შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული თუ "ხალხმა რამე არ თქვას" თავი 2


1-09-2016, 15:25
ნანახია 1 124

"დრო თვალსა და ხელს შუა გაიპარა. უკვე სამი წელია რაც აქ ვმუშაობ. ჩემი სამუშაო სამანტამ შემაყვარა. მისი სიყვარული მაძლევს ამდენი ხნის განმავლობაშ ძალას რომ ამ სახლში დავრჩე და იმ აუტანელ სარასთან მუაობა განვაგრძო.
ზუსტად მახსოვს. ერთი წლისა და ერთი თვის იყო როდესაც სამანტამ პირველი სიტყვა თქვა და ეს სიტყვა ჩემი სახელი იყო. მან წარმოთქვა - "იზა" და მას შემდეგ ამას მეძახის. ძალიან ვუყვარვარ. სულ ჩემს სახელს გაიძახის. რა გასაკვირია? მგონი დედამისზე მეტად მე ვუყვარვარ. ბავშვთან მთელი დღეები მე ვარ და სარა მხოლოდ ძილისწინ და დილით თუ ნახავს ხოლმე ერთს შუბლზე აკოცებს და მიდის. ნეტავ მაშინ როგორ იქნება როცა გაიზრდება და გასათხოვარი იქნება? ნეტავ კიდევ ვემახსოვრებიი? კიდევ ასეთი სიყვარულით დამიძახებს სახელს და ასე სიყვარულით სავსე თვალებით შემომხედავს ხოლმე? თუ მასაც ისეთივე აზრი ექნება ჩვენზე როგორიც მაგალითად დედამისს და მამამისს?! ვინ იცის... მთავარია ჯერჯერობით ძალიან ვუყვარვარ და ეს მაძლებინებს. მერე რაღაც იქნება"
- ბეელაა!! - დამიძახა დედაამ - გამოდი შვილო ისაუზმე და ისე წადი სამსახურში.
- არ მშია დეე.. უკვე გავდივარ.
- კი მაგრამ საჭმელი?
- არ მინდა იქ შევჭამ რამეს ან საცხობში გამოვივლი და იმ კრუასანებსაც წამოგიღებ შენ რომ გიყვარს. მიყვარხარ დეე წავედი.
ისევ ლოყაზე ვაკოცე და ისე რომ არც კი დავლოდებივარ მის დამშვიდობებას სახლიდან გამოვედი. დედამ ფანჯრიდან გამომაყოლა თვალი. როგორც კი გაჩერებაზე დავდექი მაშინვე ავტობუსი მოვიდა.
- იზაბელა? როგორ ხარ?
თავი მივატრიალე და ჩემი ძველი ნაცნობი დავინახე.
- ჯონათან.. კარგად შენ როგორ ხარ? რამდენი ხანია არ მინახიხარ!
- ხოო რავიცი .. რას შვრები შენ მუშაობ სადმე?
- კიი ერთერთ ოჯახში ახლა სწორედ იქ მივდივარ.
გავუღიმე ნაზად ის კი წამოდგა და დამემშვიდობა თურმე აქ ცხოვრობს რომელიღაც სახლში. უნდა მცოდნოდა! - გავიფიქრე გამკიცხავად და მეც დავემშიდობე.
სოფელის ბოლოს ბოლო გაჩერებაზე ჩამოვედი. უკვე დრო იყო თეთრების ავტობუსში გადავმჯდარიყავი. ძალიან არ მიყვარდა აქაურობა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა ჯონსონების სახლამდე შორი იყო... ავტობუსში ავედი და ბოლო განყოფილებაში რომელსაც შავების ადგილები ეწოდებოდა ერთერთ სკამზე დავჯექი. მეორე გაჩერებაზე ერთი მოხუცი კაცი ამოვიდა. ეტყობოდა უკვე დაუძლურებულიყო რადგან ავტობუსში ძლივს ამოდგა ფეხი. უცებ მძღოლმა შემზარავად დაიღიალა "ჩქარა ბებერო!" გული შემიწუხდა წამოვდექი რომ მივხმარებოდი. ხელი მაჯაზე დამაყრდნო და მადლიერი თვალებით შემომხედა. ზუსტად ავტობუსის შუაში ვიყავით როდესაც თეთრკანიანების ზიზღიანი მზერები დავაფიქსირე. არც კი ცდილობდნენ დაფარვას და მეც უკვე ზიზღიანი მზერით ვუყურებდი მათ. მძულდა სათითაოდ ყველა, სამანტას გარდა. მის გარდა ყველა ბოროტი და ქედმაღალია. უცებ მოხუცი წაბორძიკდა და ერთერთ თეთრკანიანს მუხლზე დაეყრდნო შემთხვევით. იმ თეთრკანიანმა კი ჯერ გაოცებული მზერამოგვაპყრო მერე კი უცებ გაცობდა. მოხუცს ხალზე ხელი გაჰკრა და საყრდენი გამოაცალა, მერე კი დაიღრიალა "შე ბინძურო ბებერი! როგორ ბედავ?" ხელი სახეში გაარტყა და მძღოლს გასძახა გამიჩერეო. მძღოლმა გააჩერა ჯერ იმ თეთრკანიანს მოუხადა ბოდიში და შემდეგ ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობით ჩაგვყარა ავტობუსიდან. საშნლად გავბრაზდი და ვაპირებდი პასუხის გაცემას მაგრამ აზრზე რომ მოვედი ერთერთ გაჩერებაზე ვიდექით მე და მოხუცი ავტობუსი კი წასული იყო.
- შვილო, მადლობ, რომ მომეხმარე. - ნაღველნარევი ღიმილით მითხრა მოხუცმა და უკვე თავშემაგრებულმა ხელი გამიშვა და ნელა მიბრუნდა.
- სად მიდიხართ? ხომ არ მიგაცილოთ?
- არა შვილო.. აქვე ახლოს ვარ.
- კარგით. წარმატებები. - მოვბრუნდი და გაჩერებაზე დავჯექი.
როგორც იქნა მივედი ჯონსონებთან სახლში. მისვლის დროს დაახლოებით ხუთი წუთი გადავაცილე და მისის სარამ მაშინვე მისაყვედურა.
- იზაბელა! ეს მეორედ არ განმეორდეს! შეიძლება შენს გამო სამსახურში დამაგვიანდეს!
- ბოდიშ მემ.
- კარგი.. ბავშვს ჯერ კიდევ სძინავს. წავედი მე.
- კარგი მემ.
სარა როგორც კი სახლიდან გავიდა მაშინვე ბავშის ოთახში შევიხედე. სამანტა საწოლზე წამომჯდარიყო და აწეწილი თმებით შიშით მიყურებდა. მაშინვე მასთან მივედი ჩავეხუტე და საწოლზე ჩამოვჯექი.
- დილამშიდობისა პატარავ!
- დილამშვიდობისა იზა. - მორცხვად გამიღიმა მან მერე კი ბოიღუშა.
- რა მოხდა საყვარელო?
- ხომ არ გაგაგდებს დედიკო სარა?
- არა საყვარელო, საიდან მოიტანე?
- აბა რატომ გეჩხუბებოდა?
- მე ხომ სამსახურში დავაგვიანე მან მხოლოდ მისაყვედურა. სამსახურიდან არ გამაგდებს.
- იციი? დღეს დილას დედიკო სარა მოვატყუე ვითომ მეძინა. შემოვიდა და მე მეღვიძა მაგრამ თვალები დავხუჭე და მას ეგონა რომ მეძინა და შუბლზე მაკოცა და მერე გამოვიდა. - მე თვალებგაფართოებული მივარჩერდი სამანტას.
- რატომ მოატყუე? ეს როგორ შეიძლება?
- იმიტომ რომ მერე რო დავენახე რომ მეღვიძა მთხოვდა მაკოცეო და მე არ მინდოდა დედიკოსთვის მეკოცნა.
- სამანტა? ის ხომ შენი დედიკოა მას ძალიან უყვარხარ შენ კი არ გინდა აკოცოო? ეს როგორ შეიძლება?
- შენ უფრო გიყვარვარ - მოიღუშა.
- არა მას უფრო უყვარხარ. მე მხოლოდ შენი მომვლელი ვარ და მეტი არაფერი. მან კი გაგაჩინა. ის შენი ნამდვილი დედიკოა.
- მე მინდა რომ შენ იყო ჩემი დედიკო.
- სამანტა ეს აღარასდროს გაიმეორო! გაბრაზებით გავიქნიე თავი და ავდექი. - ეს არ შეიძლება! მორჩა ლაპარაკი დამთავრებულია. წამოდი ვისაუზმოთ.
- კარგი - ჩაიჩურჩლა მოწყენილმა და ტუჩებდაბრეცილმა და საპირფარეშოშ გავიდა.
ალბათ ასე მკაცრად არ უნდა მოვქცეოდი, მაგრამ მე დედამისზე მეტად არ უნდა ვუყვარდე. სარა ამის ღირსი ნამდვილადაა, მაგრამ არ შეიძლება. მე მხოლოდ მოსამსახურე ვარ. თან შავკანიანი..
დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა. მას შემდეგ სამანტას მსგავსი აღარაფერი უთქვამს. საღამოს როგორც კი სარა დაბრუნდა მე ჩემი ნივთები ჩავალაგე, სამანტას დავემშვიდობე და სახლში წავედი.
ფეხით გასეირნება მჭირდებოდა. სოფლამდე ავტობუსით მივედი, მაგრამ სოფლიდან უკვე ფხეით გავაგრძელე გზა. თან ჯორჯის საცხობში გავიარე და დედას თავისი საყვარელი კრუასანები ვუყიდე. ცოტა დავიღალე კიდეც არც ისე ახლოა ჩემი სახლი სოფლის დასაწყისიდან. ამიტომ სკამზე ჩამოვჯექი. თან ერთი კუასანი ამოვიღე და ჭამა დავიწყე. უცებ ვიღაცამ ფიქრებიდან გამომარკვია.
- გამარჯობა. უკაცრავად ხომ არ იცით აქედან მთავარ გზატკეცილზე როგორ გავიდე?
თეთრკანიანი იყო. საოცრად სიმპატიური. გამიკვირდა, რომ დამელაპარაკა. ან შავკანიანების სოფელში რა უნდოდა? აქ თეთრკანიანები არც კი დადიან. ბოლო რამდენიმე წლის წინ ვნახე ერთი ქალი და ბავშვი რომლებიც მთავარი გზატკეცილისკენ მირბოდნენ "ჩქარა ჩქარა ამ ბინძურ ადგილს გავეცალოთ"-ო თან ამას ეუბნებოდა ბავშვს. მაშინ გული ტკივილით ამევსო და ბევრიც ვიტირე. ახლა კი ეს ბიჭი ჯერ ის რომ აქ გამოჩნდა თან ღამე და თან დამელაპარაკა.
- ჰეი გესმით? - უკვე ცოტა გაკვირვებულმა დამიძახა ისევ.
- აჰ დიახ. მთავარი გზატკეცილი იქით არის. - ვუჩვენე თითით, - მაგრამ შორია.
- ჰოო, ცოტა დავიღალე. შეიძლება ჩამოვჯდე? - ნებართვას მთხოვს? არ მჯერა!
- კიი, რა თქმა უნდა. - ვუთხარი ანგარიშმიუცემლად და გავუღიმე. ის ჩამოჯდა და თბილი თვალებით შემომხედა.
- თქვენ ძალიან კეთილი ხართ. - მითხრა ხუმრობით - აქ რამდენჯერაც ვინმეს რამე ვკითხე ყველამ უდიერად და ბოროტულად მიპასუხა. ერთმა ისიც მითხრა თქვენ ბოროტი არსებები ხართო. ვერ მივხვდი "თქვენ"-შ ვინ იგულისხმა, მაგრამ არაფერი მიკითხავს. - გამიკვირდა. ალბათ აქაური არაა..
- გეტყობათ აქაური არ ხართ.
- ჰოო არ ვარ. საიდან შემატყვეთ?
- ამ სოფელში არ დადიან თეთრკანიანები. მითუმეტეს ღამე. - გავუღიმე მას კი თვალები გაუფართოვდა.
- თეთრკანიანები?
- დიახ, თეთრკანიანები.
- ანურას ამბობთ რომ აქ მარტო შავკანიანები ცხოვროობთ?
- დიახ. ეს რასიზმია - გავუღიმე მწარედ და ადგომა დავაპირე.
- მიდიხართ?
- დიახ.
- მადლობთ რომ გზა მიჩვენეთ - მითხრა დაბნეულად და თვითნაც წამოდგა- ნახვამდის.
- კარგად.
***
- დედაა! მოვედი დეე!
დედამ ხმა არ გამცა.
- დედაა?
ისევ დუმილი. ტელევიზორი ჩართული დამხვდა, მაგრამ ოთახში არავინ იყო. სამზარეულოც ცარიელი დამხვდა.
- დედაა?
უკვე შედარებით ხმამაღლა დავუძახე დედას და მის საძინებელშიშევიხედე. არაა...! დედაა! დედა არაა! დედაა! გაშეშებული ფიქრით მხოლოდ "დედას" ვიმეორებდი. კრუასანების პაკეტი ქვემოთ დამივარდა და მაშინვე დედას დასახმარებლად გადავდგი ნაბიჯი.

მადლობთ რომ კითხულობთ..
დაგვიანებისტვის და შეცდომებისთვის ბოდიში..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent