შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლილი ! 5


30-08-2016, 17:57
ავტორი niako19
ნანახია 1 784

თქვენი აზრით რა არის სიცარიელე?
სიცარიელე გრძნობაა რომელსაც იმედგაცრუება იწვევს...
მე ვფიქრობ რომ სიაცრიელე ყველას სხვანაირად ესმის, ზოგისთვის ეს ცარიელი კედლებია, ზოგისთვის ცარიელი სახლი, ზოგისთვის მხოლოდ ერთი ცარიელი ოთახი უდრის ცარიელ სამყაროს, ზოგისთვის ცარიელი საწოლის მხარე.
ჩემთვის ეს გრძნობა ყველაზე საშინელია...
ტკივილს ცრემლებით გადმოსცემ, ჩივი მასზე, მიზეზი გაქვს , საბოლოოდ ემოციას გამოხატავ..
სიბრაზეს ყვირილით, ვიღაცის ცემით, მოკვლით, ისევ ტირილით მაგრამ მაინც გადმოსცემ და თავისუფლდები...
სიცარიელეს კი ვერაფრით, ვერ ტირი, ვერც ყვირი, ვერც ლაპარაკობ.. ზიხარ ოთახში მოუწესრიგებელი, პირდაუბანელი და ფიქრობ საერთოდ რატომ გაიღვიძე.. ალბათ საკუთარი ტავისთვის ან იქნებ მისთვისაც არა მთავარი ისაა რომ გაიღვიძე და გიწევს ისევ თავიდან მოერიო იმას რაც გუშინ თითქოს გადალახე...
თავიდან ეჭიდები გრძნობას რომელიც დაუმარცხებელია..
სიცარიელე შენს გონებაში იწყება, გულში გადის, ზუსტად ასე და არანაირად სხვანაირად, გონებაში და შემდეგ გულში, მერე კი იშლება და შენი ორგანიზმის ყველა უჯრედის ბირთვეამდე აღწევს, უჯრედები ერთად გამოსცემენ განგაშს, ყველა მათგანი კივილს იწყებს, შენ კი ზიხარ ოთახში და ისევ ფიქრობ რა იქნებოდა დღეს რომ არ გაგეღვიძა, ვინ ინერვიულებდა საკუთარი თავი ? ან იქნებ ისიც არა ....
.........................................................................................................................................................
უყურებდა ატირებულ სახეებს და ვერ იჯერებდა რომ აქ იჯდა, მასინ როცა წუთებისწინ ჯერ კიდევ გზაში იყო და ჯერკიდევ ბედნიერდებოდა იმით რომ ვირაც ყავდა.. შიში მისი დაკარგვის იმაზე ძლიერი ვიყო ვიდრე წარმოედგინა, მარინას გახევებულ სახეს და სოფის გულმოკლულ ტირილს უემოციოდ ადევნებდა თვალს და ფიქრობდა რა შეიძლებოდა მომხდარიყო..
კუთხეში გოგონა იჯდა, ჩუმად თავისთვის ტიროდა ეს გოგო არასდროს ენახა ..
ბოჭების მშობლებიც დაინახა მაგრამ ახლა მარტო ერთზე ფიქრობდა ...
................................................................................................................................................................
-მგომარეობა სტაბილურია, საბედნიეროდ გადავრჩით ოპერაციას გართულება არ მოყოლია გილოცავთ-ექიმის გახარებულმა ხმამ გაიჟღერა და იგრძნო როგორ დაიბადა თავიდან.
პირველი მარინა და სოფი შევიდნენ..
ორივე მალე გამოვიდა.
-შენი ნახვა უნდა -ეჭვიანი მზერა შეავლო სოფიმ ლილის.
ხმა არ გაუცია ადგა და შევიდა..
აშკარად ძალიან სუსტად იყო მაგრამ მთავარია ცოცხალი იყო.
-შეგეშინდა ლილი?-გაუღიმა ზუკამ.
-როგორ ხარ ?- ახლოს მივიდა ლილი.
-ისე რა.. შენ ?
-რომ გამოკეთდები გცემ..
-აუფფ ძაან ინერვიულე?
-ხო მაგრამ მგონი ერთმა გოგომ ყველაზე მეტად.
-ვინ გოგომ?-ინტერესიანი მზერა შეანათა ზუკამ.
-საშუალო სიმაღლის, გამხდარმა წაბლისფერთმიანმა გოგომ-გაეღიმა ლილის.
-აქააა?-ზუკამ მაქსიმალურად სცადა არ გაღიმებოდა.
-ხო..შემოვუშვა?
-მიდი...
პალატიდან გამოვიდა და ის გოგონა მოძებნა, ისევ ისე იჯდა კუთხეში ლილი გვერდიტ ჩამოუჯდა.
-ლილი-გაუღიმა გოგონას-ზუკას და ვარ..
-კატო, მე..
-ზუკამ მთხოვა მასთან შეგიშვა..
-მე ? იცით მე უბრალოდ ამბის გასაგებად მოვედი .. უბრალოდ -ლილიმ გოგონას დაბნეულობაზე წარბები აწკიპა და დააკვირდა გოგონა მიხვდა რატომაც უყურბდა და სწრაფად გაჩერდა- არაა საჭირო..
-სიცოცხლეს ძლივს გადაურჩა რადროს საჭიროებაზე ლაპარაკის დროა, წადი სანამ ჩაეძინება..
-კარგი კარგი, მადლობა ლილი..
-კატო რამდენი წლის ხარ ?-დააწია ლილიმ.
-18-ის..-უფრო აიბნა გოგონა
-რომ გამოხვალ ყავაზე დაგპატიჟებ.-გაუღიმა ლილიმ-ტოლები ვართ..
............................................................................................................................................
-შეიძლება?-ფრთხილად მიაკაკუნა გოგონამ და გაუბედავად შევიდა.
-მოდი- წამოიწია ზუკამ.
-ნუ დგები რა- სწრაფად მიუახლოვდა და ხელით შეაჩერა.
-შენზე მითხრეს ყველაზე მეტი იტირაო..
-არა მე უბრალოდ, მე ამბის გასაგებად მოვედი ..
-კატო მოიწიე აბა ცოტა..
-რა?-დაიბნა გოგონა..
-ჩემსკენ დაიხარე..
-რატომ?
-დაიხარე-ხმადაბლა გაიმეორა ზუკამ.
კატო ნელა დაიხარა ზუკას სახისკენ და როგორც კი ზუკამ შესძლო მისტუჩებს მისწვდა და ნაზად აკოცა, გოგონამ სწრაფდ გაწია თავი და დაბნეულმა დახედა მომღიმარ ზუკას.
-წადი ახლა და ალექსანდრეს უთხარი სახლში წაგიყვანოს..
-ჯერ შენი და უნდა ვნახო...
-ლილი?
-ხო მითხრა ყავა დავლიოთო..
-კარგი, მიდი და სახლში მალე წადი..
-კარგი გამოჯანმრთელდი..
-კატო...
-ხო.
-ხვალაც მოდი კარგი ?
-კარგი..
-ღამემშვიდობის....
გოგონა სწრაფად დაიძრა კარისკენ და პალატა დატოვა, ლილი ისევ იქ ელოდა. იქვე გავიდნენ კაფეტერიაში.
-ხომ კარგად ხარ?-გახედა ლილიმ- ძალიან ინერვიულე..
-მგონი შენ უფრო ცუდად ხარ, არც კი გიტირია..-თვალი გაუსწორა კატომ.
-მე კარგად ვარ.. რაო ზუკამ?
-სახლში წადიო..
-და არ გინდა წასვლა ხომ?
-არა- თავი გააქნია კატომ..
-იცი არც მე მყავს არავინ თუ გინდა აქ ერთად გავჩერდეთ...
-მაგრამ..-შეყოყმნდა გოგონა- კარგი იქნება ..
-საიდან იცნობ ზუკას?
-მაგათ ბარში ვმუშაობდი ცოტახანს -თავი დახარა კატომ, აშკარა იყო ერიდებოდა სამსახურის.
-მართლა? მე კაფეში ვმუშაობ- გაუცინა ლილიმ, მიახვედრა რომ არაფრით იყო მასზე ნაკლები, ალბათ კატოს სოფისნაირი წარმოედგინა.-მეც მიმტანი ვარ..
-შენ ?
-ხო მე, რატომ გაგიკვირდა..
-უბრალოდ რავიცი, სოფი და მარინა..
-ვერცერთს ვერ ვიტან, რთული ასახსნელია...
-რაღაცები ვიცი მაგრამ ..
-რეები?
-რომ მათთან არ ცხოვრობ..
-მართალია..-ისევ გაუღიმა ლილიმ.
-ლილი სახეზე ფერი არ გადევს..-შეწუხდა კატო.
-არაუშავს ნერვიულობის გამო, აი დავლევ და გამოვკეთდები..-ისევ გაიღიმა და ტელეფონი აიღო.
-გამოდი გარეთ ცოტახანს- მობილურში გეგებერის წყნარი ბარიტონი გაისმა.
-კატო ცოტახანს დაგტოვებ და მოვალ..-ფეხზე ადგა ლილი.
-კარგი...
საავადმყოფოდან გავიდა და გეგებერის მანქანისკენ გაემართა, გეგემ სწრაფად გახსნა კარი და გადავიდა, ლილის ხელი მოხვია და ჩაეხუტა. არ ელოდა მაგრამ ესიამოვნა ...
-როგორ ხარ ?-ზემოდან დახედა ფერმკრთალ გოგონას.
-ცუდად, ძალიან შემეშინდა-თავი მკერდზე მიადო და გაჩუმდა.
-ახლა როგორაა?
-კარგადაა..
-რატომღა ღელავ?
-არ ვიცი ვნერვიულობ... ზუკა ჩემი ერთადერთი ოჯახისწევრია, რამე რომ მოსვლოდა..
-ხომ იცი რომ კარგადაა..
-ხო ..
-დაჯექი სადმე გავიდეთ ვჭამოთ..
-არ მინდა ყავა დავლიე, შიგნით ზუკასშეყვარებული დავტოვო მარტოა და...
-ლილი ცუდად გახდები..
-კარგად ვარ მართლა..
-კარგი რამე თუ დაგჭირდება დამირეკე...
-მადლობა რომ მოხვედი..
-არაფერს- შუბლზე აკოცა და მანქანაში ჩაჯდა.
...........................................................................................................................................................
ზუკას ორი კვირა მოუწია იქ ყოფნა, ლილი ყოველდღე მიდიოდა კატოსთან ერთად, იქიდან გამოსვლა კი ბარში აღნიშნა, კატო მასთან ერთად იყო, როგორც გაირკვა ერთი თვისწინ გაუშვია ზუკას სამსახურიდან ბარში არ უნდოდა ემუშავა.. ლილი, ანა და ლევანიც იქ იყვნენ, ბიჭებიც.
გოგონები სახლში ლევანმა წაიყვანა ბიჭები კი დარჩნენ.
-მანქანა დამიზნებული იყო, სწრაფად არ მოვდიოდი, იმენა ჩემს მხარეს პირდაპირ შემეჯახა..
-პოლიციამ მანქანა იპოვა ნორები არ ჰქონია, მდინარეში იყო გადაგდებული...-ჩაფირებულმა გადახედა ლუკამ.-ვერ ვიგებ ვის უნდა გაეკეთებინა..
- ლადოს უნდა დაველაპარაკოთ- გახედა ალექსანდრემ ზუკას.
-უკვე ველაპარაკე ერთადერთი ვისაც ჩემი და ლადოს ჩაძირვა აწყობს ლადოს ახალი პარტინიორი გიორგი ამაშუკელია.. გამოიცანი ეგ ვისი კაცია?
-ვახტანგ აბაშიძე?-გაშტერდა დემეტრე- შანსი არაა ძმაო.. მამაშენია..
-მერე რა- უემოციო სახით იჯდა ლუკა-ხო არ დაგავიწყდათ ეს რატო მაქვს- ხელზე მიყოლებით შრამებზე ანიშნა ლუკამ-ვინ მომიგზავნა ისინი? მამიკომ..
- ეგ სხვა სიტუაცია იყო ლუკა..
-რა აზრი აქვს დემეტრე, ეს ბიზნესია, ეს თბილისია და აქ მამები შვილებს ფულისგამო კლავენ...
-გიორგი მამაშენი არ იყო..
-მაგან გამზარდა რა აზრი აქვს , ზუკა კი ვაბშე არ იცნობს მამამისს უფრო გაუადვილდებოდა..
-მაინც მგონია რომ ჯერ უნდა გავარკვიოთ- მკაცრი ტონით გამოაცხადა ალექსანდრემ- ის მამაა და სანამ არ გავარკვევთ ვერ დავადანაშაულებთ..
-ვნახავ და დაველაპარაკები- ბიჭებს გადახედა ზუკამ.
-და გეტყვის მე ვიყავიო?
-არა მაგრამ მაინც უნდა დაველაპარაკო..-ფეხზე ადგა ზუკა.
-ფრთხილად იარე ..უკან გამოგყვებით თუ რამე ..
-კარგი...
......................................................................................................................................
ვახტანგის სახლის კართან იდგა და ვერ იგებდა რას გრძნობდა გაურკვეველი ემოცია ჰქონდა, ახლა ყველაზე მეტად ესმოდა ლილისი, კარზე დააკაკუნა და მეატასე ღერს მოუკიდა, 10 წუთის მერე კარი ხალათშემოცმულმა ვახტანგმა გააღო.
-ზუკა? რა ხდება ამ დროს?-სახე მოისრისა კაცმა.
-საქმე მაქვს ..
-შემოდი..
-ორი კვირისწინ- ხმადაბლა დაიწყო ზუკამ და სასმლის ჭიქა გაწია, ისევ სიგარეტს გაუკიდა და თვალი მაგიდას გაუშტერა- ჩემს მანქანას პიკაპი შეეჯახა, პირდაპირ ჩემს მხარეს, მაშინ როცა მწვანე იყო და მე უნდა გამევლო, მანქანას ნომრები არ ჰქონდათ მეორე დილიტ მდინარეში იპოვეს.. ვიღაცამ ჩამი მოკვლა სცადა-ვახტანგს ახეტა ზუკამ, კაცი ამოუცნობი გამომეტყველებით იჯდა-ერთადერთი ვისაც ჩემი მოკვლა ახლა ყველაზე მეტად აწყობს გიორგი ამაშუკელია..
-ზუკა შენ საკუთარი შვილის მკვლელობაში მადანაშაულებ-ისევ იმ გამომეტყველებით შეხედა ვახტანგმა.
-ეგ უბრალო ფაქტია რომელიც არაფერს ცვლის..
-შეიძლება მამობა არ გამიწევია მაგრამ შენ და ლილი მაინც ჩემი სისხლიდახორცი ხართ, არ არსებულია გესმის?
-ვახტანგ ყველაფერს გავიგებ იცოდე, აუცილებლად გავარკვევ, იმ მანქანაში შეიძლებოდა ლილი მჯდარიყო ან სხვა ვინმე...
-არაფერს დაგიშავებდით, უკვე გითხარი.
-კარგი-ფეხზე ადგა ზუკა- და ხო ლილისთან ახლოს რომ დაგინახო?
-ლილის ნახვის უფლება მაქვს..
-ახლოს მისული არ დაგინახო ვახტანგ თორემ შენსგამო რომ ინერვიულოს მოგკლავ ..
-დაწყნარდი და ნუ იმუქრები სახლში წადი და დაისვენე...
-დროებით.
იქიდან უფრო არეული გამოვიდა, ვერ იჯერებდა რომ ვახტანგი ამას გააკეთებდა, პრინციპში არც უნდა დაეჯერებინა.
.................................................................................................................................................................
სამუსაო მაგიდასთან იჯდა და ფიქრობდა, ზუკას ცხოვრებას არც ისე კარგად იცნობდა მაგრამ მის მტრებზე ყველაფერი იცოდა, ლადოსაც ელაპარაკა, ვერ გაეგო ეს ვინ უნდა ყოფილიყო, კარი მდივანმა შემოაღო, აცნობა რომ ვიღაც ქალბატონი კითხულობდა..
კარში შავსარვალსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი მარინა გამჩნდა, ქუსლების კაკუნით, ელეგანტურად შეაბიჯა კაბინეტში და გურამს გაუსწორა თვალი, წლების მიუხედავად მარინა მაინც ულამაზესი ქალი იყო, დახვეწილი და ელეგანტური, ვახტანგმმა მდივანი დაითხოვა და მარინას ანიშნა დამჯდარიყო..
-რამ შეგაწუხა?-გაუღიმა ყოფილცოლს.
-ლადოს და ზუკას საუბარს მოვკარი ყური, მიუხედავად ყველაფრისა, ამდენი წლებისა ვახტანგ მოვალე ხარ შვილები დაიცვა მაინც..
-შენც თვლი რომ ზუკას მოკვლა მე ვცადე?
-არა რათქმაუნდა გიცნობ და ვიცი ამას არ იზამდ, მაგრამ ისიც ვიცი რა შეგიძლია, ზუკას რომ რამე მოუვიდეს ვერ გადავიტან რამე გააკეთე გესმის?
-ყველაფერს ვაკეთებ მარინა.
-არ მინდა ზუკამ შენზე ადრე იპოვოს..
-ვერც იპოვის..
-მადლობა, გამაგებინე როცა ყველაფერი დამთავრდება-ფეხზე წამოდგა მარინა.
-მარინა- ადგა ვახტანგიც.-რატომ ზუკა და რატომ არა ლილი? რატომ არჩევ?
-ჩემდაუნებურად ხდება, უბრალოდ ზუკა მე გავზარდე..
-ლილი ძალიან გგავს... უნდა გყვარებოდა.
-ვიცი... მე ერთერთი მაინც მიყვარდა, თუმცა არ ვიცი რა უფრო საშინელებაა ერთის სიყვარული თუ არცერთის- ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა მარინამ და კარი გააღო...
............................................................................................................................................................
-მანქანა იპოვეს- ამაშუკელი შემოვიდა კაბინეტში- ვინმე ომარ ქარჩხაძის იყო, იცნობ ?
-დარწმუნებული ხარ ?-ფეხზე ადგა ვახტანგი.
-ხო , იცი ვინცაა?
-დიდიარავინ ლადოს ყოფილი პარტნიორია, ლადომ კონტრაქტი გაუუქმა და ამით გააკოტრა, ჩვეულებრივი ნაბიჭ@რია, ბიჭებს დაიზახე და წავედით.
-კარგი..
.......................................................................................................................................................
-ორი ამბავი მაქვს-შემოვიდა დემეტრე და ზუკას შეხედა-კარგი და ცუდი.
-თქვი დემეტრე-მოთმინება დაკარგა ზუკამ.
-ვიპოვეთ ვინაა, ომარ ბუცხრიკიზე და მკვდარია უკვე.
-რა?- წამოდგა ზუკამ.
-სანდო წყაროდან გავიგე რომ აბაშიძის ხალხმა მოკლა, შენი არა დიდი აბაშიძის.
...........................................................................................................................................
ღამის თორმეტი იყო მარინა აბაზანიდან გამოვიდა და ტელეფონი შეამოწმა მხოლოდ ერთი შეტყობინება „მორჩა“ მშვიდად გადადო ტელეფონი და ასევე მშვიდად დაიძინა, ახლა ზუკა მშვიდობით იყო.
............................................................................................................................................................
-ასე რატომ მოიქეცი?-გახედა ზუკამ ვახტანგს.
-რომ არ მომეკლა არ გაჩერდებოდა..
-რაში განაღვლებდა.
-შეიძლება აბსურდად ჟღერს მაგრამ თქვენი სუნთქვა მაღელვებს, ნებისმიერშემთხვევაში თქვენი სიცოცხლე მნიშვნელოვანია..
-სისულელეა...-ფეხზე ადგა ზუკა-სხვა დროს ჩემი გასაკეთებელი აღარ გააკეთო.
-სანამ ცოცხალი ვარ მკვლელი არ გახდები ზუკა, ლილის მიხედე და წყნარად იცხოვრე..
-შენგან დარიგებებს არ ვიღებ - მოსაცმელი აიღო და ბარი დატოვა.
..................................................................................................................................................
ისევ მთაწმინდაზე იყო, გეგესტან ერთად იჯდა უყურებდა და ვერ იგებდა რა ემოციას იწვევდა ეს ბიჭი მასში..
-გეგე ...
-ხო..
-შენი აზრით ზუკას რა მოუვიდა?
-ავარია ლილი..
-ბიჭები რომ რაღაცას არკვევბდნენ?
-გაარკვიეს და მოაგვარეს..
-ანუ არაფერია პრობლემა?
-არა...
-მამაჩემი ქალაქშია.
-ვიცი..
-არ ვუნახივარ..
-ვიცი.
-რა უფრო უარესია მამას რომ არ უყვარხარ თუ დედას?
-რა აზრი აქვს მშობელი მშობელია..
-ჩემთვის არანაირი არცერთს არ ვუყვარვარ...
-ყველაფერს აქვს მიზეზი..
-ამას არ შეიძლება მიზეზი ჰქონდეს.
-თეორიულად კი..
-მეძინება..
-წამოდი წაგიყვან...
.................................................................
ფოტოზე კატოა



№1  offline წევრი (((end)))

ვაიმეეეეე მთელი დღეე შემოვიდოდი,გავდიოდი მეთქი აღარ დაიოდთქო ? scream joy დავინახე თუ არა შემოვვარდი heart_eyes უმაგრესიაა kissing_heart

 


№2  offline წევრი Kiki )))

ვაიმეე როგორ მიყვარხარ შენხო არიციი ♥ დზედზაა ეს რაიყოო გოგო ეს რაკარგი რაღაცაა იყოო.. ♡♡♡ ჩემი შოკოლადკა გოგო ♥ უფ კარგი იყოო ძაან.. ვგიჟდები ამ ისტორიაზე და მერე შენზე ♥... აუუ არმყოფნის ეს თავები და რავქნაა ? :( უფრო დიდი მინდაა :( :( ♥ მიკაქალ ♡♡♡

 


№3 სტუმარი ემი

ძალიან მომეწონა... ყველა თავი ერთად წავიკითხე... კარგი იყო, ემოციური, მატირე კიდეც.. და არა ერთხელ...

გელოდებით heart_eyes

 


№4 აქტიური მკითხველი ablabudaa

მოკლედ სულ იფრო და უფრო საინტერესო ხდება ეს ისტორია, მოთმინება არ მყოფნის ისე მინდა გაგრძელწბა წავიკითხო. შენს სიახლეებს დღეში რამდენჯერ ვმოწმებ ვერ დავთვლი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent