სიცოცხლეს დაბრუნებული [ 1 ]
და მაინც რისთვის ვცხოვრობთ ადამიანები? ... რა დავაშავე ისეთი, რომ ღმერთმა ჩემი ბედნიერება 1 თვეზე მეტი არ გაიმეტა? სულ რაღაც ერთი თვის უკან ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი. ყველასათვის საოცნებო გრანდიოზული ქორწილი მქონდა. უკვე ერთი თვეა პრესას ჩემი და ანდრეს ფოტოები აჭრელებს მსგავსი სათაურებით "ანდრეა ავალიანის და ანასტასია მეტრეველის გრანდიოზული ქორწილი", " ყველაზე ორიგინალური და გრანდიოზული ქორწილი", "ცნობილმა ბიზნესმენმა ცოლი შეირთო... ვინ არის მისი რჩეული?" "ცნობილი მოდელი ანასტასია მეტრეველი და ცნობილი ბიზნესმენი ანდრეა ავალიანი დაქორწინდა " და მსგავსი სათაურები... უკვე ერთი კვირაა, რაც ახალი სტატიები იბეჭდება სახელწოდებით "ზღაპრული ქორწილი, მაგრამ ხანმოკლე ოჯახური ცხოვრება","რა გახდა ახალგაზრდა ბიზნესმენის სიკვდილის მიზეზი", "ცნობილი ბიზნესმენი ანდრეა ავალიანი გულის შეტევით გარდაიცვალა" ... *** ანდრეას გარდაცვალებიდან 2 თვე გავიდა მე კი ფაქტიურად განადგურებული ვარ. ერთადერთი მიზეზი რატომაც ვცდილობ, რომ არ დავეცე ჩემი მომავალი შვლილია. მხოლოდ ამ ბავშვს შეუძლია ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა ... როგორც ყოველ დილას, ასევე დღესაც სასაფლაოზე ვიყავი, სახლში დაბრუნებულს კი მხოლოდ ქალატონი თამარი ( ანდრეას დედა ) დამხვდა სახლში. მასზე რა შემიძლია ვთქვა? ის უნაკლო ადამიანია, საოცრად თბილი და კეთილია... ეხლაც, როდესაც უსაზღვრო ტკივილს ატარებს, ყველანაირად ცდილობს ჩემთან ახლოს ყოფნას და ყველანაირად მიფრთხილდება ... -შვილო ისევ სასაფლაოზე იყავი არა? შენთავს შეხედე მაინც რა დღეში ხარ? არ შეიძლება ეგრე, კარგი შენს თავზე არ ფიქრობ ბავშვი მაინც არ გეცოდება? გინდა, რომ მას რამე დაემართოს? -არა, არა მის დაკარგვას ვერ გადავიტან (მუცელზე მოვიკიდე შეშინებულმა ხელი და აცრემლებულმა გავხედე თამარს) -ხოდა მოდი აქ დაჯექი ეხლა კარგად უნდა იკვებო და შეეცადო რაც შეიძლება ნაკლები ინერვიულო გაიგე შვილო? (თავზე ხელი გადამისვა და სამზარეულოში დამსვა... სალათს დავცქეროდი თან ვფიქრობდი, რომ არა ჩემი პატარა რაღა აზრი ექნებოდა ჩემს ცხოვრებას? არც არანაირი) შვილო არ მისმენ? (როგორც ჩანს თმარი რაღაცას მელაპარაკებოდა) -ბოდიშით ჩავფიქრდი (შერცვენილმა ვუპასუხე) -ეგ არაფერია, ალექსანდრე ჩამოდის. აქამდე ვერაფრით ვერ მოახერხა ჩამოსვლა, განადგურებულია. ანდრე მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა (თვალზე ცრემლი მოადგა თამარს ... ალექსანდრე ანდრეს ძმაა, საზღვარგარეთ ააქვს მისი ბიზნესი... მას არ ვიცნობ მაგრამ ანდრე მასზე ბევრ რამეს მიყვებოდა, მას მისი ძმა ძალიან უყვარდა, სულ ამბობდა რაც ვარ ალექსანდრეს უნდა ვუმადლოდე, ყოველთვის სწორ რჩევებს მაძლევსო) -მართლა? ძალიან კარგია, მიდის ისევ? -არა, ამიერიდან სულ ჩვენს გვერდით იქნება. მომისმინე შვილო შენ კარგად იცი რაც ანდრეს ეკუთვნოდა ეხლა ყველაფერი შენია .. (კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ შევაწყვეტინე) -არა, მე არაფერი მჭირდება, ერთადერთი რაც არის მინდა, რომ ბავშვს მამის მხარესთან კარგი ურთიერთობა ქონდეს, მეტი თქვენგან არაფერი არ მინდა -აღარ გააგრძელო (შემაწყვეტინა თამარმა) რათქმაუნდა ბავშვთანაც და შენთანაც მთელი სიცოცხლე მჭიდრო კავშირი გვექნება, მაგრამ რაც ანდრეს იყო ის მხოლოდ შენი და შენი შვილის არის, შენ ჯერ სულ რაღაც ცხრამეტი წლის ხარ, ქალი ხარ და გჭირდება ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება შენს გვერდით იქნება. გჭირდება ადამიანი რომელიც სითბოს გაგრძნობინებს. მე ვერ მოგთხოვ, რომ მთელი ცხოვრება ანდრეს შესწირე თქო, მთავარია ბავშვმა მისი ნამდვილი მამის ვინაობა იცოდეს გაიგე შვილო? როგორც ანდრე ისევე შენც ჩემი შვილი ხარ (თამარის სიტყვებმა გული ამიჩუყა და ტირილი დავიწყე) -არა ქალბატონო თამარ, მე ვერასოდეს შევძლებ ანდრეს დავიწყებას, მისსავით აღარასდროს აღარავინ შემიყვარდება (თამარი მოვიდა და ჩამეხუტა) -ჩშშ... შვილო არასოდეს თქვა არასოდეს, ეხლა კი დაამთავრე საჭმელი და ადი შენს ოთახში დაისვენე (ცრემლები მოვიწმინდე და თამარს ავხედე) -დიდი მადლობა, ძალიან კარგი ადამიანი ხართ ___ როგორც ჩანს ჩამძინებია, რაღაც სხვანაირ განწყობაზე გამომეღვიძა, ალბათ იმიტომ რომ ანდრე დამესიზმრა მითხრა რომ ის ყოველთვის ჩემი და ჩემი შვილის გვერდით იქნებოდა... ქვევით ჩავდიოდი როცა ბატონი ნიკოლოზის (ანდრეს მამის) და თამარის ხმა შემომესმა, ვიცი რომ სხვისი საუბრის მოსმენა უზრდელობაა, მაგრამ ჩემს სახელს რომ მოვკარი ყური მოსმენა გავაგრძელე -ნიკო ძალიან მეშინია ალექსანდრეს ჩამოსვლამ ანასტასიაზე ცუდად არ იმოქმედოს -რატო უნდა იმოქმედოს ცუდად? (გაუკვირდა ნიკოლოზს) -ალექსი საოცრად გავს ანდრეს (ანდრეს გახსენებაზე ისევცრემლები წამოუვიდა თამარს) -ეხ თამარ, როგორ დამეტანჯე, რატომ გაგვიმეტა ანდრემ ამხელა ტკივილისთვის (ხმა გაებზარა ნიკოლოზსაც) -შეიძლება? (დავაკაკუნე და თავი შევყევი მათ ოთახში) -კი შვილო შემოდი გინდა რამე? (ფეხზე წამოდგა ნიკო და ჩემთან მოვიდა) -არა არაფერი, უბრალოდ ცოტახნით შეიძლება გარეთ გავიდე? ( პატარა ბავშვივით გამომივიდა კითხვა) -ჰო მაგრამ უნდა დამპირდე, რომ სასაფლაოზე არ წახვალ (გამომხედა თამარმა) -გპირდებით, უბრალოდ იასთან წავალ ცოტახნით -კარგი ტასო წაგიყვან თუგინდა (შემომთავაზა ნიკოლოზმა) -არა არა, ფეხით გავივლი ცოტას ფეხით მივუყვებოდი ნაცნობ ქუჩებს, მახსოვს რამდენჯერ მივუცილებივარ ანდრეს იასთან. ანდრეზე მოგონებები ფილმის კადრებივით მეშლებოდა გონებაში, მახსოვს გარდაცვალების წინა ღამეს განსაკუთრებულად თბილი იყო, თითქმის მთელი ღამე არ დამაძინა, მთელი ღამე ვლაპაარაკობდით და ჩვენს მომავალს ვგეგმავდით, სწორედ მაგ დღეს გავუმხილე ჩვენი პატარას არსებობა, უზომოდ ბედნიერი იყო ... ** -ტას ისე რა მაგარი შვილი გვეყოლება არა? პატარა ბიჭი შენი თვალებით და ღიმილით, მერე რო წამოიზრდება მამიკო ფეხბუთს ასწავლის, დედიკო გაგვიბრაზდება ტალახიანები რომ დავბრუნდებით მოედნიდან მაგრამ მამიკო მაგრად ჩაეხუტება და გაბრაზებაც გადაავიწყდება.. ტას იცი როგორი ბედნიერი ვარ? ჩემი ბედნიერების მიზეზი კი შენ ხარ. შენ, რომ არა არვიცი ჩემს სამყაროს რა გააფერადებდა, მაბედნიერებ ... -ჩემო საყვარელო, როგორ მახარებ იცი მაგ სიტყვებით, ვერ აგიხსნი... ჩემი ბედნიერება ხარ, შენ რომ არა ვერ ვიგრძნობდი რამხელა ბედნიერებაა გგვერდით შენნაირი ადამიანი გყავდეს და თან მუცლით მის შვილს ატარებდე, ჯერ ხომ მხოლოდ 2 კვირის არის მაგრამ უკვე ჩემი სიცოცხლის აზრი გახდა -მოიცა მოიცა, შენ გინდა თქვა, რომ ჩემი ბიჭი ჩემზე მეტად გეყვარება? (ვითომ გაბრაზებულმა გამომხედა) -ოო რა სულელი ხარ შენ სულ სხვანაირად მიყვარხარ (გამეცინა) ანდრე ხო არ დამტოვებ? -შეიძლება დაგტოვო მაგრამ სადაც არ უნდა ვიყო, სულ ვიზრუნებ შენზე და ჩვენს პატარაზე (შუბლზე მაკოცა და მიმიხუტა... მე არ მომეწონა მისი "სადაც არ უნდა ვიყო") -ანდრე არ დამტოვო რაა, უშენოდ ვერ ვიცოცხლებ (აცრემლებულმა ავხედე) ხო არ დამტოვებ? -ჩემი სულელი გოგო, როგორ გულჩვილი გამიხდა (გაეცინა) მოდი ეხლა დავიძინოთ, ოღონდ ისე ჩამეხუტე ჯერ, რომ არასოდეს ჩამხუტებიხარ (მართლაც, იმ საღამოს რაღაც განსაკუთრებულად ვიყავით, იმ დღეს ყველაფერი განსაკუთრებულად კარგი იყო, ზედმეტად კარგიც კი... შუაღამეს გამომეღვიძა და ანდრეაც გავაღვიძე ) -ანდრე გაიღვიძე რაა (გული რაღაც ცუდს მიგრძნობდა) -რაგინდა ტას რატო არ მასვენებ? (გაეცინა, მაგრამ ჩემი აცრემლებული თვალები, რომ დაინახა უცებ დასერიოზულდა) რაგჭირს პაწ? -რატომ არ დამპირდი? დამპირდი რაა (ტირილი დავიწყე) -რა ტას, რა დაგპირდე (გაკვირვებულმა გამომხედა, მუცელზე მისი ხელი დავიდე და მას გავხედე) -დაგვპირდი, რომ არ დაგვტოვებ, ძალიან გთხოვ დაგვპირდი რაა (ანდრე მაგრად ჩამეხუტა) -ჩშშ... ნუ ტირი რა ჩემო პატარა, აქვარ გვანცი, რატო ტირი? სიკვდილის გარდა ვერაფერი მაიძულებს შენგან წასვლას გაიგე? დაწყნარდი ეხლა გთხოვ... არ დამპირდა, ალბათ გრძნობდა და მაგიტომაც ... სწორედ მაგ დილას გავიღვიძე გაყინულ სხეულთან... სწორედ მაგ დილას დამთავრდა ჩემი სიცოცხლის მნიშვნელოვანი ნაწილი... *** ანდრეს გახსენებისას ისევ ცრემლები მომაწვა, ამასობაში იას სახლთანაც მივედი, გარეთ მანქანები იყო, როგორც ჩანს სტუმრები ყავდა და შესვლა გადავიფიქრე უკან გამოვბრუნდი... სახლში წასვლამდე ბევრი ვიბოდიალე. საათს, რომ დავხედე უკვე 12 საათი იყო, სწორედ ამ დროს ნიკომაც დამირეკა -შვილო სადხარ ამდენხანს, მოკითხვა ხომ არ გინდა? -არა, არა მადლობთ თითქმის მოვედი, 5 წუთში სახლში ვარ -კარგი გელოდებით მართლაც 5 წუთში სახლში ვიყავი... გარეთ უცხო მანქანა იდგა, როგორც ჩანს ყველგან სტუმრებია დღეს... ნეტავ ვინ უნდა იყოს? ... გასაღები სახლში დამრჩა ამიტომაც ზარის დარეკვა მომიწია, კარები თამარმა გამიღო, ამ დროის განმავლობაში პირველად ვნახე მის სახეზე გულწრფელი ღიმილი -შემოდი შვილო, ალექსანდრე ჩამოვიდა (ბედნიერმა მითხრა) -მართლა? ძალიან კარგია (გულწრფელად გამიხარდა თამარის ბედნიერი სახე, რომ დავინახე, ოთახში შევედი და თვვალებით ალექსანდრეს ვეძებდი... უცებ ერთ ადგილას გავშეშდი, ჩემს წინ ყველაფერი შავმა ფერმა მოიცვა და უნდა წავქცეულიყავი, როდესაც ვიღაცის ძლიერმა მკლავებმა დამიჭირა, 2 წუთით თვალებში შევხედე და გავითიშე. გონს რომ მოვედი სანამ თვალს გავახელდი თამარის და ნიკოს დიალოგს მოვკარი ყური -ამის მეშინოდა ნიკო, ალექსანდრე ანდრეას ძალიან გავს, უნდა გამეფრთხილებინა ტასო... ალექსანდრე სადაა ამდენხანს? (ანუ არ მომჩვენებია და მართლა გავს ალექსანდრე ანდრეას) -დაწყნარდი თამარ ექიმს მოიყვანს და მოვა ნუ ნერვიულობ, კარგად იქნება ანასტასია თვალები გავახილე და თამარის და ნიკოს შეშინებულ სახეებს შევხედე, ამ დროს ოთახში ალექსანდრე შემოვიდა ჩემს ექიმთან ერთად... ექიმმა გამსინჯა ტონუსი მქონდა მომატებული და 2 კვირა წოლითი რეჟიმი დამინიშნა. მე ისევ ალექსანდრეს ვუყურებდი, ვცდილობდი მათ შორის რაიმე განსხვავება მეპოვნა და ერთადერთი განსხვავება თვალები იყო, ანდრეს ცისფერი თვალები ქონდა, ალექსანდრეს კი შავი ... ალექსანდრე ჩემთან მოვიდა -იმედია ყველა ჩემს დანახვაზე, საავადმყოფო-საავადმყოფო სირბილი არდამჭირდება ექიმის მოსაძებნად გამიღიმა და ბალიში გამისწორა, სურნელიც ანდრესნაირი ჰქონდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.