შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის უარმყოფელი(ნაწილი1)


19-08-2016, 21:04
ავტორი anukianukianuki23
ნანახია 1 862

სამწუხაროდ დამთავრდა ზაფხულის არდადეგები და სოფოს ცოტა ხანში ძვირფას უნივერსიტეტში დაბრუნება, ტვინის ჭ....ტვა და დილით ადრე ადგომა ელოდა.
თუმცა ეს მისთვის მაინცდამაინც დიდი პრობლემა არ იყო უყვარდა სწავლა, უყვარდა თავისი კურსელებიც და სახლში ყოფნაც ყელში ქონდა ამოსული, სახლში ჩვეული გარემო იყო დედა რათქმაუნდა სახლის საქმეებით იყო დაკავებული, უფროსი ძმა თორნიკე თავის ოთახში კომპიუტერთან იყო გამწესებული , მამა სახლში არ ბრძანდებოდა, ვინ იცის იქნებ სანამ დედა სახლის საქმეებით არის დაკავებული და ვირულად შრომობს, მამა ამ დროს სხვა ქალთან არის მიცემული დიად ვნებას, სოფოს მამა ფრიად პატივცემული ბატონი ვახტანგი რომ დედას შიგადაშიგ ღალატობდა ეს ოჯახში არავისთვის საიდუმლო არ იყო, თუმცა სოფომ არ იცოდა მამას საყვარელ-ჩასაკვნეტი ყავდა თუ უბრალოდ როგორც ჩვენი მამაპაპური ადათია ძვირფას ძმაბიჭებთან ერთად ალკოჰოლ ნაზიარები ხანდახან სიყვარულის ქურუმებთან ტკბებოდა, თუმცა სოფოსთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ ქონდა მისთვის დამანგრეველი იყო ამ ყველაფრის ყურება, ყველაზე მეტად დედამისის ურეაქციობა აკვირდვებდა ამ ყველაფერზე, ის ხმას არ ირებდა მიუხედავად იმისა, რომ ქმრის გულაობა-გადაგულავების შესახებ ყველაფერი იცოდა, ინერციით განაგრძობდა სამზარეულოში ფუსფუსს, ჭურჭლის რეცხვას , მტვრის გადაწმენდას და შესაძლო ეროტიკული მოგზაურობის შემდეგ დაბრუნებული ქმრის დაპურებას, სოფოს ანადგურებდა და ბრაზით ავსებდა ამ ყველაფრის ყურება, მაგრამ რაც მთავარია ავად თუ კარგად ოჯახი შენარჩუნებული იყო, დიადი საზოგადოება დიდ ცოდვად არ თვლიდა ბატონი ვახტანგის გაძრომა-გადაძრომებს, სოფო უყურებდა ამ ყველაფერს და გრძნობების მთელი პალიტრა ეუფლებოდა საკუთარი მშობლების მიმართ მამა მასში ბრაზ და გაღიზიანება ნარევ სიყვარულს იწვევვდა მისი საქციელების გამო, დედა კი უყვარდა აღიზიანებდა და თან ეცოდებოდა, აღიზიანებდა მისი შემგუებლობა ამ ყველაფრის მიმართ და ეცოდებოდა იმის გამო, რომ აცნობიერებდა მთლად მისი ბრალიც არ იყო ეს მდგომარეობა, მას ხომ გულწრფელად სჯეროდა რომ ამ ყველაფერს შვილების გამო აკეთებდა, ალბათ მასაც თავის დროზე შეტენეს თეზისები რომ არ არსებობს კაცი რომელიც ცოლს არ უღალატებს, რომ ეს მოსულა, აბა კაცი იმას ჰო არ იკადრებს რომ ერთი და იგივე ქალს უყუროს, რა მოხდა მერე თუ ქმარს მობეზრდი და სიახლეს მოწყურებული ვინმე ნიმფასთან ეზიარა სიყვარულს, დედას რომც არ მოეთმინა და გაშორებოდა მამას მერე ხომ ქალთმოძულე საზოგადოება აქეთ მას დაადებდა ვალს ‘’ როგორო მაგის გამო ოჯახის დანგრევა შეიძლებოდაოო, ვის არ გაუვლია ქალებში მაგის გამო ბავშვები მამას როგორ დააშორაო რა ეგოიზმიაო, ისაო ესაო, სოფო ამ ყველაფერს უყურებდა და გაქცევა უნდოდა, ერთხელ მოხდა ასეთი ფაქტი აწ უკვე გარდაცვლილ ბებიასთან მოუვიდა დაკა-დაკა ამ ფრიად ტკბილ თემაზე
ქალბატონი ლეილა ყვებოდა თავის იმ დროისათვის ასე აწ გარდაცვლილ მეუღლეზე რომელიც როგორც ჩანს ახალგაზრდობაში ასევე არამძიმე ყოფაქცევის დიაცების მოყვარული იყო და რომელსაც ალბათ საყვარელ-ბუნჩულები არ ელეოდა, ყვებოდა ოჯახის შესანარჩუნებლად როგორ ითმენდა ამ ყველაფერს, რომ არ უნდა იყოს ქალი ეგოისტი და ბევრი რამ უნდა ჩაყლაპოს ყბადაღებული ‘’ოჯახისთვის’’ , რომ ვინც მოითმენს ის მოიგებს და ასე შემდეგ სოფომ ისმინა, ისმინა ეს ‘’წამება’’ ფრაზები და ლამის უყვირა საწყალ ბებიამისს, შეეკითხა თუ რა მოიგო თავისი ძვირფასი მოთმინებით და რატომ ქონდა ასეთი ჩმორული აზროვნება, მან მაშინვე ინანა თავისი უზრდელობა, მაგრამ ისე გაამწარა მისმა გამონათქვამებმა ენამ გაუსწრო გონებას, ქალბატონმა ლეილამ არც აცია არც აცხელა უფრო ჯოჯოხეთური ფრაზების მთელი სერია ‘’შენ რა გგონია შენი ქმარი არ გეივლის სადმეო?!’’ ‘’შენ ჩვენ მზიან სამშობლოში ისეთ კაცს ვერ იშოვიო, მაშინ ოჯახდანგრეული იქნებიო’’ ‘’თორნიკემ რო გაიგოს მამაშენი და დედაშენი ღალატიო რომელი უფრო ეწყინებაო’’ ‘’ კაცების ოთხმოც პროცენტს ამ ჩვენ მზიან სამშობლოშიო ნაღალატევი აქ ცოლისთვის და ეს ხო იმას არ ნიშნავს რომ ცოლი და შვილები არ უყვარსო’’ ‘’ ძაან არ გაიგო შენი ქმარი სად გაივლისო’’ ამ ფრიად ბრძნული აზრების მოსმენის შემდეგ სოფოს კითხვების მთელი სერია გაუჩნდა: ‘’რატო ეძახის ძვირფასი საზოგადოება ოჯახის დანგრევას მხოლოდ ცოლ-ქმრის გაყრას? ‘’ რას უშველის ეგრეთ წოდებული ‘’სიყვარული’’ რქებს’’, ‘’რატომ ეგონა ძვირფას ბებიას რომ რადგან ხშირად ხდება ღალატი მაგიტომ გამართლებულია?’’
‘’რატომ იყო მხოლოდ თორნიკეს მისი უფროსი ძმის აზრი ამ თემასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი და რა დააშავა მან რომ მისი აზრი როგორც ჩანს მეათასეხარისხოვანი იყო?’’
ნუთუ დედას რომ ეღალატა მამისთვის თავს მაშინ იმაზე უარესად იგრძნობდა ვიდრე ახლა იყოო, მაშნ უბრალოდ საზოგადოება აბობოქრდებოდა, ხალხი უშვერი სიტყვების მთელ ნაკადს ესვროდა დედამისს, თორნიკეს ბირჟაზე წამოაძახებდნენ ეს ხომ იმნაირის შვილიაო, ეს არის და ეს, ამ შემთხვევაში კი საზოგადოება წყნარად იყო მეზობლები არ ატლიკინებდნენ ენას, მაგრამ ვაი რომ სოფოს ტკივილს ეს ოდნავადაც არ შველოდა,
ამ უაზრო თეზისებმა, მამამისის ვითომ უწყინარმა აცუნდრუკებებმა საბოლოოდ სოფოს ფსიქიკა შეარყია, მას უკვე ქვეცნობიერად ესინოდა მამაკაცების და ეზიზღებოდა ისინი, პანიკურად ეშინოდა ვინმე არ შეყვარებოდა , უარყოფდა გმობდა სიყვარულს, ეშინოდა რომ შემდეგ ისიც მობეზრდებოდათ მის თავსაც დედამისის მსგავსად დაამშვენებდა ექები, არ უნდოდა ამ მახინჯი რეალობის საცეცი შეხებოდა, არ უნდოდა სიყვარული სძულდა და უარყოფდა მას ერჩივნა მთელი ცხოვრება მარტო ყოფილიყო ვიდრე შემდეგში , შეურაწყოფის და თავის დამცირების ხარჯზე შენარჩუნებული ოჯახი ქონოდა, ეს შიში და სიძულვილი თავიდან საკმაოდ მცირე იყო მაგრამ შემდგომში იმდენად გაძლიერდა, სოფოს საშინელ დაბრკოლებად ექცა, არანაირად არ გამოსდიოდა ურთიერთობა ბიჭებთან მიუხედავათ იმისა, რომ იგი ბევრს მოსწონდა,ყოველთვის გაურბოდა მათ , თვითონაც უკვე ძალიან აწუხებდა ეს ფაქტი, მაგრამ ვერაფერს ვერ შველოდა თავის თავს, მაგრამ რაც მტვარია საზოგადოება მისი ბრწყინვალება საზოგადოება მშვიდად იყო, ბატონი ვახტანგიც მშივიდად განაგრძობდა გარე გარე ვნებების დაცხრობას.


.......
უნის დაწყებამდე სამი დღე იყო დარჩენილი სოფო სასეირნოდ გავიდა სუფთა ჰაერზე, უყვარდა საღამოს სეირნობა თითქოს სულიერად მშვიდდებოდა, მამა ისევ არ იყო სახლში , ეტყობა ვნებებს იცხრობდა ისევ სადმე, დედა მოწყენილი იყო, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია, დასტრესილი განაგრძობდა სახლის საქმეებს, სოფოს გული ეფლიტებოდა დედის ტანჯვას, რომ უყურებდა უნდოდა მისთვის ეშველა, მაგრამ არ იცოდა როგორ, ასე დაფიქრებული მიდიოდა ქუჩაში როდესაც უკნიდან ხმა შემოესმა:
-გოგონი რაღაც დაგივარდათ!
სოფომ უცებ მოიხედა და მის წინ მდგარი, მაღალი წაბლისფერთმიანი, ცისფერთვალება ბიჭი დაიანახა.
სოფოს საოცარმა ჟრუანტელმა დაუარა აქამდე ასეთი რამ არასოდეს არ განუცდია, გულმა უცებ გიჟივით დაიწყო ფეთქვა, ამ ბიჭს რაღაც საოცარი ენერგეტიკა და მზერა გქონდა, სოფოს თითქოს ჰიპნოზი გაუკეთესო იდგა და ხმას არ ირებდა, მაგრამ შემდეგ მალევე გამოერკვა, დაინახა რომ ბიჭს ხელში მისი შარფი ეჭირა, სასწრაფოდ გამოართვა და ზიზღნარევად მიუგო:
-დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ! ეს უთხრა და სასწრაფოდ მოშორდა იქაურობას, მაგრამ ფიქრი ისევ იმ ბიჭთან დარჩა მის მზერა გონებაში ჩარჩა და არაფრის დიდებით არ აპირებდა გაქრობას.
თავის მხრივ ისიც არ აშორებდა თვალს ამ უკმეხ, ლამაზ გოგოს, მისმა უხეშობამ ცოტა კი გააკვირვა, მაგრამ მაინც აღფრთოვანებული იყო ამ თაფლისფერთვალება ანგელოზით.


.......
სოფო სახლში ათასგვარი ემოციებით დატვირთული დაბრუნდა რაც უფრო ცდილობდა გონებიდან იმ ბიჭის ამოგდებას მით უფრო მეტად ფიქრობდა მასზე, დედას სახლის საქმეები დაემთავრებინა დივანზე დამჯდარიყო და ისეთი ნაღვლიანი გამომეტყველება ქონდა, ნინას სიბრალულის ტალღამ მთელ სხეულში დაუარა, დედასთან მივიდა და მოულოდნელად ჩაეხუტა, დედამ ერთი შეხედა და ნაძალადევად გაუღიმა:
- დეე გპირდები აი მერე სამსახურს რო ვიშოვი და ჩემი სახსარი მექნება, სახლს ვიყიდი და მე და შენ ცალკე გადავალთ იქ!
- რა აზრები გაწუხებს შვილო კარგი რაა რა მინდა ცალკე ,ამათ ვიღა მოუვლის მერე!
უცებ სოფომ რარაც წარმოუდგენელი სიბრაზე იგრძნო დედამისის მიმართ ის საკუთარ თავს მომვლელად უფრო აღიქვამდა, ვიდრე დედად და ცოლად, სასწრაფოდ მოშორდა დედამისს, და ზიზღნარევად მიუგო:
-კიბატონო როგორც გინდა, ეს თქვა და თავისი ოთახისკენ გაეშურა.


.........
ფრიად პატივცემული ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიკამ ორი წელიწადი დაჰყო, იგი გართობის და დროს ტარების მოყვარული ზარმაცი, მაგრამ ნიჭიერი ახალგაზრდა გახლდათ, ჯავახიშვილში საკმაოდ მაღალი ქულებით ჩაირიცხა, მას შემდეგ ეგონა რო მორჩა თავი ქუდში მაქვსო და მიჰყვა გართობას, ქეიფებს და სწავლა რა იყო საერთოდ გადაავიწყდა, ჰოოოდა შედეგმაც არ დააყოვნა, როდესაც ლამის ყველა საგანი ჩარჩა, მიხვდა რომ ასე არ გამოადგებოდა, შეეცადა სწავლისთვის გული დაედო , მაგრამ მივიდა დასკვნამდე რომ არასწორი არჩევანი გააკეთა და ეს ფაკულტეტი ‘’მისი’’ არ იყო, ასე და ამრიგად თავისი კლასელის და ბავშვობის მეგობრის თხოვნით ჯავახიშვილიდან ილიაუნიში ისკუპა, ახლა ფაკულტეტ და უნი გამოცვლილი ეზოში იდგა და თვალებით ბექას ეძებდა თავის ძმაკაცს, რომელიც წუთი წუთზე უნდა გამოჩენილიყო, ამ თვალიერებ-თვალიერებაში ბექას არა მაგრამ, გუნებაში უკვე თავისად მონათლულ თაფლისფერთვალებას მოკრა თვალი, თაფლისფერტვალება დრეს გაცილებით უფრო ლამაზი იყო, ვიდრე იმ საღამოს, მოკლე, ჯინსის კაბა და ლამაზი ლურჯი მაიკა ეცვა, თუმცა ისევ ისეთი მოწყენილი სახე ქონდა როგორც მაშინ,
‘’ეტყობა ამასაც ეზარება უნი’’ გაიფიქრა თავისთვის ნიკამ და თაფლისფერთვალებას მიუახლოვდა, მაგრამ ამ დროს ხმა მოესმა.
-ვააა ნიკუუშ რას შვრები ტოო აბა როგორ მოგწონს ჩვენი პატივცემული უნი?
-ბექუშ რას შვრები, რავი ბიჭო სემესტრის ბოლოს მკითხე თუ არაფერი არ შემტენეს მომეწონება!
-ოო შენ მაგაზე არ იდარდო არც მე ვარ ჭკუის კოლოფი, თუ რამეა მერე ერთად მოვაგროვოთ შეტენილი საგნების ფული, ბიჭო ეგ დაიკიდე მაგარი სიტუაციაა აქ, მაგარი ხალხია, მეგობრული, თან ბევრი ლამაზი გოგოა, ერთმანეთზე უკეთესები!
-რაღაც არამგონია ამ თაფლისფერთვალება ანგელოზზე ლამაზი იყოს აქ ვინმე! ოცნებით ჩაილაპარაკა ნიკამ და ბექას სოფოზე ანიშნა.
-ვააა უკარება სოფიო მოგეწონაა?
-იცნოობ?
-კიი ბიჭო რაღაცა საგანზეა ჩემთან, მართლა ძალიან ლამაზი გოგოა, თან მაგრად სწავლობს, მარა რაღაცნაირია უკარება საშინელი, არავის არ იკარებს, ერთ ჩემ ძმაკაცს მოსწონდა და ბიჭი კინაღამ ჭკუიდან შეშალა რა აღარ ქნა და ვერაფრით ვერ მოახერხა მაგისთვის თავის მოწონება, თან რარაცნაირი ხასიათი აქ სულ მოწყენილია!
-რატო არ იციი?
-არ ვიცი ბიჭო მეც ვერ გამიგია , მაგის ადგილზე რაღა მომკლავდა ყველა ლექტორი მაგის ქებადაა ქცეული, მშვენიერი მეგობრები ყავს რარა უნდა მეტი.
ნიკა ბექას აღარ უსმენდა სოფოს მზერით ჭამდა ამ თაფლისფერთვალება ანგელოზამდე ჯერ არავინ ასე არ მოსწონებია, თან როგორი დასტოინი გოგო ყოფილა არავის არ იკარებს თურმე.
-ბიჭო მემგონი ჩვენთან ერთად არს ეგეც ერთ საგანზე!
-ვაა ბექუშ ძალიან გამახარე მაშ უკარება ქალბატონს უფრო დავუახლოვდები!
-ბიჭო დიდი იმედები არ გქონდეს გეუბნები რკინის ქალბატონია რაღა ტეტჩერი რაღა ეეგ!



.......
სოფომ ლამის უკან მოიტოვა ყველა ლექცია და ერთი სული ქონდა ეს ბოლოც როდის მორჩებოდა, ლექციების მერე თავის დაქალებთან ნათიასთან და თაკოსთან ერთად აპირებდა სადმე გასეირნებას, აუდიტორიაში საკმაოდ ბევრი ხალხი იყო, ის იყო დასხდნენ როდესაც აუდიტორიაში არც მეტი არც ნაკლები ‘’ის’’ შემოვიდა, სოფოს დაცეცხლა რა უნდოდა მას აქ ნუთუ მის სატანჯველად გამოცხადდა, ნიკას არა მარტო ის აუდიტორიაში მყოფი ყველა გოგო მიაშტერდა მაღალი სპორტული აღნაგობის, სიმპატიურ ბიჭს გოგოები ლამის თვალებიტ ჭამდნენ და ყველას უკვე აინტერესებდა ვინ იყო ის, ნიკამ არც აცია არც აცხელა სოფოსკენ აიღო გეზი, მიუახლოვდა და უთხრა:
-გახსოვარ თაფლისფერთვალება ანგელოზო?
-არა უკაცრავად! იცრუა სოფომ არადა იმ საღამოს მერე ნიკას მზერა სულ თვალწინ ედგა, მიუხედავად იმისა რომ არანაირად არ უნდოდა მასზე ფიქრი.
-აი მე კი მახსოვხარ, შენ გვერდით დავჯდე შეიძლებაა?
-არა დაკავებულია! კიდევ ერთხელ იცრუა სოფომ გული უკვე გამალებით უცემდა არ უნდოდა ნიკა გვერძე დაჯდომოდა, ის მასში რაღაც აქამდე მისთვის უცნობ და საოცარ გრძნობებს იწვევდა რაც საერთოდ არ მოსწონდა.
-რათქმაუნდა დაკავებულია მე ვჯდები და იმიტომ! უთხრა ნიკამ და უკარება ქალბატონის გვერდით მოკლათდა.
სოფო მის სუნთქვას მის სურნელს გრძნობდა , სიამოვნებისგან და აუხსნელი შიშისგან ლამისაა გული გაჩერებოდა.
-ისე სხვათაშორის მე ნიკა მქვია სოფიკო!
-საიდან იცი ჩემი სახელი?დაიბნა სოფო.
-შენ აქ ისეთი ცნობილი ყოფილხარ რა უნდოდა მაგის გარკვევას, თურმე შენი სურვილით ბევრი იტანჯება შორიდან, უკარება რკინის ქალბატონო! საოცარი ალერსიანი ხმით მიუგო ნიკოლოზად წოდებულმა, სოფოს უკვე აღარ შეეძლო მის გვერდით ჯდომა ასე ეგონა ის სიმხურვალე რომელსაც შიგნით გრძნობდა ბოლოს მოუღებდა.
-მორჩი მაგ სისულელეების ლაპარაკს! მკვახეთ მიაჯახა წამოდგა და ადგილი შეიცვალა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent