ცვლილება ან ჩანაცვლება
არ ვიცი ალბათ ყველა ადამიანს აქვს რაღც ისეთი რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც. ჩემი ერთადერთი შეცდომა ცხოვრებაში არის ის რომ ის შემიყვარდა ვინც ზედაც არ მიყურებს. როცა მას ვხედავ ჩემში არაადამიანური გრძნობები იღვიძებს ყველაფერი მეყინება და გარშემო მის გარდა ვერაფერს ვამჩნევ. მაგალითად გუშინ ჩემს მეგობარ სოფიოსთან ერთად ვიყავი გასული საყიდლებზე და დავინახე როგორ კოცნიდა სხვას. მაშინ თითქოს გული გამეყინა მგრძნობელობა დავკარგე და ძირს უგონოდ დავცი. მთელი სხეული გაშეშებული მქონდა და ვერ ვინძრეოდი. თვალი რომ გავახილე ჩემს ოთახში საწოლზე უგონოდ ვეგდე. გვერდით კი ჩემის მეგობარ სოფიოს მოვკარი თვალი, სავარძელში ჩასძინებოდა. ჩუმაად ავდექი და ჩავიცვი ხალათი ფეხაკრეფით ვადგამდი ნაბიჯებს შავ ხაკიჩაზე და კარებისკენ მივდიოდი, მინდოდა ყავა მომემზადებინა სამზარეულოს კიბეზე ჩავედი და მეორე საფეხურზე ჩამოვჯექი. გამახსენდა გუშინდელი ამბავი და ბუნდოვნად მახსოვდა ის მომენტი როცა დავინახე როგორ კოცნიდა ის სხვას. სიმართლე გითხრათ არც გამკვირვებია ეს ამბავი ის გოგო ისეთი ლამაზი იყო მის თმას ქარი აფრიალებდა. მოკლე შავი მთლიანი კაბა თანზე ჰქონდა მომჯდარი, მისი შავი თმა და ცისფერი თვალები იქაურობას ნათელს ჰფენდა ის კი ისე გაგიჟებით უყურებდა თვალებში ალბათ ჩემთვის მასე რომ შემოეხედა სამასი წლის სიცოცხლე მომემატებოდა. - გაივიძე გულწასულო? ფიქრებიდან გამოღვიძებულს მომესმა სოფის ხმა. - კი სამზარეულოში ვარ. ვუთხარი ჩამწყდარი ხმით და გაზი ავანთე - რა ჯანდაბა დაგეტაკა გუშინ? მელაპარაკებოდა სოფი და თან კიბეზზე ნელი ნაბიჯით მოდიოდა. - არაფერი! უბრალოდ დავინახე სხვას როგორ კოცნიდა. ვუთხარი აკანკალებული ხმით და იქვე მდგარ სავარძელში ჩავჯექი. - კაი რაა. აი იცი რას მაგონებ? საცოდავ წიწილას რომელსაც ინდაური უყვარს. რამ გადაგრია მაგ მაღალ, ქერა, ცისფერ თვალება ბიჭზე რას ჰგავს საერთოდ. - კაი რა სოფი დამანებე თავი. წამოვდექი სავარძლიდან და ყავის მზადება დავიწყე. - არა არა არავითარ შემთხვევაში. ვინაა ეგ რომ მაგის გამო ასე განიცადო, მაგისნაირს სამიათასს გიპოვი კაი რა შეწყვიტე გლოვა. ჩცაჯდა სავარძელში და ტელეფონი მოიმარჯვა. - კაი რაა სოფი შემეშვი ხო იცი რო მიყვარს ეგ ადამიანი და მის გარდა სხვას ვერავის შევიყვარებ. ადუღებული ყავა დავასხი ჭიქებში და მაგიდაზე დავდგი - კაი მაშინ წარმატებები შენი საყვარელი ბიჭის გამოტირებაში. ადგა სავარძლიდან ჩაიცვა ფეხზე და გავარდა სახლიდან. - სოფი დამელოდე . ეზოს ჭიშკართან შევაჩერე და ჩავეხუტე. მაპატიე გთხოვ შენ არაფერ შუაში ხარ, უბრალოდ ხო იცი... შემაწყვეტინა სიტყვა და ხელები მომხვია. - წამო შე ბატო წამო. გაიღიმა და სახლისკენ ნელი ნაბიჯებით წავედით. -ისე რა იცი რომ მასაც არ მოსწონხარ? კაი რა სოფი ვითომ ვერ ამჩნევ ზედაც არ მიყურებს - ანნა შენს ადგილას რომ ვიყო სულ არ დამაინტერესებდა არც ეგ ბიჭი და არც მისი ახალ ახალი გერლფრენდები., მაგიდას მიუჯდა და ყავის ფინჯნიდან ნელ ნელა ყავის სმა დაიწყო., - ასეთი ადვილიც არაა სოფი. ვუპასუხე და თვალები ისევ ცრემლით ამევსო. - გეყოფა გესმის? საკმარისია! მაგ არანორმალურის გამო არ ღირს ცრემლების დახარჯვა. ყავის სმა დაამთავრა და ადგა. - ოხ სოფი! ამოვიოხრე და სუფრის ლაგება დავიწყე. - იცოდე კიდევ რომ დაგინახო რომ მაგის გამო განიცდი იმასაც დავახრჩობ იმ თავის შეყვარებულსაც ზედ მივაყოლებ და შენც იმათ დაგაკლავ. ვაახ კაცოო. წავედი ახლა მე მეჩქარება სკოლა 20 წუთია დაიწყო. აიღო ჩნთა და გაუდგა გზას. შემობრუნდა და მეძახის. ოე ჯულიეტ შენ არ მოდიხარ? დროზე... - არა მირჩევნია ერთი ორი დღით სახლში დავრჩე. - კაი მაშინ ოღონდ იცოდე ანტი გლოვის ვირუსი. მითხრა და შავი ბეემვის კარიგამოაღო. - ეხ სოფი რა ადვილი გგონიაა !! - არავითარი ეხ სოფი ზუსტადაც რომ ადვილია რა. კაი ჯულიეტ მაგვიანდება. - კაი სოფი წადი და რამე მოიგონე ჩემზე მასწავლებელს რომ უთხრა. - კაი გაკოცე ბევრი ძაან მიყვარხარ არ იტირო თორე რასაც დაგპირდი შევასრულებ იცოდე. დაქოქა მანქანა და იქიდან აორთქლდა ეხ სოფი ყველაფერი ადვილი გგონია შენ . თუმცა რა გასაკვირია შენ ხო არ გიჩერდება გული ვინმეს დანახვაზე, ან მხოლოდ მას ხომ არ ხედავ ქუჩაში. რათქმაუნდა შენთვის ადვილია. ვამბობდი და თან სახლს ვალაგებდი. სახლი ის ადგილი იყო სადაც ყველაზე კარგად ვგრძნობდი თვას. აქ შემეძლო ის ვყოფილიყავი ვინც სინამდვილეში ვარ. მეკეთებინა ის საქმე რაც მიყვარს და საერთოდაც უმაკიაჟოდ მევლო. ამ ფიქრებში გართულს დამაღამდა, როცა აზრზე მოვედი უკვე ათი საათი იყო, მივიხედ მოვიხედე, დავაწკრიალე თურმე ამ ფიქრში სახლები. ავედი საძინებელში დავწექი და ფიქრი დავიწყე. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, სენ ეს უნდა შეძლო და ის უნდა დაივიწყო არ ღირს ინერვიულო ან იოცნებო იმაზე რაც შენი არასდროს იქნება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.