შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Bikers' Life (14)


27-08-2016, 12:14
ავტორი NatatuKa
ნანახია 1 705

როცა გამოვფხიზლდი თავზე ლიზა მადგა.
-სად ვარ?
-სახლში
-და ციხე?
-გაგათავისუფლეს.
-კარგი ჩემი ტყავის ხელთათმანები მომეცი წასასვლელი ვარ.- წამოვიწიე ბალიშიდან და თმები გავისწორე
-არ შეიძლება შენთვის ადგომა.
-კაი რა, ლიზა- გაბეზრებული ტონით ვუთხარი და სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე.
-სად მიდიხარ- მიხვდა რო ვერ გადამათქმევინებდა და დანებების ნიშნად ამოიხორა
-მოტოციკლეტით გავისეირნებ ცოტას, ზოგზოგიერთებს ჭკუის სწავლება არ აწყენთ - თვალი ჩავუკარი და იქვე გადაკიდებულ ჩემი ტყავის შარვალს დავწვდი.
-რა მოხდა მომიყვები?

ყველაფერი დეტალურად ვუამბე და თვალებში ცრემლი ჩამიდგა გახსენებისთანავე.
-ეხლა ჩემი ჯერია
-რას აპირებ?
-ორმაგ თამაშს
-ფრთხილად იყავი რა.- თანხმობის ნიშნად შუბლზე ვაკოცე და შარვლის ჩაცმა დავიწყე
-დღეს ძალიან ცხელა, ცოდო ხარ.~
-კაი ჩემი ჯინსის შორტი გამომიღე რა კარადიდან.

მალე გადავიცვი თეთრი მაიკა და თმები ჩავიწენი.
-ამდენი ხანი რას ეძებ?- გავძახე ჩემ ოთახში მყოფ ლიზას და ჩაიდანი დავადგი
-ვიპოვე ხო მოვდივარ.
-ყავას გიდუღებ და კრუასანებზე არ ჩახვალ?
-ჩავალ აბა რაზ ვიზამ,- შემოვიდა სამზარეულოში- აჰა შენი შორტი.- გადმომიგდო და და უკან გატრიალდა.

მალე ვისაუზმეთ და ჩემი ტყავის ხელთათმანები მოვირგე.
-წავედი მე და რო მოვალ აქ დამხვდები თუ სადმე აპირებ წასვლას.
-არა მგონია მაგრამ თუ რამე ბიჭებს შევუვლი.
-კაი წავედი მე -ჩაფხუტს დავწვდი და კარი გამოვგლიჯე..

ნაცნობ ადგილზე მალევე მივედი თუმცა იქ არავინ იყო. ნახევარი საათის განმავლობაში კრუგები ვარტყი და ისევ სახლში დავბრუნდი.
რამდენიმე დღე გაგრძელდა ესე.

დილაუთენია წამოვდექი
-ლიზიიი ყავა დამიდგი რა მალე გავდივარ
-ხო ხედავ რო არ მოდის და შეეშვი რა
-მოვა სად წავა.
-მემგონი ტყუილად ელოდები
-ყოველდღე ერთი და იგივე დიალოგი არ მოგბეზრდა? მოვათქო გეუბნები რა. თუ არც მოვა, იქ მშვენივრად ვგრძნობ თავს.

კიდევ არავინ დამხვდა. რამდენიმე კრუგის მერე ნაცნობი სილუეტი დავლანდე და იქვე გავაჩერე მოტოციკლეტი. რა თქმა უნდა ჩაფხუტი არ მომიხსნია.
-სად იყავი ეს დღეები?- ვკითხე ცნობისმოყვარედ
-არ მეგონა ჩემზე თუ ფიქრობდი. - ირონიულად ჩაილაპარაკა და ჩაფხუტი მოიხსნა.
-ყოველდღე იმის სურვილით მოვდიოდი რო შენ მენახე- არც მე დავაკელი ირონია თუმცა სიმართლეს ვეუბნებოდი.
-კაი გეყოს ეს ირონია
-შენ დაიწყე
-ხო კარგი- დანებების ნიშნად ხელები აწია.
-მართლა სად იყავი?
-პრობლემები მქონდა- მოკლედ მომიჭრა და საუბრის გაგრძელება აღარ დამიძალებია.
-მე უკვე სახლში მივდივარ-ძრავა ავამუშავე და მისი სიტყვები გავიგე- ხვალ მაინც გნახავ..

რამდენიმე დღე არ წავედი სპეციალურად. იდგეს და მელოდოსთქო ვფიქრობდი და ჩემს შემდეგ ნაბიჯზე ვფიქრობდი.. ღამით შოკოლადი მომინდა. ჩემი მაღაზია დაკეტილი იყო, ამიტომ გზის იქითა მხარეს გადავედი და 24საათიანში შევედი. სხვათასორის საკმაო რაოდენობის ხალხი იყო და რიგში დგომამ მომიწია.

-გამარჯობა - გავიგე უკნიდან ნაცნობი ხმა და არც შევბრუნებულვარ ისე ვუპასუხე გაგიმარჯოსმეთქი..
-სალაპარაკო მაქვს- კვლავ წამოიწყო დემემ საუბარი
-მე არა
-გთხოვ 5 წუთით
-რაზე უნდა მელაპარაკო? ის რომ სათამაშოდ გამომიყენეთ შენ და შენმა ძმაკაცმა?
-3კვირა გავიდა იმ ამბის შემდეგ კაი რა.
-3 წელიც რომ გავიდეს რამე შეიცვლება?
-5 წუთით ამახსნევინე და მერე შენზეა დამოკიდებული რა შეიცვლება და რა არა.~
შემატყო რო ვყოყმანობდი და დაამატა
-ამ მაღაზიის უკან სკვერში დავსხდეთ. მხოლოდ 5 წუთი.

ხმა აღარ ამომიღია, დუმილი თანხმობიას პრინციპით და სალაროსთან კიტკეტი გავატარე.
-მე გადავიხდი- მომაძახა უკნიდან, ალმაცერად გავხედე და ზუსტად ეგ მოიმენტი იყო. მზერით გავაჩუმეო რო იტყვიან რა.

მაღაზიის გარეთ აპარატთან მივედი და დენის გადასახადი გადავიხადე. შემოვბრუნდი და უკვე გამოსული დემნეტრე დავინახე, ამიტომაც პირდაპირ სკვერისკენ წავედი და ერთერთ სკამზე ჩამოვჯექი. ისიც მალევე მომიჯდა გვერდით.
-დაიწყე თორე უკვე 4 წუთი და 40 წამი დაგრჩა- გამაფრთხილებლად გავხედე და მანაც არ დააყოვნა..

-ხო მართალია, შეცდომა დავუშვი. პირველივე დღის მერე გუგამ ეგ პირობა წამოაყენა,რაც შენთვის უკვე ცნობილია. მეც დავთანხმდი. მაგრამ მერე შენც კარგად იცი რო მართლა შემიყვარდი. გუგასთან რო გხედავდი გული ყელში მებჯინებოდა. არვიცი რატომ, მაგრამ მაინცდამაინც იმას დაადგი თვალი ვინც ესე გიყენებდა. თავიდან მეც დამნაშავე ვიყავი, ვაღიარებ მაგრამ მერე მივხვდი რო მაგრად გამიჩალიჩე. შენ კიდე იმასთან გხედავდი ვინც მეუბნებოდა რო სხვა უყვარდა და მეუბნებოდა ხო ხედავ ნიძლავს გიგებო.. - აქ გაჩერდა ცოტახნით
-2 წუთი და 55 წამი- შევახსენე დრო და მანაც განაგრძო
-ნიძლავი საერთოდ აღარ მაინტერესებდა იცი? გუგას ადგილას მინდოდა ყოფნა, იმიტომ რო ვხედავდი შენ ის მოგწონდა. რა ვქნა, ორივემ შეცდომა დავუშვით მაგრამ შენ მაინცდამაინც ის აირჩიე ვისთვისაც არაფერს ნიშნავ, მხოლოდ ლუკმა იყავი რო ჩემთვის სანაძლეო მოეგო. მე მართლა მიყვარხარ ვიკა და თუ არ შეგიყვარდები, მაპატიე მაინც..

რამდენიმე წამი ესე ვისხედით და საბოლოოდ წამოვიძახე
-დრო ამოწურულია, წავედი
-მაპატიე?


უპასუხოდ დავტოვე და ჩუმად ჩავილაპარაკე "გაპატიე თუმცა შურისძიებას მაინც ვაპირებ" - ეს რანაირი პატიება გამოდიოდა არ ვიცი მაგრამ გუგაზე რთულ სიტუაციაში ნამდვილად არ იყო..

მეორე დღეს ისევ მოვემზადე და ნაცნობი ადგილისკენ გავწიე მოტოციკლეტით. იქ დამხვდა.
-მეგონა საერთოდ აღარ მოხვიდოდი
-როგორც ჩანს აქ ვარ
-მიხარია- ხმაზე ეტყობოდა რო იღიმოდა.

ერთმანეთის გვერდით ვიდექით, ჩაფხუტები გვეფარა და ერთმანეთს ვუყურებდით.
მალევე გადმოვიდა ბაიკიდან, შლემი მოიხადა და ჩემსკენ დაიძრა.

-შეიძლება?- ხელები ჩაფხუტისკენ წამოიღო- მაინტერესებს რატო მალავ სახეს...



№1  offline წევრი Ta Mo

Am istorias vkitxulob jer kidev pirvelitavi rom atvirte ikidadzalian damwkda guli romshewkvite cera magram dges vnaxerom isev gagigrdzelebia da dzaaaan gamixardaa ❤️dzaan magari istoriaaa da gtxov agar shewkvito da male dade tore vegarvitmen ise mainteresebs rogor ganvitardeba movlenebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent