სვანის შეყვარება შარია(თავი 6)
ძალიან ბევრი სიხარული მომიტანა დედაჩემის ნათქვამმა .ძალიან გამიხარდა ,რომ სანდროს ჩემდამი სიყვარული ასეთი შესამჩნევია.ჩემი მშობლები და დაიკო კვირა საღამოს წავიდნენ მე კი უნივერსიტეტითვის მზადებას შევუდექი .მთელი დღე ბედნიერებისგან ვბრწყინავდი.სულ მეფიქრებოდა სანდროზე ფიქრისას ანუ სულ გაღიმებული დავდივარ რადგან სულ სანდროზე ვფიქრობ მაგრამ ვცდილობ ,რომ ამან სწავლაში ხელი არ უნდა შემიშალოს.მართალი ყოფილა ,რომ იტყვიან სიყვარული ადამიანს ცვლისო.ჩემს სიხარულსა და ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.უსაზღვროდ მიყვარს სანდრო და მისგანაც იგივეს ,რომ ვგრძნობ ეს უდიდეს სიხარულს მანიჭებს.მაგრამ თუ ჰგონია ვაჟბატონს მომარჯულებს ძალიან ცდება .ვერ და არ შევიცვლები მიმიღოს ისეთი როგორიც ვარ.მთელი ჩემი გული დაიკავა მისმა სიყვარულმა .შემოაღწია ჩემში და აქ სამუდამოდ დაიდო ბინა.რაც არ უნდა მოხდეს ეს გრძნობა ჩემში მუდამ იცოცხლებს.მე ის სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება ორშაბათს უნივერსიტეტში ვიყავი წასასვლელი ამიტომ გამზადება დავიწყე.დილით 7 საათზე გამეღვიძა უფროსწორად ჩემი დღნაჩვის ზარმა ამაღვიძა. -ხო სანდრიკ -გვანცა როგორ ხარ?რას შვები? -რავი ახლა გავიღვიძე და უნივერსიტეტისთვის ვემზადები. -კაი მაშინ მე 10 ის ნახევრისთვის გამოგივლი და ერთად წავიდეთ -არაა საჭირო მეც წავალ არ დავიკარგები ნუ გეშინია -მოგაკითხავთქო ,რომ ვთქვი ესეიგი ასე იქნება.იმ მუქარის შემდეგ მარტო სიარულის ნებას მოგცემ გგონია? -ხო კაი ჩემო დღნაჩვო .დაგელოდები მაშინ. - (იცინის)კაი გვანც დროებით. -დროებით. გავუთიშე და მომზადებას შევუდექი შხაპი მივიღე და ტანსაცმლის არჩევას შევუდექი .რატომღაც მომინდა რომ ლამაზად ჩამეცვა.მუხლებამდე მწვანე კაბა ,შავი მაისური და ამავე ფერის, საშუალო სიმაღლის ფეხსაცმელი ჩავიცვი თყავის ქურთუკთან ერთად .და ცოტახანში სანდრომაც მომაკითხა ,კართან იყო ატუზული და ზარს რეკდა. -შემოდი -დროზე გაემზადე და წავიდეთ -მე მზად ვარ უკვე.ჩანთას და ტელეფონს ავიღებ და წავიდეთ. -კაი მიდი საფეხურებს ერთად ჩავუყევით მე და სანდრო ,მანქანის კარი გამიღო და ჩასაჯდომად მიბიძგა.გავუყევით გზას უნივერსიტეტისკენ. როცა მივედით ყველას გადამეტებული ყურადღება მივიღე .ეს ალბათ სანროს პოპულარობის და იმის გამო რომ ჩვენი ჩხუბების გამგონე გაკვირვებულები იყვნენ ერთად ,რომ გვხედავდნენ.მაგრამ ბედისწერამ ასე ისურვა ,რომ ერთმანეთის ნერვების მომშლელებს ერთმანეთი სიგიჟემდე შეუყვარდათ. დერეფანში მივდიოდით ,როდესაც სანდროს ვიღაც გოგონა გამომწვევი ღიმილით(მე ასე მეჩვენა) მიესალმა და არც სანდროს დაუყოვნებია პასუხის გაცემა. -ეს რა იყო სანდრო(გაბრაზებული ტონით ვკითხე) -რა იყო?(გაუკვირდა ვაჟბატონს) -რადა როგორ გაუღიმე?იცოდე თვალებს დაგთხრი გაიგე? -ნუ ბოდიალობ რა.ხო იცი ,რომ შენს გარდა ვერავის ვამჩნევ და შენ რომ მიყვარხარ(საყვარლად გამიღიმა და ლოყებზე მიჩქმიტა) -ერთი იცოდე.თუ ჩემი ხარ. ჩემი ხარ და სხვისი არავისი.ყველაფერს გაპატიებ ტყუილის და ღალატის გარდა გაიგე? -საიდან მოიტანე ,რომ ან გიღალატებ ან მოგატყუებ?ჩემო სიხარულო? -ისე მაინც იცოდე ყოველი შემთხვევისთვის. -კაი ჩემო ბუთხუზა კაი. გავაგრძელეთ გზა და ჩემდა გასაკვირად ყველა რაღაცას მილოცავდა ,თავიდან აზრზე ვერ მოვედი მაგრამ შემდეგ გოგოებმა მითხრეს,რომ თურმე ჩემი ნაწერი გაზეთში დაუბეჭდავთ და ყველას ძალიან მოსწონებია .გარდა ამისა ორ კვირაში წარდგენა იქნებაო და მე უნდა წამეკითხა ისინი.ძალიან გამიხარდა ძა გავბედნიერდი უფრო მეტად.ლექციის მიმდინარეობისას ლექტორმა ერთი განცხადება გააკეთა ,რომელმაც ყველას აღტაცება და სიხარული დაიმსახურა. -ბავშვებო მინდა ერთი საინტერესო ამბავი გითხრათ.ლექტორებმა გადავწყვიტეთ ,რომ მოგვეწყო წვეულების მსგავსი ღონისძიება ,სადაც ერთმანეთს შეეჯიბრებით ცეკვაში და სიმღერაში.ასევე უნდა შეიკრას 15 ჯგუფი 10 კაციანი შემადგენლობით.გამარჯვებულ გუნდს კი საკმაოდ კარგი საჩუქარი გადაეცემა.ეს ჯერჯერობით სიურპრიზია და იმედია მოტოვაციას გაგიჩენთ ასე რომ წარმატებები ბავშვებო.დაამთავრა ლექტორმა თავისი სათქმელი და აუდიტორიის კარი გაიჯახუნა.მისი გასვლის შემდეგ ბავშვებმა ერთი შემოვძახეთ სიხარულისგან და მალევე დავიშალეთ.ჩვენ სამი კი კაფეტერიაში ვსაუბრობდით ყოველივე მომხდარზე როდესაც ბიჭებიც მოგვისხდნენ. -გამარჯობათ გოგონებო(თქვა ზურამ და ბიჭებმაც გადაგვკოცნეს ყველა.სანდრო და რეზი მე და სალოს მოგვისხდნენ) -გაიგეთ ახალი ამბავი შეჯიბრზე? -კი -მერე იმედია არ შეგვარცხვენთ და იცეკვებთ ნორმალურად. -ჩვენ კი ვცეკვავთ მაგრამ თქვენ თუ შეგიძლიათ ის თქვით -უფ ჩვენ სე ვიცეკვებთ პირს დააღებთ გაკვირვებისგან. -ველით ველით.თქვენ ის გირჩევნიათ 2 გოგო და 2 ბიჭი მოძებნოთ,ვინც ჩვენთან ერთად იცეკვებს.4 ადამიანი გვაკლდება 10ნი უნდა ვიყოთ/ -თქვენ მაგაზე არ ინერვიულოთ დღეს ჩვენს კაფეში შევხვდეთ და იქ განვიხილოთ რა და როგორ უნდა გავაკეთოთ კარგი? -კაი -მაშინ გვანც მე გამოგივლი 6 ისკენ და ჩემს გარეშე არ წამოხვიდე კარგი? -არ მჭირდება მეც მოვაგნებ -ეხლა არ დამაწყებინო რა კიდე?ხომ გითხარი მარტო არ ივლითქო -ხო კაი -ეგრე არ სჯობს დამიეჯერე ხოლმე -ეს სხვა თემაა და ისე არც ისე დამჯერი ვარ რო იცოდე -მაგას მივხვდი შენი გაცნობისთანავე.მაგრამ ისე როგორ იქნება ეგ რქები ვერ მოგატეხო და მოგარჯულო -არც იოცნებო.ეგ ეგეთი მარტივი ამოცანა არაა . -ვიცი ვიცი და მიყვარს სირთულეები(შუბლზე მაკოცა) -ვერ მომარჯულებ ვერა -შარში ვარ რა მაგარ შარში ვარ.შენნაირი ხისთავიანი სვანი ,რომ შემიყვარდა. -ხისთავიანს მოგცემ ახლა.ეს ვუთხარი და ხელზე მაგრად ვუკბინე -რა იყო გოგო ვამპირი ხარ?მეტკინა -ვამპირი ვარ ვამპირი(ვიცინი) სახლში წავედი და საღამოსთვის მოვემზადე ,რომ კაფეში წავსულიყავი.დრო სანდროს ლოდინში გადიოდა.და 6 საათზე ისიც გამოჩნდა. ზარს განუწყვეტლივ რეკს არა და არ გაჩერდა -რა იყო რას გადაააბი დავყრუვდი -რამდენი ხანი მალოდინე რა იყო ასე მეგონა შენს ლოდინში გარეთ დავბერდებოდი.(იღიმის) -ნუ წუწუნებ შემოდი რა -შემოვიდე კი არა გაემზადე და წავიდეთ.დამელოდე გამოვიცვლი და წამოვალ -ამდენი ხანი რას აკეთებდი?ვერ გამოიცვალე? -აუუ (თავის ქნევით გავედი საძინებელში)ტანსაცმელს ვარჩევდი როდესაც სანდრომ შემომიღო კარი -გვანცა -რას აკეთებ დაკაკუნება არ უსწავლებით (შიშველ სხულზე ავიფარე პირსახოცი) -რა იყო შეგრცხვა?ჩემი შეყვარებული ხარ და მიეჩვიე.ჩემთან არაფრის არ უნდა გრცხვენოდეს.(თვალები ეშმაკურად აუთამაშდა) -თავს ზედმეტის უფლებას ნუ აძლევ რა მანდამდე დიდი დროა ჯერ ასე რომ გადი ახლა ჩემი ოთახიდან -რომ არ გავიდე?(ნელ-ნელა ჩემსკენ მოდიოდა და თან იღიმოდა.ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან და ყურთან ახლოს მოიწია) -ჩემი ხარ ჩემი გაიგე(ეს თქვა და ყურის ძირში მაკოცა ტანში დამაჟრიალა.მის წინ ნახევრად შიშველი ვიდექი.სირცხვილის გრძნობამ შემიპყრო მაგრამ ეს სირცხვილი სანდროს კოცნისგან მიღებულმა ენერგიამ გადაფარა. მალევე გამოვიცვალე და მერე წავედით კაფეში სადაც უკვე გველოდებოდნენ ბავშვები.ახლები გაგვაცნეს და გეგმებზე დავიწყეთ საუბარი ,თუ რა უნდა გვეცეკვა ,გვემღერა და ასე შემდეგ. მე და სანდრომ -ტანგო ავარჩიეთ,სალომ და რეზიმ ვალსი ,ხოლო მარიმ და ზურამ ფოქსტროტი ახლებმა კი რუმბა და ჩაჩაჩა.ქართულის გარეშე როგორ იქნებოდა ამიტომ ჯგუფურში აჭარულის ,რაჭულის და რათქმაუნდა სვანურის მიქსი გავაკეთეთ. -სანდრიკ ,შეძლებ შენ ტანგოს?(ეჭვის თვალით შევხედე) -რათქმაუნდა . -და სვანურს(სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გადამირბინა) -თუ რამე არ გამომივა ჩემი სვანი შეყვარებული მასწავლის ასე რომ შევძლებ(გამიღიმა). მალევე დავიშალეთ და ხვალ შევთანხმდით რომ უნივერსიტეტის დარბაზში შევხვდებოდით ,რომელიც მონაწილე ჯგუფებმა გადაინაწილეს და ჩვენი დრო 5 საათზე იყო ასე ,რომ ამ დროისთვის ყველა საქმე უნდა გადაგვედო..გაზაფხულის დასაწყისისთვის ყველაფერი მზად უნდა გვქონდეს .კარგი გამოგვივა ძალიან.საერთოდ ასეთი ღონისძიებები ძალიან მომწონს გართობის საუკეთესო საშუალებაა ამავდროულად მეგობრებს იძენ და ახალ ურთიერთობებს ამყარებ. მეორე დილას გოგოებმა დამირეკეს და ერთად გავედით უნივერსიტეტში რათქმაუნდა სანდრომ წაგვიყვანა ,მარტო როგორ გაგვიშვებდა.5 ის ნახევრისთვის შევიკრიბეთ და რეპეტიცია დავიწყეთ.მე და სანდრომ ტანგო მოსალოდნელზე მალე დავდგით ასევე სხვებმაც შესანიშნავად მიდიოდა საქმე .ყველა კარგად ცეკვავდა.ჩვენი გიჟი ბიჭები სერიოზულად არ ეკიდებოდნენ საქმეს რაზეც გოგონები ბვუბრაზდებოდით თუმცა მალევე მუღამზე მოვიდნენ და მონდომებით დაიწყეს ცეკვებისა და სიმღერების შესწავლა.დანარჩენმა თვეებმა საკმაოდ მალე გაირბინეს,უფროსწორად ამ სწავლა სწავლაში ვერ გავიგეთ როგორ მოგვადგა კარს გაზაფხული სანამ ორი დღით ადრე პარასკევს ლექტორმა არ შეგვახსენა ,რომ ორშაბათს გაიმართებოდა ზემოთხსენებული ღონისძიება.ეს ორი დღე სულ ვრეპეტიციობდით. ყველაზე მთავარი კი რასა კაბები ერქვა ნაყიდი არ გვქონდა .მარიმ და სალომ პარასკევსვე იყიდეს მაგრამ მე ვერაფერი შევარჩიე ,არაფერი არ მომეწონა ამიტომ გადავწყვიტე კვირას რეპეტიციის მერე წავალ დავიყიდითქო .ეს სანდრო კი მარტო არ მტოვებს ,მაგრამ ამ ბოლო დროს ნაკლებად უფრო რადგანაც გიორგისგან არაფერი ისმის გულზე მოგვეშვა და არხეინად დავიწყეთ ცხოვრება მაგრამ შიში მაინც არის და სანდროც მარტო ცდიოლობს ხოლმე ,რომ არ გამიშვას არსად და ახლაც კაბის საყიდლადაც გამომყვა თუმცა მაღაზიაში არ შემოვუშვი არ მინდოდა კაბა ენახა.როგორც იქნა ვიყიდე და გარეთ გავედი.სადაც სანდრო მელოდებოდა. -ძლივს მთელი დღეა აქ ვდგავარ და გიცდი. -ნუ წუწუნებ რა -მანახე აბა კაბა.რატომ მალოდინე ამდენ ხანს ?ხომ უნდა ღირდეს -ღირს ღირს .იქ ნახავ.ასე რომ წავიდეთ(მაკოცა და წავედით).როგორც იქნა დადგა ნანატრი ორშაბათიც.როგორც აღმოჩნდა ოღშაბათს მხოლოდ შეჯიბრია და მთავარი წვეულება კი სამშაბათს გაიმართებაო.ასე რომ ველოდებით სამშაბათს.. ------------------------------------------- იმედია საინტერესო თავი გამომივიდა. დააფიქსირეთ თქვენი აზრები დადებითიც და უარყოფითიც მიყვარხართ ყველანი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.