ცას მოწყვეტილი ვარსკვლავი
—კარგი რა ნინი ხომ იცი არ მჯერა მსგავსი სისულელეების. —ამ ერთხელ რა მარ,აუ ძალიან გთხოვ ამით ხომ არაფერი დაშავდება არა? —სისულელეა და მეტი არაფერი რა მაგრამ რადგანაც არ მეშვები,იყოს ნება შენი. —არის მიდი მიდი ჩაიფიქრე. —კაი მაცალე მოვიფიქრო —მინდა რომ შევხვდე იმ ადამიანს ვინც ამ წამს ჩემთან ერთად იფიქრებს სურვილს,და შეჰყურებს ცას.თუ არსებობს საერთოდ. —ძალიან უცნაური სურვილია,მარ —ჰო ვიცი მაგრამ მაინც... ------------------------------------------------- —კაი ბიჭო რა გჭირს ?რა სურვილები აგიტყდა ამ შუაღამით ერთი გამაგებია, ვარსკვლავი როდის არ ჩამოვარდნილა ციდან —ვიცი მაგრამ მაინც დამიჯერე რა ამ ერთხელ ჩაიფიქრე და მეტს არაფერს გთხოვ. —ოო ნიკა რა,არ მეშვები.არ მჯერა მსგავსი რაღაცეების მაგრამ ვიცი თავს არ დამანებებ და კარგი ნება შენია. მინდა შევხვდე იმ ადამიანს ვინც ცას მოწყვეტილ ვარსკვლავს სურვილი ჩაუთქვა,იმ ვარსკვლავს რომელიც ახლა ჩამოვარდა. ---------------------------------------------- სხვადასხვა ქალაქში ერთიდაიგივე დროს შეჰყურებდა ცას ორი პატარა 15 და 16 წლის ბავშვები მარი და სადნრო,მეგობრის დაჟინებული თხოვნით ორივემ სურვილი ჩაიფიქრა.არცერთმა იცოდა რომ ერთიდაიგივე დროს ერთიდაიგივე რამ ინატრეს თუმცა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა არცერთისთვის. ----------------------------------------------- —ეს კაბა კარგია?თეთრი საროჩკა სადაა?ნახატი მოგწონს?ვაიმე რა ლამაზი ხარ ნინ —მარ არ მჯერა რომ სკოლას ვამთავრებთ ძალიან მიხარია.იმედია დღე არაჩვეულებრივად ჩაივლის. —მე რა ვკითხე და რა მიპასუხა.კი ნამდვილად კარგია და მიხარია წავედით,რას ველოდებით? —კარგი კარგი ვჩუმდები. ყოველთვის გულჩათხრობილი იყო მარი ყიფშიძე 18წლის გოგო რომელიც სკოლას ამთავრებს მაგრამ ამით ისეთი მხიარული სულაც არა როგორიც წესით უნდა იყოს.მამის სიკვდილის შემდეგ მთლად შეიცვალა ახლაც ახსოვს როგორ გამოიხურა კარი და წამოვიდა! ბარგი მოათავსა სამარშუტო ტაქსში,უკანასკნელად მიმოიხედა მოათვალიერა ადგილი სადაც მთელი ცხოვრება გაატრა,თვალებზე მომდგარი ცრემლი არ შეიმჩნია. უხმოდ ჩაჯდა ავტომანქანაში თავი საქარე მინას მიადო და დაიწყო ფიქრი ყველაფერზე მაგრამ! ამავედროს არაფერზე. ფიქრები ხმაურობდენ,იმდენად რომ საკუთარი ხმაც აღარ ესმოდა. დანარჩენს თუ უნდოდა? როგორ შეიძლება წახვიდე იმ ადგილიდან სადაც: დაიბადე, გაიზარდე და გული ერთხელ მაინც არ დაგწყდეს.ძნელი იყო მისთვისაც ძნელი იყო მაგრამ რომ დარჩენილიყო იცოდა, ,იცოდა რომ კარგი არაფერი მოხდებოდა.და ადგა ასე უბრალოდ ჩაალაგა ბარგი, უჩუმრად უკანასკნელად გამოიხურა კარი და წამოვიდა,არავისთვის არაფერი უთქვამს ან ვისთვის უნდა ეთქვა ?ერთადერთი ადამიანი ვის გამოც დარჩებოდა მამა იყო მაგრამ ისაიც აღარ ჰყავდა.გაახსენდა მამის ნათქვამი სიტყვები:“სანამ ცოცხალი ვარ ვერავინ ვერაფერს გაწყენინენს,ჩემი სიკვდილის შემდეგ კი ცხოვრება უნდა გააგრძელო” არ ეგონა ასე მალე თუ მოუწევდა მამასთან განშორება. ***************************** უკანასკნელად შეეხო მამის გაყინულ გაყვითლებულ სხეულს.ცხელი ცრემლებით დაუფარა მიცვალებულს ლოყები რომელზეც უამრავჯერ ჰქონდა ნაკოცნი.მამის ხელი აიღო ჩაშჭიდა ნაზად ეამბორა. “უშენოდ ვერ ვიცოცხლებ დამიბრუნდი მამა“.ბოლო ხმაზე განწირეულო ხმით წარმოთქვა ეს სიტყვები და მამის გაყინულ გვამზე დაეცა.იმ წამიდან როცა დაინახა,როგორ ეყრებოდა მიწა ყველაზე საყვარელი ადამიანს,მაშინ მოკვდა მისმა ცხოვრება კი აზრი სამუდამოდ დაკარგა. ********************** მარტო ცხოვრებას მიეჩვია მაგრამ რატომ მარტო?ნინი სულ მის გვერდით იყო არასდროს მიუტოვებია ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ და მარის წამოსვლის შემდეგ დაქალს ისიც დაუფიქრებლად გამოჰყვა უკან.ალბათ ესა მეგობრობა არა?!როცა მის გვერდით მხოლოდ მხიარულების დროს რომ არ ხარ.გასაჭირში რომ გვერდით დაუდგები არ მიატოვებს დანებების,სიკვდილის უფლებას რომ არ მისცემ.ნინი ცდილობდა ცხოვრების ხალის დაებრუნებინაა. დაქალისთვის.ბოლომდე ვერ შეძლო მაგრამ იმდენი მოახერხა რომ ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდა და ცხოვრების დინებას გაჰყვა.არა როგორც მკვდარი თევზი არამედ პატარა ლიფსიტა რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის და ხანდახან მდინარის საწინაღმდეგო მხარესაც ცურავს. ********************* —ბიჭო ...სანდრო,ე ბიჭო რას უყურებ მომხედე აქეთ ნახე რა კაი გოგოა —მაცალე რა თუ ძმა ხარ. —რა გჭირს ტო ?ვის უყურებ?ეე მაგ გოგოს შებმა არ გამოგივა —ნახე რა საყვარელია...როგორი ღიმილი აქვს.შავი თვალები სევდიანი,ნეტავ შემეძლოს მისი თვალებიდან ამ სევდის გაქრობა. აშკარაა სხვას არ ჰგავს. —დაგევასა ბიჭო? —ერთი ნახვით შეყვარების გჯერა? —რა სიყვარულზე მელაპარაკები ბიჭო?ცხოვრებაში არავინ შემყვარებია. მსგავსი სიტყვები არავისზე გითქვამს.ლამაზია ნამდვილად მაგრამ ერთჯერად გოგოს არ ჰგავს.თუმცა შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?გამოიყენე და თავი დაანებე. —ბიჭო შენ ხო არ გაგიჟდი რა გამოყენება?რა ერთჯერადი გოგო? ნახე რა ანგელოზია. ცუდი არაფერი თქვა თორემ არ ვიცი რას .... —უკაცრავად შემთხვევით მომივიდა მაპატიეთ რა . —დანაშაულის გამოსყიდვა ხომ არ გინდა? —თუ შემიძლია? —ნიკა _აჰ როგორც ყოველთვის ნაცნობი ჟესტია. მე ნინი —ნინი ლამაზი სახელია.ნინი სკოლას ამთავრებ ხო? —კი დღეს. —როგორც გავიგე ნინი გქვია და სკოლასაც შენც დღეს ამთავრებ.რაღაც მინდა გკითხო, იმ გოგოს გრძელი ჟღალი თმა რომ აქვს ხომ არ იცი ვინა? —კი როგორ არა ჩემი საუკეთესო მეგობარია.მაგრამ რატომ კითხულობთ? —მე... საქმე ისაა რომ ჩემს ნაცნობს მივამსგავსე ლიკა ქვია —ლიკა?არა ის მარია ყიფშიძეა. ბოდიში უნდა წავიდე. —სადრექს რა გჭირს ტო?შეყვარებული ხარ? —თუ ძმა ხარ რა, გაჩუმდი და უსმინე ერთი. ************************ —საბერვიულო არაფერია პასუხები ძალიან კარგი იქნება დამიჯერე აუცილებლად ჩააბარებ ზუსტად ვიცი მომეცი პასუხებს მე ვნახავ გინდა? —მაგრამ რომ ვერ ჩავაბარო? —ახლა მოგხვდება მერამდენედ იძახი მაგას. —გამარჯობა გოგონებო —გამარჯობა? —არ გახსოვარ?ნინი სკოლაში ბოლო ზარზე რომ დამეჯახე —ნიკა კი კი გამხსენდი როგორ არა.გაიცანი ეს მარიაა ჩემი დაქალი იგივე ჩემი და. —რას შვები ნიკა? —კარგ დროს მოხვედი სანდრო გაიცანით გოგოებო ეს სანდროა ჩემი მეგობარი ნინის უკვე იცნობ და ეს მარიაა ნინის მეგობარი —სადღაც მყავხრ ნანახი რამდენჯერმე —მეც.რამოდენიმეჯერ ერთი და იგივე გზაზე მოგვიწია სიარული. —შესაძლებელია აჰ გამახსენდა ერთხელ კაფეში გნახე და იქედან მახსოვხარ მაგრამ მანამდეც შეგხვედრილვარ რატომღაც ასეთი შეგრძნება მაქვს. —სადმე დავჯდეთ და იქ ვისაუბროთ წინააღმდეგი ხომ არ იქნებით? —არა ნიკა წავიდეთ. *********************** კოცონს ირგვლივ ოთხი იჯდნე ნიკა და ნინი მარი და სანდრო. —სანდრო მოყევი რა მარიას სიყვარული როგორ აუხსენი? —მე მოვყვები რა. არაფერი განსაკუთრებული უბრალოდ ერთად ვიჯექით და ცას ვუყურებდით ,უეცრად ვარსკვლავი მოწყდა და ჩამოვარდა.სწორედ ამ დროს მითხრა მიყვარხარ —შენ რა უთხარი? —რა უნდა ეთქვა? ხელი ჩამკიდა ლოყაზე მაკოცა და მითხრა იგივე. —მარია გახსოვს? სურვილი რომ ჩაიფიქრე? —აჰ კი გამახსენდა. —რა სურვილი? —შენმა საყვარელმა მეუღლემ მომკიდა ხელი ნიკოლოზ და დამაყენა შუა მინდორზე ამ დროს ჩამოვარდა ვარსკვლავი და მთხოვა რომ სურვილი ჩამეთქვა.მეც ჩავიფიქრე სურვილი მისი სიჯიუტის გამო. —და რა ჩაიფიქრე? —არ მკითხო სანდრო ისეთი უცნაური სურვილი ჩაიფიქრა.მინდა რომ შევხვდე იმ ადამიას რომელიც ახლა ჩემთან ერთად იფიქრებს სურვილს. —როდის იყო ეს? —ადრე სან..15 წლის ვიყავი მასი 10 წლის უკან. —ბედისწერა არ არსებობსო ვინ ამბობდა?აი ბედიც ამას ქვია 10 წლსი უკან იგივე სურვილი ჩაიფიქრა სანდრომაც —მართლა ?რა კარგია ეს ნამდვილად არაჩვეულებრივია —ახლა ვიცი რომ ჩვენი სიყვარული ცას მოწყვეტილი ვარსკვკავის ბრალიცა.მიყვარხარ —მეც სან.. ****************** რა უნდა ეთქვა? არც ცრემლები მოდიოდა და ხმასაც ვერ იღებდა არ მოელოდა მართლა არ ეგონა საყვარელი ქალი თუ ასე გაწირავდა.უკანასკნელი სახსოვრი მისგან ხელში მაგრად ჩაებღაუჭა კიდევ ერთხელ იხსენებდა წერილში ნათქვამ სიტყვებს და დაჰყურებდა მის გაყვითლებულ სხელს ვერ წარმოიდგენდა თუ ასე მოხდებოდა.მიწა დაიმარხა მისი სიყვარული და დაიმარხა თვითონაც.გაქრა როგორც ცას მოსწყდა მაშინ ვარსკვლავი,მიწაზე დაეცა და გაქრა.ასე გაქრა მარიაც ვერ გაუძლო მაინც ვერ გაუძლო და წავიდა.იქ სადღაც...სადაც ეგონა რომ მამას შეხვდებოდა და გულში ჩაიკრავდა. *************** რა უნდა ვთქვა?საყვარელი ადამიანის დაკარგვა ყველაზე დიდი ტკივილი ყოფილა ა!ქვეყნად.არ ვამტყუნებ ვიცოდი ველოდი რომ ასე მოხდებოდა.უბრალოდ ვერ გაუძლო ცხოვრებას ვერ გაუძლო.ვერც მე ვერც ნინიმ მამის ტკივილით გამოწვეული იარები ვერ მოვირჩინოთ ცუდად იყო ბოლო დროს მაინც ფსიქიკურად ვერ იყო.რა ვთქვა ?სათქმელიც არაფერია ნამდვილად აღაფერი ერთის გარდა. "სიყვარული-ვნებაა, ცდუნებაა, როდესაც მის გარეშე სიცოცხლე არ შეგიძლია. გიყვარდეს ვინმე გიჟივით და მისგანაც იგივე გრძნობას იღებდე. ცხოვრებას ამის გარეშე აზრი არ აქვს. უნდა უსმინო გულს, უნდა ცადო, და თუ საერთოდ არ გიცდია, ეს ნიშნავს, რომ არ გიცხოვრია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
![აქტიური მკითხველი](http://4love.ge/uploads/fotos/foto_543820.jpg)
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.