შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Bikers' Life (11)


24-08-2016, 15:53
ავტორი NatatuKa
ნანახია 2 246

ვისაც არ გახსოვთ, და დარწმუნებული ვარ არავის არ გახსოვთ იმიტომ რომ მე თვითონაც გამიჭირდა აღქმა სად ვიყავი, რას ვწერდი და ა.შ , გადმოდით ჩემ სიახლეებში და რამდენიმე ისტორიის ქვემოთ მიდევს ათივე თავი. ბოდიში კიდევ ერთხელ.

რეზის ნიკაპი მხარზე ჩამოვადე და დავიწყე იმაზე ფიქრი თუ რა შეიძლებოდა რომ იქ დამხვედროდა..

-გეშინია?
-არასდროს, არაფრის

მოტოციკლეტი მალევე გააჩერა რომელიღაც ძველ სკოლასთან და მითხრა აქ დამელოდეო.. თვითონ გადავიდა და შენობის უკან დაიძრა საიდანაც ხმაური და გინება ისმოდა. დავიძაბე, თუმცა ვიფიქრე არამკითხე მოამბეობას იქ დალოდება ჯობდა და კომფორტულად მოვთავსდი. დაახლოებით 10 წუთის მერე პოლიციის სირენის ხმა შემომესმა, საჭესთან მოვთავსდი და სასწრაფოდ ძრავა ჩავრთე. მოკლე გზით შევაჭერი სკოლის უკანა ტერიტორიაზე, საკმაოდ ბნელოდა და იქვე კედელთან მიყუდებულ რეზის ძლივს მოვკარი თვალი. დანარჩეენები აღარ ჩანდნენ. რომ მივუახლოვდი ჩაფხუტი გადავუგდე და გაოცებული მივაშტერდი. რეზის მაგივრად გუგა მიყურებდა გაფართოებული თვალებით.

-რეზი სად არის?- ყურადღება არ მიმიქცევია მზერისთვის
-წავიდა უკვე..

თავით ვანიშნე დამჯდარიყო. ტანსაცმელი შემოხეული ქონდა და ფეხი ძლივს მოათრევდა. როცა მივხვდი ნაცემი იყო თავი სინანულით გადავქნიე, დაჯდომაში დავეხმარე და ის-ის იყო მოტოციკლეტი უნდა დამეძრა, პოლიციის მანქანამ შემოუხვია და ფარები მოგვანათა. მანქანიდან ორი იარაღმომარჯვებული ტიპი გადმოვიდა და ნელი ნაბიჯით მოგვიახლოვდა.

- ხელები მაღლა - რაც შეეძლო მკაცრად თქვა ერთერთმა. მე კიდე რომელიღაც ფილმში ნანახი სიუჟეტი მიტრიალდებდა თავში და გადავწყვიტე მსგავსად მემოქმედა.
- ტრუსიკიც დაბლა? კი ბატონო მაგრამ იქნებ ჯერ ერთმანეთი გაგვეცნო- შეპარვით ვუთხარი და სამი წყვილი მოშტერებული თვალის დაიგნორებას ვცდილობდი.
- მოქალაქე, გააკეთეთ რასაც გეუბნებით.
-თქვენ- მეორე ჩაერთო და ჯიბის ფანარი გუგას მიანათა- რ გჭირთ?

ბიჭი მანამდე ჩუმად იდგა სანამ პირველმა არ უთხრა
-კარგი განყოფილებაში გავარკვევთ
- კი მაგრამ რა საჭიროა პირადი ურთიერთობების გარკვევა? - ტუზე სექსუალურად ვიკბინე და თვალები მოვჭუტე. სამივემ პირი დააღო თუმცა გუგას არ შეუმჩნევია, მიხვდა რა თამაშსაც ვთამაშობდი.
-დალურჯებები რატო გაქვთ? ან ეს შემოხუელი ტანსაცმელი- დაიბნა მეორე და კარგად აათვალიერა ჩემი "პარტნიორი"
-ოუუ, ნეტა რატო- ენა გადავისვი ზედა ტუჩზე და პოლიციელს თვალი ჩავუკარი.
-კი მაგრამ სკოლის ტერიტორიაზე? შუა ქუჩაში? ბავშვების თვალწინ? ეს სერიოზული დარღვევაა გვრიტებო
-შუა ქუჩას სად ხედავთ? სკოლის უკან ვართ, სადაც საკმაოდ ბნელა, ან ბავშვები სად არიან? ეხლა ის დროა, აქ არავინ არის, ასე რო ტყუილად გვედავებით.
-კი მაგრამ მაინც დარღვევაა..
-ისადა რამდენი წლისები ხართ?- ეჭვნარევი კითხვა დაგვისვა პირველმა
-18ის
-სკოლის მოსწავლეები- ირონიულად გახედა პოლიციელმა მეორეს და ისევ ჩვენს მოგვიბრუნდა
-ვინ თქვა რომ სკოლის მოსწავლეები ვართ? ჩვენ აქ ვმუშაობთ. მე დამრიგებელი ვარ, ეს სპორტის მასწავლებელი-
-განყოფილებაში წამობრძანდით
-კი მაგრამ ...
-მაგრამ.. სკოლის ტერიტორიაა
-ერთი ბავშვი მაინც დამანახეთ და ხმასაც აღარ ამოვიღებ
-თუნდაც თქვენ- ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა ისევ პირველმა
-მე? რას მკადრებთ, მაგისთვის შემიძლია სასამართლოშიც გიჩივლოთ
-დროზე მანქანაში გოგონა. თქვენ თქვით ხმას აღარ ამოვიღებო.
-არც ამომიღია მერე. სად ხედავთ? აი სამაჯური ამოვიღე, მაგრამ ხმას სადმე ხედავთ?
-აღარ გვეცინება
-ფეხსაც არ მოვიცვლი აქედან

პირველი ჩემსკენ დაიძრა და ხელში ამიყვანა. მანქანაში ჩამტენა და კარი მომიხურა. მეორე პოლიციელი კი გუგას ამოუდგა მხარში.

-ისე სერიოზულად კი დაულურჯებიხარ- სიცილით შენიშნა და გუგასაც გაეცინა. ჩემ გვერდით მოათავსეს.

-ბაიკი?- გამახსენდა რეზის მოტოციკლეტი და
-ხელბორკილები არგვინდა? - მაჯები შევატყუპე და სავარძლებში გავყავი. ორივეს ალმაცერად გადმომხედა
-არ არის საჭირო
-ფორმალობაც არ მოითხოვს? რა წესია, განყოფილებაში მიგყავართ და ხელბორკილებსაც არ მადებთ. ჟმოტებო!- სიტყვის დასრულებაც არ მაცადეს, ეგრევე ცივი საგანი მომხვდა ხელში და როცა ბოლომდე მომიჭირეს კმაყოფილი გადავწექი სავარძელზე. ღიმილით ვიყურებოდი აქეთ-იქით სანამ გუგას გაბრაზებულ მზერას არ გადავაწყდი.

-რაიყო
-დღევანდელზე მოგვიანებით დაგელაპარაკებით

ის იყო უნდა მეთქვა, შენს დახმარებას ვცდილობდი უმადუროთქო, გმახსენდა სადაც ვიყავი და ტექსტი წამებში გადავაკეთე

- სამაგიეროდ ხო ისიამოვნე- წინიდან ჩაცინების ხმა მომესმა და ფანჯარაში დავიწყე ყურება. გუგამ ამოიოხრა და ტავი მხარზე დამადო. ნერვები მომეშალა მაგრამ ფანჯრიდან ერთერთი პოლიციელის მზერა რო დავაფიქსირე ყალბი ღიმილი ავიკარი და თმაზე დავუწყე თამაში. ნიშნისმოგებით ჩაიცინა და უკეთესად მოკალათდა.

დამპალი..


განყოფილებაში შეგვიყვანეს და იზოლირებულ ოთახში დაგვსვეს ერთმანეთის გვერდით.

ერთმა ქალმა შემოაღო კარები და უემოციოდ დაიკავა ადგილი ჩვენს პირდაპირ. არც გამარჯობა, არც არაფერი. ზრდილობის არანაირი ნატამალი ნუ. ამას ვასწავლი მე ჭკუას.

-წყალი თუ შეიძლება- გაკვირვებულმა ამომხედა
-ბატონო?
-წყალი თუ შეიძლება - გავუმეორე და მომლოდინე მზერა მივაპყარი.

ერთხანს მიყურა და მერე ღილაკს დააჭირა თითი. - ერთი წყალი შემოიტანეთ. თქვენც ხო არ გინდათ- მიუბრუნდა გუგას და თვალებში ჭინკებმა დაიწყეს ხტუნაობა. არ მესიამოვნა და ბიჭს კალთაში გადავუჯექი.

-არა გმადლობთ,- უპასუხა და მე მომიბრუნდა. ტუჩებზე დამაკვდა. გავბრაზდი მაგრამ ამ სინდიოფალას წინ რამეს შევიმჩნევდი? იმდენხანს გაგვიგრძელდა სანამ ქალმა არ ჩაახველა და სკამისკენ არ მიბიძგა ანთებული თვალებით. ნიშნისმოგებით გადავხედე და ვითომც არაფერი ისე ვუთხარი
-უი თავი ვერ შევიკავე უბრალოდ.. სად არის ამდენი ხნით წყალი?- დავამატე რამდენიმეწამიანი უხერხული სიჩუმის დასარღვევად და სწორედ ამ დროს შემოაღეს კარი..

-ზარის უფლება ხომ გვაქვს?- იკითხა გუგამ
-კი ბატონო, აი ტელეფონი. უკან კედელზე მიანიშნა და ისიც წამოდგა.

-ბიჭო დათო, მე და ვიკა ვართ განყოფილებაში და იქნებ მოხვიდეთ? მშვიდობის რა მოგახსენო მაგრამ ადვოკატი გვესაჭიროება ნამდვილას. კარგი გელოდებით.

-შეიძლება? - ოდნავ წამოვიწიე სკამიდან და თავით ტელეფონისკენ ვანიშნე ქალს. თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.
-უკაცრავად დღეს რა დღეა?
-ორშაბათი


-გამარჯობა მურთაზი მინდოდა..
-სხვაგან მოხვდით
-სხვაგან არ მოვხვედრილვარ ეს თქვენ აიღეთ სხვისი ნომერი..
-ნუ მაიმუნობთ თუ შეიძლება
-მე ვმაიმუნობ? როგორ გეკადრებათ.
-რა გნებავთ?
-სხვათაშორის ეხლა პოლიციის განყოფილებიდან ვრეკავ და თქვენი ბინის ჩხრეკის ორდენიც ხელში მიჭირავს.. კარადიდან კაცები გადამალეთ, თქვენი ქმარიც დაესწრება გაჩხრეკის ცერემონიას და ვიფიქრე გაფრთხილებას მოვასწრებდი.. - ყურმილი გამითიშეს და სიცილისგან იქვე ჩავიკეცე. მანამდე ვიცინოდი სანამ ორი გაშტერებული წყვილი თვალი არ დავაფიქსირე და დასამშვიდებლად წყალი მოვსვი..

-ჩემი მეზობელი გურანდა იყო. ორშაბათი პარასკევი მურთაზი ყავს. სამშაბათი ხუთშაბათი ნოდარი.. ნუ რაში გაინტერესებთ მისი განრიგი.. ცოტა გავერთე რა.. - ჩამოვაყალიბე მოკლედ და კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი..

ბავშვები მალე შემოვარდნენ.. დაწვრილებით გაარკვიეს რა ხდებოდა და რამდენიმე წამიანი სიჩუმის მერე ერთდროულად ატყდა ხარხარი..

გაოგნებული პოლიციის თანამშრომლები და მოხარხარე ბავშვები მაგარ კონტრასტს ქმინდა. რა გვაცინებდა? იმ დროს არავის ქონდა გაცნობიერებული რა მოყვებოდა ყოველივე დღევანდელ საქციელს და უდარდელად ვაგრძელებდით სიცილს.



№1  offline წევრი NatatuKa

ღმერთო, რამდენი შეცდომა მქონია. ჩემი ბრალი არ არის, სიჩქარეში აბდაუბდა გამომივიდა. აუცილებლადგამოვასწორებ

 


№2  offline წევრი Kiki )))

მომნატრებიაა ეს ისტორია :-D :-D ბოლომდე გააგრძელე რააა.. ♥ მაგარი გოგო ხარ ♡

 


№3 სტუმარი Isdzvelitayvanismcemeli

Ar mjera rom muza dagibrunda momenatret dzaliann
Ucodee shens muzas davsji tu kidev gaiqceva sadme
Miyvarxar <3

 


№4  offline წევრი NatatuKa

Kiki )))
მომნატრებიაა ეს ისტორია :-D :-D ბოლომდე გააგრძელე რააა.. ♥ მაგარი გოგო ხარ ♡



ძალიან დიდი მადლობა <3

Isdzvelitayvanismcemeli
Ar mjera rom muza dagibrunda momenatret dzaliann
Ucodee shens muzas davsji tu kidev gaiqceva sadme
Miyvarxar <3



ძალიან მიხარია რო გახსოვთ^^

 


№5 სტუმარი თიკა

წინა თავები ვერ ვიპოვე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent