სიამაყე თუ?! (თავი VII)
თავი VII აივანზე ვიდექი და მოსმენილის გადახარშვას ვცდილობდი, თუმცა უშედეგოდ... ერთი დღისთვის ამდენი ინფორმაცია ნამეტანი იყო.. დემე ხვდებოდა, რომ ახლა მარტო ყოფნა მჭირდებოდა და გარეთ არ გამოდიოდა... მას ყოველთვის უსიტყვოდ ესმოდა ჩემი... –მე მიცავდა, ჩემ გამო გააკეთა, მეც ხომ ამიტომ ვუმალავდი...მაგრამ მაინც მომატყუა, ეს როგორ დამიმალა? –მილიონობით აზრი მომდიოდა თავში. ფიქრი მანქანის ხმამ გამაწყვეტინა, უფრო სწორად მანქანების, სიხარულისგან შევკივლე, როცა ერთ–ერთ მათგანში სანდროს მანქანა ამოვიცანი და სირბილით გავექანე მისკენ. –სანდროო, როგორ მომენატრე–როგორც ყოველთვის ხელში ამიყვანა და გიჟივით მატრიალებდა წრეზე. –შენ მერე დაგელაპარაკები–გამაფრთხილებლად ჩამჩურჩულა ყურში და თითი დამიქნია.–მეც მომენატრე ძალიან–ხმაურით მაკოცა ლოყაზე. –რა მოხდა, ტვიქს? აქ რატომ ამოგვიყვანე? შეხვედრამ როგორ ჩაიარა?–კითხვებს მაყრიდა ხატია. –თქვენ ისევ ასე ეძახით ერთმანეთს?–ტვიქსის გაგონებაზე სანდრომ გადაიხარხარა და მხარიც დაულურჯდა ხატიას ჩქმეტისგან. –ველური–მიაძახა და კესოს გადახვია ხელი –შენ ყველაზე ჭკვიანი მყავხარ, პატარა–ნაზად აკოცა თავზე და მიიხუტა. მანქანიდან გადმოსულმა იოანემ კარი ხმაურით მიხურა და გაცეცხლებული მზერა ესროლა კესოს და სანდროს, ეს უკანასკნელი ამას საერთოდ ვერ გრძნობდა, უფრო მაგრად იხუტებდა გულში გოგოს და ათასობით მოსაფერებელი სიტყვით ამკობდა... კესო უხერხულად იშმუშნებოდა, თუმცა ძალიან სიამოვნებდა იოს დაძაბული მზერა და შეკრული მუშტები... ბიჭებთან ერთად მანქანიდან სასიამოვნო გარეგნობის გოგონა გადმოვიდა... საშუალო სიმაღლის იყო, გამხდარი, სახე უცინოდა, ჩალისფერი თმა და ღია ცისფერი თვალები ჰქონდა, პოზიტივს ასხივებდა, საოცრად ჰგავდა ვიღაცას, თუმცა ვერაფრით გავიხსენე ვის... –გამარჯობა–მოგვესალმა მორცხვად. –პრივეტ–მივესალმე მხიარულად.–ეკა–ხელი გავუწოდე. –ანა–თავისი შემაგება მან. მისალმება/გაცნობების შემდეგ ყველა ეზოში შევედით... მე და ხატია ერთმანეთს ვუყურებდით და ვკვდებოდით სიცილით გულში, აშკარა იყო, იო სანდროზე ეჭვიანობდა, სანდრო ანას არ აშორებდა თვალს, კესო კი ცდილობდა გაერკვია ვინ იყო ანა და რატომ იჯდა იოს მანქანაში წინ (მის ადგილას). ფრიად კომიკური სიტუაცია იყო შექმნილი, თუმცა უკვე გავიაზრე, ვის მაგონებდა ანა ასე ძალიან და თითქმის დავრწმუნდი, რომ ის ნამდვილად იოს და იყო... სულაც არ ვაპირებდი ამის კესოსთვის თქმას, დრო იყო, თუნდაც ჩხუბის და ეჭვიანობის ნიადაგზე გადაედგათ როგორმე ნაბიჯი ერთმანეთისკენ და სიყვარულში გამოტყდომოდნენ, ხატიას ეშმაკურ მზერას რომ ვაწყდებოდი, ვხვდებოდი, ისიც სრულიად მეთანხმებოდა... სახლში შევედით და სავარძლებში გადავნაწილდით.. სანდრო ჯიუტად არ უშვებდა კესოს ხელს, თმაზე ეფერებოდა და უფრო და უფრო აგიჟებდა იოს... დემეს მზერას წავაწყდი, ეცინებოდა მასაც, მხოლოდ ის იცნობდა სანდროს ბიჭებიდან, იცოდა მისი დამოკიდებულება ჩვენდამი და იოს რეაქციებზე კარგადაც ხალისობდა... სამზარეულოში გავედით ყავის მოსამზადებლად, ბიჭებმა მწვადს შევწვავთო.. –დასაწუნი მაინც ჰქონდეს რამე, მშვენიერი გოგოა... ან მაგასთან რა მაქვს საჩხუბარი,,ეს ვაჟბატონია ყველაფერში დამნაშავე... ასე უსინდისოდ როგორ იქცევა მაინც??–ბურტყუნებდა კესო... –შენ რა გაჩხუბებს ერთი? როცა შანსი გქონდა, მაშინ ყოფილიყავი მასთან, შეყვარებულია შენი თუ რა? ვისაც უნდა იმას შეხვდება–შეუტია ხატიამ და მისგან შეუმჩნევლად ჩამიკრა თვალი. –მართალი ხარ–ამოიოხრა კესომ. –შეიძლება?–კართან ატუზულიყო ანა. –კი, კი შემოდი–დავიბენით –ბოდიში, შემთხვევით მოვისმინე თქვენი საუბარი, იო მომკლავს ალბათ, მაგრამ ტყუილს ვერ ვიტან, არ შემიძლია დაგიმალოთ –„ჩაგვიყარა წყალში ყველაფერი“ – სახით გადავხედეთ მე და ხატიამ ერთმანეთს. –კესა, მე იოს და ვარ–გაუღიმა გაშტერებულ კესოს. –შენ..შენ იოს..და..შენ ხომ წასული იყავი? ჩამოხვედი?–ლუღლუღებდა კესო. ანამ ღიმილით დაუქნია თავი. –მოდი ჩაგეხუტო, ვასწავლი მე მაგას ჭკუას–უცებ გამოერკვა კესოც. –როგორ ვერ მიხვდი, შე შტერო? ვერ ხედავ როგორ ჰგავს?–ვუთხარი და მაშინვე ენაზე ვიკბინე –თქვენ მიხვდით ხო? მაგიტომ არ ამბობდით არაფერს, დამპლებო! მაგრამ ახლა თქვენი დრო არ მაქვს, ის ვაჟბატონი სანდროზე ეჭვიანობს ხო? დამაცადოს მაგან!–ყავის ჭიქას დასწვდა და ნარნარი მიხვრა–მოხვრით დატოვა სამზარეულო. –რაღაც საშინელებას გეგმავს ხო?–ივარაუდა ხატიამ. –ალბათ–ამოვიოხრე და უკან გავყევი მეც. დემე და სანდრო მხიარულად საუბრობდნენ, მათ დანახვაზე სითბო ჩამეღვარა გულში... ჩემთვის ორი, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ასე კარგად უგებდა ერთმანეთს... იო მოშორებით იდგა აკასთან ერთად და ისევ უმოწყალო მზერით ბურღავდა სანდროს... აკა ძლივს ინარჩუნებდა სერიოზულ მზერას და მის დაწყნარებას ცდილობდა.. –რას აპირებს?–მკითხა გაოგნებულმა ანამ, როცა დაინახა, როგორ მიუახლოვდა კესო სანდროს, მხარზე ხელი ჩამოადო, ჭიქა გაუწოდა და ნაზად აკოცა ლოყაზე. –ცდილობს იო აეჭვიანოს–ვუპასუხე სიცილით–ნუ გეშინია, სანდროს და მას შორის არაფერი ხდება, სანდრო მხოლოდ მეგობარია ჩვენი, თავისუფალია და როგორც შევატყვე ძალიან მოეწონე–თვალი ჩავუკარი და გაწითლებულ ლოყაზე ვუჩქმიტე, თუმცა ცოტა ხანში მე თვითონ გავხდი ჭარხლისფერი, როცა წელს ზემოთ შიშველ დემეტრეს მოვკარი თვალი. რა თქმა უნდა მასაც არ გამოპარვია ჩემი დარცხვენილი მზერა, გამომწვევად გამიღიმა და წყალი შეისხა ტანზე. –ჯანდაბა, დადიანო, მე მიკეთებ ამას?–დიდხანს ვიქნებოდი ასე გაშტერებული, ყვირილის ხმას რომ არ მოვეყვანე გონს... დავიბენი, ვერაფრით გავიგე საიდან მოდიოდა ეს ხმები, მალევე გავიაზრე, რომ სამზარეულოში მარტო დარჩენილ ხატიას აკა „ესტუმრა“ და მათი ჩხუბის ხმა იყო, თუმცა არც მწვადთან მყოფი იო და კესა აკლებდნენ, მოშორებით მდგარი სანდრო კი მშვიდად ეფლირტავებოდა ანას. დემემ თვალით მანიშნა ამათ მე მივხედავო და მეც სამზარეულოსკენ წავედი. მისაღებში ფერდაკარგული ხატია შემხვდა, რომელსაც ყვირილით მოსდევდა აკა უკან. ხელი ჩასჭიდა, თავისკენ მიაბრუნა და რამე მითხარიო, სთხოვდა, თითქოს ენა გადაყლაპაო, ხმას არ იღებდა ხატია... უცებ ხელი ისეთი სისწრაფით მოიქნია, ვერც დავინახე, როდის გაარტყა, მხოლოდ ხმა გავიგე... მერე ჩემკენ მოტრიალდა, ხელი მომკიდა და აქედან წამიყვანეო მთხოვდა, თან გარეთ მიმარბენინებდა. –სანდრო, კეს, სად ხართ?–ვეძახდი გარეთ გამოსული. ამასობაში აცრემლებული კესა ჩამეხუტა და ისიც იმავეს მიმეორებდა: –წავიდეთ რა ეკ, წავიდეთ აღარ შემიძლია აქ ყოფნა... –რა მოხდა?–ვკითხე სანდროს. –არ ხარ სწორი ძმაო, ჯერ ყველაფერი უნდა გაგერკვია–აღელვებული ჩანდა ისიც. იო თავჩაღუნული უსმენდა... ვერაფერი გავიგე –სანდრო, წაგვიყვანე, გთხოვ–დემეს მზერას ყურადღება არ მივაქციე, ისე ვთხოვე სანდროს. –ხელებს დავიბან და ახლავე მოვალ–მითხრა სანდრომ. ყველასგან შეუმჩნევლად ვანიშნე ანას, გაყევითქო, ჯერ ყოყმანობდა, მერე დამიჯერა, მიხაროდა, ერთი ჩემი მეგობარი მაინც იქნებოდა ბედნიერი... ჭიშკრის ხმაზე ყველამ იქით გავიხედეთ... უცხო გოგო იყო, მაღალი, ლამაზი, ცოტა გამომწვევიც.. როგორც კი დაინახა, დემე მისკენ გაემართა შესახვედრად... არ მესიამოვნა... –როგორ მომენატრე, ჩემო პატარავ–წელზე ხელი მოჰკიდა და პირდაპირ ტუჩებზე დაეძგერა... მეგონა გულმა ფეთქვა საერთოდ შეწყვიტა, მეგონა საშინელ კოშმარს ვხედავდი და გამოფხიზლებას ვცდილობდი, მაგრამ რეალობა მწარე და ნამდვილი იყო, არავითარი სიზმარი... დემეტრე ჩემ თვალწინ გოგოს კოცნიდა, ეფერებოდა, გულში იხუტებდა.... მერე ჩვენკენ მოტრიალდა და გოგოებს მოგვმართა –გაიცანით, ჩემი საცოლე–ნია ღმერთის და სანდროს მადლობელი ვარ, გონება რომ არ დავკარგე იმ წამს... უცებ გაჩნდა ჩემთან, ხელი მომკიდა, სასიამოვნოა, მაგრამ გვეჩქარებაო უთხრა მათ, გარეთ გამომიყვანა და მანქანაში ჩამსვა, გოგოებიც გამოგვყვნენ... მთელი გზა ჭორაობდნენ, იოზე, აკაზე, დემეზე, მე კი არაფერი მესმოდა... გონება თავისით იმეორებდა სიტყვებს, თითქოს ასე ცდილობდა შეგუებოდა მომხდარს: „გაიცანით, ჩემი საცოლე–ნია“...... *********** რამდენიმე დღის შემდეგ ისევ ფანჯრის რაფაზე ვიჯექი მარტო... ყავის ჭიქით... ვცდილობდი არ მეფიქრა იმ დღეზე, როცა დემეტრეს საცოლე გავიცანი.... დღეს ნონას უნდა შევხვედროდი, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იყო... ბოლო ყლუპიც დავლიე და ჭიქა ნიჟარაში ჩავდგი.. საძინებელში შევედი, წინასწარ გამზადებული ტანსაცმელი ჩამოვიღე საკიდიდან და აბაზანისკენ წავედი, გოგოები სამსახურებში იყვნენ, სახლში სრული სიჩუმე იყო... წყალი მოვუშვი და მუსიკა ჩავრთე .... ისევ scorpions….. –როგორ ხარ, ეკა?–ფეხზე წამოდგა ნონა და შემეგება. –გმადლობთ, კარგად, თავად?–ხელი ჩამოვართვი და დავჯექი. –აბა, რა მოიფიქრე?–მკითხა მოუთმენლად. –უნდა მაპატიოთ, არ მინდა იმედები გაგიცრუოთ, ამხელა ნდობას მიცხადებთ... მზად არ ვარ ასეთი თანამდებობისთვის, აქ მუშაობის გამოცდილება ძალიან მწირი მაქვს, მაშინაც გითხარით, ჩვენი და მათი კანონმდებლობა ბევრად განსხვავდება ერთმანეთისგან, პრაქტიკაზე აღარაფერს ვამბობ, მე მუშაობა მინდა, ჩემი პროფესიით, ასეთი თანამდებობა კი, ჯერ არ ვარ მზად, მაპატიეთ რა... –დიდხანს ვლაპარაკობდი, ვცდილობდი ამეხსნა, ბოლოს ძლივს დავასრულე მონოლოგი და კითხვით სავსე მზერა მივაპყარი... –ხომ ვამბობდი, პროფესიონალიზმთან ერთად, ძალიან კარგი ადამიანიც ხართქო, კარგი პიროვნება–გამიღიმა ნონამ.–ნება შენია, ვერ დაგაძალებ, თუმცა ერთი თხოვნა მაინც შემისრულე, ერთ–ერთი დეპარტამენტის უფროსი საზღვარგარეთ მიიწვიეს, ახალი დეპარტამენტია და კარგი კადრი მჭირდება. –აი, მაგაზე კი ნამდვილად ვერ გეტყვით უარს–გამეცინა. *********** –როგორ ჩაიარა ტვიქს? რაო ნონამ?–ხატია მირეკავდა –ჰმმ, ტვიქს კი არა, თქვენ ესაუბრებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროს–ქალბატონ ეკატერინე ფიფიას–კმაყოფილმა ვუთხარი –ოჰოო, შენ აღარ ხუმრობ, საღამოს აღვნიშნოთ, კომიტეტის სხდომა იწყება, უნდა გავიქცე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. თავად ხატია უკვე დიდი ხანია, პარლამენტში მუშაობს, იურიდიულ კომიტეტში, აპარატის წამყვანი სპეციალისტია, თან ძალზედ წარმატებულიც.. ჩვენი კესა კი კულტურის სამინისტროს მუშაკი გახლავთ, დღეს მასაც არანაკლებ მნიშვნელოვანი დღე ჰქონდა, წლის მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების შესახებ შეხვედრები უნდა გაემართა. –კეს გცალია ორი წამით?–მაინც გადავურეკე. –ხო მშვიდობაა? აი ბოლო შეხვედრაც და დღეს ვამთავრებ, თეატრში მივდივარ, იმედია ეს მაინც სახალისო იქნება–გადაიკისკისა. –კი კი, საღამოს აღვნიშნავთ რაღაც–რაღაცებს და მალე მოდიი–ჩავძახე –კარგიი, ერთი სული მაქვს ყველაფერი მომიყვე, გკოცნი–გამითიშა. სახლში დავბრუნდი და მოვწესრიგდი, გოგოები მალე დაბრუნდებოდნენ და გადავწყვიტე, რამე მომემზადებინა მანამდე, რატომღაც ტელევიზორი ჩავრთე და იქ გადავწყვიტე მუსიკის მოსმენა, ის იყო ახალი ამბებიდან სხვა არხზე გადართვას ვაპირებდი, რომ ჩემი ყურადღება ნაცნობმა სახემ მიიპყრო. რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო, პარლამენტის შენობის წინ რუპორით ხელში იდგა აკა და ხატიას სიყვარულს საჯაროდ უხსნიდა... რომ წარმოვიდგინე მისი სახე, კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას აკას ხმას რომ გაიგებდა, ხმამაღლა გადავიხარხარე... ის იყო, კესოსთან ვაპირებდი დარეკვას და ყველაფრის მოყოლას, რომ ზარის ხმა გაისმა... კარი გავაღე და ერთ ადგილას გავშეშდი... კესო და იო ხელიხელჩაკიდებულები იდგნენ და ეშმაკურად მიღიმოდნენ.. –მოიცა, თქვენ ერთად? რა.. რა ხდება? შერიგდით? კი არადა ერთად ხართ?–სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს. –კიი, შევრიგდით ერთად ვართ და სულ ერთად ვიქნებით, თან ძალიან მალე–მითხრა იომ და კესოს ბეჭდიანი ხელი ამიფრიალა წინ. –ვთხოვდები ეკ–დაიყვირა კესომ და ჩამეხუტა. –ჩემი გოგოო, როგორ მიხარია ნეტა იცოდეე, გილოცავთ და უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებთ, ჩემო ტკბილებო–ჩავეხუტე ორივეს. –მეც მაქვს თქვენთვის მაგარი ამბავი–ვუთხარი და ტელევიზორის პულტი მოვიმარჯვე, რომ გადამეხვია ახალ ამბებზე. დიდხანს იცინეს კესომ და იომ, ერთი სული მქონდა კესო დამემარტოხელებინა და ყველაფერი მომეყოლებინა. თითქოს მიხვდაო, იო ცოტა ხანში წამოდგა. –მე წავალ, ბიჭებს ვნახავ და საღამოს დემეტრესთან გელოდებით–კესოს აკოცა და წავიდა. –შენც ხო წამოხვალ?–შეპარვით მითხრა კესომ. –აბა რას ვიზამ, თქვენ ნიშნობას როგორ გამოვტოვებ გოგო?–გამამხნევებლად გავუღიმე–ახლა მომიყევი ყველაფერი თავიდან ბოლომდე. –მაშინ ხო გახსოვს, როგორ მომიშალა ნერვები? სანდროზე იეჭვიანა, მაგრამ არც გამოტყდა, მიყვიროდა უაზროდ, ისეთ სისულელეებს მეუბნებოდა, შენ ვინ გეკითხება მეთქი რომ ვუთხარი, მთლად გადაირია, შენთვის სულერთი ვარო, არაფერს წარმოვადგენო, გყავდეს ეგ შენი სანდრო და ჩემი სახელი აღარც ახსენოო, მოკლედ გადაირია და ახსნის საშუალებაც არ მომცა, მეც გავბრაზდი და ვუთხარი, დიახაც მეყოლებათქო, ამ დროს სანდრო ჩაერია და ყველაფერი უთხრა, მერე დაიწყო ბოდიშების მოხდა, მაგრამ მე აღარ მოვუსმინე... მაგის მერე ამდენი დღე გავიდა და არც შემხმიანებია, უფრო და უფრო ვბრაზდებოდი.. –ეგ ყველაფერი ვიცი, დღევანდელზე გადადიი–მოუთმენლად ვიყვირე უკვე. –ხოდა დღეს რომ დამირეკე, თეატრში შევდივართქო რომ გითხარი, დარბაზში შედიო რომ მითხრეს, ცოტა გამიკვირდა, შევედი და ცარიელი დამხვდა, ისრებით იყო მითითებული, სადაც უნდა დავმჯდარიყავი, დავჯექი თუ არა, შუქი ჩაქრა, ფარდა აიწია და სპექტაკლი დაიწყო... –რა სპექტაკლი, გოგო?–გაოცებას ვერ ვმალავდი. –ჩვენი ისტორია, გაცნობა, ბათუმის ამბები, აბსოლუტურად ყველაფერი ქრონოლოგიურად, თან ბავშვების დადგმული იყო, გახსოვს მაშინ ბავშვთა სახლში რომ ვიყავით რამდენჯერმე, აი იმათ დაადგმევინა, ეს დღეები ამით იყო თურმე დაკავებული და ამიტომ არ მეხმიანებოდა... ბოლოს თვითონ გამოვიდა სცენაზე, ასვლა მთხოვა, მერე მუხლებზე დაიჩოქა და მთხოვა, ყველაფერი მაპატიე, მიყვარხარ და ცოლად გამომყევიო–დაამთავრა ბედნიერმა. –იო ნახეე, რა რომანტიკული ყოფილა, რა მაგარია კეეს, როგორ მიხარია–ზარის ხმამ გამაწყვეტინა სენტიმენტები.–მეორე გადარეული მოვიდა–გამეცინა. ხატია შურდულივით შემოვარდა სახლში, კესოს წყლით სავსე ჭიქა გამოსტაცა, სულმოუთქმელად გამოსცალა და ღრმად ჩაისუნთქა. –აღარ იტყვი რა ხდება?–შეშინებულმა ვკითხე. –ბოლოს მომიღებს ეს ბიჭი მე–ამოიკნავლა და თავი კედელს მიაყრდნო. –დაიწყე–ვუთხარი სიცილით. –იმდღევანდელი ხომ არ იკმარა, გიჟივით რომ მეცა, სამზარეულოში ვიყავი ჩემთვის, მუცელზე რაღაცის შემოხვევა რომ ვიგრძენი, ყველაფერს წარმოვიდგენდი მაგის გარდა, გველიც კი მეგონა... –აკანკალებული შებრუნდი და ისე უცებ გეცა ტუჩებზე, ვერაფრის გააზრება ვერ მოასწარი, გაოგნებული იდექი, მერე ჩაგჩურჩულა რა გემრიელი ტუჩები გქონიაო, მაგ დროს მოხვედი გონს, ხელი გააშვებინე და გამოიქეცი–ხარხარით გავაგრძელეთ მოყოლა მე და კესომ, უკვე ზეპირად ვიცოდით ეს ამბავი.. –ცუდები ხართ რაა–ეწყინა ხატიას.–ხოდა არ მოგიყვებით დღევანდელ ამბებს–დაგვეჭყანა. –შენი მოყოლა რად გვინდა, ყველა არხი პირდაპირ ეთერში უშვებდა რუპორიან სანდროს–ახალი ძალით ავტეხეთ ხარხარი. –სამაგიეროდ ჩემი პასუხი არ იცით–სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა ხატიამ. –ტვიიქს, მოყევი რაა, ხო იცი გეხუმრებით, მოგვიყევი რაა–ვთხოვეთ. –მოკლედ, ხო იცით რა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილებოდა დღეს, ახალი დაწყებული იყო სხდომა და გარედან სასწაულმა ხმაურმა შეგვაწყვეტინა, გაგიჟდნენ კომიტეტის წევრები, აპარატის უფროსმა მოკრა ყური პირველად ჩემს სახელს და გვარს, სირცხვილით სად წავსულიყავი, არ ვიცოდი, მერე ყველა გამომყვა აივანზე და ისმენდნენ იმ არანორმალურის მონოლოგს, ყვიროდა მიყვარხარო, ბოდიშებს მიხდიდა, ნახევარზე მეტი არ მესმოდა შოკისგან, მომკიდეს ხელი და ჩამომიყვანეს დაბლა, მექანიკურად ვაკეთებდი ყველაფერს, რომ ჩამოვედი მასთან, რუპორი გადადო, ჩამეხუტა, ყურში მიჩურჩულა, მიყვარხარ, ცოლად გამომყვებიო და მანდ მოვეგე გონს... მეც ჩავეხუტე და კი მეთქი ვუთხარი... დანარჩენს აღარ მოგიყვებით–დაასრულა ხატიამ. ცრემლიანი სახეებით რომ დაგვინახა გაოცდა, რა მოხდაო გვეკითხებოდა.. –ანუ შენ და კესო ერთდროულად გათხოვდებით? როგორ მიყვარხართ და მიხარიხართ გოგოებოო–ჩავეხუტე ორივეს. –მოიცა, კესო? თხოვდება? მომიყევით ყველაფერი რაა–გაოცდა ხატია. –თან მოვემზადოთ, ბიჭები გველოდებიან. იმის გახსენებაზე, რომ დემეტრე თავის საცოლესთან ერთად უნდა მენახა, გული შემეკუმშა, ვეცადე არაფერი შემტყობოდა, გოგოებს სიხარულს ვერ ჩავაშხამებდი, ტკივილი სადღაც გულის კუთხეში მივმალე და მათთან ერთად შევუდექი მომზადებას. პირველ რიგში, ბოდიშს გიხდით, რომ დამაგვიანდა... არ ვიყავი კარგად და იმედია ნაწერზე არ აისახა ეს... ძალიან გამახარებთ, თუ გამოხატავთ თქვენს აზრს :) შემდეგი თავი ბოლო იქნება <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.