ზღვარს მიღმა
***არ ვნანობ რომ შენ შეგხვდი , მაგრამ ხანდახან ვფიქრობ , რომ უმჯობესი იქნებოდა დასაწყისშივე გაგცლოდი*** 1 თებერვალი იყო მახსოვს , ტირილით გამომეღვიძა , ხელზე ჭრილობა მქონდა რომელიც საშინლად მტკიოდა , სიზმარი ვნახე თუმცა რეალობას ჰგავდა ჩემთვის სრულიად უცხო და ამავდროულად "საყვარელი" ადამიანი მიკვდებოდა და ვერაფრით ვეხმარებოდი , რა სისულელეა ესღა მაკლია გავიფიქრე და საწოლიდან წამოვდექი და წყალი მოვსვი , სიზმარში ნანახი სახე არ მახსოვდა ბუნდოვანი იყო და მხოლოდ ადამიანის სილუეტს ვაღდგენდი გონებაში – ნინი არ გესმის?? ფიქრებიდან დედაჩემის ხმამ გამომიყვანა – გისმენ დედა – გითხარი სკოლაში გიბარებს დღეს მაიკოთქო – რაუნდა? გუშინწინ არ ვიყავი? – არ ვიცი წადი და გაიგე არამგონია დიდ ხანს მოგიწიოს ყოფნა – კარგი მაცადე და წავალ – მალე, არ დაიგვიანო ხომ იცი დღეს ჩემი მეგობრის ეკას სანახავად მივდივართ ოთახში შევბრუნდი და ჩავიცვი როგორ მეზარება დედაჩემის ფოე–ფოე მეგობრები , ფული რომ აქვთ და თავი დიდი ვინმე გონიათ , დედაჩემსაც უხარია "ვითომ" ნაღებ საზოგადოებაში ყოფნა ჰოდა იყოს ვინ უშლის მე რატომ მრევს საკვირველი ისაა... ბევრი რომ არ გავაგრძელო ჩავიცვი და გეზი სკოლისკენ ავიღე დიდი ხვეწნა მუდარის მიუხედავად მძღოლის გარეშე გადავწყვიტე წასვლა იმის სანაცვლოდ , რომ დედაჩემს გავყვებოდი მეგობართან .. მამაჩემი ბექა ბურდული ერთ–ერთი წარმატებული პარლამენტარი და ბიზნესმენია, მუდამ კონტროლის ქვეშ ვარ , ყოველ ნაბიჯზე უკან დამდევენ და კიდევ ათასი სისულელე. სკოლიდან ტესტებით დახუნძლული გამოვედი და პირდაპირ ანასთან მივედი (ჩემი საუკეთესო მეგობარი) – მოვედი და ყავა დამალევიე მალე – ყავაც იცი სად დევს , წყალიც , შაქარიც ასე რომ მე თავს არ ვთვლი ვალდებულად რამე გაგიკეთო ძროხა – თუ გაპატიო ( ალბათ ჩემი აქცენტით წაიკითხავდა რომ კითხულობდეს) – დღეს ლელას მივყვები – გიზიარებ მთელი გულით და სულით მაგრამ რაუნდა ქნა სხვა გზა არ არის – წავედი ახლა თორე მომკლავს ჰო იცი რა ტიპია როცა სადმე ეჩქარება – საღამოს დამირეკე და გავჭოროთ ელიტა – შენი ვარ გიჟო სახლში ზუსტად 15 წუთში მივედი მაგრამ საყვედური მაინც მომხვდა მიუხედავად იმისა , რომ არ დამგვიანებია – მალე ჩაიცვი , საწოლზე კაბა დავდე შარვალი არ გამაგონო ! – ისევ პრანჭია უნდა გავხდე? – პრანჭია კი არა ადამიანს უნდა დაემსგავსო , მალე მოემზადე 20 წუთში მოგვაკითხავს მძღოლი აღარაფრის თქმას აღარ ქონდა აზრი ჩავიცვი საგულდაგულოდ შერჩეული კაბა გრძელი წაბლისფერი თმა გავიშალე და სარკეში მოვავლე ჩემს ანარეკლს თვალი – არა რაა კაბები ჩემი სტილი არ არის როდის გაიგებს ეს ქალი – ნინო?! სად ხარ ამდენ ხანს დროზე გამოდი ჩანთა ავიღე და სულიერად მოვემზადე ერთი ამბებისთვის... მასპინძლებიც გველოდნენ დიდი ზარ–ზეიმით როგორც ჩანს – ლელაა მოხვედით ? დიდი ხნის დაქალებივით გადაეფსკვნენ ერთმანეთს და ცოტახანში საუბარში ჩაიკარგნენ . მე? ვიჯექი დასჯილი ბავშვივით და ვუყურებდი მეორე "დასჯილ" ბავშვს რომლის გონებაშიც სავარაუდოდ იგივე აზრები ტრიალებდა რაც ჩემსაში , ქერა და ცისფერთვალება დაახლოებით ჩემი ასაკის გოგონა , იჯდა და მიღიმოდა მეც გამეღიმა და სულ ცოტახანში ერთმანეთიც გავიცანით – მარიამი – ნინი –სასიამოვნოა – წინასწარ არ გირჩევდი მაგის თქმას ვინ იცის რა ხდება ორივეს გაგვეცინა – გინდა გავიდეთ ? – აქ მაინც არ ვართ და აზრი?? :დ გარეთ გავედით საკმაოდ ლამაზი ადგილია , ერთმანეთის მიყოლებით ვეებერთელა სახლებია ჩამწკრივებული – ამ უბანს ოქროს უბანს უწოდებენ – ოქროს რატო ვითომ? – ვერ ხვდები? სულ ისეთი ხალხი ცხოვრობს რა – ჰო მივხვდი :დ "ელიტა" ვთქვი და ირონიულად ჩამეცინა – კარგად მესმის შენი მაგრამ ამ სამყაროდან ჩვენთვის გაქცევა შეუძლებელია ალბათ ეგეც კარგად იცი – შეუძლებელი არაფერია როცა რამე გულით გინდა.. კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა მარიამი როცა ჩვენკენ მომავალი ფიგურა დავინახეთ – შარში ვართ –რატო ვითომ?? – იმიტომ რომ პრობლემა გვიახლოვდება სილუეტი მალე მოგვიახლოვდა , თითქოს საიდანღაც მეცნობოდა მაგრამ ვერ ვიხსენებ , საშუალო სიმაღლე მუქი ქერა თმა და გამოკვეთილი თვალები რომლებსაც შეუძლიათ წამის მეასედში დაგატყვევონ – ალექსანდრე – ჰო მშვიდობა აქვს ამას? – რაო?? – აბა რას მომშტერებიხარ – ადამიანმა თუ შემოგხედა მადლობა უთხარი , მარიამ არ შევიდეთ ? რაღაც აცივდა – კაი წამო – შევხვდებით მერწმუნე – ღმერთმა დამიფაროს ******** – ვინაა ეს სულელი? – ჩვენი უბნის სული და გული , მიკვირს რომ არ იცი – დიდი ადამიანი არ მყავდეს ეგეც რა – მოძებნე თუ გინდა ყველგან იპოვი ისეთი განთქმულია –მეტი საქმე არ მაქვს – როგორც გინდა ლელამ გარკვეული დროის შემდეგ მოიფიქრა , რომ სახლში წასვლის დრო იყო , მარიამზე არც ისე ცუდი შთაბეჭდილება არ დამრჩა უბრალოდ ჩემგან განსხვავებით ეშინოდა აღიარება იმისა რომ არც მას მოსწონდა სამყარო რომელშიც ცხოვრობდა . მთელი ღამე არ დამეძინა ათასი სისულელე და ჩემი სიზმარი მიტრიალებდა თავში ბოლოს მარიამის ნათქვამი სიტყვები გამახსენდა და ჩვენი სანაქებო ალექსანდრე დანელიას შესახებ დავაპირე ცნობების მოკრება , ფეისბუქზეც დავაპირე მოძებნა თუმცა ჩემი გამომძიებლური გეგმები წყალში ჩამეყარა როცა მეგობრობის მოთხოვნას მიგზავნიდა თავად დიდი ალექსანდრე და ზუსტად აქ დაიწყო ჩემი , უფროსწორად "ჩვენი" ისტორია ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.