შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისიდან დასასრულამდე


24-08-2016, 11:22
ავტორი kato wiklauri
ნანახია 1 591

თავი 16
რაც არ უნდა ხდებოდეს, რაც არ უნდა ცუდი მოხდეს ცხვრებაში მას ყოველთვის თან ახლავს სასიამოვნო სიახლეებიც. ცუდი და კარგი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს.
მიუხედავადი იმისა რომ ქეთის ცხოვრებაში სიყვარულის თემა სამუდამოდ დაიხურა.კარიერაში წარმატებებს აღწევდა. თავიდანვე გულმოდგინედ შეუდგა საავადმყოფოში მუშაობას და ერთ თვეში უკვე მოთხოვნად ექიმად იქცა. მთ ელი ამ დროის განმავლობაში ნანასთან ცხოვრობდა. მათესთვის დრო თითქმის აღარ რჩებოდა. წინ კიდევ უფრო სასიამოვნო სიუპიზი ელოდა.
-იცი მალე ჩემი მეუღლე ჩამოდის. გადავწყვიტეთ რომ ამ დღეს მათე მოვნათლოთ
-ეს ხომ ძალან კარგი ამბავია ნანა
-ხო მაგრამ უფრო გაგიხარდება როცა გეტყვი რომ მისი ნათლია შენ იყო.
-ეს ხომ დიდი პასუხისმგებლობაა. უზომოდ მიხარია. სიგიჯემდე შემიყვარდა ეს პატარა ეშმაკი. ბოლო პერიოდში ამაზე კარგი ამბავი არც მომხდარა.
-არ ვიცი რატომ მაგრამ გაცნობის დღიდან იმდენად დადებითად განვეწყვე შენს მიმართ და იმდენად შემიყვარდი რომ ჩემი პატარა დისგან ალბათ ვეღარც განგასხვავებთ მალე.
-ეჰ ნანა მას არ ვუსურვებ ისეთ უბედურ ცხოვრებას როგორიც მე მაქვს.
-მთლად ასეც არაა. მოგვარდება ყველაფერი. მოიცა ახლავე დავბრუნდები რაღაცას მოვიტან ჩემი ოჯახის წევრები მინდა გაგაცნო.
ნანა მალე დაბრუნდა და ქეთის გვერდით ჩამოჯდა
-ეს რა არის?
-საოჯახო ალბომი. ნანა ერთმნაეთის მიმართ შლიდა ალბომის ფურცლებს და მისი ოჯახის წევრებს აცნობდა. უცებ ქეთის წინ ნაცნობმა სახემ გაიელვა და შეკრთა ეგონა მეჩვენებაო მაგრამ არ ეჩვნებოდა. ის იყო. ნამდვილად ალექსი იყო. სახეზე ფერი ეცვალა
-მოიცა გაჩერდი. ამას აქ რა უნდა?ამ ბიჭს იცნობ?
-ქეთი რა დაგემართა?სახეზე ფერი არ გადევს. შეშინდა ნანა
-საიდან იცნობ?გაიმეორა მან
-ეს ჩემი პატარა ძმაა ალექსი.
-არა არა ეს ტყუილი იქნება
-შენ რა მას იცნობ?
-ხო ვიცნობ. რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ თქვა ქეთიმ და თვალები დაუსევდიანდა.-ჩვენ ერთმნეთი გვიყვარდა, ძალიან გვიყვარდა მერე დავშორდით ცოლი მოიყვანა. დღემდე ვერ დავივიწყე და ვიტანჯები
-რა პატარაა ეს სამყარო. არ არსებობს, ნუთუ შენხ ხარ ის ვისზეც ჩემი ძმა აღფრთოვანებული მელაპარაკებოდა. შენზე გიჯდებოდა
-ხო მაგრამ ცოლად სხვა მოივანა
-ეგ სისულელე ვინ გითხრა? ის არ დაქორწინებულა. არ ვიცით რატომ მაგრამ მოულოდნელად გაქრა მერე გამოჩნდა დაგვემშვიდობა და წავიდა
-სად წავიდა?
-რამდენადაც ვიცი მისი ბატალიონი ავღანეთში გააგზავნეს,არ ვიცით როდის ჩამოვა და მის შესახებ იშვიათად ვიგებთ რამეს.
-ესეგი ნათლობასი არ მოვა?
-არა არ მოვა. ხომ გითხარი აქ არ არის თქო. არა თქვენი ამბავი რომ არ გავიგო გავგჟდები, მომიყევი რააა.
ქეთიმ მოკლედ მოყვა მათი სიყვარულის ისტორია. მისი ცხოვრება. ის თუ როგორი დაძაბული ურთიეღთობა აქვს მშობლებთან და როგორ აძალებენ იძულებით გათხოვებას.
-ერთ რამეს ვერ მივხვდი შენ თუ ასე ძალიან უყვარდი ცოლი რატომ მოყვადა?ან ვინ იყო ის გოგო?ან საერთოდ იქნებ ვინმეს უნდოდა თქვენი დაშორება და იმან მოიგონა ეგ სისულელები? იცოდა შენ ისე გაბრაზდებოდი მას არ მოუსმენდი
უცებ ქეთი დაფირქდა დათო გაახსენდა მასინვე და ეჭვი გაუჩნდა. ნუთუ მართლა მან მოიგონა ყველაფერი?მას ეს შეეძლო. ის სისულეები თუ მოგონა მას რატომ ვერ მოიფიქრებდა.ამას დამტკიცება სჭირებოდა.
-იცი რაა მგონია რომ მალე ყველაფერი გაირკვევა და შენ და ჩემი ძმა ერთად იქნებით.
-ნეტავ-ჩაილაპარაკა ქეთიმ...


ნაშუადღევი იყო. გოგოებმა მაღაზიები მოიარეს და კაფეში ჩამოსხდნენ. თაკო დიდხანს სიარულს ვეღარ უძლებდა და მალე იღლებოდა. ჯერ ორსულობის მესამე თვეში იყო, მაგრამ პატარა უკვე აწვალებდა. და ჭირვეულობდა. უმიზეზოდ უნდოდა სხვადასხვა საჭმელები, უმიზეზოდ ეცვლებოდა ხასიათი. თავიდან ტოკსიკოზი ტანჯავდა, მაგრამ ახლა უკვე გადაუარა და გიორგის ცოტა შვება მიეცა. გოგოები ხშირად აკითხავდნენ და არ აძლევდნენ მოწყენის საშუალებას. დღეს კი აიტეხა რომ ტანსაცმელი აღარ მოსდიოდა და ახალი ნივთები უნდა ეყიდა. გოგოები მარაზიებსი წაჰყვნენ და უხმოდ იტანდნენ მეგობრის წუწუნს ჭირვეულობას.
-აბა რას ინებებებთ?-ჰკითხა მიმტანმა
-ყავა
-არა ყავა არა, შენთვის არ შეიძლება თაკო. მოკლედ სამი ნატურალუირ წვენი მოგვიტანე და ერთი პიცა.
მიმტანი წავიდა ანა კი თაკოს მიუბრუნდა
-შენ როგორ ვერ შეიგნე რომ ყავა და ასეთი რაღაცები არ შეიძლება?ახლა მარტო აღარ ხარ და ბავშვზე უნდა იფიქრო.
-ნუ მსაყვედურობ და ნუ მტუქსავ პატარა ბავშვივით. ეკა უთხარი რა რამე?
-მართალია ის რა ვუთხრა?თავს უნდა გაუფრთხილდე.
-ახლა ქეთი რომ აქ იყოს ის მაინც დამიცავდა.
-ის უყველაზე მეტად დაგტუქსავდა არ დაგავიწყდეს ექიმია.
-მოკლედ რაა თქვენს ხელში რო ჩავარდება ადამიანი.
-იცი ერთი სული მაქვს ამ მაიმუნს როდის ავიყვან ხელში და ჩავიხუტებ გულში. ნეტავ ბიჭია თუ გოგო?
-არ ვიცი ეკა მაგრამ მთავარია ჯანმრთელი იყოს
-დაიკო ნახე ვინ მოვიდა.ოღონდ ეხლა შენებურად არ დაიწყო.
ეკამ შემოსასვლელისკენ გაიხედა და თორნიკე დაინაა გოგოსთან ერთად იყო. ისევ ეტკინა გული. ვერ მიეჩვია ყოველთვის ასეთი რეაქცია ჰქონდა.
-ნეტა არ დაგინახოს
-თავი ასწიე და არაფერი შეიმჩნიო
-ადვილი არაა თაკო.
მისი მოლოდინი არ გამართლდა. თორნიკემ ისინი შეამჩნია და მათკენ წავიდა. მიესალმა
-როგორ ხართ გოგოებო?
-კარგად შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად. თაკო ძალიან მოგიხდა ორსულობა. აბა ბიჭია თუ გოგო?
-მადლობა თორნიკე, ჯერ არ ვიცით მაგრამ მალე გავიგებთ.
-შენ როგორ ხარ ეკა?
-გადასარევად. შენ?
-მეც.
-მიხარია
-გილოცავ ახალ სამსახურს.
-მადლობა.
-იმედია არ გამიყენებ შენს გავლენას და პორველი მე არ დამაპატიმრებ
-უმიზეზოდ არავის ვერჩი. არ ჩამორჩა ეკა.-შენგან განსხვავებით კარგად ვიცი ჩემი საქმე და უაზროდ არ ვხარჯავ ჩემს დროს.
-შენ ჩემზე ვერაფერს იტყვი
-ხოო?კარგად ვიცი რასაც აკეთებ. როგორ ერთობი. დადიხარ ბარიდან ბარში და ერთობი სხვადასხვა გოგოებთან
-მორჩი ეწვიანობას. შეუღრინა თორნიკემ
-არ ვეჭვიანობ. შემეშვი
-კარგით რაა კიდევ ჩხუბობთ?-ჩაერია თაკო მიხვდა სიტუაცია ძალიან იძაბებოდა.
-კარგი გოგოებო აბა მე წავედი კარგად.
თორნიკემ გოგოს ხელი მოჰკიდა და იქიდან წაიყვანა
-ხედავ რა გააკეთე?გააქციე
-არა უშავს ანა არაფერი მოუვა
-ხო იცი რომ ხშირად შეხვდებით და ასე არ უნდა იქცეოდე თავი უნდა იყვანო ხელში.
-კარგი კარგი გპირდებით რომ თავის გაკონტროლებას ვისწავლი


ნათლობისთვის მთელი კვირა ემზდებოდნენ. დაძაბული კვირა იყო. ქეთის ოპერაციებიც ჰქონდა საავდმყოფოში და კვირის ბოლომდე ვერ მოახერხა ბავშვისთვის საჩუქრის საყიდლად გასვლა. საყიდლებზეც გაიარა,ახალი კაბა ფეხსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები შეიძინა ნათლობისთვის. წვეულებას სახლში იხდიდნენ და მთელი ტვირთი ნანას დაააწვა მხრებზე. ოჯახის ახლობლები და რამდენიმე თანამშრომელი დაპატიჯა . მისმა მშობლებმა ჩამოსვლა ვერ მოახერხეს. გული დასწყდა. გოგოებიდან მხოლოდ ეკამ მოახერხა ჩამოსვლა და ქეთი ამითაც კმაყოფილი დარჩა, მეგობარმა არ დააღალატა.
წინა საღამოს ნანას მეუღლე ჩამოფრინდა. ქეთისთან ერთად დახვდა და მათი გაცნობა აეროპორტში მოხდა. გიგას -ასე ერქვა მას. ძალიან მოეწონა შვილის ნათლია. საღამო ვახშმით დასრულდა. მალე დაემშვიდობნენ ერთმანეთს. ხვალ გადატვირთული დღე ელოდათ წინ...
დილიდანვე ალიაქოთი იყო. ნანას მსახურები დაექირავებინა და ეზოში მაგიდებს შლიდნენ. ამინდი მშვენიერი იყო. ხეების ქვეშ რამდენიმე მაგიდა ერთმანეთის მიყოლებით იყო ჩამწკრივებლი. თითოეულს სადა თეთრი სუფრა ჰქონდათ გადაფარებული. ნაზი მინდვრის ყვვაილების თაიგული ყველა სუფრის ცენტრში იდო და მის ირგვლივ ლამაზად იყო გაწყობილი ჭურჭელი. იქვე პატარა სცენაც იყო მოწყობილი და მუსიკოსებისთვის და მოცეკვავეებისთვის.სამზარეულოში ალიაქოთი იდგა. მზადდებოდა ნაირნაირი საჭმელები.
ქეთიმ ულამაზესი წითელი კაბა აარჩია დღევანდელი დღისვის. მუხლამდე სწვდებოდა. ზურგზე ოდნავ ამოღებული და მოკრძლბული. მაღალქულსინ ფეხსაცმელზე სიარული იცოდა გაუჭირდებოდა მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.თავი მოიწესრიგა და სარკეში ჩაიხედა.
-ახლა ალექსი რომ მხდავდეს ან რომ იცოდეს აქ ვარ.
-გაიფიქრა უცებ და ფიქრებში წავიდა. მის წინ წამიერად გაირბინა ყველა იმ ბედნიერმა წუთმა რაც მასთან გაატარა.
ნანას შეხებამ გამოიყვანა ფიქრებდან.
-რა ლამაზი ხარ ქეთი.აღფრთოვანებას ვერ ვმალავ.ახლა ალექსმა რომ დაგინახოს ალბათ გაგიჟდება ბედნიერებისგან
-ალექსი დღეს არ ვახსენოთ.
-მოკლედ წამოდი შენ გელოდებიან.ეკლესიაში უნდა წახვიდეთ.
-შენ არ მოდიხარ?
-იცი წესი წესია დედა არ უნდა ესწრებოდეს ნათლობის ცერემონიალს. მე აქ დავრჩები და სტუმრებს მივიღებ.
-კარგი მათეს საკუთარი შვილივით მივხედავ. ჩემი პატარა ნათლული. ჩაეღიმა ქეთის და ოთახიდან გავიდნენ.
საოცარი სიმშვიდე დაეუფლა ეკლესიაში. უცებ მიხვდა რომ დიდი ხანი გავიდა რაც აქ არ მოსულა. დაივიწყა უფალი და ეკლესიაც. ისე იყო ყოველდღიური პრობლემებით დაკავებული. ნათლობამ მშვიდად ჩაიარა მათეს არც კი უტირია. სულ იცინოდა და თითქოს გრძნობდა რომ მასზე ახლა დიდი მადლი გადმოდიოდა....
სტუმების ნაწილი უკვე მოსულიყო. ეკაც იქ დახვდა. გაუხარდა მისი ნახვა. პტარა მას არ შორდებოდა. წვეულება დაიწყო. გიგამ პირველი სადღეგძელო წარმოთქვა და ნათლია და ნათლული დალოცა. მერე კი თამადას მიანდო სუფრის გაძღოლა. ქეთი ანათებდა იქაურობას. რამდენიმე ახალგაზრდას მათან ცეკვაცკი მოუნდა და მისი მოხიბვლა სცადეს მაგარამ მან ზრდილობიანად ჩამოიშორა ისინი. დრო იხელთა მათეს მოშივდა და ეკასთან ერთად სამზარეულოში გავარდა.
-იცი რა მოხდა?-დაიწყო მან
-რა?
-ალექსი ნანას ძმაა.
-რაა?შენ საიდან გაიგე?არ არსებობს გაოგნდა ეკა.
-ხოა სე მეგობარო. იმ დღეს ფოტოებს ვათვალიერებდით და იქ ვნახე მისი სურათი. თვითონ მითხრა მერე და ისიც მითხრა ცოლი კი არ მოიყვანა ავღანეთშია წასულიო.
--აი ხომ გითხარი რაღაც გაუგებრობა იქნება თქო. შენ კი არ დაუჯერე.
-ახლა უკვე ვიცი რომ ვიღაცამ მოიგონა ეს ყველაფერი...
ვიდრე გოგოები ამ საუბრაში იყვნენ სტუმრებს კიდევ ორი სტუმარი შეუერთდა. გოგო და ბიჭი. მათემ საჭმელი მიირთვა დ ისინი უკან დაბრუნდნენ.
-გოგოებო მოდით ჩემს დას და ბიძაშვილს გაგაცნობთ. მიუახლოვდა მათ ნანა მაგრამ მათ სახებს რომ შეხედა მიხვდა ორივე ერთმანეთს იცნობდნენ. განსაკუთრებით თორნიკე იყო გაკვირვებული. ეკა ისე დაიბნა მის დანახვაზე რომ წაბორძიკდა და თორნიკე რომ არ შეეეშველებინა ხელი დაეცემოდა.
-არ მჯერა რომ შენ ხარ მათეს ნათლია და აქ შეგხვდით.
-ხო პატარა ყოფილა ეს ქვეყანა
-ძალიან, ალექსმა რომ გაიგოს..
-მას არაფერი უთხრა გთხოვ რააა.
-კარგი როგორც შენ იტყვი...
მთელ ამ საუბრას ჩუმად ისმენდა ეკა.მერე კი ბოდიშის მოხდით იქაურობა დატოვა და აუზთან გადაინაცვლა
-რა მოუვიდა?
-არ ვიცი ნანა წავალ ვკითხავ.
-მოიცა ქეთი მე ვიცი და მე დაველაპარაკები.
ბიჭი უკან გაეკიდა.
-ეკა დაუძახა მან. გოგომ ცრემლები მოიწმინდა და მოტრიალდა.
-რა დაგემართა?
-არაფერი.სტუმრებთან რატომ არ ხარ?
-შენთან მინდოდა და იმიტომ. ძალიან გალამაზებულხარ.
-არაა სჭწირო ასეთი რაღაცეები.შენ იმ გოგოებს მიხედე ყოველდე რომ ერთობი.
-ეგ რა შუაშია ახლა?მინდა უბრალოდ ვილაპარაკოთ.
-შუაში კი არა თავშია. წადი თავი დამანებე მარტო ყოფნა მინდა.
-არ წავალ თორნიკე ნელ-ნლა უახოლოვდებოდა. ის კი უკან უკან იხევდა, უცებ თვითონაც ვერ მიხვდა როგორ აუსრიალა ფეხი და როგორ გადავარდა აუზში. შეეშინდა ცურვა არ იცოდა და ააფრთხლა ხელ-ფეხი.
-მიშველე იყვირა მან
თორნიკე წყალში გადაეშვა. რამდენიმე წამში მასთან გაჩნდა და შეშინებული ეკა აუზიდან ამოიყვანა.
-როგორ შემაშინე -უთხრა უცებ და აკოცა.
-იდიოტი ხარ.-ხელი ჰკრა ეკამ და სახლისკენ გაიქცა.
-რა მოხდა?განა შენც ეს არ გინდა?-მიაძახა გაბრაზებულმა
-მექალთანე,- იყო იქიდან პასუხი და მისკენ ჭიქა გამოფრინდა რომელიც მოხერხებულად აიცილა მაგრამ ახლა მას აუსრიალდა ფეხი და ხელახლა ამოყო აუზში თავი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent