლილემ
- ჩემს გვერდით ვერასდროს იქნება, ამის ნებას არ მივცემ, არასდროს. წლებია მტკიოდა მის გამოო... ზურა გაჩერდა, ყელზე ძრღვები დაეჭიმა.... მოკლედ იმ გოგოზე ნუღარ ფიქრობ, წარსულია.
- იცი რა უნდა წავიდე, წამოდგა ლილე, რაღაც მაქვს გასაკეთებელი და ეხლაღა გამახსენდა. იქიდან გაქცევა უნდოდა, ზურას ყურება აღარ შეეძლო, ბოლო ხმაზე უდოდა ტირილი. ტაქსში ჩაჯდა და ტირილი აუტყდა, ვერ გაეგო რაზე უფრო ეტირა, იმაზე რომ ზურას ასე რომ ატკინა თუ იმაზე ზურას ის სძულდა. სახლში მისულს ნატა იქ დახვდა.
- რა დღეში ხარ შენ? რა მოხდა?
- ზურას ვძულვარ
- რას ელოდი?! ხომ გაგაფრთხილე შეეშვი თქო?
- ვერ შევეშვეი იმიტომ რომ მისგან შორს ყოფნა არ შემიძლია.
- მოდი იცი რა ვქნათ? ორი კვირით ზღვაზე წავიდეთ და ცოტას განიტვირთები და ზურასაც დაივიწყებ.
- წავიდეთ მაგრამ ზუარას ვერ დავივიწყებ.


***
ორ დეღში ზღვაზე წავიდნენ, სასტუმრო ორი კვირით დაჯავშნეს, ლილეს არ ახალისებდა იქ ყოფნა მაგრამ რა ექნა. ორი დღე სასტუმროდან არ გასულა, მესამე დღეს სასტუმროს რესტორანში ჩავიდა სასაუზმოდ. მაგიდასთან მჯდობი ნაცნობი ხალხი რო დაინახა სახე დაემანჭა, მათაც შენიშნეს.
- წამოდი მივესალმოთ, თქვა ნატამ
- მომისმინე, მიდი შენ, ჩემზე უთხარი მეგობარიაო და არ უთხრა რომ ჩამოვედი გაიგე. ოხ როგორ ვერ იტანდა ამ გოგოს. ეს გოგო ზურას კლასელი იყო რომლიც ზურაზე ჭკუას კარგავდა და გასაქანს არ აძლევდა. ხშირად სადარბაძოში ელოდებოდა და ზურა სიყვარულს ეფიცებოდა. ამაზე ლილეს ნერვები ეშლებოდა.
- სხვათა შორის შენზე მკითხა? სიცილით მიუახლოვდა ნატა
- ჩემზე თუ ლილე ნაკაშიძეზე?
- ნაკაშიძეზე რა თქმა უნდა, თავსი წამოარტყა ნატამ
- და რაო რა მინდაო?
- არ აპირებს შენი დეიდაშვილი ჩამოსვლასოო? მერე ეგ ის გოგო არაა ზურას რომ უყვარდაო? რა დღეში ჩააგდო ბიჭიო, მის გამო კინაღამ მოკვდაო და ესეთები რა.
- ოჰ, როგორ ეცოდებათ ზურა. მოიცა რაა?
- არ მინდოდა მშინ მეთქვა, არ მინოდოდა გენერვიულა.
- თქვი რა მოხდა
- შენ რომ წახვედი ეგ ხო პირველ კურს ამთავრებდა, მამამისმა მანქანა უყიდა იმ დილას შენ რომ წახვედი. მოკლედ საღამოს გაუგია რომ წახვედი, იქიდან გიჟივით გამოვარდნილა და შენს კორპუსთან ახლოს, დიდი სისწრაფით ხეს შეეჯახა მოსახვევში. სამი კვირა იწვა საავადმყოპოში მაგარდ იყო დამტვრეული. იმის მერე კიდე სვამდა, მერე სულ გაუჟმურდა.
- მე ჩემს ოთახსი ავალ, ლილე წამოდგა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა რესტორანი.
დიხანს იტირა ლოგინზე დამხობილმა, ათასი ფიქრი მოსდიოდა თავში, კარი ნატამ შემოაღო.
- კაი ეხლა გაჩერდი, მაგისთვის არ მითქვამს რომ ესეთ დღეში ჩავარდნილიყავი
- იცი რა არ მემსის, აქ რომ ვიყავი საერთოდ არ მენახვებოდა, სახლიც კი გააყიდინა მშობლებს და გადავიდა. არ მესმის რატომ იქცეოდა ესე, როცა წავედი გადაირია მაგრამ აქ რომ ვიყავი დღეები ვერ ვნახულობდი, უბრალოდ შორიდანაც ვერ ვხედავდი.
- კაი , გაჩერდი, ნატა მიუახლოვდა და ჩაეხუტა.
- კიდე ორი კვირით დავრჩეთ აქ ხო?
- კაი ლილე, დავრჩეთ
- ეხლა ნამდვილად ვერ ვნახავ ზურას
- დავრჩეთ, არაა პრობლემა


***
მთელი ერთი თვე ზღვაზე გაატარეს, ზურა ძალიან ენატრებოდა მაგრამ რომ წარმოიდგენდა პირისპირ როგორ შეხვდებოდა და რას ეტყოდა, თავს იკავაბედა თბილისში დაბრუნებისგან. ყოველ დღე ზურაზე ფიქრობდა და ვერ გადაეწყვიტა ზურასთან მიმართებაში როგორ მოქცეულიყო. კიდევ სთხოვა ნატას რომ რამდნეიმე კვირით მთაში წასულიყვნენ, ჯერ არ იყო მზად ზურასთან შესახვედრად და უნდოდა რაღაც რაღაცეები გადაეხარშა.

ორთვიანი განშორების მერე თბილისში დაბრუნდნენ, გადაწყვიტა სამუშაო მოეძებნა. იმ ქუჩაზე ცდოლობდა არ მოხვედრილიყო სადაც იცოდა რომ ზურას ნახავდა. ერთერთი ფირმიდან გამოდიოდა ვიღაცას რომ დაეჯახა
- გოგონა წინ არ იყუ....სიტყვა გაუწყდა ზურას- ლილე? სად დაიკარგე მთელი ორი თვე? ლილე ხმას ვერ იღებდა, უყურებდა ზურას და მისი მზერით ტკბებოდა. - ლილე? არ ისმენ?
- კი გისმენ
- სად იყავი? ლილეს პასუხი არ გაუცია ისე მიუახლოვდა და მოეხვია. მერე ზურას ხელებიც იგრძნო მხრებზე.
- ლილე ესე თუ მოგენატრე ორი თვე რატომ დაიკარგე? ისე მიჭერ ხელებს მეშინია არ გამგუდო, გაიცინა ზურამ
- ბოდიში
- აი კიდე ბოდიში
- ხო, ალბათ ბევრი ბოდიში მაქვს სათქმელი, ორაზროვნად გაიღიმა ლილემ
- ვერ მიგიხვდი? ინტერესით შეხედა ზურამ
- არაფერი
- მოდი დავჯდეთ აქ სადმე და მომიყევი სად იყავი. პირველ რიგში ჩენი ნომერი ჩამაწერინე რომ არ დამეკარგო კიდე. ლილეს მისი ნათქვამი ‘დამეკარგო’ გულზე მალამოსავით მოედო. სულ დაავიწყდა საკუთარ თავთან დადებული პირობა რომ ზურას არ ნახავდა და მოერიდებოდა. ახლა კი როდესაც ზურა კვლავ ნახა საკუთარ თავთან დადებული პირობა სულ დაავიწყდა, ახლა მარტო ზურასთან ყოფნა უნდოდა.


მოგესალმებით. ეს ჩემი ახლი ისტორიაა და იმედია მოგეწონეათ.



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

ოოჰ, დიდება შენს გამოჩენას. ასე უნდა დაკარგვა?!

 


№2  offline წევრი aNuGi

ძალიან მომეწონა kissing_closed_eyes
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№3  offline წევრი crete20

grafo
ოოჰ, დიდება შენს გამოჩენას. ასე უნდა დაკარგვა?!


ჰაჰაჰა, მიხარია რომ გაგიხარდა ჩემი დაბრუნება! kissing_heart

aNuGi
ძალიან მომეწონა kissing_closed_eyes


ძალიან კარგი heart_eyes

 


№4 სტუმარი mtvaro svani

au aseti gogoebis ar mesmis ra.mastan rom iyo ver daafasa kinagam tavi moakvlevina da exla roca davicyeba unda abodebs masze?amdrni celi sad iyo rato tanjavda?tu axla rom dabrunda mashin gaaxsenda?kargit raaa.gogo var magram mainc ver gavamartleb asets rogorc ar unda mindodes.amdeni celi arc gaxsendeba da mere chamodixar da venebs ichexav mis gamo xo?ar mesmis aseti siyvarulis ra vqna

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent