შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალობასა და ზღაპარს შორის... (14)


23-08-2016, 22:36
ავტორი Genius))
ნანახია 2 245

ქორწინება : ეს ის დღეა რომელზეც ყველა გოგო ოქნებობს...
მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ ჩვენ უფრო ლამაზ თეთრ კაბებზე ვოცნებობთ რომელშიც პრიცესებს უნდა დავემსგავსოთ და ყველა გავაოგნოთ
შემდეგ ხელის მოწერა , მხიარულება და მილოცვები
შემდეგ კი გამომშვიდობება...
მიდიხარ იმათგან ვინ გიყვარს მაგრამ არა სამუდამოდ , გიწევს შეეჩვიო ახალ ცხოვრებას და რომ გაიღვიძებ უკვე აღარ უნდა გაჰკიოდე "დედა"ს , უკვე შენ გიწევს მოირგო დედაშენის როლი და გახდე "ქალი"
*************************************
ხვალინდელ დღეს ყველა მოუთმენლად ელოდებოდა , მაგრამ განსაკუთრებით ვპანიკორობდი მე რის გამოც გეგა მთელი საღამო დამცინოდა
ვერც კი დავიძინე , ამის გამო უფრო მეტად მეშინოდა , როგორ წავიდოდი ქოწილში ჩაწითლებული თვალებით?
გოგოები ჩემთან დარჩნენ და მთელი საღამო ჩემს ნივთებს აწყობდნენ , ნინი ჩემი საქოწილო კაბით დარბოდა და სარკესთან ტრიალებდა , ქეთო კი მე მამშვიდებდა და ცდილობდა დამეძინა , მაგრამ ეს როგორ შემეძლო?
ჩემი მეჯვარი ნინი იქნებოდა , ეს ქეთოს გადაწყვეტილება იყო , საერთოდ არ ვფიქრობდი ამ საკითხე ისე მაჯახა ქეთომ და მეც დაუფიქრებლად დავთანხმდი , ნინის ეს ძალიან გაუხარდა და ქორწილიდან ერთი თვით ადრე კაბის შერჩევა დაიწყო
მე კი კაბა მხოლოდ ორი დღით ადრე შევარჩიე
ძალიან აინტერესებდა გეგას მაგრამ რატომღაც გადავწყვიტე რომ თეთრ კაბაში მხოლოდ ქორწილის დღეს მნახავდა
სულ სხვანაიარი ვიყავი , ჩემს თავს ვერ ვცნობდი , გოგოების თქმით კი მართლა "ანგელოზს" ვგავდი
მარიამი მთელი საღამო გვერდიდან არ მომშორებია და გადაწყვიტა რომ ბოლო დღეს მასთან უნდა დამეძინა , მართალია გვერდით მომიწვა მაგრამ მთელი საღამო ცრემლები არ შეშრობია , მე კი ბედნიერებისგან მევსებოდა თვალები წყლით
-დედი მე ამაყი ვარ შენს გამო! - უკვე სამი საათი იყო და მარიამს მოუნდა მისი გრძნობები გამოეხატა - მართალია ძალიან მომენატრები და შენს გარეშე გამიჭირდება , მაგრამ მეცოდინება რომ ბედნიერი ხარ , ხშირად მოგაკითხავ ამას წინასწარ გაფრთხილებ მერე არ გამომიცხადო რომ დაგღალე - გაიცინა - ჩემო პატარა მე შენ ბედნიერება დამიბრუნე - ხელები მაგრად მომხვია და ისევ ტირილი დაიწყო
მე ვერაფერს ვამბობდი , თითქმის ყველა მემშიდობებოდა მაგრამ მე მხოლოდ ცრემლები მომდიოდა და სხვა სათქმელი არაფერი მქონდა
-ვაიმე წარმომიდგენია გეგას სახე როდესაც გნახავს! - მხიარულად ჩაილაპარაკა ნინიმ , როგორც იქნა კაბა გადადო და წინ ჩამომიჯდა
გამეცინა და თავი დავხარე
-აუ ეს ნახე რა - სიცილი დაიწყო ქეთომ და თავი ამაწევინა - რატო დაიმორცხვე ? - წარბები აათამაშა
-შენი ქორწილის დღე გაიხსენე - ირონიით ჩავილაპარაკე და ქეთოს გავხედე
მას გაეცინა მე კი მის მუცელთან დავიწყე თამაში
უი ხო დამავიწყა , ის უკვე ხუთი თვის ორსულია და ყველაზე მაგრად უხდება ეს ღიპუცა!
-მე ესე არ ვყოფილვარ - თავი გააქნია ქეთომ და გამიცინა
-არა! - დავეუჯღანე
უეცრად კარი გაიღო და თვალები ყველას იქით გაგვექცა
-ვაიმე არ უნდა დააძინოთ ეს გოგო? თუ ხვალ დაეძინოს შუა ქოწილში?! - გაბრაზებულმა შემოგვხედა ლიაკომ და ჩვენს რეაქციას დაელოდა
ბებიამ როდესაც გაიგო რომ ვთხოდებოდი მაშინვე აქ წამოვიდა , თან იმის გაგებისას რომ სასიძო გეგა უნდა ყოფილიყო სიხარულისგან მეცხრე ცას ეწია , უნდა გენახათ რომ ჩამოვიდა როგორ ჩაეხუტა გეგას...
მას ის ძალიან მოსწონდა , მეტიც ჩემთვის იდეალურ კანდიდატად მიაჩნდა თურმე თავიდანვე
-ბებო არ ეძინება - ჩემს მაგივრად უპასუხა ნინიმ
-მაშინ ჩამოდით ქვემოთ და ჩაი დავლიოთ - გავიღიმა ლიაკომ და თვალებით გვანიშნა ადექითო
ჩვენც მეტი რა გვინდოდა , წამოვხტით და ქვემოთ ჩავედით
ეს უბრალოდ ბედნიერება იყო! გვერდით მყავდა ის ადამიანები რომლის გარეშეც ცხოვრება არ შემეძლო , ისინი ჩემს გამო ბედნიერები იყვნენ მე კი გული მწყდებოდა მათთან განშორების გამო , მართალია შორს არ ვიყავი მარამ ყოველდღე ნამდვილად ვერ ვნახავდი
უბრალოდ ვერც კი წარმომედგინა ვისთვის უნდა მეთქვა ყოველ წამს მშიათქო? დედა გვერდით არ მეყოლებოდა , მე და გეგას კი ცალკე უნდა გვეცხოვდა
უი ხო მისი მშობლები ძალიან კარგი ადამიანები არიან , ძალიან გაუხარდათ როდესაც გეგა მათთან მივიდა და ის კიდევ უფრო როდესაც მე მნახეს და ჩვენს ქორწილზე გაიგეს , მამამისმა გეგა ისე ჩაიკრა რომ ტირილი ვერ შევიკავე
გეგამაც კი იტირა!
ვერ გამეგო როგორ შეეძლოთ ამ ადამიანებს ერთმანეთისგან ასე შორს ყოფილიყვნენ?...
**************************************************
საუბარში შემოგვათენდა და როდესაც საათს გავხედე შიშისგან დავიკივლე
მათ შევხედე და იცინოდნენ , მე კი სასაცილოდ არ მქონია საქმე ძალიან ვნერვიულობდი
ნინიმ სალონში ადრე ჩამწერა ამიტომ ცხრა არ იყო ისე გამაქანა სახლიდან
იმდენი მატარა მეგონა მაკიაჟი და ვარცხნილობა ქორწილში შეშლილის მექნებოდა
სახლში რომ მივედით დამაჩქარეს და კაბა ჩამაცვეს , მაგრამ ქორწილი ორზე იყო დანიშნული მე კი ვერ ვხვდებოდი რა უნდოდათ
მაგრამ მაშინ გავიაზრე როდესაც ბიჭების ხმა გავიგე ოთახში და თავლებგაფართოებულმა გავხედე ნინიმ
-ჯერ მარტო სანდრო და ბექაა - სიცილით მითხრა და მათ გახედა რომ ამოსულიყვნენ
ორივე შემოვიდა და ერთ ადგილას გაქვავდნენ , მიყურებდნენ და თვალს ვერ მაშორებდნენ
-გავიქცეთ არ გინდა? მგონი შემიყვარდი - სერიოზულად მითხრა სანდრომ და ჩემსკენ წამოვიდა - გეგასი მშორს! მეც მინდა ასეთი ლამაზი ცოლი - მაგრად მომეხვია და სახე დამიკოცნა - გილოცავ ჩემო ანგელოზო!
ხელები მოვხვიე და მაგრად ჩავეხუტე , შემდეგ ბექას გავხედე და მას გაეღიმა
-ვერ წამომიდგენიხარ ცოლი იცი? შენ და სერიოზული? - ღიმილით მოვიდა ჩემთან - სულ შენთან ვიქნები გპირდები არ მოგცემ იმის უფლებას მეგორები დაივიწყო - ისიც მომეხვია - გილოცავ ! - საფეთქელთან მაკოცა
-დიდი მადლობა - მორცხვი ბავშვივით გავეცი მათ პასუხი და ორივეს გაეცინა
-წამოდი ჩავიდეთ ქვემოთ - ბექამ ხელი გადახვია და კარისკენ წამიყვანა
-მე არაფერი არ უნდა მითხრათ ? - გაბრაზებულმა გახედა ნინიმ ბიჭებს
-შენ პატარძალზე ლამაზი ხარ - ჩუმად უთხრა სანდრომ და თვალი ჩაუკრა
მას ესიამოვნა და ორივეს გაგვეცინა
ბექას ველაპარაკებოდი , წინ გავიხედე და ისევ მას გავხედე , მაგრამ ენა გადამეყლაპარა რადგან მხოლოდ მერე გავაცნობიერე რომ ჩემს წინ გეგა იდგა
ნეტა გავხედე მას და თავდახრილმა გავუღიმე
მას სახეზე ეტყობოდა რომ გაკვირვებული იყო , ნეტავ რატომ არ მელოდა ესეთს?!
შემდეგ მიხვდა რომ ძალიან გაწელა და გაეღიმა
-დღეს ყველაზე ამაყი ვივლი - მიჩურჩულა , ბექას თვალი ჩაუკრა და ხელი გამომიწოდა
-რატომ? - ირონიულად ჩავილაპარაკე და გამეცინა
-მაგრად გამოვიყურები - წარბები აათამაშა გეგამ , მე კი სახის გამომეტყველება შემეცვალა
-ხო მაგრად - თითქოს ნაწყენმა ჩავილაპარაკე
-იცი ყველაზე ბედნიერი ვარ იმიტომ რომ დღეიდან დილა შენით დაიწყება , იმიტომ რომ სულ გვერდით მეყოლები , იმიტომ რომ ესეთი მაგარ გოგოს ქვია ჩემი და ყველას შურს! - ჩაიცინა - მაბედნიერებ ბენდელიანო! - ხელები მომხვია და ჩამეხუტა
ბავშვებმა ყვირილი დაიწყეს და მე გავწითლდი , მაგრამ გეგას ეს საერთოდ არ ადარდებდა
-ვერ ითმენენ - თითქოს იყვირა გიორგიმ და როდესაც ჩემი სახე დაინახა სიცილი დაიწყო - რძალო ვგიჟდები შენზე! - კოცნები გამომიგზავნა და ნინისკენ წავიდა
-იოანე სადაა? - ვკითხე გეგას და მის პასუხს დაველოდე
-მოვა ცოტახანში აქ ან ბიუროში წავიდა - ღიმილით მიპასუხა გეგამ
-ნინუცაც მოვა - ნაღვლიანმა ვუპასუხე და თავი დავხარე
-და შენ რატომ ნერვიულობ? თხოვდები ადამიანო და კიდევ სხვაზე ღელავ? ნახევა ერთმანეთს და იოანე მისგან შორს თავს ვერ დაიჭერს , დღეს უეჭველი გაარკვევენ ყველაფერს - შუბლზე მაკოცა და ჩემებისკენ წავიდა
-ანო - თბილად გამიღიმა მაიკომ (გეგას დედამ) და ჩემსკენ წამოვიდა - რა ლამაზი ხარ
-დიდი მადლობა - გავუღიმე
-ძალიან მიხარია რომ უკვე ჩვენი ოჯახის წევრი ხარ , მხოლოდ შენ შეძელი და შვილი დამიბრუნე - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა
-ძალიან მიყვარხართ მე თქვენ ! - ძალიან მინდოდა ეს მეთქვა და მას ძალიან გაუხარდა , მოვეხვიე
-თქვენობით არ დამელაპარაკო! - ნიკაპზე წამეთამაშა და საათს გახედა - რაც უფრო მალე შევაუღლებთ ამათ მით უეკეთესი არ იქნება? წავიდეთ ეხლა! - გასძახა ყველას და ხელი ჩამკიდა
გიორგიმ შამპანიური გახსნა და სიმღერით კარისკენ წავიდა
გარეთ ლიმუზინი მელოდებოდა , მე გეგა გიორგი და ნინი ერთად მივდიოდით , სხვები უკვე აღარ გვაინტერესებდა , როდესაც გეგამ ყველა მანქანაში გვნახა , სხვებს აღარ დაელოდა და მძღოლს წასვლის ბრძანება მისცა
******************************************************
-თანახმა ხართ ცოლად გაყვეთ გეგა ჩარქსელიანს?
-დიახ!
-თანახმა ხართ ცოლად მოიყვანოთ ანანო ბენდელიანი?
-რათქმაუნდა!
*****************************************************
თითქოს რა პატარა სიტყვებია მაგრამ როგორ ცვლის შენს ცხოვრებას , ერთი დიახ და ხელის მოწერა უკვე ახალ სამყაროს გიქმნის , ეს საბუთია სადაც შენ ადასტურებ რომ ახალი ცხოვრება გინდა შემდეგ კი შეთანხმების თანახმად ამას იღებ
უკვე ცოლი გქვია და ახალი ვალებულებები გაქვს
ძველი უნდა დაივიწყო და ახლით იცხოვრო...
******************************************************
ის ეპიზოდი რომელიც უკვე გართობის სახელით არის ცნობილი გეგას გადაწყვეტილებით გაიმართა ბუნებაში
ძალიან უხდებოდა მწვანეს მაგიდებს თეთრი ფერი , იქვე სცენა და მომღერლები , ჩვენი მაგიდა სხვებისგან შედარებით განსხავევბული იყო , ვინმე მართლა იფიქრებდა რომ მეფე-დედოფალი ვიყავით და უბრალოდ წვეულება მოგვისყვეს
მთელმა საახლობლომ აქ შეიყარა თავი , უნდა გენახათ მარიამი და ლიაკო როგორ "მასპინძლები" იყვნენ , არც მაიკო ჩამორჩებოდა მათ
არ მინდოდა დაჯდომა , მერჩევნა სტუმრებთან ერთად ვყოფილიყავი ვიდრე მხოლოდ გეგასთან მელაპარაკა
-გილოცავ ჩემო პატარა - უეცრად ვიღაცამ ხელები მომხვია და ლოყაზე მაკოცა
უკან შევტრალდი და იაონეს ნახვამ ყურებამდე გამაღიმა , მოვეხვიე , მას ჩაეცინა
უეცრად კი თვალი მოვკარი იმ ადამიანს რომელსაც ასე ძალიან ველოდი
-გეგა იქითაა მიდი ნახე გელოდებოდა - იოანეს გავუღიმე და ნინუცასკენ წავედი
როდესაც დამინახა ძალიან გაუხარდა , მომეხვია და ლოყაზე მაკოცა
-გილოცავ! გილოცავ! გილოცავ! - მხიარულად ჩაილაპარაკა და გამიღიმა
-დიდიმადლობა! ძალიან გამიხარდა რომ მოხვედი - ხელი ჩავკიდე და ქეთოსკენ წავიყავნე რომ გამეცნო
-შენ არ იცი მე როგორ გამიხარდა როდესაც შენი ქორწილის ამბავი გავიგე - ქეთოს გახედა და გაუღიმა
-ეს ქეთოა - ვუთხარი ნინუცას - ეს კი ნინუცაა - ქეთოს მისი ნახვა ძალიან ესიამოვნა
ძალიან უნდა მისი გაცნობა , მისთვის ეს გოგო იდეალი იყო როგორც ამბობდა , მერე რა რომ არ იცნობდა?
-მოდი დამიჯექი ვისაუბროთ! - თვალსდახელს შუა წამართვა ქეთომ ნინუცა და მე მარტო დამტოვა
მაგრამ რისთვის მყავდა უკვე ქმარი?
იმ წამს გაჩნდა ჩემს გვერდით გეგა და საცეკვაოდ გამიყვანა
-სიცოცხლეს მირჩევნიხარ! - მიჩურჩულა და კოცნით დამასაჩუქრა
******************************************************
ბიჭებს ესაუბრებოდა იოანე , თან ხალხს ადევნებდა თვალს უეცრად მისგან შორიახლოს ნაცნობი სახე დალანდა მაგრამ ჩათვალა რომ ელანდებიდა და ისევ გიორგის გახედა , მაგრამ ხშირად აპარებდა თვალებს
რატომ არ იცვლებოდა გამოსახულება? რატომ ეჩვენებოდა? ვერ ხვდებოდა
ნუთუ ის აქ იყო? ნუთუ ამდენი წლის შემდეგ მიეცა შანსი რომ კიდევ ერთხელ ენახა მისი სიყვარული?
არა არ ჯეროდა მაგრამ თვალებით მხოლოდ მას უყურებდა , არ აშორებდა
ბოლოს მაინც ვერ მოითმინა , ბიჭებს ბოდიში მოუხადა და იქით წავიდა სადაც ის ეგულებოდა
თანდათან ახლოს მიდოდა და სუნთქვა უხშირდებოდა , გული კი მის ადგილას აღარ ჩერდებოდა
მის სკამთან შეჩერდა , მიხდა რომ ის იყო , არ იცოდა რა გაეკეთებინა
მისულიყო? თუ ყველაფერი ისე დაეტოვებინა როგორც იყო
ეშინოდა , თან არ უნდოდა ნინუცა წასულიყო აქედან
თანდათან უაკნ იხედავდა მაგრამ წინ წასვლაც უნდოდა
ბოლოს მაინც ვერ გაბედა მისვლა
უნდა შებრუნებულიყო მაგრამ მაშინ გამოიხედა ნინუცამ და მათი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა
ნინუცა ფეხზე წამოდგა მაგრამ თვითონაც არ იცოდა ეს რატომ გააკეთა , თვალები აუწყლიანდა
ხმას ვერცერთი ვერ იღებდა მაგრამ არც თვალებს აშორებდნენ ერთმანეთს
ორივეს ტკიოდა , ტკიოდა ის გრძნობები! ტკიოდა წარსული
ორივე ნანობდა , ორივეს ენატრებოდა!
-თქვენ უნდა ილაპარაკოთ! - უთხრა ქეთომ მათ და რატომღაც ორივემ უსიტყვოდ დაუჯერა
ნინუცა უმისამართოდ წავიდა , იქ სადაც ხალხი არ იყო , იაონე კი მას გაყვა
შენობაში შევიდნენ და იქვე სკამებზე ჩამოსხდნენ , უფრო სწორად იოანე იდგა და ადგილს ვერ პოულობდა , ნინუცა კი თავდახრილი იჯდა და არ იცოდა რა გაეკეთებინა
-როგორ ხარ? - როგორც იქნა ამოიღო ხმა იოანემ და ნინუცას რეაქციას დაელოდა , თან მიაშტერდა და თვალებს არ აშორებდა
-კარგად შენ? - ახედა ნინუცამ და ამ იდიოტურ საუბარზე გაეღიმა რომელიც იწყებოდა
-მეც რავიცი , მიხარია რომ მათ იქორწინეს - ღიმილით გახედა იოანემ წყვილს
-მეც ძალიან გამიხარდა - უპასუხა ნინუცამაც და ვეღარ მოისაზრა სხვა რამეც ეთქვა
-ძალიან კარგი გოგოა ანო - მაინც მათზე საუბრობდნენ მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა რამ უფრო აინტერესებდათ
-კი ძალიან - დაეთახმა ნინუა და ისევ გაჩუმდა
-შენი ნახვა გამიხარდა - და აი დაიწყო იოანემ ის საუბარი რასაც ორივე ელოდა
-მე არა - ნაღვლაიანდ უპასუხა ნინუცამ
-ალბათ არასდროს არ მაპატიებ ხო? - გვერდით მიუჯდა იოანე
-მე უკვე გაპატიე იო - შემთხვევით წამოცდა მაგრამ საერთოდ არ უნანია
-ნეტავ მაშინ გეპა... - სიტყვა აღარ დაამთავრა იოანემ - ვისწავლე რომ სიყვარული არ ქრება , კარგი მრჩეველი გამოვალ - ჩაიცინა იოანემ
-ასევე მეც - უთხრა ნინუცამ და გაეღიმა
-იცი როდესაც წახვედი მაშინ მოვკვდი? - თვალები გაუცრემლიანდა იოანეს - შენს ბეჭედს სულ თან ვატარებ - და ჯიბიდან ნინუცას ნიშნობის ბეჭედი ამოიღო , ნინუცას ამის ნახვისას ცრემლები წამოუვიდა - ნეტავ მაშინ არ შევმცდარიყავი , ნეტავ არ გამეკეთებინა , ეხლა ცოლ-ქმარი ვიქნებოდით და არა უბრალოდ... - სოტყვა ვერ დაამთავრა
-ნეტავ მეპატიებინა - ტირილი დაიწყო ნინუცამ - მინდოდა მაგრამ არ გამომდიოდა იცი იო? ყველაფერზე მეტად მინდოდა შენთან მაგრამ ვერ მოვდიოდი , მიყვარდი და შენთან არ შემეძლო ყოფნა! იცი რატომ მძულდი? იმიტომ რომ შენი დავიწყება ვერ მოვახერხე! იმიტომ რომ წელიწად ნახევარი იოანე დევდარიანით ვცხოვრობდი! - თავი დახარა ნინუცამ და ბეედი გამოართვა - როგორ მიყვარდა ეს ბეედი იცი? მაშინ რომ არ მომეცა კიდევ გნახავდი და ყველაფერს გაპატიებდი ! უბრალოდ უნდა მენახე მაგრამ ვერ მოვდიოდი! შენც წახვედი
-მე ჩემს თავს დღემდე ვერ ვპატიობ - მისკენ მიბრუნდა იოანე და ცრემლები მოწმინდა - იმას რომ გული გატკინე , იმას რომ შენი გული მე მეკუთნის მაგრამ სხვა ადამიანთან ხარ , იმას რომ შენს გოგონას იოანა ქვია , იმას რომმშიშარა ვიყავი და შენს გამო ვერ ვიბრძოლე
-მე ბედნიერი ვარ - ღიმილით უთრა ნინუცამ და იოანესაც გაეღიმა
-იცი რა დამემართა როდესაც გავიგე რომ თხოვდებოდი? გეფიცები მოკვდი! მინდოდა თავი მომეკლა , ან შენს ქორწილში მოვსულიყავი და წამომეყვანე - თავი დახარა იოანემ
-და რატომ არ გააკეთე? - მისდაუნებურად ხელი კრა ნინუცამ
-იმიტომ რომ მაშინ უფლება აღარ მქონდა! - ნაღვლიანად უპასუხა იაონემ
-გამოგყვებოდი - ღიმილით უპასუხა ნინუცამ
-რატომ გათხოვდი? - მისკენ მიბრუნდა იოანე - თუმცა პირიქით ეს კარგია , კარგია რომ მე არ შემომწირე შენი ცხოვრება! - თავი გააქნია
-იმიტომ რომ ეს ერთდადერთი გზა მეგონა შენი დავიწყების! - პირდაპირ უთხრა ნინუცამ
-და გამოგივიდა? - მის პასუხს ამ კითხვაზე იოანესთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა
ნინუცას ჩაეცინა , თვალები დახუთა და თავვი უკან გადასწია
-არა - მაინც ვერ დამალა მისი გრძნობები - მე შენ სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ შენთან ერთად ვიქნები!
-ამას არც გთხოვ ნინუცა - ნაღვლიანად უპასუხა იოანემ მაგრამ ეს უნდოდა - შენ შვილი გყავს და ამას უბრალოდ არასდროს არ გთოხვ , ბავშვი რომ არ გყავდეს გთხოვდი მაგრამ მას მშობელები სჭირდება . ისიც ვიცი თავი რომ არ დაგანებო გამომყვები მაგრამ ეს მხოლოდ შენს გამო არ მინდა - გაუღიმა - მე მეცოდინება რომ გიყვარვარ და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა - ცრემლი წამოუვიდა იოანეს და გაეცინა
-და შენ გიყვარვარ? - კითხა ნინუცამ და ფეხზე წამოდგა
-ნუთუ ვერ მიხვდი? - იოანეც მას გაყვა და წინ დაუდგა
-მითხარი! - ხმას აუწია ნინუცამ და თვალებში ჩახედა
-იმაზე მეტად ვიდრე ადრე! ყველაფერს დავთმობ შენს გამო! იცი თუ დაგჭირდა მე ყოველთვის შენთან ვიქნები , შენით ვიღვიძებ და ვიძინებ , ჩემთვის დღე არ არსებობს შენს გარეშე , შენი , ჩვენი სურათებით ვცოცხლობ! ნინუცა მიყვარხარ იმეზე მეტად ვიდრე შენ და თვითონ ღმერთს გონია! - ვეღარ მოითმინდა და მაინც ჩაეხუტა
არც ნინუცას უცდია მისი მოშორება , ეს ორივეს სჭირდებოდა
სამი წლის შემდეგ ორივემ იგრძნო შვება , მაგრამ ამ დღის შემდეგ როგორ გაძლებდნენ ერთმანეთის გარეშე არცერთმა არ იცოდა
მათ ერთმანეთი უყვარდათ და ამ სიყვარულს ვერაფერი შეცვლიდა
ისინი ყოველთვის იეჭვიანებდნენ ერთმანეთზე და ყოველთვის სიყვარულზე საუბრისას გაახსენდებოდათ ერთმანეთი და არა ის ადამიანები რომელებიც გვერდით ჰყავთ ...
ნეტავ არ გაეკეთებინა
ნეტავ ეპატიებინა
ნეტავ მეთი ქორწილი შემდგარიყო მაგრამ ვიღაცამ არ მისცა საშუალება!
მათ სიყვარულს კი ვერავინ გადაუდგება წინ!..
**********************************************************
-ერთი წუთით ვითხოვ თქვენ ყურადღებას - გეგამ ხელში მიკროფონი ჩაიგდო და მე გამომხედა - მინდა გითხრათ თუ როგორი ბედნიერი ვარ მე დღეს , საერთოდ ესე საუბარი არ მჩვევია მაგრამ დღეს მომინდა თქვენც გაგეგოთ ეს გოგონა ჩემთვის რას ნიშნავს - ხალხს ჩემსკენ ანიშნა - მე დღეს ამაყი ვარ რომ შენს გვერდით ვდგავარ , ამაყი ვარ იმიტომ რომ გიყვარვარ და ჩემი გქვია , მე შენ მიყვარხარვიიჯემდე , ჩემთვის ყველაფერი ხარ ანანო , გპირდები , ამ ხალხის წინაშე გპირდები რომ ყველთვის შენს გევრდით ვიქნები რაც არ უნდა მოხდეს , ჭირშიც ლინშიც როგორც იყვიან შენი თამამონაწილე ვიქნები , შენ არ იცი ჩემთვის რამდენს ნიშნავ კი ვერც კი წარმომიდგენია კიდევ როგორ ბედნიერებას მაჩუქებ , ხალხნო ეგ გოგო არის ჩემი ღმერთი , მე მადლობელი ვარ რომ ის შემხვდა... - ჩემსკენ წამოვიდა , მიკრაფონი მოსროლა და მაკოცა
მე მოვეხვიე და ტირილი დავიწყე
***********************************************************
6 წლის შემდეგ...
-დედი მართლა ესეთი საყვარელი იყო მამიკო? - მკითხა ჩემმა პატარა გოგონამ და მის ძამიკოს მიუჯდა გვერდით
-კი ჩემო პატარა ესეთი საყვარელი იყო მამიკო - მის კითხვაზე გამეცინა , გადავსწვდი და მის წითელ ლოყებთან დავიწყე თამაში
-დედი დღეს ჩვენც წამოვალთ რა , მინდა სანდროს ნახვა - მოწყენილმა გამომხედა თორნიკემ და თავი დახარა რომ შემცოდებოდა
-დედი სესილის მარტო დატოვებ? შენ ხო დიდი ბიჭი ხარ და დაიკოს არ უნდა მიხედო? ქეთო და სანდრო აუცილებლად მოვლენ ჩვენთან - ლოყაზე მაგრად ვაკოცე და გავუღიმე
-სესილი დაიძინებს და მე ძიძასთან ერთად რა ვაკეთო დე! - გაბრაზებული წამოდგა ფეხზე და ოთახში გაიქცა
სესილიც ჩახტა ჩემი კალთიდან და ძამიკოს გაეკიდა
მე კი ნელა წამოვდექი და მათკენ წავედი
ოთახში რომ შევედი გულმა ტირილი დაიწყო
სესილი ისე ეხუტებოდა თორნიკეს რომ მეგონა გაგუდავდა , ის კი მაინც გაბუტული იდგა და მის დას ყურადღებასაც არ აქცევდა
მათთან მივედი და თორნიკეს წინ ჩამოვუჯექი
-დედი ნახე როგორ გეხუტება სესილი , შენ ესე უნდა იყო ? - ცხვირზე წავედთამაშე და გავუცინე
-ის ყველას ეხუტება - ისევ არ ცვლიდა ტონს
-მაგრამ შენზე მეტად არავინ არ უყვარს არა სესე? - ჩემს გოგონას გავხედე რომელიც ჩემთან იჯდა
-კი - მხიარულად ჩაილაპარაკა და თორნიკეს გაუღიმა
-დედი ის შენი დაიკოა და კი არ უნდა გაებუტო არამედ ყოველთვის თბილად უნდა მოეცე და უნდა დაიცვა იცი? - მისკენ წავედი და მაგრად ჩავეხუტე
-მესმის - როდესაც ჩემი ხელები იგრძნო მოლბა და თვითონაც ჩამეხუტა
-აბა დამპირდი რომ სულ ესე იზავ! - საფეთქელთან ვაკოცე
-გპირდები! - გამიღიმა და სესილისთან მივიდა ჩასახუტებლად - მე შენ დაგიცავ! - ამაყად ჩაილაპარაკა და ჩემს სულელ გოგონას სახეზე ღიმილი გადაეფინა
ბედნიერი წამოვედქი და ოთახიდან გავედი
ეს ორი იყო მთელი ჩემი სამყარო , მხოლოდ ეს ორი მაძლიერებდა
ჩემთვის და გეგასთვის ეს იყო მთელი ცხოვრების არსი
-მოვედი - კარი შემოაღო გეგამ და ჩემსკენ წამოვიდა , მაკოცა - მომენატრე იცი?
-მამიკო! - სიტყვის თქმაც არ მაცადეს , ოთახიდან გამოიქცენენ და მას ჩაეხუტნენ
-ჩემო ანგელოზები დედიკო ხო არ გააბრაზეთ? - სიცილით კითხა გეგამ და ორივეს აკოცა
-არ გაგვიბრაზებია - გასცა პასუხი თორნიკემ და გაიცინა
-არც უნდა გააბრაზო შენ! ვინც გააბრაზეს იმას რა უნდა ვუქნათ ჩვენ? - წარბები აათამაშა გეგამ
-მოვკლათ! - ამაყად უპასუხა სესილიმ და ყველას გაეცინა , თორნიკეც იცინოდა და მის დას ეხუტებოდა
-წავიდეთ? - დაღლილი სახით გამომხედა გეგამ და ბავშვები ძიძას მიუყვანა - გვაინ დავბრუნდებით
ორივეს ვაკოცეთ , თკბილი ძილი ვუსურვეთ
-გვიყვარხართ! - მოგვაძახა სესილიმ და ორივეს გაეღიმა
-ჩვენც უზომოდ დე! - ღიმილით გავხედე ბავშვებს და კარი მივხურე
*************************************************
მანქანა დიდი სიჩქარით მიდიოდა რადგან აგვაწიოკეს ქეთიმ და ლაშამ...
უკვე სახლთან ვიყავით
უნდა მოგვეხვია როდესაც...
როდესაც მოხდა ავარია...
მანქანა დაგვეჯახა , მახსოვს როგორ ატრიალდა ჩვენი მანქანა , ძლიერი თავის დარტყმა და გეგას სახე , მახსოვს სისხლი
მახოვს ჩემი პატარები , გამახსენდა მთელი ცხოვრება
-არ მიგვატოვო გევედრები! - ეს ბოლო სიტყვებია რომელიც გავიგე
შემდეგ მგონი გული გაჩერდა , რადგან გავითიშე
მეტი არაფერი არ მახსოვს
ის ვიცოდი რომ გეგა გადარჩა! მისი განწირული ხმა გავიგე და დამთავრდა!
ალბათ ჩემი ბედი მხოლოდ ოცდაშვიდი წლისთვის იყო დაწერილი!
ან მამიკოს ძალიან მოვანატრე....

******************************
იმედია მოგწონთ... ხვალ დავდებ ბოლო თავს და დამთავრდება... მადლობა ვინც კითხულობთ



№1 სტუმარი mari

Magaria zhan <3

 


№2  offline წევრი yviteli minioni

კარგია ძალიან ♥

 


№3 სტუმარი Guest მარიამი

აუუუ რატოო გააკეთეეე.😭😭😭მარა ძალიან მაგარია😭

 


№4  offline წევრი Genius))

mari
Magaria zhan <3

yviteli minioni
კარგია ძალიან ♥

დიდიმადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent