შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგონი შემიყვარდი (10)


20-08-2016, 22:07
ავტორი mariam-mariam
ნანახია 3 418

-რა ამბავი შეგიძლია მომიყვე?
ინტერესიანი მზერა მივაბყარი და პასუხის მოლოდინში გავიყუსე.. მხოლოდ თვი დაიქნია და მოყოლა დაიწყო...
-დედაჩემი და ნათლიაჩემი ბავშვობის მეგობრები არიან, ამიტომ ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით.. დედაჩემი ჩვიდმეტი წლის იყო პირველად, რომ გათხოვდა..
ამბობდა, რომ სიგიჟემდე უყვარდა მისი ქმარი და ამიტომაც გადადგა ეს ნაბიჯი... ექვსი წლით იყო მისი ქმარი მასზე დიდი... როგორც ამბობენ მართლაც ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ერთ დღესაც, როდესაც სახლში ბრუნდებოდნენ საშინელ ავარიაში მოყვნენ, ისე რომ მათი გადარჩენის შანსი მხოლოდ 1%იყო...
გიორგი სავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა, დედაჩემი კი ძალიან მძიმედ იყო, ამას ისიც დაერთო, რომ თურმე ორსულად ყოფილა... რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ორსულობა შეინარჩუნა.... გონზე რომ მოვიდა გიორგის ამბავი იკითხა, როცა სიმართლე უთხრეს ხემეორედ გაითიშა, ძლივს მოაბრუნეს ამ ქვეყანაზე, მერე ამას ბავშვის ამბავიც დაემატა და თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მაინც არ იყოს ისეთი ნატო რომელიც ავარიამდე იყო..
ნათლიაჩემის თქმით არც ჭამდა, არც სვამდა და საერთოდ ხამსაც არ იღებდა.. ბოლოს როცა ბავშვს საფრთხე დაემუქრა ცოტა ჭამა დაიწყო, მაგარმ როგროც კი გაჩნდა მაშინვე გააშვილა, გიორგის გარეშე ბავშვს ვერ გავზრდიო...
მშობიარობის მერე ისევ ძველებურად დაიწყო, ხანდახან თუ შეჭამდა რამეს, რომ ეარსება...
სულ სასაფლაოზე იყო ტიროდა და გვიან ღამით მიდიოდა სახლში, რომ გმოეცვალა ოდნავ დაეძინა და დილით ისევ უკან დაბრუნებულიყო...
ხუთი წლის მერე ნათლიაჩემის დაჟინებული მოთხოვნით სადღაც წავიდნენ მეგობრებთან ერთად, ნატო როგორც ყოველთვის შავებში იყო გამოწყობილი და მისთვის კუთხეში იჯდა, როცა მამაჩემი მივიდა მასთან დასალაპარაკებლად..
რა ილაპარაკეს და როგორ არ ვიცი, თუმცა ფაქტია რომ დედაჩემის გაღიმება ამდენი წლის მერე შეძლო..
ამ დღის მერე ნატომაც უკლო სასაფლაოზე სიარულს, ჭამასაც მოუმატა და ოდნავ ადამიანსაც დამესაგვასა..
ხშირად უხიდიდა მადლობას ნათლიას, რომ იქ წაიყვანა და მიცა საშუალება გია გაეცნო..
გაცნობიდან მალევე დაქორწინდნენ, ყველას უკვირდა ნატოს ესეთი ცვლილება, მაგრამ პასუხი ყველასთან ერთნაირი ქონდა...
"დიდხანს ვიგლოვე გიორგი, ახალგაზრდა ვარ და ცხოვრება უნდა გავაგრძელოო"
მერე გავჩნდი მე და ყოველთვის ისე მექცეოდნენ მშობლები თითქოს პლანეტაზე ერთდერთი ბავშვი იყო...
უმეტესად ბებიას გაზრდილი ვარ და ამიტომაც განვსხვავდები ჩემი მშობლებისგან.. რაც ბებო გარდაიცვალა მის მერე ვცხოვრობ მშობლებთან და ცდილობენ ის დაკარგული ოცი წელი აინაზღაურონ, თუმცა როგორც ხედავ ნაკლებად გამოდის...
სადაცაა ოცდაათი წლის გავხდები და ნატო ისე მაკონტროლებს, თითქოს ერთი წლის ბავშვი ვარ, რომელსაც ფეხი ახალი ადგმული აქვს და ეშინია არ წაიქცეს...
უბრალოდ ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ჩემში სწორედ იმ გაშვილებულ შვილს ხედავს და ამიტომ ზრუნას ესე გადამეტებულად, ვფიქრობ რომ ნანობს მის დანაშაულს...
-კი მაგრამ დედაა და რა საკვირველია ზრუნავს მის შვილზე...
ვეცადე ოდნავ მაინც გამეფანტა უაზრო ფიქრები...
-კარგი რა მია, შენ ჩემზე პატარა ხარ, მაგრამ დედაშენი არ გაკონტროლებს და არც ესეთ უეცარ ქორწილზე არ ქონია ესეთი რეაქცია როგორც დედაჩემს..
ოდნავ უხეშად მიპსუხა და ხის ცივ სკამზე გასწორდა..
-დედაჩემი და დედაშენი განსხვავდება სანდრო..
არც მე დავაკელი უხეში ტონი...
-რა მნიშვენობა აქვს მია? დედა დედაა, შვილის ბედნიერება ყველა დედას უხარია, მაგრამ დედაჩემი გამონაკლისია..
-კი მაგრამ სანდრო..
-აღარ მინდა ეხლა ამაზე ლაპარაკი, დედაჩემი მაინც არ შეიცვლება, მხოლოდ რამდენიმე საათით, მანამდე სანამ ნათლიაჩემის სიტყვები ემახსეოვრება, სახლში მივალთ და ყველაფერი ძველებურად იქნება ისევ...
უფრო თავის დასამშვიდებლად ლაპარაკობდა და ერთ წერტილს მიჩერებოდა..
ამის მერე რამდენჯერ ვცადე ჩამომეგდო სხვა თემაზე ლაპარკი, მაგრამ რამდენი პირი გავაღე რამის სათქმელად იმდენი აზრები ამერია ერთმანეთში და ისევ გაჩუმება ვამჯობინე..
როგორ მინდოდა რაიმე სანუგეშო მეთქვა, მაგრამ ვერაფერს ვერ ვამბობდი..
გახევებული ვიჯექი და უკვე მერამდენედ ვიმეორებდი მთელ ისტორიას აღრ მახსოვს..
რა თქმა უნდა საშინელებაა ეს ყველაფერი, მაგრამ....
-სან წავიდეთ რა..
უკვე როცა ფიქრიც შეუძლებელი გახდა და თანაც სიცივემაც შემაწუხა ხმა ჩამწყდარმა ამოვილაპარაკე... თავი თანხმობის ნიშნად დამიქნია და ნელა წამოდგა ფეხზე, ხელი გამომიწოდა და ისევ ერთად გავუყევით, ნოემბრისთვის დამახასიათებელ ცივ ღამეს...
ცხვირ აწითლებულები შევედით სახლში და მაშინვე ოთხისკენ წავედით...
-პირველი შევალ რა აბაზანაში..
ბუს თვალებით გავხედე სიცივისგან აწითლებულ სანდროს და როგორც კი თანხმობა მივიღე მაშინვე შევვარდი აბაზანაში..
რა სასიამოვნოა ცხელი წყალი..
მთელ სხეულში ერთიანად დამიარა და სასიამოვნოდ გამცრა...
ტანზე თბილი პიაჟამოები მოვირგე და ცივ ლოგინში შევწექი..
ისე ჩამეძინა რომ სანდროს დაწოლაც კი არ გამიგია.. გონებაზე საშინელმა გინების და ჩხუბის ხმამ მომიყვანა..
ზანტად გავახილე თვალები და ჩემსავით გაოგნებულ სანდროს გავხედე, რომელიც ჯერ კიდევ იწვა და ყველაფრის გაანალიზებას ცდილობდა..
-ქვემოდან მოდის ხმა?
ცოტახნიანი დაკვირვების მერე იკითხა სანდრომ და იქვე მიგდებული შარვალი ამოიცვა... მეც უცებ შემოვიცვი ხალათი და სანდოსთან ერთდ გავედი გარეთ, მიუხედავად მისი დიდი წინააღმდეგობისა...
უკვე გარკვევით ისმოდა გიას ყვირილი და ნატოს კივილი...
უკე აღარც დამლოდებია სანდრო ისე გაიქცა შემოსასვლელისკენ...
მეც აჩქარებული ნაბიჯით გავყევი უკან და როგორც კი სანდროს ყვირილი გავიგე ერთ ადგილას გავჩერდი...
-იმ ყველაფრის მერე როგორ გაბედე აქ მოსვლა? განა საკმარისი არ იყო ის ყველაფერი რაც ჩემ ოჯახს დაუშავე?! გადი აქედან დროზე!
ბოლო ხმაზე ყვიროდა სანდრო და ცოტა აკლდა ხელი რომ არ დაერტყა...
-კარგი რა გაყვირებს, როგორც ვხედავ კიდევ ერთი ოჯახის წევრი მიგვიღია...
ალამცერად ამათვალიერა და თვაი ჩამიკრა...
-აკო ეხლავე წადი აქედან..
უარესად დაეძაბა ხმა სანდროს და მუჭებიც ძიერად შეკრა..
-კარგი კარგი რას იჭიმები, არ უნდა ვიცნობდე ამ ახალგაზრდა გოგოს კი მარა?
ისევ იმ სახით გამომხედა და მომინდა თვალები დამეთხარა...
-აკო წადი აქედან..
ამჯერად ხმა ნატომ ამოიღო, ამ ხნის მანძილზე პირველად ვნახე ესეთი ნატო, რომელიც ვიღაცას მთელი გულით თხოვს რამეს..
-ისევ მოვალ..
გასვლილას დაამატა და კარები მთელი ძალით გაიჯახუნა..
უსულოდ დაეშვა ძირს ნატო და თავი ხელებში ჩარგო..
მთელი ხმით ტიროდა და კანკალებდა..
შეშინებულმა გავხედე სანდროს, რომელიც ზუსტად ნატოს წინ იჯდა იატაკზე და მის დაწყნარებას ცდილობდა, გვერდზე ეჯდა გიაც და რაღაცეებს ელაპარაკებოდა, თუმცა ნატო ისევ ისე კანკალებდა..
-შეტევა აქვს სანდრო ისევ სწრაფად ნემსი..
ბოლო ხმაზე იყვირა გიამ და უარესად აკანკალებული ნატოს გაკავება ცადა...
-მია.. მია გაიყვანე დროზე..
როგროც კი შეშინებული დამინახა ნატომ ძლივს ამოილაპარაკა და სანდროს ჩემკენ ანიშნა, ისიც უცებ მოვარდა ჩემთან და კიბეებზე ხელში აყვანილი ამიყვანა, გონს მხოლოდ მაშინ მოვედი, როცა ოთხში შევვყავდი...
-არა! არა ნატოსთნ უნდა ვიყო, გამიშვი სანდრო ხელი ნატოსთან უნდა ვიყო..
ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა, თუმცა გაბზარული ხმა ამის საშუალებას არ მაძლევდა...
-მია გთხოვ... - თანხმობის ნიშნად ოდნავ ამოვიოხრე და ოთახში ჩემი ფეხით შევედი.. - გპირდები მალე ამოვალ დაწექი და დამელოდე...
გასვლისას შუბლზე მაკოცა და კარები გაიხურა...
ჯერ კიდევ ისმოდა ნატოს ტირილი ოთახში და დამშვიდებას ვერ ვახერხებდი.. ეჭვები მჭამდა..
ინტერესი მკლავდა გამეგო ვინ იყო აკო ან რატომ გაბრაზდნენ ესე ძალიან სამივე..
დიდხანს ლოდინი არც დამჭირვებია მალევე შემოვიდა სანდრო დაღლილი სახით და ლოგინზე უსულოდ დაეცა...
-ყველაფერს მოგიყვები ოღონდაც ცოტახანი მაცადე ბავშვთნ ვიყო...
მუცელზე ისევ დამადო თავი და გაიტრუნა..
არაფერს ამბობდა...
უბრალოდ იწვა და ერთ ადგილს მიშტერებოდა...
დაახლოებით თხუთმეტი წუთი გავიდა რაც ესე ვიყავით, ორივე ერთ წერტილს მივშტერებოდით და არაფერს ვამბობდით..
-აკო ჩემი ნახევარ ძმაა.. ის ძმა, რომელიც დედაჩემმა გააშვილა... - როგორც კი ჩემ გაკვირვებულ სახეს მოკრა თვალი მაშინვე დაამატა.. - სწორედ იმ დღეს გამოჩნდა პირველად ჩემ ცხოვრებაში, როცა მე და შენ დავქორწინდით..
შუადღისას დაგვადგა სახლში და ათასი სისულელე ილაპარაკა დედაჩემი გალანძღა იმის გამო რაც გაუკეთა, მერე ჩემზე გადმოვიდა არაფრით არ ხარ ჩემზე მეტი დედაჩვენმა შენ რომ აგირჩიაო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...
იმდენად ინერვიულა იმ დღეს ნატომ, რომ საავადმყოფოში გახდა წასაყვანი, სწორედ ისე დაემართა, როგორც რამდენიმე წუთის წინ... იმ დღის მერე არ გამოჩენილა დღეს კი...
ნაღვლიანმა ამოილაპარაკა და მზერა ამარიდა...
-კი მაგრამ რა უნდა?
ცოტახნის მერე ამოვილპარაკე და ინტერესით გავხედე..
-ამ სახლში შემოსვლა... - ირონიულად ამოილაპარაკა და ფრთხილად გამომხედა... - ხო აქ ცხოვრება უნდა..
-კი მაგრამ არ შეიძლება ესე...
აღშფოთებულმა ამოვილაპარაკე და სახეზე ერთიანად წამოვწითლდი...
-ვიცი მია მაგრამ დაუმტკიცე, რომ არ შეიძლება... იმდენს იზამს რო სასამართლომდე მიიყვანს ამ საქმეს...
-თუ მიიყვანს ნატალია ძალიან კარგი ადვოკატია და დაგვეხმარება ყველანაირად...
ერთიანად გახარებულმა წამოვიყვირე და ყურებადმე გაღიმებულმა გავხედე სანდროს..
-ჩემი ბავშვი.. - ღიმილით ამოილაპარაკა და მოწყვეტით მაკოცა... - დაიძჲნე ეხლა დილის ოთხი საათია და მერე თუ კარგად იქნები სადმე გავიდეთ...
-პიცა ვჭამოთ არ მინდა არსად გასვლა...
აღტაცებულმა ამოვილაპარაკე..
-ვჭამოთ..
სიცილით დამეთანხმა სანდრო და კომფორტულად მოკალათდა ლოგინში...
-დანარჩენებსაც ვეტყვით ხო?
ხუთი წუთის მერე ვიკითხე და უკვე ძილში წასულ სანდროს გავხედე...
-აჰამ..
ზმუილით დამეთნხმა და გვერდი იცვალა...
-სანდრო..
-ჰოუ
ცოტახნის მერე გამცა პასუხი, ისე რომ თვალები არ გაუხელია...
-მიყვარხარ...
ჩემდაუნებურად წამომცდა და როცა გავაანალიზე რა ვთქვი უცებ მივირტყი ტუჩებზე ხელი, თუმცა შედეგი გამოიღო და გველნაკბენივით გაახლია თვალები სანდრომ..
-რა... რა მითხარი?
ენა დაებორკა და ძლივს ამოილაპარაკა..
-მიყვარხარ.. არ მჯერა, რომ ეს ვთქვი და არ მჯერა რომ მიყვარხარ, მაგრამ.... ო ღმერთო, მიყვარხარ სანდრო... კიდევ წამომცდა, თუმცა დიდი ბედნიერებაა ამის თქმა.. მიყვარხარ... არ ვიცი რა მჭირს...
მიყვარხარ... მოკეტე მია საკმარისია... სულელი ხარ ამხელა გოგო !
თან სანდროს ველაპარაკებოდი და თან საკუთარ თავს..
თვალებში ვუყურებდი სანდროს და დიდ დაბნეულობას ვკითხულობდი, არ უნდა მეთქვა! არ უნდა მეთქვა... სულელი ხარ მია ნამდვილი სულელი...
-თუმცა დაივიწყე, არაფერი..
თხუთმეტი წუთის მერეც რომ ვერ მივიღე პასუხი გულდაწყვეტილმა ამოვილაპარაკე და გვერდი ვიცვალე.. ცრემლები მახრჩობდა, მაგრამ სიამაყე არ მაძლევდა ტირილის საშუალებას...
უცებ ვიგრძენი წელზე ძლიერი ხელები, შემდეგ კი ბეჭზე ცხელი ტუჩების შეხება..
-მია შემომხედე.. - ხმა ჩამწყდარმა ამოილაპარაკა და მისკენ შეტრიალება მაიძულა... - სულელი არ ხარ და არაფრის დავიწყებასაც არ ვაპირებ.. პირიქით შენ ყველაზე ძლიერი გოგო ხარ ვინც კიი ოდესმე მინახავს და ეს დღე ყველაზე ბედნიერი დღეა ჩჱმ ცხოვრებაში და რატო უნდა დავივიწყო?! მითუმეტეს როცა მეც მიყვარხარ, მაგრამ არ ვიცი როგრო გითხრა ეს ყველაფერი..
ეს რაღაც საცრება რამაა მია, ამას უბრალოდ სიყვარულს ვერ დაარქმევ და ამიტომაც ვერ გითხარი, თორემ შენ გგონია არ მიყვარხარ?! პირიქით მია კერესელიძევ, პირიქით! გაღმერთებ მია..
ყველაზე დიდი საჩუქარი ხარ ჩემ ცხოვრებაში შენ და ჩვენი პატარა ვაჟკაცი, რომელიც დარწმუნებული ვარ ყველაზე ბედნიერი ბავშჳი იქნება, იმიტომ რომ ესეთი გამბედავი და ძლიერი დედიკო ეყოლება..
მიყვარხარ მია!.. - ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა და შუბლი შუბლზე მომადო.. - ეხლა კი დაიძინე და ხვალ დიდი პიცები ვჭამოთ კაი..
აცრემლიანებული თვალებით დავუქნიე თავი და მთელი ძალით ჩავეხუტე...



№1  offline წევრი natia-natia

vaimee sayvarlebi istoria kargia shenc kargadwermara dzaan patara tavevia cota gazarde raa...

 


№2 სტუმარი ana

რატომ არის არასწორი და ცუდი საქციელი აკოს მხრიდან ამდენი წლის შემდეგ დედის მოძებნა და მასთან ყოფნის სურვილიან ესენი რატომ არ იღებენ მასაც უნდა ოჯახი საინლად იქცება ყველა მე აკოსკენ ვარ :დ

 


№3  offline წევრი nini :)

Auh ra kargi iyooooo, velodebi shemdegs

 


№4  offline წევრი lamazmani

vaime sayvarlebi kaia momwons male dade

 


№5  offline წევრი isterichka123

Gaagrdzele kaiaaaaaaa

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

Oo es momwons kargia
--------------------
ლანა

 


№7  offline წევრი gvancacuna

Rodis dadeb?

 


№8 სტუმარი Salo salo

Bususebma damayaraa :ddd vaimee esraa saswauliaaa maledadeee raaaa <3 sityvebiizedmetiiaa ))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent