შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი მწვანეთვალება (1)


31-08-2016, 19:21
ავტორი მომწვანო
ნანახია 3 149

***
- იზაბელე ადექი ძვირფასო, მზად ხარ ახალი სახლის სანახავად? - მკითხა დედამ. ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა ნახევრად გავახილე თვალები
- მგონი რომ კი, თუმცა მაინც ვერ ვხვდები რატომ გადავდივართ სხვაგან - ვთქვი და წამოვდექი.
- იზაბელე, არ ვაპირებ კიდევ ერთხელ აგისხნა, ახლა კი ადექი და ჩაიცვი. საათნახევარში მივდივართ - თქვა და ჩემი ოთახიდან გავიდა. მე და დედა სხვაგან გადავდივართ რადგან დედა და მამა გაეყარნენ მე კი დედასთან ვრჩები.
წამოვდექი და სააბაზანოში შევედი. შხაპი მივიღე, კბილები გამოვიხეხე და თმა დავივარცხნე. უბრალო ჯინსი, მაისური და კეტები ჩავიცვი.
- იზაბელე ვაგვიანებთ მალე ჩამოდი! - გავიგონე დედაჩემის ძახილი ქვედა სართულიდან.
- კარგი მოვდივარ! - საპასუხოდ მეც ჩავძახე. დაბლა ჩავედი და დედას ჩემოდნების გარეთ გატანაში დავეხმარე.

* * *

- ბელე. თვალები გაახილე უკვე მოვედით! - გავიგე დედაჩემის აღფრთოვანებული ხმა. თვალები გავახილე და წინ გავიხედე. ჩემს წინ ორსართულიანი უზარმაზარი სახლი დავინახე. ორი ადამიანისთვის ეს ძალიან დიდია!
- დედა ეს სახლი ძალიან დიდია! - ვთქვი უკმაყოფილოდ.
- მოგწონს ?
- ოჰ , კი - თავი დავუქნიე.
- ძალიან მიხარია. ახლა სახლში შევიდეთ და ჩემოდნები შევიტანოთ. - მანქანიდან გადავედი და ჩემს ახალ სახლს მივაჩერდი. ლამაზად გაკრეჭილი გაზონი ჰქონდა, ახალ შეღებილი კედლები კი უფრო ამშვენებდა. ერთ-ერთი ფანჯრიდან ოთახის ლამაზად შეფერადებული ჭერი მოჩანდა. ნელ-ნელა უფრო მომწონდა ჩემი ახალი სახლი.
- აბა, სახლში არ შემოხვალ? - მკითხა დედამ
- აჰ, ჰო წამოდი! - წინა კარისკენ გავიქეცი და გავაღე. სახლი შიგნიდან უფრო ლამაზი იყო. ეს სახლი გასაოცარია! კიბეები ავირბინე და ოთახებში დავიწყე სირბილი. ბოლოს როგორც იქნა ის ოთახი ვიპოვე წეღან რომ შევნიშნე. ეს ოთახი ჩემი უნდა იყოს!
- დედა ამ ოთახში მე ვიქნები! - ჩავძახე დედას.
- ოჰ, კარგი. და რომელში? - ამომძახა მან.
- მაღლა ამოდი და განახებ. - რამოდენიმე წამში დედა კართან იდგა.
- საყვარელი ოთახია - გამიღიმა.
- კარგი, ახლა კი ჩემოდნები ამოვალაგოთ - დედას გავუღიმე. დაბლა ჩავედი და ჩემოდნები ამოვიტანე. არა ახლა დავისვენებ და შემდეგ მივალაგებ ოთახს. ფანჯარასთან მივედი, იქ პატარა სარწეველა სკამი იდგა. გავიხედე და დავინახე ბიჭი, რომელიც სულ შავებში იყო გამოწყობილი. მან მე ამომხედა, შემდეგ კი მისი ბაიკი ჩემს გვერძე სახლთან გააჩერა. ის ჩემი მეზობელია?
- ბელე, არ გშია? - მკითხა დედამ.
- ამ, კი რა გვაქვს? - ვკითხე და მას შევხედე
- სენდვიჩები. წამოდი - მითხრა და მანიშნა ჩავყოლოდი.-ჰეი ბელ. ვიცი ეს ვითარება შენთვის რთულია, რადგან მამაშენი აქ არარის, თუმცა შეგიძლია ახალი მეგობრები შეიძინო.
სულ დამავიწყდა. ახალ სკოლაში უნდა მივიდე, ახალი გარემო, ჯანდაბა. დედაჩემი სასწრაფოს ექიმია და ხშირად უწევს ღამით მორიგეობა. მეც მარტო ვრჩები, თუმცა დამოუკიდებლობას ისედაც მიჩვეული ვარ.
-კარგი დე ახლა ავალ ამოვალაგებ
-როგორც გინდა. არ დაგავიწყდეს ხვალ ახალ სკოლაში მიდიხარ.
-რათქმაუნდა არა-უკმაყოფილოდ ვუპასუხე და კიბეებზე ავედი. მთელი დღე ჩემი ოთახის დალაგებას მოვუნდი, შემდეგ კი აბაზანაში ვნებივრობდი და აი ახლა გამოვედი. პირსახოც შემოხვეული ფანჯარაში ვიყურებოდი, როდესაც შტვენა მომესმა და მეც ინსტიქტურად ჩემს მოპირდაპირე სახლს შევხედე, რომლიდანაც ვიღაც მაღალი იდიოტი მიმზერდა. ეს სწორედ ისი ბიჭი იყო დღეს, რომ ფანჯრიდან დავინახე. ძალიან შემრცხვა, მაგრამ ფანჯარას არ მოვშორებივარ. მიხვდებოდა რაშიც იყო საქმე.
-მშვენიერო გაცივდები...ჩემს თავს ვუმეორებდი, რომ მისთვის ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ ის მაინც განაგრძობდა ლაპარაკს და მეც ნერვები უფრო მეშლებოდა.
-არ მოკეტავ?
-რა ანჩხლი ყოფილხარ! ნამდვილი ველური ყვავილი ხარ!-იდიოტი როგორ მელაპარაკება. მისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, ფანჯარა დავკეტე და ჩემს ფუმფულა საწოლზე გადავეშვი. ჯერ ადრე იყო ამიტომ წიგნის კითხვა გადავწყვიტე. კითხვაში ნელ-ნელა ჩამეძინა.
***
მაღვიძარის ხმამ წამომაგდო თბილი, რბილი, წყნარი, სუფთა ლოგინიდან. წყალი გადავივლე და სკოლისთვის მზადება დავიწყე.დღეს სკოლის პირველი დღეა, არა უფროსწორედ ჩემი პირველი დღე, რადგან ახლა თებერვლის შუა რიცხვებია. ჩავიცვი გრძელმკლავიანი ზოლიანი მაისური, ჯინსის დახეული შარვალი და ,,Nike”-ის თეთრი ბოტასები. ავიღე ჩემი ტყავის ჩანთა და პირველ სართულზე ჩავედი. დედა სამზარეულოში ტრიალებდა. დამინახა თუარა თბილად გამიღიმა.
-მოდი ძვირფასო ბლინები ჭამე. შენ რომ გიყვარს ისე გამოვაცხე.
-მა...მადლობა-ვუთხარი ნახევრად გამოტენილი პირით. მან კი ჩემს ბავშვურ საქციელზე სიცილით თავი დააქნია.
-კარგი დე წავედი სკოლაში. პირველივე დღს ხომ არ დავაგვიანებ-ვუთხარი როდესაც ბლინის ბოლო ლუკმა გადავყლაპე
-თუ გინდა მე წაგიყვან შვილო მანქანით. ხომ ხედავ ცუდი ამინდია.
-არა იყოს ფეხით მირჩევნია.
-კარგი აბა ჭკუით. მიყვარხარ
-მეც- მივაძახე და კარი გავიხურე. ამინდი ზუსტად ლონდონს შეეფერებოდა. ნელ-ნელა წვიმას იწყებს, თუმცა მაინც აუჩქარებლად მივდივარ.
სკოლის ერთ-ერთი ოთახის კარები შევაღე და როგორც მჩვევია დაგვიანებით შევედი. ყველას თვალები ჩემსკენ იყო მომართული. არავისთვის ყურადღება არ მიმიქცევია ისე დავიკავე ადგილი ბოლო მერხზე. ჩანთიდან ისტორიის წიგნი და კალამი ამოვაძვრინე, ჩანთა კი სკამზე დავდე. თავი ისე დავიჭირე ვითომ ვუსმენდი მასწავლებელს, თუმცა არაფერი მესმოდა. ვერაფერს ვიგებ თუ მეარ წავიკითხე. ნამდვილად ჩამეძინებოდა ჩემს გვერძე მჯდომ გოგონას ხმა რომ არ ამოეღო. სხვათაშორის ძალიან ლამაზი იყო.
-ახალი ხარ?-თანხმობის ნიშნად თვი დავუქნიე
-კარა. სასიამოვნოა-მითხრა და გამიღიმა.
-იზაბელი, თუმცა ბელი დამიძახე. ხელი ჩამოვართვი, ამ დროს კი მონატრებული ზარიც დაირეკა.
-წამოდი შენს კარადას გაჩვენებ. კარამ კარადასთან მმიყვანა, რომელსაც ზედ 204 ეწერა. სახელურს ხელი მოვკიდე და ჩმოვწიე, თუმცა არ გაიღო. მეორედ უფრო ძლიერად ვცადე, თუმცა უშედეგოდ. ეს რა ჯანდაბაა. უცბად შევხტი, როდესაც კარადას ვიღაცის ხელები შეეხო. მივბრუნდი და ვიღაცის მწვანე თვალებს შევეჩეხე. ოო არა. ეს ხომ ის გარყვნილი ბიჭია ფანჯრიდან რომ მიყურებდა.



№1 სტუმარი Uhuu

Dzaliiian dzaliiiian momeconaa
Imedi makvs male dadeb

 


№2  offline წევრი Prada

მომეწონა..უბრალოდპატარათავია

 


№3 სტუმარი mathlida

ველი სასტიკადდ :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent