შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალობასა და ზღაპარს შორის... (13)


22-08-2016, 15:40
ავტორი Genius))
ნანახია 2 040

საერთოდ ყველაზე ცუდი რაღაცა შიშია...
როდესაც გეშინია ყვევლანაირად ითიშები და თავის გაკონტროლება შეუძლებელი ხდება , იმ წამს იმის გაცნობიერებაც კი გიჭირს რას აკეთებ , სად ხარ
შიშით შეძლება ავ ძაღლს გაასწრო და ეს ვერ გაიაზრო . ჭობეს გადაახტე და შემდეგ გაგიკვირდეს
მაგრამ მაშინ რას ვაკეთებთ როდესაც საყვარელი ადამიანის დაკარგვის გვეშინია?...
**********************************************
სახლიდან გაქცევა მინდოდა მაგრამ იოანე არ მაძლევდა ამის საშუალებას , როდესაც წამოვდგებოდი ჩემს ადგილას მაბრუნებდა და კიდევ მიხსნიდა რომ ხვალამდე უნდა მომეთმინდა
მაგრამ ეს რომ შეუძლებელი იყო? ამას ვერ ხვდებოდა!
მართალია იცის სიყვარული რაც არის მაგრამ ძნელია გაიგო სხვისი გრძნობები რაც არ უნდა ექსპერტი იყო ამ საქმეში
მე მხოლოდ გეგასთან მინდოდა
მხოლდო მისი ნახვა მინდოდა და რეალობას დავუბრუნდებოდი...
როდესაც გაკავებენ კი გაქცევის სურვილი უფრო ძლიერდება
იოანეს საერთოდ არ ეძინა , ვერც დავითვლიდი იმდეჯერ ცადა გეგასთან დარეკვა , შემდეგ გიორგი მოვიდა , მანაც არაფერი იცოდა და ეს კიდევ უფრო მაშინებდა
შემდეგ არ მახსოვს რა ხდებოდა
ალბათ ჩამეძინა
ან გავითიშე...
მაგრამ როდესაც თვალები გავახილე უკვე დღე იყო, წინ გავიხედე და ყველას ეღვიძა მაგრამ უძილობისგან უკვე ცუდად იყვნენ
ფეხზე წამოვვარდი და სააბაზანოსკენ გავიქეცი , ხელ-პირი დავიბანე და სახეზე ცივი წყალი მივისხი
შემდეგ უკან დავბრუნდი და მათ მივაშტერდი
-არ წავიდეთ? - უეცრად კანკალი ამივარდა და ჩემი ხმა ვეღარ ვიცანი , თითქოს გაიყინაო
-იცი მგონი ჯობია რომ შენ დარჩე - პასუხი გამცა გიორგიმ და ჩემს რეაქციას დაელოდა
მის სიტყვებზე გამეცინა , არაფერი მითქვამს კარისკენ წავედი და გამოვაღე , მათ გავხედე და სახის გამომეტყველებით ვკითხე არ მოდიხართთქო
-ანო ის მართალს ამბობს - გამოესარჩლა იოანე გიორგის და ნაღვლიანად გამომხედა
ორივემ იცოდა ამაზე ჩემი პასუხი მაგრამ რას ცდილობდნენ ვერ ვხვდებოდი... თვითონაც ვერ იაზრებდნენ რას მთხოვდნენ!
-იოანე ნინუცა ასეთ დღეში რომ იყოს შენ სახლში დაჯდები? - უხეშად ვკითხე და შემდეგ ვინანე მაგრამ ამ წამს ჩემთვის საერთოდ არაფერს არ ქონდა მნიშვნელობა
-ის ჩემთან ერთად წამოვა - თქვა გიორგიმ და ჩემსკენ წამოვიდა
მას საერთოდ არ უნდოდა ჩემი წაყვანა მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ თქვა რომ იოანეს ჩემს გვერდით ცუდად არ ეგრძნო თავი
იმიტომ რომ მისთვის უარესები არ მეთქვა...
იმიტომ რომ სისულელე არ გამეკეთებინა!
იოანეს ჩემთვის არაფერი უთქვამს , თავი გააქნია და უკან გამოგვყვა
-გამაგებინეთ თუ იპოვით - მოგვაძახა მარიამმა და კარი მიხურა როდესაც ჩვენ დავიძარით
*******************************************************
იოანე მარტო გავუშვით და ის წყნეთში წავიდა...
მე კი დავრჩი გიორგისთან რომელმაც საერთოდ არ იცოდა სად შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ძმაკაცი
ამან ეჭვი გამიჩინა
იმან რომ მანქანა ერთ ადგილას იდგა და არ მიდიოდა , დამაეჭვა და გამაღიზიანა
მანქანის კარი გამოვაღე და გადავედი
უცნობი მიმართულებით დავიწყე ჩქარი სვლა , გიორგის არც ვუყურებდი
ის მეძახდა მაგრამ არცერთხელ არ შემიხედავს
ნეტავ საერთოდ რას ვაკეთებდი?
დიდი მანძილი მქონდა გავლილი რომ დამეწია და ხელი ჩამავლო
-შენ სულ გაგიჟდი?! - მიყვირა და შემდეგ სახეზე დაეტყო როგორ ინანა მისი საქციელი
-გამიშვი გიორგი! - მეც ავუწიე ხმა და გათავისუფლება ვცადე
-კაი გაგიშვი მაგრამ სად მიდიხარ? - ხმას ვერ არეგულირბდა , აშკარად იოანეს ჩაებარებინა ჩემი თავი მისთვის
-იქნებ გზაში მაინც შემხვდეს! უაზროდ ჯდომას მირჩევნია! - თითქოს მის მაგარ ძმაკაცობას ვუსვამდი ხაზს , მაგრამ მას ჩემი მდგომარეობა ესმოდა და ეს არ წყინდა
-ანო დაწყნარდი! - საუბარში ვერც შევამჩნიე მანქანისკენ როგორ მივყავდი - იოანე წავიდა და დაგვიარეკავს როდესაც იპოვის გეგას - მასაც უჭირდა ესე ყოფნა მაგრამ ვხვდებოდი რომ მხოლოდ ჩემს გამო ითმენდა
-და ჩვენ? - თვალები ცრემლით ამევსო - ესე უნდა ვიჯდეთ? არაფერი არ უნდა გავაკეთოთ? იქნებ არსებობს კიდევ რამე ადგილი სადაც შეიძლება წასულიყო? წავიდეთ დროს მოვიგებთ - პატარა ბავშვივიტ ვლაპარაკობდი და ამ სიტყვებზე ვეძებდი გამოსავალს - იქნებ სვანეთში დაბრუნდა? წავიდეთ ვნახოთ! - გიორგის ხელები მოვხვიე და ტირილი დავიწყე - რამე რომ მოუვიდეს მოვკვდები! - ის თავზე ხელებს მისვამდა და არც იცოდა რა ეთქვა , როგორ დავემშვიდებინა როდესაც თვითონაც ჩემს დღეში იყო
-ანო არაფერი მოუვა, იცის გაუჩინარება მაგრამ აუცილებლად დაბრუნდება! - ძლივს აბამდა სიტყვებს გიორგი , ფიქრობდა რა ეთქვა , კიდევ რა იმედი მოეცა ჩემთვის
-სად შეიძლება იყოს? მხოლოდ წყნეთი? - მოვშორდი , ცრემლები მოვიწმინდე და ავხედე
-არის კიდევ ერთი ადგილი მაგრამ იქ არ მივიდოდა , დიდი ხანია არ ყოფილა , წლებია ამიტომ - დაბნეულმა ჩაილაპარაკა გიორგიმ - სავარაუდოდ წყნეთშია - მისი სიტყვების ჯეროდა , ან უნდოდა რომ დაეჯერებინა
-სად არის ეგ ადგილი? - დაუფიქრებლად ვკითხე რადგან კიდევ ერთი იმედი გაჩნდა
-აქვე ახლოსაა , მაგრამ არ იქნება იქ ანო - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა
-და რატომ? იქნებ ზუსტად იქ არის - მე ჩემსას არ ვიშლიდი და მის იქ წაყვანას ვცდილობდი
-ხუთი წელია არ ყოფილა და ეხლა რატომ გაახსენდებოდა? - მის სიტყვებში საერთოდ არ იგრძნობოდა იმის იმედი რომ მას იქ ვიპოვიდით
-გიორგი წავიდეთ! - ხმას ავუწიე და ხელი ჩავჭიდე - ან მისამართი მომეცი და მე წავალ!
-ანო - მობეზრებულმა ჩაილაპარაკა და თავი გააქნია
-მომყვები? - კითხე და მანქანისკენ წავედი
მას არაფერი უთქვამს , წამებში ვიგრძენი რომ გვერდით მომიდგა
*************************************
რა საინტერესო რამეა ძმაკაცობა...
მერე რა რომ ერთ უყვარს და მეორე კარგად არ იცნობს , მაინც წამსვლელია ძმაკაცის სიყვარულისთვის ყველაფერი გააკეთოს
ამ წამს დარწყმუნებული ვიყავი რომ გიორგი ყველგან გამომყვებოდა ოღონდ მე დავმშივებულიყავი
მას იმედი არ ჰქონდა მაგრამ ჩემიც საკმარისი იყო
*************************************
სახლში თბილისის გარეუბანში იყო , ერთ სართულიანი , აგურს , ლამაზი შესახედი იქნებოდა მოვლილი რომ ყოფილიყო , ეტყობოდა რომ დიდი ხანია აქ არავინ ყოფილა...
დამჭკნარი ყვავილები , ბალახიც მხოლოდ აქა იქ იყო , მტვრის სუნს მოეცვა იქაურობა
სახლთან ახლოს რომ მივედი შემეშინა
ისეთი შესახედი იყო რომ აქ "ეშმაკის" არ იცხოვრებდა
მაგრამ მაინც გავბედე და კარი შევაღე ,ხე ჩამომხმარი იყო და მიკვირდა ხელში როგორ არ ჩემომემტვრა
სახლი რამდენიმე ოთახისგან შედგებოდა , მისაღები , ორი საძინებელი სავარაუდოდ და კიდევ ერთ ოთახი მოჩანდა შორს , ალბათ სააბაზანო
გიორგიმ წინ გამასწრო და მისაღებში შეიხედა , გამომხედა და თავი გააქნია
-ანო აქ არი არის , წავიდეთ - ხელი მომკიდა და ჩემი გაყვანა სცადა
მაგრამ მაინც გული მიგრძნობდა რომ სადღაც აქ იყო...
სხვა ოთახებისკენ წავედი და ისინი შევამოწმე , იმედი მქონდა რომ შემდეგ ოთახში მაინც დამხვდებოდა მაგრამ ყოვილი იმედი მიცრუდებოდა
ბოლო ოთახის შემოწმებისას ღმერთს ვევედრებოდი რომ იქ დამხვედროდა
კარი შიშით შევაღე და კედელს მივეყრდენი , ტირილი დავიწყე
გიორგი ჩემსკენ წამოვიდა და ჩაიმუხლა
-წამოდი ანო - წამომაყენა და კარებისკენ წამიყვანა ..
უკვე გასული ვიყავი როდესაც რაღაცის ხმა გავიგე , თითქოს ვიღაცამ რაღაც ისროლა
გიორგი ხელი გავაშვებინე და უკან შევბრუნდი
-ანანო წამოდი! - ხმას აუწია გიორგიმ
-ხმა გავიგე! - დაბნეულმა გავხედე და ისევ ოთახებისკენ გავიქეცი
-ანანო გეჩვენება! - ჩემი აღარ ჯეროდა მას
-ხმა გავიგე გეგას გეფიცები! - სიტყვებს ძლივს ვაბამდი ერთმანეთს ტირილისგან
იმ წამს გიორგის სახე შეეცვალა , თვალები გაუნათდა და ჩემი დაიჯერა
-უკანა ეზო - მომაყარა სიტყვები და იქით გაიქცა
მეც უკან გავეკიდე
სამზარეულოდან უკანა ეზოში იყო გასასვლელი
კარი ღია დაგვხვდა
გიორგის გასვლის შეეშინდა , კიდევ ერთ იმედგაცრუებას ვერ გადაიტანდა
კართან გაქვავდა და მე გამომხედა
მეც გავხედე და გარეთ გავიხედე
იმ წამს ღმერთის უზომოდ მადლობელი ვიყავი!
სახეზე ხელი ავიფარე და ბედნიერებისგან ავტირდი
ის იქ იყო!
მარტო იჯდა და ქვებს უმისამართოდ ისვროდა , თან რაღაც სისულელეებს ამბობდა , თითქოს თავის ბედს ეჩხუბებოდა
-მე ვნახავ შენ იოანეს დაურეკე - ვუთხარი გახარებულა გიორგის და მისკენ წავედი
გიორგის ხელის შეშლა არც უცდია , ბედნიერმა გამიღიმა და ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო
ცრემლები მოვიწმინდე და გეგას მივუახლოვდი , არ მიფიქრია მასთან პირდაპირ ჩხუბის დაწყება , უბრალოდ გვერდით მივუჯექი და ქვა გამოვართვი , არვიცი რას დავუმიზნე მაგრამ სადღაც ჰარში გაუჩინარდა და შორს დავარდა
გეგა გაკვირვებული მიყურებდა , სახეზე ეტყობოდა რომ ჩემი იქ ყოფნა არ ჯეროდა , სასმელს უყურებდა და იცინოდა
-შენი ბრალია რომ უკვე რაღაცეები მეჩვენება - თითქოს სასმელს წაეჩხუბა მაგრამ ხელი დაავლო და მოიყუდა
-გეგა მორჩი - ჩუმად ჩავილაპარაკე და ბოთლი ხელიდან გამოვგლიჯე , გვერდით ჩამოვიდე და მას გავხედე
პატარა ბავშვივით დაიჯღანა და ბოთლს გადასწვდა მაგრამ როდესაც ჩემი სხეული იგრძნო სიცილი სახიდან გაუქრა
ხელები ჩემი სახისკენ წამოიღო და ჩემომისვა
გაეღიმა
-მაინც არარეალურია , ანომ ეს ადგილი არ იცის - ჩუმად ჩაილაპარაკა და ქვას გადასწვდა
-გიორგიმ იცის - ვუპასუხე და ჩემსკენ შემოვახე - კიდევ დიდხანს დააჯერებ თავს რომ გეჩვენები? - ნაღვლიანმა გავუღიმე
-მოიცა - ჩუმად ჩაილაპარაკა და ტანით ჩემსკენ მობრუნდა , თვალებში მომაშტერდა და გამიღიმა - აქ რა გინდა? - უეცრად დასერიოზულდა და ფახზე წამოდგა , მაგრამ ხელზე ჩავეჭიდე და მის ადგილას დავაბრუნე
-ტელეფონი გამორთული რატომ გქონდა? - პირველი რაც თავში ომივიდა ეს კითხვა იყო
-მარტო ყოფნა მინდოდა - გეგასგან მოკლე პასუხი მივიღე
-რატომ გვანერვიულე? - არვიცოდი კიდევ თუ შემეძლო მასთან საკუთარ თავზე საუბარი
-განერვიულეთ? - ირონიულად ჩაილაპარაკა
-კარგი ჩემზე გაბრაზებული ხარ მაგრამ იოანე და გიორგი? - ჩემს კითხვაზე პასუხი უცებ მივიღე
-მე შენ უფრო მაინტერესებ - გამიღიმა და ჩემს პასუხს მოთმინებით დაელოდა - ძალიან ინერვიულე?
-ესე უნდა მელაპარაკო? - ნაწყნემა ვკითხე მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა რომ მასთან საუბარს არ გავაგრძელებდი
-მე მართლა მაინტერესებს - გაეცინა და მისკენ მიმატრიალა
-ძალიან - დაუფიქრებლად ვუპასუხე და მის რეაქციას დაველოდე
-რომ არა გიორგი საერთოდ ვერ მიპოვიდი - ისევ ისე აგრძელებდა საუბარს
-აქ რატომ ხარ? - მინდოდა მისგან მომესმინა რომ შეცდომა დავუშვი , რომ ცუდი ადამიანი ვიყავი
-იცი დღეს შენ აქ რომ არ მოსულიყავი ხვალ რა იქნებოდა არავინ იცის - ჩუმად ჩაილაპარაკე და გამიღიმა
-ვერ გავიგე რას ამბობ - მისმა სიტყვებმა დამაბნია
-არ გელოდი და გამიხარდათქო - ისევ ირონიულად ჩაილაპარაკა
-ხომ იცი რამე რომ მოგივიდეს ვერ გადავიტან? - უეცრად საუბრის თემა შევცალე და ჩემს გრძნობებზე ავლაპარაკდი
-ნინისთან რომ ვყოფილიყავი გადაიტანდი? - სახე დაუსერიოზულდა და უფრო ახლოს მოიწია
-ვერა - დაუფიქრებლად ვუპასუხე - გეგა ვიცი დამნაშავე ვარ , მაპატიე გთხოვ! - ცრემლები მომწმინდა
-არა! - ჩემი სახე ხელებში მოიქცია , მე კი მის პასუხზე ფერი გადამივიდა - არ იტირო - თავი გააქნია - მე საპატიებელი არაფერი მაქვს , შენ თუ მაპატიე? - თვალები გაუნათდა
არაფერი მითქვამს უბრალოდ თავი დავუქნიე და გავუღიმე
-იცი ეხლა შენ რომ მიგეტოვებინე ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ ექნებოდა - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და სახლს გახედა
-აქ რატომ ხარ? - კიდევ გავუმეორე ეს კითხვა
-იცი ჩემი ცხოვრება ადვილი არ იყო , ერთხელ უკვე მყვარებია მაგრამ არ გამიმართლა , ვფიქრობდი რომ სიყვარული ჩემთვი არ იყო იქამდე სანამ შენ არ გაგიცანი - ჩემსკენ გადმოიხარა და საფეთქელთან მაკოცა
-რა მოხდა შენს ცხოვრებაში? - მინდოდა მომესმინა რადგან მცოდნოდა გული როგორ არ მეტკინა მისთვის
-უბრალოდ სიყვარულმა ყველაფერი დამაკარგინა , შემდეგ კი თვითონაც გაქრა - ჩაიცინა
-მომიყვები? - ჩუმად ჩავილაპარაკე და მას გავხედე
გაეღიმა
-პატარა ვიყავი როდესაც ის გოგო ვიპოვე რომელსაც მეგონა რომ ცხოვრებას დავუკავშირებდი , ცუდად გამომივა მაგრამ ბევრ ისეთ ადამიანთან ჰონდა ურთიერობა რომლებსაც ჩემი ოჯახი კარგად იცნობდა , როდესაც ის ჩემებს გავაცანი ჩემი ნათესავი აღმოჩნდა მისი ყოფილი მართალია ეს არ მესიამოვნა მაგრამ მიყვარდა და საერთოდ არაფერი მაინეტერესებდა , თვრამეტი წლის ბიჭს ჭკუა არ მქონდა , მამაჩემს ის არ მოსწონდა და როდესაც მის მოყვანაზე ვიწყებდი საუბარს ომი იწყებოდა , როდესაც ეს თემა სერიოზულად წამოვიწყებ ოჯახმა არჩევნის წინაშე დამაყენა , ან ჩვენ ან ისო , მაშინ არ მესმოდა რას ვაკეთებდი და ის ავირჩიე - ირონიულად საუბრობდა , თითქოს მის ბედს დასცინოდა , თან მიღიმოდა , მშვიდად საუბრობდა და მიკვირდა
-და სად არის ეხლა ის? - თხრობა შეწყვიტა ამიტომ გადავწყვიტე მეკითხა
-მე დავთმე ყველაფერი მაგრამ მან ვერა - გამიცინა
-გოგოს მშობლების გამო დაშორდით? - დაბნეულმა ვკითხე
-ის მომყვებოდა , როდესაც ვეკითხებოდი მზად იყო , მაგრამ იმ დღეს როდესაც უნდა მენახა უბრალოდ არ მოვიდა , პასუხი კი ის იყო რომ მე მისთვის ყველაფერზე ძვირფასი არ ვიყავი
არ ვიცოდი რა მეთქვა , უნდა მენუგეშებინა თუ ის გოგო უნდა მელანძღა? ასეთ დროს რას ამბობენ ხოლმე?
მე გამოცდილი არ მქონდა , ამიტომ დავმუნჯდი
საშინლად არ მესიამოვნა მისი ამბავი და ის გოგო უკვე შემზიზღდა , მერე რა რომ არ ვიცოდი ვინ იყო , მაინც მძულდა , მხოლოდ იმიტომ რომ გეგას ასე ძალიან ატკინა
-იცი ეს ერთიმხრივ კარგიცაა , რომ გაგიცნობდი ცალმხრივად უნდა შემყვარებოდი და ეხლა ძალიან გამიმართლა - ვეცადე მოწყენილობა გამექრო
-მოიცა რა თქვი? - სახე ახლოს მოიტანა გეგამ და თვალებში მომაშტერდა
-კარგიცაამეთქი - დაბნეულმა ვუპასუხე
-არა - თავი გააქნია - შეგიყვარდები თუ რაღაცაო - წარბები აათამაშა
-გეგა მიყვარხარ! - დაუფიქრებლად ვუპასუხე და მის რეაქციას დაველოდე
მას გაეღიმა და ხელები მაგრად მომხვია
-არ მიმატოვებ ხო? - ჩუმად ჩაილაპარაკა და მთელი სახე დამიკოცნა
-თუ გინდა გავიპაროთ - ღიმილით ვუპასუხე - მერე წასასვლელი არსად არ მექნება - თავი მხარზე ჩამოვადე
-არ მინდა გაპარვა არსად , თუნდაც აქ ვიყოთ მაგრამ მთავარია შენ იყო ჩემთან - საფეთქელთან მაკოცა
-ამ სახლში რატომ არ დადიოდი? ლამაზი აქაურობა - ღიმილით გავხედე სახლს შემდეგ კი მას
-აქ უნდა გვეცხოვდა - მოკლედ მიპასუხა და მთელი სხეული დაეძაბა
-მოიცა ჩემმა საქციელმა ყველაფერი გაგახსენა? -მოვშორდი და სახე შემეცვალა
-უბრალოდ მეგონა კიდევ ერთხელ დავკარგე საყვარელი ადამიანი - ღიმილით მითხრა და ხელი მომკიდა , მომქაჩა და ჩემს ადგილას დამაბრუნა
-მე და შენ წავიდეთ შენს მშობლებთან და გააცანი ჩემი თავი - ღიმილით ავხედე
-არამგონია ეს მოხდეს ანო - ჩუმად ჩაილაპარაკა
-მაშინ მე წავალ , მე უნდა ვიცნობდე ჩემს მომავალ დედამთილ მამამთილს - ეს სიტყვები დაუფიქრებლად წამომცდა და შემდეგ ძალიან ვინანე
-ეხლა ხელს მთხოვ? - სიცილი დაიწყო ჯერ - მართალია მაგას ვიზავ , მაგრამ ჯერ პატარა ხარ შენ - უფრო მაგრად მომიჭირა ხელები
-ხო ვიცი - ვითომ ნაწყენმა ჩავილაპარაკე
-ხომ არ მომცემ უფლებას გადამიყვარდე? - ღიმილით დამხედა გეგამ
-არასდროს! - მის კისერს ხელები მოვხვიე და მაგრად ჩავეხუტე
****************************************************
და მართლაც...
ბედნიერება რაშია იცით?...
დაკარგულს რომ დაიბრუნებ და გულში ჩაიკრავ...
****************************************************
კარგია როდესაც აცნობიერებ რომ ყველაფერი ცუდი დამთავრდა
რომ უკან მოიტოვე და შენს ცხოვრებაში იწყება რაღაც ახალი
ახალი და კარგი...
წინასწარ ვერ გაიგებ ეს კარგია თუ ცუდი მაგრამ მაინც როდესაც შენს გვერდით არის ყველა ვინც გჭირდება უბრალოდ არც გექმნება წარმოდგენა რომ რამე ცუდი შეიძლება მოხდეს
რომ დავფიქრდეთ ეს ცუდია , უნდა შეგეძლოს ყველაფერთან შეხვადრა მაგრამ ადამიანი დღევანდელი დღით უნდა ცხოვრობდეს
მხოლოდ ამ შემთხვევაში გააკეთებს იმას რაც უნდა და იქნება ბედნიერი...
**********************************************
იმ წამს საერთოდ არ მაინტერესებდა არც წარსული , არც მომავალი , აწმყოთი ვცხოვრობდი , ჩემი აწმყო კი გეგა იყო
მართალია ისიც ვიცოდი რომ ჯერ ყველაფერი წინ მქონდა რადგან კიდევ არსებობდა ჩემს შორის ვიღაცეები ვისაც ესე ადვილად ვერ მოიშორებ მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი რადგან მეგონა რომ გეგასთან ერთად პრობლემას უბრალოდ ხუმრობა ერქვა
საერთოდ ესეა ბოლოს ყოველთვის იმარჯვებს გულწრფელი გრძობები
ხაზს ვუსვამ! გულწრფელი
და არა მოგონილი , უბრალოდ გართობისთვის
სანამ შენი დრო არ გასულა იქმადე ღმერთი აუცილებლად გაჩუქებს ბედნიერებას...
მე მაჩუქა...
ჩვენ ბევრი გამოვიარეთ და კიდევ მოგვიწევს რადგან დრო წინ გვაქვს
გამოვიარეთ და ყველაზე კარგია რომ ეს სიტყვა წარსულშია
გავიცანი , შემიყვარდა და ჩემთანაა!
აქ ყველაფერი მორჩა და იმ ზღვარს გავცდი რომელსაც სიყვარულის კარიბჭე ქვია , ანუ ის კედელი რომელიც მის წინაა აღმართული
შევაბიჯე ყველა გრძნობის თუ ემოციის სამყაროში , მართალია აქ ცუდ ემოციებს ჩაგრავენ და ბედნიერება მიიწევს წინ მაგრამ ისინი არ ქრებიან...
მე გავიარე ტკივილი , შიში და იმ წამს როდესაც გეგა დავინახე საერთოდ ყველაფერი გაქრა...
მინდოდა მეტირა სიხარულისგან მაგრამ თავს ამის უფლება არ მივეცი , არ მინდოდა ჩემი ცრემლები ენახა და ამიტომ
მაინც რა არის ეს თავმოყვარეობაა , ამ მომენტშიც კი გახსენებს ზოგჯერ თავს
მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ არ მინდოდა ჩემი ცრემლებით მეთხოვა მისთვის პატიება , არ მინდოდა მხოლოდ ცრემლები გამხდარიყო მისი შემორიგების მიზეზი
მინდოდა მეყვირა თუ როგორ მიყვარდა მაგრამ ამასაც ვერ ვახერხებდი , რატომ? არც მე ვიცი...
ბედნიერება ადამიანის თვალებშია!
როდესაც შეხედავ და უთქმელად გრძნობ ყველაფერს
ყოველთვის ესეა!
თვალები არ მალავენ , არ იტყუებიან!
მასში ყველაფერი ჩანს!
მე კი როდესაც გეგას თვალებს ვუყურებდი , მის გრძნობებს არა მაგრამ იმას ვხვდებოდი რომ მის გარეშე სიცოცხლეს ვერ შევძლებდი , იმაშიც დარწყმუნებული ვიყავი რომ ისიც ესე იყო
ყველას უნდა შეეძლოს ეს , უნდა შეეძლოდ მხოლოდ მზერით გაიგოს ადამიანის გრძნობები...
********************************************************
არვიცი რატომ მაგრამ იმ დღეს ძალიან მომინდა იმ სახლში დავრჩენილიყავით , მაგრამ იმიეტომ არა რომ გეგა უფრო ცუდად გამხდარიყო მისი წარსულის გამო , არამედ პირიქით მინდოდა მისი გონებიდან ეს სახლი და მისი ყოფილი საბოოლოოდ ამომეშალა
თავიდან არ მთანხმდებოდა მაგრამ ბოლოს მაინც გავიმარჯვე მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ რომ ნასვამი იყო და უკვე ეძინებოდა
ამ სახლში დაძინება უბრალოდ არ შეიძლებოდა , ამიტომ თავი კალთაზე ჩამომადო და ღიმილით ამომხედა
-იცი რა ლამაზი ხარ? - მოულოდნელად მითხრა და გამიკვირდა , რადგან მისგან მსგავსი რამ მოსმენილი არ მქონდა
-უფრო მოგეკიდა? - ირონიით ჩავილაპარაკე და გამეცინა
-არ გცოდნია - თავის გაქნევა ცადა გეგამ - მე გეტყვი და დაიმახსოვრე , მე მყავს ყველაზე ლამაზი გოგო მსოფლიოში! - ხელზე მაკოცა და მანიშნა თმებზე წამეთამაშეო
მეც მის თმებში შევაცურე ხელი და მას გაეცინა
-რა გაცინებს? - ნაწყენმა ვუთხარი და ცას ავხედე
-შენ არ მეტყვი რომ ძალიან მაგარი ბიჭი ვარ? - ცხვირზე გამკრა ხელი და გაიცინა
-შენ იმდენად გიყვარს შენი თავი რომ ჩემს იტყვების მოსმენას აზრი არ აქვს - ირონიულად ჩავილაპარაკე
-ვაიმე ვგიჟდები შენს სწერვულ საუბრებზე! - გახარებულმა წამოიყვირა გეგამ და გაიმართა რადგან ნორმალურად შემოეხედა
-ესეთი ვარ რას ვიზავთ! - გავუღიმე და ხელები მოვხვიე
-მეც ზუსტად ესეთი მჭირდები! - ლოყაზე ნაზად მაკოცა გეგამ
-იცი როდესაც პირველად გნახე მაშინ მომეწონე , შენი გარეგნობა მომეწონა მაგრამ ხასიათები ნამდვილად არა - გავუღიმე - ისე როგორ არ დაინტერესდი როგორ ვიყავი? - გაბრაზებულმა გავხედე
-ვიცოდი რომ კარგად იყავი - დაბნეული სახე მიიღო გეგამ
-საიდან? - ხმა გავამკაცრე
-მეორე დღეს შენ მომადექი სახლში - სიცილით მიპასუხა
-აუ მაშინ ყველაფერი სიზმარი მეგონა და შემაშინე - სიცილით ვუპასუხე და ქვის ძებნა დავიწყე
-ჩემსგან ხშირად ვერ გაიგებ მიყვარხარს - დაბნეულმა მიპასუხა გეგამ - განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს ამ სიტყვასთან
-შენი სიტყვები არც მჭირდება! - ვითომც არაფერიო ისე ვუპასუხე
*******************************************************
მართლაც რა საჭიროა სიტყვები როდესაც საქციელით უფრო მეტის რამის თქმა შეიძლება ?
მე პირადად მხოლოდ იმ სიყვარულის მჯერა რომელსაც გრძნობ
და არა იმის რომელიც უბრალოდ გესმის
ცივ მოპყრობას და მილიონჯერ ნათქვამ მიყვარხარს ჯობია საერთოდ არ გეუბნებოდეს მაგრამ მისი თბილი მოპყრობისგან უკვე შეწუხებულიც კი იყო...
ესეთი იყო გეგა...
მე აქ მართლა ძალიან გამიმართლა....
****************************************************
მეორე დღეს გიორგის დავურეკეთ რომ წავეყვანეთ , გეგას მანქანა აქ არ ყავდა , ფეხით სიარულს კი ვერ შევძლებდით
პირველი ადგილი სადაც აუცილბელად უნდა მივსულიყავი ეს ჩემი სახლი იყო
მარიამი უკვე პანიკაში იქნებოდა და მის დაწყნარებას ვერავინ ვერ მოახერხებდა , თან მინდოდა მისთვის გეგაც გამეცნო
სიმართლე რომ გითხრათ სახლში მისულს იმედები არ გამიმართლდა , ის იოანესთან ერთად იჯდა და ყავას სვავდა
ვის აინტერესებს ანო საერთოდ?
რომ შევედი გაღიმებულმა გამომხედა და ფეხზე წამოდგა , იოანეს თვალები სიბრაზეს გამოხატავდნენ და მხოლოდ გეგას უყურებდნენ
ამ სიტუაციაზე მეცინებოდა
-როგორ ხარ გეგა? - მარიამმა ჩემს მაგივრად გეგა მოიკითხა და მას გაუღიმა
მე კი ეჭვიანობა დავიწყე , მაგრამ მხოლოდ დედაჩემზე
-მადლობა კარგად - თბილად უპასუხა გეგამ და მე გამომხედა ღიმილით
-დედი შენ როგორ ხარ? - როგორც იქნა ჩემსკენ მობრუნდა და მომეხვია
-კარგად - ირონიულდ ჩავილაპარაკე და სახლში შევედი , იოანეს გვერდით მივუჯექი
მარიამს გაეცინა , გეგა შემოიპატიჟა და გვერდით მომისვა
მოკლედ ორ ძმაკაცს შორის აღმოვჩნდი და მხოლოდ მე ვიყავი მიზეზი რისგამოც იოანე თავს იკავებდა
გეგა კი ვერაფერს ამბობდა , არც იცოდა რა ეთქვა
მე და გიორგის გვეცინებოდა და ერთმანეთს თვალს ვარიდებდით
-გეგა როგორ მინდა გცემო - მაინც ვერ შეიკავა თავი იოანემ და ღიმილით გახედა
-ეხლა სირცხვილია - ირონიულად ჩაილაპარაკა გეგამ და მე სიცილი ამიტყდა
-შენ იყავი გუშინ ამის გამო რომ ტიროდი და უკვე აპატიე? - ჩემზე გადმოვიდა
სახის გამომეტყველება შემეცვალა , მინდოდა გამეცინა მაგრა თავს მთელი ძალით ვიკავებდი
გეგას გაეღიმა და საფეთქელთან მაკოცა
-არა ესე ბავშვივით როგორ მოიქეცი? - მაინც არ ცხრებოდა იოანე
-დევდო შენ უკვე სამი... - არ დაამთავრა გეგამ სიტყვა და თავი დახარა - შენ უნდა გესმოდეს ჩემი - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ბოლოს
-ჩემზე ის მაინც იცოდნენ სად ვიყავი - თავი გააქნია იოანემ
-კი როგორ არა , მახსოვს ანდრია როგორ გეძებდა - არც გეგა ნებდებოდა და მეშინოდა არ ეჩხუბათ
-მთავარია გიპოვეს - ბოლოს მაინც დანებდა იოანე , მზრუნველი მამიკოსავით ჩაილაპარაკა და გაეღიმა
-დედა მშია! - არ მინდოდა სიჩუმე ჩამოვარდნილიყო და ამიტომ ის წამოვიძახე რაც პირველი გამახსენდა
ოთხივემ მე შემომხედა , თან ისე თითქოს რაღაც საშინელება ვთქვი
-შენ გამაგიჟებ! სულ როგორ გშია? - ხელი ჩაიქნია მარიამმა და წამოდგა
-გუშინ არაფერი მიჭამია! - ხმას ავუწიე და გაბრაზებულმა გავხედე
-ჩემი ბრალია ქალბატონო მარიამ , გუშინ საერთოდ არ გამხსენებია საჭმელი - დამნაშავესავით ჩაილაპარაკა გეგამ და დედაჩემსაც სახეზე ღიმილმა გადაურბინა
ისე ადვილად მოშინაურდნენ რომ გაცნობაც არ დამჭირვებია
მარიამმა პურმარილი გაშალა როგორც იტყვიან
იმდენი რაღაც იდო სუფრაზე გამიკვირდა
"ალბათ იაონეს გამო" - გავიფიქრე ჩწმთვის და ჩემი ასეთი კარგი ხასიათი გამიკვირდა
რაღაცეებზე ვლაპარაკობდით ვიცინოდით
ამ წამს ვიგრძენი რომ ჩემი ოჯახი ისევ ცოცხლობდა , მართალია მამაჩემი ჩემს გვერდით არ იყო მაგრამ მის სიახლოვესაც ვგრძნობდი
დედა უფრო გახალისდა და ეს ყველაფერზე მეტად მაბედნიერებედა , მისი ერთი ღიმილიც კი ჩემთვის მთელი სამყაროა
ეტყობოდა რომ გეგა მოსწონდა და მზად იყო ჩემი თავი მისთვის ენდო
იცით არასდროს მეგონა რო მარიამი ასე უცებ დამთმობდა? მეგონა რომ ჩემი გაშვება ძალიან გაუჭირდებოდა და შეყვარებულის ყოლის უფლებას არ მომცემდა ჩემი დაკარგვის შიშით , მაგრამ მხოლოდ მისი იტორიის მოსმენის შემდეგ მივხვდი რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ის სიყვარულს , მა უბრალოდ უნდა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესოდ იყო და ზუსტად ამისგამო მის გრძნობებზეც უარს იტყვის
*****
კარზე კაკუნი გაისმა და სიხარულით გავიქეცი , ქეთო მეგონა
მაგრამ როდესაც წინ ნინი დავინახე სახიდან ღიმილი გამიქრა
ის მიღიმოდა , თან ეტყობოდა რომ დამნაშავედ გრძნობდა თავს ყველაფრის გამო
-შემოდი - ვანიშნე შემოსულიყო
თვალები ბავშვებისკენ გაექცა და კიდევ უფრო დაიმორცხვა
-გამარჯობა - უთხრა მათ და ემსკენ შემობრუნდა - შეიძლება ვილაპარაკოთ? - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და ჩემს პასუხს დაელოდა
უბრალოდ თავი დავუქნიე და ჩემი ოთახისკენ წავიყვანე
ყველა მე მაყოლებდა თვალებს და ეს არ მსიამოვნებდა
მათ დავეჯღანე და ოთახის კარი მოვხურე
ნინი საწოლზე ჩამოჯდა და თავი დახარა , მე კი ველოდებოდი როდის დაიწყებდა საუბარს
უამრავჯერ ცადა დაეწყო საუბარი მაგრამ ვერცერთხელ ვერ მოაბა თავი
-ნინი პირდაპირ მითხარი - შევეცადე დავხმარებოდი და მისი პასუხის მოლოდინში ხმა აღარ ამომიღია
-მაპატიე ანო - მოკლედ მიპასუხა და გამომხედა
-გაპატიო? - ირონიულდ ჩავილაპარაკე , მაგრამ ეს სულაც არ მინდოდა , ჩემდაუნებურად მომივიდა
-ვიცი , მივხვდი რომ დამნაშავე ვარ , მთელი ორი დღე ამაზე ვფიქრობდი და ყველაფერი გავაანალიზე - თვალები აუწყლიანდა და მეც გული მომითბა - მისმინე შენ იცი ჩემთვის რაც ხარ , საუკეთესო დაქალი ხარ , და ხარ და დაზე მეტი ხარ , ვიცი სისულელეს ვაკეთებდი გეგას გამო რომ შენ გკარგავდი , იმაშიც დიდი შეცდომა დავუშვი რომ გზაზე გადაგეღობეთ მაგრამ მაშინ ვერ ვაზროვნებდი , ისიც მწყინდა რომ არაფერს მეუბნებოდი და უფრო მეტად მომდიოდა თავში სულელური აზრები , მაპატიე გევედრებო - ფახზე წამოდგა - ყოველთვის მჯეროდა რომ ჩვენი მეგობრობა სამუდამო იყო და არ მინდა ეს ჩემს გამო დამთავრდეს - სიტყვა დაამთავრდა და ჩემს რეაქციას დაელოდა
მე კი სულელივით ვუყურებდი და არაფერს ვაბობდი
აი ესე უბრალოდ ვუყურებდი და მორჩა , არც ცრემლი მომდიოდა , ვინმე იფიქრებდა გაიყინაო
-ანო რაც გინდა მითხარი ყველაფერს გავაკეთებ ოღონდ მაპატიე რა , თუ გინდა სილა გამაწანი ამის ღირსიც ვიქნები , უბრალოდ მითხარი რომ ისევ შემიძლია შენთან მოვიდე და დღის ამბები მოგიყვე , ისევ გავიცინოთ ერთად , ისევ მოგეხვიო და გითხრა როგორ მიყვარხარ , ისევ უაზროდ დამიწყო ნაგლობა! გევედრები ეს ყველაფერი არ წამართვა! - ცრემლები წამომივიდა და მუხლებზე დაეცა
თვალები გამიფართოვდა და მას დავაჩერდი , ამან კიდევ უფრო დამაბნია
ნუთუ ესე ნანობდა რომ დაჩოქილი დამდგარიყო ჩემს წინაშე?
ამას არ ველოდი , მე მას ვაპატიებდი მაგრამ ამას მისგან არასდროს არ ველოდი
პირველი რისი გაკეთებაც მოვისაზრე მისი წამოყენება იყო
ისევ საწოლზე ჩამოვსვი და მის წინ ჩავიმუხლე
გავუღიმე მაგრამ სიტყვებს მაინც ვერ ვუყრიდი თავს
-მაპატიებ? - ძლივს ამოიღო ხმა
თავი დავუქნიე და გავუღიმე
ის ჩემსკენ გადმოიხარა და მაგრად მომეხვია
მაინც როგორ მაკლდა ეს ადამიანი! შეიძლება ცუდი გააკეთა მაგრამ მაინც დაქალი ერქვა რომელიც უზომოდ მიყვარდა მისი იდიოტიზმის მიუხედავად
-შეიძლება საერთოდ აღარ მენდო მაგრამ მინდა ვიცოდე რომ დაქალები თუ არა მეგობრები მაინც ვიქნებით
-ჩვენ დაქალები ვართ ნინი - ძლივს მოვისაზრე რა უნდა მეთქვა - ამას არაფერი შეცვლის თუ ჩვენ არ დავნებდებით , მეც დამნაშავე ვარ , მართალია გეგაზე უნდა მეთქვა მაგრამ ვერ შევძელი ზუსტად იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობის დამთავრების მეშინოდა - გავუღიმე
-მაპატიე - კიდევ ერთხელ გამიმეორა და მომეხვია
-მე შენ უკვე გაპატიე! - მეც მოვეხვიე
იცით რა არის? შეიძლება ცუდად მოგექცნენ მაგრამ ვამბობ და გავიმეორებ რომ არ არსებობს პირველი შთაბეჭდილება შეიცვალოს! თუ გიყვარს გეყვარება ბოლომდე! და თუ გძულს ამ სიძულვილს ვერაფერი გააქრობს!
მე და ნინი ყოველთვის მაგრად ვიყავით ერთმანეთთან და რადგან ყველაფერი მოგვარდა რატომ უნდა დამკარგა დაქალი? თუ მან შეცდომა აღიარა რატომ არ უნდა მიმეცა შანსი?
მეც ადამიანი ვარ და მეც ვუშვებ შეცდომებს!
-ზუკამ გაიგო რომ სხვა შეგიყვარდა - უეცრად ჩამომშორდა ნინი და ნაღვლიანმა გამომხედა
-საიდან გაიგო? - იმის შიშმა დამიარა რომ ზუკა რაღაც სასწაულს გამიკეთებდა
-არვიცი დღეს მეუბნებოდა - დაბნეულმა მიპასუხა ნინიმ
-და რა გითხრა? - შიშით ვუპასუხე
-მგონი ჯობია ნახო - რჩევა მომცა ნინიმ და თავი დახარა
*************************************************************
ნინის სიტყვები იმას ნიშნავდა რომ ზუკას მართლა შეეძლო ჩემთვის სახელი გაფუჭება , სხვა არაფერი მაგრამ მთელ თბილისში შემარცხვენდა
მაგრამ ამის არ მეშინოდა მხოლოდ ის მადარდებდა რომ გეგას მშობლებს შეიძლებოდათ კიდევ გაცრუებოდათ იმედები
ნინი სახლში დავტოვე მე კი ვითომ "მაღაზიაში" წავედი
უბრალოდ არ მინდოდა გეგას რამე გაეგო
ზუკას დავურეკე და პარკში გამოსვლა ვთხოვე
ისიც რათქმაუნდა დამთანხმდა და როდესაც მივედი იქ დამხვდა
-გამარჯობა ჩემო ლამაზო - ირონიულად ჩაილაპარაკა და გაიცინა
-ეს ირონია რას მივაწერო? - უბრალოდ გავუღიმე
-ნეტავ იცოდე როგორი გაბრაზებული ვარ - უეცრად ტონი შეცვალა და ზიზღით გამომხედა
-რატომ ზუკა? - მინდოდა მისგან მომესმინა მიზეზი
-რა რატომ? - გაეცინა - მეგონა მართლა ჩემი საქციელების გამო მშორდებოდი შენ კიდე სხვა შეგყვარებია - ირონიას არ იშორებდა
-მე მართლა შენი ქცევების გამო დაგშორდი! - ხმა გავამკაცრე
-ნეტავ რატომ არ მჯერა? -გაეცინა
-იცი რა არის? უკეთესი რომ ყოფილიყავი ჩემთან და ყურადღბა მოგექცია მე სხვას არ გავხედავდი , აი ეს არის პრობლემა , მაგრამ გამოჩნდა ადამიანი რომლისგანაც ყურადღება ვიგრძენი , რატომ გიკვირს? - მეც ირონიულად ვუპასუხე
-რატომ მიკვირს? არ მიკვირს ანო , მრცხვენია შენნაირი გოგო რომ მიყვარს!
-ვაიმე ზუკა რა სასაცილო ხარ! შენ არ გიყვარვარ და ეს უბრალო გაზვიადებაა შენი მხრიდან! უფრო ჭკვიანი მეგონე!
-მე მაგრად შენ ვისთან იქნები და ვინ გეყვარება , პროსტა ნორმალურად აგეხსნა სხვა რომ გიყვარდა და გავიგებდი!
-აი ეგრეც რომ ყოფილიყო შენ საერთოდ ვერაფერს გაიგებდი! - ზიზღით ჩავილაპარაკე
-იცი რა იქნება? იმ ბიჭსაც მოისვრი , მერე კიდე ახალი , კიდე და კიდე - ირონიულად ჩაილაპარაკა ზუკამ
-აბა პირდაპირ მითხარი რისი თქმაც გინდა! - ხმას ავუწიე
-გამარჯობა! - გაისმა გაცნობი ხმა და მისკენ მივტრიალდი , რატომღაც არ მინდოდა ეხლა გეგა აქ მოსულიყო , მაგრამ მოვიდა , გამიღიმა და ზუკას ხელი გაუწოდა
-გამარჯობა - დაბნეულმა უპასუხა ზუკამ
-იცი შენსგან მგონი რაღაც სიტყვები შემომესმა და ეს არ მესიამოვნა - ირონიულად ესაუბრებოდა და ვგრძნობდი ხელზე როგორ უჭერდა
-ერთი წამი ჩამო ძმაო - ხელი გააშვებინა ზუკამ - შენ ვისთან ხარ?
-პირველი ის რომ ძმაოთი მიმართე შენნაირ - სიტყვა აღარ დაამთავრა და ჩაიცინა - მეორეც ძალიან ცუდია თუ არ იცი ვინ ვარ , რადგან ამდენს ვეღარ გაბედავდი
-აბა კარგად გამარკვიე - წინ იწევდა ზუკა
-მე ის ბიჭი ვარ რომელზეც ცოტახნისწინ საუბრობდი - გაუღიმა და გვერდით მომიდგა
-მოიცა... ანუ... - სიცილი დაიწყო ზუკამ
-ჰო ანუ ის რომ ჯობია შენს გზაზე იარო და ამ გოგოს თავი დაანებო , იმედია არაკაცი არ ხარ და შენი ქცევებით არ გამაბრაზებ - ძალაინ მშვიდად ესაუბრებოდა გეგა
-და რომ გაგაბრაზო? - ირონიულად ჩაილაპარაკა ზუკამ
-შენ თვითონ თქვი რომ არ იცი ვინ ვარ! - თვალი ჩაუკრა , ხელი გადამხვია და წამიყვანა
-ჯერ საუბარი არ დამიმთავრებია - გამოგვძახა ზუკამ
-ეგ მაგრად არ მაინტერესებს - გასძახა გიორგიმ - და არ გამაბრაზო კიდევ გაგაფრთხილებ - ხელი აუწია და მაკოცა
***********************************************************
ამ დღის შემდეგ ყველაფერი ნორმას დაუბრუნდა
აი როგორც იტყვიან სიყვარულმა გაიმარჯვაო
ისე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც
დავრჩი ჩემს თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცთან და ვიყავი ბედნიერი
ყოველი დღე მისით იწყებოდა , სულ ჩემთან იყო და ჩემს მეგობრებსაც დაუმეგობრდა , იმდენიც კი მოახერხა რომ ქეთოს და ლაშას ქორწილში ჩემთან ერთად იდგა
მათი ქორწილი უბრალოდ ულამაზესი იყო , ქეთი კი ჩვეულებრივად ანგელოზსს გავდა , მე მეჯვარის როლში ჩემი თავი ძალიან მომწონდა და ნინისთანაც ყველას დავასწარი
გადიოდა კვირები
თვეები
გავიდა წელი და გავხდი ოცი წლის
ეს ერთი წელიწადი სიყვარულის სამყაროში ვიმოგზაურე , მაგრამ არ ვამბობ რომ მოგზაურობა დავამთავრე , ის მარადიულად გაგრძელდება
მისგან მიყვარხარს მართლა ვერ ვიგებდი მაგრამ იმდენად თბილი იყო რომ თქვენი ყველას ნათქვამი მიყვარხარ რომ ავიღოთ მაინც არ იქნება ამაზე დამაჯერებელი
მე მორცხვი ვიყავი ხოლმე , მიყვარხარს ვეუბნებოდი და ხშირად მეჩხუბებოდა ამაზე
დამიმტკიცე , სიტყვები არ მჭირდებაო!
ნინიმაც გაიცნო ბიჭი და მასთან სერიოზული ურთიერთობა დაიწყო
გიორგისაც მოსწონდა ვიღაც
იოანეს კი მხოლოდ ნინუცა უყვარდა! იმდენად ძლიერ რომ ჩემი სიყვარული მათთან არაფერი მეგონა!
დაბადებისდღეზე გეგამ ხელი მთხოვა , ეს ის მომენტია რომელსაც ყველა გოგო ელის
მე კი როდესაც ამიხდა გამოვშტერდი , ვერც კი ვუთხარი და არაზე საუბარი ხომ ზედმეტია
ტირილი დავიწყე და ის თვითონ მიხვდა ყველაფერს
ესე დავინიშნეთ
**********************************************
ყველაფერს იმიტომ არ ვყვები რომ ძალიან გამიგრძელდება თან განსაკუთრებული არაფერია
მაგრამ ყველა სიტყვაში იმას ვამბობ რომ სიყვარული საოცარი რამაა
ხომ კითხულობდით არა? რა დასკვა გამოიტანეთ? რომ რა ეს მართლა უბრალოდ თამაშია? თუ ეს ლაბირინთია რომელიც არ მთავრდება
მე ვერ ავხსნი თქვენ თქვენი შეხედულება გაქვთ...
************************************************
და ამ წლის და ორი თვის შემდეგ როგორც იქნა დადგა ეს დღე!
მე ვქორწინდები!
მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ეს ქორწილი მარტო იმიტომ იყო მნიშვნელოვანი რომ ნინუცა და იოანე შეხვდებოდნენ ერთმანეთს... ამდენი ხნის შემდეგ...
****************************************************
მადლობა ვისაცმოგწონთ...



№1 სტუმარი Guest მარიამი

არდამთავრებულაა ხომმ?

 


№2  offline წევრი Genius))

Guest მარიამი
არდამთავრებულაა ხომმ?

არა ჯერ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent