შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის უარმყოფელი(ნაწილი2)


20-08-2016, 22:16
ავტორი anukianukianuki23
ნანახია 2 005

როდესაც ლექცია დამთავრდა სოფო გამძვინვარებული გამოიჭრა იქიდან საშინლად შეეშინდა იმ გრძნობის რომელიც ნიკას მიმართ დაეუფლა, ნათია და თაკო გარეთ ელოდებოდნენ, თავიანთი დაქალის გაწითლებული სახე რომ დაინახეს უაღრესად შეშფოდნენ.
-გოგო რა მოგივიდაა?
-არაფერი წავედით რაა!
სოფო, თაკო და ნათია ერთ პატარა კაფეში შევიდნენ და დასხდნენ, ერთმანეთის ამბები მოიკითხეს, მერე თაკომ თავისი დეიდაშვილის ამბის მოყოლა დაიწყო.
-გოგოებო, რომ იცოდეთ რა კარგი შეყვარებული ყავდა ამ სულელს, გარეგნობითაც , ჭკუითაც , ფულითაც ყველაფრით გამორჩეული იყო ამ შტერმა კიდე ისეთი უაზრობის გამო მიატოვა რო სათქმელადაც კი სასაცილოა!
სოფომ ყურები დაცქვიტა აინტერესებდა რა მიზეზის გამო გაიმეტა თამუნიას დეიდაშვილმა თავისი იდეალური შეყვარებული მისატოვებლად.
-გოგოებო ამ ბიჭს ვიღაცა ყოლია პროსტა გასართობად რაა ჰო ხვდებით ეხლა კაცია და აქ რაღაც რაღაც მოთხოვნილებები, ჰოდა შემთხვევით გაიგო ეს, ისე გამწარდა იმ ბიჭს შეუთვალა შენი დანახვა აღარ მინდაო, საწყალი ბიჭი გაგიჟებული იყო, ვეუბნები გოგო რა სისულელეს აკეთებ გაერთოს მერე რაა მამაკაცია სიყვარულით ჰო შენ უყვარხარ და ცოლად მერე ჰო შენ შეგირთავს მეთქი მარა ვერაფერი შევასმინე გაიძახის მაგისი დანახვა არ მინდაო ქაჯია სუფთა.
სოფოს გულში მწარედ გაეცინა და გულით შეეცოდა თაკოს ‘’ქაჯი’’ დეიდაშვილი,
-რაო ის ბიჭი რას ამბოობს? იკითხა ნათიამ.
-რაო გოგო და შენ მიყვარხარო შენ სხვა ადგილი გაქვს, ამას სხვაო, ამას შენთან არ ვატოლებო, მარა ამ ჩემს თხას არაფრის მოსმენა არ უნდა.
სოფოს უკვე ყურები ტკიოდა ამ საზიზღრობის მოსმენით, გოგოებს დაემშვიდობა და სასწრაფოდ მოშორდა იქაურობას.

.......
ქუჩაში რომ მიდიოდა ნაცნობი ხმა შემოესმა.
-სოფიკო რას გარბიხაარ?
უკან მოიხედა და მას მოკრა თვალი ისეთი მზერით უყურებდა სოფოს გული გაუჩერდა.
-რა გინდა?
-არ ვიცი რას გამექეცი, ან ასეთი რისხვა რით დავიმსახურე, მაგრამ მინდა გითხრა მე ცუდი არაფერი გამიკეთებია ლამაზო, შენი გაცნობა და შენთან დაახლოება მინდოდა შენ კი არც აციე არც აცხელე და გამექეცი!
სოფოს ამის გაგონებაზე დაცეცხლა:
-მომისმინე შენ ნიკა ხარ თუ ბრინკა, არც შენთან ახლობლობა მჭირდება არც შენ მჭირდები, გირჩევ თავი ჩემგან შორს დაიჭირო და თვალში ხშირად არ მომხვდე.
-დამშვიდდი სოფიკო ნუ ბრაზობ თორემ მაგ ლამაზ სახეზე ნაოჭები გაგიჩნდება! ალერსით მიუგო ნიკამ.
-დავაი შემეშვი რაა! უკივლა სოფომ და იქაურობას გაეცალა.
ნიკა გაოგნებული იდგა , ასე ჯერ არც ერთი გოგო არ მოქცევია ვერაფრით ვერ გაეგო რით დაიმსახურა მისი ასეთი მრისხანება

........
სახლში მისულ სოფოს დიდი აურზაური დახვდა მამამისს ბატონ ვახტანგს როგორც იქნა უკადრებია სახლში მოსვლა, თავის ძმაბიჭებთან და თორნიკესთან ერთად სუფრას იყო მიმსხდარი და დიდი ყანწის სამშობლოს, სივარულის და ძმობის სადღეგრძელოს სვამდა, სოფოს არ მოსწონდა მსგავსი სცენები, მამამისის და თავისი ძმის უაზრო სადღეგრძელოები, დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა და მოქეიფე მამრებს ემსახურებოდა, სამზარეულოდან მაშინ იხმეს როდესაც მანდილოსნებს ადღეგრძელებდნენ თუმცა მალევე შეაბრუნეს უკან მომსახურება რომ გაეგრძელებინა.
-ვაა ჩვენი სოფიო მოსულაა, ჩემი სიამაყე, მოდი ჩემთან! გასძახა ბატონმა ვახტანგმა შეზარხოშებული ხმით, სოფოს სულ არ უნდოდა მთვრალი მამამისის სენტიმენტების მოსენა , მაგრამ თავს ძალა დაატანა ნაძალადევად გაიღიმა და მისკენ წავიდა.
როდესაც ბატონი ვახტანგი დაშტამბბულ კომპლიმენტებს მორჩა სოფო სამზარეულოში გაგზავნა დედამისის მისახმარებლად.
‘’ჰმ დამხმარე გამოუჩინა თავის მონა-პოვარს’’გაიფიქრა სოფომ და სამზარეულოში დედას მისახმარებლად გაეშურა. სამზარეულოში დედა არაფრისმთქმელი რობოტივით სახის გამომეტყველებით განაგრძობდა საქმის შესრულებას, სოფოც ყველანაირად შეეცადა დედის დახმარებას . უცებ სრულიად შემთხვევით სამზარეულოდან ლაპარაკი გაიგონა:
-ბიჭო რა ქალი იყო ის გუშნწინ იციი? მაგარი ნაშა იყო ძაან რა თან მაგარი იყო საწოლში! მამამისი სიცილით უყვებოდა ძმაბიჭებს თავისი ეროტიული გამოცდილების შესახებ , თორნიკეც ისმენდა ამ ამბავს და იდიოტური ღიმილის ეკერა სიფათზე,
სოფომ იმ წუთს რაღაცა წარმოუდგენელი ზიზღი იგრძნო მამამისის მიმართ.

-კიი ბიჭო კაია ეგრე დასვენება ხან დროს! ოცნებიტ ჩაილაპარა ერთ ერთმა ძვირფასმა ძმაბიჭმა.
-კიი კაია ღვინოც კაია, დუდუკიც, ქალებიც, მაგრამ ოჯახზე მნიშვნელოვანი არაფერია, ცოლი მაინც ცოლია, ცოლივით რომელი ქალი მოგივლის! ჩაილაპარა ძვირფასმა მამამ.
სოფომ რაღაც საშინელი ბრაზი და ენერგია იგრძნო, დედამისი ჩუმად იტანჯებოდა მისი გმირობების გამო, ის კი სიცილით ყვებოდა თავისი ერთ-ერთი ნიმფის შესახებ.როგორც ჩანს არანაირი დანაშაულის შეგრძნება არ აწუხებდა, თორნიკეც როგორი სიცილით უსმენდა, ისიც მშვენივრად ხედავდა დედა რა მოწყენილი იყო,
მაგრამ მაინც ეს ფაქტი ოდნავადაც არ აღელვებდა.
უცებ თვითონაც ვერ მოვიდა აზრზე ისე დაიძრა იქ შეკრებილი საზოგადოებისკენ დაიძრა მამამის ღვინიტ სავსე ჭიქა გამოართვა და დაიწყო:
-ბატონებო სრულიად შემთხვევით წეღან მოვისმინე, მამაჩემის ერთ-ერთი გმირობის შესახებ თუ როგორ გაინებივრა ძვირფასმა ბატონმა ვახტანგმა რომელიღაც ნაშა-ვაშასთან, იმ დროს როდესაც დედაჩემი ალბათ აქ წელში სტყდებოდა კერძების კეთებით, სახლის დალაგებით, ჭურჭლის რეცხვით და თორნიკეს ჰო ჰო ამ უაზროდ მომღიმარი თორნიკეს პერანგების რეცხვა გაუთოვებით, რომელიც შეჩვეულია დედაჩემის მომსახურებებს, და რომელსაც ახლა არანაირი პროტესტი არ უჩნდება როდესაც ახლა მამამისის გულაობის შესახებ ისმენს!
ყველა გაოცებული უყურებდა მას, ბატონმა ვახტანგმა განრისხებული მზერა ესროლა.
-შენ ჰო არ გაგიჟდი გოგო რეებს ლაპარაკობ! გაისმა თორნიკეს მკაცრი ხმა.
-მინდა გითხრათ ბატონებო! განაგრძო სოფომ ისე თითქოს არც გაუგონია თორნიკეს ხმა,თქვენ ყველანი მაგ თქვენი იდიოტურად მომღიმარი სიფათებით, მაგ ტქვენი მოგულავე ლოგიკით, მაგ თქვენი ცოლ-ქმრობაზე უაზრო წარმოდგენებით, მაგარი ამაზრზენები ხართ ჩემ თვალში, მარა მარა ასე იყოს განაგრძეთ ერთად კოლექტიურად ტრადიციად ქცეული სიმახინჯის კეთება კერძოთ თქვენ პატივსაცემ შლუხებთან ნებივრობა, მერე როცა გაძღებით, და ღორულ ვნებებს დაიცხრობთ , მიადექით თქვენს საყვარელ მეუღლეებს მუცლის ამოსაყორად ან უბრალოდ მოსავლელად, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება სხვას ნუ დაუბნელებთ აზროვნებას და ნუ შეტენით მსგავსს აზრებს, მოდი ამ ჭიქით გაუმარჯოს საბრალო გზააცდენილ მეძავებს რომლებიც თქვენი ღორული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ობიექტებად არიან ქცეული, რომლებსაც ყველანაირ სექსუალურ სიბინძურეს კადრებთ რაც მაგ თავებში მოგდით, გაუმარჯოტ თქვენს მონა-პოვრებს , რომლებიც ამ თქვენს გამოხტომებს ეგუებიან არა იძულებულები არიან რომ შეეგუონ და აგიტანონ , და რომლებსაც მხოლოდ შინა მოსამსახურის და ბავშვების აღმზრდელის ფუნქცია აკისრია და რომლის პატივისცემაც მარტო სუფრასთან გახსენდებათ მთლად გულნატკენები რომ არ დაგრჩნენ! ეს თქვა სოფომ, ყლუპი მოსვა და თავისი ოთახისკენ გაეშურა.
-ჰოო კაი ჩვენ წავალთ კაიიი? თქვეს ძმა ბიჭებმა .
-აუ მე მაგას ვუტირებ ყოფას! თქვა ძვირფასმა მამამ და სოფოს ოთახში ავარდა.
-შენ ჰო არ გააფრინე გოგო, რეები იბოდიალე!
-ის ვიბოდიალე რისი თქმაც შენთვის დიდი ხანია მინდოდა დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი ვინა ხარ და რაც ხარ მართლა მეზიზთები, შენი ნაშებიანად! საშინელი ზიზღით მიუგო
-წესიერად ილაპარაკე გოგო!
- ახლა ყველაფერს გეტყვი რასაც შენზე ვფიქრობ და შენ მომისმენ გასაგებიაა, ყველაფერი ვიცი შენი ვნებების შესახებ, მშვენივრად ვიცი და ვხვდები დიდი ხანია დედას სართულებიან რქებს რომ ადგამ, შენ ალბათ დედა დიდი ხანია დებილი გგონია ასე არაფერს რომ არ ამბობს, მინდა გითხრა დედა დებილი კი არა უბედურია შენს ხელში, შენ ამაყობ და სიცილით ყვები მაგ შენი გარე გარე ვნებების შესახებ, შენნაირი დამპალი აზროვნების ძმა ბიჭებში დედა კი იტანჯება, რამდენჯერ მინახია მოწყენილი და ნაღვლიანი როცა შენ სახლში არ იყავი ნეტა იცოდე, შენ ამ დროს განცხრომაშ იყავი რომელიმე შენს მორიგ ნაშასთან დედა კი იტანჯებოდა და ცდილობდა ჩვენთვის ეს არ ენახებინა, მარა შენ ეს ფეხებზე გკიდია მემგონი მთავარია რო არაფერს არ ამბობს, ძველებურად გემსახურება, მე კი გეფიცები შენს შემყურე და შენი ძმაკაცების შემყურე კაცები შემზიზღდა მეშინია, რო მეც შენნაირი შემხვდება ვინმე და დედაჩემივით უბედური ვიქნები, შენ მე ნერვები დამისამარე, ფსიქოლოგიური პრობლემები გამიჩნე მაგ შენი ვითომ უწყინარი გართობებით, მეზიზღები, მეზიზღებიიიიიიი! ბოლო ხმაზე უყვირა სოფომ.
უცებ ძვირფასმა მამიკომ ხელი მოიქნია და სოფოს მთელი ძალით გაარტყა, ის გონს ვერ მოვიდა რა ხდებოდა მერე მამამისს მკვლელი თვალებით შეხედა.
-გაეთრიე აქედან ამიერიდან შენ მამაჩემი აღარ ხა, ჯანდაბაშიც წასულხარ, შენი ბოზებიანად და ძმაკაცებიანად.
-ლაწირაკო მე შენ გასწავლი ახლა წესიერად ლაპარაკს! ეს ტქვა და საცემრად გაიწია სოფომ მთელი ხმით იკივლა, ამ დროს ოტახში დედამისი, შემოვარდა.
-სუ შენი გათამამებულია, ეს ლაწირაკი, ზრდილობა გესწავლებინა ჯობდა!
-შვილო რა მოხდა ამიხსენი?
-მარცხნივ გავლებს არ ვუპრავებ ვაჟბატონს შენი უფროსი შვილის მსგავსად და მაგაზე ბობოქრობს!
-მე შენი დედა მ.....ნ! ეს თქვა მამამ და კიდევ ერთხელ დაარტყა სოფოს.
-გადი გთხოოვ მე დაველაპარაკები, გეხვეწები გადი!
ბატონი მამა გინებ-გინებით გავარდა ოთახიდან.
სოფო გაოგნებული იჯდა მერე წამოდგა კარადას მივარდა ჩემოდანი გამოიღო და ტანსაცმლის ჩაყრა დაიწყო გიჟივით, თან სულ იმეორებდა.
-ჩემი ფეხი აღარ იქნება აქ აღარასოდეს.
სოფოსმ დედამისის არც ერთ სიტყვას არ მიაქცია ყურადღება ჩაალაგა ბარგი და გიჟივით გამოვარდა.
........

-შვილო, შვილო მოიცადე სად მიდიხარ?
-აქ აღარ მინდა ყოფნა დედა მომბეზრდა ამ რეალობის ყურება თავი დამანებეთ ყველამ.
-შვილო სისულელეზე გაბრაზდი ეგ არაფერი არაა დამიჯერე, ეგ ყველა ოჯახში ხდება, მაგის გამო ქვეყანა უნდა შეგეყარაა? მერე რაა სადღაც ძმაკაცებთან ერთად თუ გაიარა მამაშენმა ეს იმას კი არ ნიშნავს რო არ ვუყვარვარ, მე ცოლი ვარ ჩემი ადგილი მაქ,
ოჯახს ჰო არ ანგრევს მამაშენი ვიღაც რამის პეპლების გამო!

-ვაიმე ვაიმე ვაიმე, შენთანაც როგორ ბნელა, რა ადგილი ეგ გამარკვიე, შინამოსამსახურიის? ჰოო არ დაანგრევს რათქმაუნდა ‘’ოჯახს’’ მშვენიერი შინამოსამსახურე ყავხარ და იმიტომ, რა ბედნიერი კაცია მამაჩემი გარეთ დადის არაფერს იკლებს, სახლშ მზრუნველი ცოლი ყავს რომელიც მის გულაობებზე ხმას არ იღებს, სამაგიეროდ დაბოლებული ყავს შენ შენი განსაკუტრებული ადგილი გაქვსო, ეეეჰ დედაჩემო რო იცოდე როგორ მეცოდები, იჯექი მოუარე შენ ქმარ შვილს არ გამიკვირდება ერთ დღეს ბ....ი სახლში მოიყვანონ და მათი გამასპინძლება გთხოვონ.

ეს თქვა სოფომ და სწრაფი ნაბიჯებით მოშორდა იქაურობას.



.......
სოფო დიდხანს მიდიოდა უმისამართოდ არ იცოდა სად წასულიყო, თან იმდენი იტირა სახე სულ დასიებული ქონდა, ყველაფერი ეზიზღებოდა იმ მომენტში, უნდოდა სამუდამოდ მოცილებოდა ყველაფერს. მერე სკამზე ჩამოჯდა თავი ხელებში ჩარგო და მწარედ აქვითინდა, მიხვდა რო აღარანაირი გრძნობა აღარ ქონდა არც მამამისის არც თორნიკეს მიმართ გაღიზიანების გარდა, დედა ეცოდებოდა მართლა ძალიან ეცოდებოდა ამ რეალობას რომ შეატოვა და თვითონ გამოიქცა.
თავჩარგულმა იმდენი იტირა, ცრემლი დაუშრა ლამის, ამ დროს მხარზე შეხება იგრძნო.
თავი ასწია და ჰოი საოცრებავ, მის წინ ნიკა იდგა, ღმერთო ჩემო რას დაებედა ეს ბიჭი ამ ისედაც ტკბილ მომენტში.
-რაო პრინცესა სასახლიდან გამოგაგდეეს? მზრუნველად კითხა და თმებზე მოეფერა, მაგრამ სოფომ ზიზღით გაწია თავი გვერდზე.
-თავი დამანებე შენი თავი არ მაქ, საიდან გაჩნდი აქ?
-ჯერ შენ ის მიპასუხე ეს რა ჩემოდანიაა?
-სახლიდან წამოვედი! წაილუღლუღა სოფომ
-წასასვლელი არ გაქვს არაა?
სოფომ თავი გადააქნია.
ნიკა უცებ ადგა ჩემოდანს დასწვდა და სოფოს უთხრა.
-ჩემთან წამოხვალ!
-არა რა სისულელეა რა მინდა უცხო ბიჭთან სახლშიი, გამორიცხულია, არა არა მირჩევნია ქუჩაში დავიძინო, ვიდრე ასეთი რამ ვიკადრო, მერე ხალხი რო ატლიკინდეს ჩემზე სად მიდიხარ?
-ვაა გოგო განა ჩემთან საწოლში დაიძინე მეთქი, მე დივანზე დავწვები შენ საწოლში დაწექი!
-შენები რას იტყვიაან?
-მარტო ვცხოვრობ ჩემები უცხოეთში არიან!
-არა ბიჭთან სახლში მაინც ვერ დავრცები და საერთოდ თავი დამანებე რაა ვინ გთხოვა
დახმარებაა?
-გულკეთილი ადამიანი რო არ ვიყო მიგატოვებდი შენი ჩემოდნით ხელში მარა რა ვუყო ჩემ სულგრძელობას, წამოდი თუ ჩემთან არ გინდა დარჩენა ერთი ჩემი ყოფილი კურსელი გოგო ცხოვრობს ჩემს მეზობლად იმას შეგაკედლებ, ნიკამ სოფო ლამის ძალით ააყენა, ჩემოდანი აიღო და წინ გაუძღვა.

.......
ნიკამ თავისი მეზობლის კარზე ზარი დარეკა.
-თეკლუუშ სახლში ხაარ?
ცოტა ხანში კარი გაიღო და სოფომ სიმპატიური ჩალისფერთმიანი გოგონა დაინახა.
-ვაა ნიკუუშ რას შვრები რა ხდება შენკენ?
-არაფერს თეკლუშ რავი დავხეტიალობ ლექციებზე.
-ოოჰ მოიკლავ შენ თავს ჰო ვიცი, ეს ლამაზი გოგო ვინ არის თან რო გახლაავს?
-ეს ჩემი მეგობარია სოფო, რაღაცა პრობლემები აქ და შეგიძლია ამაღამ დაიტოვოო?
თეკლამ სოფო ეჭვით აათვალიერ ჩაათვალიერა.
-რა პრობლემაა შენი მეგობარი ჩემი მეგობარიცაა ჰო იცი, შემოვიდეს, უფროსწორად ორივენი შემოდით!
სოფო დარცხვენილი შევიდა, ძალიან უცხოდ გრძნობდა თავს.
ნიკამ და თეკლამ რაღაც რაღაცეებზე ილაპარაკეს, შემდეგ ნიკა გავიდა და თეკლამ სოფოს თავისი ოთახი აჩვენა.
-თეკლა ბოდიზსი შეწუხებისთვის მალე გადავალ აქედან მართლა, დიდ ხანს არ შეგაწუხებ!
-არა არ მაწუხებ ნუ გეშინია სოფო, თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში,ისე რატო წამოხვედი სახლიდაან?
სოფო ამაზე გაშრა.
-კაი თუ არ გინდა ნუ მეტყვი, ამოალაგე ეხლა ტანსაცმელი კარგიი?! ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება!
-რაღაც არამგონია! დანანებით ჩაილაპარა სოფომ

p.s მეგობრებო ეს ჩემი ახალი ისტორიაა, იმედია მოგეწონებათ და კომენტარებს არ დაიშრებთ, წინა თავზე გული დამწყდა დიდი ენთუაზიაზმიტ დავწერე მაგრამ, ცოტა ნახვა ქონდა რატომღაც, დააფიქსირეთ თქვენი აზრი, თუ არ ვარგა ისიც მითხარით, რო ტყუილად აღარ გავაგრძელო, აბა თქვენ იცით!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent