თინეიჯერის ჩანაწერები ( თავი მეორე )
ცხოვრებასიურპრიზებითაა სავსე, არ ვიცი ამდენს რატომ ვფიქრობ ცხოვრებაზე, ჩემი თანატოლები ხომ ერთობიან წვეულებებსა და სკვერებში, მე კი მხოლოდ პასტა-ფურცელი და ჩემი დღიური მიჭირავს ხელში. ამის გამო გიჟპოეტაც კი შემარქვეს,მართალია მეც ძალიან მიყვარს გართობა და ფილმების ყურება მაგრამ ბევრად მირჩევნია სახლში ჩუმად ვიყო და ჩემთვის თან მუსიკას ვუსმინო და ისე ვწერო. დღესაც მოვიდა ჩემთან ჩემი მეგობარი ლიზა უნდოდა მასთან ერთად სადმე გასართობად წავსულიყავი. სიმართლე გითხრა ძალიან კი მეზარებოდა მაგრამ ხათრი ვერ გავუტეხე და სწორედ იქ მივხვდი რომ ხანდახან გარეთ უნდა გახვიდე. იმდენად ვიყავი ხალხმრავლობას გადაჩვეული რომ ხალხში პირველყოფილივით დავდიოდი გზააბნეული. ლიზამ ბარში შესვლა მოინდომა მე კი გავყევი მაგრამ შემეშინდა კიდეც იქ შესვლის, ბარი სავსე იყო მთვრალი და ნარკომანი არასრულწლოვანებითა და შუახნის ადამიანებით, მაგრამ რაა უნდა მექნა მაინც შევედი და ლიზას ვუყურებდი როგორ ცეკვავდა და ხალხში როგორ სვამდა ალკოჰოლს. უცებ თვალთ დამიბნელდა და გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი რადგან სუფთა ჰაერზე მეგონა თავის ტკივილი მაინც გადამივლიდა. გარეთ კოკისპირული წვიმა მოდიოდა... ჩამოვჯეწი კედელთან ფეხებ მოკეცილი და მუხლებზე თავი დავდე, ცოტა ხნით ასე გავჩერდი, ამასობაში ლიზაც გამოვიდა გარეთ, თავი მაღლა ავწიე და შევხედე მომავალს, - ელენა რა დაგემართა? გარეთ რატომ ხარ ამ თავსხმა წვიმასი? ცუდად ხომ არ ხარ, წამოდი სახში წავიდეთ მითხრა და მომიახლოვდა, ჩემს გვერდით დაჯდა და გაუნძრევლად მიყურებდა. - არა არაფერია სედი და შემოვალ , უბრალო თავბრუსხვევაა არ ინერვიულო ვთქვი და იმის დასამტკიცებლად რომ ვითომდა მართლა კარგად ვიყავი გავუღიმე. - დარწმუნებული ხარ? - კი საკმაოდ........... ლიზა ნელი ნაბიჯით წავიდა ბატის კარებისაკენ და თან დროდადრო უკან იხედებოდა, ისევ მაგრად წვიმდა თითქოს წყალს ვედრებით ასხავდნენ ციდან. ისევ დავჯექი სველ ასფალტზე მოკუნტული კედელთან და ფიქრი დავიწყე იმაზე თუ როგორი შესავალი გამეკეთებინა ჩემი მოთხრობისთვის . ამ დროს ვიგრძენი მხარზე შეხება. - გამარჯობა, რამე გწირდებათ? თავი მაღლა ფრთხილად ავწიე და დავინახე ერთი არც ისე ლამაზი ჯინსში გამოწყობილი შავ თმიანი ბიჭი. სიმართლე გითხრათ მისი პირველი დანახვისას ჩემი რეაქცია იყო ღიმილი. - არა მაადლობთ, არაფერი მინდა. ვუპასუხე და თავი ისევ მუხლებზე დავდე - დარზმუნებული ხარ? დალევა ხომ არ გინდა? თქვა და ბოთლი მომაწოდა, - არა მადლობა არ ვსვამ შენ დალიე. - კარგი არ დაგაძალებ. იქნებ სახში წასვლა გინდა? მკითხა და ხელიი მხარზე ისევ დამადო. - არა მეთქი ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი , ამ დროს თვალებში დამიბნელდა და.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.