შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი გვირილები


26-08-2016, 21:23
ავტორი мултика
ნანახია 3 682

წვიმს, ციდან დიდი სისწრაფით ცვივა წვეთები და დაძველებულ ასფალტზე ეცემა. სიცივე სულის სიღრმევდე აღწევს, ბოჭავს. ნაგავსაყრელთან ვირთხები ხნაურობენ. მანქანები კი სისწრაფით მიუყვებიან ქუჩებს და გარშემო მყოფებს აშხეფებენ ბინძურ წყალს. თუმცა არც არავინაა სუფთა დღესდღეობით. უცბათ, ცა განათდა, ვირთხები პიცის ყუთებში შეიმალნენ. დამაყრუებელმა ხმაურმა კი ყველას ყურადღება ცისკენ მიმართა. ალბათ ბევრი ცდილობ იხილოს ცა განათებული, ღამის წყვდიადის მიღმა, მაგრამ ცოტა თუ ასწრებს თვალების ცისკენ მიმართვქს ამ შესანიშნავ წამს. წვიმა სეტყვაში გადაიზარდა. ირგვლივ მხოლოდ ფანჯრების ლეწვის ხმა ისმოდა. ქუხილისებრივ ცივი და მიწისძვრისავით დამანგრეველი.

სიბნელეში ვერც გაარჩევდი გამხდარ სილუეტს, რომელიც სწრაფად მიაბიჯებდა ქუჩებში და ირგვლივ არაფერს აქცევდა ყურადღებას. ,,მერი! მერი!“ გაჰყვიროდა შორიდან მორვენალი მამაკაცი, მაგრამ მისი ძახილი უპასუხოდ დარჩენილიყო. ქალმა ცრემლი მოიწმინდა და ფეხს აუჩქარა. თითქოს ჰაერში მიაბიჯებდა, გრაციოზულად, ამაყად, ელეგანტურად. უეცრად, ფეხი აუცდა და ტალახით სავსე ორმოში ამოყო თავი. მთელი მისი ტანსჩმელი, მისი თმა, მისი ლამაზი, უნაკლო სახე, ტალახში იყო ამოსვრილი, თუმცა ის მაინც არ კარგავდა მის მიმზიდველობას. წამოდგა, ტანსაცმელი გაიხადა და ისე განაგრძო სვლა. მისი გრძელი, გამხდარი ფეხები, გამოკვეთილი წელი, მიმზიდველი მკერდი, გაშლილი მხარ-ბეჭი, და არა ამქვეყნიური ყელი, ყველაფერს დაავიწყებდა ადამიანს. წვიმის წვეთები მტკივნეულად ეცემოდა მის ტანს, ეგოისტურად ეხებოდა სხეულის ყველა ნაწილს, ყველა შტრიხს. წამით შეჩერდა და უკან გაიხედა. ნანობდა? არა, ეს იყო გამოხედვა რომელიც ამბობდა რომ აღარ დაბრუნდებოდა იქ, საიდანაც წამოვიდა. აღარ დაბრუნდებოდა იქ, საიდანაც განთავისუფლდა. ისევ გადადგა ნაბიჯი წინ, შემდეგ მეორედ, მესამედ, მეოთხედ, მეასედ. მიიწევდა წინ და არ აინტრესებდა რას უმზადებდა მომავალი. შემდეგ მიუახლოვდა ერთ-ერთ კარს და დააკაკუნა. კარი მოხუცმა ქალმა გააღო. სიბერისგან სახე დანაოჭებულიყო, მაგრამ მაინც შემორჩენოდა ეშხი, რომელიც ასე ძაან აკლით დღევანდელ ქალბატონებს.
- შეიძლება ღამე თქვენთან დავრჩე? - ოდნავ დახარა თავი და ხელებით მხრების დაფარვა სცადა. - ძალიან გთხოვთ, მხოლოდ ერთი ღამით, მომეცით უფლება დაცრჩე, ძალიან გთხოვთ! - ბოლო ხმაზე ყვრიროდა ის, შემდეგ კი ცრემლიანი შავი თვალები მიანათა მას, და ემუდარებოდა რომ სახლში შეეშვა. მოხუცმა გაიცინა, გვერძე გაიწია და გზა დაუთმო. არაფერი უთქვია. ან რა უნდა ეთქვა, დიდი ხანია მის კარებზე არავის დაუკაკუნებია, დიდი ხანია არავის უთხოვია დარჩენა, დიდი ხანია არავის უტირია მის თვალწინ, როგორც ამ პატარა გოგომ. მოგონებები იღვიძებდა მასში. ახსენდებოდა ახალგაზრდობა, ახსენდებოდა მისი ქმარი, მისი შვილები. ახსენდებოდა ყველაფერი ეს და თითქოს თავიდან იწყებოდა მასში სიყვარული, თითქკს თავიდან ივსებოდა მისი გული მღელვარებით.
მერი შიგნით შევიდა, ბუხართან ჩამოჯდა და ხელის გულები ცეცხლს მიუშვირა. გრძნობდა როგორ თბებოდა ნელ-ნელა მისი თითები და მადლობელი იყო ღმერთის, რომ მისცა კიდევ ერთი შანსი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent