შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი პრინცესა დაგარქვი (მეთხუთმეტე თავი)


21-08-2016, 07:50
ავტორი kaxelii
ნანახია 3 147

********15******
-გვანცი მე უნდა წავიდე და შენ დაიძინე პატარა - თხელი საბანი დამაფარა და თმები უკან გადამიწია.- გპირდები მალე მოვალ. - კარებისკენ წავიდა. ის იყო უნდა გასიყო,მისკენ მივტრიალდი.
-გიო..
-რა - სიყვარულით და სითბოთი სავსე თვალები შემომანათა.
-მიყვარხარ!
-სიცოცხლეზე მეტად. ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. -ისევ მომიახლოვდა ტუჩებზე მეამბორა და ოთახიდან გავიდა.
დიდხანს ვფიქრობდი ჩვენს მომავალზე. რა იქნებოდა ხვალ. სულელივით მეღიმებოდა. ხო, მიყვარდა, ძალიან მიყვარდა.
ჩემთვის ოცნებებში ვიყავი კარები მთელი ძალით რომ შემომიგლიჯეს. საბანი მკერდზე მივიკარი და კარისაკენ მივტრიალდი.
-მოვედი დაიიი. -სიცილით დამახტა ხატია. ამ სიმძიმე გოგოს დაცემამ მუცლის ტკივილი უფრო გამიძლიერა.
-აააა ხატია ადექიიი - ბოლო ხმაზე დავიწყე წივილი. საშინლად მტკიოდა. მეგონა ნაწლავებს ერთმანეთში მიხლართდნენ.
ხატია უცებ წამოხტა და გაკვირვებული მიყურებდა.
-ასეთი რამ ადრეც გამიკეთებია და ასეთი რეაქცია არ გქონია. რა ხდება გვანცა?
-არაფერი ისეთი უბრალოდ მეტკინა არ შეიძლება? - ნერვიულობის დასაფარად შევუბღვირე და საბანშემოხვეული წამოვდექი და სააბაზანოსკენ წავედი.
-ჰაააა -გაოცებულმა ხატიამ პირზე ხელი იტაკა და მე შემომხედა. - რა არის ეს გვანც?- დასვრილ ზეწარზე მიმითითა.
-ვითომ ჩემზე უკეთ არ იცოდე. - არ მინდოდა ჩემი აწითლებული ლოყები ენახა, ამიტომ მისკენ არ შევტრიალებულვარ.
-გვანც მითხარი შენზე ძალა იხმარა? გეფიცები თუ ასეა ჩემი ხელით გამოვჭრი ყელს. -აფორიაქებული აქეთ-იქით დადიოდა და შუბლს ისრესდა.
-არა ხატი ძალით არ უქნია. -ტირილი დავიწყე და იქვე პუფში ჩავეშვი. ხატიაც ჩემთან მოვიდა და ხელები შემომხვია.
-ჩემო პატარა მეგობარო, როგორ დამეტანჯე.-ჩემთან ერთად ტიროდა და თავზე ხელს მისმევდა.
-მიყვარს ხატი. - გაუბედავად წარმოვთქვი ეს სიტყვები და მის მკლავებში გავინაბე.
-ვიცი ჩემო გოგო, მე ეგ დიდი ხანია ვიცი. -შუბლზე მაკოცა და წამომაყენა. სააბაზანოში შემიყვანა და თბილი წყალი მოუშვა. ხატია ჩემი და იყო და მისი არასოდეს არ მცხვენოდა. ჯაკუზი აავსო და შიგ თავისი დახმარებით ჩამაწვინა. მსიამოვნებდა თბილი წყალი რომელიც მთელ სხეულს მიფარავდა. აბაზანაში დიდხანს ვიყავი. რომ გამოვედი პუნუარი ჩავიცვი და ხატიახე ჩახუტებულს დამეძინა.
.....
გიორგი
.......
დიდილიდან ყვირის ჩემი უფროსი. ნეტა გამაგებინა რა აყვირებს. ბევრი საქმე იყო. მკვლელობის ადგილას მისვლა დაგვავალეს და იქ ისეთი სიტუაცია იყო ლამის ცუდად გავხდი. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე ესეთი რამ ბევრჯერ მინახავს. თითის ანაბეჭდები აიღეს და გამომძიებელს მიუტანეს.
-აუ რა კარგია ბიჭო ეხლა შვებულებაა. მთელი აგვისტო დავისვენებთ. - თავს იმხნევებდა ზურა.
-იმედია მალე მოგვცემენ.
შვებულებები მალევე დაგვიწერეს და სახლში გახარებული წამოვედი.
სახლის კარი რომ შევაღე თვალებით გვანცას ვეძებდი მაგრამ სანდრო შემრჩა.
-ბიჭო სად არი შენი სატრფო? რატომ არ ჩანს?
-მაღლაა.თავს შეუძლოდ გრძნობდა და დაიძინა.
ოთახში რომ ავედი ერთმანეთზე ჩახუტებული, მძინარე წყვილი შემრჩა. ხატიას ჩემი გვანცა გულზე მიუხუტებია და ტკბილად ეძინათ. ცოტა არ იყოს და შემშურდა ხატიასი. გვანცასთან მივედი მხარზე ზედა გადავუწიე და ფრთხილად ვაკოცე.
სპორტული შარვალი და მაისური ავიღე და სააბაზანოში გამოვიცვალე. რომ გამოვედი ქალბატონებს უკვე ეღვიძათ. ხატია მალევე წამოდგა და აი გვანცა თვალებს კარგა ხანს ისრესდა. პატარა ბავშვივით საყვარელი იყო.
-რა კარგია რომ მოხვედი. -როგორც იქნე მეც შემამჩნია და ლამაზად გამიღიმა. როგორ მიყვარს მისი ღიმილი. -აუ ნუ წვები გეხვეწები დაბლა ჩავიდეთ რა. -მუდარით სავსე თვალებით შემომხედა როგორც კი მის გვერდით წამოწექი.
-კარგი. მიდი ჩაიცვი და წავიდეთ.
დარცხვენილი წამოდგა, მოკლე საღამური ეცვა და როგორც ჩანს ისევ ჩემი სცხვენოდა. ტანსაცმლის კარადასთან მივიდა და პირველივე კაბა გამოიღო. ვერ გაეგო სად ჩაეცვა. ლოყები აუწითლდა. მე გამეცინა მის ასეთ საქციელზე. ფეხე წამოვდექი, საღამური ჩემი ხელით გავხადე და კაბა გადავაცვი.
-აი ასე... ამის გცხვენოდა სულელო?
-მე.. მე... მაპატიე.
-რა უნდა გაპატიო გოგო? რა გაქვს საპატიებელი. დაივიწყე. ოღონდ იცოდე, მეორედ ჩემი აღარ შეგრცხვეს თორემ მოგხვდება. -თავი დამიქნია. ვეღარ მოვითმინე და მის ტუჩემს დავწვდი, მის ტკბილ ტუჩებს. მარტო მე რომ მეკუთნის. პირველად ამყვა. ცოტა არ იყოს გამიკვირდა მაგრამ სიმართლე გითხრათ მესიამოვნა.
დაბლა ერთად ჩავედით, ხელი ჩამკიდა და არ მიშვებდა. მეც მეტი რა მინდოდა. სავარძელში ჩავჯექი და ისიც გვერძე მოვისვი. პატარა სავარძელი იყო და შორს ვერ დაჯდებოდა, ზედ მეკვროდა.
-ვააა სალამი მძინარა მზეთუნახავს და შავ ლენგ... ლენჯროვერზე ამხედრებულ პრინცს - სანდროს გვერძე მჯდარმა თორნიკემ რომ ეს თქვა უკვე ადვილი მისახვედრი იყო ვისი გაქეზებული იყო.
-მასე არ გაგაცინო სანდრო, იცოდე კბილები არ ჩამომაღებინო.
-ოჰ ძამიკო რა კეთილი ხარ საიდან იცოდი რომ კბილი მაქვს ჩამოსაღები? -აფერისტი. ისეთი თვალებით შემომხედა ვითომ ვერ მიხვდა მე რა ვუთხარი.
-კარგი გეყოთ. -სიტუაციის განმუხტვა სცადა ლიკამ.- აუ არ გინდათ სადმე წავიდეთ დასასვენებლად, აქ ისე ცხელა ცოტაც და ბოლს გავუშვებ. -დაღლილი დაეცა დივანზე. -აღარ შემიძლია გავწყდი.
-კარგი აზრია თან გუშინ შვებულება მომცეს.
-და სად წავიდეთ?- პირველად ცხოვრებაში სანდრომ საინტერესო კითხვა დასვა.
-ზღვა გამორიცხეთ. ნინუცას გაუჭირდება მზეზე. რამე კარგი ცოტა გრილი ადგილი შევარჩიოთ.
-ბორჯომი, ბაკურიანი, სურამი და ესეთები.
-ისა და იცი ჩვენ გვაქვს სახლი გურიაში. იქაც ხშირად გრილა და არ გინდათ იქ წავიდეთ?- გაუბედავად თქვა და კითხვისნიშნიანი თვალები შემომანთა.
-მგონი არაა ცუდი აზრი. -დაეთანხმა ლიკაც.
-მაგას მერეც მოასწრებთ და არ გშიათ? გახმა კუჭი.
-გინდათ პიცა გამოვაცხო?
-ვაიმე გვანცა თუ მაგ სიკეთეს იზავ გპირდები ესრთი საათი ხმას არ მოვიღებ.
-მაცივარში არის რამე?
-კი ყველაფერია. დილას ვიყიდე.
პიცის ცხობა ძალიან მიყვარს და კარგიც გამომდის. ლიკა მომეხმარა საჭირო ინგრედიენტების დაჭრაში. საბოლოოდ ძალიან ლამაზი და გემრიელი გამოვიდა. ისეთი სუნი ტრიალებდა მთელ სახლში მისაღებიდან შემოვარდა სანდრო დროზე მაჭამეთ ვკვდებიო.
- ვახ რა რძალი მყავს რაა.
დიდხანს ვისმენდი სანდროს კომენტარებს და მიხაროდა რომ ასე მოსწონდა. აი გიო კი თავისთვის ჩუმად ჭამდა და ხმას არ იღებდა. ბოლოს ყური ჩამჩურჩულა.
-გემრიელი კი იყო მაგრამ შენ უფრო გემრიელი ხარ. - ყელში მაკოცა და მეორე სართულზე გაუჩინარდა. მე კი დამტოვა აქ გაბრუებული.

******
აბა ჩემო კარგებო მგონი არაა პატარა თავი ხო? დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ.



№1 სტუმარი keke1

Kargiaa dzalian...Momwons,magram mainc ar iko iseti tavi (moculobit),rogoric mindoda,rom kofiliko..Ar mkofnis da ra vqna? Warmatebebi^^^

 


№2  offline წევრი isterichka123

Baremc patara Mara Kaia gaagrdzele momwons

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

კაიაააა smile smile მომწონს ძალიან heart_eyes

 


№4  offline წევრი anna31

Damburdzgla ^^ dzalian sayvarlebi arian mara iseti didi mainc ar iyo me ro mindoda:d

 


№5  offline წევრი ნეპტუნიელი

კარგია, თუმცა უფრო მშრალად წერ. ცოტა ემოციურად, რომ დაწერო უკეთესი იქნება!

 


№6  offline წევრი kaxelii

keke1
Kargiaa dzalian...Momwons,magram mainc ar iko iseti tavi (moculobit),rogoric mindoda,rom kofiliko..Ar mkofnis da ra vqna? Warmatebebi^^^
კეკეე მეტს ვერ ვწერ გოგო. ვერ ვახერხებ, ვიცი რომ ორ წამში იკითხება მაგრამ წერას დიდი ხანი ვუნდები. დღისით ვერ ვწერ. ან დილით ექვსიდან ათამდე ან ღამე თერთმეტის მერე ხან ღამის სამ საათზეც დამიწყია წერა. აქედან გამომდინარე სულ მეინება. მაგ. ამ თავის წერისას სულ მცირე სამჯერ ჩამეძინა ტელეფონთან ჩახუტებულს. ყველანაირად ვცდილობ რომ არ დავაგვიანო და მალე დავდო ხოლმე. თორემ ჩემს ადგილას ბევრი თავს არ მოიკლავდა.
isterichka123
Baremc patara Mara Kaia gaagrdzele momwons
მადლობა, მიხარია რომ მოგწონს.
sameone crazy girl
კაიაააა smile smile მომწონს ძალიან heart_eyes
მადლობა მარიამ
anna31
Damburdzgla ^^ dzalian sayvarlebi arian mara iseti didi mainc ar iyo me ro mindoda:d
ენც იგივეს გეტყოდი რაც კეკეს ვუთხარი. აი ეგაა მიზეზი რატომაა თავები პატარა smiley
Argent
კარგია, თუმცა უფრო მშრალად წერ. ცოტა ემოციურად, რომ დაწერო უკეთესი იქნება!

დამიჯერე რომ მიცნობდე მაგას არ მეტყოდი smiley არ შემიძლია თორემ მეც მინდა.

 


№7  offline წევრი Teo tegi

Ramden tavshi daamtavreb???? Dasasruls velodebi ertianad minda rom wavikitxo

 


№8  offline მოდერი Tako Tako_2

პატარაა მაგრამ კარგი. პატარები უფრო მომწონს

 


№9  offline აქტიური მკითხველი La-Na

Kargia momwons
--------------------
ლანა

 


№10  offline წევრი kaxelii

Teo tegi
Ramden tavshi daamtavreb???? Dasasruls velodebi ertianad minda rom wavikitxo

მმმ ზუსტად არ ვიცი ალბათ ოც თავამდე. მოკლედ დაახლოვებიტ ხუთ ან შვიდ დღეში

Tako Tako_2
პატარაა მაგრამ კარგი. პატარები უფრო მომწონს

მადლობაა :love:

La-Na
Kargia momwons

Mixariarom mogwons

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent