შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ავირჩიე სევდა


1-09-2016, 23:23
ავტორი anukasia
ნანახია 1 598

თავი 1

ის დღე იყო როდესაც ნანამ ამოისუნთქა და ეგონა რომ ყველაფერი უკან მოიტოვა და შეეძლო უკვე თავისუფლად ესუნთქა. ის ეკეთებინა რაც თავად ეგონა რომ სწორი იყო. ზაფხულის შუა პერიოდი იყო. თბილისში ისე ცხელოდა რომ აუცილებელიც კი იყო ამ ამინდისთვის თავის არიდება. ამ დროს ნანას გაახსენდა რომ მეგობარი ყავდა ბათუმში რომელიც გულით თხოვდა მასთან ჩასვლას თუნდაც უვადოდ. ჩაალაგა რაც კი ტანსაცმელი ჰქონდა , მოიკიდა პატარა წითელი რუგზაკი, ღრმად უნდოდა ჩაესუნთქა ჰაერი, მაგრამ მისი არ არსებობის გამო ეს ვერ მოახერხა და გავიდა სადგურზე. ბარგი შეაცურა სკამის ქვეშ და თავისი ლურჯი თერმოსიდან ყავა მოსვა. მთელი გზა მოუწია ნანას მძღოლის ჩართული რუსული ესტრადის მოსმენა რადგან გვიან შეამჩნია რომ ყურსასმნები სახლში დარჩა. პერევალზე ერთ ერთ კაფეში "კოფე"ც კი მიირთვა. ნელ ნელა ნესტიანი ჰაერი იგრძნობოდა. ზღვის სუნი ძალიან გავდა თავისუფლების სურნელს.
მე:ბათუმში ოდნავ წვიმდა აი ისე როგორც იცის ხოლმე. თითკმის 1 კვირა ასე წვიმდა. ნინიმ თავის სახლში რომელიც მშობლებმა აჩუქეს, აივნიანი ოთახი გამომიყო. მყუდრო ადგილი იყო, ძველი რემონტით. ხის კარ-ფანჯრებით, რომლებიც ქარის დროს ჭრაჭუნობდნენ მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო ესყველაფერი. თითქოს პირველად ვსუნტქავდი დამოუკიდებლად.
-ნან არ გშია? ნამგზავრი ხარ და მოდი რამეს გავამზადებ. თავი შემოყო ნინიმ კარებიდან
- ახლავე. რამე ამოვიტანო მაღაზიიდან? ნინ აქვე სადმე სიგარეტების ჯიხური არის? ხილის სიგარეტი მინდა ვიყიდო.
-კი ნანუ რომ გაცდები "ცეროდენას" მანდ არის კუთხეში
-კარგი მაშინ ჩავალ და რამე ცივ წვენსაც წამოვიღებ შენ მანამდე გაამზადე ჩემო მზრუნველო. სიცილით ვუთხარი ნინის, სწრაფად ამოვიცვი ვარდისფერი შორტები თეთრი ზედა და გავედი გარეთ.
უკვე საღამო იყო. ხალხი სეირნობდა. ამ წელს როგორც ვიცოდი ბევრი ტურისტი იყო თურქეთიდან. ეს ინფორმაცია მართლაც საკუთარი თვალით დავაზუსტე. ჩავუარე "ცეროდენას", ამ კაფეში ხომ ძალიან გემრიელ აჭარულ ხაჭაპურს აკეთებენ მაგრამ ახლა გვიანია და გავსუქდები . ვიპიქრე და გავუარე თვალებით სიგარეტის ჯიხურს ვეძებდი და აი შევნიშნე კუთხეში.
-4 პაჩკა ბანდი მინდა სხვადასხვა ხილის არომატით თუ შეიძლება
-ინებეთ მიპასუხა გაღიმებულმა გამყიდველმა . გამიკვირდა რომ ბუტკაში მომსახურება უფრო კარგი იყო ვიდრე უამრავ კაფეში აჭარაში. აქ ხომ ყველა გეჩხუბება ნებისმიერ ადგილას გგონია რომ ვალი გაქ მათი. ამიტომ ცდილობენ რომ სერვისი სფეროში უფრო თბილისელი კადრები აიყვანონ და ამაზე აჭარლები უფრო ბრაზდებიან :)) კოკა კოლაც ავიტანე და ავედი. ნინის უკვე სუფრა ჰქონდა გაშლილი და მელოდებოდა.
მთელი ღამე ვლაპარაკობდით. ვცვლიდით სხვადასხვა ინფორმაციას . მე თბილისზე ვუყვებოდი რა ხდებოდა როგორ ვერთობოდით. ის ბათუმზე მიყვებოდა. ისევ კლუბები სოჰო და სექტორი იყო მოდაში..



№1  offline წევრი პეპი

Vava chqim codva...

 


№2  offline მოდერი Behandice

გააგრძელე კარგია!თავები გაზარდე ცოტა.

 


№3  offline ახალბედა მწერალი MariamG

შევამოწმე, არ მინდოდა უაზროდ მომეცა შენიშვნა და მართლა შენი პირველი სიახლე ყოფილა. შინაარსი საინტერესოა. თავები გაზარდე, ძალიან პატარაა და აზრის გამოტანა რთულია ხოლმე. რაც შეეხება გრამატიკას. არ მიყვარს წერტილ-მძიმეზე შენიშვნების მიცემა, რადგან მეც მეშლება ზოგჯერ და სხვებსაც. გრამატიკას გამოასწორებ, დარწმუნებული ვარ.
ყველაზე უხეშად თვალში მომხვდა არასწორად გამოყენებული სიტყვები, ანუ 'არაქართულად' დაწერილი - "პერევალი" და "ბუტკა" , თუმცა არაუშავს, ერთი-ორი ყველასთან არის, ეს არაფერია.
პ.ს ადმინები ბრაზდებიან როცა ისტორიაში გამოყენებულია სმაილები (არ შეიძლება) და სანამ ვინმეს თვალში ცუდად მოხვდება ":))" ეს აღარ გამოიყენო blush
დანარჩენი, არ ვიცი. სიამოვნებით გამოგყვები თუ ამ შენიშვნას/რჩევას სწორად მიიღებ და გამოასწორებ, რადგან ძალიან მინდა მომდევნო თავი დიდი, დახვეწილი და გამართული იყოს. წარმატებები შენ! ❤ kissing_heart

 


№4  offline წევრი anukasia

ძალიან დიდი მადლობა შევეცდები <3

 


№5 სტუმარი Guest ანასტასია

,,პერევალს" უღელტეხილი ქვია ქართულად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent