შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ხარ პირველი... I


17-08-2016, 18:06
ავტორი BuBuu
ნანახია 1 459

თავი I
როგორ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა ?
ყველაფერი ძალიან მარტივად და უბრალოდ მოხდა...

2 წლის წინ

მეთერთმეტე კლასის გამოცდები წარმატებით ჩავაბარე და მჯეროდა წინ ბედნიერი ზაფხული მელოდა. იმ პერიოდში სოციალური ქსელის, Facebook-ის აქტიური მომხმარებელი ვიყავი. ამის მიზეზიც მქონდა. ფეისბუქში „შემთხვევით“ გაცნობილ ბიჭს ვწერდი. თავის დროზე ძალიან დავვახლოვდით. მივეჩვიე და მასზე ძალიან დამოკიდებული გავხდი. შუა ზაფხულს კი მოხდა ისე, რომ ჩემმა ბიძაშილმა გაიგო ჩვენი „ურთიერთობის“ შესახებ და ერთი სიტყვით „დაგვაშორა“.
ლამის დეპრესიაში ჩავვარდი. მესიზმრებოდა თუ როგორ ჩამოდიოდა ჩემთან, ბათუმში და როგორ ვხვდებოდით ერთმანეთს. გამოღვიძებულს კი ცრემლების წმენდა მიხდებოდა.
ასე გრძელდებოდა რამოდენიმე დღე. ბოლოს საკუთარი თავი დავარწმუნე იმაში, რომ ეს უბრალო მიჩვევა იყო, უბრალო მოწონება...
ასე თუ ისე, მდგომარეობიდან თანდათან გამოვდიოდი და აშკარად შვებასაც ვგრძნობდი. ჩემს ოთახში აღარ ჩავკეტილვარ, მეგობრებს უფრო დავუახლოვდი, ვერთობოდი, ზღვაზე დავდიოდი... ოცნება ავისრულე და მართვის მოწმობაც ავიღე. საკუთარი თავით კმაყოფილი ვგრძნობდი, რომ მომავალი წინ მქონდა, წარსულში მიბრუნებას კი აზრი არ ჰქონდა. მასზე ისე ხშირად აღარ ვფიქრობდი. საკუთარ თავს დავპირდი, რომ მომავალში მსგავს სიტუაციაში არ ჩავიგდებდი თავს და ისე ახლოს აღარ მოვუშვებდი ჩემამდე არავის.
ის ზაფხული ისე მიიწურა, მსგავსი არც არაფერი მომხდარა. სიმართლე გითხრათ, არც მეცალა ამისთვის. სექტემბერში სკოლა დაიწყო და დიდ მზადებაში ვიყავი. აბიტურიენტი გახლდით და რეპეტიტორების ძებნით ვიყავი დაკავებული. გავაცნობიერე, რომ ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპი დასრულდა და სულ სხვა ეტაპზე გადავედი.
კარგად მახსოვს, 25 სექტემბერი იყო, „ოდნოში“ შევედი დედის თხოვნით და ნათესავის ფოტოები დავათვალიერებინე. დიდხანს ვისმენდი დედაჩემის კომენტარებს ამა თუ იმ ფოტოზე. ‘თუ როგორი უგემოვნოდ შეკერილი კაბა ეცვა პატარძალს და თუ როგორი გადაბმული წარბები ჰქონდა სიძეს’. ბოლოს , როგორც იქნა დასრულდა „ახლო“ ნათესავის საქორწინო ფოტოებით გადაჭედილი 4 ‘პაპკა’, აჭრელებული სილამაზის სალონით დაწყებული, თაიგულის სროლის ფოტოებით დამთავრებული და მეც შვებით ამოვისუნთქე.
- როგორც იქნა დამთავრდა. არ გამიკვირდებოდა პირველი ღამის ფოტოებიც მოგვყოლოდა დათვალიერებისას დე.
დედაჩემმა ჩაიცინა.
- ნუ ხარ ანაბელ შენ მწარე-ო ჩაილაპარაკა, მხარზე მსუბუქად ხელი მომარტყა და სიცილით გავიდა გვერდით ოთახში.
ის ის იყო, გამოსვლა დავაპირე, რომ ზევით, მარცხენა კუთხეში 1 დაეწერა. ცნობისმოყვარეობამ მძლია. გასვლა წამით გადავიფიქრე და სმს-ის ფანჯარა გავხსენი. იქ კი ვინმე BuBu-სგან სმს დამხვდა :
- იქნები ჩემი მეგობარი ?
უკმაყოფილოდ ამოვიფრუტუნე. რას ელოდი ანაბელ ? რომელი წესიერი მოგწერს შენც ეხლა „ოდნოში“ რაა. თუმცა, არც დავფიქრებულვარ დიდხანს ისე მივწერე :
- არა !
ეგრევე დაეწერა, რომ ნახა სმს და დავინახე როგორ ბეჭდავდა საპასუხოდ რაღაცას. ისევ მძლია ცნობისმოყვარეობამ, იმისდა მიუხედავად, რომ უკვე ვიცოდი რაღაც ბანალურს მომწერდა. პასუხმაც არ დააყოვნა :
- მე უბრალოდ მეგობარი მჭირდება...
გამიკვირდა. თან გავბრაზდი საკუთარ თავზე. რატომ ვწერ ? ჩემი პირობა გამახსენდა და ეგრევე გასვლა გადავწყვიტე, მაგრამ წამით კვლავ გადავიფიქრე. მერე რა ? ალაპარაკდა ჩემი ქვეცნობიერი. უბრალოდ ვწერ, სხვა არაფერი. ერთ-ორს კიდევ მივწერ და მივბლოკავ. აი დარდი რაა. კვლავ გავხსენი სმს-ის ფანჯარა და მივწერე :
- მერე, ასე სოციალურ ქსელებში ეძებ შენ მეგობრებს ? ძალიან ბანალური გაცნობა გამოგივიდა...
- მინდა ვინმე უცხოს დაველაპარაკო... ისეთს, ვინც არ მიცნობს. არ იცის ვინ ვარ. ზოგადად, ადვილია უცნობს ელაპარაკო საკუთარ პრობლემებზე, ვიდრე ნაცნობს... გესმის ჩემი ?
თვალები გამიფართოვდა. რაო ? რა უნდა ახლა ამას ? კვლავ დავუბრუნე პასუხი :
- და რატომ ფიქრობ, რომ შენი პრობლემების მოსმენა მსურს ? ან რატომ გადაწყვიტე, რომ ის ‘უცნობი’ მე უნდა ვყოფილიყავი ?
- არ ვიცი... ბედისწერის გჯერა ? ალბათ ბედია, შენ რომ გიპოვე და ამოგირჩიე.
მაბნევდა, თან მაინტრიგებდა. ვგრძნობდი, მასაც ეს უნდოდა და გამოსდიოდა კიდეც.
-მჯერა. თუმცა, ვფიქრობ, რომ აქ ბედისწერა არაფერ შუაშია. მეტყვი ბოლოს და ბოლოს რა გინდა ?
-ხომ გითხარი... უბრალოდ დალაპარაკება მინდა.
რაღა მაინცდამაინც ჩემთან მოუნდა ამასაც ლაპარაკი ? დიდი გაიძვერა ვიღაც ჩანს. ვფიქრობდი და ვხვდებოდი უკვე როგორ მითრევდა საუბარში. უცებ კვლავ შემომიჩნდა ცნობისმოყვარეობის ჭია და მის გვერდზე გადავედი. მხოლოდ და მხოლოდ ორი ფოტო დამხვდა. ამან უფრო გამიმძაფრა ინტერესი. ორივე ფოტო გავადიდე და დავაკვირდი. შავ-თეთრი ფოტოები იყო. ერთში არც კი ჩანდა კარგად, რადგან დიდი მანძილიდან იყო გაღარებული. თუმცა, მაინც გავარჩიე რომ მაღალი უნდა ყოფილიყო. ერთ ფოტოში კი პროფილით იყო. 24-25 წლის ბიჭი იქნებოდა. წვერი საშუალოზე მეტად მოშვებული ჰქონდა. თმები ოდნავ დაბალზე. ჩვეულებრივი სახის ნაკვთები ჰქონდა. არაფრით გამორჩეული. დიდად ვერც მოვიხიბლე და ტუჩები უკმაყოფილოდ მოვმუწე. ამის გააზრებაზე საკუთარ თავს გავუბრაზდი. ანაბელ ! შენ რა, ისევ დაიწყე ? სასწრაფოდ გამოვედი მისი გვერდიდან და ისევ სმს-ებში შევედი. კარგად-თქო მივწერე და საიტიდანაც გამოვედი.
მთელი დღის განმავლობაში აღარც შევსულვარ. რაღაც ძალა კი კვლავ მექაჩებოდა იქ შესასვლელად. მიზეზს ვეძებდი, რომ შევსულიყავი, მაგრამ ამის გააზრებაზე კვლავ ვუბრაზდებოდი საკუთარ თავს და ქვეცნობიერის ხმას ისევ ჩემში ვახშობდი.
საღამომდე როგორღაც გავძელი. ღამის 9 საათზე კი მეგობარმა მომწერა :„გემუდარები, ოდნოში შედი და საჩუქარი გამომიგზავნე ფერმაში რაა“.
ამის წაკითხვისას, სხვა დროს თუ უკმაყოფილოდ დავიჭყანებოდი და ათას მიზეზს მოვძებნიდი არ შესასვლელად, „ოდნოში“ ფერმას ვინღა თამაშობს-თქო, იმ წამს სიხარულისგან ტაში შემოვკარი. აი მიზეზიც.
>>>
ჩემს ოთახში, ვარსკვლავის პოზაში საწოლზე ვარ გადაწოლილი, თვალები ჭერისთის მიმიპყრია და საერთოდ არაფერზე არ ვფიქრობ... ნუ, კარგით ხო.. არაფერზე კი არა, ყველაფერზე მეფიქრება იმ წამს. უცებ სახეზე ნაღვლიანი ღიმილი მესახება და გულში მწვავე ტკივილს ვგრძნობ... მერე კი.. მერე, კვლავ წარსულის მოგონებებში ვვარდები...
პ.ს. მოგესალმებით. ახალი ვარ ამ საიტზე, თან პირველად ვწერ და იმედია ძალიან საშინელება არ გამოსულა :დ თუ ვინმეს მაინც მოეწონება გავაგრძელებ.



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

საუკუნე დამწყების არაფერი წამიკითხავს,ახლა კი სათაურმა შემომიტყუა.წავიკითხე და,ჩემი აზრით,პირველი ცდისთვის არაუშავსავითაა.
ისე ჯობია უფრო მხატვრული და სიღრმისეული იყო,ზედაპირული მომეჩვენა.სიუჟეტი ბანალურია,თუმცა არ ვიცი,რას გააკეთებ მერე..
ეს ოდნო რა ჯანდაბაა? არ მომეწონა,თუმცა ამის გამო მინუს ვერ დაგიწერ,ავტორი შენ ხარ და შენი არჩევანია...
ის ბიჭი იქნება,რომელიც მანამდე მოსწონდა,დარწმუნებული ვარ...
და ეს გოგო ზედმეტად გულუბრყვილო ჩანს.ასე ადვილად ითრევს ადამიანი საუბარში.რა მოხდა მისწერა ვიღაცამ.ასეთ მილიონს მოუწერია ჩემთვის და ყოველთვის ასეთ ემოციებში რომ ჩავვარდნილიყვავი და იგნორირება-სიცოვე არ გამომეჩინა,ახლა ვიქნებოდი მეორე მარგო :დ

პირველმა ვირტუალყრმა მიმოწერამ კინაღამ დეპრესიაში ჩააგდო გოგო.

არ გეწყინოს და გააგრძელე.
წავიკითხავ,იცოდე და ისევ შეგაფასებ და ისევ მკაცრად.

წარმატებები.
სულ რომ არაფერი გამოგივიდეს,გაერთობი მაინც.
გული არ გაიტეხო.
ისე შესანიშნავი გრძნობაა,როცა წერ,მხოლოდ ამის გამოც კი ღირს,წერო.

 


№2 სტუმარი Guest სალომე

მომეწონაა და სიამოვნებით წავიკითხავდი გაგრძელებასაც...:) წარმატებები.. <3

 


№3  offline წევრი BuBuu

უნდა ვწერო
საუკუნე დამწყების არაფერი წამიკითხავს,ახლა კი სათაურმა შემომიტყუა.წავიკითხე და,ჩემი აზრით,პირველი ცდისთვის არაუშავსავითაა.
ისე ჯობია უფრო მხატვრული და სიღრმისეული იყო,ზედაპირული მომეჩვენა.სიუჟეტი ბანალურია,თუმცა არ ვიცი,რას გააკეთებ მერე..
ეს ოდნო რა ჯანდაბაა? არ მომეწონა,თუმცა ამის გამო მინუს ვერ დაგიწერ,ავტორი შენ ხარ და შენი არჩევანია...
ის ბიჭი იქნება,რომელიც მანამდე მოსწონდა,დარწმუნებული ვარ...
და ეს გოგო ზედმეტად გულუბრყვილო ჩანს.ასე ადვილად ითრევს ადამიანი საუბარში.რა მოხდა მისწერა ვიღაცამ.ასეთ მილიონს მოუწერია ჩემთვის და ყოველთვის ასეთ ემოციებში რომ ჩავვარდნილიყვავი და იგნორირება-სიცოვე არ გამომეჩინა,ახლა ვიქნებოდი მეორე მარგო :დ

პირველმა ვირტუალყრმა მიმოწერამ კინაღამ დეპრესიაში ჩააგდო გოგო.

არ გეწყინოს და გააგრძელე.
წავიკითხავ,იცოდე და ისევ შეგაფასებ და ისევ მკაცრად.

წარმატებები.
სულ რომ არაფერი გამოგივიდეს,გაერთობი მაინც.
გული არ გაიტეხო.
ისე შესანიშნავი გრძნობაა,როცა წერ,მხოლოდ ამის გამოც კი ღირს,წერო.

პირველ რიგში, მადლობა შეფასებისთვის ♡ . იმისთვისაც , რომ საერთოდ წაიკითხე :დ ♡
არ მწყენია, პირიქით, გამიხარდება თუ სხვა დროსაც დააფიქსირებ შენს აზრს. ეს დამეხმარება , რომ უკეთ ვწერო.

Guest სალომე
მომეწონაა და სიამოვნებით წავიკითხავდი გაგრძელებასაც...:) წარმატებები.. <3

მადლობა, მიხარია თუ მოგწონს ♡
გავაგრძელებ აუცილებლად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent