შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნება (პირველი ნაწილი)


29-08-2016, 22:36
ავტორი მორი-ელი
ნანახია 5 217

_ _
შესვენებიდან გამოსული,ცხელ ზაფხულში მადლით წამოსულ წვიმას შევეგებე.მზისგან დამწვარ მკლავებზე გრილი წვეთების შეხება ძალიან მესიამოვნა და ნეტარებით წამიერად დავხუჭე თვალები.სულ 30 წუთი გაქვს ქალბატონო,ისიამოვნე და დაუბრუნდი საქმეს.უბრალოდ საშინელებაა,მაგრამ სხვა გამოსავალი არაა,სწავლის დასრულებამდე სხვის მონობაში უნდა ვიყო და როცა მეტყვის მაშინ ვისუნთქო,სანამ თავად არ ვიქნები საკუთარი თავის მბრძანებელი.წვრილი წვიმისგან ოდნავ დასველებული გადახურულ შენობას შევეფარე რომ ტელეფონზე საათი მენახა,დრო ჯერ კიდევ ბევრი მაქვს,ქუჩაში გასეირნებასაც მოვასწრებს.მშვიდად ჩავაბრუნე ტელეფონი ჯიბეში და ტროტუარს გავუყევი,ნაკლებად წვიმს უკვე,ნეტავ დაუშვას.თითქოს ჩემი თხოვნა ღრუბლებამდე აღწევს-ო,ციდან წვიმის მსხვილი,სეტყვასავით ბურთულები ცვივა და წამებში თხემით ტერფამდე ვსველდები,ქუჩაში მხოლოდ მე ვარ,ერთი ქალიც დავლანდე,ძლივს,რადგან ელვასავით შევარდა სადღაც.დავიჯერო,მხოლოდ მე მიყვარს წვიმა?გაოცებით ვიჩეჩ მხრებს და შეუდრეკად ვაგრძელებ გზას,როცა ქუჩის მეორე მხრიდან ვიღაცის ხრიალა ხმა მწვდება ყურთან.
-ფრთხილად!-ხმა უცაბედად მაკავებს და წამებში ჩემს წინ რაღაც მძიმედ ეხეთქება ასფალტს,შეშინებული უკან ვხტები და დაჟინებით ვაცქერდები,მერე ზემოთ ვიყურები და კიდევ უფრო ვიხევ უკან,აღელვებული ვიხედები გზის მარჯვენა მხარეს,ტროტუარზე,მაგრამ გამფრთხილბელი აღარ მხვდება.უეცრად გაჩენილ საცობს ტრასის გავლით ვუვლი გვერდს და სახსალამათი ვაგრძელებ გზას.რა უცნაურია,ქუჩაში არავინ ჩანდა და უცებ ვიღაცამ სასწაულად გადამარჩინა,რომ არა ის,წარმოდგენც არ მინდა რა მოხდებოდა.აჩქარებულ გულის ცემას ყურს არ ვუგდებ,დრო ისევ მაქვს,ამიტომ გზას ვაგრძელებ და მეტად ვსველდები,აშკარად მხოლოდ მე მაკლდა სიგრილე,გახურებულ ქალაქში.უნებურად ღიმილი მიპობს ბაგეს და ამავე გამომეტყველებით ვაღებ დონატების საცხობის კარს,რომელიც კაფეცაა.ჯერ შესვენება არ ჩამიგდია აქ მოუსვლელად.დარჩენილ 15 წუთს შოკოლადიანი ფუნთუშების ჭამაში ვატარებ,ცხელ ტკბილ ყავას ვაყოლებ და კმაყოფილი ვტოვებ კაფეს.ნეტავ აქ ვმუშაობდე,სულ არ ვიწუწუნებდი,მაგრამ არა,მე ვმუშაობ იქ,სადაც სიმშვიდე საოცნებოა და ყოველდღე გემრიელი შოკოლადის ნაცვლად გულიან გინებას იღებ დესერტად.მესამე წელია ვეუბნები დედაჩემს წამოვალ-მეთქი,მაგრამ როცა ყოველდღე უჩნდება შენი სახლის კედლებს ბზარები,როგორ უნდა მიატოვო სამუშაო.სიამოვნების 30 წუთიც გავიდა და უკან დავბრუნდი.გარშემო უცნაური სიმშვიდეა,შესასვლელში მხოლოდ დაცვა დგას,მიმღების მაგიდა ცარიელია,ნუთუ მოემატათ შესვენების ხანგრძლივობა.ბრაზით ვავლებთ თვალს ოთახს.ეს სიჩუმე უკვე ნერვებს მიშლის და გაჩენილ ნერვოზს უარესად მიღიზიანებს,დაცვაც არაფერს ამბობს.სველი მივემართები ჩემი ოთახისკენ და დაღლილი,სახით ვეკვრი კარს,მერე აუჩქარებლად ვკიდებ ხელს სახელურს და დაბლა ვწევ რომ კარი გავაღო.ოთახში შესულს ახალი მუქი წითელი საქაღალდეები მხვდება დასახარისხებლად დაწყობილი.პროტესტის გრძნობა ხშირად მიჩნდება,მაგრამ ამას ის გრძნობაც ემატება რომ 3 წელია ამ საქმეს ვაკეთებ და შემიყვარდა კიდეც.რა მევალება? ყოველდღე ზედმიწევნით,მათთვის განკუთნილ თაროებზე, ვიღაც არ-აღიარებული პროფესორის ,ფერადი საქაღალდეების დაწყობა-დახარისხება.ხშირად,წამძლევს და რამდენიმე გვერდს ვკითხულობ,მაგრამ დიდი ვერაფერი,რას იკვლევს ის კაცი,მგონი თვითონაც არ იცის,უკვე დამახსოვრებული მაქვს,პირველ თაროზე წითელი საქაღალდეებია,მეორეზე-შავი,ხოლო მესამეზე-მუქი წითელი,ფაქტობრივად შინდისფერი.თავიდან ყველაფერს წარწერები ჰქონდა,მაგრამ რომ შევისწავლე წაშალეს.
ბევრს ეგონება,რომ ძალიან მარტივ რამეს ვაკეთებ და სულაც არ მაქვს წუწუნის საბაბი,მაგრამ,როცა მთელი დღის ¾ს ოთხ კედელში,გარშემო ფერადი თაროებით აჭრელებული,ატარებ გინდა დარაბები გახსნა და გაიქცე.შეწყობილი არ მაქვს თაროზე საქაღალდე რომ კარს მიღებენ და ახალი პარტია შემოაქვთ,ნამდვილად დამღლელია,ვიცოდე მაინც რომ რამე ღირებულს ვაკეთებ,სულ არ ამოვიღებდი ხმას. ასო “დ“ (დაღლა) -საც კი აღარ ვახსენებდი.

_ _
დღევანდელი სამუშაოც დასრულდა და საშინლად დაქანცული ვხურავ ოთახის კარს,ღრმად ვსუნთქავ და მიმღებში გავდივარ.
-მშვიდობიან ღამეს გისურვებ,ეკატერინე,-მომიგო კართან მდგარმა დაცვის თანამშრომელმა და კარი გამიღო
-შენც,-თავაზიანად გავუღიმე და გამოვედი.მადლობა ღმერთს გამიმართლა,რომ სახლი ახლოს მაქვს და ტაქსით არ მიწევს წასვლა,რადგან ბავშვობიდან მეშინია მათი.ისევ.უფლის ბოძებული ორი ფეხით მივდივარ სახლში,აღარ წვიმს,მაგრამ სუნს მაინც ვგრძნობ,რადგან ყველაფერი გაჟღენთილია.ოდნავ,გრილი ნიავიც უბერავს და ვხვდები,დიდი ხანია ასე ნასიამოვნები არ მივსულვარ შინ.
-მოხვედი უკვე?-კარში ჩვეული შეკითხვით მეგებება დედაჩემი
-არა,გეჩვენები,-ვუღიმი პასუხთან ერთად და შევდივარ
-დღემ როგორ ჩაიარა?-არ წყვეტს დაკითხვას.დაღლილი ვესვენები დივანზე და თავს უკან ვაგდებ.
-შესანიშნავად,-აღფრთოვანებული ვპასუხობ.
-ნამდვილად?-ეჭვები იპყრობს მას,მე კი მეღიმება.მასთან არასოდეს მიწუწუნია.
-რა,თქმა,უნდა,-მისკენ წამოვიწიე და ლოყაზე გემრილად ჩავავლე თითები-ჩემო ბუნჩულა,-ვაკოცე და გავუშვი.გაეცინა და თვითონაც მაკოცა.მისი ჭაღარა თმა სახეზე მომელამუნა და ჩამეღიმა.
-არ გშია?
-არა,წყალს გადავივლებ და დავწვები,ხვალ ადრე უნდა ავდგე,გამოცდა მაქვს,-ძლივს ვეხვეტები რბილი დივნიდან და აბაზანისკენ მივლასლასებ.დაღლისგან ნახევრად ღია მაქვს თვალები და ვარაუდით ვმოქმედებ.მახსოვს,რომ ონკანი ზემოთ უნდა ავწიო,დუშიდან ცხელი წყალი ეშვება და ონკანს ოდნავ ვწევ რომ გავანელო.ხელით ვსინჯავ.მგონი ნორმალურია.შეძლებისდაგვარად სწრაფად ვიხდი ტანზე და წყლის ქვეშ ვდგები,ო.’ღმერთო, რა სასიამოვნოა,გრილ კანს თბილი წვეთები რომ ეხება.წამებში ვიქაფებ მთელ სხეულს და შემდეგ ვივლებ.სისუფთავის საოცარი შეგრძნება მამშვიდებს და ახალ სურნელს ღრმად ვისუნთქავ.დაბანამ მიშველა,ფართოდ გავახილე თვალები და გამოვერკვიე.საკიდიდან პირსახოცი ჩამოვსხენი,ტანზე შემოვიხვიე და გამოვედი-ძილინებისა,-ვუთხარი დივნაზე წამოწოლილ დედას და ჭყაპუნით შევედი საძინებელში,ტანი კარგად გავიმშრალე საღამური გადავიცვი და თმის გასაშრობად ფენი გადმოვიღე,სარკის წინ სკამზე მოვკალათდი და გამშრალებას შევუდექი,ლამის ჩამომეძინა,თითებიც მეტკინა ხელში ჭერისგან,ამიტომ მალევე გამოვრთე და ნახევრად სველი თმით შევწექი საწოლში.

_ _
რატომ არ გეძინება?-ვეკითხები ჩემს თავს,მაგრამ პასუხი,როგორც ყოველთვის არ აქვს,არადა როგორ დავიღალე,მაგრამ მაინც არ მეკარება ძილი,დაბანის ბრალია?რა სისულელეა,დროზე დაიძინე,თორემ ვიჩხუბებთ.თვალებს ძალით ვხუჭავ და შიგნით ფერადფერადი ჩიტები იწყებენ ფრენას,ნელ-ნელა სიზმრის სიღრმეში შევდივარ და ფიქრის უნარიც მეკარგება.
***
საშინლად სველი ვეხეთქები რკინის კარს,ჯიბიდან ძლივს ამოღებულ გასაღებს საკეტში ვარჭობ და რამდენჯერმე ვატრიალებ,მერე მარცხენა მხრით ვაწვები კარს და ვაღებ.
-ასე გვიან რატომ დაბრუნდი?-ნაწყენი ხმით მეკითხება კართან დადარაჯებული მეგი და კარადას აღებს-გაცივდები,-მეუბნება და პირსახოცს იღებს,-შედი,გაიმშრალე,-ვართმევ და ჩქარი ნაბიჯებით შევედივარ ოთახში,-იცოდე,სახლში აღარ შემოგიშვებ თუ კიდევ დააგვიანებ,-მომყვება საყვედურებით ისიც.
-გახდა მაცადე,-ვეუბნები და ტანზე მიკრულ მაისურს ძლივს ვიძრობ
-ჩემი ქმარი ხარ,ხომ არ დაგავიწყდა,რისი გრცხვენია,-კისკისით მეუბნება და ხელის გულებით წელზე მეხება.თბილის შეხებაზე ეკლები მაყრის და ხელს ვავლებ,ჩემსკენ უფრო ახლოს ვიზიდავ და ტუჩებში ვკოცნი.
-ნუ მიწვევ,-ვეუბნები უკვე ,როცა მის ტუჩებს ვცილდები და გახდას ვაგრძელებ-დაგვიანება არ მინდოდა,მაგრამ სამსახურში ბევრი საქმე გამომიჩნდა და ვეღარ გამოვაღწიე,-თავს ვიმართლებ და მშრალ ტანსაცმელს ვიღებ,ჩასაცმელად.
-რატომ უნდა გაპატიო?-მეკითხება სერიოზული სახით
-იმიტომ რომ ჩემი ცოლი ხარ და შენ გამო ვმუშაობ,-სახე მებრიცება-თუარ გაჩუმდები გავბრაზდები,-სახესთან ვუქნევ საჩვენებელ თითს.მეგი ჩუმდება,მაგრამ გამომეტყველებას იღებს საშინელს,შეხედვა რომ შეგეზარება.ხელი ჩავიქნიე და ოთახიდან გავედი.
-თუ გშია იცოდე რომ საჭმელი არ გვაქვს
-რატომ?
-გაგვითავდა,შეხედე რომელი საათია,რაღა დროს ჭამაა,წამოდი დავწვეთ
-მშია,ჩავალ რამეს ვიყიდი,-ვცდილობ ძალიან არ გავბრაზდე,უკან ვბრუნდები შემოსასვლელისკენ
-როგორც გინდა,-გულგრილად მეუბნება და კარს მიღებს.ვეჭყანები და სახლიდან გავდივარ.
_ _
რომელი საათია,რა დროს გაღვიძება იყო.ვეღარ ვიძინებ.მგონი კუჭიც მაწუხებს.საწოლიდან წამოვდექი და ჩავიცვი,ტუმბოდან ტელეფონი და გასაღები ავიღე და ოთახიდან გავედი.
-სად მიდიხარ?-როგორც ჩანს არც დედას სძინავს
-მარკეტში,-ვპასუხობ მთქნარებით-შიმშილმა არ დამაძინა,-შეწუხებულმა მივიდე ხელი მუცელზე.
-გვაქვს საჭმელი,რატომ მიდიხარ?
-ცოტახნით გავალ და მალე შემოვალ,-ვუპასუხე და სანამ რამეს მკითხავდა კიდევ,სწრაფად ვეცი კარს და გამოვედი სახლიდან.კიბეები მშვიდად ჩავიარე და გარეთ გავედი.მაშინ ჩაქვრა შუქი ჩემს დასახლებაში,როცა რამდენიმე ნაბიჯით დავციდლი კორპუსს.გაბრაზებულმა ამოვიღე ტელეფონი და მისი შუქით გავიკვლიე გზა.უკვე მარკეტთან ვიყავი იქიდან გამოვარდნილი ვიღაც რომ დამეჯახა და ტელეფონი ხელიდან გამივარდა,სიბრაზისგან მთელი სახის კანი ამეწვა,უნდა დამეყვირა,მაგრამ ისე სწრაფად აორთქლდა სიტყვა ვერ დავძარი,სიმწრით დავიხარე და ტელეფონი ავიღე,ეკრანი ჩამსხვრეოდა,ესღა მაკლდა,ახლის ყიდვას ჯერ ვერ შევძლებ,ამის გაკეთებას კიდევ ფული უნდა,დასწყევლოს ეშმაკმა,რა ჯანდაბა სჭირთ ამ ხალხს ნელა ვერ გამოვიდა? ნერვიულობისგან კანკალი დამეწყო და ლამის მეორედ გამივარდა ხელიდან.რა გავაკეთო ამ ღამით,ჯობია შევიდე და მალე წავიდე სახლში.მარკეტის კარს ხელის გულით მივაწექი და შევაღე.
-რით შემიძლია დაგეხმაროთ?-შესასვლელშივე მხვდება კონსულტანტი და იღიმის,ვცდილობ დაძაბულობა მოვიხსნა და მეც ვუღიმი
-საშუალო შეკვრა ჩიფსი და ფანტა მინდა,-ღიმილს არ ვიშორებ სახიდან,თავს მიქნევს და რაც ვუთხარი მოაქვს.
-ინებეთ,საშუალო შეკვრა ჩიფსი და ფანტა,-იმეორებს თუთიყურშივით და სალარომდე მომყვება.
* * *
-რა მოხდა?-კარებში მეფეთება მეგი-გული ამოვარდნას გაქვს,-მეუბნება გაოგნებული და მათვალიერებს,-ქურდი მოგზდევდა?-ღრმად ვსუნთქავ რომ რამის თქმა შევძლო,თორემ ეს შეკითხვებს დილამდე არ მორჩება
-არაფერი,შუქები ჩაქვრა და შენზე განერვიულებული ისე გამოვვარდი მარკეტიდან ვიღაცას დავეჯახე
-მერე?-დაეძაბა ძარღვები
-არაფერი,ყურადღება არ მიმიქცევია,მერე კი გავხედე,არ წაქცეულა უბრალოდ რაღაც დაუვარდა და ვიცი ლანძღვას არ დამაკლებდა,-სახე უმშვიდდება,მეც მიწყნარდება გული და ნელი ნაბიჯებით შემაქვს პარკები სამზარეულოში
-უბოდიშოდ არ უნდა წამოსულიყავი,იქნებ რა გააფუჭე?-საყვედურს მაინც ვერ ავცდი
-შუქები როცა ქვრება ყოველთვის რაღაც ცუდი ხდება ჩვენს თავს,ამიტომ ძალიან ვინერვიულე და სულ არ მქონდა სხვისი ჯავრი,-ვიმართლე თავი.მეგიმ აღარაფერი თქვა,მოტანილი პროდუქტები მაცივარში შეაწყო.
-რას შეჭამ?-გაახსენდა რომ უნდა მეჭამა და მიხურული მაცივარი ისევ გააღო
-3 ნათალ ძეხვს,-ვუთხარი და კუთხის მაგიდასთან მოვკალათდი.თვითონ კი ძეხვი გამოიღო დასაჭრელად.

_ _
ხვალ გამოცდა,ხვალ გამოცდა,გაფუჭებული კასეტასავით ამომიტივტივდა გონებაში და სირბილით ავიარე კიბეები.მგონი ყველაფერი დამავიწყდა,სანამ დროა გადავიმეორებ და ცოტახნით წავუძინებ რომ არ გამომეფიტოს ტვინი.კარი საჩქაროდ გავაღე და შეძლებისდაგვარად ფრთხილად შევედი ოთახში.მაგიდის სანათი ჩავრთე,ფანტა და ჩიფსი გვერდზე მივაწყე და უჯრიდან სოციოლოგიის წიგნი ამოვიღე.

თავი 6 -სოციალური გავლენები
“ ადამიანები ცხოვრობენ ინდივიდუალურობის და
სოციუმისადმი დამორჩილების ღირებულებებს შორის მუდმის
კონფლიქტში.“-სულ მთქნარებით წავიკითხე ყველა სიტყვა და თვალები მოვიფშვნიტე.ჩემს ძალებს აღემატება.მადლობა ლექტორს რომ ყველა ის საჭირო მასალა გაგვიხაზა,რაც უნდა გაგვემეორებინა გამოცდისთვის,თორემ გილიოტინაა ამ წიგნების ხელმეორედ გადაკითხა ერთი კვირით ადრე გამოცდამდე.

კონფორმიზმი- როცა ინდივიდი ცვლის თავის ქცევას, რწმენას
ან ატიტუდს არსებული სოციალური ნორმების ზეგავლენით.-ნეტავ,მეც შემიძლია სხვის გამო შეცვვალო ჩემი სურვილები?!მგონი არა,მაშ ტყუილად გვწამებენ ინდივიდუალობას,როცა ყველა ყველას ებაძება და საბოლოოდ ვინ რა გამოვა კაცმა არ იცის.ვთვლი რომ უნდა გამოვირჩეოდეთ ერთმანეთისგან და არ დავემზგავსოთ ბრბოს,რომელმაც მარიტა ჩაქოლა.ღმერთო’რამდენს ვბჟუტურებ,ის დროა წავიკითხო,დავხურო და დავიძინო,თორემ გამოცდაზე დავაგვიანებ.სწრაფად გადავლალვე თვალი საჭირო წინადადებებს და წიგნი ისევ უჯრაში ჩავდე სანათი ჩავაქვრე და გაუხდელად შევწექი საწოლში.
_ _
-ვაგვიანებ,ვაგვიანებ,-დილიდან ისმის ჩემი სასოწარკვეთილი ხმა,-ოღონდ ეს არა,-ნახევრად ჩაცმული ვყირავდები სიჩქარისგან და საწოლზე სახით ვეცემი
-მოჩქარეს მოუგვიანდესო,-ოთახში შემოვიდა დედაჩემი-მშვიდად ჩაიცვი,ჯერ გაქვს დრო,-როგორ შეუძლია ყოველთვის ასეთი გაწონასწორებული იყოს,რატომ არ ვგავარ დედას და რატომ ვარ მამასავით ფეთქებადი.ფუჰ შენი,შარვლას ღილი ასწყდა.
-კაბა მომაწოდე,-გამწარებულმა გავიძრე შარვალი და გამოწვდილი შავი კაბა გამოვსტაცე ხელიდან
-ნუ ნერვიულობ,ნელა,არ აგვიანებ,-ისევ აგრძელებს გამხნევებას,მე კი უკვე თმას ვივარცხნი და უკან ვიკრავ,ჩანთას ვავლებ ხელს და გავრბივარ
-საღამომდე,-ვემშვიდობები და კარს ვაღებ
-ჭკუით,-მეუბნება და კარს მიხურავს.გული ამოვარდნას მაქვს,ყურები მეგუბება ხმაურისგან,ისე ჩავდივარ კიბეებზე ლამის ფეხები მოვინტვრიო,გზაზე გავდივარ,სწრაფად ვკვეთ და ავტობუსის გაჩერებასთან მივდივარ.
-გოგონა,ბილეთის აღება არ დაგავიწყდეს,-მაფრთხილებს მუქი მწვანე ფორმიანი კაცი და ხელებზე მაკვირდება.არაფერს ვეუბნები,მშვიდად ავდივარ,ბილეთს ვიღებ და ცარიელ სკამზე ვჯდები.
* * *
ლამის გასწრებულ ავტობუსში ქოშინით ავდივარ და აპარატთან მივდივარ რომ ბილეთი ავიღო.ადგილი აღარაა,ამიტომ ბილეთს ვიღებ და კუთხეში ვდგები,თან თვალს ვავლებ ხალხს.რა ნაცნობი სახე აქვს?,ვაკვირდები ბოლო სავარძელზე მჯდომ ქალს,მგონია რომ სადღაც მინახავს,მაგრამ ვერ ვიხსენებ,ცოტახანს კიდევ ვაკვირდები და სანამ თვითონაც შემომხედავს მზერა სხვა რამეზე გადამაქვს.მეგიმ მთხოვა რომ დღეს ადრე დავბრუნდე,მაგრამ შევძლებ კია?!ნერვიულობისგან საქორწინო ბეჭედს არათითიდან შუა თითზე ვანაცვლებ,მერე საერთოდ ვიხსნი და ჯიბეში ვიდებ.ახლა რომ მეგი მხედავდეს,ვფიქრობ და მის სახეს წარმოვიდგენ,მერე მართლა აღარ შემიშვებს სახლში.ბეჭედი ისევ ჯიბეში მიდევს.ავტობუსიდან როცა ჩავალ აუცილებლად გავიკეთებ.თითქოს თავს ვპირდები და ისევ იმ ქალს ვაკვირდები,ღმერთო ჩემო როგორ მეცნობა,მგონი გამახსენდა,წვიმაში რომ იდგა გადარეულივით და ზემოდან რაღაც გადმოვარდა.ეგ არის.კმაყოფილს მეღიმება და ძლივს ვარიდებ სახეს.

ავტობუსიდან ჩავდივარ,მაგრამ ჯიბეში ჩაგდებულ ბეჭედს თითზე მაინც არ ვიბრუნებ,თითქოს ცოტახნით ვასვენებ.მზე საშინლად აჭერს,აღარც კი ვიცი წვიმა უნდა ვინატრო თუ არა,თუმცა მზეც საშინელ დისკომფორტს მიქმნის და შეწუხებული სახით მივაბიჯებ ტროტუარზე.დაფლეთილ ბილეთს შემხვედრ ურნაში ვაგდებ და მარცხენა ხელს ჯიბეში ვიყოფ,მარჯვენას კი -ჰაერში ლაღად ვაქანავებ,მგონია რომ წლები მომაკლდა და სხეული ასაკის სიმძიმეს აღარ განიცდის,განა რამდენის ვარ რომ ეგ ვინატრო სულ რაღაც - 28 ის ,მეგი ყოველთვის მეუბნება რომ დიდი ვერაფერი ასაკია,მგონი მეც მაგ აზრზე ვარ.2 წელია ცოლი მყავს და დღემდე ვერ შევგუებივარ ფაქტს,რომ არათითს ოქროს ზოლი არტყია.განა არ მიყვარს,უბრალოდ მიჭირს სიახლეებთან შეგუება,არადა ჩემი დაჟინებული თხოვნა იყო,საჩქაროდ დავქორწინებულიყავით,უნივერსიტეტი არ გვქონდა და მშობლები წინ არ გვეღობებოდნენ,მაგრამ არის რაღაც,რაც კაცს მოსვენებას აკარგვინებს,ან მე ვარ ის ამაზრზენი პიროვნება,რომელმაც ცოლზე ფიქრს დღის მეორე ნახევარიც არ დაუთმო,მასზე მხოლოდ მაშინ ვფიქრობ,როცა ველაპარაკები,უცნაურია,მაგრამ მაინც მიყვარს და მგონია რომ ვერასდროს დავთმობ.

_ _
-რამდენი?-მეფეთება ჩემი ზე -გენიოსი კურსელი და ცინიკური გამომეტყველებით მეკითხება
-29,-ვეუბნები და მის გაოგნებისგან გაფითრებულ სახეს ვაკვირდები,ვგონებ არც ისე ნასიამოვნები დარჩა-შენ?-მეც გამოვიჩინე ინტერესი,მაგრამ მისი სახით თუ ვიმსჯელებ,პირი ისე მოკუმა ერთ მარცვალსაც ვერ დავაცდევინებ.
-ყოჩაღ,ბევრი გიწვალია,-ჩვეული მანერით მომიგო და ჩამომეცალა.“ტუტუცი გოგო“-ჩავილაპარაკე და ბიბლიოთეკაში ჩამავალ კიბეებს ჩავუყევი.
-გამარჯობა,ხალხო,-შესვლისთანავე,მრგვალ მაგიდასთან მოკალათებულ ჯგუფელებს მოვკარი თვალი და მათკენ წავედი.ხუთივეს წიგნი გადაეშალა და დაჟინებით ჩაჰყურებდნენ.არც მე ჩამოვრჩი.ბიბლიოთეკარ ქალს წიგნი გამოვართვი,გვერდითა მაგიდიდან სკამი მოვაჩოჩე და ჯგუფელ ბიჭებს შორის ჩავეკვეტე.
-რა მოიგე?-მეკითხება ჩემ მარჯვნივ მჯდომი კუზ ამოგდებული სოსო და წიგნს ხურავს
-ბატონო?-ვეკითხები გაკვირვებული.
-შენი გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ,უზრუნველი ცხოვრება,-ისევ გაუგებრად მეღლაბუცება და მოკუნტულ წელში ხელის გულს ვუბრახუნებ.
-29,-ვეუბნები და წიგნს ვშლი
-როგორ?-თავს მაღლა სწევს ნინა და ისიც თავს ანებებს კითხვას.მე კი პირიქით,უფრო ვეფლობი.
-რა გაიკვირვეთ,როდის იყო დაბალი ამეღო,-გაოგნებული ვათვალიერებ ხუთივეს.მარი ეჭვით მიყურებს,გიორგი იცინის,სოსო კი დგება და უაზროდ იწყებს ცეკვას.ლელა ჩვეული სიჩუმით,დაჟინებით მაკვირდება და მგონი ფიქრობს,როგორ მაჯობა-ო.მარი თავის ამპლუაშია,დგება და სოსოს ებაძება.ყველა მათ უყურებს და აღარაფერს მეკითხებიან.
-წელს გრანტი გერგება,-სერიოზული სახით მეუბნება გიორგი-კარგი გოგო ხარ
-მადლობ,-ვეუბნები და ვუღიმი-ახლა უნდა წავიდე,თორემ სამსახურში დავაგვიანებ,ჭკვიანად იყავით და ღამით სადმე წავიდეთ,-სოსოს იდეა მოეწონა,გულუხვად ჩამიბრახუნა ბეჭებში.
-გენიალურია,-თქვა გიორგიმ-მაშ,ღამემდე-სიცილით დააყოლა მან.

***
-არ დააფინანსეს,-შესვლისთანავე მომახარა ჩემმა დამხმარემ.სიბრაზე მომერია და ლამის მასზე ვიყარე ჯავრი-ახლა რა იქნება?-მისი კითხვა ფიქრის უნარს მიხშობს და ყურებში რაღაც მიწუის,ჩემი თავი მეუბნება ,რომ ზედმეტად უიღბლო ვარ და გრანდიოზული პროექტიც კი არ დამიფინანსეს,არადა რა გეგმები მქონდა,სულ მცირე ათი ათასს ვიდებდი ჯიბეში.
-იმუშავეთ ახალზე,-მივუგე და მაგიდისკენ მივუთითე-განმეორებით პრეზენტაციაზე აუცილებლად წარვადგენთ,შენ არ იღელვო ,კოტე,-ხელი გადავხვიე მეგობრულად,ამით საკუთარი შეშინებული თავის დამშვიდებასაც ვცდილობ.მეგი ალბათ ხმას არ გამცემს და ცხვირწინ დამიხევს 4 თაბახზე ჩამოწერილ საყიდლების სიას,ჯერაც რომ არ ვიცი რა დაწერა ამდენი.ისე მიბრუვდება სხეული გულის ცემასაც ვეღარ ვგრძნობ,სავარძელში ვესვნები და ჭერს ვაშტერდები,ყველაფერი ახალივით მეჩვენება,მგონია,ჯერ კიდევ გუშინ შევისყიდეთ ფართი ოფისისთვის და ყველაფერს ამ წუთიდან ვიწყებ.
-მაგათ ვერაფერს გაუგებ,-დაბღვერით ამბობს კოტე და თაბახს იღებს,მაგიდაზე აკურატულად შლის და აცქერდება - გადასარევი პროექტია,ვითომ ჩუბის მოწყობილია? - ჩუბინიძე ჩვენს ოფისზე გადამტერებული,გულღვარძლიანი კაცია და გზაზე ხშირად მეღობება,დიდად თავი არც შემიწუხებია შემომერიგებინა.
-მაგდენს ვერ გაბედავდა,-ეჭვით ვეუბნები და მაგიდის კიდისკენ ვიწევი - გაირკვევა ეგ,-ღრმად ვსუნთქავ და მშვიდად ვამბობ.კოტე ისევ პროექტს ჩაშჩერებია.
-არცერთ სხვა წარმომადგენელს არ ჰქონდა გათვალისწინებული დამქირავებლის მოთხოვნები ჩვენს გარდა,მაგრამ ვიღაცამ ცუდად იჭიკჭიკა მაგ კაცთან და შედეგიც სახეზეა,-თავს ვუქნევ,ნამდვილად კოპირება გავაკეთეთ მისი მოთხოვნების,რაც ძალიან იშვიათია -მეცოდება,-ამბობს მკაცრად.
-ვინ?
-ჩუბინიძე,მისი ნაშრომები ხომ ჯერაც არ უღიარებიათ,ალბათ ეგ ახრჩობს მაგ დედა...,-უცებ მოკუმა პირი,გაახსენდა რომ გინების წინააღმდეგი ვარ.
-დაწყნარდი,-ოდნავ გავიმკაცრე ხმა და სავარძლიდან წამოვდექი -სად არიან დანარჩენები,-ვკითხე ჩვენს ოფისში მომუშავე პერსონალზე.
-არ ვიცი,-მხრები აიჩეჩა
-ყველა ერთად როგორ გაგიჟდით,-შევიცხადე და ნომრების წიგნაკს დავავლე ხელი -ყველას დაურეკე,ახლავე,-გავუწოდე და მაგიდაზე ხელის გულებით დავეყრდენი.
-კარგი,-თქვა და გავიდა.

_ _
მეზიზღება ორშაბათი,
მეზიზღება სამშაბათი
მეზიზღება ოთხშაბათი,და საერთოდ რა მიყვარს ეგ უკვე აღარ ვიცი.
მორყეულ სკამზე კანკალით ვდგავარ და თაროზე შინდისფერ საქაღალდეს ვდებ,თან გულში ლოცვას ვკითხულობ რომ სკამმა გამიძლოს და არ გადავყირავდე.
-კატ,-მესმის გიორგის ხმა და შეშინებულს საქაღალდე ხელიდან მივარდება,სკამიც უარესად ყანყალებს და მგონი ვეშვები ,-ფრთხილად,-მიყვირის და დასაჭერად მვარდება
-აქ რა გინდა?-ვეკითხები და მისი ხელებისგან ვთავისუფლდები.
-აღარ რჩები?-მეკითხება შეღონებული -დალევა გვინდა ,-ღრმად ვსუნთქავ,ჯერ კიდევ მეშინია.დაბნეული ვაკვირდები და გვერდს ფრუტუნით ვუვლი
-ამათ რას გაუგებ,-ვუპასუხე შეღონებით
-კარგი რა,დაიკიდე და წამოდი ,- სახეს შეწუხება არ შორდება.
-მერე შენ შემინახავ?-გულიანად ვიცინი.გიორგიც იცინის და მალევე სერიოზულად მეუბნება
-რატომაც არა,-მგონი აფრენს ეს.სიცილისგან კუჭი მტკივდება.
-კარგი,ვეტყვი რომ ჩემს სამუშაო საათს გადააჭარბა და უფლება მაქვს წავიდე-მეთქი
-გელოდები!
-ოკეი!
გულის ფანცქალით გამოვდივარ ოთახიდან და მიმღებში მჯდომ ქალს დაღონებული სახით ვუახლოვდები.
-უნდა წავიდე,-ვამბობ და გამომეტყველებას წარამარა ვიცვლი.ქალი დაბნეული მიყურებს
-დაასრულე ყველაფერი?-მეკითხება გაკვირვებული და სანიშნს იღებს
-კი,როგორ არა,-ვსერიოზულდები.ისევ ეჭვით მიყურებს.
-კარგი,-რაღაცას საჩქაროდ ჯღაბნის შიგნით და ხურავს - თავისუფალი ხარ,დღეს პარასკევია,მშვიდობიან შაბათ-კვირას გისურვებ,-ძლივს ეღიმება და ორ დღიანი დასვენებისთვის დაწესებულ წითელ ბარათს მაწვდის.
-წავედით?-უკნიდან მეკითხება გიორგი
-კი,-ვპასუხობ და მისკენ ვბრუნდები,ხელს მხვევს და ერთად გავდივართ.

* * *
ახალ პრობლემებს რომ გავმკლავებოდი,გადავწყვიტე კოტესთან ერთად ბარში წავსულიყავი დასალევად.ჩვენი ოფისის მოპირდაპირე მხარეს,რამდენიმე წლის უკან გახსნილი ბარია,სადაც წელიწადში ოთჯერ მაინც მიწევს შევლა.დალევის მოყვარული არ ვარ,მაგრამ როცა გონებრივი წნეხის ქვეშ ვექცევი სურვილი იმდენად მეძალება,რომ შემიძლია იქამდე ვსვა,სანამ გონებას არ დავკარგავ და მეორე დღეს არაფერი მემახსოვრება.ყველაფერი მოვათავეთ და შეძლებისდაგვარად მშვიდად გამოვედით ოფისიდან,გზა გადავკვეთეთ და ბარში შევედით,რომლის სახელიც ინგლისურადაა მიწერილი და ქართულად ასე ჟღერს “დაგავიწყდება“.მის ყოველ წაკითხვაზე სიცილი მიტყდება,უბრალოდ ვერ ვშიფრავ რატომ ჰქვია ასეთი სისულელე.
-რას დალევ?-ბარმენთან ვართ უკვე.კოტე სასმელებს ათვალიერებს.უხვადაა წარმოდგენილი,სულო გულო გინდოდეს და არ იყოს.სიცილით ვიშვერ ხელს რომისკენ,მერე ტეკილასაც ეჭვით შევყურებ და ვგრძნობ აქედან ჩემით ვერ გავაღწევ.
-რომი თუ ტეკილა?-მეკითხება დაბნეული
-ფორთოხლის წვენი პიტნით და ლიმნის ნათალით,-ვცდილობ არ გავიცინო.ბარმენი გამზადებას იწყებდა-ვხუმრობ,-შევაჩერე და ტეკილა გადმოვაღებინე.კოტემ შვებით ამოისუნთქა და ტეკილას ბოთლი ხელიდან გამოსტაცა ჭიქებიც მიაყოლა და ბარის შუაგულში,მაგიდასთან მიიტანა.
-დაასხი,-ვუთხარი და კომფორტულად ჩამოვჯექი.

_ _
რამდენი იდეა მქონდა,მარამ ხუთივე ერთს გაიძახოდა.ნერვები მომეშალა და გადავწყვიტე აღარ გავყოლოდი დასალევად,მაგრამ მანქანაში ძალით ჩამტენეს და წყეულ “დაგავიწყდება“ _ში წავედით.გოგოსთვის იქ ყოფნა რთული ასატანია.გაბრაზეული გადმოვედი მანქანიდან და კარი ისე შევაღე ლამის გადავყირავდი.ბარმენთან პირველი მივედი და ყველაზე მსუბუქი დასალევი შევუკვეთე.
-მორჩი ბუტიაობას,-ნაწყენი ხმით მითხრა გიორგიმ
-როგორც იტყვი,-ვუთხარი და სასმელი ჭიქებში ჩამოვასხი
-რას ერჩი?-თვალების ცეცებით მეკითხება მარიამი და მზერას ერთ ადგილზე აშტერებს.
-არაფერს,კარგი,-მობეზრებული ვამბობ და ჭიქას ბოლომდე ვცლი.მგონი ცუდი იდეა იყო საღამოს დასალევად წასვლა.ახლა კარგი დროა,როცა უკვე ალკოჰოლი სისხლში აღწევს.
-სულელო,-მეუბნება გიორგი და ხელს მხარზე მაყრდნობს -ყველაზე პრესტიჟული ბარია,შემიძლია მუსიკაც ჩავართვევინო,საცეკვაო ადგილია რომ დავლევთ აუცილებლად გაცეკვებ ,-მტკიცედ მეუბნება და მეორე ჭიქას იყუდებს.ვითომ ეს ყველაფერი სხვა ბარში არაა? ხანდახან რა სასაცილოა გიორგი.
-მესამე კურსსაც მალე დავხურავთ და ერთად ყოფნის ერთი წელი დაგვრჩება,-თქვა ლელამ
-რატომ ერთი?-გაკვირვებით ჰკითხა სოსომ
-შენ თუ ჩვენი დანახვა აღარ გენდომება უნივერსიტეტის დამთავრების მერე,შენი პრობლემაა,მაგრამ მე არცერის დაკარგვას არ ვაპირებ,მითუფრო შენი,-მომიბრუნდა ისევ მე და თვალი თვალში გამისწორა.უცნაური შეგრძნება დამეუფლა ამიტომ თავი გვერდზე გავაბრუნე და ჩვენს პირდაპირ მაგიდასთან მჯდომი მამაკაცები დავინახე.ერთი ზურგით იჯდა,მეორეს კი თავი ჰქონდა დახრილი და ისეთი ინტერესით მივაცქერდი შეწუხებით ამოიხედა,თითქოს იგრძნო რომ ვიღაც უყურებდა.თვალები ისე უელავდა შიშისგან ეკლებმა დამაყარა,მზერა კი მოვარიდე,მაგრამ ახლა მე ვგრძნობდი რომ მიყურებდა და ხელის გულები გამიოფლიანდა.აქ ნორმალური ჯერ არავინ მინახავს და მგონი არც დღეს იქნება გამონაკლისი.კანკალით გადავისვი ხელის ზურგი შუბლზე და ღრმად შევისუნთქე ჰაერი.
-ცუდად ხარ?-აღელვებული ხმით მკითხა გიორგიმ და ხელი ძლიერად მომიჭირა ხელზე.ალბათ,კარგად ვიქნები,როცა ეშმაკივით მოელვარე თვალები კადრიდან ამომივარდება.ეს იმ შეგრძნებას ჰგავს,შუქი რომ ქვრება და სადაც გაიხედავ ყველგან რაღაც გელანდება.
-დამცხა,გარეთ გავალა და მალე შემოვალ,-ვუპასუხე და წამოვდექი
-გინდა გამოგყვე?-წამოდგა ისიც.უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და ზურგი ვაქციე.ჯერჯერობით ფეხებს მწყობრში ვადგამ,არ ვკოტაობ და შველა არ მჭირდება.კარი გავაღე და ალკოჰოლისგან გახურებული სახე ღამის სიგრილეს შევაგებე,ისევ ღრმად შევისუნთქე,ახლა უკვე სუფთა ჰაერი და დამშვიდებული ბარის კუთვნილ სკამზე ჩამოვჯექი.




№1  offline წევრი BuBuu

მომწონს უკვე ძალიან ♡
ველი გაგრძელებას ♡
პ.ს. ისე ამდენი დამთხვევა რეალურია ? :დ

 


№2 სტუმარი Guest ნანა

ვეეეელი მოუთმენლად შემდეგს...
ძალიან კარგი ისტორიიიააა..

 


№3  offline წევრი Imagination

კარგად წერ. მომწონს დასაწყისი. :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent