შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა (თავი 2)


24-08-2016, 21:56
ავტორი Nita111
ნანახია 2 299

მისმა სიტყვებმა რობოტივით მიმაბრუნა, ჩანთაში ქექვა დამაწყებინა და ორი კალამიც მომაძებნინა. რადგან წინა მერხთან ვიჯექი გამიმართლა და ყველას მოვასწარი თემოსთან მირბენა. მასთან ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვარ. ზუსტად მის წინ ვიდექი. ეს იყო დაუვიწყარი წამები ჩემთვის. ხალხნო, გესმით რა დონეზე დავეშვი და რა დონემდე მამცირებს სიყვარული?! თემოსთან ახლოს დგომაც კი ბედნიერს მხდის. კარის მოჯახუნებამ გამომაფხიზლა. შევრჩით მე და კარები. თემო კი აღარ იყო. ესეც ასე, დავჯექი სკამზე და გავაგრძელე ჩემი ერთფეროვანი, ყოველდღიური ცხოვრება.აი ის ცხოვრება უაზროდ რომ ვოცნებობ თემოზე და იმედის ნაპერწკალიც რომ არ არსებობს ზუსტად მაგ ურთიერთობაზე მაქვს საუბარი. ის რამოდენიმე წამი კი ალბათ მთელი ცხოვრება მემახსოვრება.
მარიამმა (დაქალი) მხარი მკრა, მასწავლებელი რაღაცას მეკითხებოდა მე კი მისი ერთი სიტყვაც არ გამიგია. ისე გამომრთო თემომ ამ სამყაროდან "რამემასწავლებლებოდა". უყურადღებობის გამო პირველი ორიანიც "მივირტყი" და ვის გამო? ისევ და ისევ თემო. საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი რომ ამ ბიჭს ჩემი ცხოვრება სულ უფრო უარესისკენ მიჰყავდა და გადავწყვიტე გადამეყვარებინა...
ეს ცდა კი სულ უშედეგო გამოდგა. ჩემი გრძნობები თემოსადმი დღითიდღე ძლიერდებოდა. მის დანახვაზე მუხლები მეკეცებოდა და ლამის გული მიმდიოდა. მარიამი მარწმუნებდა რომ როგორმე უნდა გადამეყვარებინა, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო, სწავლასაც ჩამოვრჩი და საკუთარ თავს აღარ ვგავდი. წარმოდგენა არ შემიძლია, ნუთუ შესაძლებელია იმ ადამიანის გადაყვარება რომელიც ამდენი წელია გიყვარს და თანდათან უფრო მატულობს მისადმი გრძნობები?! არა, ეს შეუძლებელია!
მარიამი ჩემი ერთადერთი დაქალია რომელსაც დაბადებიდან ვიცნობ. მას საკუთარ თავზე მეტად ვენდობი. მან იცის ჩემი გრძონების შესახებ და უშედეგოდ ცდილობს თემო გადამაყვაროს.
წკრრრრრრრრრრრ! – დაირეკა გამოსვლის ზარი. მე და მარიამმა ბუფეტში წასვლა დავაპირეთ რომ უცებ ვიღაც გადარეული დამეტაკა და ლამის გამიტანა. არც ბოდიში მოუხდია, ისე ჩქარა გაიქცა დანახვაც კი ვერ მოვასწარი ვინ იყო ის გიჟი!
მე და ჩემი დაქალი მაგიდას მივუსხედით და ამდროს თემოც შემოვიდა ბუფეტში. მაგიდები სულ შევსებულიყო და ყველა სკამი დაკავებული იყო გარდა ჩვენ მაგიდასთან მდგომი ერთი ცარიელი სკამისა. იმედის ნაპერწკალი ჩამესახა იმ მომენტში, მჯეროდა რომ არავინ არ ადგებოდა და თემო იძულებული გახდებოდა ჩვენ მოგვჯდომოდა. არც მეტი არც ნაკლები, არ დაუყოვნებია თემოს და ზუსტად ჩემს წინ დაიკავა ადგილი. ვერ აგიღწერთ იმ დროს ჩემს სხეულსა და გულში რახდებოდა. პეპელები კიარ დაფრიანდნენ, თითქოს ბეჰემოტები დარბოდნენ...



№1 სტუმარი ylexar shviLo

ძაან პატარებია რაუბედურეეეეეეეეებააა ცოტა გაადიდე ისე კარგია მომოწნს

 


№2  offline წევრი Salivan

Sayvareli istoriaa. Magram dzalian patara tavebia. Dzaliaaaaan

 


№3 სტუმარი mk

kargi tavebia magram patara male dade da gazarde tavebi ^^

 


№4 სტუმარი ეუდუფ

აუუუუუუ ცოტა დიდი თავები რა და მალე გთხოოოვ

 


№5  offline წევრი Nita111

xar shviLo
ძაან პატარებია რაუბედურეეეეეეეეებააა ცოტა გაადიდე ისე კარგია მომოწნს


ვეცდები :D მადლობა კომენტარისთვიის

Salivan
Sayvareli istoriaa. Magram dzalian patara tavebia. Dzaliaaaaan


ვეცდები გავადიდო. დიდი მადლობა კომპიმენტისთვის <3

mk
kargi tavebia magram patara male dade da gazarde tavebi ^^


ძალიან მიხარია რომ კითხულობ, ვეცდები შედარებით დიდი თავები დავდო <3

ეუდუფ
აუუუუუუ ცოტა დიდი თავები რა და მალე გთხოოოვ


ვეცდები, ვეცდები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent