შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალობასა და ზღაპარს შორის... (15) დასასრული.


25-08-2016, 21:09
ავტორი Genius))
ნანახია 2 424

ყველაზე ძნელია საყვარელი ადამიანის დაკარგვა...
ეს სიკვდილს გავს! გულის ამოცლას გავს... ეს ყველაფრის დასასრულს გავს...
******************************************
გეგა გიჟს გავდა!
ანოს ეხუტებოდა და ხელს არ უშვებდა , ექიმებს საქმის კეთებას არ აცლიდა...
მაგრამ რა გიკვირთ? მას მისი გაშვება უჭირდა
კიდევ კარგი მას არ დაუკარგავს გონი თორემ ორივე შეეწირებოდა ამ ავარიას
როდესაც ანო უგონოდ ნახა ერთ ადგილას გაშეშდა უყურებდა და დაჯერება არ უნდოდა
მასთან მივარდა და მისი გონს მოყვანა სცადა მაგრამ უშედეგოდ...
არაფერი არ გამოსდიოდა...
საყვარელი ადამიანი ხელიდან ეცლედბოდა ის კი ვერაფერს აკეთებდა
არ დაგვტოვო გთხოვ! - იმეორებდა და ტიროდა , გამწარებული ტიროდა , კვიროდა , ღრიალებდა , განრისხებულ ცხოველს გავდა
შემდეგ მოისაზრა რომ სასწრაფოში უნდა დაერეკა , ტელეფონს ძებნა დაუწყო , დარეკა და მათ დაელოდა
ანოს სხეული ჩაიხუტა და კოცნა დაუწყო , იქამდე იჯდა ესე სანამ სასწრაფოს ხმა არ გაიგო
ქუჩაში გავარდა და მანქანასთნ მივიდა , ისინი თავს მეორე მანქანას დასტრიალებდნენ მაგრამ გეგას ეს არ აინტერესებდა
პირველი ვინც დაინახა იმასთან მივარდა და ხელი მოჰკიდა
-გამომყევით გევედრებით ჩემი ცოლი კვდება! - შეშლილის სახით უყურებდა მას და ანოსკენ მიჰყავდა
-ერთი წუთით! - უთხრა ექიმმა და მეორე მანქანაში მსხდომ მგზავრებს გახედა
მისმა თანაშემწემ თავი დაუქნია იმის ნიშნად რომ ცოცხლები იყვნენ
-ერთი წუთიც ყველაფერს წყვეტს! გამომყევით , რამე რომ მოუვიდეს იმის წარმოდგენაც არ მინდა რას ვიზავ! - უფრო მაგრად ჩასჭიდა ხელი და სირბილით წაიყვანა მის ცოლთან
ექიმი ანოსთან მივარდა , გეგა კი მოშორებით დადგა და უყურებდა , არ შეეძლო მისი ცოლის ასეთ მდგომარეობაში ნახვა
შიშისგან მოსვენებას ვერ პოულობდა ხან ანოსთან მივიდოდა ხან კი მისგან შორს იყო , იქიმს ეჩხუბებოდა და შემდეგ ბოდიშებს იხდიდა რადგან ხვდებოდა რას აკეთებდა
-გთხოვთ მითხარით კარგად იქნება? - ხმა უკანკალებდა , თვალები გაწითლებოდა , უკვე ფერი გადასდიოდა და ლურჯდებოდა , ცოტახანი და ისიც გაიზიარებდა ანოს ბედს
-სასზრაფოდ საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ! - რაციაში ჩაილაპარაკა ექიმმა და მაშინვე გაჩნდა წინ სასწრაფოს მანქანა - დამეხმარეთ , გადავიყვანოთ სხვა გზა არ არის
გეგამ მაშინვე მოჰკინა ანოს სხეულს ხელი და მანქანისკენ წაიყვანა , ფრთხილად დააწვინა საკაცეზე და გევრდით მიუჯდა , ექიმიც მათ შეყვა
-დროზე წადი! სასწრაფოა! - გასძახა ექიმმა და მანქანაც მაქსიმალური სისწრაფით დაიძრა
-კარგად იქნება? - გეგა ყოველ წამს იმეორებდა ამ კითხვას , კარგ პასუხს ეძებდა ცუდის მოსმენა არ უნდოდა
ეძებდა პასუხს რომელიც იქნებოდა "კარგად იქნება" და სხვა არაფერი არ აინტერესებდა
მას არ შეეძლო ამ გოგოს გარეშე ცხოვრება , მისით არსებობდა და ვერ მისცემდა უფლებას ასე მალე დაეტოვებინა ანოს...
მათ ჯერ კიდევ დიდი დრო უნდა გაეტარებინათ ერთად , უნდა გაეზარდათ სესილი და თორნიკე , მათ ხომ დედა სჭირდებოდათ?
გეგა ამას მარტო ვერ გაუმკლავდებოდა , მეტიც გაყვებოდა ანოს და ბავშვებზე არც იფიქრებდა
კი იზავდა...
იმიტომ რომ უყვარდა!
ექიმი რაღაცის თქმა აპირებდა , ალბათ უნდოდა მიეცა იმედი გეგასთვის მაგრამ ეს არ გამოუვიდა
-გული გაჩერდა! - უეცრად გაისმა ეს ფრაზა და გეგას გულშიც ტყვიამ გაიარა - ელექტროშოკი სწრაფად!
ექიმი რაღაცას აკეთებდა მაგრამ გეგა ვერაფერს გრძნობდა
მხოლოდ ანოს მიშტერებოდა და გაქვავებული იჯდა
სხეული აუკანკალდა
შეეშინდა
ექიმის სიტყვებმა რეალობაში დააბრუნა , პირდაპირ იქ დასვა სადაც საყვარელი ქალი ტოვებდა
ერთიშეხედვით ის უბრალოდ შეშლილს გავდა... მასაც სჭირდებოდა გვერდით ვინმე მაგრამ ვის ეცალა მის დასაწყნარებლად? ან საერთოდ როგორ დაწყნარდებოდა?...
უეცრად გაითიშა... მისმა სხეულმაც დაიწყო გალურჯება!
************************************************************
ყველამ იცის რომ თუ ღმერთმა ტკივილი მოგივლინა წლების შემდეგ ან თუნდაც ძალიან მალე გაჩუქებს ბედნიერებას...
მაგრამ ეს ყოველთვის გვავიწყდება და თუ გვტივა ღმერთთან ვჩივით , ჩვენ გვაინდა ცხოვრება იყოს ბედნიერი მაგრამ ეს ხომ თითქმის შეუძლებელია
იმ ბედნიერებისგანაც დაგრჩება ხოლმე ტკივილი...
ეს კი მხოლოდ იმიტომ ხდება რომ ვისწავლოთ , ვისწავლოთ როგორ მოვიქცეთ მსგავს სიტუაციებშ ი და აღარ შეგვეშინდეს
მხოლოდ იმიტომ რომ ყველაფერს გავუძლოთ
მაგრამ ყველა ადამიანი ინდივიდია , ზოგი ძლიერი ზოგიც კი სუსტი - ამას ამბობენ მაგრამ სინამდვილეში მართლაც არსებობს ადამიანების ორი კატეგორია
ისინი ვინც ყველა ტკივილს გულში ინახავენ და სხვებთან არ იმჩნევენ - ზუსტად მათ ეძახიან ძლიერებს
და მეორე ისინი ვისაც ტკივილის გაქრობა ტირილში შეუძლიათ - ამათ კი სუსტებად მოიხსენიებენ
როდესაც ადამიანი კვდება ყველას სტკივა მაგრამ არავინ არავის არასდროს გადაყოლია!
დრო გადის და ყველაფერს ეჩვევი...
შეიძლლება იფიქრო რომ მის გარეშე ვერ გაძლებ მაგრამ როდესაც შენი ახლობლების სახეებს დაინახავ , როდესაც მიხვდები რომ მათთვის უნდა იცხოვრო მაშინ ფეხზე დგები...
მაშინ მეორედ იბადები!
მაგრამ არა შენთვის , შენი კეთილისმსურველებისთვის!
**************************************************************
გეგამ თვალები გაახილა , ძალიან უჭირდა მაგრამ უნდა გაეგო რა ხდებოდა , ის რაც ახსოვდა რეალობა იყო თუ სიზმარი
საშინელი წამლების სუნი იგრძნო და დაიჯღანა , თან შეეშინდა , არ უნდოდა საავადმყოფოში გაეღვიძა
მაგრამ ეს მხოლოდ მასზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული ეხლა ის და ანო მით პატარებთან ერთად იქნებოდნენ
პირველი რაც დაინახა ეს მისი ძმაკაცის სხეული იყო , მაგრამ ეს სულაც არ უხაროდა
უეცრად წამოიწია და გიჟივით მიაშტერდა გიორგის
-ანო როგორაა? - თვითონაც ვერ იცნო მისი გაკინული ხმა , ეს ის ხმა არ იყო რომელიც ადრე ჰქონდა , თითქოს შიგნიდან დაკაწრეს და ამის ხმა გარეთაც ისმოდა
-დამშვიდდი , დასვენება გჭირდება , ტვინის შერყევა გაქვს - გიორგი ფეხზე წამოდგა როდესაც მისი ხმა გაიგო და ცადა ისევ დაეწვინა
-გიორგი მეღადავები? - ხმას აუწია გეგამ - როგორაა ანოთქო? - უეცრად საყელოში წვდა და თვალებში მიაშტერდა
-გეგა დამშვიდდი და ყველაფერს გეტყვი! - გიორგი ხმას არ უწევდა რადგან მისი ესმოდა , გეგამ მისთვის ხელიც რომ გაერტყა ეხლა არ გაუკვირდებოდა , მეტიც უარესისთვისაც მზად იყო , მაგრამ მისი დაბმაც რომ დასჭირვებოდა მაინც არ მისცემდა სისულელის გაკეთების საშუალებას
-როგორ დავწყნარდე? ჩემი საყვარელი ქალი სიკვდილის პირასაა და შენ დამშვიდებას მთხოვ? - ყვირილში გადაუვიდა გეგას - გიორგი მითხარი ანო როგორაა? - ბოლოს დამარცხებულმა გახედა , თვალები ცრემლით აევსო და ძმაკაცას ხელზე ხელი მაგრად მოუჭურა - გევედრები მითხარი რომ გადარჩება - ისე ემუდარებოდა თითქოს გიორგიზე ყოფილიყო ანოს გადარჩენა დამოკიდებული
გიორგისაც უჭირდა ამ ყველაფრის ყურება , მას ანო ძალიან უყვარდა და ვერც კი იჯერებდა რომ ეს მის თავს მოხდა , უფრო მეტად კი გეგას ნახვა უმძიმდა , ვერც კი წარმოედგინა მისი ძმაკაცი ანოს გარეშე , ის რომ დაეკარგა გეგასაც დაკარგავდა
-საოპერაციოშია - ძლივს უთხრა გიორგიმ და მის რეაქციას დაელოდა რომელიც საშინელი უნდა ყოფილიყო
გეგა უეცრად საწოლიდან წამოდგა და ვენიდან ნემსი გამოიძრო რომლითაც გადასხმას უკეთებდნენ , გიორგის ხელი კრა და კარისკენ წავიდა
მაგრამ გიორგი დაეწია და ხელი მაგრად მოკიდა რომ დაეკავებინა
-არ გახვიდე! - ხმას აუწია გიორგიმ - დაწექი!
-მისი ნახვა მინდა! - ისევ ყვირილი დაიწყო გეგამ და მისი მოშორება სცადა
-საოპერაციოშიათქო შენ არ გესმის?! ვინ შეგიშვებს იქ? - გიორგიმ ხელი კრა და კარისგან მოშორებით გაიწყვანა
-მე შევალ! - გეგას თვითონაც არ ესმოდა რას ამბობდა , ის მართლა გააკეთებდა ამას , შეაღებდა საოპერაციოს და ანოსთან დადგებოდა , მაგრამ შემდეგ უარესი მოხდებოდა და ამას არ აანალიზებდა , გიორგის კი ყველაფრის ეშინოდა
-მომისმინე კარგი შეხვედი , ექიმებს ხელს შეუშლი და რამე რომ შეეშალოთ? რომ ვერ გადაარჩინონ? - გიორგიმ გეგას სახე ხელებში მოიქცია და ძმაკაცს თვალებში ჩახედა - გაჩერდი ეხლა ნუ დამაძალებ დამაწყნარებელი გავაკეთებინო ექიმს და ბავშვებთან დარეკე , გელოდებიან ალბათ და უთხარი რაც ხდება!
-რა ვუთხრა რა? დედა გიკვდებათქო? - იყვირა გეგამ და იქვე კედელთან ჩამოჯდა , თავი ხელებში ჩარგო და ტირილი დაიწყო - მის გარეშე უძლური ვარ ! ანოა ჩემი ძალა!
-ყველაფერი კარგად იქნება - გევრდით მიუჯდა გიორგი - ბავშვებთნ დარეკე გეგა , თუ გინდა მოვიყვან მათ იქნებ უკეთ გახდე
-არა! - დაუფიქრებლად უპასუხა გეგამ - მათ ესეთი არ უნდა მნახონ და არც ანოზე მინდა ინერვიულონ , თორნიკე დედამისის გარეშე დღე ვერ ძლებს და დღეს როგორ არის არვიცი
-გეგა - ჩუმად იჩურჩულა მარიამმა და სიძეს გახედა , ქეთო და ნინიც მას შემოყვნენ პალატაში - გეხვეწები მითხარი რომ ჩემი პატარა გოგონა გადარჩება , გთხოვ არ მისცე უფლება რომ დამტოვოს , ნუთუ მამამისი მისთავს მართმევს? მაგრამ ამას არ იზავს ხო? ჩვენთან იქნება ხო? - გეგას წინ ჩაიმუხლა და ტირილი დაიწყო
-ანო გადარჩება! ესე ვერ დამტოვებს - დაუფიქრელად პასუხობდა გეგა , მისკენ გადაიხადა და მიდედრი მაგრამ ჩაიხუტა - ნუ გეშინიათ ყვალაფერი კარგად იქნება
ნინი და ქეთოც საშინელ დღეში იყვნენ , ისინი საერთოდ ვერაფერს ამბობდნენ უბრალოდ ტიროდნენ და ღმერთს ევედრებოდნენ რომ მათი დაქალი მათთან დაეტოვებინა
ვერცერთი მათგანი ვერ გაძლებდა ანოს გარეშე , ვერც ნინი , ქეთო , სანდრო , ბექა , გიორგი , იოანე , მარიამი , ლიაკო რომელიც საოპერაციოს კარს არ მოშორებია და ყოველ წამს მისი შვილიშვილის გამოსვლას ელოდებოდა და ვერც გეგა...
გეგა მისი ქმარი
რომელსაც ის ყველაფერზე მეტად უყვარდა
-რამე რომ მოუვიდეს თავს არ ვიცხოცხლებ! - ჩუმად ჩაილაპარაკა გეგამ და კედელს მუშტი მიარტყა
-არა რას ამბობ? - მისკენ მოაიტალა მარიამმა - შენ გყავს ორი ბავშვი , გოგონა რომელიც აუცილებლად ანოს უნდა დაემსგავსოს და ბიჭი რომელსაც მამა სჭირდება , ანოს რამე რომ მოუვიდეს , ვთქვათ და დავუშვათ მათ მხოლოდ შენ რჩები და ნუთუ შენს შვილებს ობლობისთვის გაიმეტებ გეგა? არ გაბედო და შენც არ მიმატოვო! - მარიამმა მას სილა გაარტყა და ტირილს უმატა - მე შენ და ანო გვერდით მჭირდებით! გაიგე? - უყვირა და პალატა დატოვა
შეიძლება ესმოდა მაგრამ ვერ იაზრებდა
მის თავში მხოლოდ ანო ტრიალებდა , მეტი არავინ...
-არ გამოუყვანიათ? - მარიამის სიტყვებზე რეაქცია არ ქონია , ნინის გახედა და კითხა
ნინის არაფერი უთქვამს უბრალოდ უარის ნიშნად თავი გააქნია
-ჩემი ანო ძალიან ძლიერი გოგოა! - უეცრად საუბრი დაიწყო ქეთომ - მან მამის სიკვდილს გაუძლო , მან შენთვის იბრძოლა! ის ასე უბრალოდ არ წავა , ის ეხლაც იბრძოლებს , ჩვენთვის , გეგასთვის და მისი პატარა ანგელოზებისთვისაც! მან ჯერ ისინი სკოლაში უნდა შეიყვანოს , ყოველ სილას საუზმე მოუმზადოს , ამეცადინოს , შეაქოს როდესაც ათიანებს მოუტანენ , უნდა ჩაეხუტოს! ის ჯერ ცნობილი ქირურგი უნდა გახდეს! მას ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ცოლის მოვალეობა! იცი მას კიდევ ერთი ბიჭი უნდოდა და ხშირად მეუბნებოდა ამას? მე ვიცი როგორია დედისერთობაო ამიტომ მინდა ჩემს პატარებს ბევრი და-ძმა ყავდეთო! ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა! ის ვერ წავა , სანდროსაც ნათლია სჭირდება გვერდით , ხშირად ენატრება თან დიდი ხანია არ უნახავს , ვერ მიგვატოვებს! ვერა! - ქეთო მარიონეტს გავდა რომელიც ლაპარაკობდა , ერთს ადგილს მისჩერებოდა და რაღაც სიტყვებს ისვროდა
ნინის მას გახედა და მაგრად მოეხვია
გეგა ყველას უსმენდა მაგრამ არავინ ადარდებს , ქვას დაემსგავსა ნერვიულობისგან , ვერც დადიოდა , უბრალოდ იჯდა და გულით ანოსთან იყო , გულით მას ეხმარებოდა რომ გადარჩენილიყო
-ჩემი ტელეფონი სადაა? - გიორგის გახედა
-მე მაქვს - ჯიბიდან გეგას ტელეფონი ამოიღო და მას მიაწოდა
მან სახლში დარეკა , უნდოდა ძიძისთვის ეთქვა რაც ხდებოდა და ის ბავშვებთან დარჩენილიყო
ზარი გავიდა და ტელეფონიც მალევე აიღეს
****
-თათია მისმინე , ჩვენ საავადმყოფოში ვართ და დღეს ბავშვებთან დარჩი , ვერანაირად ვერ მოვალთ , ანო ცუდადაა მაგრამ ბავშვებს არ უთხარი კარგი? - ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთს
-დედას რა სჭირს? - გაიგო მისი პატარა თორნიკეს ხმა და საკუთარი თავი შეზიზღდა რომ არ დაფიქრდა
-არაფერი მა , დაიძინე შენ კაი? ხვალ მოვალთ ჩვენ - გეგა ეცადა ბავშვი დაემშვიდებინა მაგრამ რამდენად გამოუვიდოდა ეს არ იცოდა
თორნიკე სხვანაიარი იყო , უბრალოდ გიჟდებოდა დედამისსზე როდესაც გაიგებდა რომ თავი სტკიოდა მთელი დღე ნერვიულობდა და მამამისს აწუხებდა დედა ხომ კარგადააო? ის ანოს გარეშეც ვერ იძინებდა , მას რომ არ ეკოცნა და ტკბილი ძილი არ ესურვა მთელი ღამის გათენება შეეძლო
-დედა ხო მოვა? - კითხა თორნიკემ და გეგამ იგრძნო როგორ დანაღვლიანდა მისი პატარაც , ხმაც შეეცვალა
-მამიკო დედა არამგონია რომ მოვიდეს , მაგრამ მე მოვალ და მოგიყვან დედასთან - გეგამ ცადა მისი ხმა შეეცვალა მაგრამ არ გამოუვიდა
-მამა წამიყვანე დედასთან - თორნიკემ ტირილი დაიწყო
-მამი... - გეგამ არ იცოდა რა ეთქვა
-მა დედა მინდა , გთხოვ მოდი და წამიყვანე , ვერ ვიძენებ მე მე კიდევ მეძინება , მოდი რა მამიკო - ტირილს უმატა თორნიკემ
-მოვალ - დაუფიქრებლად უპასუხა გეგამ და შემდეგ ინანა , მაგრამ მიხვდა რომ ეხლა მისი პატარები ძალიან სჭირდებოდა
-კარგი მამა მოვემზადებით მე და სესე - უპასუხა გახარებულმა თორნიკემ და ტელეფონი გათიშა
****
გეგას ტელეფონი ხელიდან გაუვარდა , უკვე აღარაფერი არ შეეძლო , უკვე უჭირდა არსებობა , ბავშვებსაც იმ იმედებს აძლევდა რომელშიც თვითონ ეჭვი ეპარებოდა
-მოიყვან ბავშვებს? - ნაღვლიანად გახედა გიორგის და როდესაც მისგან დასტური მიიღო შეეცადა გაეღიმა
ის მალევე წავიდა , მასთან ქეთო და ნინი დარჩნენ
ნინიმ ის წამოაყენა და საწოლზე ჩამოსვა , მაგრამ გეგას ეს საერთოდ არ უნდოდა
პალატიდან გავიდა , ექიმი გამოეკიდა მაგრამ მისთვის ყურადღება არ მიუქცევია
მარიამთან მივიდა და ჩაეხუტა , იქვე მისი მშობლები ნახა და ისინიც მასთან მოვიდნენ
-შვილო არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება - უთხრა მამამისმა და მაგრად მოეხვია
გეგა თითქოს ცოტა დამშვიდდა , პატარა ბავშვივით გახდა , თითქოს მამა იცავდა და არ დაუშვებდა რომ მას სტკენოდა
ყველა ერთმანეთს ამშვიდებდა მაგრამ მათი თავი ავიწყდებოდათ
ცოტახანში საავადმყოფოში ორი პატარა დადეშქელია გამოჩნდა , სესილი ღიმილით მოდიოდა მათკენ , გამოპრანჭული , ეს გარემო მოეწონა მაგრამ თორნიკეს მხიარულების არაფერი ეტყობოდა , ის ხვდებოდა საავადმყოფოში ხალხი რატომ მოჰყავდათ
როდესაც მამიკო დაინახეს ორივე მათკენ გამოიქცა , თორნიკე ჩაეცუტა მაგრამ სესილი შეჩერდა და გეგას მიაშტერდა , დაბნეული უყურებდა , არ მოსწონდა ესეთი მამიკო
-მამა ეს რაღაც რატომ გაცვია? - პირველად დაწტყო პატარა სესეს შიში
-მამი სხვანაირად არ შეიძლება - უპასუხა გეგამ ბავშვს და შეეცადა გაეღიმა
-მაშინ სხვებს რატომ აცვიათ ჩვეულებრივად? - ბავშვმა ხალხს გახედა და როდესაც ყველას დამწუხრებული სახე დაინახა კიდევ უფრო შეშინდა
-მამი ჩემი ტანსაცმელი დასვრილი იყო - გეგა ეცადა მისი სიტყვები დამაჯერებელი ყოფილყო - მამი არ ჩამეხუტები? - ხელები გაშალა და სესილიც მისკენ გამოიქცა
მაგრად მოხვია მამას ხელები და რატომღაც მანაც ტირილი დაიწყო
-ბები დედა სადაა? - იკითხა თორნიკემ როდესაც ანო იქ ვერ დაინახა
-იცი ბები ის... - სიტყვა შეწყვიტა მარიამმა როდესაც ექიმი გამოვიდა
ბავშვებმაც მისკენ გაიხედეს და ისინიც ელოდნენ მისგან რაღაცას
გეგა მასთან მივიდა და თვალცრემლინი მიაშტერდა
ექიმმა თავი დახარა
-არ მითხრათ რომ... - გეგამ სიტყვა აღარ დაამთავრდა და ცრემელბი წამოუვიდა
-ის კომაშია! - უთხრა ექიმმა და ყველას გულში გაჩნდა რაღაც იმედი , მართალია ეს ცუდი მდგომარეობა იყო მაგრამ სანამ ეცოდინებოდათ რა იყო ცოცხალი იყო იმედი ყოველთვის იარსებებდა
-კომა რა არის? - უეცრად იკითხა სესილიმ და მამამის თვალები მიაპყრო
გეგა მასთან დაიხარა და მაგრად ჩაეხუტა
-მამი ეს დასვენებაა , ადამიანს ძინავს მაგრამ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს - ძლივს ლაპარაკობდა გეგა , უნდოდა ეყვირა მაგრამ ცდილობდა ბავშვებთან ესეთი სასტიკი არ ყოფილიყო
-და ვის ძინავს? - ბავშვს ჯერ ყველაფრის გაგება უჭირდა
-დედას - უპასუხა გეგამ და ცრემლები მოიწმინდა
-როგორ მძინარე მზეთუნახავს? - არ ჩერდებოდა სესილი
-ხო როგორც მძინარე მზეთუნახავს - საოპერაციოს გახედა გეგამ
-და შენ გააღვიებ ხომ ? - გაეღიმა სესილის
გეგამ თავი დაუქნია და მის ანგელოზებს ჩაეხუტა , თორნიკეს ჯერ ვერ გაეგო რა ხდებოდა მაგრამ ეს არ მოსწონდა...
*********************************************************
კომა
ეს ზღვარია სიკვდილს და სიცოცხლეს შორს
სადაც უკვე შენზეა დამოკიდებული , სადაც შენ ირჩევ გზას , წახვალ თუ დარჩები
მაგრამ დარჩენისთვის დიდი ბრძოლაა საჭირო
უნდა იბრძოლო შენი ახლობლებისთვის , იმ ადამიანებისთვის ვინც საკუთარ თავს გირჩევნია , უნდა იბრძოლო იმისთვის რომ ცხოვრება გააგრძელო
იმისთვის რომ იყო ბედნიერი...
მე მიჭირდა , მე ვიბრძოდი მაგრამ ვერ ვიღვიძებდი , თვალებს ძალას ვატანდი მაგრამ ისინი არ მემორჩილებოდნენ , მიდნდოა ნაბიჯი გადამედგა მაგრამ სრულიად უშედეგოდ...
გაყინული ვიყავი!
ვხედავდი მხოლოდ შავ სამყაროს , სადაც ჩემი საყვარელი ადამიანების ხმები ისმოდა , სადაც ყოველ წამს მესმოდა , გეგას მიყვარხარ რომელიც მხოლოს ათჯერ თუ გამიგია , მესმოდა ჩემი პატარაების ხმები რომელბიც მის ამბებს მიყვებოდნენ , მინდოდა გამეღვიძა , მინდოდა ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო
მაგრამ
მე მხოლოდ მინდოდა...
ტკვილს ვგრძნობდი , ის მთელ სხეულში მივლიდა და არ ჩერდებოდა , შემდეგ თანდათან გაქრა , გაქრა ყველაფერი , მეგონა მოვკვდი...
მეგონა ბრძოლა დამთავრადა...
მეგონა ყველა მივატოვე მაგრამ ჯერ ვერავის ვხედავდი...
ვერც მამას ვის გამოც გამიხარდა ემი ამბავი , არავინ არ ჩანდა , შავი სამყაროდან ვერ გავდიოდი , თითქოს ეს ადგილი იყო ჩემთვის სამოთხე თუ ჯოჯოხეთი....
მაგრამ იქაც კი ვგრძნობდი რომ გეგა ჩემს გვერდით იყო...
******************************************************
დღეს უეცრად თვალები გავახილე , ვიგრძენი სამყარო და მზის სხივები რომელიც ასე მძულდა , საშინლად ამტკივდა თავი და ყვირილი მომინდა მაგრამ ეს არ მჩვევია
გარემოს თვალი მოვავლე და ვერ ვიცანი , თეთრ ოთკუთხედში ვიყავი , კედელზე ჩემი ოჯახის სურათს მოვკარი თვალი , მაგიდაზე კი წითელი ვარდები იდგა რომელიც მე ასე ძალიან მიყვარდა , შემდეგ გავიზარე რომ საავადმყოფოში ვიყავი და გამახსენდა "გუშინდელი" საღამო
მინდოდა მეყვირა მაგრამ ამ დროს კარი გაიღო და ჩემთვის უცნობი ადამიანი შემოვიდა
დაბნეულმა გავხედე , ის კი ერთ ადგილზე გაქვავდა და თვალცრემლიანი მომაშტერდა
თითქოს არ ჯეროდა , მე კი ვერ ვხვდებოდი ის ვინ იყო , ჩემთან რა უნდოდა
-ანანო - ძლივს ამოიღო ხმა და მისი ხმის გაგონებისას კიდევ უფრო დავიბენი
-გეგა? წვერი რატომ მოუშვი ან როდის მოასწარი? ჩვენ ხომ გუშინ... - სიტყვა ვერ დავამთავრე რადგან ვერ გამეგო რა ხდებოდა
ის წამებში ჩემს გვერდით გაჩნდა ჩემი სახე ხელებში მოიქცია , სახის თითოეულ ნაკვთ მიკოცნიდა და ტიროდა , მე კი არაფერი მესმოდა
-არ მჯერა! ღმერთო მადლობა - ამ სიტყვებს იმეორებდა და ტირილს არ წყვეტდა
-გეგა რა გჭირს? - დაბნეულმა ვკითხე და თვალებში ჩავხედე
-ყველაზე ბედნიერი ვარ , შენ დამიბრუნდი , ისევ ჩემთან ხარ - ისევ მომხვია , თითქოს მამოწმებდა , ამოწმებდა ეს სიზმარი იყო თუ რეალობა
-გეგა რა დაგიბრუნდი? გუშინ ერთად არ ვიყავით? ის ავარია? შენ კარგად ხარ , დავმშვიდდი - ღიმილით ვუპასუხე და გეგას სახე შეეცვალა - რა ხდება? - კიდევ უფრო დავიბენი
-ანო ორი წელი გავიდა - ჩუმად ჩაილაპარაკა გეგამ და ხელებზე კოცნა დამიწყო
მე კი გავქვავდი , ყველაფრის შეგრძნება დავკარგე , არ მჯეროდა , ამდენი ხანი სად ვიყავი? მეგონა რომ მატყუებდა
-რა მოხდა ავარიის დღეს? - ვკითხე და ცრემელბი წამომივიდა
-კომაში ჩავარდი - მოკლედ უპასუხა გეგამ , არ უნდოდა ძველზე დრო დაეკარგა , ის დაუბრუნდა და ამ ბედნიერებით უნდა გაეხარებინა
-ორი წელი კომაში ვიყავი? - ხმა ამიკანკალდა
-იყავი მაგრამ ეხლა ჩემთან ხარ - გამიღიმა და ისევ მაკოცა
-რატომ არ გამიშვი? - უხეშად მოვიშორე და თვალებში ჩავხედე
-რა? - დაბნეულმა გამომხედა გეგამ
-აპარატი რატომ არ გათიშე? ორი წელი რატომ მელოდე? ხომ შეიძლებოდა საერთოდ არ გამეღვიძა? ასე უნდა ყოფილიყავი მარტო? - ტირილს ვუმატე
-ანო გაგიჟდი? ხვდები მაინც რას მეუბნები? - უკვირდა გეგას ჩემი სიტყვები
-კი ვხვდები! - უხეშად ვუპასუხე
-რატომ არ გაგიშვი? როგორ უნდა გამეშვი როდესაც შენს გარეშე სიცოცხლე არ მინდოდა? ეს ჩემი ერთადერთი იმედი იყო იმისა რომ ერთ დღეს ჩემი საყვარელი ქალი დამიბრუნდებოდა , მე შენ მიყვარხარ და შენი სიცოცხლე მე უნდა დამემთავრებინა? მე უნდა მომეკალი? იცი ყოველდღე ველოდებოდი როდის გაახელდი თვალებს და კიდევ წლებიც დაველოდებოდი ამას მაგრამ ჩემი ხელით არასდროს არ გაგიშვებდი,... ნუთუ შენ ამას იზავდი? თუმცა ამის პასუხი ისედაც ვიცი , დღეს და ღამეს აქ გაათენებდი ჩემს გამო და მე მეკითხები ეს რატომ არ გავაკეთე? იცი რა ? დაივიწყე ყველაფერი! კომაში ადამიანს გრძნობები არ უქრება! დღეს ჩემთან ერთად ხარ და ახალ ცხოვრებას იწყებ , გიხაროდეს რა! ღმერთმა მეორედ მაჩუქა ჩენი თავი და ამის მერე ვეღარ გაგიშვებ
-გეგა - ტირილი დავიწყე და მაგრად მოვეხვიე - ორი წელი შენს გვერდით არ ვყოფილვარ! მაპატიე რა! - ვაკოცე და ექიმს გავხედე რომელიც გაოგნებული და ბედნიერი მიყურებდა
-გილოცავთ დაბრუნებას! - გამიღიმა და ჩემს შესამოწმებლად წამოვიდა , შემდეგ ექთანს დაძახა რომ წამლები მოეტანა
-მარიამს დავურეკავ და მოვალ! - მითხრა ღიმილით გეგამ და ფეხზე წამოდგა
-როგორაა? - შეშინებულმა ვიკითხე
-ორ წუთში ყველაფერი ბედნიერი იქნება - მითხრა ღიმილით და გავიდა
აღარ უნდოდა ძველზე საუბარი , ის მართლაც აპირებდა ყველაფრის თავიდან დაწყებას
ექიმმა წამლები დამალევინა , გადასხმა გამიკეთა და გეგას სიახულით ამცნო რომ ამის შემდეგ საშიში არაფერი მელოდა , მაგრამ ჯერ ვერ გამწერდნენ
ამას ვინ ჩიოდა მთავარია გამოვკეთდი
-ჩემი პატარები სად არიან? - ვკითხე გეგას როდესაც მარტო დავრჩით - თუმცა რაღა პატარები თორნიკე უკვე დიდი ბიჭი იქნება!
-ისეთი მოუსვენარია - სიცილით მითხრა გეგამ - სულ შენთან უნდა , დავალებებსაც აქ აკეთებს და ისე არც ეხლა არ იძინებს შენ რომ არ გნახოს - ჩემთან მოვიდა და შუბლზე მაკოცა
-და სესილი? - გავუღიმე
-შენ გგავს , ყველაფრით! - მოკლედ გამცა პასუხი და მაგრად მომეხვია
-გეგა მეშინია! - უეცრად ვუთხარი და ავხედე
-რისი? - დანებულმა მკითხა და გაეცინა
-რომ ვერ შევძლო,,, ყველაფერის თავიდან დაწყება... - თავი დავხარე
-მისმინე თავიდან შეიძლება მართლა გაგიჭირდეს , მაგრამ მე შენთან ვარ და ხომ იცი მე თუ გყავარ არაფრის არ უნდა გეშინოდეს , ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ ასე არაა? - მაგრად მომევხვია - იცი როგორ მენატრებოდი? ჩვეულებრივად გიჟს ვგავდი! - საფეთქელთან მაკოცა
უეცრად კარი გაიღო , უფრო გაგლიჯეს და ვიღაც შემოვიდა , მაგრამ ვერ შევამჩნიე რადგან საწოლი მეფარებოდა
შემდეგ კი დიდი სისწრაფით გამოექნა და საწოლზე ამოძვრა , ხელები მაგრად მომხვია და მისი პატარა ტუჩებით ლოყაზე მაკოცა
-დედი! - მხიარულად მითხრა და გამეღიმა
თვალებიდან ცრემლები წამომივიდა და სახეზე ხელი ინსტიქტურად ავიფარე
-სესე - ჩუმად ჩავილაპარაკე და ჩემი პატარა გოგონა მაგრად ჩავიხუტე - დედი როგორ გაიზარდე , დიდი გოგო ხარ უკვე - სახე და ხელები დავუკოცნე
-და მამამ გაგაღვიძა? - წარბები აათამაშა - გაკოცა? - ეშმაკურად გამომხედა ისე რომ გეგას არ დაენახა
ამაზე გეგას გაეცინა მე კი ვერ მივხვდი რა ხდებოდა
-კი მა ჩვენმა მძინარე მზეთუნახავმა გაიღვიძა - თვალი ჩაუკრა გეგამ
მეც გამეცინა და სესილის ისევ ჩავეხუტე
-დედი ჩემი ცხოვრება ხარ შენ - ლოყაზე წავეთამაშე და კიდევ ბევრჯერ ვაკოცე
-რატომ დამტოვე ? - გაისმა ვიღაცის დაბოხებული ხმა და როდესაც კარისკენ გავიხედე თორნიკე იდგა , თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა და ხელები გადაჯვარედინებული ჰქონდა
-მამი დედიკოს არ მიუტოვებიხარ , ეს მისი გადასაწყვეტი არ იყო - უთხრა გეგამ თორნიკეს და ჩემსკენ წამოიყვანა
-მან იცოდა რომ მის გარეშე ვერ ვიძინებდი მაგრამ მაინც მიმატოვა! - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და ჩემს წინ საწოლზე ჩამოჯდა
-მამა - გეგა აპირებდა მისთვის აეხსნა მაგრამ მე შევაჩერე
-დედი მაპატიე კარგი? - ხელზე ხელი მოვკიდე - მინდოდა შენთან ყოფნა მაგრამ არ შემეძლო , მინდოდა ყოველღამე მოვსულიყავი და ისევ მეკოცნა შენთვის ტკბილი ძილი მესურვებინა მაგრამ ვერ გავაკეთე დე , მაპატიებ ? - ტირილი დავიწყე და ლოყაზე ვაკოცე
-დედი ყველაზე მეტად მენატრებოდი! - მაინც ვერ გაძლო ჩემსკენ მოცოცდა და მაგრად ჩამეხუტა
-მეც დედი! - ლოყები დავუკოცნე
-ხომ აღარ დამტოვებ? - მითხრა და ტირილს უმატა
-აღარასდროს დე! - ხელები უფრო მაგრად მოვხდი , სესილის გავხედე რომელიც იჯღანებოდა და ისიც ჩავიხუტე
მათ ვეხუტებოდი და ვუყურებდი დედაჩემს რომელიც კართან იდგა და ბედნიერებისგან ტიროდა...
ასე მოხდა მე დავბრუნდი...
შეიძლება ითქვას გამაცოცხლეს!
ეხლა კი წინ მაქვს მთელი ცხოვრება რომელიც მხოლოდ ჩემს ოჯახს უნდა მივუძღვნა...
********************************************************
ასე ხდება...
როგორც ვთქვი ღმერთი ტკივილს შემდეგ აუცილებლად ბედნიერებას მოგივლენს...
მთავარია შენ გწამდეს და იმედი გქონდეს...
***************************************************

დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობდით და მოგწონდათ...



№1 სტუმარი mari

Magari iyo zhan <3

 


№2 სტუმარი Karerina

Umagresii istoriaa exla davamtavree da cremlebi ver shevikave yochag umagresiixar

 


№3  offline წევრი Genius))

mari
Magari iyo zhan <3

Karerina
Umagresii istoriaa exla davamtavree da cremlebi ver shevikave yochag umagresiixar

დიდიიმადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent