სიკვდილამდე 33 წუთით ადრე (თავი მესამე)
გვერძე მივუჯეი და დავიწყეთ ფილმის ყურება, რომელიც არც თუ ისე საინტერესო იყო. სწორედ ამის გამო გამეღვიძა ღამის სამ საათზე , ვიღაცის სახლში, ჯერ შემეშინდა, ვერ მივხვდი სად ვიყავი, ტელეფონი მოვძებნე და ძლივს ვიპოვე ჯიბეში მედო. 35 მისთ ქალი დედისგან კიდევ ამდენი მამისგან . და აი კიდევ რეკავს დედა … -ხო -.... -მეგობართან დავრჩი -.... -მოგწერე ალბათ არ მოგივიდა -..... -არ ვიცი მეძინა -.... -ხვალ დილით ,წავედი მეძინება გულის სიღრმეში გამიხარდა კიდეც თურმე ვახსოვარ ოჯახს, რომელიც ასეთი ცივია და რომელმაც ბექას ჩამაყოლა საფლავში ძვირფას ნივთათ, წამოვდექი და მისაღებში დავბრუნდი ვათვალიერებდი ყველაფერს, დამცხა მაცივარი გამოვაღე და ჩვეულებრივ ლუდის წყლის და წიწაკის გარდა არაფერი დამხვდა, სხვას არც არაფერს არ ველოდი. წყალი გამჭირვალე გრძელ ჭიქაში ჩავასხი ბოთლი მაცივარში დავაბრუნე და დიდი და გემრიელი ყლუპი მოვსვი ,მერე სიგარეტს მოვუკიდე აივანზე გავედი და დავიწყე ფიქრი , და რას ვაკეთებ აქ? ან რახდება ?ან რამინდა? რამდენ კითხვას ვუსვამ საკუთარ თავს დაბნეული ვარ …. 7 საათზე ფრთხილად ჩავწექი ლოგინში და დავიფარე მციოდა ძალიან.მაგრამ, არაუშავს ზედმეტად გემრიელი სურნელი აქვს მის ზედას იმდენად გემრიელი ,რომ არც კი მაძინებს …. -ჰეი მომესმა ძალიან ბუნდოვნად ვიღაცის ხმა … თვალები ძლივს გავახილე, აჰ ის იღიმის და მე ისევ თვალებს ვხუჭავ ძნელია დილით მისი ყურება როცა არ ელი. -რომელი საათია… -ორისნახევარია ხომ კარგად ხარ ? -ამ კი ,ახლავე ავდგები და წავალ … -არა დარჩი -თან არაფერი მაქვს რაც მჭირდება და დამტენიც არ მაქვს და საერთოდ რატომ არ გამაღვიძე დედაჩემი გასკდა წუხელ . -ჰა -რეკვით -ადექი გადაივლე ,მოწესრიგდი და ვისაუზმოთ -ამ რავი იყოს წავალ ისედაც დიდიხანია აქ ვარ -არა !არ წახვიდე მიდი ხალათი სააბაზანოშია მიდი! უხმოთ ავდექი, აბაზანაში შევედი გადავივლე და მალევე გამოვედი აშკარაა,რომ მარტო არ ცხოვრობს აქ არის : ორი კბილის ჯაგრისი ,ორი ხალათი ყველაფერი ორი ალბათ ვინმე ყავს ...ცოტა მეწყინა .რატო იქცევა ასე ან რახდება ? გავედი ჯერ კიდევ თმას ვიმშრალებდი, რომ მითხრა მაგიდასთან მოდიო . იდეალურად მომზადებული ომლეტი და ყავა საინტერესოა ასე რატომ იქცევა … -მარტო არ ხარ ხო? -ანუ ? -სახლში ყველაფერი 2 გაქვს -მერე ? -ანუ მარტო არ ცხოვრობ ხო -ეგ ყველაფერი დილით ვიყიდე შენთვის …. - და რატო? -და ბანაობა არ გჭირდება თუ კბილებს არ იხეხავ? ხმა აღარ ამომიღია ,ამგრამ მაინც ვეჭვიანოდი არ შეიძლება ადამიანი ასეთი იდეალური იყოს .ყოველ მხრივ სისულელა ან ზრაპარია ან არ ვიცი ეს რა არის . ვისაუზმეთ და ავდექი ჩემი ჯართი რაღაცეები ჩავიცვი და მოვემზადე,რომ წამოვსულიყავი -მე გავალ ხო? -უკვე? -კი -წაგიყვან. -იყოს არ შეწუხდე… -დამელოდე ხუთი წუთი გამოვიცვლი და წაგიყვან მანქანა ზუსტად პადიეზდთან გამიჩერა , ღვედი მოვიხსენი დავემშვიდობე და გადავედი .სახლში არავინ არ დამხვა დღეს ბექას დაბადებისდღეა , არ მახსოვდა მრცხვენია ჩემი თავის .დედაჩემი სახლში მოვიდა და მე წავედი ,სახურავზე წავედი ,ლუდი ვიყიდე და წავედი , მახრჩობდა ის რაღაც რაც არ ვიცი რა არის. მკლავს შიგნიდან. სახურავზე ასულს საბას მეგობრები დამხვდნენ .ვცდილობდი არ შემემჩნია ,ოდნავ აქეთ დავჯექი ლუდი მოვსვი და ვიღაცის ფეხის მორტყმა ვიგრძენი. თვალები გავახილე და ის იყო ჩემ წინ იდგა და ისევე ცინიკურად იღიმოდა, როგორც ადრე როგორ მძულს ეს საქციელი როგორ !მეზიზღება საერთოდ ასე ,რომ იქცევა თვალები ისევ დავხუჭე სიკვდილი მინდება მას ასეთს ,რომ ვხედავ თვალების გახელა მაიძულა ყურსასმენები მოვიშორე … -კიდევ ცოცხალი ხარ ? -სავარაუდოდ. -წადი აქედან ყურსასმენები გავიკეთე და აღარ მოვუსმინე და უცბათ შეხება ვიგრძენი მისი ხელის ,რომელიც ხელზე მომკიდა და მთელი ძალით ამწია ფეხზე ავდექი ყურსასმენი მომაგლიჯა და ისე დამიყვირა ,რომ შემეშინდა. -წადი აქედან! -გავეცალე , სახურავის კიდესთან დავდექი… და ვიყურებოდი წინ. ვტიროდი და რისთვის? მხოლოდ იმისთვის ,რომ მე მას ვძულდი, როგორც მე მძულდა ასეთი ის . დამცინავი ტონით არ იშურებდა სიტყვებს -გადახტი! მიდი გადახტი! ვეღარ შემაშინებ. გავხედე . ისე გავხედე ,რომ შებრუნდა და რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან.იცით მეშინოდა უკან დახევისაც და წინ წასვლისაც რა დამრჩა აქ არაფერი მხოლოდ მოგონებები დამხოლოდ ეს საცოდავი რაღაც .მტკიოდა ,ყველაფერი ძვალი, ხრტილი ,ხორცი ,ქსოველი ,უჯრედი, ყველაფერი მტკიოდა .მხოლოდ იმიტო, რომ ის ასე იქცევა. არადა მე ხომ რიალურად არაფერი არ დამიშავებია . იდეალური მდგომარეობა მხოლოდ ალექსიის ზარმა დაარღვია . რეკავდა რეკავდა და არ ჩერდებოდა… -გადახტი მიდი იქნებ დააამთავრო ყველაფერი ! -და რატო? რატო იქცევი ასე. -წადი აქედან წაეთრიე … ხელი მკლავზე მომიჭირა და სახურავის კარები გამიღო -არასოდეს აღარ მოხვიდი იქ სადაც მევარ საბოლოოდ დამამცირა და გამადგურა ალექსი კი ისევ რეკავდა რეკავდა გაუჩერებლივ მეკი გავრბოდი გავრბოდი გაუცერებლივ იქ სადაც არავინ იქნებოდა და არავის ვეცოდინებოდი და ისევ რეკავს და ავირე -ეი სად ხარ გავხეთქე ტელეფონი ჩანთა დაგრჩა ჩემთან სად ხარ მოგიან -მერე იყოს კარგი ვუთხარი ოდნავ დამშვიდებული ხმით მაგრამ ხმა მაინც მიკანკალებდა , გული ამოვარდნას იყო .მე ხო ეს წუთია მომკლეს ახლიდან ისევ გამანადგურა ძირს დამაგდო და გადამიარა ისე გადამიარა როგორც არაფერი თითქოს არაფერი ყოფილიყო მეშინია ყველაფრის და ყველასი მეშინია .მისი ყველაზე მეტად არ შიძლება ადამიანი იყოს იდეალური როგორც ის . -სად ხარ? -გარეთ -მოვალ სად ხარ? -იცი არ გინდა . -შენ არ იცი მე რა მინდა და რა არა უბრალოდ მითხარი სადაც ხარ. მოვალ ხომ არ შეგჭამ უბრალოდმომეცი ნება რო ახლა შენთან ვიყო მივიხედ მოვიხედე და აღმოვაჩინე, რომ ისევ ხიდზე ვარ -ხიდზე -ისევ იქ მოდი თუა არ შეგიძლია მე მოვალ თვითონ . -არა მოვალ თვალებ ამოსიებული ლუდის სუნათ აყროლებული რასაც ნიკოტინის სუნიც ემატება ჩავჯექი მანქანაში საზუგეს მივეყუდე არ მინდოდა დავენახე სახეზე ,მანქანა დაძრა -ღვედი შეიკარი. წავედით მაგრამ სად არავინ იცის მეც ვერ მივხვდი სად მივდიოდით ჩამეძინა და მხოლოდ სიგნალის ხმამ გამაღვიძა, ლისზე ვიყავით მანქანიდან გადმოვედით და ტბის წინ ქვებზე ჩამოჯექით . -მომიყევი. -არ მინდა -ცუდათ ხარ? -მცივა -წავიდეთ მაიშინ მანქანასში ჩავჯექით და საბოლოოოდ მაინც მის სახლში აღმოვჩნდი საკმაოდ თბილოდა -დალევ ჩაის? -კი -გინდა ეს რაღაც გაიხადო ? -ჩავიცმევდი ისევ იმას -კარგი ოთახშია კარადაში ზედა თაროზე ზედა ქვედაზე შარვალი და აიღე გამოვიცვალე ჩაი სავარძელთან იდგა მაგიდაზე . გრძლად გაშლილ სავარძელზე ფეზები ავკეცე საზუგეს მივეყუდე და სადღაც შორს წავედი ,ოღონც მეც არ ვიცი სად .საოცრად სხვადასხვანაირები არიან მე უსირცხვილო კიდევ ალექსში საბას ვეძებ არა არ მაქვს ნამუსი და საერთოდ დღეს ისევ აქ ვრჩები?და რახდება აქ? - რას ფიქრობ ამდენს? -არ ვიცი -და იქნებ არ იფიქრო ამდენი -აბა რავქნა? -დღევანდელ წამს მიყევი ამ დროინდელს და ფიქრიც დამთავრდება -... -თაი რა გჭირს რახდება დღეს?რატომ ხარ ესე? -შეგიძლია რამე მოკლე მკლავიანი მათხოვო? -ახლავე მაიკა ჩავიცვი და მომაშტერდა .მიყურებდაა მკლავებზე და არ ვიცი რას ფიქრობდა და ბოლოს ამოღერღა -ეს რა გჭირს ? თითით მკლავზე მანიშნა და მივხვდი ,რომ მისი კვალი დამეტყო ხელებზე ჩალურჯებული კანი იასამნისფერ და ყვითელ კონტრასტს ქმნიდა,რომლიც ჩემთვის იდეალურად ლამაზი იყო.. -და ყველაფერი ამის გამო ? და მე ისევ სულელი ბავშვივით ავტირდი , მრცხვენოდა იმის ,რომ ასე მომექცა ის , რომელიც მგონი ისევ მიყვარს თან მძულს თან მეზიზღება თან გულს მირევს მაგრამ ის არის სხვა ალბათ . -და რა მოხდა არ იტყვი? -ყველაფერი ისე რთულადა და იმხელაა - მე არასად მეჩქარება -მეშინია ისევ მეშია იცი როგორ მეშინია ! და ისევ ტირილი დავიწყე -დამშვიდდი და მიტხარი რა მოხდა -იცი რა …. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.