შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისიდან დასასრულამდე


1-09-2016, 00:54
ავტორი kato wiklauri
ნანახია 1 984

თავი 19

რამდენიმე დღეში თაკომ საავადმყოფო დატოვა. ყველა თავს ევლებოდა.. განსაკუთრებით ქმარი. გიორგი სიხარულისგან ცაში დაფრინავდა. ტასუნა ბედნიერი იყო ძმის დაბადებით. თაკოს წინ მიხტუნავდა და თან უკან იყურებოდა ხო ნამდვილად მოდიანო...
- დედიკო, დედა შეიძლება ნიკუშამ ჩემს ოთახში დაიძინოს?
-არა საყვარელო ჯერ პატარაა. მაგრამ მალე შენს ოთახში დაიძინებს. ცოტა გაიზარდოს
-კარგი დედა მაგრამ მე რომ თქვენთან დავიძინო?
-ამაზე მამას შეუთანხმდი.-გაეღიმა თაკოს და ქმარს გადახედა
-მგონი ოთახიდან გადაბარგება მომიწევს,-გაეციან გიორგის და ტასუნა მანქანაში ჩასვა.
ქეთი უყურებდა ამ ლამაზ სურათს და გული სიხარულით ევსებოდა მათ დანახვაზე. გულწრფერლად უხაროდა მეგობრის ბედნიერება. მერე თაკოს მოეხვია და პატარას აკოცა. უეცრად ეზოში სასწრაფო შემოიჭრა გამაყრუებელი სირენებით და მიმღებთან შეჩერდა.
-გოგოებო მე წავალ საქმე გამოჩნდა. საღამოს გნახავთ.
-მოიცა ეს ხომ ალექსის მამაა. ეს კი დედამისი. ხო მშვიდობაა ნეტა?-
-სად ნიკა?-
-ისაა ქეთი, ნამდვილად ისინი არიან.
ქეთი მიმღებისკენ გავარდა.
-თქვენ წადით. გიორგი წაიყვანე გოგოები, მე კი აქ დავრჩები. იქნებ დახმარება დასჭირდეთ. ალექსის არ ყოფნაში.
-კარგი ნიკა, თუ რამე დაგჭირდა დამირეკე .-
-დაგირეკავ გიორგი. კარგად გოგოებო.-ნიკა უკან აედევნა ქეთის.
მიმღებში უკვე ყველაფერი მზად იყო და პაციენტი საოპერაციოში მიჰყავდათ.
-თემო რა ხდება? რა სჭირს?
-ინფაქტია. სასწრაფოდ საოპერაციოა. წამოდი შენი დახმარება დაგვჭირდება.
-თემო ხომ გადარჩება.-შეაჩერა ქეთიმ და შეშინებული ხმით ჰკითხა. ეს ხომ ალექსის საყვარელი ადამიანი იყო. მისი მშობელი უნდა გადაერჩინდა. იმედი არ უნდა გაეცრუებინა მისთვის.
-დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი. სანამ არ ვნახავ . დროს ვკარგავთ ქეთი.
ის გონს მოეგო და საოპერაციო ტანსაცმლის ჩაცმას შეუდგა.ხანგრძლივი და დამღლელი იყო ოპერაცია. მაგრამ პაციენტი გადარჩა. ქეთიმ შვებით ამოისუნთქა და საოპერაციოდან გამოვიდა.
-მადლობა ღმერთს ჩაილაპარაკა
-როგორც ჩანს შენი ახლობელი ადამიანია.
-არა თემო არ ვიცნობ პირადად. უბრალოდ ვიცი შორიდან ვინც არის.
-ხოდა წადი მის ახლობლებს შენ შეატყობინე ეს სასიხარულო ამბავი.
ქეთიმ ძალა მოიკრიბა და მოსაცდელისკენ გაემართა. პირველი ქალი მიეგება. მიხვდა რომ ეს ალექსის დედა იყო და ცრემლიანი თვალებით ჰკითხა
- როგორ არის ჩემი მეუღლე?
-გადარჩა ქალბატონო. ღვთის წყალობით მივუსწარით, ახლა რამდენიმე დღე რეანიმაციაში დარჩება. მერე კი პალატაში გადავიყვანთ.
-მადლობა შვილო,- ქალმა ხელები დაუკოცნა და მოეხვია.-ანგელოზი ხართ ნამდვილი ანგელოზი..მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ვინ იყო ქეთი. მაგრამ შვილივით იხუტებდა .
-დედაააა,- მოისმა ახალგაზრდა გოგონას კივილი და მალე მიმღებში თამუნა გამოჩნდა. პირველად ნიკამ დაინახა და მისკენ წავიდა.
-დამშვიდდი და თავი ხელში აიყვანე თამო. გოგონას ხელი მოჰკიდა და ჩაეხუტა.
-მამა როგორ არის. ახლა გავიგე.
-კარგად ქეთიმ გადაარჩინა. მორიგე იყო დღეს
თამუნა ახლა მოეგო გონს და გადაეხვია
-მადლობა ქეთი, ალექსის მაგივრადაც მე გიხდი მადლობას. დაბნეული გოგო იდგა და არ იცოდა რა ექნა.მერე ბოდიში მოიხადა და თავის კაბინეტში შევიდა.
-ოჰ როგორც იქნა,კიდევ ერთხელ მადლობა უფალო რომ ყველაფერი კარგად დასრულდა.-ჩაილაპარაკა ქეთიმ


ერთი თვის შემდეგ ნიკუშა მონათლეს. ნათლობა ვიწრო წრეში გადაიხადეს. ალექსი და თორნიკე აშკარად აკლდნენ ამ ბედნიერებას და საერთო მხიარულებას. ქეთი დათოსთან ერთად მივიდა. თავი ვერ აარიდა, ის ხომ თაკოს ძმა იყო და ბავშვის ბიძა. ნათლია ნიკა და ანა იყვნენ. საოცრად ლამაზი ცერემონია გამოვიდა. სუფრაზე კი სიწყნარე იყო. მშვიდად ჩაიარა ყველაფერმა.
-იმედია ჩვენც გვეყოლება პატრა.-გადაუჩურჩულა ქეთის დათომ
-არასოდეს, -მოკლედ მოუჭრა მან.
-ქეთი მოდი რაა ვიცეკვოთ შენც შემოგვიერთდი
-არა ნიკა ქეთი არ ცეკვავს,უპასუხა მის მაგივრად დათომ
-შენ არავინ გეკითხება რასაც მინდა იმას გავაკეთებ.მოვდივარ ნიკა.
ქეთიმ ჩანთა სკამზე დადო და მეგობრებს შეუერთდა. ლამაზად ცეკვავდა. თუმცა მორიდებით,აღარ იყო ის პატარა თინეიჯერი გოგო ათას სიგიჟეს რო აკეთებდა. არც ერთი აღარ იყო პატარა. ყველა შეიცვალა. ბოლო ორი წლის განმავლობაში მითუმეტეს.
დათომ იმდენი მოახერხა რომ იმ დღეს ბევრის დალია და გაილეშა. ქეთის ადრიანად მოუხდა წვეულების დატოვება. ტაქსში ჩაჯდა და სახლში წავიდა. ძლივს შეიყვანა დათო სახლში და მისაღებში დივანზე მიაწვინა. საძინებლამდე მის მიყვანას ისედაც ვერ შეძლებდა. თხელი გადასაფარებელი მიაფარა და თვითონაც დასაძინებლად დაწვა.
ისევ ალექსზე ფიქრებმა გაიტაცა. ბოლო დროს ჩვევად ექცა მასზე ფიქრი, იხსენებდა ყველაფერ კარგს დ ბედნიერ წუთებს და ამით თითქოს მონატრებას იკლავდა. არადა როგორ ენატრებოდა. სიგიჟემდე. ერთი მისი ჩახუტებისთვის რას არ დათმობდა...

მონატრებას ებრძოდა ეკაც. სამსახურში იყო თუ სად იყო სულ თორნიკეზე ფიქრობდა. სულ ის ედგა თვალწინ. ბოლო შეხვდრა, როცა ეხვეწებოდა მოისმინეო. მერე რა რომ ქალთან დაინახა? მაინც უნდა მოესმინა. მაინც უნდა დალაპარაკებპოდა. ახლა?ახლა ზის და იტანჯება ორივე იტანჯება ის იქ,თვითონ აქ. ან იქნება აღარც ახსოვს ეკა? იქნებ უკვე სხვაც ჰყავს? არა ასე ადვილად ვერ დაივიწყებდა. ნამდვილად უნდა იპოვოს. უნდა მოძებნოს გამოსავალი... გვიანობამდე ფიქრობდა. თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა და მის განხორციელებაზე ფიქრობდა...

ანა ყველაზე გვიან წავიდა სახლში. ბოლომდე დარჩა ნათლობაში. მერე ბაჩომ წაიყვანა სახლში.გზაში საუბრობდნენ. .
-უსაყვარლესი ბავშვია. უკვე ჭკუიდან გადავყავარ.
-ხო აშკარად მამას გავს.
-არა თაკოს ჰგავს. -შეეწინააღმდეგა ანა.
-არა ასე არაა, ნამდვოლად გიორგის ჰგავს.
-უნდა ვიკამათოთ?
-კარგი დაგითმობ. გაუღიმა ბაჩომ და მანქანა გააჩერა. -ანა რაღაც უნდა გითხრა.
-რა ხდება?
-ანა დიდი ხანია ერთ რამეზე ვფიქრობ, ნიკუშას დაბადების შემდეგ კი უფრო მეტად მომინდა რაღაცის გაკეთება. მოლოდ ერთ კითხვაზე მიპასუხე გიყვარვარ?
-ეგ რა კითხვაა?რა თქმა უნდა.
-ძალიან კარგი. ანა ჩემო ძვირფასო მინდა შვილები გვყავდეს. მინდა ჩემი შვილების დედა იყო. გამომყვები ცოლად?
ანა დაიბნა და ხმა ვერ ამოიღო.გაწითლდა.
-არაფერს მეტყვი?
-ხომ არ ვჩქარობთ?
-მე დარწმუნებული ვარ ჩემს გრძნობებში. და იმაშიც რომ მინდა მთელი ცხოვრება შენს გვერდით გავატარო.შენ?
-თანახმა ვარ,- ოდნავ გასაგონად თქვა ანამ და თავი ჩაღუნა. ბაჩომ ნიკაპში მოჰკიდა ხელი, თავი ააწევინა და ხარბად დაეწაფა მის ვნებიან ტუჩებს....

რთულია ცხოვრება. რამდენი რამე შეიძლება მოხდეს და მაინც ვერასოდეს ვერ იტყვი უარს ახლობელზე. მითუმეტეს როცა ექიმი ხარ. პროფესია არ გაძლევს უფლებას რომ ადამინებისგან მოყენებული ტკივილის გამო მათ მკურნალობაზე უარი უთხრა. ქეთი მითუმეტეს არ გააკეთებდა ამას.
დედა დაინახა მიმღებში. დაელოდა მის წასვლას და მაშინვე მივიდა რეგისტრატურის გოგონასთან.
-ახალხანს რომ ქალი იყო რა უნდოდა?
-ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და გამოკვლევებზე მოვიდა. ამასწინათაც იყო მოსული და ანალიზების ნაწილი უკვე ჩააბარა.
-ვინ არის მისი ექიმი?
-ნინო ბერიძე.
-ნეტავ რა სჭირს?გაიფიქრა ქეთიმ.-ნინო მომიძებნე და ჩემს კაბინეტში გამოცხადდეს რომ მოიცლის.
-კარგით ექიმო.
ანერვიულდა და კაბინეტს მიაშურა. ამაოდ ცდილობდა დამშვიდებას. რაც არ უნდა ყოფილიყო ის დედამისი იყო. ცხრა თვე მუცლით ატარა. მერე რა რომ ახლა ცუდი ურთიეთობა აქვთ?ხომ იყო პერიოდი,როცა დედის სითბო არ აკლა? რაც უფრო აგვანებდა ნინო მით, უფრო მეტად იმატებდა ნერვიულობა. როგორც იქნა შემოაღო კარი
-მეძებდი ქეთი?
-ხო შემოდი ნინო, საქმე მაქვს. დაჯექი.
ნინო მის წინ ჩამოჯდა და მოსასმენად მოემზადა.
-წეღან ქალი გყავდა კონსულტაციაზე როგორც ვიცი. მაია კალანდაძე. რა სჭირს?
-ქეთი არ გესწავლება რომ პაციენტის დიაგნოზი ....
-დედაჩემია,- შეაჭყევეტინა მან.
-არ ვიცოდი.
-რა სჭირს?ან როდის მოვიდა?
-ერთი თვის უკან დაახლოებით, საშვილოსნოდან ძლიერ სისხლდენას და ტკივილს უჩიოდა. ანალიზები და ეხო გადავუღთ და კვაძები აღმოაჩნდა. მთლიანად საშვილოსნო უნდა ამოვიღოთ. ბიოფსია გავაკეთეთ და ანალიზის პასუხები ახლა მოვიდა,დამშვიდდი არ ინერვიულო. ავთვისებიანი არ არის. მაგრამ სასწრაფოდ საოპერაციოა.
-არა. ეს რა იქნება მართალი.-ცრემლი მოერია ქეთის.-დარწმნებული ხარ რომ საშიში არაფერია?
-კი.ბიოფსიის პასუხი დღეს იყო.დაგვიანებული არაა. მეტასტაზებიც არ აღინიშნება არსად
-როდის აკეთებ ოპერაციას?
-ზეგ.
-ნინო გთხოვ გადაარჩინე. მიხედე შენ გაბარებ. არ შემიძლია იქ ვერ შემოვალ.
-დამშვიდდი, არ ინერვიულო. ყველაფერს გავაკეთებ და დედაშენი კიდევ დიდხანს იცოცხლებს.დაისვენე შენ მე წავალ...

ოპერაცია ორ დღეში დიანიშნა. სანამ საოპერაციოში შეიყვანდნენ ქეთი შევიდა მასთან სანახავად. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. რამდენიმე წუთი ხმას არც ერთი არ იღებდა, მხოლოდ ერთმანეთს უყურებდნენ. მიუახლოვდა და მის წინ ჩამოჯდა.
-რატომ არ მითხარი?ხომ იცოდი რომ მაინც გავიგებდი?
-არ მინდოდა შენი შეწუხება.
-ამისთვის ვარ აქ რომ დაგეხმაროთ, თქვენ კი ხელს მკრავთ. რატომ არ გინდათ აღიაროთ რომ ჩემთან დაკავშირებით შეცდით?
-რა ვიცი, არაფერი არ ვიცი. არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
-პირდაპირ ჩემთან უნდა მოსულიყავი დედა. არც ეს ამბავი არ უნდა დაგემალა.
ქალი ისევ გაჩუმდა. თვალებზე ცრემლი მოერია.
-ბედნიერი ხარ შვილო?შენი თვალები ჩამქრალია,აღარ გიბრწყინავს, უსიცოცხლოდ გამოიყურება.
-მიზეზი ორივემ ვიცით დედა, რამდენი ხანია გავთხოვდი და დათოს ხელში ერთი ბედნიერი დღე არ მახსოვს. რატომ არ დაუპირისპირდი მამას? შენც ხომ გქონდა გამოგეხატა საკუთარი აზრი?დაგეცვა შვილი?
ხვდებოდა თავის შეცდომას, მაგრამ ამჯერადაც არ ამოუღია ხმა.
-კარგი აღარ შეგაწუხებ, ახლა ოპერაციაზე წაგიყვანენ, არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება, არაფერს დაგაკლებენ
-მადლობა შვილო. შენ არ იქნები იქ?
-არა,მე არ შემიძლია, ვნერვიულობ და არ მინდა რამე გავაფუჭო. გარეთ ვიქნები.
-კარგი ამაზეც თანახმა ვარ,- დედამ თავზე მზრუნველად გადაუსვა ხელი და გაუღიმა...
ქეთი მოსაცდელში იჯდა და ელოდა ოპერაციის დასრულებას. თავიდან მარტო იყო, მერე ეკაც მოვიდა და გვერდით მიუჯდა მეგობარს
-დამშვიდდი ყველაფერი კარგად დასრულდება.
-ვიცი ეკა მაგრამ მაინც ვნერვიულობ. -მერე მამამისს გახედა, რომელიც მეორე კუთხეში იჯდა და დროდადრო გახედავდა შვილს. არც კი დალაპარაკებია.
-იცი ეკა ახლა ვხვდები რას გრძნობენ ის ხალხი,როცა გველოდებიან. ჩვენ კი იქ ოპერაციას ვაკეთებთ და მათი განცდები სულ არ გვადარდებს, არ გავადარდებს რამდენი ხანი გავა, ჩვენთვის ეს არაფერია, მათთვის კი ალბათ საუკუნეა, სანამ სასურველ პასუხს მოისმენენ.
-რას იზავ მეგობარო , არც ერთი პროფესია არ არის ადვილი. გინდა ყავა მოგიტანო?
-კი ეკა თუ არ შეწუხდები.
-ახლავე გავალ.
ეკა გასვლას აპირებდა. მაგრამ შეჩერდა ქეთიმ მამასთან.
-ოთარი ბიძია რამე ხომ არ გნებავთ?ყავას ხომ არ ინებებთ?
-მადლობა შვილო,- ყრუდ უპასუხა მან. -თუ არ შეწუხდები.
-არა, მალე დავბრუნდები და წამოგიღებთ.
რამდენიმე წუთში ეკა ორი ყავით დაბრუნდა, ერთი ოთარს მიაწოდა,მეორე ქეთის.
დრო ნელა გადიოდა,ან ქეთის ეჩვენებოდა ასე.საათს რომ დახედა უკვე მოსაღამოვებულიყო. მალე ნინოც გამოჩნდა.
-ყველაფერი კარგადაა. სანერვიულო აღარაფერიია.
ქეთიმ შვებით ამოისუნთქა.....

***************

ერთი თვე ფიქრობდა ეკა მიეღო თუ არა ეს გადაწყვეტილება, დათანხმებოდა თუ არა შემოთავაზებას. არაფერი გაეგო თორნიკეს შესახებ. ნუთუ ღირდა მისთვის ბძოლა?მისი მოძებნა?იქნებ უკვე მოიყვანა ცოლი?იქნებ უკვე აღარც ახსოვს ის? ბოლოს ისევ მონატრებამ და სიყვარულმა გადასძალა სიამაყეს და ქეთის მიადგა სამსხურში.
-აბა რამ შეგაწუხა?-გაუღიმა მეგობარმა.
-ჯანმრთელობის ცნობა უნდა მომცე?
-რამე გაწუხებს?თუ პოლიციაში გჭირდება?
-კარგად ვარ არაფერი მაწუხებს, უბრალოდ მჭირდება.
-რისთვის არ მეტყვი?რას მიმალავ
-კარგი გეტყვი.სპეცრაზმში გადავდიივარ.
ქეთიმ გაოცებისგან პირი დააღო და დაიბნა.
-შენ ნომალური ხარ?იქ რა გინდა.?
-აბა აქ რა გავკეთო?ვერ ვძლებ თორნიკეს გარეშე.ძალიან მენატრება. მინდა მოვძებნო.ასე უფრო ვიპოვი, აქ ვერ ვიჯდები და მის დაბრუნებას ვერ დაველოდები.
-ამისთვის იქ წასვლა არაა საჭირო.დაფიქრდი რას აკეთებ.
-ადრე მის დანახვაზე თანახმა ვიყავი, ახლა კი აქ აღარავის ვჭირდები, აი ერთ კვირაში ჩემი დაც თხოვდება, მე კი დავრჩები მარტო.
-რა სისულელეს ამბობ?ჩვენ ხომ გვიყვარხარ?გვჭირდები შენზე კარგი მეგობარი აბა ვის ყავს,მარტო არ ხარ,-მოეხვია ქეთი.
-მოკლედ მომცემ ცნობას?ხომ იცი სხვაგან მაინც გავაკეთებ.
-კი მაგრამ არ მინდა წახვიდე. იქ რა უნდა გააკეთო?როგორ უნდა იყო?
-კარგად ვიქნები. გამიჭიდება, მაგრამ გავძლებ, მომამაზადებენ და მერე სადმე გამიშვებენ.
-იცი ეგ სადმე სად არის?
-კი სადმე ცხელ წერტილში.თორნიკეს გამო იქ წასვლა და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება არ ღირს.
-გეყოფა.დაწერე ცნობა.ან თორნიკეს ვიპოვი ან მარტო დავბრუნდები. იმას მაინც ხომ არ ვინანებ რომ არ ვცადე.
-იცოდე კიდევ იფიქრე, ახლა კი ქვემოთ ჩადი ლაბორატორიაში და ანალიზები ჩააბარე.
როგორც კი ეკა წავიდა მაშინვე ანას დაურეკა და სთხოვა რომ სასწრაფოდ მისულიყო მასთან საავადმყოფოში. ანა იქვე იყო ახლოს და ათ წუთში მასთან იყო. მოკლედ მოუყვა ეკას გადაწყვეტილების შესახებ.
-არ ვიცი რა ვთქვა?გაოგნებული ვარ. იქნებ გადავაფიქებინოთ.
-მას უკვე გადაწყვეტილი აქვს ყველაფერი. არ დარჩება.
ანას ცრემლი მოერია. მალე ეკა უკან დაბრუნდა და რომ დაინახა მიხვდა ქეთის უკვე ყველაფერი ეთქვა.
-მითხარი რომ შენ ამაზე სერიოზულად არ ფიქრობ?
-კი ვფიქრობ დაიკო.
-ჩვენ რას გვიპირებ? ჩვენს მშობლებს?შენს მეგობრენს?
-აქ არაფერი დამრჩენია. ყველა შეეგუებით ყველაფერს. მე კი ბედნიერებას იქ მოვძებნი.
-როდის მიდიხარ?
-შენი ქორწილის შემდეგ.
-იცოდე ხშირად დაგვირეკე და თავს გაუფრთხილდი. გთხოვ, -უთხრა ქეთიმ.
სამივე ერთმანეთს მოეხვია და ტირილი აუვარდათ. არავინ იცოდა შეხვდებოდნენ თუ არა კიდევ ერთმანეთს ან რა იქნებოდა მომამვალში...
ერთ კვირაში ანა და ბაჩო დაქორწინდნენ. მხოლოდ ხელი მოაწერეს, საზეიმოც თითქოს არაფერი ჰქონდათ. მხოლოდ ვიწრო წრეში აღნიშნეს შეუღლება და საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრნენ. მეორე დღეს კი ეკა გააცილა ქეთიმ დედაქალაქში.
-ბედნიერ მგზავრობას გისურვებ მეგობარო.იქ რომ გადარჩე ძლიერი უნდა იყო. სულით არ დაეცე.თავი არ დაზოგო და შენც პრინციპებს არ უღალატო. ერთი წლის მერე კი საღ-სალამათს და წარმატებულ ეკას ველოდები აქ.
-შენ საოცრება ხარ ქეთი, მხოფლისო მერვე საიცრება.
მეგობარს მოეხვია და მანქანაში ჩაჯდა....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent