შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრებისგან მიცემული მეორე შანსი


17-08-2016, 21:56
ავტორი (((end)))
ნანახია 1 442

-ანკააა,ბეე ჩამოდი სალიმ მოგაკითხა.
-ამოვიდესს.
-წამო, ძიმკამ მოსაწევი ითრია-შემოვარდა ოთახში სალი.
-კაი წამო.
მე ანკა ვარ,20 წლის უბრალოდ ცუდი გოგო . დიახ, ალკოჰოლი,კლუბები,ბარები, ნარკოტიკები,მხოლოდ ესაა ჩემი ცხოვრება. ის ყველაფერს გავიწყებს და ყველა ტკივილის შეხორცვაში გეხმარება. როცა ასეთი ცხოვრება დავიწყე 15 წლის ვიყავი,ხოო მაშინ ბევრი რამ მოხდა. 5 წლის წინ დამჯერი,ბეჯითი და საყვარელი ვიყავი ყველასთვის,მიუხედავად იმისა ჩემს ოჯახში სულ ძალადობა იყო. სკოლიდან მოსვლისას სულ ნაცემი და შეურაცხყოფილი დედა მხვდებოდა,რომელიც სულ ჩემზე ანთხევდა ბრაზს. საღამოს მშვიდდებოდა,სულ მეგონა აჰა აღარ მეჩხუბება უმიზეზოდ-თქო,მაგრამ სწორედ მაშინ მოდიოდა მამა,რომელიც სულ სვავდა, ელემენტარული თუ სკამი არ იყო სწორად დამდგარი,ამაზე ტეხავდა ომს და დედაჩემიც ჩალურჯებული თვალით რჩებოდა. რა საშინელებაა ხომ ? მერე ჩემს ოთახში ამოდიოდა,რათქმუნდა ქამარი ხელში მომარჯვებული ჰქონდა, დამისმევდა რამე კითხვას,ვერ გავცემდი და მცემდა. ჩვენს სახლში სულ წივილ-კივილი იყო, მერე დედაჩემის და მამაჩემის სიკვდილით დამთავრდა ყველაფერი. მხოლოდ ორმა ობოლმა ცრემლმა გაიკვლიეს გზა ჩემს სახეზე. მერე ბებოსთან ვიყავი,ბაბუ გარდაცვლილია. ერთხელაც კაფეში ვიყავი მარტო, სიგარეტს ვეწეოდი. გვერდითა მაგიდიდან 2 ახალგაზრდა გოგოსა და ბიჭების მწეველ მზერას ვგრძნობდი. მერე ერთ-ერთი მოვიდა ჩემთან და აი აქედან ვიცნობთ ერთმანეთს. როგორც მითხრეს მათ “ცუდ ბავშვებს’’ ეძახდნენ. ხოდა ერთხელ გავიჩხირე ვენაში და მის მერე ამას მივყვები. ბუდე ძიმკასთან გვაქვს. მე,ძიმკა, სალო, დადუ და ემა - ერთი ოჯახი. ისე რა სასაცილოა არა ? ამდენი ხანია ვცხოვრობ ბებიაჩემთან და ისიც ვერ ამჩნევს რას ვაკეთებ. აი ასე, ესეც ჩემი არც თუ ისე დიდი ბიოგრაფია.
_____________________________________________________
ძიმკასთან მივედით და იქიდან იმ კლუბში წავედით,სადაც მხოლოდ “ცუდ ბავშვებს’’ უშვებენ.
ბართან მივედი,კოლა მოვწრუპე და მოცეკვავე გოგოებს გავხედე. ღმერთო ჩემო ეს ები რა ამაზრზენია,თან რანაირად ცეკვავს. კოლას ვიღებ და პუფში ვჯდები.
-რა ვქნათ ?-სვავს კითხვას გაბრუებული სალო.
-რავი,რამე ვითამაშოთ რა- ვთქვი მე.
-კაი კუკუ-დამაბლობანა გინდათ ?- უჟუმრი სიფათით გვიმზერს დადუ.
-უიმეე, შენ კიდე სულ როგორ უნდა იბღვირებოდე შვილო ? ძიმკა დააბოლე ეს,თორე გაგვიფუჭა ხასიათი უფ- თქვა სალომ.
- ბიჭო ვაბშე მგონი დღეს ღვანღვალა მოდის და მაგრა
გავერთობით- მოგვაწოდა ახალი ინფორმაცია ძიმკამ.
-აუ ღვანღვალა ვინაა ? თან ღვანღვალა რა სახელია- ვიცინოდი მე.
-გოგოოოო, რომელი პლანეტიდან ჩამოვარდი ჰა, არ იცი ვინაა ღვანღვალა ?-მკითხა გაოცებულმა ემამ.
-აუ არვიცი ვერ ვიხსენებ,ვინაა ?
-ვინ და ამ კლუბის მეპატრონე,რომელიც ძიმკას ძმადნაფიცია,თან ყველაზე სასაცილო და გასაოცარი იცი რა არის ?
-რა ?
-ტიპი მხოლოდ სიგარეტს ეწევა,სხვა ვაბშე არაფერს, არც ტაბლეტები, არც პლანი, საერთოდ არაფერს- ჩამოაკარკლა ემამ.
-კაი მართლა ?
-ხოო,ამათ ეგ რო ვუთხარი გამო*ლევდნენ- თქვა ძიმკამ.
-და ღვანღვალა რატომ ქვია ?-სახელის ხსენებაზე ისევ სიცილი ამიტყდა.
-გოგოო, ანუ ღვანღვალაძეა რა, დაჩი ღვანღვალაძე, ზედმეტსახელი კიდევ ღვანღვალა აქვს, და ყველა მაგას ეძახის,მგონი მარტო მამამისი უძახის დაჩის.
-აა გასაგებია.
კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ,მერე კი პლანით მივიღე სიამოვნება, ახურებული ავდექი და ცეკვა დავიწყე. მერე ვიგრძენი რომ ვიღაცა ხელებს დააცოცებდა ჩემს სხეულზე, ცოტა გამოვფხიზლდი დადუს დაძახილზე. მათთან მივედი,ჩემს პუფში ვიღაც ბიჭი მოკალათებულიყო,მე კი დაჯდომა ახლა ისე მინდოდა,შეიძლება გამერეკა.
-აუ დამსვი რა-გაბრუებულმა ვუთხარი.
-ბატონო ? -გაოცებული სახით შემომხედა.
-აუ ხო რა.
-მე ვერ ავდგები,მაგრამ შენ შეგიძლია კალთაში ჩამიჯდე- ირონიულად მომმართა- გავცოფდი.
-ეე, ისა ანკა გაიცანი ამ კლუბის პატრონი- გამაცნო ემამ.
არვიცი,რა ვიგრძენი, სირცხვილის,გაბრაზების და გაცოფების გარდა.

ვეღარ გავძელი და ახალი ისტორიით დაგიბრუნდით. გავაგრძელო ?



№1 სტუმარი antisa

აიი ძაან მაგAრია,რაღაც ანსხვავებულია და მომწონს heart_eyes ჩათვალე რომ შენი ნ1 მკითხველი ვარ heart_eyes

 


№2 სტუმარი anka

აუცილებლად გააგრძელე kissing_heart

 


№3  offline წევრი (((end)))

ძალიან დიდი მადლობა ყველას kissing_heart

 


№4  offline წევრი elene tetruashvili

ძაან მაგრა წერ , ჩემი კუმირი ხარ ! smile გააგრძელე

 


№5  offline წევრი (((end)))

elene tetruashvili
ძაან მაგრა წერ , ჩემი კუმირი ხარ ! smile გააგრძელე

ჩემიი გოგო kissing_heart heart_eyes შენ ჩემი kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent