შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჟურნალისტი ერთი თვით (8)


1-09-2016, 21:03
ავტორი ელობელო
ნანახია 2 452

ჩემგან ოდნავ დაშორებით ჩემი ამაზრზენი თანამშრომელი იდგა. ყველანაირად შევეცადე თავი ამერიდებინა მისთვის,მაგრამ მგონი არაფერი გამომივიდა. შეიძლება ილიასთვის რაღაც საშინელება ეთქვა რაც ნამდვილად არ მაწყობდა. მერე დავინახე ხელი როგორ ამიწია და აფერისტული ღიმილით ჩემკენ როგორ წამოვიდა. ტანის ვითომდა ნაზი რხევით მოდიოდა,ისევ ორ მეტრიანებზე იდგა... ო,როგორ მაღიზიანებდა ეს ქალი. სამსახურში თითქმის ყველას ზემოდან უყურებდა. ილიას თითები ძლიერად მოვუჭირე,ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გავძლიერდი.
⁃ ოჰ,ნინაჩკა საყვარელო,როგორ ხარ? - პირზე აფერისტული ღიმილი დათამაშებდა.
⁃ კარგად ქალბატონო ნატო,თქვენ? - არანაკლებ ირონიული ტონით ვუპასუხე.
⁃ მშვენივრად,როგორც ჩანს სამსახურის საქმეები კარგად მიდის,- ილიაზე მანიშნა ხელით, - იქნებ გამაცნო ეს სიმპატიური მამაკაცი.
ილიას ავხედე ,ორივეს უცნაურად გვიყურებდა.
⁃ ოჰ,დიახ, რა თქმა უნდა . ქალბატონო ნინო, ეს ილიაა,- მერე ილიას მივუბრუნდი და ხელით ნატოსკენ ვანიშნე , - ეს კი ჩემი თანამშრომელი ნატოა.
⁃ სასიამოვნოა,- უცნაურად იღიმოდა ილია,თითქოს ირონიულადაც.
⁃ ჩემთვისაც სიმპატიურო ყმაწვილო, აბა შენ იცი ნინე მასე გააგრძელე. კარგად იყავით, - გაიღიმა და დაგვტოვა. ამოვისუნთქე ... ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მხრებიდან სიმძიმე მომშორდა.
⁃ ნინე, ჩემ ხელს რას ერჩი? - ახლაღა დავხედე ხელს ,სულ არ მახსოვდა ფრჩხილებით რომ ვიყავი ზედ ჩაფრენილი. თურმე იმდენად ვაჩერდი სისხლი მოდიოდა.
⁃ ვაიმე,ბოდიში რა, - ამოვისრუტუნე.
⁃ არაფერია, -გამიღიმა, - მაგარი არ გევასება ეგ ქალი.
⁃ საშინლად,საშინლად ამპარტავანი და ფულზე შეყვარებული ქალია,ყველაფერს გააკეთებს ფულისთვის. საერთოდ ყველაფერს,- ზოგადად ვერ ვიტან ჭორაობას მაგრამ ამ ქალზე სულ რაღაცას ვამბობდი.
⁃ ოჰ,დამშვიდდი, - ჩაეცინა , - შენ კი ჩემი კეთილი გოგო ხარ.
სახე უცებ მომექუფა ნეტავ, რომ იცოდეს ჩემზე ყველაფერი ამას ისევ გაიფიქრებდა?..
⁃ გეჩვენება.
⁃ ისე რა იყო რანაირად გამაცანი?
⁃ რანაირად? - ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.
⁃ ის ჩვეულებრივად წარადგინე ვინ იყო და ჩემზე მარტო სახელი უთხარი.
⁃ ეგ იმიტომ რომ მაგ კუდიანის საქმე არ არის, - განა ვცდილობდი ამ სიტყვებით მომეტყუებინა,მართლა არ იყო მისი საქმე ჩვენი ურთიერთობა...მაგრამ სიმართლის თქმა რომც მდომოდა ნატოსთვის თუ ვინ იყო ილია ჩემთვის ვერც ვეტყოდი,ამის უფლება ჯერ-ჯერობით არ მქონდა. ჩაწყნარდება თუ არა სიტუაცია და საბოლოოდ გამოჯანმრთელდება ილიას მამა მაშინვე ყველაფერს მოვუყვები ილიასაც და ქალბატონ მაგდასაც.
⁃ მახინჯი რომ ვიყო ვიფიქრებდი იმიტომ არ აცნობს ჩემს თავს ჩემი ცხვენიათქო,- გადაიხარხარა და მეც ამოყოლია სიცილში...
⁃ კოსტა და ლიკა ქორწილის გადადებას აპირებენ.
⁃ ჰო ვიცი, ამდენი ხანი ემზადებოდნენ და არ ღირს. მამა რომ გაიგებს ეწყინება.
⁃ ერთ კვირაში უნდა ყოფილიყო წესით.
⁃ არაა გასაკვირი რომ გადაიხადონ. ერთ კვირაში მამა ისე იქნება როგორც აქამდე.
⁃ იმედია, - გავუღიმე.
⁃ მე კოსტას გადავაფიქრებინებ ,შენ ლიკას მიხედე, - თვალი ჩამიკრა , -წამოდი ბუფეტში ყავა დავლიოთ და მერე ავიდეთ მაღლა.
⁃ მე რძიანი მინდა ხო იცი, - ორივეს გაგვეცინა.


***

მალე გამოჯანმრთელდა ილიას მამა.
იმდენი გავაკეთეთ კოსტას და ლიკას ქორწილი ზუსტად ოთხ დღეში დაინიშნა. ბატონი ნოდარი უკვე ისე კარგად იყო მუშაობასაც შეუდგა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. ილიასა და ჩემი საუბარი ისევ გადაიდო, ქორწილის შემდეგ უეჭველი დაველაპარაკები. ახლა ამის დრო არ არის . წიგნს ვკითხულობდი ლიკას ზარი,რომ შემოვიდა.
⁃ ხო ,ლიკა.
⁃ რას შვები?
⁃ რავი,წიგნს ვკითხულობ. შენ რას შვები?
⁃ არაფერს,კოსტასთან ერთად ერთად ვარ.
⁃ სიძე მომიკითხე.
⁃ ოკეი, გოგო ორი დღით წყნეთში ასვლა გვინდა.
⁃ მერე ჩემთან რა გინდა? - გამეცინა.
⁃ რა და წამოდი რა.
⁃ რა მინდა გვრიტებთან,მურმანის ეკალივით ვიქნები,- სიცილი ამიტყდა.
⁃ ოხ რა მაგრად გაკლია,- ლიკასაც გაეცინა, - ილიაც მოდის. აბა ახლა რას იტყვი?
⁃ ოჰო,რა თქმა უნდა მოვდივარ.
⁃ ილიას გარეშე ნაბიჯი აღარ გადადგა ,- ჩაიცინა ლიკამ ,- კაი წავედი რაღაცებს ჩავალაგებ და მალე გამოგივლით.
⁃ კაი წავედი მეც.

თხელი მოსაცმელი და სარაფანი ჩავდე ჩანთაში. შორტი და თეთრი მაისური ჩავიცვი.სამზარეულოში გავედი ,დედა როგორც ყოველთვის რაღაცას აკეთებდა.
⁃ დე , წყნეთში ავდივართ მალე.
⁃ ოჰ. კაი წადი ოღონდ არ იცელქო, - გაეცინა დედას.
⁃ მე და ცელქობა დე?
⁃ ჰო რა იყო?
⁃ არაფერი, - გამეცინა.
⁃ რამდენი დღით მიდიხარ?
⁃ ორი დღით.
⁃ კარგია,დაისვენებ.
მალევე შეტყობინება მომივიდა "ჩამოდი გელოდებით" . დედას გემრიელად ვაკოცე და კიბეები სირბილით ჩავირბინე. სადარბაზოსთან იდგა ილია,გავიქეცი და კისერზე ჩამოვეკიდე... ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი. ისე უცებ შემიყვარდა გაგიჟებით მეც ვერ გავიგე, იმდენად მივეჯაჭვე ცოტახანიც ვერ ვძლებდიის გარეშე... ვიცოდი რომ ეს სიგიჟე იყო,მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. კისერში ძალიან ნაზად მაკოცა , გამაჟრჟოლა,რას მიშვებოდა ეს ბიჭი...
⁃ ეი ,გვრიტებო გეყოთ ახლა, - ჩაიცინა კოსტამ. დენდარტყმულივით მოვშორდი ილიას, რა მექნა ვეღაფერს ვარჩევდი როცა ილიასთან ვიყავი.
⁃ წავედით ? - გადამკოცნა თუ არა კოსტამ მაშინვე ეს მკითხა.
⁃ წავედით, - ღიმილით ვუპასუხე.
⁃ წავედით, - ჩაიღიმა კოსტამ და მანქანაში ჩავსხედით. მე და ილია უკან ვიჯექოთ. მანქანაში Lean On იყო ჩართული, ოთხივე მთელი ხმით ვმღეროდით. თან ვიდეოს ვიღებდი , ისეთი ბედნიერები ვიყავით როგორც არასდროს. ქარი თმას მიწეწავდა,მაგრამ ძალიან მსიამოვნებდა. დასრულდა თუ არა სიმღერა ოთხივემ ერთდროულად ამოვიბუზღუნეთ,მაგრამ მალევე Ocean Drive ჩაირთო. ისევ ავყევით მუსიკას, ამავდროულად ვცეკვავდით კიდეც. მთელი გზა ისე გავიარეთ ვერც კი ვიგრძენი. მალევე ულამაზეს სახლში ამოვყავი თავი. ეზოში უზარმაზარი აუზი იყო,სახლიც საკმაოდ დიდი აღმოჩნდა. როგორც გავიგე ილიასი იყო, ვიცოდი მდიდარი რომ იყო,მაგრამ მაინც გამიკვირდა ამხელა სახლი. ბიჭებმა საბარგულიდან პროდუქტები ამოალაგეს და სამზარეულოში შეიტანეს.
⁃ დაჯექით ახლა, - ბიჭებს მიუთითა ლიკამ , - ჩვენ რაღაცებს გავაკეთებთ, ეზოში გავიტანოთ და მერე ვიცურაოთ.
სალათები ,პიცა, ხაჭაპური და ხორცეულობა თეფშებზე გადავიტანეთ და ეზოში მდებარე შუშის მაგიდაზე დავაწყვეთ. ილიამ საიდანღაც წითელი ღვინო და ამოიტანა. მალევე შემოვუსხედით სუფრას , სიმღერები დაბალ ხმაზე გვქონდა ჩართული და ათას სისულელეზე ვსაუბრობდით პირგამოტენილები. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ეს სიტუაცია ხშირდ გვქონდა. წითელმა ღვინო ცოტა შემათრო და მეტად თამამი გამხადა. მანამდე ვჭამდით სანამ მუცელი არ აგვტკივდა.
⁃ წამოდი ვიცურაოთ, - ხელი ჩამკიდა ლიკამ. სირბილით წავედით აუზისკენ, ახლა ისე ვიქცეოდით როგორც ბავშვობაში. ტანსაცმელი გავიხადეთ და წყალში ხელჩაკიდებულები ჩავხტით,წყლის შეხებისას სიცილი აგვიტყდა. აშკარად სასმელი მოგვკიდებოდა. მერე ბიჭებს გავხედეთ ორივე ღიმილით გვიყურებდნენ.
⁃ თქვენ არ ჩამოხვალთ? - სიცილით გასძახა ბიჭებს ლიკამ.
⁃ კი , ჩამოვალთ, - სირბილით წამოვიდნენ, მოუახლოვდნენ თუ არა აუზს მაიკა გადაიძვრეს და შორტით ჩამოხტნენ. ვცურავდით და ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. მთელი დღე სიცილ კისკისში გავატარეთ. საღამოს ოთახებში გადავნაწილდით, მე და ილია ერთ ოთახში ავღმოჩნდით.
⁃ ძლივს მარტო დავრჩით, - ტუჩებზე დამაცხრა ლიპო , - ჩემი გემრიელი გოგო.
⁃ მიყვარხარ, - პირველად ვუხსენე სიყვარული, თავი ძირს დავხარე.
⁃ მეც მიყვარხარ,ყველაფერზე მეტად, - კიდევ უფრო ნაზად დამიწყო კოცნა და საწოლზე ავღმოჩნდით...



ილიას ეძინა,საათი პირველს აჩვენებდა. ისე მშვიდად ეძინა როგორც პატარა ბავშვს. სახეზე ნაზად ვეფერებოდი,არაფერს ვნანობდი საერთოდ არაფერს... ახლაც ვგრძნობდი მის შეხებას სხეულზე და სახეზე ღიმილი დამთამაშებდა.კარგახანს ვაკვირდებოდი მის მშვიდ სახეს და ამასობაში ჩამეძინა კიდეც...


საშინელი სიზმარი მესიზმრებოდა, თითქოს ილიამ მიმატოვა... ათას საზიზღრობას მეუბნებოდა, მინდოდა გამღვიძებოდა მაგრამ ვერაფრით ვიღვიძებდი. ვიღაცის ძახილმა გამომაფხიზლა. როცა გავიღვიძე მთლიანად ოფლში ვცრურავდი.
ღრმად ვსუნთქავდი , ზედმეტად გულნატკენი ვიყავი,ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს რეალობა იყო ის რაც მესიზმრა.
⁃ კარგად ხარ? - ნაზად ჩამომისვა თითები სახეზე.
⁃ კი,უბრალოდ ცუდი სიზმარი მესიზმრა .
მთელი სხეულით ამეკრო, ისე უცებ დავმშვიდდი თითქოს არაფერი მომხდარიყო. თმაზე ნაზად მეფერებოდა.
⁃ ჩემს გვერდით არასდროს არ უნდა შეგეშინდეს ,- ყურში ჩამჩურჩულა.




გამარჯობა ბავშვებო ,ესეც ახალი თავი.იმედია მოგეწონებათ... ჰო რაც შეეხება თავების სიმცირეს თქვენზე მეტად მე მინდა უფრო დიდი იყოს,მაგრამ ვერ ვახერხებ. თითქმის არ მცალია,მარტო მგზავრობის დროს ვწერ. მადლობა ყველას ვისაც მოგწონთ



№1  offline წევრი nini :)

au dzalian gtxov, romc gaigos iliam ar daashoro ertmanets, aaxsnevine da gaugon ertmanets, ar awvaloooo

 


№2  offline წევრი blackboss

nugar welav... jobs tviton utxras ilias da dzalian ar achxubo raa
magari istoriaa ♥♥♥♥♥♡♡♡♡♡

 


№3  offline წევრი ბუსი

კარგიაა გაარგძელე და არ დააშორო რაა

 


№4  offline წევრი lamazmani

au nu agvianob xolme ra kaia male dade

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია იყო ვიმხიარულე კიდევც მადლობა წარმატებები ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent