შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნინა გიორგაძე


28-08-2016, 19:40
ავტორი (((end)))
ნანახია 1 996

-ნინა, ასეთი დაძაბული რატომ ხარ ? ცოტა,მოეშვი !
- თქვენ მანდ რამდენს ჭორაობთ, ლამისაა მუსიკის ხმა დაფაროთ თქვენი ჭორაობით.
ბრძანებებს გასცემდა ბალეტის უნიჭიერესი და განუმეორებელი ქალღმერთი,რომელიც მასწავლებლად მუშაობს მრავალია წელია.
-თინა მას, გიორგაძის მშობლები მოვიდნენ,მისი წაყვანა უნდათ.
მოირბინა გოგონამ.
-რას ქვია წაყვანა ? სპექტაკლი 2 კვირაში იწყება, გამაგიჟებენ ესენი,მთავარი როლები უნდათ ვარჯიში კი არა, მე მეხალისება ღამის 12 საათზე დგომა ?
-გიორგაძე მოდი აქ !
მუსიკა შეწყდა,ნინამაც შეწყვიტა ვარჯიში და მასწავლებელთან მოირბინა.
-დიახ
-შენი მშობლები მოვიდნენ, შენი წაყვანა უნდათ ახლა გაგიშვებ,მაგრამ ხვალ 10 საათზე აქ დამხვდი !
ეს უთხრა და საგრიმიოროში გავარდა ქერათმიანი ლამაზმანი.
თინამ ბავშვებს გასძახა და ახლა მათ დააწყებინა ვარჯიში.
აი ასეთი იყო თინა მასწავლებელი.
მკაცრი
სამართლიანი
იშვიათად თბილი
ნინამ სწრაფად ამოიცვა შავი შარვალი, ნაცრისფერი მაისური გადაიცვა. თმა გაიშალა, მამას უყვარსო ჩემი თმები როცა გაშლილიაო, პალტო მოიცვა და ჩანთა გაიდაიკიდა მხარზე.
გაუკვირდა მშობლების “სტუმრობა’’, ისინი ხომ საფრანგეთში ცხოვრობდნენ. ფიქრობდა რატომ არ მითხრეს რომ ჩამოვიდნენო, გაუხარდა, ძლივს გავახსენდიო.
მაგრამ მოსაცდელში არავინ იყო, გარდა ერთი კაცისა.
-უკაცრავად, აქ შუახნის ქალი და მამაკაცი ხომ არ დაგინახავთ ?
-არა შვილო,რამე ხომ არ გიჭირს ?
-არა,არა მადლობთ.
გაოცდა, გარეთ გამოვიდა იქნებ გარეთ მელოდებიანო,მაგრამ არა არ იყვნენ. ალბათ ანას შევეცოდე და მოიტყუაო. ამისთვის კი მადლობას გადავუხდიო.
უკან შებრუნებაზე დაფიქრდა,მაგრამ იმდენად იყო დაღლილი სახლში წასვლა ამჯობინა. აბა 6საათიდან თავდაუზოგავად ვარჯიშობდა და რომ არა ანა,ალბათ 3 საათზე დაბრუნდებოდა სახლში.
_____________________________________________________
სახელი,გვარი - ნინა გიორგაძე
ასაკი - 25 წლის.
სიმაღლე - 1.70
წონა - 59
საქმიანობა - წარმატებული ბალერინა
ხასიათი - თავშეკავებული,მორცხვი
ოჯახი - მოკლედ მშობლებისგან დავიწყებულია,მის ოჯახს ფული თავზე გადასდით,ამიტომ ფინანსურად საკმარისზე კარგად მოძრაობს. ჰყავს ერთი ძმა ლევანი,ისიც დავიწყებული.
ახლო მეგობარი - იურისტი ელენე გაბისკირია.
შეყვარებული - შეყვარებული არასდროს ყოლია,ან რანაირად ეყოლებოდა საერთოდ ვერ იცლის.
ახლა გადატვირთულია,რადგან გედების ტბას დგამენ, მთავარ როლს კი ის ასრულებს,გრანდიოზული სპექტაკლი გაიმართება,რაზეც ძალიან ღელავს.
ესეც მისი მოკლე ბიოგრაფია.

მოკლედ, დავწერე ახალი ისტორიაო
ვიცი ძალიან პატარაა,მაგრამ საცდელ თავად დავდე
გავაგრძელო ?
ველი თქვენს კომენტარებს <3 <3



№1  offline წევრი (((end)))

გავაგრძელო ?

 


№2  offline წევრი elene tetruashvili

რო არ გააგრძელო მანდვე ჩაგკლავ smile მაგრა მომეწონა heart_eyes

 


№3  offline წევრი (((end)))

elene tetruashvili
რო არ გააგრძელო მანდვე ჩაგკლავ smile მაგრა მომეწონა heart_eyes

ხოო რავიცი,განხსვავებული და ახალი მომინდაა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent