"მაგრამ" (სრლად)
სახლის კარი შეაღო და კიდევ ერთხელ დაეჯახა მარტოობის სურნელი. უკვე მერამდენე თვეა სულ ასე ხდება,მაგრამ ცდილობს შეეგუოს. ყელზე მოხვეული შარფი გვერდით მიაგდო და დივანზე გაწვა. რამდენჯერ უფიქრია თავს მოვიკლავო,მაგრამ იცის დიდი ცოდვაა.არის რაღაც დიდი და შემაძრწუნებელი თვითმკვლელობაშიც,მაგრამ მაინც ვერ ბედავს. არადა როგორ ძალიან უნდა ისევ ლიზასთან ერთად იყო,სურვილი ყელში უჭერს და სუნთქვასაც ავიწყებს. კარზე ზარმა იმ ფიქრებს მოსწყვიტა რომელიც ლიზას ეკუთვნოდა.დედა იყო. -ლაზარე,როდემდე აპირებ ასე ყოფნას? - შვილის დალურჯებულ თვალებზე ქალს ლამის გული წაუვიდა. -ასე როგორ? -მოსიარულე მკვდარს დაემსგავსე შვილო,ვერ ხვდები რომ შენ თავსაც წირავ? - ქალს ცრემლები ეძალებოდნენ. -დედა,აქ თუ იმის სათქმელად მოხვედი რასაც ყოველ მოსვლაზე მიმეორებ,მაშინ გთხოვ წადი - კარისკენ აიქნია ხელი და ისევ დივანს დაუბრუნდა. -შენი გლოვით ლიზა გაცოცხლდება? ახლა ასე რომ დაენახე განა ეყვარებოდი? - იცოდა ატკენდა,მაგრამ ხვდებოდა როგორ ეცლებოდა შვილი ხელიდან დროდადრო. -ლიზა არ გაცოცხლდება! - ფეხზე წამოვარდა,ძარღვები დაეჭიმა,გაცეცხლებულ ხარს დაემსგავსა კორიდაზე წითელ ფერს რომ უფრიალებენ - ეგაა პრობლემა! არ გაცოცხლდება .. ვეღარ დავინახავ,ვეღარ შევეხები .. შენ ვერ გაიგებ მე რას ვგრძნობ .. ვერ გაიგებ დედა,ვერა! - სავარძელში ჩაენარცხა.მუხლებს დაეყრდნო და დამშვიდებას შეეცადა. -მე წავალ,თუ მოგენატრებით სახლის მისამართი იცი - თვალცრემლიანმა ქალმა კარი გაიხურა და სასწრაფოდ ლიფტში შევიდა. ### ხუთი თვე გავიდა მას შემდეგ რაც ლიზა დაკარგა. ლიზა. ყველაზე სათუთი,ნაზი,ცქრიალა გოგო! ლიზა,გოგო,რომელიც სიცოცხლესაც ერჩივნა. ლიზას გარეშე გატარებული დღე? - არ იყო დღე. ყველაფერი ერთმა ველოსიპედიდან ვარდნამ და შემდგომ ფეხის ტკივილმა გამოიწვია. გამოკვლევის ანალიზებმა სიმსივნე აჩვენა,ბოლო სტადია. წამლები,გადასხმები,ქიმიები .. ნელ-ნელა ხედავდა როგორ კარგავდა ოცნების გოგოს და ეგონა ქვეყანა თავზე ენგრეოდა. ნელ-ნელა მალე გავიდა .. ყველაფერი შავმა დაფარა. ლიზა წავიდა,ანგელოზებმა წაიყვანეს თავისთან. ლიზა წავიდა და ლაზარეც თან მიჰყვა სულიერად,ხორცილად ისევ დედამიწაზე დააბოტებდა.. ლიზას წასვლით ცხოვრების ხალისი დაკრგა. ყველა გოგოსში მას ეძებდა,მაგრამ სულ ტყუილად. ის იყო ერთადერთი და ალბათ განუმეორებელიც..! ### მისთვის ნაცნობ ბინას მიადგა და კარზე ზარი რამოდენიმეჯერ დარეკა.რამდენი ხანია აქ არ ყოფილა,საუკეთესო მეგობართან.კარი გოგონამ გააღო,ლაზარეს დანახვამ აშკარად იმოქმედა მასზე. -მეჩვენები? - ხელები სახეზე მოუსვა - მართლა შენ ხარ? - ოდნავ ჩაეღიმა და კართან ატუზულ ბიჭს ყელზე ჩამოეკონწიალა - როგორ მომენატრე! -რძალო .. ჩემო რძალუკა - მოკლე თმებზე თითები გადაატარა და შუბლზე თბილად აკოცა. სახლში შევიდნენ. -დიანა ვინ იყო? - სამზარეულოდან ნახევრად გამოვიდა შავგრემანი ბიჭი,ლაზარეს დანახვამ მასზეც არანაკლებ იმოქმედა - რაიყო,იცოდი ძმაკაცი რომ მენატრებოდა და ცვილის ფიგურა მომიტანე? - ხელში მოქცეული ჭიქა მაგიდაზე გადადო და შეეცადა წყენა დაემალა. -მეც მენატრებოდი,ათუკ! -ხოხ,მაგიტომ იყო ჩემი ნომერი შენი ზარებით აფეთქებული - თვალი ჩაუკრა და წინ დაუდგა - მიუხედავად იმისა რომ გაბრაზებას ჯერ კიდევ არ გადაუვლია,მაინც არ გაგაგდებ! - გაუღიმა და მართლა მონატრებულ ძმაკაცს მოეხვია. დიდხანს ილაპარაკეს.ახალზე,ძველზე .. ლიზას არავინ შეხებია. დიანას და ათუკას რომ ხედავდა ერთად მისი ლიზა ახსენდებოდა. მისი ლიზა. საბოლოოდ მეგობრები დაზავდნენ და შეთახმდნენ რომ სხვებსაც ნახავდნენ. ### საფლავის ქვიდან ბედნიერი გოგონა იმზირებოდა.იღიმოდა უსასრულოდ,ლამაზი თვალები კი შავი ფერის გამო მის ხიბლს კარგავდნენ,მაგრამ ღიმილი .. ქვებზე მჯდომი ლაზარე იხსენებდა ლიზას და გული კიდევ ერთხელ ეწურებოდა.კიდევ ერთხელ კარგავდა ცხოვრების ხალისს. ლიზა,მისი ლიზა ენატრებოდა. მკითხველო,ჩვენ ვერც ერთი ვერ გავუგებთ მას,გარდა მისნაირებისა. რა ძნელია როცა გიყვარს,გინდა მოეფერო,ჩაეხუტო,მაგრამ ამხელა ბარიერს ვერ ანგრევ. ცასა და დედამიწას შორის საძღვარი არავის გაუნგრევია და ვერც ვერასდროს ვერავინ გააქრობს მას. ლიზა მის გულს დიდ დაღად ესვა,რა უსამართლოა ზოგჯერ ცხოვრებაც,არა?! -უკაცრავად,ვინ ბრძანდებით? - გოგონას ნაზმა ხმამ ფიქრების სამყაროდან დააბრუნა. -ბატონო? - გაუკვირდა.პირველად ხედავდა,ლიზას ნათესავი აშკარად არ უნდა ყოფილიყო. -ვინ ბრძანდებით? პირველად გხედავთ აქ. -მე გხედავთ პირველად აქ - გაბრაზდა,სულ იქ იყო და ვიღაც ეუბნებოდა პირველად გხედავოო. -აჰა,შეილება ვერ დავემთხვიეთ ერთმანეთს - გაუღიმა და ერთი ვარდი ლიზას საფლავთან დადო - ყველა ახალგაზრდა გოგოს საფლავზე ვარდს ვტოვებ - ნაღვლიანად გახედა ლიზას გამოსახულებას - ძალიან ლამაზია,თქვენი დაა? - პასუხი უნდა გაეცა ლაზარეს,ვიღაცამ რომ დაუძახა გოგონას და ისიც სწრაფად გავარდა. ვინ იყო? როგორი უცნაური იყო .. და თან,როგორ გავდა ლიზას .. ღიმილი,საუბარი ,, თვალები სულ სხვა ჰქონდა .. შავი და ჩამთრევი. .. ის დღე იყო და უცნობი გოგონა ლაზარეს გონებას საბედისწეროდ გადაეკიდა. ### -ათუკ,სად ხარ? - უცნაურად ბედნიერი იყო,რატომღაც. -დიანა მიმყავს უნივერსიტეტში,შენ? -მე ლიზას საფლავზე ავდივარ,დაგირეკავ და დემეტრესთან გამყევი - სწრაფად დასევდიანდა,იყო დრო მასაც დაჰყავდა ლიზა მასწავლებლებთან. -კაი,შეგეხმიანები. .. სამეულის მესამე წევრი ორს გაოცებული უყურებდა. -მეჩვენება ეს დედანატირები თუ მართლა ლაზარეა? - ათუკას მიუბრუნდა. -მართლა ლაზარეა - ჩაიცინა და მხარზე მიარტყა ხელი - არ გვიშვებ? -მოდით - ჯერ კიდევ დაბნეული იყომეგობრის გამოჩენით. -რამ წამოგიარა? - ლუდის ბოთლები მინის მაგიდაზე დააწყო. -არვიცი -მაგარი პასუხია - გაეცინა - შავებს არ იხდი? -არა! -ნინე ორსულადა! - სიტვაციის განმუხტვას ათუკა შეეცადა. -შე არასწორო,რას მეჭორავებოდი .. ეგ არ უნდა გეთქვა? -არ მაცადა და ჰე ახლა - გაეცინათ. თითქოს ის ძველი დრო იყო, სამივე ბედნიერების სხივებს რომ ისროდნენ. ### უყურებდა ქალაქში მიმავალ გოგონებს და გული ზიზღით ევსებოდა. არა მკითხველო. არც ერთი მათგანი არ იყო გულასარავეი,მაგრამ არც ერთი არ იყო ლიზა. ეს იყო პრობლემა. ლიზას შემდეგ ვერც ერთ გოგოს ვერ უყურებდა. რამდენჯერ სცადეს ათუკამ და დემეტრემ,სულ ტყუილად. ლაზარე დაუბრუნდა ძველ ცხოვრებას.ლიზას გარეშე. ### გაზაფხულის პირველ თვეს დემეტრეს დაჟინებული მოთხოვნით სამეგობრო სოფელში წავიდა. დემეტრე,ათუკა,ლაზარე,დიანა,ნინე,დათა,სანდრო,ეკატერინე. ერთად ისეთი კარგები იყვნენ,მაგრამ ლაზარეს აკლდა. ამდენი დრო გავიდა მაინც და .. .. -ვის ველოდებით? -ლაზარე რა სულმოუთქმელი ხარ,ჩემი ბიძაშვილია მოვა და წავიდეთ - ეკატერინემ მანქანის კარი გამოაღო და შიგ ჩახტა. .. ლაზარე ლოდინს ვერ იტანდა,ამიტომ ადგა და დემეტრესთან ერთად წავიდა,სახლს დავალაგებთოო,.ეკატერინეს ბიძაშვილს ბევრი არარ დაუგვიანია,ისინიც მალევე მიყვნენ უკან. ეზოში შესულ მისთვის ნაცნობ-უცნობს გოგოს ნასიამოვნები მზერა მიაპყრო,გაუხარდა .. რატომ? მკითხველო,ეგ მე კი არა,თვითონაც არ იცის. -შენ? - გოგომ ეგრევე შეიცხადა და ლაზარეს გაუღიმა. -ჰო,მე - ბიჭმაც გაუღიმა. რაააააააააა ქნააა? მთელი დღეა წარბი არ გაუხსნია და ახლა რა ეტაკა? -თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს? -კატიუშა,ეს ის ბიჭია რომ გითხარი სასაფლაოზე ვნახეთქო - სასაფლაოს ხსენებაზე ყველას ფიქრები ლიზასთან წავიდა,ყველა მოიღუშა,ლაზარე განსაკუთრებით.განცალკევდა,ეზოს ჰამაკს მიაშურა და მთელი დღე აღარც დაბრუნებულა სახლში. -ვიფიქრე მოგშივდებოდა - სინით წინ დაუდაგა გოგონა და გაუღიმა. -ნუ იღიმი .. არ გაქვს უფლება ასე ძალიან ჰგავდე მას! - დაუყვირა და სახლში გამწარებული შევარდა.ოთახში რაც კ შეიძლებოდა ყველაფერი დალეწა.ძისვ გააკავა ათუკამ. -ლაზარე!დამშვიდდი! -ვერ ვმშვიდდები,ვერა!შენ არ გესმის აქ რა ხდება - გულზე ხელი მიიდო - ლიზა მინდა,გესმის? -მესმის,მესმის,მაგრამ ევას რას ერჩი? მან რა დააშავა? - გაოცებული იყო ჯერ კიდევ ათუკაც. -ძალიან გავს! - მუხლებზე დაყრდნობილმა ამოილაპარაკა და ძმაკაცს გახედა - ძალიან. -კარგი რა! ბავშვი გადაირია .. ბოდიში მოუხადე! მესმის შენი,მაგრამ ის დამნაშავე არაა! -ხო ვიცი .. მოვუხდი ბოდიშს. .. ორი დღე ოთახიდან არ გამოსულა. ფიქრობდა ლიზაზე. ცხოვრებაზე. ევაზეც კი. ### -ევა მინდა ბოდიში მოგიხადო - ოთახში მარტონი იყვნენ,ბავშვები ზოში დარბოდნენ - უბრალოდ შენ ძალიან .. -ძალიან ვგავარ მას - მისი სათქმელი ევამ დაასრულა და დივანზე ჩამოჯდა - მაგრამ ვერ ვხვდები,მე რას მერჩი? ჩემი ბრალია რომ ვგავარ? ჩემი ბრალია რომ დღეს შენთან არარ არის? - აცრემლიანებული თვალებით უყურებდა. -ევა,რადგან ბოდიში მოგიხადე ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერი უნდა ილაპარაკო - გაცხაარებული წამოვარდა ფეხზე,კარებში უნდაგასულიყო რომ მობრუნდა. -გიკრძალავ ლიზას ხსენებას! ერთი სიტყვაც კი არ თქვა მასზე! -ჯანდაბას წაუღიხარ ფარჯიანო! ## სამი დღე ისე გავიდა გამარჯობაც არ უთქვამთ ერთამნეთისთVის. გვიანი ღამე იყო,ვარსკვლავები ალაგ-ალაგ ანათებდა ცას. -ევა ვწვებით ჩვენც და მალე დაწექი შენც,არ გაათიო - დაუბარა სანდრომ და დათასთან ერთად კოლიდორში გაუჩინარდა.მიუხედავად იმისა რომ მარტი იყო და ცოტა მზის სხივებიც ათბობდა დედამიწას,სოფელში მაინც ციოდა.პატარა ბუხარი დაანთო და პლედიანად სარწეველა სკამში ჩაწვა. ლაზარე მას შემდეგ არ ამოსდიოდა გონებიდან რაც სასაფლაოზე ნახა .. ლიზაზე რომ გაიგო მისი თავი გაკიცხა,მაგრამ ლაზარეს საქციელმა ლამის ჭკუიდან გადაიყვანა.უნდოდა როგორმე დახმარებოდა და იმან დაუწყო ღრიალი. -ჩაი თუ ყავა? - შეშის ტკაცუნს ლაზარეს ხმა შეერთო. -შენი გაკეთებული არც ერთი - ესიამოვნა ყურადღება,მაგრამ ბრაზს რა უყოს?! -ნუ იბუტები,მინდა დანაშაული გამოვისყიდო. -ჩაი .. - ჩაიჩურჩულა და ისევ აალებულ ბუხარს დაუწყო დაკვირვება. ათ წუთში ლაზარეც იგივე პოზაში უჯდა გვერდით,ხელში დიდი ჩაის ჭიქებით. -რამდენი წლის ხარ ევა? -20,შენ? -24. -უიი,რამხელა ყოფილხარ - ჩაიცინა და ჩაი მოსვა. -ჰო .. სწავლობ? -კი,ფსიქოლოგიქზე,შენ? -ბიზნესის ბოლო კურს ვხურავ .. სიჩუმე .. ხმაურიანი სიჩუმე. -სიყვარულის გჯერა? -რაა? -ხო აი თუ გჯერა .. რაც ლიზა დაკარგე .. ისევ გჯერა სიყვარულის? -არა! ლიზას დაკარგვის პირველი წამიდან დავივიწყე რომ ამ ქვეყნად სიყვარული არსებობს - მტკიცედ ჩაილაპარაკა და ევას დაუწყო დაკვირვება - შენ? -მე? .. კი,რატომაც არა! -იმედები გაგიცრუვდება,არ დაიჯერო რომ შეიძლება სულ ბედნიერი იყო .. ამ ქვეყანაზე არაფერია სრულყოფილი,უბედურების გარდა. -მე მაინც მჯერა! -გეტკინება .. პირადი გამოცდილება მალაპარაკებს,დამიჯერე - თმაზე გადაუსვა ხელი. დაურაა,ერთსაც და მეორესაც. განა იყო რაიმე? არც არაფერი,მაგრამ ქიმიაააა,ქიმიააა მკითხველო. .. მთელი ღამე საუბარში გალიეს. მოდი ვაღიაროთ! ორივე უდიდეს კომფორტს გრძნობდნენ ერთმანეთთან,აბა ისე ერთი წამითაც არ გაჩერდებოდნენ. იყო რაღაც,რაღაც ისეთი რისიც ორივეს ეშინოდა,ლაზარეს განსაკუთრებით. ... -თქვენ რა გაათენეთ? - დილით დათას შეცხადებამ გამოაფხიზლა ორივე. -აუ დათა .. - ამოიწუწუნა ევამ და ფეხზე წამოდგა - დილით ადამიანის ეგრე გაღვიძება შეილება? -ვიძინებ მე და არ შემაწუხოთ - მეტისმეტად დასერიოსულებული ეჩვენა ლაზარე.კოლიდორში დაეწია,მაჯაში ჩაავლო ხელი და მისკენ მიაბრუნა. -ლაზარე,მოხდა რამე? -არა,არაფერი - ხელი მოიშორა,ნაგრძნობი სიამოვნება დააიგნორა და ოთახში შევიდა. .. -ევა და რამე? - ბიჭები ეზოში ჯოკერს თამაშობდნენ,სანდრომ იკითხა. -რა? -ევა მოგწონსთქო? -ეგეთი სისულელე მეორეჯერ არ თქვა - ხელი მაგიდაზე დაარტყა. -რატო ტო? -იმიტომ! რაზე მალაპარაკებთ საერთოდ! -შენი საქმისა შენ იცი. ეგ იყო და თემა დაიხურა. ... თითქოს ხომ არაფერი მაგრამ სოფელში გატარებული ორი კვირა იყო ძალიან კარგი. ლიზა დაავიწყდათქო ვერ გეტყვით,მაგრამ ვერც იმას დაგიმტკიცებთ რომ ადრინდელივით ყოველ წამს მასზე ფიქრობდა. ეს აშინებდა ლაზარესაც. არ უნდოდა ლიზა გამქრალიყო,არ უნდოდა! სანაძლეოს დაგიდებთ მკითხველო,რომ არა ევა ის ორი კვირაც ჩვეულებრივი იქნებოდა როგორც სხვა დანარჩენი. .. იაშვილის კლინიკაში სამი ერთმანეთზე აკრული სილუეტი გამოჩნდა.გააკანკალა. -დათა - ხმა ჩახლეჩვოდა,ზამბარასავით ჰქონდა სხეული დაჭიმული - როგორა? -არ ვიცით,ექიმი ჯერ არ გამოსულა - სანდროზე მიყრდნობილმა დათამ ძლივს ააწყო ერთი წინადადება. ესეთები იყვნენ. გულის ბოლო კუნჭულამდე იყვარებდნენ ყველას,ისევე სტკიოდათ როგორც მათ. ახლა ყველა ერთად ევას განიცდიდა. მეორე სართულის აივნიდან გადმოვარდა. -იმათ დაურეკეთ? -ნინეს ვერ ვეტყვით ინერვიულებს,დიანა და ათუკა გზაში არიან - რობოტივით ლაპარაკობდა სანდრო და დათას მხარზე უჭერდა ხელს. მთელი ხუთი საათი ექიმი მოტეხილი ფეხის,დაფშვნილი ხელის და ამოვარდნილი ბეჭის გამთელებას ცდილობდა. გამოუვიდა კიდეც. ექიმი საოპერაციოდან ოფლში გაღვითქული გამოვიდა.პირბადე მოიხსნა და იქვე ჩამოჯდა.ბავშვებიც წამში მასთან გაჩდნენ. -როგორ ჩაიარა? -კარგადა ყველაფერი? -ხომ იცოცხლებს? -ლაზარე რომელია? - დაღლილი ხმით იკითხა ექიმმა და ბავშვებს დააკვირდა. -მე ვარ. -ბოლო წუთამდე იმეორებდა ლაზარეს ვჭირდები,მას უნდა დავეხმაროო.სანამ ნარკოზმა არ გათიშა,მანამდე იმეორებდა. ყველა გაშეშდა,ლაზარეც მათ შორის.გულში რაღაცნაირად გაჰკრა. -ახლა როგორაა? -ძალიან ძლიერი გოგოა! ერთი თვე სავადმყოფოდან არ გამოსულან. ### დემეტრესთან იყვნენ,ყველა.პატარა იოანეს დაბადებას აღნიშნავდნენ.ყველა კარგად იყო,ევა დადიოდა მხოლოდ ყავარჯნით.სვავდნენ,იცინოდნენ წამით ყველაფერს ივიწყებდნენ. -მოდი - ფეხზე წამოხტა დათა - ამ ჭიქით სიყვარულს გაუმარჯოს! მაგაზე მაგარი გრძნობის დედაც რა. ცალმხრივს თუ ორმხრივს,გამხელილს თუ გაუმხელელს,ყველანაირს გაუმარჯოს! - არაყი გადაკრა და უხერხულად აწურულ ევას გაუღიმა - გაგვიღიმე ევაჩკა,გაგვიღიმე - დათას ყველაზე კარგად შეეძლო უთქმელად გაეგო ყველასი. -მეც ვიტყვი - ევამ ჭიქისკენ გასწია ხელი,ლაზარემ სწრაფად მიაწოდა - ისეთ სიყვარულს გაუმარჯოს,ცალმხრივი რომაა,თან რომ არ აღიარებ,ცხოვრებას რომ გირჩევნია,მაგრამ ვერ ხვდები რატომ .. აი ის კი ვერ გიმჩნევს - ოდნავ მოსვა მწველი სითხე და ყველას გადახედა - ხო და კიდევ,მე რომ პაწაწუნა ნათლული მეყოლება და ის მეყვარება უსაზღვროდ იმ სიყვარულსაც გაუმარჯოს!. ყველა რაღაცნაირად მოიღუშა. -ევა,სანდრო და ლაზარე იქნებიან იოს ნათლიები - კმაყოფილმა წამოიყვირა ნინემ და დემეტრეს მიეყრდნო. გაფართოებული ტვალებით უყურებდნენ ერთმანეთს,ეს რა გაგვიკეთა ნინემო. -არა მე გოგოს მოგინათლავთ - ბოხი ხმით ჩაილაპარაკა ლაზარემ და ტელეფონი გაანათა.ეკრანიდან ლიზა უღიმოდა,თბილი თვალებით.მწარედ ჩაეღიმა,როგორ უნდა ახლა იქ ყავდეს.ყველანაირი გაურკვევლობა მისგანშორს იქნებოდა,ახლა კი ისე არეული დადის. ევას ხელი რომ იგრძნო მის ხელზე სწრაფად გახედა,ხომ არაფერი უნდაო.ოდნავ გაუღიმა,ევას ხელს მისი ხელი დაადო დამთელი საღამო აღარც გაუშვია.უდიდესი ენერგია და სითბო მოდიოდა მისი თითების შეხებითაც კი. ## -გიყვარს? - საწოლზე იყო მიწოლილი,იოს ეთამაშებოდა. -ნინე რა გინდა? -კითხავზე პასუხი! -ხო! გაგიჭირდება,გეტკინება ევა - ეკატერინე მიუწვა გვერდით. -ვიცი,მაგრამ რა ვქნა? დავიტანჯები ეგეც ვიცი,გული მეტკინება,ვერ მოვაბრუნებ ჩემსკენ ეგეც ვიცი .. -ლაზარეს არ უნდა ლიზა დაივიწყოს - დიანა შევიდა ოტახში,ცივი ყავის ჭიქებით ხელში. -არც მიფიქრია! არც კი ვცდილობ რომ ლიზა გავაუფერულო! ვერ ვეკარები,ხომ ხედავთ არა? ყველანაირად თავს ვიკავებ,ასე შორიდან მიყვარს და მეყვარება. .. -ლაზარე ბევრი კითხვის ნიშნები ჩნდება - სანდრომ გაურიმა და დივანზე მის გვერდით ჩამოჯდა. -ვიცი -მერე? გაქ პასუხები? -არა .. არ ვიცი,ავირიე საოცრად.ამდენი ხანი თუ ლიზა არ ამომდიოდა გონებიდან ახლა ევას ვერ ვიშორებ,სასაფლაოზე თუ დავინაზე რომ ვარდებს ალაგებს,მავიწყდება სად ვარ და რატომ,მაშინვე მისი ნახვა და სურნელის შეგრძნება მინდება .. არაა ეს ნორმალური,არ მინდ ალიზა გავაქრო,არ მინდა დავკარგო! -ევამ დაგიმტკიცა რომ მას საერთოდ არ გავს .. -სულ სხვანაირია .. მხოლოდ ღიმილით ჰგავს მას,მაგრამ .. -სანამ ამ მაგრამს ვერ მოიშორებ არც კი გაბედო და ევას არ შეეხო - მკაცრი იყო ათუკა. -არა,არანაირად. ## ისევ სოფელი,ისევ ბუხარი,თბილი პლედი,ჩაის დიდი ჭიქა და გვერდით ლაზარე. ისევ საუბრები. ისევ ევას ნატკენი გული და ლაზარეს მაგრამ. .. ეკატერინეს დიდი სახლი ჰქონდა,დიდი ეზოთი.დაბადების დღის აღნიშვნაც სახლში გადაწყვიტა,მთელი ეზო თავისი ხელით მოაწყო და გააფორმა.ბევრნი იყვნენ,მეგობრები,ნათესავები,ჯგუფელები .. ცოტა რომ შეთვრნენ ეზოში ვალსის წყნარი ნოტები გაისმა.ყველამ თავის რჩეულს დაავლო ხელი და საცეკვაოდ გათავისუფლებულ მინდორს მიაშურა.ირხეოდნენ ნელა,ნაზად და გრძნობდნენ ერთმანეთს .. -შენ რატომ არ ცეკვავ? - გვერდით მიუჯდა ევას და გაშლილ თმაზე თითები შეუმჩნევლად ჩამოუსვა. -არავისთვის სასურველი არ გავმხდარვარ ასე რომ .. -მეცეკვები? - ფეხზე წამოდგა ლაზარე და ხელი გრაციოზულად გაუწოდა. -მთვრალი ხარ ლაზარე! -არა,ცდები! დალეული ვარ! -მომაკვდინებლად გაუღიმა და უპასუხოდ წაიყვანა საცეკვაოდ. ორი ერთმანეთზე აკრული სხეული ნაზად მოძრაობდა ვალსის ჰანგებზე.ლაზარეს ხელი წელზე,ევას ხელი ბეჭებზე და უდიდესი სიამოვნება ერთმანეთის სურნელირომ იწვევდა .. გული არც ერთს არ ეტეოდა საგულეში. პულსაცია ნულიდან ასამდე ვარდებოდა და ასე შეუწყვეტლივ. ყელზე მოლამუნებული საყვარელი ადამიანის სუნთქვა ხომ გაფრენს დედამიწიდან და სხვა პლანეტაზე გადაყავხარ. საფეთქელთან ნაგრძნობი ცხელი ტუჩები,თმებში აბურდული მისი გრძელი თითები .. ესა ბედნიერებისგან სიკვდილისთვის საჭირო.მთავარია იგრძნო რომ ის შენთანა,შენთვისა. როგორ მინდა ძალა მქონდეს .. იმდენი რომ მას გადავაბიჯო და შენ აგირჩიო - ჩაიჩურჩულა და ყურთან ტუჩები მიაწება. -გინდა,მაგრამ არ გაქვს .. -მაგრამ -მაგრამ გიშლის ხელს? -კარგად იცი შენც რა მიშლის ხელს .. -ეგ სულ ხელს შეგიშლის.მე არც მიცდია მისი გაუფერულება,მე შენთან მინდოდა და ახლაც მინდა,მაგრამ შენ არ შეგიძლია .. მე ვიტანჯები,მე მტკივა შენ კი გაურკვევლობაში ხარ .. - ღრმად ამოისუნთქა და ლაზარეს შემოხვეული ხელები მოიშორა - მოდი,არ დაწყებული დავასრულოთ . ასე აჯობებს! - ჩამოშორდა.მის ადგილს დაუბრუნდა. ეზოში წივილ-კივილი ატყდა ეკატერინეს სანდრომ სიყვარული რომ აუხსნა.ძმაკაცები გაოცებულები ულოცავდნენ ცანცარა სანდროს ამ სერიოზულ ნაბიჯს,ეკატერინეს კი გოგონები ეხვეოდნენ. .. ეკატერინეს დაბადების დღიდან ორი წელი გავიდა. ყველაფერი აირია. ლაზარე წავიდა,გერმანიაში. დემეტრე და ნინე აირივნენ,მაგრამ ყველაფერს აჯობეს. ევა თბილისში უძვლო მასასავუთ დააბოტებდა.აღარაფერი ახარებდა,გული ყოველ წამს გამალებით სტკიოდა. განა ადვილია? ევა თბილისში,ლაზარე გერმანიაში. ლიზას საფლავი ყოველდღე ელოდა ლაზარეს,მაგრამ არ ჩანდა. ეგაა მკითხველო სწორედ ეგ. "მაგრამ" გადაიხაზა,მაგრამ ლაზარე არ ჩანდა. ორი წელი .. 365 ორჯერ აღებული .. რამდენი წამი,წუთი .. რამდენი ტირილში გათენებული ღამეები .. იმედი .. სხივი რომელიც არ იკარგება .. .. მარტის თვე იყო. სამეგობრო ისევ ქალაქგარეთ გავიდა. ლაზარე არ იყო. .. ისევ ბუხარი,სარწეველა სკამი,თბილი პლედი და უამრავი ფიქრი ერთ კონკრეტულზე,სხვადასვა კონსპექტით. .. მკითხველო,ყველა თქვენგანს სჯერა გარდამავალი წამის? იმ წამის როდესაც შენი ბედი წყდება? გჯერათ? არა? დაიჯერეთ! გარდამავალი წამი და იმედი არ დაკარგოთ .. არასდროს! .. -ყავა თუ ჩაი? ## გიყვარდეთ. გჯეროდეთ. იმედი არ დაკარგოთ. სულ გაიღიმეთ. იბედნიერეთ. .. ხშირად გაუღიმეთ. აკოცეთ. მოეფერეთ. უთხარით რომ გიყვართ. აგრძნობინეთ რომ მისი ფასი დედამიწის მეორე მხარესაც კი არ გყავთ. ეს ცხოვრებაა და როდის ვის რა მოგველის არ ვიცით.! ^^^ ბოდიშით უამრავი ტავტოლოგიისთვის .. ეს ისე იმედის მომცემი "მოკვარახჭინებული" ისტორია თქვენ. იმედი არ დაკარგოთ!! მომენატრეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.