შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისიდან დასასრულამდე...


23-08-2016, 00:43
ავტორი kato wiklauri
ნანახია 1 760

ხანდახან ადამიანს რაღაც უსიამოვნება შეგრძნება შეგიპყრობს და როგორც არ უნდ შეეცადო თავიდან ვერ მოიშორებ. თითქოს გულის სირღმეში იცი რომ ინტუიცია არ ცდება და რაღაც აუცილებლად მოხდება. გვინდა თავიდან ავიცილოთ მაგრამ არ გამოდის.
მეტი უსიამოვნება რაღა უნდოდა ქეთის საყვარელ ადამიანს დაშორდა და ახლა უწევდა ცოლად სხვას გაყოლოდა იძულების წესით.
ეკა დილით გააცილა ქალაქში. მერე თვითონ მოემზადა სამსახურში წასასვლელად მათესთან. ნანასთვის ორი ახალი ამბავი ჰქონდა სათქმელი. ის სახლში დახვდა.კარშივე შეეგება. ბავშვი იქვე თამაშობდა მისაღებში. ქეთი რომ დაინახა თამაშს თავი დაანება და მისკენ გაიქცა. გოგო ბავშვს მოეფერა.
-როგორ ხარ ქეთი?
-კარგად შენ როგორ ხარ ნანა?
-მეც კარგად.
-აბა როგორ ჩაიარა გამოცდებმა?
-ძალიან კარგად. უფრო მეტიც საავადმყოფოში სამსახური შემომთავაზეს.
-ძალიან მიხარია გილოცავ. მგონი საუკეთესო ძიძას მართმევენ ხო?-გაეღიმა მას
-იცი ამაზე მინდოდა დაგლაპარაკებოდი.
-კარგი მაშინ წავალ მე ყავას მოვადურებ და სამზარეულოში ვილაპარაკოთ....
რამდენიმე წუთის შემდეგ სამზარეულოში ისხდნენ და ტკბილად საუბრობდნენ
-აბა რა ხდება? მომიყევი ყველაფერი?
-მშობლებთან უთანხმოება მაქვს და თუ შეიძლება რომ ცოტა ხნით შენთან ვიცხოვრო? იცრუა მაგრამ ასე ჯობდა, ნანას სიმართლეს ვერ ეტყოდა.
-კი ჩემო ძვირფასო როგორ არ შეიძლება, ეს სახლი იმხელაა რომ ადგილი ყველას გვეყოფა. თან გამიხარდება რომ მარტო აღარ ვიქნები და საღამოობით დამლაპარაკებელი მაინც მეყოლება.
-ესეგი წინაააღმდეგი არ ხარ?
-არა ჩემო კარგი.
ნანასგან იმდენი სითბო და დადებითი ენერგია მოდიოდა, რომ ქეთი მის გვერდით მშვიდდებოდა. ხანდახან ბავშვის თეთრი შურით შურდა რომ დედისგან ამდენ სითბოს იღებდა და ასეთი დედა ჰყავდა.
-აბა სამსახურში რა ისმის?
-ის რომ საავადმყოფოში ადგილი შემომთავაზეს და ახლა უკვე დამოუკიდებებლი ექიმი ვარ.
-მიხარია მაგრამ ვხვდები რომ შენ აქედან მალე წახვალ და ახალი ძიძის მოძებნა მომიწევს.
-რამდენიმე დღე თავისუფალი ვარ,მერე კი მაინც შევეცდები რომ აქ მუშაობა გავაგრძელო იქამდე მაინც სანამ საავადმყოფოში ადგილს არ დავიმკვიდრებ.
-მიხარია წარმატებებს გისურვებ აბა როდის გადმოდიხარ?
-საღამოს ნივთებს ჩავალაგებ და ხვალ გადმოვალ.
-კარგი წამოდი შენს ოთახს გაჩვენებ..

გადაბარგების პროცესს რთულად არ ჩაუვლია. მხოლოდ საჭირო ნივთები წაიღო. არ აპირებდა აქ იდხანს დარჩენას. თან ცოტა ხანს დათოსგან დაისვენებდა. რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში არ ასვენებდა და ქორწილის თარიღის დანიშვნას სთხოვდა... სახლიდან არ გადიოდა და მის ზარებს რა პასუხობდა. მის ადგილსამყოფელს არ ეუბნებოდა. უთხრა რომ დასვენება და დაფიქრება მჭირდებაო და ისიც კიდევ ერთხელ დათანხმდა. იმედი ჰქონდა დაქორწინების შემდეგ მას მოარჯულებდა. მაგრამ ის ჯერ კიდევ არ იცნობდა ქეთის მებრძოლ ხასიათს....
საღამო იყო. მათე დააძინა და თვითონაც დასაძინებლად დაწვა. ნანა სახლში არ იყო. სამსახურეში გადატვირთული იყო. მორიგი ჩვენებისთვის ემზადებოდა და უმეტეს დროს იქ ატარებდა. ახლა მითუმეტეს როცა ქეთი მასთან იყო შეეძლო გვიანობამდე ემუშავა. ის იყო უნდა ჩასძინებოდა რომ ტელეფონმა დარეკა. ეკრანს რომ დახედა სახე გაუნათდა ეკა იყო
-ასე უნდა დვიწყება მეგობარო?
-მომიკითხე მაინც მაშინვე რომ მსაყვედურობ?
-ხო მაგრამ ვნერვიულობ შენზე ეკა. არც კი დაგირეკავს ან როგორ ჩახვედი ან როგორ იმგზავრე. შეგეძლო გეთქვა.
-კარგი დაგამშვიდებ და გეტყვი რომ გადასარევად ვიმგზავრე და სახლში ვარ. როგორც კი ჩამოვედი პირველ რიგში კარგად გამოვიძინე და ამიტომ დამავიწყდა დარეკვა. შენ რა ქენი?
-მე ნანას ვთხოვე და მასთან ვარ ახლა. წინააღმდეგი არ ყოფილა გაუხარდა კიდეც.შენ იყავი სამსახურში?
-დილით უნდა მივიდე
-მეცოდებიან შენს ხლში. რომ იცოდნენ რა უჟმური და სატიკი ხარ.
-ასე ხომ ?საკუთარი მეგობარი თუ გაგიმეტებს.-გაეცინა ეკას -იცი ახლა აქ ვინ არიან? თაკო და ანა. მათაც ესმით შენი . ამიტომ დაგირეკეთ.-
ქეთის ბედნიერად ჩაეღიმა.
-როგორ ხარ მეგობარო?-ერხმად ჩასძახეს ყურმილში
-თქვენ როგორ ხართ?
-შენ გვაკლიხარ და სრული შემადგენლობა ვიქნებით.
-ჯერ ვერ დავბრუნდები, მაგრამ გპირდებით რომ მალე ჩამოვალ ანა
-ქეთი მე ახალი ამბავი მაქვს. აბა თუ გამოიცნობ
-აუ მითხარი რაა თაკო თორემ მე ხო იცი ფანტაზიები არ მყოფნის.
-ორსულად ვარ მეგობარო. მალე ჩვენს სამეგობროში პირველი პატარა გაჩნდება.
-ვაიმე რა მაგარია, გილოცავ.- სიხარულისგან შეჰყვირა ქეთიმ
-ჯერ ვერც მე ვჯერებ.
-ხომ კარგად ხარ? როგორ გრძნობ თავს? ექიმთან იყავი?- დააყარა კითხვედბი
-დამშვიდდი ყველაფერი კარგადაა. გიორგი ბედნიერებისგან ცაში დაფრინავს. ტასუნამ რომ გაიგო და ან ძმა ეყოლებოდა, ბავშვი ძლივს ადავწყნარე ისე გაუხარდა. სულ უკან დამდევს და მუცელზე მეფერება.
-მიხარია მეგობრო ბოლო პერიოდში ეს ყველაზე მაგარი ამბავია.
-ერთი ეს მითხარი რამ გადაგაწყვეტინა დათოზე გათხოვება? მერე რა რომ ჩემი ძმაა? კარგად ვიცი არ გიყვარს. მითუმეტეეს რომ შენი და ალექსის სიყვარულის მოწმე ვარ.
-ასე მოხდა ალექსმა ცოლი მოიყვანა და მეც დათოს წინადადებას დავთანხმდი.
-კარგად ვიცნობ ჩემ ძმას და ვიცი რა აუტანელი ხასიათი აქვს, იქნებ დაფიქრდეთ ორივე.
-უკვე გადაწყვეტილია.
-ერთი ჩამოდი აქ. კარგად უნდა დაგელაპარაკო და თუ საჭირო გახდა ორივეს მაგრად გცემთ, რომ ეს უაზრობა დაამთავროთ.
-ჩვენც მაგას ვეუბნებით თაკო მაგრამ არ ესმის. ვირივით ჯიუტია
-აბა ეხლა ეკა არ გინდა ეგეთები. ახლა ამის დრო არაა. ახლა მოდი დღევანდელი დღით გავიხაროთ.
-კარგი მეგობარო. უკვ გვიანია. ჩვენც სახლში უნდა წავიდეთ, თაკოს დასვენება სჭირდება, შენც დაისვენე და დაფიქრდი კარგად. უთხრა ანამ.
ერთმანეთს დაემშვიდობნენ. მეგობრის ამბავმა უსაზღვროდ გაახარა. დედობა ეს ხომ დიდი ბედნიერებაა, როცა საკუთარ სხეულში ორი გული ერთდროულად ცემს. როცა ხვდები რომ შენში ახალი სიცოცხელე არსებობს... ასე ბედნიერს ჩაეძინა..

********************
ადრიანად გაეღვიძა ეკას. ნერვიულობდა. ადვილი ხომ არ იყო პირველი სამუშაო დღე იყო და თან სად? მის ქალაქში სადაც ყველა იცნობდა თითქმის. ფორმა ჩაიცვა. ორი ყლუპი ყავა დალია და სახლიდან გავარდა. ანას რაღაც უნდოდა ეთქვა მაგრამ ვერ მოასწრო. სამსახურში არ დაუგვიანია. განყოფილების უფროსი შესასვლელში შეეეგება და კაბინეტისკენ წაიყვანა. სანდომიანი კეთილი მოხუცი ჩანდა,რომელსაც პენსიაზე გასვლის დროა დაუდგა და სამართლიანად დაუთმო თავის ადგილი სხვას. თვითონ მოითხოვა ახალგაზრდა და ყოჩაღი კადრი
-ჩემს კაბინეტს გითმობ ჩემო კარგო. დარწმუნებული ვარ რომ არ შემარცხვენ და ღირსეულად გაარძელებ ამ საქმეს.
-აუცილებლად. ყველაფერს გავაკეთებ.
-მოდი ერთი რამე შემისრულე, დღეს ბოლოჯერ დავლევ ყავას ჩემს კაბინეტში და კამპანია გამიწიე.
-დიდი სიამოვნებით... თანაშემწემ ყავა შემოიტანა და მათ წინ დადგა.
-თავიდან რომ გავიგე შენი სახელი და გვარი ძალიან მეცნო, მაგრამ საიდან ვერ გაგიხსენე. დიდხანს ვიფიქრე ამაზე და გვიან გამახსენდა
-მართლა? სამწუხროდ მე არ მახსოვხათ
-არც მიკვირს. მაშინ ისეთ მდგომარეობაში იყავით საკუთარ მეგობარს ვერ ცნობდით. იმ ღამეს ის არაკაცი მე დავაკავე, მაშინ აქ ახალი გადმოსული ვიყავი
ეკას ბუნდოვნად გაახსენდა ის დღეები.
-მადლობა ღმერთს რომ ყველაფერი კარგად დასრულდა და არ გამწირა უფალმა
-მადლობა ღმერთს. ახლა კი ერთ რამეს გეტყვი. აქ ბევრ უმსაგავსობას და საშინელებას შეხვდები. ბევრ არაკაცს და უსამართლობას გადაეყრები და სინდისი არ დაკარგო. საკუთარ თავს არ უღალატო იცოდე და საკუთარი პრინციპები დაიცავი
კაცი მამაშვილურად არიგებდა და ეკა მის მიმართ სითბოთი ივსებოდა. გულწრფელი იყო
-აუცილებლად. გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს.
-კარგი ახლა კი წავედი.-მოხუცმა თავის ნივთები აიღო. კიდევ ერთხელ მოავლო თვალი კაბინეტს გულდაწყვეტილმა, თითქოს ემშვიდობებაო და კარი გაიხურა. ეკამ უხერხულობა იგრძნო, დანაშაულის გრძნობა მოაწვა, თითქოს მისი ბრალი იყო რომ ის წავიდა. თავისი ნივთების ამოლაგებას შეუგდგა. პირველი რაც გააკეთა ის იყო რომ სამუშაო მაგიდაზე ფოტოსურათი მოათავსა. მათზე მეგობრებთან ერთად იყო აღბეჭდილი. იმ ზაფხულს სკოლა დაამთავრეს და მაშინ გადაიღეს ოთხივემ ერთად სკოლის წინ. ეს ფოტო ასახავდა ერთდროულად ბავშვობის დასასრულს და ცხოვრების სხვა ახალი ეტაპის დაწყებას. ისე იყო გართული ვერ შენიშნა როგორ შემოვიდა ოთახში მისი მდივანი.
-ავარია მოხდა ქალაქის ცენტრში უფროსო. ჯგუფი უკვე გავიდა. ადგილზეა და თქვენ გელოდებიან
-ახლავე მივდივარ.
-თქვენი მანქანა ფარეხში დგას. მდივანმა გასაღები მიაწოდა და ისიც გავარდა მითითებულ მისამართზე.
-როგორც ჩანს პირველივე დღე დატვირთული იქნება,- ჩაილაპრაკა და ეზოსი გავიდა...
***************
კიდევ რამდენიმე დღე გავიდა. ქეთი და ნანა თითქმის ყოველ საღამოს ეზოში ისხდნენ და საუბრობდნენ. მათეს დააზინებდნენ და ათას რამეზე ჭორაობდნენ. ნანა ახალ კოლექციას ქმნიდა და ხანდახან რჩევას ეკითხებოდა ქეთის. ერთ დღეს განერვიულებული დაბრუნდა.
-რა მოხდა ხომ მშვიდობაა?
-არა ჩემო კარგო, ორ დღეში ჩვენება მაქვს და მოდელები არ მყოფნის. რამდენიმე გოგომ უარი განაცხდა გამოსვლაზე. არც კი ვიცი რა ვქნა.----დამშვიდდი იქნებ დაველაპარაკოთ და დავითანხმოთ?
-თანხაზე ვერ შევთანხმდით, სხვებზე მეტს ითხოვენ და მე არ მივცემ მეტს. იმიტომ კი არა რომ არ მაქვს, უბრალოდ არ იმახურებენ, მათზე ნიჭიერებიც არიან და კარგებიც და ისინი მუხლჩაუხრელად მუშაობენ. ამათ კი ამბიციები ამოძრავებთ და არ წამოვეგები მათ ანკესს. დღეს გავანთავისუფლე.
-იქნბ არ ღირდა? იქნებ არ გეჩქარა?
-ახლა გვიანია უკვე. იცი რაა ქეთი შენ ისეთი კარგი ტანი გაქვს მგონი შეძლებ რომ დამეხმარო.
-მეე? მე ამის არაფერი გამეგება. არც ნიჭი მაქვს
-არაფერი ისეთი არ სჭირდება, რამდენიმე საათი ისწავლი ყველაფერს. გთხოვ დამთანხმდი. უარს თუ მეტყვი ჩემს ბიზნესს სერიოზული ზიანი მიადგება ამ ჩვენების ჩაშლით.- ნანა ისეთი სახით უყურებდა რომ მიხვდა გამოუვალი სიტუაცია ჰქონდა.
-კარგი.
-მადლობა ქეთი.- ნანა მოეხვია
-როდის არის ეგ ჩვენება?
-კვირას
-მგონი კვირას ჩემი მეგობარი სამსახურიდან ისვენებს და მასაც ვთხოვ იქნებ დაგვეხმაროს.
-ამას თუ იზავ შენს წინაშე დავალებული ვიქნები, თქვენს სიკეთეს ვერასოდეს გადავიხდი.
-ისეთს არაფერს არ ვაკეთებთ. კარგი მე ახლა დავურეკავ და გავარკვევ ყველაფერს....
ეკა რამდენიმე წუთი უსმენა ქეთის და წესივრად ვერ გაეგო რას სთავაზობდა ის ან რა უნა გაეკეთებინა. როგორც იქნა დაასრულა ქეთიმ და ყველაფერს მიხვდა.
-ესეგი შენ გინდა რომ პოდიუმზე გამოვიდე?
-ხო ეკა. რას იტყვი?
-გოგო შენ ნორმალურიხარ? აქაც ხომ მნახავენ და რას იტყვიან?განყოფილების უფროსი პოდიუმზე დაყიალობს და საქმეს წესივრად ვერ უძღვებაო. ისედაც ბევრს არ ვეხატები გულზე და ჩემს ადგილს უმიზნებენ
-შეეშვი იმაზე ფიქრს რას იტყვის ხალხი. გააკეთე ის რაც გინდა.
ნახევარ სათიანი ხვეწნის შემდეგ ქეთიმ ეკა დაითანხმა. შეთანხმდნენ კვირას ჩამოვიდოდა დილით ადრე.
ნანამ დილიდანვე ასწავლა ყველაფერი რაც საჭირო იყო. მათაც უცებ აითვისეს ყველაფერი.
-ძალიან ნიჭიერები ხართ. ერთ დღეში აითვისეთ ის რასაც სხვები რამდენიმე დღე ანდომებენ. მალე ჩვენება დაიწყება, წამოდით თქვენი კაბები ნახეთ.
გაოცების შეძახილი აღმოხდათ როცა გასახდელში შევიდნენ. ორივე კაბა ულამაზესი იყო. ელეგანტური და დახვეწილი.
ჩვენება დაიწყო. გოგოები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ სცენაზე. ჩვენების დახურვა ქეთის უწევდა, რადგან კულმინაცია ის საქორწინო კაბა იყო რომელიც მას ეცვა. ორივე ნერვიულობდა. ჯერ ეკას რიგი იყო. ნერვიულობდა. მაგრამ არ იმჩნევდა. მის შემდეგ რამდენიმე გოგო გამოვიდა და მერე ქეთი გამოჩნდა. დარბაზში სინათლე ჩაქარა და მხოლოდ მის ირგვლივ განათდა. წამით შებორძიკდა. თავი ხელში აიყვანა დ თამამად გადადგა პირველი ნაბიჯი....
....საკმაოდ შორს, საავადმყოფოს პალატაში ალექსი ტელევიზორს უყურებდა. გვერდით თორნიკე იჯდა.
-ნახე ეს ხომ ეკაა? წამოიყვირა უცებ. -არ გადართო.
-ჰო ნამდვილა ის არის. ეს კი ქეთია ალექს ნამდვილად ისაა. ნეტავ ახლა როგორ არიან ? რამდენი ხანია მათზე არაფერი არ გამიგია.ქეთიც თავის სახლში აღარ ცხოვრობს.
-ვერ ხედავ როგორ არიან? გადასარევად გრძნობენ თავს, გართობას არ იკლებენ.- გაბრზაებულმა თქვა ალექსმა და და ტელევიზორი გამორთო.... იქნებ სწორედ ამიტომ ვერ გაიგო ვისი კოლექციის ჩვენება იყო და სად იყვნენ ახლ გოგოები ან ვისთან იყვნენ ასეთი ნაჩქარევი გადაწყვეტილება რომ მიიღო. ასეა ცხოვრებაში. ხშირად ჩვენი დაუფიქრებელი ნაბიჯები გვიშლის ხელს ბედნიერებაში.
ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა და გვიან დასრულდა. ორივეს არაქათი ჰქონდათ გამოცლილი.მათთვის განკუთვნილი ჰონორარი ნანამ კონვერტებში ჩადო და სათითაოდ გადასცა.
-ძალიან ძალიან დიდი მადლობა გოგოებო
-ეს არ იყო საჭირო ნანა, ჩვენ ამის გამო არ გაგვიკეთბია ეს
-ნუ მეწინააღმდეგებით. უარს არ მივიღებ.ისე რომ მოინდომოთ თქვენგან დიდი მოდელები გამოვა?
-რაღა დროს ჩვენი მოდელობაა დავბერდით უკვე,- ჩაეღიმა ეკას
-სიბერემდე ჯერ ადრეა ჩემო კარგებო .ოცდაშვიდი წელი არც ისე ბევრია.
-ხო მაგრამ ჩვენ გვაქვს პროფესიები და მას მივხედავთ ნანა. ხვალიდან უნდა დავუბრუნდეთ ამ ყველაფერს.
-კარგი ქეთი. აბა გოგოებო ჩემთან წავიდეთ და ერთი გემრიელაად ვივახშმოთ.
-მე პირდაპირ ქალაქში წავალ ასე ჯობია.
-ეკა ახლა ხომ ღამეა?
-არა უშავს მეგობარო. არაფერი მომივა. დაგირეკავ რომ ჩავალ.
-ფრთხილად იყავი და აუცილებლად დამირეკე იცოდე.
კარგი გპირდები. ისინი ერთმანეთს დაემშვიდობნენ. ეკა მანქანაში ჩაჯდა და ქალაქის გრძელ და დამღლელ გზას დაადგა.......




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent