პირამიდები
დიაგნოზი,რომ დაუსვეს ოცდახუთი წლის იყო ლუკა. გითხრათ ვინმემ და თქვენ გაიღიმოთ,უცნაურია არა?!მან კი გაიღიმა და შემდეგ უგულისყუროდ ისმენდა ექიმის საუბარს.ემოციები რომ გტოვებენ შემდეგ მშვიდი ხარ,უემოციოდ.ლუკა მშვიდი იყო იმ მომენტიდან,როდესაც გაიგო რომ გარდაუვალი იყო წამი რომელიც სუნთქვას შეუჩერებდა.ლუკამ იცოდა რომ ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება ეს წამი მაგრამ,ის ჯერ არ ელოდებოდა.ამან მთლიანად შეცვალა ლუკა,როგორც ვთქვით,ის მშვიდი იყო.. თუმცაღა მდგომარეობა მეტისმეტად მძიმე იყო,მშობლებისა და მეგობრების დაჟინებული მოთხოვით,ლუკა დათანხმდა,სიკვდილს უემოციო,გაყვითლებულ პალატაში დალოდებოდა.ადვილად შეეგუა ბედს,რადგან გულის სიღმეში და კიდევ მეტად ყველამ იცოდა,ბრძოლას არანაირი აზრი არჰქონდა.დღეები ერთიმეორეს მიყოლებით,ტყუპებივით გავდნენ ერთმანეთს,აკითხავდნენ მნახველები,მოდიოდა მასთან ბავშვობის მეგობარი,დაუსრულებლად თამაშობდნენ ჭადრაკს,შემდეგ კი,ყველას წასვლის შემდეგ რჩებოდა სიცარიელე,ისევ და ისევ,ისევ და ისევ,ყოველდღე..მხოლოდ სიცარიელე. 2010 წლის 16 დეკემბერი იყო.კვლავინდებურად ესტუმრა ლუკას ბავშვობის მეგობარი და ჭადრაკის თამაშს შეუდგნენ. -შახი?-იკითხა მეგობარმა. -მატი.-გაიღიმა ლუკამ და წელში გასწორდა.-ნიკუშ სამსახური? -ცოტახანს კიდევ დავრჩები,თუ დავკარგავ,ამაზე არვნაღვლობ.-გაიცინა ნიკუშამ.-დღეს ანა ვნახე. -მერე? -არაფერი.-ლოგინზე ჩამოჯდა.-შენი ნახვა უნდა. -მე არმინდა.შენ ხომ უთხარი ეს?! -კი,ვუთხარი.მაგრამ არვიცი რამდენად შეასრულებს. -არმინდა ამაზე ლაპარაკი.-გვერდით მიუჯდა მეგობარს.-იცი ნიკუშ,რაღაცაზე ვფიქრობდი,რეალურად სისულელეა,მაგრამ აზრებს თუ კარგად დააწყობს ადამიანი,წიგნისთვის მშვენიერი იქნება. -აბა გისმენ. -,,დედამიწა ერთი დიდი სასაფლაოა"-ლუკამ შეკითხვის თვალებით შეხედა მეგობარს. -ვერ ჩავწვდი. -ნიკუშ,შენ მწერალი ხარ. -რომელიც მიმტანად მუშაობს რესტორანში. -კაცმა თავი ხომ უნდა ირჩინოს?! -როგორ თქვი? ,,დედამიწა ერთი დიდი სასაფლაოა"?-ჰკითხა და თან ფიგურების დალაგება დაიწყო დაფაზე. -გიფიქრია წონასწორობაზე?-კითხა ლუკამ.-სიკვდილსა და სიცოცხლეზე? -მაგაზე ყველა ფიქრობს მეგობარო.-მეფის პაიკი ორი უჯრით წინ გაწია ნიკუშამ.-მეტსაც გეტყვი და სულამაზე ვფიქრობ.შენ კი რისი თქმა გინდა მაინც ვერგავიგე. -მისმინე.-თქვა ლუკამ.-წონასწორობა დაცულია,ვიღაც კვდება,ვიღაც კი იბადება.ახალდაბადებული ემატება მოსიარულე,ცოცხალ ადამიანებს,გარდაცვლილი კი სასაფლაოს სამუდამო მკვიდრი ხდება.სიკვდილის შემდეგ დგება მარადიულობა,სიცოცხლე კი წარმვალია.ამგვარად,იზრდება სასაფლაო,დედამიწა კი კვლავ არსცდება თავის საზღვრებს.ასე არ არის? -დიახ.-თქვა ნიკუშამ და თან შავ და თეთრ უჯრებიან დაფას ჩასცქეროდა ლუკაზე ყურადღებით.-იზრდება სასაფლაო.-თქვა შემდეგ. -არგაინტერესებს დედამიწის რამხელა ფართობს მოიცავს ერთად აღებული სასაფლაოები?-კითხა ლუკამ.- -ალბად ჩვენისთანა პატარა ქვეყანას აღემატება. -შესაძლოა.-გაიღიმა ლუკამ.-ესეიგი,ცოტა იუმორით,რომ ვთქვათ,საუკუნეების შემდეგ დედამიწა ერთ დიდ სასაფლაოდ გადაიქცევა.ხალხი კი საფლავებს შორის მოსიარულე ლანდებს დაემსგავსებიან. -მართლაც იუმორია საჭირო თორემ უკვე მგონია,რომ გიჟდები.-მხიარულად გაუჯავრდა ნიკუშა,ასეთი აზრებისა და ფიქრების გამო.-მეტსაც გეტყვი,დიახ შესაძლებელია ასეც იყოს,მაგრამ ადამიანები ხშირად ხვალინდელ დღეზე არფიქრობენ და არამგონია ანაღვლებდეთ საუკუნეების შემდეგ რაიქნება. -კი მაგრამ,რომც ინაღვლონ რაშეიცვლება?-თითქოს შეპარვით კითხა ლუკამ. -არაფერიც.მაგრამ ხომ არსებობს კრემაცია?! ნიკუშას სიტყვების შემდეგ,ლუკას სახე გაებადრა,თითქოს უნდოდა,რომ სწორედ აქამდე მოსულიყვნენ. -ნეტა ვინ მოიგონა მიცვალებულის დაწვა?-თავისთვის ჩაილაპარაკა ლუკამ. -ისევ სისულელეები.ვსიო,გეყოს,ჭადრაკზე იფიქრე. -მხოლოდ ხანდახან შეიძლება დავკავდეთ არაფრისმომცემი ფიქრებით.-თქვა ლუკამ.-მე კი სწორედ ამ სიტუაცაში ვარ ჩემო მეგობარო.შახ!-გაიღიმა.-მართლაც ჭკვიანი იყო ვინც ეგ მოიგონა,წინასწარ იფიქრა ალბათ წონასწორობაზე.ფერფლი ხომ დედამიწის ერთ გოჯსაც არიკავებს.წონასწორობა დაცულია,ცოცხლებს მეტი ადგილი რჩებათ მიწაზე.გარდაცვლილებს კი გულში.ეს ასეც უნდა იყოს. -ხო იმედია.-უინტერესოდ ჩაილაპარაკა ნიკუშამ. -ნიკუშ.-თქვა ლუკამ.-მე მინდა დავიფერფლო. -რაა?-არმოელოდა ნიკუშა.-ნუ სულელობ ლუკა ძალიან გთხოვ. -არა!გადავწყვიტე. -ასე არაა ჩვენში მიღებული.სულელობთქო. -მერედა ყველაფერს ისე ვაკეთებთ რაც ჩვენში მირებულია? -უნდა ვეცადოთ მაინც. -მცდელობების დრო მე არმაქვს.-სერიოზულად უთხრა ლუკამ.-ვსიო,მე გადავწყვიტე! -არვიცი რაგითხრა.-ჩაფიქრდა მეგობარი. -შენ უნდა დამპირდე,რომ ჩემს ფერფლს პირამიდებთან ჩაიტან. -რატომ?-გაიკვირვა ნიკუშამ.-რატომ პირამიდებთან? -ადამიანის ხელით მათზე დიდებული,მათზე მომნუსხველი,არაფერი შექმნილა.მათზე სამუდამო.-აღტაცებით თქვა ლუკამ.-ჩემი სულელი ჭკუის მსჯელობით იქ თუ განვისვენებ,მეც მათი ნაწილი გავხდები.ხომ იცი ამბიციური არვარ,მაგრამ ეს ყველაზე მეტად მინდა და შენი იმედი მაქვს მეგობარო. -მართლაც სულელო. -ნიკუშ დამპირდი.-დაჟინებით შეხედა ლუკამ.-ჩემს ფერფლს პირამიდებთან ჩაიტან. -გპირდები მეგობარო.-თქვა და ცრემლი ჩამოაგორდა ნიკუშას.სახე მოარიდა,რათა დაემალა,ეს პატარა ემოციითა და თანაგრძნობით აღსავსე ბრჭყვიალა წვეთი. ასეა.ადამიანები ვმალავთ იმ სისათუთეს რაც ჩვენშია,რომლებიც ადვილად ილახებიან სხვის მიერ.ხოლო მზის თვალზე გასათბობად გამოგვაქვს ის უხეშობა,რაც ბუნებისაგან გვხვდა წილად,რათა ჩვენში არსებული სიწმინდის ნაწილაკები,გარე სამყაროსგან ხელშეუხები დაგვრჩეს.ეს პაწაწინა წმინდა წვეთები კი ხშირად,ღამ-ღამობით,როდესაც მარტონი ვართ,ედებიან მთლიან არსებას და მოედინებიან მდინარეებად,ტოვებენ შეუმჩნევ კვალს სახეზე,მაგრამ ეს კვალი იმაზე მეტად ღრმაა ვიდრე მისი დანახვაა შესაძლებელი.ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით,მხოლოდ ჩვენ ვხედავთ,ცრემლებს წარმოშობილს უდიდესი ადამიანობიდან.ესაა ჩვენი საიდუმლო,რომელსაც ხანდახან თუ იხილავს მხოლოდ,ცაზე მოსეირნე მთვარე. -მეგობარო.-მხარზე ხელი დაადო ლუკამ.-არის საკითხები,რაც მხოლოდ გონებამ უნდა გადაწყვიტოს.-თქვა შემდეგ.-ასევე არის საკითხები რაშიც გულს უნდა ვენდოთ.ის თუ რომელი საკითხი რომელს უნდა გადავაწყვეტიოთ მხოლოდ ჩვენ ვიცით,სხვა არავინ. -და თუ არვიცით?-ჩაიჩურჩულა ნიკუშამ. -უნდა ვისწავლოთ. -როგორ ლუკა?როგორ? -გვეხმარება.ძალიან გვეხმარება ამაში ცხოვრება.-გაიღიმა ლუკამ.-არ ეზარება ცხოვრებას რომ გვასწავლოს. -შენსას ვერაფერს გაიგებს კაცი. -კარგი ნუ ბრაზობ.შენ უკვე დამპირდი და ამით მორჩა.მე შენი მჯერა და მშვიდადაც ვარ. -შენი მშობლები რას იტყვიან ამაზე? -რა უნდა თქვან.-გაიღიმა ლუკა.-ეს ხომ ჩემი...მომაკვდავის სურვილია.უპირატესობას ვფლობ. საწოლზე გადაწვა,თეთრ ჭერს მიშტერებოდა და გულში გაუმხელად განიცდიდა თავისი მდგომარეობის სიმძიმეს. ფიქრობდა ის. წამოდგა ფანჯარასთან მივიდა. -ახლა კი უნდა წახვიდე ნიკუშ,რატომ უნდა დაკარგო სამსახური?!მე ხვალაც აქ ვიქნები.-გაიღიმა. -ხვალ ხუთიდან ოთხს მოგიგებ.-თქვა ნიკუშამ და კარებისკენ წავიდა,კარი გააღო ლუკას გახედა.-დროებით.-უთხრა და რამდენიმე წამსღა ისმოდა მისი ჩქარი ნაბიჯების ხმა. გაიფიქრა ლუკამ.კვლავ საწოლთან დაბრუნდა,ეს დღეც არაფრით განსხვავდებოდა წინა დღეებისაგან,მნახველები,ჭადრაკი,ფანჯარასა და საწოლს შორის მოგზაურობა.ფანჯარა,საწოლი,მნახველები,ფანჯარა და ისევ საწოლი,შემდეგ ექთანი,ექიმიც,წამლები,შემდეგ ღამდება და ისევ თენდება.არაფერი არ იცვლება,იცვლება მხოლოდ სიმსივნე,იზრდება და იზრდება სხეულში.ნელა-ნელა ხვრიპავს ადამიანში ჩამდგარ სიცოცხლეს და როცა იქნება სულგაათავებს.დღეს მხოლოდ ის შეიცვალა რომ მშობლები ვერმოვლენ ლუკასთან,მხოლოდ ეს ერთი დღე,დედამისმა ბევრი იტირა,წამითაც არუნდოდა ლუკას დატოვება და მისთვის ალბათ ეს ერთი დღე საუკუნეზე მეტია ახლა.კვლავ ფანჯარასთან მვიდა ლუკა.შუბლი ცივ მინას მიადო.მოხუც კაცს არ აშორებდა თვალს რომელსაც ამ სუსხიან დღეს ეშოვა კოხტა თაიგული და ერთი სული ჰქონდა როდის მიართმევდა იმას ვისთანაც მიდიოდა ალბად.გაიფიქრა ლუკამ და შეეცადა ამ სევდიანი სურათითა და წარმოსახვის უნარით გამოეკვება,ცოტა მაინც გაეთბო გული,რომელიც ნელ-ნელა ეყინებოდა.მაგრამ ამაოდ,გონებას განსჯილი ჰქონდა თავისი თავის სიმძიმე და სხვა ვერაფერზე ფიქრობდა. გაიფიქრა ლუკამ. ამ ფიქრზე გაიღიმა. ისევ ჰკითხა საკუთარ თავს. კვლავ გაიღიმა,საწოლზე დაბრუნდა,გადაწვა,ისევ ჭერს მიაშტერდა. საწოლზე გადაბრუნდა. წიგნი აიღო.კითხვა ახლა მხოლოდ დროის გაყვანა იყო და სხვა არაფერი,პირველად დაინახა წიგნის სიცარიელე ლუკამ და არ გაკვირვებია.წიგნიც რა უსარგებლო იყო ახლა მისთვის.ჭადრაკიც კი,ეს დიდებული ტვინების ომი,უაზრო გასართობი გახდა.ფიგურების უაზრო,უმიზნო გადაადგილებები,კომბინაციები,რა საჭირო იყო ეს?!რაში ანაღვლებდა ,,ლაზიერის" დაკარგვა?!ბოლოს ხომ მაინც ,,მატით" მთავრდება ყველაფერი. ახლა ყველაზე მეტად,სწორედ ახლა მოიცვა სიჩუმემ.კვლავ მყუდროების კალაპოტში ჩადგა ირგვლივ ყველაფერი.უსიცოცხლო ოთახში,სადაც ერთი პატარა სიცოცხლის ნაპერწკალი ნებდება სიკვდილს,სიჩუმე მეფობს.სიჩუმე რომელიც ზოგჯერ,შედევრად შექმნილ მუსიკაზე ბევრად მშვენიერია.ლუკამ წარმოიდგინა როგორი იქნებოდა ეს პალატა,ეს უღიმღამო ოთახი თავისი არყოფნის შემდეგ.ისევ ისეთი!მხოლოდ ახალი ნაპერწკალი,ახალი სიცოცხლე.მაგრამ ალბად მაინც არაფერი შეიცვლებოდა ამით.აქ ამ პალატაში,ერთი გზა არის მხოლოდ,დანებება.ბედს დამორჩილება.ვისაც ასეთი ბედი ერგება,აბა სხვა რაქნას?!მას ხომ მწარე ბედისწერა ებღაუჭება კლანჭებით და თანდათან ახრჩობს.არ უნდა შეეწინააღმდეგო?მერედა რა აზრი აქვს წინააღმდეგობას.მოეშვი და ეცადე ბოლო წუთები სიმშვიდეში გაატარო,რადგან ცხოვრება არავის აძლევს მოსვენებას.სწორედ ეს ბოლო წუთები,ეს ბოლო წამები გეკუთვნის შენ,მხოლოდ და მხოლოდ შენ. გაიფიქრა ლუკამ. გაიღიმა. ამ ფიქრზე ისევ გაიღიმა. -მაგრამ რავიცი აბა,იქნებ არც მითხრას.-ჩაილაპარაკა ცოტახნის შემდეგ.ფიქრებიდან ექთნის შემოსვლამ გამოარკვია.გაიღიმა. -მარიამსაც მოვნატრებივარ.-უთხრა ახალგაზრდა თეთრებში გამოწყობილ გოგონას. -აბა ლუკ დღეს როგორ გრძნობ თავს? -სიცოცხლით აღსავსე,მგონი მალე გამწერთ. -აი დალიე.-გაუწოდა რამდენიმე პატარა აბი და წყალი,ექთანმა.ლუკამ დალია. -ისე მარ,რამდენი სიკვდილმისჯილი გინახავს აქ? -შენ და შენი იუმორი.-გაიცინა ექთანმა.-შენ პირველი ხარ. -ძალიან სასიამოვნოა,არასოდეს დაგავიწყდები. -აჰ.სულელო. -სულელო უნდა მითხრა?-გაიღიმა ლუკა.-არდაგავიწყდეს,შენზე უფროსი ვარ.არაგცხვენია? -არა.-უპასუხა ექთანმა რაზეც ლუკას გულიანად გაეცინა. -არდამცალდება თორემ,მაგ იუმორის გამო ცოლად მოგიყვანდი. -ეს აბებიც დალიე და ჩათვალე გამოგყვებოდი.-ისევ მიაწოდა აბები და წყალი ექთანმა.გაიფიქრა ლუკამ. -აჰა საცოლევ.-ცარიელი ჭიქა მიაწოდა ექთანს.ექთანმა ჭიქა გამოართვა და უძრავად გაჩერდა. -კიდევ?-კითხა ლუკამ. -გელოდები იქნებ რაიმეს ხუმრობა გინდა. -ვგიჟდები შენზე.ჩვენ თუარა ჩვენი იუმორები იქორწინებენ.-გაიცინა ლუკამ.-მარიამ დღეს რა დღეა? -თექვსმეტი დეკემბერია.-უპასუხა.ხელზე ხელი ნაზად დაადო და სწრაფად გავიდა ოთახიდან. გაჯავრდა ლუკა. უკვე შუადღე გადადიოდა.გარეთ სიცივე იყო.სარკმლიდან გახედვაც საკმარისია და უმალ სიცივეს იგრძნობ ადამიანი ასეთ დროს. ლუკა მშვიდად დააბიჯებდა პალატაში.ჩამოჯდებოდა საწოლზე,შემდეგ მივიდოდა ფანჯარასთან,ისევ დაბრუნდებოდა საწოლზე,ისევ ფანჯარასთან მივიდოდა.იყო რაღაც,რაღაც უჩვეულო,ამ მოგზაურობაში.გავდა რაღაცით ლუკას მოგზაურობას წუთისოფელში,ისიც ხომ ასე მოკლე აღმოჩნდა. ფიქრობდა ლუკა. ლუკა გაიღიმა,თითქოს რაღაც აღმოაჩინა,რაც აქამდე არიცოდა და რაც აუცილებლად ჭეშმარიტება იყო. ფიქრობდა შემდეგ. ლუკამ იცოდა რომ შემოქმედებაზე მეტად ხალხს ადამიანი აინტერესებს.ფიქრობდა ის. გაიღიმა. საწოლზე გადაწვა.თვალები დახუჭა.წამოდგა ჭადრაკის დაფას მიუახლოვდა.ფიგურები დაფაზე დააწყო,საკუთარ თავს ეთამაშებოდა ჭადრაკს და მელევე შეეშვა.ფანჯარასთან მივიდა.დღეს შედარებით მძიმედ იყ.სიარულის მანერაც შეცვლოდა.საღამო ნელნელა მოიწევდა და მოჰქონდა ძაფებივით ძირს დაშვებული ფიქრები,შემდეგ ნელნელა თითოეულ ადამიანის გონებაში არსობდა ამ ძაფებს და მთელი ქვეყნიერება ეძლეოდა უჩვეულო ფიქრებს,როგორც ღამეს ჩვევია.მაგრამ ჯერ საღამო თან და თან,ნელ-ნელა მოიწევდა. გაიფიქრა ლუკამ.დაღლილი,ფერმკრთალი სახე შეიჭმუხნა.გაიფიქრა.ფანჯრიდან ბავშვები დაინახა.დედისთვის მჭიდროთ ჩაეჭიდათ პატარა ხელები და ვერგაეგოთ რახდებოდა მათ თავს.ვერგაეგოთ რაუნდოდათ აქ. გაიფიქრა ლუკამ.ლუკამ გაიხსენა თავისი ბავშვობა.გაიხსენა გაუგებრობა.მაგრამ დაუვიწყარი იყო მისთვის ყველაზე გასაგები,უფრო სწორად ყველაფრის გასაგები დღე,როდესაც ის ბაღში დადიოდა.გაიხსენა ბაღის მასწავლებელი,რომელმაც დაცინვით თქვა ,,ეხ ამისაგან მოცეკვავე არდადგებაო",მხოლოდ იმიტომ რომ პატარა ლუკამ,პატარა ხელებით და პატარა ფეხებით, ვერ შეასრულა ზეიმისთვის განკუთვნილი ცეკვის ილეთი.ახსოვდა მუდამ,არავიწყდებოდა ის წამები როდესაც მიხვდა თუ რამხელა სიბოროტე დევს ადამიანში.ლუკამ წლები იარა ცეკვის ჯგუფში და საუკეთესო მოცეკვავეც იყო.ლუკასგან დადგა მოცეკვავე,აი იმ მასწავლებლისგან კი არ დამდგარა ადამიანი. გაიფიქრა ლუკამ.ლუკამ გაიღიმა. სინათლე სუსტად ანათებდა ოთახს და ამ დროს,კარებზე ხმადაბალი კაკუნი გაისმა. -ღიაა.-ირონიულად ჩაილაპარაკა ფიქრებიდან გამორკვეულმა ლუკამ.კარებში შემოვიდა,შავი თმით და ლამაზი სახით,ახალგაზრდა გოგო.-შეენ?!-თქვა ლუკამ და ფანჯრისაკენ შებრუნდა.-მე ხომ დავაბარე არ მოსულიყავი? -ვიცი.მე უბრალოდ... -კარგი. -ლუკა.ძალიან ვწუხვარ.-ძლივს ერთი ნაბიჯი გადადგა გოგომ ლუკასკენ. -რისთვის? -შენ ხომ... -დიახ მალე აღარ ვიქნები. -გაჩუმდი.-თქვა და წამიერი დუმილის შემდეგ განაგრძო.-მე არ შემეძლო არ მოვსულიყავი. -წასვლა ხომ შეძელი ანეტ?!-გოგოსკენ მობრუნდა ლუკა. -შენ ისევ ანეტს მეძახი. -მაპატიე..მიჩვეული ვარ. -ნუ მთხოვ პატიებას.მიყვარს ასე რომ მეძახი.-ისევ წამით ჩამოვარდა სიჩუმე.-ლუკა ყველაფერი მაპატიე. -შენ ხომ აპატიე შენს თავს.მთავარი ეგ არის ანა. -გთხოვ კვლავ ანეტი დამიძახე...დიახ ვაპატიე,ამით დავაშავე? -არა შენ არაფერი დაგიშავებია.პირიქითაც,სწორი იყავი. -მე საკუთარი თავი უნდა მეპოვა ლუკა. -იპოვე? -ვერა ვერ ვიპოვე ლუკა. -ახლა რისთვის მოხვედი? -მე არ შემეძლო არ მენახე.რატომ არ გესმის.განა ასეთი რთულია ამის გაგება?-საწოლზე ჩამოჯდა გოგო. -მესმის ანა.უბრალოდ არმინდოდა..-წინადადების დაუსრულებლად მიუჯდა გვერდით ლუკა. -მე შენი ანეტი აღარავარ?-ჩაიჩურჩულა გოგომ. -რომც იყო,ეს რას ცვლის ეხლა? -იქნებ ყველაფერსაც. -არა არაფერს არ ცვლის. -წლების უკან,სწორედ ამ დღეს..-თქვა გოგომ. -დიახ თექვსმეტი დეკემბერია. -ჩვენი ბედნიერი თექვსმეტი დეკემბერი..-სევდიანად გაიღიმა გოგომ.-საღამო რომელიც თვით ღმერთმა მოგვიწყო. გაიფიქრა ლუკამ.მაგრამ ცდილობდა თავის შეკავებას,მაინც გატეხა სიყვარულმა.-საოცარია არა?-თქვა შემდეგ.-იმ წელს მხოლოდ მაშინ მოვიდა თოვლი და არც შენ გციოდა და არც მე. -ამფითეატრი გახსოვს?-გამხიარულდა გოგო.-არამსმენელთა ტაში. -ტაში ანგელოზებისა,რომლებიც თითოეულ ფიფქში ჩასახლებულიყვნენ და სულ ჩვენთვის გაეწირათ თავი.-გაუღიმა ლუკამ. -ეს სიტყვები.. -და იქ დამთავრდა ყველაფერი.-ფეხზე წამოდგა ლუკა.-რა მოხდა ანეტ,მაშინ რა მოხდა?-სინანულით წარმოთქვა შემდეგ. -მეშინოდა ლუკა.ყველაფრის მეშინოდა.ახლა კი..-თვალები აუცრემლიანდა გოგოს. -ოხ როგორ მებრაზება შენზე.-თქვა ლუკამ.-მე ხომ მზად ვიყავი,ამ ჩემი არა პოეტური გულით,სამუდამოდ მეტარებინე. -ჩვენ ერთად..ყოველი წამი მიისწრაფოდა ცისკენ.-სინანულით წარმოთქვა გოგომ. -გაატანე მტკვარს ეს ჩემი თავი ანეტ. -მე შენ არასოდეს...ვერასოდეს დაგივიწყებ. -ანეტ შენ ყველაფერი გამოგივა და თუ მე მაინც შემინახავ გულში მოგონებად რომელიც გატკენს,ჯობს ახლავე მომიშორო მაგ პატარა გულიდან. -რატომ არ გესმის რომ არ შემიძლია..-ატირდა გოგო.-კი მე ვცდებოდი მაგრამ შენ მაპატიებ.ხო ლუკა?ხომ მაპატიებ?ვიცი მაპატიებ.. -არა არაფერია საპატიებელი ხომ გითხარი,სწორი იყავი.-მოეხვია ლუკა.გოგო მკლავებში ჩაადნა ბიჭს. -რას ამბობენ პირამიდები ლუკა? -რომ ჩვენი სიყვარული სამუდამოა ანეტ. -და მათსავით დიდებული ლუკა..რა პატარები ვიყავით..გახსოვს სკოლაში ის გაკვეთილი. -კი ანეტ,მახსოვს.,,შვიდი საოცრება" -მერე მასწავლებელმა კლასიდან გაგაგდო.-მხიარულად ჩაიკისკისა გოგომ. -მერე შენც გამოხვედი.-მოგონებებში წავიდა ლუკა. -იმიტომ რომ მე შენ მოგემხრე. -ვიცი ანეტ,ვიცი. -მაშინ დამპირდი რომ პირამიდებთან წამიყვანდი. -ვიცი ანეტ.დაგპირდი.მაგრამ.. -ლუკა.. -მე სამუდამოდ..პირამიდებთან დაგელოდები ანეტ. -სულ მაღლა ავალ და იქ უფრო ახლოს ვიქნები შენთან.-მაგრად მიეკრა გოგო ბიჭს.-მითხარი რომ ისევ გიყვარვარ ლუკა. -მე ყოველთვის მიყვარდი ანეტ. -ახლა,ახლა აღარ გიყვარვარ? -მიყვარხარ.. -მეც ძალიან მიყვარხარ ლუკა. -სიგიჟემდე..-ჩაიჩურჩულა ლუკამ.-დროა წახვიდე,გვიანია ანეტ.მაგრამ ხომ მოხვალ ხვალეც? -კი ლუკა აუცილებლად მოვალ. -ახლა კი წადი. ჩაეხუტნენ,ჩაეჯაჭვნენ ერთიმეორეს.ორი გული,ორი სუნთქვა,ორი სიყვარული მიეჯაჭვა და ეს იყო სამუდამო..მეტი არაფერი..ბედნიერება იგრძნო ლუკამ,იგრძნო რა უბედური იყო მანამდე..გოგონა გონდაკარგულივით წაესვენა კარებისკენ,სახე უბრჭყინავდა და ამდროს ნაცრისფრად ეფერებოდა.კარი გააღო,მობრუნდა,გაუღიმეს ერთმანეთს და შემდეგ წავიდა.იქვე ფანჯარასთან ჩაიკეცა ლუკა.ზურგით ცივ კედელს მიეყრდნო.<ღმერთო ჩაიჩურჩულა შემდეგ.ცრემლი შეიმშრალა.ფეხზე ძლივს-ძლიობით წამოიმართა,საწოლთან მივიდა,სხეული დაღლოდ,სული კი თითქოს აი ახლა ახლიდან დაიბადაო.ახლა განიცადა ყველაზე მეტად,თავისი მდგომარეობის სიმძიმე.გატყდა ლუკა.თვალებში ბრჭყვიალა ცრემლები ჩაუდგა ლუკას.ატირდა ლუკა.თითქოს ახლა დაინგრა ყველაფერი.აი ამ წამით..თითქოს მანამდე,ჩვეულებრივ მიედინებოდა ყველაფერი.თითქოს ეს,ეს წამი უდრიდა საუკუნეს,რომელშიც ვერ დატევ მთლიან სიცოცხლეს.არა ეს არც შიში იყო და არც სხვა რამ..უბრალოდ,მან ამ წამს განიცადა ბოლომდე,თუ რა ბედი რგებოდა. ექთანი,რომ შევიდა,ლუკა უსულოდ იწვა,უღიმღამოდ გაყვითლებულ პალატაში.თვალებ გახელილი შეხვედროდა სიკვდილს.სახეზე სიმშვიდე აღბეჭვდოდა,აი ისეთი,ზღვამ რომ იცის ქარიშხლის შემდეგ.ცალი ხელი საწოლიდან გადმოვარდნოდა,ხელი რომელზეც სიკვდილი ჩაეჭიდა და წაიყვანა ახალგაზრდა სული. დიაგნოზი,რომ დაუსვეს ოცდახუთი წლის იყო.-ამბობდა ნიკუშა.-,,იცით,თქვენ მალე მოკვდებით" გითხრათ ვინმემ და თქვენ გაიღიმოთ,უცნაურია არა?!მან კი გაიღიმა და შემდეგ..-შეჩერდა.პირამიდებს გახედა.-შემდეგ მშვიდი იყო.-თქვა და ფერფლი იქვე მიმოაბნია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.