შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქირურგებსაც შეგვიძლია სიყვარული - თავი 3


27-08-2016, 19:22
ავტორი sophiaa
ნანახია 2 104

-ზურა? როდის ჩამოხვედი?
დეხზე წამოვდექი და მთელი ძალით მოვეხვიე, როგორ მომნატრებია
-დღეს გამთენიას და ეგრევე შენს სანახავად წამოვედი, როგორ მომენატრე იცი გოგო?
-მეც მომენატრა ჩემი სულელი ძამიკო, აქ რა ქარმა გადმოგაგდო?
-ქარმა არა მარა უფროსმა გამომაგდო
-რაა? რატო?
-მის ცოლთან ვიწექი
არ გამიკვირდა, საერთოდ არ გამიკვირდა, ის ხომ ასეთია. ჩემზე უკეთ მას არავინ იცნონს, ფანტასტიური კარდიოქირურგია მაგრამ გარყვნილია
-როგორ ახერხებ? ავსტრიაშიც კი ახერხებ უფროსის ცოლთან დაწოლას, ყოჩაღ
-აუ იცი რა ქალი იყო, რომ წამოვედი ტიროდა
-აქ აპირებ მუშაობის დაწყებას
აუ ოღონდ კი თქვას, ჩემთან თუ მეყოლება დედას და მამას ძალიან გაუხარდებათ
-არ ვიცი, მიმიღებენ?
-ნუ ღადაობ ყველაფერზე, ვინ ეტყვის მსოფლიოში საუკეთესო კარდიოქირურგს უარს?
-არ ვიცი წავალ დაველაპარაკები და მალე მოვალ
ლოყაზე მაკოცა და წავიდა, ჩემი სულელი ძამიკო როგორ მიყვარს. ის ჩემი ცხოვრების ერთადერთი კაცია ვინც გული არ მატკინა, ერთადერთი ადამიანია ვინც გვერდში მიდგას, ვინც ჩემი ყველა ნაკლი იცის და მაინც ვუყვარვარ. მეც ასე ვარ. ალბათ მსოფლიოში საუკეთესო ძმა მყავს(სინამდვილეშიც ასეა)


„ლექსო“
შორიდან ვუყურებდი ნატალიას და ვიღაც კაცს, ცოტა მაკლდა და ავფეთქდებოდი. ალბათ მისი შეყვარებულია ან საქმრო. რაღაცაზე იცინიან, შემდეგ ეს კაცი ლოყაზე კოცნის და მიდის. კიდევ კარგი ტუჩებში არ აკოცა.
-ნატალიას რა მაგარი კაცი ელაპარაკებოდა, ვინ იყო?
უეცრად უკნიდან ლილიანას ხმა მომესმა, შიშისგან კინაღამ გული გამისკდა
-მერავიცი ან რაში მაინტერესებს. შენ ხარ მისი კუდი მე კი არა
-შურიანი ხარ, იცი რა მაგარი ოპერაცია იყო? კაცი ფხიზელი იყო, ჩვენ თავის ქალა ავხადეთ და ზონდი ჩაუშვით. ყველაზე ამაღელვებელი სანახაობა ის იყო რომ ხელების კანკალი გაუჩერდა და ტაშის დაკვრა შეძლო
-იქ ოპერაციის სანახავად შეხვედი თუ სატირლად? თუ ასეთი რაღაცეები გიზიდავს პროფილს უყურე და სხვას აცადე ოპერაციის გაკეთება
-შურიანი სანიტარი ხარ, წავედი ეხლა მე 5ზე მათაშორის თიაქრის ოპერაცია გვაქვს
ყველა ოპერაციაზეა მე კი ნაჭრებით ხელში ვდგავარ და ფსიქოლოგიურად ვემზადები, რადგან 23 პალატაში ვიღაცის ნარწყევი უნდა გავწმინდო.
-ძლივს მოხვედით? საშინელი სუნია, რა უარგისი მომსახურეობა გაქვთ
რა კაცია, თან არწყევს და თან სუნიც არ მომწონს. რას ამბობ მე ხომ ვგიჟდები. უეცრად კანკალი დაეწყო
-ჯანდაბა, დახმარება მჭირდება. ინტუბაცია უნდა გავუკეთო, ატროპინი შეუყვანეთ და 7,5 მილი მომეცით
მაპატიეთ ქალბატონო ნატალია მაგრად თქვენი სასჯელი უნდა დავარღვიო და პაციენტი გადავარჩინო.
არის! წარმატებით გავაკეთე. გადავარჩინე. პალატიდან გაოცებული გამოვედი, ადრეც გამიკეთებია ინტუბაცია მაგრამ დამოუკიდებლად და ასე უცებ არასდროს
-რა მოხდა ლექსო?
დერეფანში ნატალია მორბოდა, ეს კაცი მგონი ის იყო პარკინსონის დაავადება რომ სჭირდა
-ინტუბაცია გავუკეთე, ახლა კარგადაა
-რატომ არ დაუძახე ვინმეს? იქნებ მოგეკლა
-სხვათაშორის მე ქირურგი ვარ და შემიძლია პაციენტი გადავარჩინო
-ქირურგი ხარ? რადგან 5 წელი უნივერსიტეტში სსავლობდი ეს იმას არ ნიშნავს რომ ქირურგი ხარ.
საშინლად გაბრაზებული შევედი ლიფტში, მინდოდა მთელი საავადმყოფო დამელეწა. ლიფტში ჩემთან ერთად სხვა ინტერნიც იყო
-გამარჯობა, მგონი შენ ალექსანდრე ხარ ხო?
-კი ალექსანდრე ვარ, შენ?
-მე ანამარია ვარ, ლადოს ინტერნი
მასთან ახლოს მივიწიე და ტუჩებში ვაკოცე. ღმერთო რა ხესავით გოგოა. იმენა კოცნის აზრზე არ არის
-საავადმყოფოს უკან რომ კორპუსია იქ ვცხოვრობ, მესამე სართულზე საღამოს გელოდები
ხოო სანამ შენთან მოვალ მანამდე არ გეტკინოს არაფერი. უბრალოდ გავუღიმე და ლიფტიდან გამოვედი. ეს გოგო არ მომწონს და არც არასდროს მომეწონება. ის ნატალიას არ გავს, ის ნატალია არ არის. პეიჯერზე შეტყობინება მივიღე. უფროსი ყველას გვიძახებდა
-ლექსო რა ხდება ხომ არ იცი?
-სანიტრებმა არაფერი იციან კოტე
დარბაზში ნატალია იმ კაცთან ერთად იდგა დილით რომ ელაპარაკებოდა და რაღაცაზე იცინოდნენ
-ძალიან კარგი რომ მოხვედით, გაიცანით ეს ჩვენი ახალი კარდიოქირურგია ბატონი ზურა
-ბატონი ზურა? თქვენი ყველა ოპერაცია ზეპირად ვიცი, ძალიან მიხარია რომ აქ ხართ და საშუალება გვაქვს თქვენგან ვისწავლოთ
ანასტასია აღრფთოვანებით ლაპარაკობდა. აჰ გამახსნდა ის ხომ კარდიოქირურგობას აპირებს. სხვებმა ძალიან მოკრძალებულად დაუქნიეს თავი.
-დღეს ანასტასია და ლექსო ზურასთან იმუშავებს, ლილიანა ანალიზები გააკეთე და კოტე მე გამომყევი. აბა მოგწონთ თუ აპირებთ გააპროტესტოთ?
მე გამომხედა. რადგან ერთხეკ რაღაც არ მომეწონა მთელი ცხოვრება უნდა დავისაჯო. ჩემთვიას ამ თვითკმაყოფილ იდიოტთან მუშაობაც სასჯელია
-აბა შენ ლამაზო იმ კაცს ანალიზები აუღე და საოპერაციოდ მოამზადე. შენ კი ბიჭი ახალი ხალათი მომიტანე რაა, ეს რაღაც არ მომწონს
-იცით გამოსაცვლელი ოთახი მეორე სართულზეა, რაც გინდათ ის გამოიცვალეთ
-დარწმუნებული ვარ შენ ხარ ის ბიჭი ვინც ნატალია ასე ძალიან გააბრაზა
-როგორც ჩანს თქვენმა შეყვარებულმა უკვე მოგიყვათ ყველაფერი
უეცრად სიცილი დაიწყო, იმდენი იცინა ცრემლები მოსდიოდა უკვე. რა ჯანდაბა აცინებს ახლა? რა ვთქვი სასაცილო?
-უკაცრავად რამე სასაცილო ვთქვი?
-პატარა სულელი ინტერნი ხარ რომელსაც თავისი უფროსი შეუყვარდა. ნატალია ჩემი დაა
რაო? ღმერთო რა დონის იდიოტი ვარ, მართლა სულელი და პატარა ვარ.
-ძალიან დიდი ბოდიში, მაპატიეთ კარგი? მე უბრალოდ არ ვიცოდი......
-დამშვიდდი მესმის შენ, მეც მიყვარდა ჩემი უფროსი, წარმატებებს გისურვებ მეგობარო
სევდიანად გავუღიმე და გამოსაცვლელი ოთახისკენ წავედი
-სად მიდიხარ ლექსო?
-თქვენი ხალათი არ მომწონს, წავალ ახალს მოგიტანთ
-ნატალია რომ არ მყავდეს რა მეშველებოდა
ეტყობოდა რომ ნატალიას ძმაა. მისნაირი სიცილი ჰქონდა. ლოყები ეჩუტებოდა.


„ნატალია“
უკვე დილის 4 საათია. დაღლილობისგან ფეხზე ძლივს ვდგავარ. ალბათ ცოტა ხანში მე გავხდები სამკურნალო
-ექიმო ნატალია, სასწრაფოდ წამოდით
-რა მოხდა.
-სიამის ტყუპები ირაკლი და ილია. 27 წლის, ირაკლის ეპილეფსია აქვს რაც ავტომატურად იწვევს ილიას ეპილეფსიას
-უნდა დავაშოროთ
-რაა?
-სასწრაფოდ ყველა ქირურგი, ინტერნი, ექთანი, სანიტარი მოემზადოს ოპერაციისთვის
-და მე ექიმო ნატალია? შეიძლება ჩემთვის ოპერაციაზე შემოსვლა?
-ხო ალექსანდრე, მე დამეხმარები



№1  offline ახალბედა მწერალი -venus-

sainteresoa, samedicino serialebs ufro magonebs, greis anatomias da eqim hauss. tavebi dzalian pataraa, cota gaadide da dakvirvebit were, weriti sheccdomebi gaqvs bevri rac imaze mapiqrebinebs rom ugulod da mipuchechebuli wer.. ise damainteresa leqsos da natalias urtiertobam.. gelodebi da warmatebebi :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent