შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამე ორი ცის ქვეშ (თავი 1)


28-08-2016, 21:29
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 949

უცნაურია, მაგრამ მას სოციალურ ქსელში „ მე ვარ ლექსი“ ჰქვია.თავიდან რომ წავიკითხე მისი სახელი მეგონა მერიდითის დის („გრეის ანატომია“) და გამიკვირდა,ბიჭი არ არის-მეთქი, თუმცა მალევე გავაანალიზე,რომ სიტყვა ლექსი პირდაპირი მნიშვნელობით იყო ნახმარი და სულაც არ იყო მეტამორფული შინაარსის მატარებელი.
ჩვენი საუბარი საინტერესოდ დაიწყო,ლიტერატურასა და შემოქმედის გიჟურ ბუნებაზე გავაბით ბაასი,თუმცა ეს არის იყო ჩვეულებრივი მიმოწერა,თითქოს რაღაც მაგიური ძალა ჰქონდა თითოეულ გაგზავნილ „ესემესს“. საათ-ნახევარი ისე მალე გავიდა,რომ ვერც კი გავაანალიზე.გული დამწყდა,როცა მომწერა,ახლა გავდივარ,მერე მოგწერო.მახსოვს,როგორ ვკითხულობდი მის ლექსებს,რომლებიც ძალიან მხიბლავდა.ჩავყვებოდი მის პოსტებს და თავი სულ სხვა სამყაროში მეგონა. მისი პირველი ლექსი,რომელმაც დამიყპყრო იყო „ქალი დგას ქუსლებზე“.განსაკუთრებით შემდეგმა სტროფებმა ჩამაფიქრა:“მოწყვეტილ ვარსკვლავზე ჩანაფიქრს მაგონებს.
ოცნებობს, ოცნებობს, დილამდე დილიდან!“
ჩამოვყვები მის „თაიმლაინს“ და თითქმის მის სამყაროში ვიჭრები.უცნაურია,ასეთი განცდა ჯერ არასდროს მქონია.რამდენიმე ლექსს ვკითხულობ,შემდეგ კი ცოტა არ იყო კომიკურ პოეზიას ვაწყდები,ლექსს „ჰარმონია“ ჰქვია.ბოლო სტროფზე მეცინება,რატომ,არ ვიცი: „საღამო მოდის ცეკვით,
ლამის, თეძოებს არხევს...
ახლა, ყველაფერს გეტყვით,
ოღონდაც, ჩვენში დარჩეს!..”
ემოციებით დახუნძლული ძლივს ვანებებ თავს ინტერნეტს და გრძელ დერეფანს მივუყვები,ბინის ცენტრს წრეს ვარტყამ..ვგრძნობ,რომ თავში ათასი აზრი მიტრიალებს,ერთზე ვერ ვჩერდები,თითოეულ წამს იმ უცნაური ბიჭისკენ მიდის ჩემი გონება,ვერ ვხვდები,რატომ,თუმცა შემდეგ თავი ხელში ამყავს და დაქალს,დეას,ვურეკავს.ის მთავაზობს,რომ მასთან ერთად გავისეირნო.მართალია,სახლიდან ფეხის გადგმა მეზარება,თუმცა მიწევს,ვიცი,როგორი ახირებული ხასიათი აქვს დეას.
ჩვეულად ვატარებთ დროს,მის დიდ სახლში ავდივართ,სადაც სხვა ბავშვების გვხვდებიან და „ფართის“ სტილში ვერთობით.სახლში გვიან ვბრუნდები,ჩემს ოთახში შევდივარ,ფანჯარას ვაღებ,მიხარია,ძლივს დაუბერა ნიავმა-მეთქი,ვიღიმი და საწოლიდან ლეიბს ვიღებ.მირჩევნია ძირს დავწვე,უბერავს მაინც.ცნობილია,დაბლა უფრო ნაკლებია ტემპერატურა,ხშირად გამიგია მაღალი ადამიანებისგან,ვიჩაგრებით ამ სიცხეშიო.
დასაძინებლად ვამზადებ ახალ „საწოლს“,საათს ვუყურებ,შორტის თასმას ვიხსნი,ფეხებს სათითაოდ ვყოფ,მერე ზედასაც ვიშორებ და ჩემს საყვარელ ღამის პერანგს ვიცვამ. შემდეგ ნაუშნიკებს ვათავსებ ყურებში და ლეიბზე ვეხეთქები.”million years ago” იწყებს სვლას და მახსენდება დრო,როცა ამ სიმღერას საათობით ვუსმენდი ხოლმე.
რატომღაც ხელი გამირბის „მე ვარ ლექსის“ პროფილისკენ,სადაც ვაწყდები ზუსტად იმავე სიმღერის ლინკს,რომელსაც ვუსმენ და მეღიმებაა..“დღეს ამით მოგიკითხავს“-დანართზე უცნაურობა მიპყრობს,თითქოს გულში სითბო მეღვრება..ასეთი ყურადღებიანი ახალგაზრდა...ისევ მიიწევს წინ ჩემი ფიქრები,მიაპობს ტალღებს..

12:19
ნახევრად მაფარია თხელი გადასაფარებელი,ზემოთ ვიყურები,თვალებს ზოგჯერ ვხუჭავ და მუსიკას ვუსმენ,ისევ იმავე მუსიკას...
„დარწმუნდი? ეს უბრალოდ ჩემი ერთ-ერთი ლექსის სათაურია:“მე ვარ ლექსი“ ასე ქვია..მარიამობას გილოცავ,მრავალს დაესწარი!“-მისი მოწერილი სითბოს მიასმაგებს,ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს მუცელში თბილი ტალღები მიაპობენ თითოეულ ორგანოს და გარეთ რიყავს.მადლობას ვუხდი და ვწერ,რომ ყველაფერი გასაგებია ჩემთვის.ამის შემდეგ მისი ემოციური მოწერილი მომდის,ვფიქრობ,უგრძვნია-მეთქი...
„იცი, ბევრი ფიქრი არ უხდება,უბრალოდ,ხანდახან ხმამაღლა უნდ იყვირო,ყველაფერი გვერდით გადადო,შენი საყვარელი ლექსი წაიკითხო და ტანში ჟრუანტელმა დაგიაროს..“-ჰმ..მის სიტყვებზეც კი მივლის ჟრუანტელი..ნეტავ,რა იქნებოდა,ჩემს წინ რომ იდგეს-მეთქი-ვფიქრობ და მახარებს ეს იდეაა,იქნებ ასეც მოხდეს-მეთქი.
რეალისტი გოგონა თითქმოს ძლიერ ოპტიმისტად ვიქცევი,ნამდვილას,ასეა-მეთქი,ვწერ და ისევ მეღიმება.ვინმე რომ მიყურებდეს,იფიქრებდა,შეშლილია ეს ვიღაცაო.
ჩვენი მიმოწერა ჩვეულებრივი არაა,ის უფრო სხვანაიარია...მეუბნება,რომ ისიც ფეთქებადია,ცოტაოდენი ამბიცია აქვს ლექსების საკითხში,ისე ჩვეულებრივი ადამიანია..“სიყვარულზე ვოცნებობ,ორმხრივსა და ლამაზ გრძნობაზე..თითქმის უნაკლო ურთიერთობაზე...“
მიკვირს მისი ოცნება,ასე ჯერ არც ერთ ბიჭს უთქვამს.ალბათ ბევრს უნდა მასთან ურთიერთობა,ალბათ ბევრი ეფლირტავება ხოლმე,ის ხომ გამგები,მზრუნველი და საშინლად რომანტიკოსი ჩანს...
რემარკს არ ჩამოუვარდება-მეთქი-მეღიმება და თავს ბალიშზე უფრო მაღლა ვწევ.ძალიან პირადულ რამეებსაც კი მიყვება საკუთარ ბავშვობასა და ოჯახზე...მასზე ისეთ რამეებს ვიგებ,გული მეწვის...ჟრუანტელი მივლის მთელი ტანში და ვფიქრობ,ალბათ უმწეო ბავშვი დამესიზმრება-მეთქი..ცოტა არ იყოს ვშინდები,თუმცა მის ისტორიას ყურადღებით ვკითხულობ.როგორი საინტერესო ადამიანია? ან მისი „ბექგრაუნდი“ როგორო ჩამთრევია-მეთქი..ალბათ, არ უნდა, მასზე დავწერო, თორემ საკმაოდ საინტერესო რომანი გამომივიდოდა-მეთქი...ეს ყველაფერი სურვილად რჩება,სხვის ცხოვრებაში ხელები არ უნდა ვაფათურო და არც ცხვირი,ეს ბავშვობიდან ვიცი,ვიცი,რომ ადამიანებს არ უყვართ პირადი ცხოვრების აფიშირება..
სასიამოვნო თემაც მოიწევს წინ,თითქოს მოგონენები ტივტივდება მის გონებაში..მეუბნება,რომ სულ შეყვარებული იყო,მესამე კლასიდან გოგონებს ლექსებს უწერდა...საკუთარ მარტოსულობასაც ეხება..სიღრმისეული და გულწრფელია,მიკვირს,ასეთი ნდობა როგორ დავიმსახურე...გულს ოდნავ მეც ვუშლი..
ზრდილობასა და თანამედროვე ახაგაზრდებზეც ვარდება სიტყვა,გოგოსთან უზრდელი არასდროს ვარო,თუმცა ზოგჯერ “dirty mind”-ს ვურთავ ხუმრობებში,თუმცა უკვე ამასაც გადავეჩვიეო..მიყვება, თუ როგორ დაიხვეწა,შეიცვალა და მეც ვიხიბლები მისი პიროვნებით,მიუხედავად იმისა,რომ საკუთარი კრიტერიუმები მაქვს ბიჭის შეფასების,ეს ყველაფერი უკან იხევს და თითქმის მავიწყდება კიდეც..
ის უცნაური ბიჭია... სოფელ ჯიხაიში ვიყავი,თუმცა რა სოფელი, „ტრიუმფალური თაღი“ ავიღე და პარიზში ვიცხოვრეო...ვფიქრობ,ბევრი საერთო გვაქვს...მეც ხომ ვგიჟდები კეჟერაძისეულ დასვენებაზე.
“ღვთაებრივ კომედიას“ ვკითხულობ,თუმცა მაინცდამაინც არ მითრევს-მეთქი-ვეუბნები...ლიტერატურაზე საუბარში მიყვება, ეს უკანასკნელი მასაც უყვარს ..მგონი,პირველი ბიჭია მათ შორის,ვისაც ვიცნობ,რომელსაც ლიტერატურა ასე უყვარს..
როგორც ვიგებ,მისი საყვარელი წიგნი „სამოსელი პირველია“,ხოლო მისი საყვარელი პერსონაჟი-დომენიკო...ღმერთო,რა საყვარელია! ცოტა ხნით სამყაროს ვწყდები..ის სხვებს სულ არ ჰგავს! ჩემს გარშემო ბიჭები ხომ მხოლოდ ფეხბურთზე,ქალებზე და აზრტულ თამაშებზე საუბრობენ...
ის ამბობს,რომ დომენიკოა,ოღონდ შეცვლილი სახელით...ამბობს,რომ მისნაირად ცხოვრობს,მის გზას სწავლობს ცხოვრებას,ანუ ითვისებს მეგობრობას,სიყვარულს,სიკეთეს,ბოროტებას,გულწრფელობასა და პატისნებას არსს...
„იცი, ხშირად რომელი წიგნიდან ამომხტარი ლიტერატურული გმირი მგონია თავი...მგონია,რომ უცხო სამყაროში მოვხვდი და აქ არაფერი მესაქმება...“-ღმერთო! თითქოს ჩემს გულშია..მეც მსგავს რამეს ძალიან ხშირად ვგრძნობ...
შემდეგ ჩვენი საუბარი უფრო სხვა ექსტაზში გადადის...რაღაც უფრო ამაღელვებელ ფონს იფერებს...
„აუ,ახლა იცი,რა მინდა?მინდა,ისეთი რაღაც გითხრა,რომ ოდნავ წამოწითლდე და სითბო იგრძნო,რაღაც წამიერი,უცებ რომ გაგივლის ისე,თითქოს ვერც გაიგე,რა მოხდა..“-მეღიმება და წარმოვიდგენ იმ სითბოს,რომელსაც ჩემთვის არ დაიშურება „მე ვარ ლექსი“.სასიამოვნო შეგრძნება იქნებოდა-მეთქი-ვპასუხობ და გულში მეღიმება...თითქოს ნიავი წყდება,ჰაერიც იხუთება,გადასაფარებელს თითქმის ბოლომდე ვიხდი და ფეხს ფეხზე ვიდებ..ისევ ცხელა!
თუმცა,სად ვარ?! რომანტიკული ფრაზების უშველებელი გროვა მოდის ჩემკენ..დავიმალო? გავიქცე? არა,რა სისულელეა..მე ეს მინდა,მას არც კი ვიცნობ ნორმალურად,მაგრამ მასთან საუბარი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს...რატომაც არა! დაე,ამეფაკლოს სახე მისი სულიდან ამოსული რომანტიკით...რომატიკით,რომელიც უკვდავი,უბერებელი ჩანს,რომანტიკით,რომელიც უბრალოდ არსებობს და ყველას თან იყოლებს...
„როცა მე ყველაფრით დავიღლები,როც ერთადერთი გამოსავალი სიკვდილი იქნება,მაშინ მოვალ შენთან,აკანკალებულ ტუჩებზე თითებს გადაგისვამ,თმებს მხრებს უკან გადაგიყრი და გეტყვი,რომ არსებობს სიგიჟე,რომელსაც შენი სახელი ჰქვია! მერე? მერე გაკოცებ და ზურგშექცევით,თავჩაღუნული გეტყვი,რომ მადლობელი ვარ ყველაფრისთვის,იმისათვისაც კი,რომ არსებობ!“-ემოციებს ვერ ვიკავებ,აღმაფრთოვანებელი სიტყვებია-მეთქი...ვეუბნები,რომ დამბურძგლა და ასეა,მართლაც! ძალიან მინდა,გადმომედოს მუხტი,რომელიც მისგან მოდის..ასეც ხდება! შესანიშნავია!
ცოტას ვეკეკლუცები კიდეც,რეალობაში ავწითლდებოდი კიდეც-მეთქი...თუმცა,ის არ მეთანხმება და მოულოდნელად მპასუხობს:
„შენ მე უნდა მნახო,თვალწინ მედექი,შენი აკანკალებული ტუჩებიც კი წარმოვიდგინე,ახლა,როცა შუაღამემაც გაიარა და თავს დედამიწაზე ყველაზე მარტოსულ ადამიანად ვგრძნობ,არავინ და არაფერია ამ წამს ჩემთვის შენზე ძვირფასი!“-ჩემი დამუხტვა უნდა...რას აკეთებ? გაები?-ბობოქრობს შინაგანი ხმა...თუმცა,რა მნიშვნელობა აქვს...მე ეს მსიამოვნებს..
„ჰოდა,წარმოვდგინე,თუმცა ვერ ვხედავ ჩემს სახეს,არ ვიცი,ავწითლდი თუ არა..ისე მთელი ხიბლი იმაშია,რომ,როცა მარტოსული არ ხარ,როცა მხიარული ხარ და ცხოვრება გიხარია,მაშინ იყოს შენთვის ადამიანი ძვირფასი..“-ვწერ და მეღიმება..მეორე წამს საკუთარ თავს ვუბრაზდები..ასე შორს მიტოპავ? საით მიექანები,ილაიდა?!
„მხიარულად ვგრძნობ თავს,მაგრამ იმისთვის,რომ შენ ჩემთან მოხვიდე,საჭიროა,მარტოსული ვიყო!“-რომანტიზმის რა დონეა,ვასილ?! მისი სახელიც როგორი უცნაური,ამოუცნობია...მერე მთლად მაკვირვებს,რომელიღაც ფილმის პერსონაჟს მაგონებს,როცა მწერს:
„ოდესმე ვინმეს უკოცნია შენთვის? ჩემთვის არა..ალბათ,მიხვდი,რასაც ვგულისხმობ..“-მის „ესემესზე“ სიცილი მიტყდება..ძალიან მიამიტი ხომ არაა-მეთქი,ვფიქრობ,შემდეგ კი ვპასუხობ:
„არა,არ უკოცნია...მივხვდი,მართლა პირველკლასელი ხომ არ ვარ?!“-ვეკითხები ირონიით და ტელეფონს მეორე მხარეს ვდებ,სუნთქვას ვირეგულირებ და ისევ ვუბრუნდები ჩვეულ მდგომარეობას..პირდაპირ იგებს ისევ..უცნაურია!
„ეგ არ მითქვამს..უბრალოდ,მინდოდა,დაკონკრეტებისგან თავი შემეკავებინა...ასეთ რამეებზე მეტაფორულად უნდა ისაუბრო,უფრო ლამაზად ჟღერს...“-მეტაფორული საუბრებით გატაცებული პირველი ბიჭია,ვისაც ვიცნობ-მეთქი,ვფიქრობ...
დრო ძალიან მალე გადის..საათი საათს მისდევს წამზე სწრაფად...მიკვირს,მიკვირს! სანამ შენ გინდა,მანამდე ვისაუბროთო...მეც არ ვეწინააღმდეგები,მაინტერესებს,რამდენ ხანს გაძლებს...
უფრო ჩამთრევი და სასიამოვნო საუბრები მიდის...თავი როლში მგონია... უცნაური გრძნობებისა და შეგრძნებათა მორევში მივდივარ....ახლა გადაიჩეხები!-მაფრთხილებს ქვეცნობიერი...
5:30
„არ მეგონა, ასე თუ შევტოპავდიი..“-სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ,თუმცა ეს შოკისებულ მდგომარეობას არ გამორიცხავს,ნამდვილად..ვპასუხობ და ანერვიულებული გვერდით ვდებ ტელეფონს...თვალს ვხუჭავ და ცოტა ხანში ვუპასუხებ-მეთქი,თუმცა მალევე მეძინება...სიზმარში ვერაფერს ვხედავ...ტკბილად მძინავ,თავისუფლებას მიერეკება დრო ძილის წამეებს,რომლებიც ადგენენ საათს..
პარადოქსულად ჟღერს ალბათ,რომ ერთ საათში მეღვიძება და სულ არ ვგრძნობ მოთენთილობას,პირიქით,ძალიან ენერგიულად ვარ...ვგრძნობ ძარღვებში მოარულ სისხლს,რომლის სიჩქარე აჩქარებულია....
შევდივარ „ფეისბუქზე“ და მის „ესემესს“ ვკითხულობ,მეღიმება და ერთ -ერთ ფრაზას ხმამაღლა ვკითხულობ:
„ჰო,ვერც ნაწარმოების შესავალში ვერ გაიგებ,ბოლოს რა ხდება..“-სასიამოვნოაა...ის უცნაურია..ვასილი ყველაზე უცნაური ბიჭია მათ შორის,ვისაც ვიცნობ...ის თითქოს სხვა სამყაროდაანაა,ჩემი სამყაროდანაა...ის თითქოს ჩემიანიანია,თითქოს ერთ სამყაროს მოვწყდით ორივენი..
მახსოვს, წუხელ რა მითხრა..სიყავრულის ახსნაც ახსენა და ძალიან აღელვებული ჩანდა,სიმპათიებს ვერ მალავდა..თუმცა ეს უფრო აფექტად ჩავთვალე...აბა,რა უნდა მეფიქრა,როცა მწერდა,თვალებში რომ გიყურებდა,ახლავე აგიხსნიდი სიყვარულსო...ეს მეზედმეტასავით..
ტელეფონს მაგიდაზე ვდებ და სავარჯიშოდ გავდივარ,თან მახსენდება მისი ერთ-ერთი უსახელოს ლექსის სახელი: „ვერ ვფრინავ, ცალი ფრთით დავდივარ...
ჩამკიდე ხელი და გავფრინდეთ! „
ღმერთო,ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს მასთან ერთად გაფრენას ვაპირებ...
„ბედი აბსტაქტული ცნებაა და მას ირონია არ გააჩნია...
სწორედ, ამიტომ მიყვარს მასთან თამაში!“-მისი სიტყვები ისე მახსენდება,თითქოს ჩემი იყოს და სითბო მეღვრება გულში...
საათი უკვე ნელა იწყებს მოძრაობას...
მართალია, მთელი ერთ საათზე მეტ ხანს არ მიძინია,თუმცა არ მეძინება და ალბათ არც დამეძინება...ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაზე გრძელი და თან მოკლე ღამე იყო....
„მე ვიცი, ვიცი, რომ დაგაკლდი...
თან ისე, ანბანს რომ ხმოვნები მოაკლო!“-ისევ ვასიალის პოეზია მახსენდება და უცნაური გრძნობ ამეუფლება...ნეტავ რატომ?
ზუსტად 24 საათის წინ გავიცანი,თუმცა ძალიან ახლობელი მგონია..ჩემს ოთახში შევდივარ,ვიღებ ტელეფონს და მაშინვე სოციალურ ქსელში შევდივარ...გული ზემოთ-ქვემოთ მოძრაობას მიწყებს,როცა ვხედავ,რომ ვასილი ონლაინშია...
____
დღეს მთელი 6 საათი შევალიე ამ თავს.სურათსა და სათაურზე სათითაო საათი ვფიქრობდი.ბევრი ალტერნატივა განვიხილე და ბოლოს ეს გამოვიდა.



№1  offline წევრი მუმუ

მიუხედავად იმისა რომ არ მიყვარს ლექსები და პათეტიკური წყვილები, ვთვლი რომ საინტერესო ისტორიაა. წარმატებები <3

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

მუმუ
მიუხედავად იმისა რომ არ მიყვარს ლექსები და პათეტიკური წყვილები, ვთვლი რომ საინტერესო ისტორიაა. წარმატებები <3

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent