ღამე ორი ცის ქვეშ (თავი 3)
ზღაპრები შორს წავიღო,ჯობია..რეალობა წარმოსახვას როდის ჰგვას,ილაიდა?! ნელ-ნელა შორს მივიწევ და ცოტა ხანში ცურვაზეც გადავდივარ.სასიამოვნო შეგრძნებაა,საშუალებას გაძლევს,მთელი სხეული მოადუნო.დეაც მოდის ჩემკენ და ორივე მივცურავთ,ოცნებებში ვერა,თუმცა ზვაში მაინც მივცურავთ... კვარიათი ჩემი საყვარელი ადგილია..ბავშვობაში აქ მოვყვავდი ხოლმე ყოველთვის ლიას,ბევრი მოგონება მაკავშირებს ამ ადგილთან.. ის დრო მახსენდება,როცა მამაჩემი ჩვენთან იყო,მაშინ ხომ არც ლოთი იყო და არც ნარკომანი,მას შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა..ის ახლა მიწაში ცივი დევს.მართალი, არ იყო იდეალური და საერთოდაც დადებითი ძალიან ცოტა ჰქონდა,მაგრამ მაინც მამა იყო.. პლაჟზე ვწევარ და ზღვას გავყურებ..რა მოკლეა ცხოვრება..ათას ფიქრს ვეცემი,თუმცა მალე ვბრუნდები რეალობაში,მოკლეა და მოქმედებაა საჭირო. მზესუმზირასა და ცხელ სიმინდს ვყიდულობთ,თან რუჯს ვიღებთ..დეა ბიჭებსაც ათვალიერებს,მე კი რატომღაც არ მიმდის თვალი,ერთ დროს მეც დიდი სიამოვნებით განვიხილავდი მათ ბიცეფსა და პრესაც კი..ახლა რაღაც მემართება,მზესუმზირის გარჩევაზე გადამაქვს ყურადღება. სამი საათისთვის დასიცხულები ვდგებით,მოკლე სარაფნებს ვიცავმთ ტანზე მომშრალ საცურაო კოსტიუმზე,ივთებს ვალაგებთ და პირდაპირ აჭარულ სახაჭაპურზე მივდივართ,მზემ და ზღვამ ძალიან მოგვაშია. გზაში ლია მირეკავს,შვილო,არ დაწვე ამ დროს რუჯზეო.როგორი მზრუნველია,ზოგჯერ მაგიჟებს კიდეც,ვეუბნები,რომ ზღვისგან შორს ვარ და მშვიდდება. -ილაიდა,აქ შევიდეთ რა.მაგარი ხაჭაპურია და თან ჩემი საყვარელი ნაღებიანი წვენი.. -დედაჩემი მაგას ლაღიძეს ეძახის-ვეუბნები და შევდივარ.სუნები მახსენებს ხაჭაპურის გემოს,მაგიდისკენ მივდივარ და ერთი სული მაქვს,როდის დავაგემოვნებ მონატრებულს.მართალია,უამრავ კალორიას შეიცავს,თუმცა მერე რა,კალორიები ხშირად ბედნიერებისთვის მისწრებაა. -გვეშველა-დეას აღტაცებულ სახეს ვხედავ.მგონი,ამ გოგოს ჭამაზე მეტად არავინ უყვარს.ჭამის დროს ხმას არ ვიღებთ,დეას სულ არ ვახსოვარ,როცა გემრიელი რამეს მიირთმევს,თუმცა შუა გზაში იდილიას ვურღვევ: -ხვალ დილას ბულვარში უნდა ვირბინოთ.შენი შარვალი მოგაქვს,ვიცი. -მაგაზე კიდევ სპორტულს რომ ვიცვამ,ვიგუდები..შენ შორტები გაცვია,რა გიჭირს... -მე და შენ შეადარე ერთმანეთს? -აუ,ბალერინას გავხარ,გოგო...ანორექსია დაგემართება-ჩემს გამოჯავრება ცდილობს დეა. -შენ ნახავ როგორ ანორექსიასაც დაგმართებ... ღამით წუწუნით წვება,მგონი,მართალაც,ნერვულობს მოსალოდნელზე.დეა ძალიან საყვარელია,ჩემი ცხოვრების ნაწილი და საერთოდ ყველაფერი...სიტყვები არ მყოფნის,ისე მიყვარს ეს გოგო. მისი ხასიათის თითოეული შტრიხი ვიცი,ვიცი,თუ როგორ იქცევა ამა თუ იმ მომენტში.მისი უაზრო გამოხტომებიც კი მიყვარს,მთლიანად ის მიყვარს. ახლა მას უკვე სძინავს,მე კი ტანსაცმელს ვალაგებ,ხვალისთვის უნდა გავამზადო ჩასაცმელი.ვცდილობ,არ ვიფიქრო ვასილზე,რომელიც ნელ-ნელა ეპატრონება ჩემს ფიქრებს.ეს ყველაფერი ძალიან კი მიკვირს,თუმცა ვცდილობ,არ დავკარგო თავი.ჩემი ცხოვრების ნაწილი ის ვერ გახდება და მორჩა. -ის უკვე თბილისში იქნება-ველაპარაკები საკუთარ თავს,შემდეგ გიორგი რეკავს,ვპასუხობ,ვუყვები გასული დღის შესახებ და კმაყოფილი გამომეტყველებით ვთიშავ ტელეფონს. ბედნიერება იქნებ,მართლაც,წვრილმანებშია-მეთქი,ვფიქრობ და მეღიმება...მე ხომ დიდი ხანია მინდა,გავიგო მისი არსი..ახლაც მინდა და ალბათ მუდამ მომინდება,რადგან ეს უკანასკნელი ამოუცნობი ფენომენია.. დილისთვის მაღვიძარას შვიდზე ვაყენებ,დილის ჰაერი სულ სხვაა,მით უმეტეს,აჭარის.ისეთი შეგრძნებაა,თითქოს რაღაც გბერავს სულს,სუფთა ჰაერი ფულტვებს სუფთას ხდის,ფილტვების გავლით გულამდე ყველაფერი სუფთა ხდება და იქმნება ორგანიზმის საოცარი ექსტაზი. ვცდილობ,დეა გავაღვიძო,ვირბონოთ-მეთქი,თუმცა ისე საყვარლად სძინავს,თავს ვანებებ,მარტო ვირბენ-მეთქი.რამდენიმე წელია განწყობას მიქმნის ხოლმე სირბილი,ემოციისგან მცლის და,როცა თავს ცუდად ვგრძნობ,შესანიშნავ წამლად მევლინება. ახლა მსგავს არაფერს ვგრძნობ,უბრალოდ სუფთა ჰაერის ტალღებს რომ მივაპობ,ძალიან მიყვარს.ისეთი გრძნობა მაქვს,თითქოს რაღაც სუნთქვის მეტეორი თავიდან ბოლომდე მივლის. ბულვარზე ხალხი არაა,ასე ადრე ვინ ადგებოდა ალბათ,გარშემო ყველაფერი ცარიელია,რამდენიმე დამლაგებელ ქალს თუ დაინახავს თვალი.ღიმილით ვრთავ საყვარელ მუსიკას-“I took a pill in Ibiza” და სირბილს ვიწყებ.ენერგია ენერგიაზე მემატება,ემოცია ემოციაზე კლებულობს... ოფლი რომ გასხამს შესანიშნავი შეგრძნებაა,თვითგვემაც მიყვარს..ახლაც დიდი სიამოვნებით ვიწელები ხოლმე,რათა ჩავჯდე „შპაგატში“ და თავს არ ვინდობ ხოლმე.ცოტა ხნის წინ შუა „შპაგატიც“ დავამუღამე.ალბათ ვერ მიხვდება ადამიანი,თუ რაოდენ სასიამოვნო გრძნობაა აღნიშნული,თუ პირადად არ გამოუცდია. ცხოვრებაში ყველაფერს დამსახურება უნდა. ცოტა ხნის წინ მივხვდი,რომ ჩემი კატა სულაც არაა ჩემზე ბედნიერი.მერე რა,რომ მას არ სჭირდება საათობით ვარჯიში ფორმაში ყოფნისთვის,მერე რა,რომ ის არ იკეთებს ეპილაციას და მისი ერთადერთი ჰიგიეენა-ენით სხეულის ლოკვაა,მერე რა,რომ მას არც უნივერსიტეტში უწევს სიარული და არც სკოლაში უვლია,მერე რა,რომ მას არ სჭირდება სამსაუხური და სხვის ხარჯზე ცხოვრობს.. მერე რა,რომ მას ყველაფერი აქვს,რაც უნდა..ეს არ არის ბედნიერება,ბედნიერება ახალი მიზნებისკენ სწრაფვაში მდგომარეობს-შენებაშია ვნებათა სიმძაფრე და არა აშენებულით ტკბობაში... ამდენი ფიქრი რა ამბავია..თუმცა,სხვანაირად არც არასდროს ხდება-მე ხომ თავად ფიქრი ვარ,ადამიანი ფიქრი... რამდენი დრო გასულა,ასე მალე...დაახლოებით 4 კოლომეტრი მაქვს ნარბენი,იმ კუთხემდე მივალ და გვაჩერდები-მეთქი,ვეუბნები საკუთარ თავს და სიჩქარეს ვუმატებ,ჰაერი მეცოტავება-წყალი მჭირდება... ფანტანიც კი არსად არაა,არაუშავს,მოვითმენ,როდის არ მომითმენია რო...მაისურს მაღლა ვიწევ და ბიჭივით ვიწმენდ ოფლს კისრიდან და სახიდან,დაინახონ ჩემი პრესი,თუ უნდათ-მეთქი,საერთოდ არ ვარ მორიდებული,თავისუფალი ვარ და ბევრი რამ ფეხებზე კიდეც. რამდენიმე წუთს დავდივარ,შემდეგ იქვე არსებულ სკამზე ვჯდები და ცას ვუყურებ,მიყვარს ცისფერი ფონი,ის მამშვიდებს. მუსიკას ვუწევ და სკამზე ვწვები.მინდა ვემოდან ვუყურო ცას და მთლიანად დავინახო,არ მინდა,მისი ერთი შტრიხი მაინც გამომრჩეს..თუმცა,ნელ-ნელა თვალები მეხუჭება,ცა ისე მიმშვიდებს მხედველობას,რომ ეს არაა გასაკვირი,ცოტაც და დამეძინება,თუმცა უცნაური ხმა მესმის.მგონი,ვიღაც მადგას თავს.. -გძინავთ?-თვალებს უხერხულად ვახელ,პატრული ხომ არ არის-მეთქი,ოდნავ ვიწევი და რახან ვხედავ ჩვეულებრივი ჩემნაირი მოქალაქეა,ვმშვიდდები. -შემაშინეთ-თვალს ვუსწორებ უცნობს,თუმცა ის წესიერად ვერ მიყურებს.ჩემი მზერა რაღაცას მართებს,წრიალს იწყებს თითქოს,შორს იწევა,შემდეგ ისევ მიყურებს...როგორც იქნა გადმოვდივარ რეალობაში...მას მეც ვცნობ,ღმერთო,ის მიცნობ...ის „მე ვარ ლექსია“....ანუ არ წასულა,გული აღმა-დაღმა იწყებს სვლას.. -ილაიდა ეს მე ვარ „მე ვარ ლექსი“-იღიმის უცნაურად ვასილი,არ მჯერა.. -არ მეგონა,თუ...-ვეღარ ვასრულებ და ლამისაა ძირს დავენარცხო,რა მემართება ეს... -გამიხარდა შენი ნახვა..-დარჩენის მიზეზზე არაფერს ამბობს,არც მე ვეძიები.. -გამარჯობა,ანუ რეალობაშიც გაგიცანი..-ხელს ვართმევ და უხერხულად ვიღიმი. -ძალიან ლამაზი ხარ,ვიდრე სურათებში...-დაბნეული ჩანს,სიტყვას სიტყვაზე ძლივს აბამს..არაფერს ვეუბნები,მხოლოდ ვუღიმი..შემდეგ მახსენდება,რომ ოფლიანი ვარ,სალხში უნდა წავიდე და გადავივლო,ვემშვიდობები,თუმცა ის უარზეა.. -ზღვა რისთვისაა?-მეკითხება და ზღვისკენ მანიშნებს.იმ წამს მახსენდება,რომ ვაპირებდი დილის გრილს წყალში ცურვას,საცურაო კოსტიუმიც მაცვია,აბა,რატომ უნდა ვუთხრა უარი... გზაში ვიხდი ტანზე შემოკრულ ელასტიკსა და უსახელო მაისურს.როგორც დეა იტყვის ხოლმე,ტრაკში ოფლი მაქვს გასული.ვასილიც იმავეს აკეთებს და ზღვისკენ მიდის,მეც მივყვები,მისგან მოშორებით ვდგავარ და ფეხებს ვყოფ წყალში..ცივია,თუმცა სასიამონოდ ცივი,სულ არ ჰგავს ადამიანის სიცივეს,რომელიც გულიდან ამოხეთქავს ხოლმე ვულკანივით და გარშემო ყველაფერს ანადგურებს.. -ცივია,ჰო?-ჩემკენ აპარებს თვალს,მე კი მზერას ვაშორებ..ამ წამს არ შემიძლია დავაკვირდე მის სხეულს,რომელსაც ნულჯერ ნავარჯიშევი ვუწოდე და ვფიქრობდი,მას დეასთან ერთად ვავარჯიშებ-მეთქი... მისი სახის ნაკვთებსაც ძლივს ვიმახსოვრებს,შემთხვევითი შეხედვის დროს...უხერხულება იმუხტება,როცა ორივენი ცურვით მივიწევთ წინ..ასე ჯობია,არა სიტყვას,კი-მოქმედებას...ქმედება იწვევს სალაპარაკო ორგანის უკუქმედებას.. ნახევარ საათზ დიდხანს ვცურავთ და ხმას არ ვიღებთ,ერთმანეთს ოდნააც კი არ ვუახლოვდებით.. ამოვდივართ,პირსახოც ვიხვევ და ქვებზე ვჯდები,არც მცივა და არც გამაგრებული სხეული მიწუხებს გულს... ვასილი ჩემს გვერდით ზიდ,ოღონდ მოშორებით,ამას მხოლოდ მისი სუნთქვა მაცნობებს,გვერდით არ ვიხედები..კიდევ კარგი ის არღვევს სიჩუმეს.. -ილაიდა,არ გცივა? -არა-მეღიმება და ამ დროს პირველად ხვდებიან ჩვენი თვალები... -ტუჩები ათრთოლებული გაქვს...-მახსენდება მისი მოწერილი და მეცინება....რეალობაშიც ისეთია,ის არ ჰგავს სხვებს.. -როდის მიდიხარ? -დღეს ღამით...აქამდე არ წავედი.იმედი მქონდა,გნახავდი.. -და არ გითქვამს-თვალებბი მიფართოვდება.. -არ მითქვამს,რადგან ზედმეტად ოპტიმისტი ვარ.. -რეალურად ოპტიმისტი...-ორივეს გვეცინება.. -იცი,ჩემი დაქალიც აქაა..ახლა სძინავს და მასთან ერთად წამოვალ ცოტა ხანში.. -მიგაცილებ-ფეხზე დგება და ჩაცმას იწყებს,მეც ვიღებ ელასტიკსა და მაისურს,თუმცა ისეთი სველია ვერ ვიცვამ,არ მინდა ,სუფთა კანზე ოფლიანი მატერია მომეკრას,პირსახოცს ვიხვევ და ის ემივდივარ..ვცდილობ. დიდი ურადღება ა რგამოვიჩინო „მე ვარ ლექსის“ მიმართ. დეამ ვასილის შესახებ რაღაც-რაღაცები იცის,თუმცა მაინც ვერ მოდის აზრზე,როცა ყველაფერს ვუყვები.ბედი გაგეხსნაო,თვალები უციმციმებს...არფაერს ვპასუხობ,რადგან მეც რაღაც საოცრად ამაღევებელი გრძნობა დამუფლებია და ერთი სული მაქვს,მალე დადგეს ჩვენი მორიგი შეხვედრა... ზღვა არ ღელავს,მეტიც,ის ზედმეტად მშვიდია კიდეც....ვასილი ისევ იმავე ადგილას ზის და მელოდება...რომ მხედავს,თვალები უციმციმებს,აი,რას ნიშნავს რეალური სიხარული და არა მოჩვენებითი...დეას ვაცნობ,ისიც უღიმის...შემდეგ შეზლონგებს ვიღებთ და რუჯისთვის ვემზადებით,წყალში ჩასვლის სურვილი არ მაქვს,ამიტომ დეა მარტო ჩადის,მე და ვასილი კი მარტო ვრჩებით..აი,ეს გინდოდა,არა?-საკუთარ თავზე გულში მეცინება. *** საღამოა..უცნაური საღამო..ერთი სული მაქვს,როდის შევხვდები მას..მითხრა,რომ რომანტიკულ ვახშამს ამზადებს და როცა მორჩება გამომივლის.ვზივარ,ვუყურებ საათს და ისტერიულად ვიხედები სარკეში,დეა დამცინის,თუმცა ხმას არ იღებს,ისედაც საკმარისზე მეტად ვნერვიულობ.. ბოლოს ვასილი მოდის...მისი ღიმილი მაბნევს და ვერაფერს ვეღარ ვაკვირდები,ჩემი კრიტერიუმები შორს რჩება,შორეულ წარსულში... მალე ღია ცისქვეშ ვართ...ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და სავსე მთვარე დაგვნათის,თითქოს გვლოცავს..უცნაური გრძნობა უნდა იყოს,თითქოს ჩვენი შეხვედრა ზეცასაც უხარია... ვასილი უცნაურად იქცევა,ფეხზე დგება და გაშტერებით მიყურებს,შემდეგ იძაბება...ვფიქრობ,რა ემართება -მეთქი..მეუბნება,რომ რაღაც უნდა მითხრას,უჩვეულო შესავალი გამოსდის და მაინტრიგებს..ჰმ,დაინტრიგებაც ამას ჰქვია...მეღიმება,არ შემიძლია ემოცის შეკავება.. -იცი, ლექსი დამაწერინა ჩვენმა მოსალოდნელმა შეხვედრამ...ზღვის პირას ვწერდი..-არ არსებობს..რომანტიკული რომანის გმირს ჰგავს ვასილი. „მე ვარ ლექსი“ ლექსის კითხვას იწყებს და ჩემი მოლოდინის რეჟიმიც ირთვება...საკმაოდ დიდი ლექსია,მხოლოდ ერთი სტროფი მამახსოვრდება,რომელიც განსაკუთრებულად მებეჭდება მეხსიერებაში. „დავსხედით. ფინჯანი ყავა და საუბრის თემა გვაქვს ულევი... მოვყვებით ათადან, ბაბადან, რომ ჭკვიანს, სჭირდება სულელი!“ რა დონის რომანტიკოსია-მეთქი,ვფიქრობ და მთელი სხეული მეძაბება..რა უნდა ვთქვა ახლა? ღმერთო,ის კი იღიმის,მისი თეთრი კბილები მიყურებენ და ლამისაა აცეკვდნენ....გაშეშებულ-გაშტერებული ვზივარ,ის კი ისევ იღიმის... ___ მოკლედ,ესეც მესამე თავი.მაინცდამაინც არ მოგწონთ,თუმცა არაუშავს.რაღაც ვერ ჩაგითრიეთ ამჯერად,თუმცა ესეც არაფერია. მგონი,ასეთი არაპოპულარული არც ერთი ჩემი ისტორია არ ყოფილა.ეჰ,რას ვიზამთ,მუღამს მაინც არ ვკარგავ :დ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.