შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგონი შემიყვარდი (7)


16-08-2016, 20:43
ავტორი mariam-mariam
ნანახია 3 192

გონზე ვერ მოვედი იოანეს ლაპარაკის მერე, სკამზე ვიჯექი და ცრემლები თავისით მომდიოდა, სანდრო კი ბედნიერი სახით იჯდა მის სავარძელში და უაზროდ მიღიმოდა..
ჯერ კიდევ იოანეს სიტყვები მიტრიალებდა თავში და ვერ ვხვდებოდი ბედნიერი ვიყავი თუ...
ნეტავ გამაგებინა როგორაა სანდრო ესე მშვიდად.. მე ხომ მის შვილს ვატარებ მუცლით..
-მია შემომხედე! - ბოლოს უკვე როცა ყელში ამოუვიდა სანდროს ჩემი ქვითინი მკაცრად დამიძახა - რა გატირებს?! არ გიხარია?! არ გინდა შვილი?!
ერთბაშად მომაყარა და ყველანაირად ცდილობდა რბილი ტონი შეენარჩუნებინა..
-მე.. კი მინდა, უბრალოდ..
-რა უბრალოდ მია?! რა უბრალოდ?!
მწყობრიდან გამოსულმა მიყვირა და ხელის გული მძიმედ დაარტყა მაგიდაზე..
-ბატონო სანდრო თქვენთან არიან..
კარები ახალგაზრდა ექთანმა შემოაღო და რაღაცნაირი აციმციმებული თვალები შეანათა..
-უთხარი რომ ათ წუთში მოვალ..
ისე უპასუხა, რომ ჩემთვის თვალები არ მოუშორებია, უცებ გაიხურა ექთანმა კარები და ისევ სიჩუმე ჩამოვარდა..
-მია ნუ ხარ ჩუმად ამოიღე ხმა! არ გინდა შვილი?! კარგი თუ არ გინდა გაიკეთე აბორტი, მაგრამ
იცოდე რომ ამით მხოლოდ შვილს კი არა მეც მომკლავ!
-ჯანდაბა მომისმინე სანდრო!
მოთმინებიდან გამოსულმა
ვიყვირე და ფეხზე წამოვვარდი..
-მინდა შვილი მინდა! სულ მარტოს რომ მომიწიოს მისი გაზრდა გავზრდი, მაგრამ შენი მშობლები..
შენი მშობლების რეაქციის მეშინა და შენი..
აკანკალებული ხმით ამოვილაპარაკე და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.. მოწყვეტით დავჯექი სკამზე და ისევ ტირილი ამივარდა..
-ოთხი თვე დარჩა სანდრო! ოთხი!
- შენ ჩემი ცოლი ხარ, რა მნიშვნელობა აქვს ფხიზლები დავქორწინდით თუ მთვრალები, ფაქტია ჩემი ცოლი ხარ, ჩემ შვილს ატარებ მუცლით და მომწონხარ. მია სხვა ფაქტია რ მაინტერესებს, არაფერზე ინერვიულო შენთვის არ შეიძლება, ეხლა კი აქ დამიცადე და ათ წუთში მოვალ...
შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა..
ისევ ისე გახევებული ვიჯექი და ყველაფრის ხელახლა გაანალიზებას ვცადე..
ჯერაც ვერ გავაანალიზე რომ
ორსულად ვარ...
ინსტიქტურად მუცელზე დავიხედე და ბედნიერებისგან გამეღიმა, მერე კი სანდროსა აღიარებაც..
მემგონი ზედმეტად ბევრი სასიამოვნო ინფორმაციაა ერთი დღისთვის..
-ღმერთო ორსულად ვარ! - უფრო ჩემთვის ამოვილაპარაკე
და ამჯერად ბედნიერების ცრემლები წამომივიდა.. - ჩემი და სანდროს შვილი..
ისევ ჩემთვის ვბუტბუტებდი და მუცელზე რიტმულად ვისვამდი ხელს..
არც ვინმეს შემოსვლა გამიგია და არც დაჟნებული მზერა, გონზე მხოლოდ უხერხული ჩახველების ხმამ მომიყვანა და მეც უცებ მოვიშორე ცრემლები..
-ხელი ხომ არ შეგიშალეთ ქალბატონო მია?! - სიცილით შემოვიდა ოთახში თაზო და ჩემ წინ ჩამოჯდა - რა გატირებს გოგო?
წამებში შეეცვალა ხმის ტონი და გაკვირვებულმა გამომხედა..
-არა არაფერი ისეთი..
ღიმილით ამოვილაპარაკე და ხელები მუცელზე დავიწყე..
-რა არაფერი გოგო დასიებული გაქვს თვალები ტირილისგან, რამე გაწყენინა იმ გამოტვინებულმა?!
ნელ-ნელა უფრო იძაბებოდა თაზო და რომ არა ჩემი სწრაფი რეაქცია ალბათ რამეს დაამტვრევდა...
-არა არა, ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ ორსულად ვარ და ბედნიერების ცრემლებია..
ოდნავ შერცხვენილმა ამოვილაპარაკე და აწითლებული ლოყები, რომ დამემალა თავი დაბლა დავხარე..
-აუუ რა მაგარია ეეე, გილოცავთ რძალო..
გაბრაზებული სახე უცებ შეეცვალა და გაცისკროვნებული სახით გამომხედა...
უცებ გადამეხვია და მანამ არ გამიშვა სანამ არ ვუთხარი რომ ვიხრჩობოდი..
-ბოდიში რძალო, ისე ის შენი ბედოვლათო ქმარი სადაა?
როცა მომშორდა ისევ ძველ ადგილს დაუბრუნდა და ინტერესით მოათვალიერა ოთახი..
-არ ვიცი პაციენტი ყავდა და გავიდა მალე მოვალო დამიბარა და რავი..
მხრები სასაცილოდ ავიჩეჩე და ჩემს ამ საქციელზე თვითონ გამეღიმა..
კიდევ დიდხანს ვისხედით მე და თაზო სანდროს კაბინეტში და მის შემოსვლას ველოდით..
წარა-მარა მეკითხებოდა თაზო რამე ხომ არ მინდოდა ან რამე ხომ არ მაწუხებდა..
-სანდრო საქმე მაქვს..
ოთახში იოანე შემოვიდა და ჩემ დანახვაზე გაეღიმა..
-თავს როგორ გრძნობ მია?
ღიმილით შემეკითხა, თაზოს კი მაგრად დაარტა ხელი ბეჭზე..
-კარგად ვარ კარგად..
ღიმილით ვუპასუხე და ორ სულელივით მომღიმარ სხეულს გავხედე..
-ძალიან კარგი, ანას კიდე საშინელი ტოქსიკოზი აქვს გამაგიჟა...
ვითომ შეწუხებულმა ამოილაპარაკა და როგორც კი თაზოს გაკვირვებული მზერა დააფიქსირა მაშინვე ისტერიული სიცილი აუტყდა..
-არ გითქვამს?
უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და მეც მასთან ერთად ავხარხარდი..
-ანაც ორსულადაა, ორი თვისაა ისიც..
უცებ განუმარტა და ისევ სიცილი აუტყდა..
ბოლოს სამივე ერთ ხმაში ვიცინოდით და დარწმუნებული ვარ ოთახიდან არც ისე სასიმოვნო ხმა გადიოდა..
-რა გაყროყინებთ ხალხო რა უბედურებაა?!
სიცილით შემოვიდა სანდრო, სავარძლიდან წამომაგდა და წამებში მის კალთაში აღმოვჩნდი..
უხერხულად შევიშმუშნე და ბიჭების ჩაცინებას ყურადღება არ მიმიქცევია..
-დაგღალეს ხო?
ღიმილით გამომხედა და მუცელზე მოთავსებული თითები აათამაშა...
-არა პირიქით ბევრი მაცინეს..
უხერხულად ვუპასუხე და მოთამაშე თითები დავუჭირე, რასაც ისევ მისი ჩაცინება მოყვა..
-კარგით ეხლა მე და მია წავალთ დასვენება ჭირდება, თქვენ კი თავზე ნუ დამხობთ კაბინეტს და რამეს თუ აურევთ დილით დალაგებული დამხვდეს..
თითის ქნევით გააფრთხილა და ჩემთან ერთად გამოვიდა ოთახიდან..
სანამ საავადმყოფოდან გამოვიდოდით ყველა მდედრობითი სქესის ექიმი თუ ექთანი ალმაცერად მიყურებდა და როდესაც სანდროს ხელს ჩემ წელზე დააფიქსირებდნენ ერთმანეთს რაღაცეებს ებუტბუტებოდნენ..
მანქანის კარი მისი ხელით გამიღო სანდრომ და ღვედიც თვითონ შემიკრა...
სწრაფად შემოუარა მანქანას და საკუთარი ადგილი დაიკავა..
ღიმილით გამომხედა, მანქანა დაქოქა და წამებში მოწყდა ადგილს..
-რამე გინდა?
-შოკოლადი
უცებ წამოვიყვირე და პატარა ბავშვივით შევძახა..
სიცილით გადავიდა მანქანიდან და მალევე დაბრუნდა ორი სავსე პარკით ხელში..
-იმედია გამიყოფ
როგორც კი ჩაჯდა მაშინვე მითხრა და პარკები უკანა სკამზე გადადო..
-მოვიფიქრებ..
ღიმილით ვუთხარი და ერთერთი პარკიდან შოკოლადი ამოვიღე და გემრიელად ჩავკბიჩე..
ღიმილით გამომხედა სანდრომ და მანქანა დაქოქა, მალევე მივედით სახლში, კარებთან კი როგორც ყოველთვის ნატო შეგვეგება..
-რად გინდოდა სანდრო ამდენი შოკოლადი?!
მზერა მაშინვე ჩემკენ გადმოიტანა და მომაშტტერდა..
-მიას უნდოდა და ვუყიდე...
უცებ უპასუხა და პარკები მაგიდაზე დააწყო..
-კი მაგრამ ერთიცალი არ ეყოფოდა მთელი ქარხანა რომ უყიდე?!
ისევ თავისას აგრძელებდა ნატო და არც იმას უჩიოდა, რომ ეს ყველაფერი მესმოდა...
-დედა მომისმინე - უცებ შეაწყვეტინა სანდრომ - მია გოგოა რომელიც ჩემი ცოლია და რომელიც ჩემგან შვილს ელოდება, ამიტომ ნებისმიერ კაპრიზს, რომელიც ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ექნება და მერეც აუცილებლად შევუსრულებ რადგან ჩემი ცოლია და მიყვარს, ასე რომ გთხოვთ შენ და მამას ცოტახნით მაინც შეიკავოთ თავი მისი ლანძღვისგან, წინასწარ მადლობთ..
უხეშად დაამთავრა ლაპარაკი, რამდენიმე სახის შოკოლადი თეფშზე დააწყო და ჩემთან ერთად ავიდა ზემოთ..
ორივე ერთდროულად წამოვწექით ლოგინზე,ლეპტოპში ფილმი ჩავრთეთ და ორივე ერთად გემრიელად შევექეცით შოკოლადებს..
-შენებს უთხარი?
შუა ფილმის დროს მკითხა და ინტერესით გამომხედა...
უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და მოშტერებულ სახეს გავუღიმე..
-ჩემი სულელი.. - მანაც უცებ გამიღიმა და ხელი მომხვია.. - მა ნეტა გაცოდინა როგორი სულელი დედიკო გყავს..
მუცელთან ამოილაპარაკა და ფრთხილად შემახო ტუჩები..
ერთიანად დამიარა მთელ სხეულში და სასიამოვნოდ გამცრა..
მაშინვე დამიბუსუსდა კანი და მთელმა ზოოპარკმა გადმოინაცვა ჩემ მუცელში, განსაკუთრებით მაშინ როდესაც შიშველ მუცელზე ვიგრძენი როგორ დამჩხვლიტა მისმა წვერებმა..
ღიმილით გადავუსვი თმაზე ხელი და ისიც უცებ გაჩუმდა...
თავი ჩემ მუცელზე ედო დაა არაფერს ამბობდა...
ვიწექით ესე ბედნიერი ოჯახის მსგავსად, ან იქნებ ვიყავით ბედნიერი ოჯახი და ამას ვერ ვამჩნევდი?!
-რაზე ფიქრობ?
თავი არ აუწევია ისე მკითხა მისი ტუჩები კი კვლავ ჩემ მუცელს ეხებოდა..
-ჩვენზე..
გულწრფელად ვუპასუხე და ზურგზე სხვადასხვა ფიგურების ხაზვა დავიწყე..
-მეც.. ვფიქრობ იმ დღეს რომ არ მოვსულიყავი იმ კლუბში რა მოხდებოდა, ან მოვსულიყავი და შენ მაგივრად ვინმე სხვა შემხვედროდა, ცოტა უხეში ნათქვამი კია მაგრამ ესეა, ალბათ ეხლა ჩემი ცხოვრება ისეთივე იქნებოდა როგორიც ბოლო რამდენიმე წელი იყო.. ბნელი და არაფრის მომცემი...
მზესავით გამოჩნდი ჩემ ცხოვრებაში მია...
მზესავით და კიდევ ერთ მზეს მჩუქნი..
გაღმერთებ მია კანდელაკო!
მელაპარაკებოდა მაგრამ დამეფიცება, რომ არაფერი არ გამიგია, მაგრამ ამავდროულად ყველაფერი გავიგე..
სანდროს თითოეულ სიტყვაზე ვტიროდი და ღმერთს მადლობას ვწირავდი, რომ ეს ყველაფერი ესე მოხდა..
-აუ ორსულობასთან ერთად რა სენტიმენტალური გახდი რა..
ღიმილით ამომხედა და ორივე თვალზე მაგრად მაკოცა, ბოლოს კი თავი მის მკლავებში ამოვყავი...



დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდით, მიზეზების ჩამოთვლას არ დავიწყებ..
იმედია მოგეწონებათ ❤️



№1  offline მოდერი sameone crazy girl

საყვარლები არიან ... ეს მანანა რას ახურებს? უიმეე როგორ არ მესმის ასეთ ბიჭებს როგორ ჰყავთ ასეთი დედები.. დედა არ ზრდის კაცო?როგორ გამოდის კარგი დედა თუ შეუგნებელია...
მე ვხედავ მგონი ვარდისფერი სათვალით ყველაფერს . მაინც არ მოვიკლავ კარგი დედამთილის არსებობის იმედს:დ::დ;დ
კარგია ველოდები შემდეგს

 


№2  offline წევრი isterichka123

Kaia gagrdzele

 


№3  offline წევრი (((end)))

ეს ნატო ჩაააბნელეთ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,ძააან საყყვარლები არიან ისე kissing_heart heart_eyes

 


№4 სტუმარი leporela

ვაუ ტკბილი თავი იყო,ასე გააგრძელე

 


№5  offline წევრი lamazmani

uime ed manana nervebs mishlis ra mojdes erti tavis adgilze ra

ise kaia sayvarlebi momwons dzaan male dade

 


№6 სტუმარი ketis

აი იცი როგორ მომწონს და ამ ბიჭის აი კაცობა ხო საერთდ.კველა უნდა მოსვა თავის ადგილას

 


№7  offline აქტიური მკითხველი lalita

საყვარლები და ტკბილებიიიი მომწონს სანდრო იცის როგორ დაიცვას ქალი.

 


№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

ახლა წავიკითხე ყველა და ძაან მაგარია
--------------------
ლანა

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ეს თავი განსაკუთრებით მომეწონა და რა საყვარელი წყვილია თან რა კარგად მოიქცა სანდრო კარგად მოიქცა რომ მიადაიცვა მაგრამ რა მიზეზით იქცევა ნატო ესე. ცუდად .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent