შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი კარგად იქნება


23-08-2016, 00:26
ავტორი ONE GIRL
ნანახია 1 815

შესავალი და თვი I
-ემილი,გაიღვიძე..-გამომძახა დედამ ნახევრად ღია კარებიდან..სკოლაში დაგაგვიანდება.
-რა სერიოზულად? მე რატომ მეგონა დღეს, რომ კვირაა? -გკვირვებულმა და ოდნავ დათრგუნული ხმით ვკითხე.
-რაღაც გერევა დღეს ორშაბათია. სწრაფად მოემზადე ნახევარი საათიღა გაქვს მოსამზადებლად..
-კარგი...თვალებ დახუჭულმა ვუპასუხე. ერთი წუთი თითქოს და მივიძინე და ცოტახანშივე გამოვფხიზლდი,ავდექი და სწრაფად დავიწყე მომზადება..
ჩავიცვი ჩემი ოდნავ გახუნებული ლურჯი ფერის მაისური ,ჯინსის შარვალი და ოდნავ დაძველებული კედები. დიახ, მე ასე დავიდვარ სკოლაში,რადგანაც,როდესაც მე და დედა მამამ მიგვატოვა დედას არ ჰქონდა იმის საშუალება,რომ ეყიდა ჩემთვის რაიმე კარგი და შესახედავი და არც ახლა არ აქვს ..დამლაგბლად მუშაობს რომელიღაც ტელევიზიაში,კარგი ხელფასი აქვს მაგრამ ყველაფერი დედას მკურნალობაზე მიდის..მას სიმსივნე აქვს მეორე სტადიაში. ძალიან გვიჭირს მაგრამ ვბრძოლობთ უკეთესი ცხოვრებისთვის..სკოლაში კარგად ვსწავლობ და ძალიან მინდა დიპლომატი გამოვიდე ,იმედია სტიპენდიას მივიღებ და ზედმეტი ხარჯები არ გვექნება.
მოვემზადე და ჩავირბინე ქვემოთ სამზარეულოში.
-დედა,მზად ვარ .წავედი .
-კარგი დედა,წარმატებები დღეს სკოლაში.
ლოყაზე ვაკოცე და გავიქეცი.სკოლა არც თუ ისე შორს იყო ამიტომ ფეხით მივისეირნებდი,ხოლმე.ზოგჯერ სკოლის ავტობუსი გამივლიდა ხოლმე გვერდს და იქიდან ბავშვები დამცინოდნენ და რას აღარ გამომძახებდნენ ირონიულად:
-ჰაჰ,შეხედეთ ერთი დედამისს იმდენი ფული არ აქვს რომ ავტობუსით იმგზავროს და ფეხით დადის.
--მათხოვარო.
ზოგჯერ გინებებიც მესმოდა ძალიან მწყინდა,მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია და არც არასდროს არ ვცემდი პასუხს,რადგან მერე ვიცოდი რომ ისევ დამცინებდნენ ამიტომ დუმილს ვამჯობინებდი. ყოველი დღე სკოლაში ჩემთვის კოშმარი იყო.კლასში ერთ-ერთი წარჩინებული მოსწვლე ვიყავი.მასწავლებლებს ვუყვარდი,ხოლო აი კლასელები და სკოლელები დასანახავად ვერ მიტანდნენ. მხოლოდ იმის გამო,რომ არ მყავს მდიდარი მამა.სკოლაში მარტო მე ვიყავი ღარიბი ფენიდან..სულ მდიდრის შვილები სწავლობდნენ და ბევრ ფულსაც იხდიდნენ.მე არა მე სტიპენდიით მოვხვდი სკოლაში, ამაში მაინც გაგვიმართლა. პირველი ბილოგია მქონდა კლასში ბოლოს მომიწია შესვლა.ყველა ზიზხით მიყურებდა თითქოს ადამიანი არ ვიყავი და რამე არა ამ ზეციურ არსებას უყურებდნენ..აი პროფესორი ირინა შემოვიდა და მის დანახვაზე ყველაფერი გადამავიწყდა. მაგ ქალს ძალიან ვუყვარდი და მეც,რადგან ერთ-ერთი ძალიან მაგარი პროფესორი იყო და კარგადაც მექცეოდა. ზურგიდან უეცრად მომესმა ხმა.
-რაო,ემილი შენი უფასო ადვოკატი მოვიდა?-ცინიკურად მითხრა,მაგრამ არ შევიმჩნიე.ფრედი,ხო ერთი იდიოტი ტიპი იყო,რომელიც მამის ფულებს იყენებდა და მაგით კერავდა გოგოებს,მაგრამ რათ გინდა თავში არაფერი ჰქონდა.გვერდით მჯდომმა გოგომ ფრედს უპასუხა:
-ჩუმად,მათნაირებს რატომ ელაპარაკები.-ამდროს ფრედს მასწავლებლის ხმამ შეაწყვეტინა საუბარი.
პროფესორმა მოითხოვა,რომ კლასში სიჩუმე ყოფილიყო და დაიწყო საუბარი.
-გამარჯობათ ბავშვებო
-გამარჯობათ-ყველამ ერთხმადე უპასუხეს,მაგრამ გაზანტებული ხმით.-ამის შემდეგ პროფესორმა დაიწყო საუბარი.
-მოგეხსენებათ,ყოველ შემოდგომას იმართება სკოლის გარეთ ოლიმპიადები საბუნებისმეტყველო საგნებში ძალიან სერიოზული შეჯიბრია ამიტომ სერიოზულად მოეკიდეთ,მე ავარჩევ სამ გოგოს და ორ ბიჭს ჯამში ხუთ ბავშვს,რომლებიც ამ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას. ესეიგი..ესენი არიან ტომი,ჯორჯი,გაბრიელა,ელენა და ემილი. ამ ხუთ ბავშვს გელოდებით გაკვეთილების შემდეგ ჩემს გაბინეტში,რადგან შეჯიბრის წესები გაგაცნოთ -ჩემის სახელის ხსენების მერე სიხარულმა ამიტანა და ჩემ ემოციებს ძლივს ვაკონტროლებდი.
-ახლა კი შევუდგეთ გაკვეთილს-მხნედ დაიწყო მასწავლებელმა
-..ვინ მოამზადა დავალება,რომელიც გუშინ მოგეცით ხელი აიწიოს..-ისეთი სიჩუმე ჩამოდგა ამ ფრაზის თქმის მერე,რომ ბუზის ხმასაც კი გაიგებდით.მხოლოდ მე ავიწიე ხელი.მასწავლებელმა დამინახა და მითხრა
-ემილი,ჩემო კარგო,როგორც ყოველთვის მზად გაქვს დავალება ,გამოდი და გაგვაცანი შენი ნამუშევარი.-ამდროს ყველა მე მიყურებდა გავედი დაფასთნ და დავიწყე დაწერილი თემის კითხვა. დავასრულე,თუ არა ,რომ ესე ეს იყო ზარი დაირეკა. ყველა ბუფეთისკენ წავედით მაგრამ,მე უბრალოდ დასასვენებლად,რადგან საჭმლის ფული არ მქონდა ასე,რომ ისე ჰაერზე ვიჯექი და დავალებებს ვამოწმებდი.
-ჰეი ემილი,პიცის ნარჩენები დაგვჩა და ხომ არ მიირთმევდი?
-რა დამპალი ხარ ჯორჯ-უთხრა ნიკოლინმა.-
-შენ როდიდან დაიწყე მისი დაცვა?
-დაცვა არა უბრალოდ,უბრალოდ ნუ ელაპარაკები რა ასეთ უსუსრს და ღარიბ ადამიანს,რომელსაც,ფულიც კი არ აქვს რომ სკოლაში ისაუზმოს .-დაიწყო თავის მართლება. -არიყო ცუდი გოგო,უბრალოდ არ მეგობრობდა იმათთან ვისთნაც უნდა ემეგობრა. ეზოში ბიოლოგიის მასწავლებელი გამოვიდა და თქვა,რომ ხვალ მივსულიყავით ის ხუთი ბავშვი მის კაბინეტში,რადგან სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და უნდა წასულიყო. ცოტა გამიხარდ,რადგან ძალიან გადაღლილი ვიყავი. წიან დღეს არ მძინებია ბიოილოგიის თემაზე ვმუშაობდი. დასრულდა თუ არა გაკვეთილები სწრაფი ნაბიჯით ავიღე გეზი სახლისკენ.. დედა სახლში არ იყო მაცივარზე წერილი დამხვდა მიკრობილი: „ექიმთან წავედი.საჭმელი მაცივარშია,თუ მოგშივდება მე არ დამელოდო დამაგვიანდება. სიყვარულით დედა.“
. შევედი თუ არა სახლში ეგრევე დავწექი საწოლზე და დავიძინე,რადგან ღამე ნათევი ვიყავი და სულმთლად დავიშალე..სხეული მე არ მეკუთვნოდა.
სამ საათში დედა ამოვარდა და გახარებული ხმით მაღვიძებს.
-ემილი,ჩემო სიხარულო,გაიღვიძე რაღაც უნდა გითხრა და იმედია გაგიხარდება...-აღელვებული და სიხარულით სავსე ხმით მაღვიძებს.
გავიღვიძე, წამოვჯექი და ველოდებოდი,თუ როდის დაიწყებდა ამ სასიხარულო ამბის მოყოლას ხელში სქელი თეთრი ერთად აკიმსული ფურცლები ეჭირა. გავიფიქრე,ალბათ ჯანმრთელობასთნ დაკავშირებით უნდა მითხრას რაღაც...



ძალიან მაგარია <3.ასე გააგრძელე <3 :) ბოლოს ვიტირე :(

 


№2  offline წევრი ONE GIRL

პატარა გოგონა
ძალიან მაგარია <3.ასე გააგრძელე <3 :) ბოლოს ვიტირე :(

მადლობა <>33

 


№3  offline წევრი Mmariam

ძაალიან მომეწონნაა ❤

 


№4  offline წევრი ONE GIRL

Mmariam
ძაალიან მომეწონნაა ❤

მადლობა <3
მეორე თავიც დევს უკვე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent