ჟურნალისტი ერთი თვით (6)
ცხელი ბაგეები ჩემს ბაგეებს შეეხო. მთელ ტანი დამეხორკლა. არ ყოფილა პირველი კოცნა,მაგრამ ასეთი შეგრძნება სხვა დროს არ მქონია. ისე ნაზად მეხებოდა თავი ამ ქვეყნად ყველაზე სათუთი არსება მეგონა. ⁃ რა ტკბილი ხარ , - თვალებით მიღიმოდა,ხელები ჩამჭიდა სიმღერის დასრულებისთანავე და ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით. თავს სულაც არ ვგრძნობრდი უხერხულულად , კარგახანს მაკვირდებოდა სახეზე. ⁃ ყველასგან განსხვავებული გოგო ხარ, ხან ბავშვური ხანაც ძალიან ქალური. ⁃ შენ კი ზედმეტად მამაკაცური , - თავი დახრილი მქონდა. ⁃ ოჰო, - გაიცინა. ⁃ სტატია ვნახე დღეს , უფრო სწორად დედამ მაჩვენა. ⁃ მეც ვნახე, ასე გაგრძელდება ჩემთან თუ იქნები. მზად ხარ ამისთვის? - ისეთი ღიმილით მიღიმოდა გულს ,რომ მიჩქარებდა. ⁃ მზად ვარ, - და ზუსტად ვიცოდი ამ დღიდან ჩემი ცხოვრება რადიკალურად ,რომ შეიცვლებოდა . მზად ვიყავი ყველაფრისთვის ოღონდ მასთან ვყოფილიყავი. ⁃ ისე რაღაც მაინტერესებს, სად მუშაობ? - ოპ ,ოპ ეს არ უნდა ეკითხა. ⁃ ჟურნალისტი ვარ, სტატიებს ვწერ ცხოველებზე , - ასე თუ ისე სიმართლე ვუთხარი. ⁃ კარგიათქო გეტყოდი ,მაგრამ შენი პროფესია გიხსენე თუ არა სახეზე ფერები გადაგივიდა , ეტყობა არ მოგწონს სადაც მუშაობ. ⁃ ხო,ცუდი სიტუაციაა... ⁃ მერე შენც სხვაგან ,რომ სცადო? ⁃ სადაც ვცადე არ მიმიღეს. ⁃ მაშინ მართლა არ ვიცი რა გირჩიო. ⁃ ჰო, შენ რას საქმიანობ? ⁃ ნუ ადრე მხოლოდ ჭიდაობას მივყვებოდი, ახლა სპოტული სკოლები გავხსენი . ⁃ რა მაგარია, - აღტაცებულმა ჩავილაპარაკე. ⁃ არც თუ ისე დიდი ხნის გახსნილია. აუზებიცაა შიგნით. ⁃ მოვალ ერთხელ აუზზე. ⁃ ახლა გვიანია თორე წაგიყვანდი, - გამიღიმა. ⁃ არც ისე გვიანია . ⁃ წამოდი წავიდეთ , - ამხიარულდა ლიპოც... უზარმაზარი იყო სპორტდარბაზი, ისეთ დროს მივედით უკვე აღარავინ ,რომ არ იყო. აუზთან მივედით თუ არა მაშინღა გამახსენდა საცურაო კოსტუმი ,რომ არ მქონდა. ⁃ წამოდი ,ჩავიდეთ. ⁃ აუ, საცურაო კოსტუმი არ მაქვს, - ავწუწუნდი მაშინვე. ⁃ არაუშავს, კაბა გაიხადე და ისე ჩამოდი. ⁃ ეგრე მრცხვენია. ⁃ ოჰ ,კარგი რა. მდინარეზე უკანალის ქნევით დადიოდი სულ და ჩემთან რისი გრცხვენია, - გაეცინა. ⁃ კარგი ჰო, ოღონდ გაიხედე. ⁃ კარგი, - ჩემს წინ დადგა, თვითონაც გაიხადა და წყალში მაშინვე ჩახტა,მაგრამ კარგად მოვავლე თვალი მის სხეულს. ნერწვი მძიმედ გადავყლაპე. ⁃ იქით გაიხედე,- დავუძახე ლიპოს, ამასობაში კი კაბა და ფეხსაცმელები გავიხადე და წყალში ჩავხტი. ერთი შევყვირე სხეულზე წყლის შეხებაზე ,შემდეგ კი სიცილით ამიტყდა.ილია მომიახლოვდა . ⁃ ხშირად გატარებ ისეთ ადგილებში სადაც თავს ბედნიერად იგრძნობ. ⁃ წამოდი შევეჯიბროთ. ⁃ ხომ იცი ,რომ მოგიგებ,- გაეცინა მას. ვიცოდი ,მაგრამ ამას როგორ შევიმჩნევდით, სამამდე დავითვალეთ და სწრაფად გავცურეთ. უფრო სწორი იქნებოდა სწრაფად გაცურა, მალევე მივიდა ფინიშამდე და სიცილი აუტყდა. ⁃ ჯიუტო, - იცინოდა, - გითხარი გაგასწრებთქო. ⁃ ეგ კუნთების ბრალია თორე ისე ვერ გამასწრებდი,- ისევ ვიცინოდი. მასთან ახლოს მივედი და "მოღატუნება" დავუწყე. საერთოდ არ გაცინებია. ⁃ აჰ ,ანუ ჩემი წვალება გინდა, ჰო და მიიღებ, - ახარხარდა ილია. ახლოს მიმიზიდა და ჩემი წვალება დაიწყო. თავიდან მეცინებოდა,მაგრამ ცოტახანში სიცილისგან სუნთქვა გამიჭირდა. ⁃ კარგი, ილია გთხოვ,გთხოვ გაჩერდი, - როცა მიხვდა რომ სუნთქვა გამიჭირდა შემეშვა . მაგრამ სამაგიეროდ კისერზე მომისვა და ისე დაიწყო ცურვა. ⁃ აჩუ ცხენო . ჩქარა გაფრინდი , - სიცილით ვუთხარი. იმაზე სასიამოვნო დრო გავატარეთ ვიდრე წარმომედგინა. მანქანაში როცა ვსხდებოდით ისევ ისე ნაზად შეეხო მისი ბაგეები ჩემსას. გაღიმებული ჩავჯექი მანქანაში, ისევ ჩემი საყვარელი სიმღერები ჩართო და ერთად ვყროყინებდი .არ ვაბუქებ მართლაც რომ ყროყინი ერქვა ჩვენს სიმღერას. ისე მიმიყვანა სახლთან ვერც კი შევანჩნიე. ⁃ მოვედით,-გამიღიმა მან. ⁃ მადლობა ყველაფრისთვის ლიპო, ყველაზე სასიამოვნო და მხიარული დღე გავატარე დღეს. ⁃ სულ ასე იქნება სანამ ჩემთან იქნები, - თბილად მიღიმოდა. ⁃ ძილინებისა ლიპო. მანქანიდან უცებ გადავხტი,მაგრამ მივხვდი ,რომ რაღაც დამავიწყდა. ისევ მანქანაში ჩავჯექი ,ილიასკენ ახლოს მივიწიე და ტუჩებში ვაკოცე.სანამ გონს მოეგებოდა მე უკვე სადარბაზოში ვიყავი. სულ ღიღინ-ღიღინით ავირბინე კიბეები. დედა და მამა დივანზე ისხდნენ. შევედი თუ არა თვალებით მეუბნებოდნენ როგორი დრო გავატარე. ორივესთან მივირბინე და ლოყები დავუკოცნე. -უმაგრესი საღამო გავატარეთ... მა მოგიყვა დედამ ყველაფერი ხო? - გავუცინე მამას მან კი თავი დამიკრა , - დე წამოდი ახლა ოთახში ვიჭუკჭუკოთ. ⁃ აბა როგორ ჩაიარა საღამომ? ⁃ უმაგრესად, ისე გავერთეთ , რომ რა ვიცი. ⁃ თმები სველი რატომ გაქვს? ⁃ აუზზე ვიბანავეთ. ⁃ მოიცა აუზზე რა გინდოდათ? ⁃ რა დროს აუზია დე,ილიამ მაკოცა... *** დილით ილიას შეტყობინებამ გამომაფხიზლა. " დილამშვიდობისა,იმედი მაქვს არ გამიღვიძებიხარ. დღეს გცალია?" მალევე გავუგზავნე შეტყობინება - დილამშვიდობისა, არ გაგიღვიძებივარ. კი მცალია. ლიპო - რომელზე შევხვდეთ? შვიდამდე არ მცალია. მე - რვისთვის . ლიპო- კარგი მაგ დროისთვის გამოგივლი. დროებით ,გკოცნი. მე- მეც გკოცნი . ბოლო შეტყობინების გაგზავნისას ლოყები ამიწითლდა,ჯერ არ ვიყავი შეჩვეული ასეთ ურთიერთობას. სააბაზანოში გავედი და მანამ არ გამოვედი სანამ არ ვიგრძენი კანის დარბილება. თხელი სარაფანი გადავიცვი და ლიკასთან წავედი (დღეს არ მუშაობს) . მან ჯერ კიდევ არ იცოდა ჩემი და ილიას ურთიერთობის შესახებ. უეჭველი ერთ ამბებს ატეხავდა. *** ⁃ აქამდე სად იყავი? რატომ არაფერს მეუბნებოდი,მოსაკლავი ხარ რა. ⁃ დამშვიდდი ახლა, რა ხანია ქოთქოთებ. ⁃ უნამუსო ხარ პროსტა,- მეცინებოდა მის ლაპარაკზე, - არა რა გაცინებს ეგ გამაგებინა ,აქეთ დამცინის , - ამოიბურტყუნა. ⁃ მოიცადე გოგო , შენ არ იცი რა ცუდ დღეში ვარ. ხომ გახსოვს უფროსმა ერთ სპორტსმენზე სტატიის დაწერა რომ მთხოვა? ⁃ მოიცადე... შანსი არ არის,არ მითხრა რომ,- სახეზე გალურჯდა. ⁃ ეგრეა, პირველად მანქანაში რომ დავინახე მეც მაგ დღეში ვიყავი. ბედი არ მაქვს, - ლამის იყო ავტირებულიყავი. ⁃ რას აპირებ? უნდა უთხრა ილიას ხომ იცი... ⁃ ვიცი,მაგრამ აბა მითხარი როგორი სათქმელია.აღარ ვიცი რა გავაკეთო. ⁃ იცოდე უთქმელობით ყველაფერს წერტილს დაუსვამ,- საშინლად მკაცრი ხმა ჰქონდა ლიკას. ⁃ ვიცი,ლიკუნ, ვიცი... მარტო ილიას კი არა უფროსსაც უნდა ველაპარაკო. ⁃ ხო, მასე სჯობს, - ამ დროს ტელეფონზე ზარი შემომივოდა. უფროსი რეკავდა. ⁃ როგორ ხარ ნინე? საქმეები როგორ მიდის? - ისევ ისეთი გულგრილი ხმა ჰქონდა. ⁃ კარგად თქვენ როგორ ბრძანდებით? ⁃ კარგად, რა ხდება ახალი? ⁃ ამ დღეებში შემოგივლით სალაპარაკო მაქვს თქვენთან. ⁃ კარგი გელოდები ,- მითხრა თუ არა ეს მაშინვე გამითიშა. ⁃ რაო ალქაჯმა? -ინტერესიანი მზერა ჰქონდა ლიკას. ⁃ არაფერი როგორ მიდის საქმეებიო. მეტი მართლა აღარ შემიძლია ვეღარ გავაგრძელებ მაგ სტატიის წერას. ⁃ ხომ იცი რომ გაგათავისუფლებს და ბანკის სესხს რა უნდა უყო? ⁃ აზრზე არ ვარ, მაგრამ ილიას მართლა არ მირჩევნია ეგ სამსახური. ⁃ ხო , ვიცი. *** ექსვი საათისვის სახლში წავედი, ცოტა წავიჭორავეთ მე და დედამ მერე კი ყველანაირი შეგროვებული მასალა,ფოტოები და ჩემი დაწყებული სტატია წავშალე ლეპტოპში. ვიცოდი რომ სწორად ვიქცეოდი, ჩემი თავით კმაყოფილი ვიყავი . წამოვწექი და მე შენამდის ყურება დავიწყე. ბევრისგან გავიგე რომ ძალიან მაგარი ფილმია, იმედებიცარ გამცრუებია, ცრემლებიც კი მომადგა. უბრალოდ ასეთი დასასრულისთვის არ მემეტებოდა. ძალიან მოვიწყინე, ამასობაში ილიამაც დამირეკა ⁃ ჩამოხვალ? ⁃ კი ჩამოვალ , - ისევ სევდიანი ხმა მქონდა. დედას და მამას ლოყაზე ვაკოცე და კიბეები ჩავირბინე. სადარბაზოსთან იდგა, დამინახა თუ არა ჩემკენ წამოვიდა და ჩამეხუტა, ისეთი თბილი იყო არ მინდოდა ცოტახნით მაინც მოვშორებოდი,დიდხანს ვიდექით ასე ჩახუტებული.ცოტახანში თვალებზე დამაშტერდა. ⁃ რა გჭირს? ⁃ რა მჭირს?- ისევ მთელი ტანით მასზე ვიყავი აკრული. ⁃ შენ რა იტირე? - გაოცებული ხმა ჰქონდა. ⁃ შენ რა იცი? - გულუბრყვილოდ ვკითხე. ⁃ თვალებზე გეტყობა, რა დაგემართა? ⁃ არაფერი მართლა, - გამეღიმა მის მზრუნველობაზე , - უბრალოდ ფილმს ვუყურე. ⁃ ჩაეღიმა ჩემს ნათქვამზე, - შენ რა გულჩვილი ყოფილხარ, წამოდი მანქანაში დავსხდეთ და თან მომიყევი როგორი ფილმი იყო. ⁃ "მე შენამდე "ალბათ გაგონილი გექნება, ძალიან მომეწონა. წიგნიც ყოფილა და უეჭველი ვიყიდი. ლაპარაკ-ლაპარაკში მანქანაშიც დავსხედით. ⁃ რამე კარგი სიმღერა ჩართე რა, - ჩემი საყვარელი სიმღერა ჩართო - Imagine Dragons - shots. ⁃ მოგწონს ეს სიმღერა? ⁃ კი ძალიან მიყვარს. აუ, აუზზე წამიყვანე რა ,- ამოვიწუწუნე . ⁃ უჰ წყნეთში ამყავდი, კარგი წამოდი და ხვალ წაგიყვან წყნეთში. ⁃ კარგი, მადლობა ,- გადავიწიე და ლოყაზე ვაკოცე ,მაშინვე შეაკანკალა. ⁃ მანქანაში აღარ მაკოცო მეტჯერ,- გაეცინა ლიპოს , - დღესაც იმაზე უნდა მეწუწუნო საცურაო კოსტუმი არ მაცვიაო? ⁃ არა სხვათაშორის, - გამეცინა,- მაცვია უკვე. *** ძალიან მაგარი საღამო გამოვიდა . მანქანიდან სანამ გადავიდოდი ილიას ვუთხარი,რომ სერიოზულ თემაზე უნდა გვესაუბრა ხვალ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.