შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორედ (სრულად)


2-09-2016, 01:08
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 47 156

კისკისის ხმა ჩამესმის და მინდა სმენადაქვეითებული ვიყო ...
ვუყურებ როგორ ეხვევა წითელთმიანი ქალი დათოს და მინდა ბრმა ვიყო ...
მიღალატა ... გონება ერთი და იმავეს მიმეორებს .
წონასწორობას ვერ ვიცავ და თავის შესაკავებლად კედელს ვეყრდნობი. გამვლელების ხმა ყრუდ ჩამესმის... მეკითხებიან როგორ ვარ , არ მინდა ვუპასუხო . სწრაფად ვშორდები ბრბოს და ტროტუარზე მივრბივარ, ხალხის ნაკადს შუაზე ვყოფ და გავრბივარ ... რეალობას როგორ გავექცევი. ცრემლები ჯებირებს ტოვებს და ღაწვები მენამება . ზოგი ნიკაპთან ერთდდება ,ზოგიც ყელს ობლად მიუყვება და სადღაც ლავიწთან იკარგება .
სასოწარკვეთილება მიპყრობს. სკამზე ვჯდები და ვქვითინებ ...
მომენტალურად ჩნდება იმედგაცრუება და ტკივილი.. გაუსაძლისი ტკივილი , შეგრძნება თითქოს გულს გაცლიან და ყველა ორგანოს ნაწილებად ჭრიან . ჟანგბადი არ გყოფნის, მაგრამ მაინც სუნთქავ. ცდილობ დაივიწყო, მაგრამ კვლავ გახსოვს რომ გიღალატეს. გინდა წამით მაინც გააქრო გონებიდან ,მაგრამ არ გამოგდის . ყელში გიჭერენ მარწუხებს და იხრჩობი. შელახული თავმოყვარეობა გახრჩობს, გათელილი გრძნობები , ერთგულებაში გალეული წლები გახრჩობს, სინანული ჩნდება...
რაღაც ძალას მაინც ვპოულობ... ყოველთვის რჩება ნაპერწკალი, რომლის გაღვივებაც გადარჩენის ტოლფასია...
გზა ბოლოს მაინც სახლისკენ მიდის... ეზოში მორბენალი ლეკვებიც კი ორივეს ნაწილია. იქ არაფერია ისეთი რაც მასთან ერთად არ შემიქმნია. ნაბიჯს ვდგამ, შუა ეზოში ვდგავარ ჩემკენ ღიმილით მორბის პატარა ევა, როგორ ჰგავს მამას
-დეეე მოხვედი? იცი დამიანემ გამაბრაზა მითხრა რომ დემეტრე იყო დემეტრე თურმე სააბაზანოში იყო . მე კიდე მას ვეცხუბე და გავაბრაზე დე ... დე ელენა მალე დაბრუნდება? - უცებ მომახსენა თავისი პრობლემა და ქვემოდან ამომხედა . მისი ზღვისფერი თვალები ისეთი სუფთაა ყველაფერს გავიწყებს- დე მისმენ?
-მოდი ჩემთან ჩემო სიცოცხლე ... -ხელში ამყავს და პუტკუნა ლოყებს ვუკოცნი . მიცინის და ხელებს ლოყებზე მისვამს
-დედაა
-ხო ჩემო ფერია
-ლოყები სველი რატო გაქვს? იტირე დე?
-არა ჩემო პატარავ... უბრალოდ ცხელა ძალიან და დამენამა
-კარგია... შენ ხო არ ტირი შენ ჩვენი ღიმილა დედიკო ხარ ხო დეეე
-ხო ჩემო სიცოცხლე... - ყელში ვკოცნი და მისი ტკბილი სურნელი გულს მითბობს. თითქოს ჭრილობები ხორცდება. სახლის ზღურბლზე გადაბიჯება ასე არასდროს გამძნელებია, ადრე სამსახურიდან დაბრუნებული სულ ჩქარა შევრბოდი ბავშვები რომ მენახა... განსაკუთრებით შაბათ დღეს როცა ყველანი სახლში იყვნენ .
-ჩვენი ლამაზი დედიკო მოსულააა .. ქალბატონო ასე ადრე როგორ დაბრუნდით? - ჩემი პირველი სიხარული მობილურს გვერდით დებს და ღიმილით მოდის ჩემკენ. თავის უზარმაზარ ტორებ მხვევს , მე და ევა ორივე მის მკლავებში ვეფლობით. კიდევ ერთხელ ვგრძნობ საყვარელ სურნელს და კიდევ მიხორცდება ჭრილობები .
-არ მომეკარო შენ ... დემეტრე
-არ ვარ მე დემეტრე
-აბა დამიანე ხარ? აუუ დედააა ავირიე სულ რომელია?
-დამიანეა დე
-აუუ რატო არიან ერთნაირები დე? ან ჩემნაირი რატომ არ გყავს მეორე? ელენაც მარტო ერთია
-შენ და ელიკო თითოც საკმარისი ხართ ჩემო ჭინკა- ხელიდან მაცლის ბავშვს და თვითმფრინავის პოზაში გადაყავს- აბააა გავფრინდეთ ელიკოსთააააან გემრიელობებს ამზადეეებს ელიკოოოოოოოო
-ამას რას მოვესწარი დღის 2 საათზე თქვენ სახლში ხართ ქალბატონო ეკატერინა? - აი დემეტრეც გამოჩნა , დამიანეს ტყუპისცალი . ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გვანან ერთმანეთს და ორივე ერთად მამას...- რა მოხდა კატუსიიი თვალებზე რა დაგემართა? ხომ გეუბნები ცოტა დაისვენე თორე გეტკინება თვალები-თქო მომავალი ექიმი ვარ კაცი ბოლოს და ბოლოს არ უნდა დამიჯერო?
-კიდევ კარგი ჯერ არ ხარ თორემ ხომ დაიქცეოდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ... - აი ჩემი ეშმაკუნა გოგოც გამოჩნდა . ის სიმართლე გითხრათ ორივეს გვგავს ,მაგრამ უფრო მე . ჩემსავით შავი თვალები და თმა აქვს , მხიარული და ცოტა ეშმაკუნაა.უყვარს ბიჭების გაბრაზება...- დე სადილს ვამზადებდი უკვე დავასრულე გამოიცვალე და ჩამოდი
-კიდევ ერთხელ ვდგებით ამ ქვეყნიური და იმ ქვეყნიური ტერიტორიის საზღვარზე, ელიკოს მომზადებულ სადილს მივირთმევთ ...- დამიანე აბრაზებს
-თუ გინდა ნუ მიირთმევ შენ არავინ გაძალებს - ისევ კამათობენ. თუმცა არასდროს ჩხუბობენ, ასე ირთობენ თავს. უკვე 17 და 15 წლისები არიან და ჯერ არასდროს უჩხუბიათ სერიოზულად. ჩემი საამაყო შვილები არიან. ყველაზე კარგი რაც ბატონმა მაჩუქა სწორედ ისინი არიან .
როგორც კი ვშორდები ბავშვებს ისევ მიახლდება ტკივილი.. ისინი თავიანთი სიახლოვით ყველაფრისგან მიცავენ , ასე მგონია როლები გავცვალეთ მუცლად ყოფნისას და ჩვილობაში მე ვიცავდი ახლა კი ისინი აკეთებენ იგივეს ოღონდ ისე რომ არაფერი იციან ,მათი არსებობაც საკმარისია...
საძინებელში შესვლისას ტკივილი გამიორმაგდა. მინდოდა რაც შეიძლება მალე გავცლოდი იქაურობას ... არ მინდოდა არც ერთი მოგონება იმ ადგილიდან. სააბაზანოში შევიკეტე თუმცა არც ეს იყო კარგი აზრი...ამ სახლში კუთხე არ არსებობდა სადაც დათო არ გამახსენდებოდა. ჩვენი ერთად გატარებული წუთები ყველგან იყვნენ. მოგონებებს ვერ გავაქრობდი ...
ვერ ვფიქრობდი ნორმალურად, რობოტივით ვაკეთებდი ყველაფერს. აზრები ერთმანეთში ირეოდა, ნათელი მხოლოდ ტკივილი იყო ...
მაგიდასთან ვიჯექი და ჩემი გოგონას ნახელავს დავყურებდი.. ლუკმა არ გადამდიოდა ყელში. ბავშვები მიირთმევდნენ და თან ლაპარაკობდნენ, არც მათი ხმა მესმოდა
-დე რა გჭირს?
-დედააა
-რამე მითხარით?
-რაზე ფიქრობ კატუსიიი- თვალების ციმციმით მითხრა დემემ და ფართოდ გაიღიმა
-დავიღალე უბრალოდ...
-შენ სულ დაღლილი ხარ, მაგრამ გვისმენ ყოველთვის და გვიღიმი კატუსი- ამჯერად დამიანემ განაგრძო ტყუპის დაწყებული საქმე და ჩამეხუტა- რა ხდება დე?
-არაფერი ... - არ ვიცოდი რა უნდა მექნა... ვერაფერს ვეტყოდი ბავშვებს სანამ დათოს არ დაველაპარაკებოდი. არც კი ვიცი სალაპარაკო რა იყო ყველაფერი ცხადზე ცხადია, უბრალოდ თავს იმდენად ვერ დავიმცირებ რომ ისტერიკები მოვუწყო . აღარ ვუყვარვარ და ალბათ მე დავაშავე... მიზეზი ჩემშია? არ ვიცი . მე მხოლოდ ის ვიცი რომ დათოს ნებით ვიყავი მისი ცოლი...
ყველაფერი ისე მახსოვს თითქოს გუშინ მოხდა ....
ჯერ კიდევ ბნელი 90-იანები იყო . უშუქობა, არა გაზი ,არა წყალი . ვინ როდის შევარდებოდა სახლში და დაგაყაჩაღებდა არავინ იცოდა. არეულობა სუფევდა , მაგრამ მაინც არაფერი იცვლებოდა. მე კი ერთი უბრალო ოჯახში გაზრდილი, ჩვეულებრივი მოსწავლე ვიყავი. დავდიოდი ფეხით გრძელ მანძილზე და მეშინოდა არაფერი დაეშავებინათ ჩემთვის და ჩემი ძმისთვის რომელიც ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ჩემი მშობლების გამოც მეშინოდა, დედა ძალიან ლამაზი ქალი იყო ახლაც ისეთი ლამაზია ,მაგრამ ახალგაზრდობაში ნამდვილ ყვავილს ჰგავდა. ტრადიციულ ქართულ ოჯახში გავიზარდე , მამას და დედას უყვარდათ ერთმანეთი მაგრამ შეჩვევას მოჰყვა ეს ყველაფერი თავიდან გარიგებით დაქორწინდნენ და ერთხელ ჰყავდათ სულ ერთმანეთი ნანახი... მაშინდელი დროისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო მსგავსი ქორწინება .
მე სწავლა მინდოდა... ჭირდა იმ დროს ,მაგრამ მაინც ვახერხებდი წიგნების შოვნას და კითხვას. ბეჯითი მოსწავლე ვიყავი , ჩემი ფერადი სამყაროთი იმ შავბნელ ხანაში...
16 წლის ,ჯერ კიდევ ბავშვი უდარდელად დავაბიჯებდი ქალაქში , არ მყავდა თაყვანისმცემლები. არ ვიცი რატომ , მაგრამ არავინ მაწუხებდა, ჩემი კლასელი გოგონებისგან განსხვავებით ლაღად დავაბიჯებდი როცა რამდენიმე მათგანი დედის ამპლუაში მევლინებოდა . საშინელებად მიმაჩნდა ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნა თან ისე რომ ვერ იაზრებდნენ ოჯახურ პასუხისმგებლობას, სირთულეებს და უბრალოდ ვნებებს ყვებოდნენ.
როცა ჩემი საუკეთესო მეგობარი“ გაიპარა „დიდი ამბავი მოჰყვა ამას. მამამისი ყოფილი მხედრიონელი იყო და მთელი თბილისი დაეძებდა. რომ იპოვნეს იქედან მაინც არ წამოიყვანეს და ვერ ვხვდებოდი რაღატო ეძებდნენ ასე გაგიჟებულები. მაშინ იმდენად მნიშვნელოვანი იყო ქალიშვილობის ინსტიტუტი მონატაცებ გოგოს უკან ვინ დააბრუნებდა , უბრალოდ ოჯახი თავს იფასებდა და გოგოს თავგამოდებით დაეძებდა. ბოლო კი ერთი იყო , გოგონა თხოვდებოდა უზარმაზარი ქორწილით , მზვითევით და დედამთილის ნაჩუქარი სამკაულებით...
ქორწილში მეც ვიყავი . სიძე მშვენიერი ბიჭი იყო როგორც ყველა ისიც ისეთივე ავარდნილი, ქუჩაში მყოფი დილიდან დილამდე, მოქეიფე, სასმელის მოყვარული, აქტიური მწეველი და იმ ყველა თვისებით დაჯილდოვებული რაც მე გულს მირევდა. საზოგადოების ფონზე იყო კარგი... სხვებს სცემდნენ ქმრები, ძალადობის მსხვერპლები იყვნენ ლანა კი დედოფალივით ცხოვრობდა . არასდროს აუწევია მისთვის ხმა ამ ჩვენს „კარგ ბიჭს“ ,ნებისმიერ სურვილს უსრულებდა და მის მეგობრებსაც ბედნიერი გვხვდებოდა. სკოლაშიც დადიოდა ლანა სანამ არ დაფეხმძიმდა ... მერე თავისთავად შეეშვა სწავლას, მანამდეც არ იყო კარგი მოსწავლე და დარჩა ასე უბრალო დიასახლისად . უბრალო მე მეგონა თორემ რომ ვხედავდი რამდენი საქმე ჰქონდა გული მიჩერდებოდა, მე ნებიერა ქალიშვილს ,რომელსაც თითის განძრევაც არ უხდებოდა თუ რა თქმა უნდა არ მოუნდებოდა „დიასახლისობა“ ისიც ცოტა ხნით ვითომ დედას ვეხმარებოდი.
მამა უცნაური კაცი იყო .. ზოგადად მკაცრი, ამაყი, მაგრამ ჩემთან რბილი.. ალბათ გოგოო რომ ვიყავი იმიტომ. ისე კი აშკარა იყო მისი ჩემდამი დიდი სიყვარულის მიუხედავად ბიჭი მაინც სხვა იყო მისთვის. გუკა ... ბაბუას მოსახელე დიდი გურამ აბაშიძე რომელიც ერთ დროს მთელს ქუთაისს აზანზარებდა. ხო ქუთაისელი ვარ, იმ „შავების“ ქალაქში ისე დავაბიჯებდი თითქოს ბულბულების ბუდე იყო . აზრზე არ ვიყავი რატომ მესალმებოდა ეს ბირჟაზე მდგომი ბიჭები, რატომ სწორდებოდნენ ჩემი დანახვისას და თავს მიკრავდნენ მე ამ პატარა 16 წლის გოგოს .მეგონა მამაჩემის გამო იყო, მაგრამ მამას მსგავს ხალხთან ავტორიტეტი არ ჰქონდა ...დიდად თავს არ ვიწუხებდი არ მადარდებდა ეგ ამბავი .
მშვენიერი დილა იყო , ივნისის მეორე კვირა .. გამოცდები დავასრულე გავაოცე დამსწრეები და კმაყოფილი, მხრებში გამართული მივაბიჯებდი სახლისკენ ახალი ამბავი რომ მეხარებინა ოჯახისთვის . გავიარე რამდენიმე ქუჩა და უცებ მანქანა გაჩერდა ჩემს ფეხებთან . არც მიფიქრია მოსალოდნელ ამბავზე, მეგონა უბრალოდ ცუდად გააჩერა მძღოლმა, მე სულელი მხოლოდ მაშინ ავნერვიულდი როცა რამდენიმე ბიჭი სწრაფად გადმოვიდა ხელი ჩამავლო და მანქანაში მაქსიმალური სიფრთხილით ჩამსვა. წინ მსხდომები არც შეტოკებულან . ვკიოდი , ვწიოდი ,მაგრამ აზრი არ ჰქონდა. ვინ დამეხმარებოდა ჩვეულებრივი“გაბედნიერება“ მელოდა . სულ დავჩქმიტე , დავკაწრე და დავალურჯე გვერდით მჯდომი ბიჭები
-აუ გეხვერწები გაჩერდი რა ... ხომ ხედავ არაფერს დაგიშავებთ
-არ დამიშავებთ/ სად მიგყავართ... რა ველურიზმია ასე როგორ შეიძლება
-პატარა ქალბატონო სჯობს დამშვიდდე ხომ იციი აზრი არ აქვს ჩათვალე უკვე გათხოვილი ქალი ხარ ...
-რა? ხომ არ გაგიჟდით ... მე ვარ გათხოვილი? - ისე ავკისკისდდი ნერვიული შეტევა იყო ალბათ. მერე ავტირდი და სულ გადავრიე იქ მყოფები
-კაი დამშვიდდი ... რა გატირებს სიმონ ისეთი ბიჭია შენი საქმრო რო გიჟდება მთელი თბილისი
-შემეშვიით ...
-არც გეხებით და მეტი რა ვქნათ დაიკო
-გამიშვით...
-ეგ არ გამოვა და სხვა რაც გინდა გვთხოვე...- ვზლუქუნებდი , მე პატარას არაფერი მესმოდა ბოლომდე. როგორ არ მესმოდა მაგრამ არ მინდოდა გააზრება. ადამიანებს აზრების იგნორი გვეხერხება... ბიჭები ამაოდ ცდილობდნენ ჩემს გაჩუმებას. მაშინდელი ჯიპი „ ვოლგა“ მიქროდა გზაზე , ანუ მიღორავდა შესაბამისად გვიან ჩავაღწიეთ ერთ -ერთ სოფელში .მთაში ვიყავით , მაგრამ იმერეთის საზღვრები არ გადაგვილახავს. ორ სართულიანი აგურით ნაშენები სახლი იწონებდა ეზოს ცენტრში თავს. თავად ეზოში უამრავი ხალხი ფუსფუსებდა . მე კი ისე გამატარეს და ამიყვანეს მეორე სართულზე არავინ გამომლაპარაკებია ეზოში მყოფებისგან. ბიჭები მხოლოდ მკლავზე მეხებოდნენ ისე თითქოს ფაიფურის ვიყავი . მეორე სართულზე შესვლა და ვიღაც წარმოსადეგი ლამაზი ქალის გამოჩენა ერთი იყო
-კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს სახლში ჩემო გოგო ... ბედნიერების მომტანი ყოფილიყავი - ისე ჩამეხვია თითქოს დიდი ხანია მიცნობდა და მონატრებული ვყავდი.
-ქალბატონო გთხოვთ გამიშვით აქედან... მე არ
-ეს გალეული გოგო გინდოდა რძლად რომ იკლავდით თავს?- მოხუცი ქალი გამოჩნდა ,შავებში გამოწყობილი რომელიც წარბებშეკრული მათვალიერებდა და აშკარად არ მოვწონდი
-დედა ... ისაა დათუნას რჩეული
-დათუნას რჩეული... - ჩაილაპარაკა ცხვირაბზუებულმა და ბიჭებს გადახედა- რას უდგახართ აქ .. ჩადით ქვემოთ ათასი საქმეა
-ახლავე წავალთ ... თუ რამე დაგვიძახეთ-ბიჭები წავიდნენ . მე კი დავრჩი ორი ქალის წინ ერთი მიღიმოდა მეორე კი მაშინებდა ისე მიცქერდა. უხერხულად შევიშმუშნე და ვეცადე მოლაპარაკება დამეწყო
-ქალბატონო ... მე ვერ დავრჩები მე არ შემიძლია მე ...-ახსნას ვცდილობდი მაგრამ ვინ მადროვა. შედარებით ახალგაზრდამ ხელი ჩამავლო და ერთ-ერთ საძინებელში შემიყვანა . საკმაოდ კომფორტული დიდი ოთახი იყო . შემდეგ საწოლზე მიფენილმა თეთრმა კაბამ მომჭრა თვალი და გავითიშე... ბრძოლის უნარი არ მქონდა, არ ვიყავი ასე გაზრდილი მიუხედავად განათლებისა მაინც არავის უსწავლებია თავის დაცვა, დემოკრატიის მნიშვნელობაც ნაკლებად ვიცოდით , ქალის უფლებები ხომ საერთოდ არ არსებობდა...
მერე ყველაფერი ისე განვითარდა ვერც კი მოვედი გონს. დამამცირებელი მომენტი როცა მოხუცი ბებო რომელსაც აღმოვაჩინე რომ ელენე ერქვა და ყოფილი თავადის ქალი იყო შემდეგი დასკვნებით , იმიტომ იდგა ასე მაღალ ფეხზე და უბრალო აზნაურის რძალი არ მოსწონდა. რომელ საუკუნეში ვიყავი სასაცილოა გვარზე რომ იყო კიდევ საუბარი ... ჩემი სადედამთილო კი ძალიან თბილი და კარგი ქალი ჩანდა .50 წლამდე იქნებოდა ჩემი საყვარელი დედამთილი მაია, რომელიც უშედეგოდ ცდილობდა ჩემს დამშვიდებას. აღარ ვტიროდი, მაგრამ ცუდად ვიყავი. თითქოს იქ დაინგრა ყველაფერი.
რამდენიმე საათში ძველებური ხის მოჩუქურთმებული სარკის წინ ვიდექი , თეთრ საპატარძლო კაბაში გამოწყობილი, თავზე ფატა მეფარა და კაცმა არ იცის რას ველოდი. გაოცებული დავრჩი როცა დედამთილებმა დამტოვეს და მალევე შემოვიდა ახალგაზრდა ,მაგრამ ჩემზე საკმაოდ უფროსი ბიჭი . ცისფერი თვალები შემომანათა და მსუბუქად გამიღიმა . ჩემკენ რომ დაიძრა ინსტიქტურად ვიწყე უკან სვლა
-საით მიიწევ... ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ - გაიცინა და ხელი გამომიწოდა - დავით აბულაძე შენი მომავალი მეუღლე - მეუღლეო რომ მითხრა იმდეჯერ გავიგე ეგ სიტყვა თითქოს ფირი გაუჩერებლად ტრიალებდა. თვალებგაფართოებული ვუცქერდი და იმასაც ვერ აღვიქვამდი როგორი იყო . არაფრის თქმა დამაცადეს დედამთილი შემოვიდა
-დათო, მოვიდნენ ... ჩამოდით
-ასე მალე? კარგი მოვალთ დედა...- ხელი რომ მომხვია წელზე უხერხულად შევიშმუშნე, ლოყებიც ამიწითლდა ალბათ .ახლა მეცინება, მაგრამ მაშინ არავინ მეხებოდა მსგავსად . მივყვებოდი ისე რომ არაფერი მიკითხავს... საშინელებაა არა? მაგრამ ასე ხდებოდა . პირველ სართულზე ჩავედით უზარმაზარ მისაღებში შევედით სადაც გულმა ისევ დაიწყო ძგერა, როცა ჩემი ოჯახისწევრები სრული შემადგენლობით დავინახე. დედასკენ გავიქეცი და მოვეხვიე. ტიროდა, მეც ვტიროდი
-დე დე ხო წამიყვან დე...
-ჩშ ... ეგ აღარ გაიმეორო. შენ უკვე აბულაძეების რძალი ხარ ... ყველაფერი გაიხსენე რაც კი ოდესმე გვისწავლებია შენთვის , ამ ოჯახში შენ ხარ ჩვენი სარკე. როგორც მოიქცევი ისეთებად წარმოგვიდგენენ ჩვენც- დედა მეჩურჩულებოდა და სახეს მიკოცნიდა სანამ კაცები საუბრობდნენ. მამა ურეაქციოდ მიმზერდა, მის თვალებში დარდი შევამჩნიე მაგრამ სხვა არაფერი ,თითიც არ გაუნძრევიათ . თითქოს ელოდნენ ამ დღეს ...
მერე ქორწილი იყო...
ჯვარი დავიწერეთ... ღვთის წინაშე შევფიცე ერთგულება სრულიად უცხოს და ვერაფერს ვგრძნობდი. მაინც როგორი სუსტი ვიყავი, სულელი და უმწეო
ეზოში სუფრა იყო გაშლილი ეგ . წ „სეფა“ არ იყო მადლობა ღმერთს. ისე მეზიზღებოდა ეს ყველაფერი . ამინდი ხელს უწყობდათ და ღია ცის ქვეშ მიდიოდა ღრეობა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
მე და ჩემი მეუღლე ამაღლებულ ადგილას ვიჯექით. სპეციალურად ჩვენთვის მოწყობილ მაგიდასთან და იქედან ვადევნებდით თვალს შეკრებილ საზოგადოებას. მხოლოდ ერთ მაგიდასთან მსხდომებს ვიცნობდი და ვერ ვიგებდი ასე უცებ ჩემი ამდენი ნათესავი როგორ გაჩნდა აქ ... უკვე ღამე იყო როგორ ანათებდნენ იქაურობას არ ვიცი მაგრამ ფაქტია ისევ მიდიოდა ქეიფი.
მუსიკოსები სპეციალურად იყვნენ მოწვეულები. მაშინდელი ჰიტები ჟღერდებოდა, არ ვიცი მე მხოლოდ ვცეკვავდი ქმართან . კარგად ნაცნობ ილეთებს ვასრულებდი უემოციოდ , სიხარულის ნაპერწკალიც კი არ მიელავდა თვალებში. სიძე კარგად ცეკვავდა და ვგრძნობდი როგორ მჭამდა თვალებით ყოველი დამატებული ჭიქა ღვინის შემდეგ. თუმცა არც მანამდე აკლდა ცისფერი თვალების ბრიალი...
მაგიდასთან უამრავი ვინმე მოდიოდა ოქროს სამკაულებით და მეც მადლობის ნიშნად თავს ვუქნევდი ... სიძე ლაპარაკობდა ძირითადად . დედამთილმა რომ დამხუნძლა ისე არავინ მოსულა. ჩემებმაც რომ მიართვეს სიძეს ოქროს სამაჯე და უზარმაზარი ბეჭედი , საკმაოდ სქელი ჯაჭვი და საათი თვალები გამიფართოვდა.. მერე გამახსენდა მზვითევი ... ხო ისიც მოიტანეს. გავგიჟდი , მე მეგონა მომიტაცეს და მამა გადაირეოდა ისინი კი ქორწილში მოვიდნენ მზვითევით, საჩუქრებით, მაყრიონით და ქეიფობდნენ.
ბოლოს დედამ სახლში შემიყვანა და ერთ-ერთ საძინებელში დამსვა
-ჩემო გოგონა ...როგორ უცებ გაგვიფრინდი არ მეგონა ასე მალე თუ მოხდებოდა. მაგრამ რაც არის არის .. უნდა შეეგუო სხვა გზა არ გაქვს ის უკვე შენი ქმარია და მისი ერთგული უნდა იყო , უნდა შეეცადო მორჩლებით მართო და ყველაფერი კარგად იქნება. დათო კარგი ბიჭია .. ძალიან კარგი და თავადაც მიხვდები . მიხარია ასეთ კარგ ხალხში რომ მოხვდი და დამშვიდებული წავალ სახლში. ამ საჩუქრებს მიხედე არ დაკარგო ... იცოდე არაფერზე შეეპასუხო დედამთილს , არც ელენა ბებოს . რისი კეთებაც იცი ყველაფერი გაიხსენე და ეცადე თავი მოაწონო ყველას. არავის ათქმევინო ნანას არაფერი უსწავლებია შვილისთვისო ... არავის დაანებო ჩვენი ოჯახის შეურაცხყოფა ისე იცხოვრე კარგი ?
-ასე მარტივად მწირავთ?
-გწირავთ? გათხოვება გაწირვაა დედა? მე რომ არ გავთხოვლიყავი თქვენ იქნებოდით? ახლა კიდევ სხვა დროა
-მეგონა სხვა დრო იყო ,მაგრამ შევცდი.. თურმე ისევ იმ ბნელეთში ვცხოვრობთ ... არადა თითქმის მივუახლოვდით 21-ე საუკუნეს . ყველაფერი იცვლება ქვეყანა განვითარებას ცდილობს მაგრამ ხალხი .. ხალხს არაფერი გეშველებათ და ჩვენც გვღუპავთ ...
-ასე რატომ ლაპარაკობ კატო ... ეს გასწავლეთ ჩვენ?
-ნუ ღელავ არ შეგარცხვენ -უკვე ემოციასაც ვერ გამოვხატავდი
-გეშინია? ვიცი ღელავ და იმიტომ ხარ ასე ... მეც ეგრე ვიყავი დე . ყველა ეგრეა, მაგრამ ნუ ღელავ მაქსიმალურად ეცადე დამშვიდდე
-გასაყიდი საქონელი მგონია თავი და გული მერევა დედა... ამ ყველაფერზე
-როგორი ხარ ეკა... ასე მგონია სხვა პლანეტიდან ხარ. წამოდი ახლა ამდენი ხანი პატარძლის დაკარგვა არ შეიძლება. ქმრის გვერდით იყავი და შეეცადე ბევრი არ დალიოს
-მაგას ვაკვირდე ახლა დედა? შენი აზრით ეგ მადარდებს?
-ეგ უნდა გადარდებდეს ყველაზე მეტად... მთვრალ კაცს გონება დაბინდული აქვს და მხოლოდ სურვილი ამოძრავებს ...
-ახლა შეიძლება მოვკვდე- საწყლად ამოვიკნავლე და ისევ ეზოში გავედი.კაბა უკვე მაგიჟებდა . ეზოში მყოფებს გადავავლე თვალი.. უკვე იშლებოდნენ. მაყრიონი სხვადასხვა სახლში ნაწილდებოდა აბა იმ დროს სად წავიდოდნენ, ფაქტობრივად დაათენდათ თავზე. მე კი მეგონა სული წამართვეს და მხოლოდ ფიტული დარჩა. ვუყურებდი ყველას და თანდათან უფრო ცუდად ვხდებოდი. საყვარელი ქმარი დავინახე , ბიჭებთან იდგა იცინოდა და სვამდა . დედამთილის თბილმა ხელებმა შემაკრთო მხრებზე რომ დამადო
-შვილო უკვე გვიანია... თქვენს ოთახში აგიყვან- გავყევი... ასე მორჩილი ცხვარივით დავყვებოდი ყველას და მას რატომ შევეწინააღმდეგებოდი. მეგონა მოსაკლავად მივყავდი და იმ დროს გეფიცებით მერჩივნა მართლა მოვეკალი ვინმეს . კიდევ ერთი კატასტროფა .... წარმოდგენა მინიმალური იყო ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე . ამით არასდროს დავინტერესებულვარ მხოლოდ ბიოლოგიურ დონეზე ვიცოდი და ამას ემატებოდა ჩემი მეგობრების მონათხრობი პირადი გამოცდილებიდან , რომლებსაც არც ვუსმენდი რადგან მეგონა კიდევ დიდხანს არ მომიხდებოდა მსგავს სიტუაციაში ყოფნა.
ფანჯარასთან ვიდექი ათრთოლებული სხეულით. სულ გამეყინა ნერვიულობისგან სხეული. გულისცემა ისე მქონდა აჩქარებული მეგონა გასკდომას აპირებდა. ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზაზე მეგონა თავი კარი რომ გაიღო და დათო შემოვიდა. ისევ მისი ცისფერი თვალები , ეშმაკურად მოელვარე, ჭინკებათამაშებული ალკოჰოლით გაჟღენთილი სხეულის ნაწილი. მის სიმპატიურობასაც ვაიგნორებდი, იმ წამს ის მონსტრი იყო რომელიც უგულოდ გამომიყენებდა თავისი ჟინის დასაკმაყოფილებლად და ეს ფაქტი ზიზღს იწვევდა ჩემში . უფრო კი ის მაგიჟებდა რომ არაფერს ვაკეთებდი,საერთოდ არაფერს .
ჩემს წინ იდგა და მიყურებდა . თავი ოდნავ გვერდით გადახარა და გამიღიმა . არ იყო გათიშლი მთვრალი კაცის ღიმილი, მომეწონა მისი ღიმილი, ძალიან მომეწონა და რატომღაც მასზე დავიწყე ფიქრი . რამდენიმე წუთი დამჭირდა იმის გასააზრებლად რომ საოცრად სიმპათიური ქმარი მყავდა, ალბათ ბევრისთვის საოცნებოც . ლოყაზე ჩამომისვა მხურვალე ხელისგული და სხეულში ცივმა ტალღამ დამიარა
-პატარა კატუსია ... მადლობა გურამს და შაქროს ასეთი ლამაზი ცოლი რომ მყავს- საერთოდ ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა ან გურამ ბაბუა რა შუაში იყო.. ვერაფერი გავიგე და ვერც ვფიქრობდი . ლაპარაკის უნარიც არ მქონდა რამე რომ მეთქვა ისე დაატარებდა თითებს ჩემს სახეზე ,შემდეგ თმაში შემიცურა თითები და ფატა მომხსნა. თმის ღერებს თითებით ბოლომდე ჩამოჰყვა და იმდენად ახლოს მოიწია მუჭში მოქცეული თმის სურნელი შეიგრძნო . ისევ ვიგრძენი ხერხემალში დავლილი ჟრუანტელი, ვერ ვიაზრებდი ,მაგრამ მთელი სხეული მიცახცახებდა . როცა თითები ყელზე ჩამომისვა და კაბაში ოდნავ გამოკვეთილ მკერდს შეეხო სულ მთლად ავირიე მე, პატარა 16 წლის გამოუცდელი, მემაიტი ბავშვი,რომელიც ჯერ კიდევ შოკში იყო იმდენი რამ დაატყდა ერთბაშად თავს....
რომ მაკოცა მეგონა სულ მთლად გავითიშე. შემეშინდა...მართლა მთელი არსებით მეშინოდა . ისევ სასაცილოა მაგრამ ასე იყო . ის კი არ აქცევდა ჩემს გრძნობას ყურადღებას მას შემდეგ რაც ჩემს ტუჩებს გაუგო გემო უფრო გააქტიურდა. კაბის შესაკრავი გახსნა ისე რომ კოცნა არ შეუწყვეტია . მე ლოდი მხოლოდ იმიტომ არ მერქვა რომ ვკანკალებდი . მერე მივხვდი რამდენად იკავებდა თავს, რამდენად ფრთხილი იყო მისი თითოეული ქმედება , მაშინ კი მეგონა უბრალოდ ერთი უგულო საშინელი ბიჭი იყო რომელიც გახელებული მკოცნიდა და ჩემი სხეულით ტკბებოდა. როგორ ცუდადაც არ უნდა ვყოფილიყავი , ინსტიქტმა მძლია. იმდენად სასიამოვნო იყო მისი თითოეული ქმედება რაღაც ეტაპზე რომ ყველაფერი დამავიწყდა ,ზიზღის გრძNობა აღარ მქონდა ალბათ იმიტომ რომ არ მტკენდა ,არ უხეშობდა. პირიქით ნაზად მეფერებოდა და ცდილობდა ჩემს სიამოვნებას. მისი ჩურჩულიტ ნათქვამი სიტყვები და ოხვრა მახსოვს... ჩემი კვნესა რომელიც ვერა და ვერ შევიკავე . მცირედი ტკივილი და ღაწვზე ობლად ჩამოგორებული ცრემლი დათოს მხურვალე ტუჩებმა მალევე რომ გააქრეს, მისი ჭინკებათამაშებული თვალები და თითები ჩემს წვრილ გალეულ თითებში რომ ხლართავდა . თეთრი ზეწარი მუჭში მქონდა მოქცეული და ყველაფერი ერთად ირეოდა. თავმოყვარეობა გამიქრა , სიამაყე გამირქა... ყველაფერი გაქრა და ბოლოს საკუთარი თავი მეზიზღებოდა. ახურებული ღაწვები დამიკოცნა , სუნთქვაგახშირებული იწვა ჩემს გვერდით და მგონი უფრო დაძაბული იყო ვიდრე მე ... ზურგი რომ ვაქციე და საბანი მივიკარი შიშველ მკერდზე მალევე მომეხვია და ყელში მაკოცა . ენერგია გამოცლილი, გამოფიტული ემოციურად,სულიერად, ფიზიკურად განადგურებული ვიწექი თეთრ ზეწარზე რომელზეც უკვე იყო დაღვრილი ალისფერი სისხლი... მხოლოდ სისიხლი არ იყო , მხოლოდ პირველი ურთიერთობა არ იყო , ჩემი ბავშობის დასასრული იყო ,ჩემი თავისუფლების რომელიც დათოს შევწირე... ან არ ვიცი ვის შევწირე, ვის გამო რისთვის... მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. იმდენი რამ მოხდა ეს ამბავი რომ მახსოვდა ესეც გასაკვირია
-დეეე ... დედიკო მამიკო როდის მოვა?- ევა ამობობღდა ჩემს მუხლებზე და მაკოცა
-მოვა... ალბათ გვიან მოვა დე
-ამ ბოლო დროს გვიან დადის - დემეტრემ ჩაილაპარაკა და ოთახი დატოვა.
ევა დავაძინე ,დანარჩენები თავიანთ საძინებლებში იყვნენ . მეც ჩვენს ოთახში შევედი , ფანჯარასთან მდგომ სავარძელში ჩავჯექი და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ავხედე. ფიქრებში გართულს დრო მალე გამეპარა. სამი საათი იყო სადილს რომ მოვრჩით და უკვე ღამეა ...
მინდა, როგორც ყოველთვის დავურეკო ,მოვიკითხო გავიგო როგორაა ,მაგრამ ვიცი რომ კარგადაა და ალბათ „საქმიანი ვიზიტით რჩება სასტუმროში“ ისევ უკვე მერამდენედ ამ თვის განმავლობაში ღმერთმა უწყის ...
მაინც ვფიქრობ რა შეცდომა დავუშვი და ისეთს ვერაფერს ვამჩნევ ...
პირველი ღამის შემდეგ დათოს მშვიდად ჩაეძინა , მეც თვალები დახუჭული მქონდა სულიერი ტკივილის გასაყუჩებლად ,მაგრამ არ გამომდიოდა .ვერ დავიძინე, მთელი ღამე თეთრად გავათენე და ვფიქრობდი რატომ ვიყავი იქ , რატომ ვიწექი სრულიად უცხო ბიჭის გვერდით ,რატომ ერქვა მას ჩემი ქმარი ...ძალიან ბევრი „რატომ“ იყო პასუხი კი საერთოდ არ მქონდა ერთადერთის გარდა სუსტი ვიყავი , უძლური და ბეჩავი , გოგო რომელმაც ვერ შეძლო თავისი ცხოვრების მართვა ,შეწინააღმდეგებაც კი ვერ გაბედა და ბოლოს არსაიდან გაჩენილ ვნებას აჰყვა.
დილით მამლის ყივილზე შეფხიზლდა, მზის სხივები უკვე იჭრებოდნენ სქელ შინდისფერ ფარდებს შორის . გვერდი იცვალა და მკლავი მუცელზე მომხვია . არ მინდოდა ფხიზელი ვენახე, ალბათ არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა და მაგიტომ. თვალები დავხუჭე და ვეცადე სუნთქვა დამერეგულირებინა. ვიგრძენი როგორ წამოიწია , მზერას ვგრძნობდი სახეზე მერე თითებს ვერ ვიგებდი ამხელა თითებს ასე ნაზად როგორ მისვამდა სახეზე ,ვერც იმას ვხვდებოდი ის ჟრუანტელი ზიზღისგან იყო გამოწვეული თუ არა . დაიხარა და ლოყაზე,ტუჩთან ახლოს მაკოცა მერე ქვედა ტუჩზე და ბოლოს ცხვირის წვერზე
-ვიცი რომ გღვიძავს. გაახილე შენი ღამისფერი თვალები -ისევ ლოყაზე მივსამდა თითებს და მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა . თვალებს რომ ვახელ არ ვიცი იქ რას ხედავს, მაგრამ აშკარად არ უცინოდა კმაყოფილებისგან სახე -დილამშვიდობის
-გამარჯობა - ძლივს ვლუღლუღებდი და სურვილი მკლავდა იქედან აორთქლების ,როცა ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა . არ ვიცი ყველაფერი ასე დეტალურად რატომ დარჩა ჩემს გონებაში
-კარგად ხარ? -თბილად მეკითხება და ამჯერად ყორნისფერ თმაზე მისვამს ხელს - ფზიკურად -ამას რომ ამატებს მგონია რომ ნაწილობრივ ხვდება ჩემს მდგომარეობას, თუმცა მეეჭვება ბოლომდე იაზრებდეს . რაღაც მხრივ მიქრება დისკომფორტი . ამასაც თუ გაქრობა ერქვა მაგრამ ერთი ვიცოდი დათო ურჩხული არ იყო ...
როცა მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი ისევ სუფრა დამხვდა. უკვე გამახსენდა და აღვიქვი მამამთილი და უფროსი მაზლი რომელიც ჩემს ქმარზე ბევრად დიდი იყო . ჩემები ისევ იქ იყვნენ და ისე ილხენდნენ თითქოს დიდი სიხარულით ვარსებობდი იქ. ამჯერად მალე წავიდნენ , დედას რომ მოვეხვიე მეგონა გული გამიჩერდებოდა. ამჯერად მამამაც ჩამიკრა გულში და დიდხანს არ მომიშორა. ჩემი გუკა კი დაბღვერილი უცქერდა ყველას, ის იყო ერთადერთი რომელსაც ჩემი გათხოვება არ მოსწონდა. გულში ჩავიკარი და სახე დავუკოცნე
-არ მომწონს აქ რომ რჩები... ჩემთან მინდა იყო წამოდი რა
-არ შემიძლია ჩემო ბიჭო ... მეც მინდა შენთან. მერე მოვალ ხოლმე ,ალბათ -ჩურჩულით ვამშვიდებდი ტირილის ზღვარზე მყოფ ბავშვს როცა მხარზე ხელი დამადეს
-ნუ ნერვიულობ ვაჟკაც ... მალე წავალთ თბილისში და იქ გვესტუმრე ხოლმე კარგი? - ჩემს გვერდით დათო ჩაიმუხლა და გუკას აჩეჩილ თმაზე ხელი გადაუსვა - პირობას გაძლევ კარგად იქნება შენი და
-მართლა? იცოდე არ აწყენინო თორე მაგრად გცემ - გამეღიმა ჩემი ათი წლის ძმის ქცევაზე . დათო კი გულიანად იცინოდა . მერე ბავშვს ხელი მოხვია და ჩაეხუტა
-მაგარი კაცი ხარ შენ
-გუგა დე წამო ...- შემდეგ დედაჩემის ხმა გავიგე და ჩემი საყვარელი ძმაც წავიდა. ვიდექი ეზოში და ვუყურებდი როგორ ტოვებდა მანქანები ეზოს .თავბრუსხვევა ვიგრძენი, ხშირად მივარდებოდა წნევა , როცა ვღელავდი .ადრე გამოცდებზე მემართებოდა ,თურმე გამოცდის შიში რა იყო იმდენი რამ შეიძლება დაგატყდეს თავს . წელზე რომ შემომეხვია ხელი შევკრთი
-ფერი დაკარგე... კარგად ხარ?
-მე .. არაფერია
-არაფერი გიჭამია , ძალაგამოცლილი ხარ და აბა რა იქნება. წამო ...შეძლებ სიარულს?
-რა ჭირს ბებო .. ავადაცაა ყველაფერთან ერთად? - ელენას ხმა ჩამესმა ყურებში როცა ყველაფერი ჩაბნელდა და ერთიანად მომიდუნდა სხეული.
გონს მძაფრმა სუნმა მომიყვანა, თავზე შეშინებული დათო და დედამთილი მედგნენ. მისაღებში დივანზე ვიწექი და ჯერ კიდევ ბურანში მყოფს უფროსი დედამთილის ქოთქოთი ჩამესმოდა
-ჯერ არ მოსულა და უკვე გონებას კარგავს... ამან რა უნდა გააკეთოს ბავშვებს გაზრდის სახლს მიხედავს თუ ქმარს. თავისი თავი ვერ გაუმაგრებია . რომელი მიგვიყვანეს ნეტა ნაცნობ ბიჭთან
-ბებია გეყოფა რა ! - გავიგე როგორ დაიგმინა და სახეზე ჩამოყრილი თმა გადამიწია - კატო გამოფხიზლდი?
-შვილო აი წყალი დალიე და უკეთ გახდები - დამამშვიდებლად მიღიმოდა დედამთილი. ჭიქა წყალი მომაწოდა და თვითონ დამეხმარა დალევაში.
-უკეთ ვარ გმადლობთ...
-რა დაგმართა კი მარა ... ავათ ხარ?
-ღმერთო თქვენი გაჩერება ხო შეუძლებელია - ისე უცებ თქვა და ამიტაცა ხელში წამოვიკივლე- ხელები მომხვიე არ დამივარდე ... რამე მსუბუქი საჭმელი და წყალი ამოგვიტანე დედა რა გთხოვ ... - უცებ გასცა ბრძანება ქმარმა და სხეულზე ამიკრა. ბუმბულივით მივყავდი , კარგად ნაცნობ საძინებელში შემიყვანა და საწოლზე დამაწვინა - ახლა საჭმელს მოგიტანენ და იცოდე ბოლომდე თუ არ შეჭამ ძალიან გავბრაზდები. გაბრაზებული კი საშინელი სანახავი ვარ .დაახლოებით იმ ურჩხულს ვემსგავსები ზღაპრებში რომ უყურებ-გამეხუმრა თავისი ჭკუით არადა უფრო შევკარი წარბები-რა უხასიათო ცოლი მყავს ,ყველაფერზე მიბღვერს
-მე არ მითხოვია მომიყვანე-თქო
-არც მე მდომებია ბაბუაჩემის გარიგების გამო ცოლის შერთვა
-მოიცა რა... რა გარიგების
-მერე გეტყვი.ნუ გადაიღლი ახლა თავს თორე ბებია გაგიშრობს სისხლს ,დამიჯერე ჭამე და ქვემოთ ჩამოდი - თავზე მაკოცა, გამიღიმა და წავიდა.
მორჩილი ბავშვივით შევასრულე დანაბარები. დედამთილმა საჭმელი ამომიტანა და დაელოდა ბოლომდე როდის შევჭამდი ,მერე მომეფერა ლოყაზე მაკოცა და მასთან ერთად წავედი. სახლი დამათვალიერებინა და მითხრა რომ იქ უფროსი ძმა თავისი ცოლ-შვილით ცხოვრობდა. ბავშვები და რძალი არ მახსოვდა ,მაგრამ მალევე გავიცანი ხუთი და შვიდი წლის გოგო-ბიჭი ჰყავდათ. ძმას ირაკლი ხოლო რძალს თამუნა ქვია . ბავშვებს მაია და თემური ბებია ბაბუას სახელი ჰქვიათ .
დიდი დედამთილისგან განსხვავებით ყველა თბილად შემხვდა, ყველა მხიარული და ხალისიანი იყო . თითქოს დამავიწყდა დაძაბულობა და რძალთან საუბარს შევყევი. გავიგე რომ მაია,თემური და დათო თბილისში ბინაში ცხოვრობდნენ. ირაკლი კი იმიტომ არ წავიდა რომ სოფელში ჰქონდა ყველაფერი ეს სახლიც მისი იყო და ისინი ელენა ბებოსთან ერთად ცხოვრობდნენ. საკმაოდ დიდი მეურნეობა ჰქონდათ და შემოსავალზეც არ წუწუნებდნენ ...მოკლედ ეკონომიურად ძლიერი ოჯახი იყო და რაც მთავარია ძმებს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ნახევარი დღე მიიწურა, უკვე საღამო იყო და ჩემი ქმარი არ ჩანდა. რომ გამახსენდა თვალებით ვეძებდი
-ბიჭებთან ერთადაა მეზობელ სახლში... მისი ბავშვობის მეგობრები ცხოვრობენ იქ ... არ გეწყინოს უბრალოდ არ უყვარს თბილად მოპყრობა და დიდი ყურადღების გამოვლენა .. იცის რომ ჩვენთან უფრო თავისუფლად იქნები ვიდრე მასთან-თამუნა მიხვდა ჩემს ფიქრებს და ყველაფერი განმიმარტა.
-შენც ასე მოგიყვანა ირაკლიმ?
-არა ...ნუ მეც მომიტაცა, მაგრამ შენსავით პატარა არ ვიყავი და თან მომწონდა ირაკლი. შეყვარებულები არ ვყოფილვართ მაგრამ შორიდან ვეტრფოდი . ერთ სკოლაში დავდიოდით ჩემზე ორი წლით დიდია და სულ ძალიან მომწონდა.
-კარგია... თქვენ მუშაობთ სადმე?
-თქვენ? კარგი რა
-მაპატიე უბრალოდ...
-მიეჩვიე და თამუნათი მომმართე . ვმუშაობ კი მასწავლებელი ვარ სოფლის სკოლაში გეოგრაფიის . 20-ის ვიყავი რომ მომიყვანა და ბოლო კურსი დავხურე მისი ცოლის სტატუსით
-ანუ სწავლა გაგაგრძელებინა?
-რა თქმა უნდა აბა როგორ შეიძლებოდა უსწავლელი რძალი ჰყოლოდათ აბულაძეებს..მითუმეტეს კარგად ვსწავლობდი . მაგაზე არ იდარდო მაია დაგეხმარება ყველაფერში და სწავლას გააგრძელებ..ვიცი რომ საუკეთესო მოსწავლე ხარ
-დავამთავრე უკვე .. გუშინ უნდა მქონოდა გამოსაშვები
-ეგეც ვიცი...
-საიდან ამდენი ინფორმაცია... მე დათოს არ ვიცნობდი
-სამაგიეროდ ის გიცნობს ბავშვობიდან... მერე თვითონ მოგიყვება
უფროსი დედამთილი თვალს არ მაშორებდა. თამუნა შეჩვეული იყო და იცინოდა
-ნუ გეშინია ისე ჯუჯღუნებს თორე კეთილია ძალიან . „გამხთარი“ გოგოები არ მოსწონს..ხომ იცი ქალი ფერხორციანი უნდა იყოს
-ახლა უნდა გამასუქონ თუ რა ...
-ვაიმე რა საყვარელი ხარ შენ... -კისკისით მომეფერა თმაზე - არავის საქმე არაა ეგ . თუ გასუქდები არაფერი დაშავდება თუ გახდები უფრო არც მაგით. შენი ქმრის ამბავია ყველაფერი ... დარწმუნებული იყავი მაიადახმარების გარდა არაფერს გააკეთებს. თემო კიდე ყველაზე მაგარი მამამთილია ისე მიყვარს ორივე რომ ჩამოდიან სიხარულით აღარ ვარ
-ელენა ცხოვრობს ხო თქვენთან
-ხო და ყველაფერში გვეხმარება. ბავშვები ნახევრად მან გამაზრდევინა, ხომ გეუბნები ისეა ჯუჯღუნა,თავიდან მეც არ მოვწონდი ვერაფერს აკეთებს დავიღუპეთო გაიძახოდა მერე კი შევეჩვიეთ მე და ელიკო ერთმანეთს და ახლა მაიაზე მეტად მაქებს. ძალიან საყვარელია ხოლმე როცა ჯუჯღუნის ხასიათზე არაა. რა ქნას სხვა დროშია გაზრდილი და სხვანაირად ფიქრობს უკვე 70 წლისაა , ქმარი დიდი ხნის წინ გარდაეცვალა და იმდენად უყვარდა დღესაც ისე გულით ტირის მეც ცუდად ვხდები ... მოკლედ ასე ბევრი რამის მოყოლა შეიძლება მარა ნელ -ნელა ყველაფერს გაიგებ და შეეჩვევი..
მართლაც დრო გადიოდა და მეც მალევე ვხვდებოდი ყველაფერს . ელენა სულაც არ იყო ისეთი ურჩხული როგორიც მეგონა. დათოსთან ყოფნის კომპლექსი ისევ მქონდა .
შუადღეს რომ გავედი უკან ოთახში ფანჯრიდან დავინახე გაბრაზებულმა რაღაც ზეწარი როგორ ჩამოგლიჯა ,მუჭში მოიქცია და მერე ელენას ეჩხუბებოდა. არ უყვიროდა არც გაულანძღავს უბრალოდ ეუბნებოდა „ხომ გაგაფრთხილე მაინც რატომ დაკიდეო“ გვიან მივხვდი რომელი ზეწარიც იყო და უფრო შემრცხვა.
საღამოს რამდენიმე ბიჭი შემოვიდა სახლში ჩემს მაზლთან და ქმართან ერთად. ბავშვებიც მათ ჰყავდათ სულ ამოსვრილები იყვნენ და გაგიჟდა თამუნა
-მაიკოო რაა დედა ეს სად იგორე
-ბიტები ფეგბულთს მეთამაჩებოდნენ ...
-რა დროს ფეხბურთი იყო გაგიჟდი დათო შენ?
-რას მეჩხუბები რძალო? მოკლედ ირუშ ძაან გაგვიბლატავდა ეს ჩვენ - გაიცინა და გაბრაზებულ თამუნას ხელი მოხვია- კაი გოგო რას მიბღვერ
-რას დამიმსგავსეთ ბავშვები დასახეხები არიან
-დახეხე მერე შენც რა იყო ითამაშეს ...
-გაგხეხავ მე შენ კარგად... მადროვე ცოტა - დაემუქრა ქმარს და ორივე სულ ლანძრვით გაყარა სააბაზანოსკენ.
იმ ღამეს გავიცანი დათოს ორი საუკეთესო მეგობარი რომელიც მთელი ცხოვრება ვერ მოვიშორე ბექა და ვახო ორი გიჟი რომელთან ერთად ჩემი ქმარიც გიჟდბეოდა და მერე აღმოვაჩინე რომ ათასისი სისულელის ჩადენა შეეძლოთ სხვებისთვის „საშიშ“ ბიჭებს .
ჩემი ნივთები არ ამომილაგებია. უბრალოდ პიჟამა ავიღე და აწურულმა ჩავიცვი დათოს თვალწინ .რომელიც მიყურებდა და იღიმოდა. ალბათ ჩემი სიმორცხვე იყო სასაცილო მისთვის. რა უნდა გამეკეთებინა სულ დათუნიებიანი, ყვავილებიანი და პეპლებიანი პიჟამა მქონდა. დათუნიებით რომ ჩავიცვი ხარხარი მომესმა უკან მივიხედე და ჩემი ქმარი საწოლზე მოკეცილი ხარხარებდა . გავებუტე ... მახსოვს როგორ გავბრაზდი, საწოლში დავწექი და ზრუგი ვაქციე რომ ჩამეხუტა მეგონა მარტო ჩახუტებას არ დაჯერდებოდა და უსიამოვნოდ გამცრა სხეულში აღარ მინდოდა კიდე მტკენოდა. მაგრამ მხოლოდ ნერვებზე თამაშით შემოიფარგლა მოწყვეტით მაკოცა ტუჩებში მერე აწითლებულ ღაწვებზე ,შემდეგ საწოლზე დაბრუნდა ზურგიდან ამეკრო და ასე დავიძინეთ. მას მერე მიყვარდა დათოსთან ჩახუტებულს ძილი.
სოფლში ერთი კვირა დავრჩით. მენატრებოდა მშობლები, ჩემი სახლი, ჩემი საძინებელი. თავისუფლება ,როცა არაფრის მრცხვენოდა და მერიდებოდა. თითქოს ხელს მიწყობდნენ რომ კომფორტულად მეგრძნო თავი, მაგრამ მაინც არ შემეძლო. ერთი კვირის შემდეგ დათომ მითხრა რომ თბილისში მივდიოდით... არ მიყვარდა დიდი ქალაქები ჩემი ქუთაისი მერჩივნა ყველას . იქ მუდამ არეულობა იყო და მეშინოდა, ქუთაისში კი ყველა მიცნობდა და იმდენად არ ვიყავი დაძაბული, არ ვიცი ასე მეგონა.
თბილისში ოთხ ოთახიანი ბინა ჰქონდათ საბურთალოზე . იმ დროისთვის ყველაფრით აღჭურვილი , ახალი რემონტით და მოკლედ კომფორტული. ბატონი დავითის ოთახი ყველაზე დიდი აღმოჩნდა. ბარგი ამოვალაგე ამჯერად და დავიწყე იქაურობასთან შეგუება. მეორე დილას ბექა და ვახო რომ დაგვადგნენ „ მაიკოს კატლეტები გვინდა“ პირველი წინადადებით სიცილი ვერ შევიკავე .
მაიამ როცა დაადგინა რომ მის შვილს ჭუჭყში და შიმშილში არ ამოვხდიდი სულს მაშინვე მოკიდა ქმარს ხელი და ახალდაქორწინებულები მარტო დაგვტოვა .
ზაფხული იყო და ჩემი ძლისგუდა ქმარი დიდხანს არ დგებოდა საწოლიდან. მომხვევდა წელზე ხელს და მეც არსად მიშვებდა.
არასდროს უყვარდა ბევრი ლაპარაკი ,მაგრამ ერთ დღეს როცა მთელი ქალაქი მომატარა და ამიხსნა ყველაფერი აივანზე დამსვა თავი კალთაში ჩამიდო და ყველაფერი მომიყვა , ყველა კითხვაზე მიპასუხა.
ვერ გეტყვით ერთმანეთზე ისე ვიყავით შეყვარებულები ვიწვოდით სიყვარულით_თქო, მაგრამ შევეჩვიე. მალევე დავინახე ყველა მისი დადებითი თვისება და უარყოფითიც. მეგონა რომ მან ყველაფერი იცოდა ჩემზე, არაფერს მეკითხებოდა . გაბრაზებული რომ ვნახე შემეშინდა , მივხვდი როგორი სხვანაირი იყო ჩემთან და უფრო დავაფასე მისი თბილი, მოზომილი დამოკიდებულება ჩემდამი. სულაც არ იყო ისეთი მომთმენი და ტკბილი ზოგადად როგორც სახლში , არავის უფრთხილდებოდა როგორც მე ,არავის მდგომარეობას ითვალისწინებდა. შემთხვევით წავესწარი ქუჩურ გარჩევას რომელშიც ისიც მონაწილეობდა ბექასთან და ვახოსთან ერთად და მეგონა ჩემს ქმარს კი არა დაუნდობელ ცხოველს ვხედავდი. გაოცება ვერ დავმალე როცა იმ საწყალ არსებაში ფეხ ქვეშ რომ ჰყავდა გაგდებული და ათასი სიტყვით ამკობდა ჩემი ყოფილი კლასელი ამოვიცანი . ვერ მივხვდი თბილისში რა უნდოდა ან დათოს საიდან იცნობდა. იქედან გავიქეცი, ვტიროდი და ვერ ვიჯერებდი რომ ის ველური , დაუნდობელი არსება ჩემი ქმარი იყო . გვიან დაბრუნდა. ხელები გაწმენდილი ჰქონდა მაგრამ მაინც ეტყობოდა ჭრილობები . სხვა პერანგი ეცვა , გაწითლებული ყბა და გახეთქილი ტუჩი შეუძლებელი იყო დაემალა...
იმ დღეს მივხვდი რომ ის ყველას იცნობდა ვინც ჩემს ირგვლივ ტრიალებდა, ის ბიჭებიც მის გამო მესალმებოდნენ, მის გამო ვიყავი ხელშეუხებელი და მის გამო არ მყავდა თაყვანისმცემლები.
შემეშინდა... მისი ისევ შემეშინდა . ერთ საღამოს მთვრალი რომ მოვიდა სულ გავფითრდდი. უკვე ორი თვის დაქორწინებულები ვიყავით შუა აგვისტო იყო , იწვოდა ქალაქი . რომ დამინახა გამიღიმა
-არ გძინავს კატუსი? - ბანცალით წამოვიდა ჩემკენ და სახეზე მომეფერა . სახე დამემანჭა ღვინის და არყის სუნი რომ ვიგრძენი .- აუ ბოდიში კატუსი ... ახლავე მოვწესრიგდები და ისე მოვალ- თავზე მაკოცა და სააბაზანოში მიიმალა. იქედან შარვლის ამარა გამოვიდა. როგორც ჩანს იბანავა . აღარც სასმელის სუნი ჰქონდა ,მაგრამ მაინც მთვრალი იყო .ისევ მოვიდა. სამზარეულოში ვიყავი ზურგიდან რომ ამეკრო და ყელში კოცნა დამიწყო .მერე თავისკენ შემაბრუნა და ტუჩებზე დამაცხრა.ერთ ადგილას გავეყინე. მალევე მომშორდა და თვალებში ჩამხედა
-რა გჭირს ?ცუდად ხო არ ხარ? რამე მოხდა? თუ მთვრალი რო ვარ
-მე უბრალოდ... დათო
-რატომ მაქვს შეგრძნება რომ ჩემი გეშინია- ყოველთვის როგორ ხვდებოდა ჩემს ფიქრებს არ ვიცი ...მაგრამ ფაქტია ამჯერადაც მიხვდა . ჩემმა მზერამ გამყიდა- რისი გეშინია ნუ გადამრევ. რამე დავაშავე ტო? კატუსი შემომხედე თორე გავგიჟდები - თავი ამაწევინა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია . ისე მიყურებდა ცრემლები წამომივიდა -კატოოო რა გატირებს რამე მოხდა?
-მე ... მეშინია შენი.. მეშინია ხო მას ლევანს ისე სცემდი მეშინია .ისე უყურებდი მე ...- სლუკუნით ვუთხარი . მაშინვე მომშორდა და მაგიდას კრა ხელი
-საიდან გაიგე გოგო ეგ შენ! იმ ს.რს რატო მიხსნებ ვაფშე . ნახე? მიპასუხე სადმე ნახე? შეგხვდა? - ნიკაპზე ხელი მომიჭირა და კედელზე ამაკრა- მიპასუხე !
-მე ... არა
-სიმართლე მითხარი ... იცოდე გავიგებ და გეფიცები ორივეს ერთმანეთზე დაგაკლავთ. თვითონ მითხარი
-არ მინახავს ... რატო უნდა მენახა ვერ გავიგე . მე ქუჩაში მოვდიოდი და დაგინახე ,მაგრამ არაფერი მითქვამს ჭრილობებით რომ მოხვედი გეგონა ვერ მივხვდებოდი?
-რა გინდოდა გოგო იქ... რას დაბორიალებ . არ გითხარი მარტო ჯერ ნუ წახვალ არ იცნობ ქალაქს-თქო - უცებ დათბა და იმ ადგილას მაკოცა სადაც მიჭერდა-სულელო მერე მაგიტო გეშინია? რა გგონია რო შენც დაგარტყამ? შენ თუ არ გინდა არაფერს გავაკეთებ .მარტო ერთს მოვითხოვ შენგან, ერთგულებას ...სხვას არაფერს საერთოდ არაფერს გესმის? რომ გავიგო ვინმე შეგეხო იცოდე ბოლოჯერ ამოისუნთქავ - ისე მეუბნებოდა თითქოს რამე კარგს ამბობდა. სახეზე მეფერებოდა და მკოცნიდა . მერე გულში ჩამიკრა და საწოლამდე მიმიყვანა. იმ ღამეს ჩახუტებულებს გვეძინა. სულელი ბავშვი ვიყავი, მაგრამ აღარ მეშინოდა
სიტყვა შეასრულა არასდროს არაფერი დაუძალებია.. არც გვიჩხუბია ნუ გაბრაზებულზე წამოყვირებას თუ არ ჩავთვლით, ეგრე მე რომ ვეჩხუბებოდი ისე უნდა. მაგრამ შერიგებაც კარგად გამოგვდიოდა...
ზაფხულის სამ თვეში მოვახერხე მისი კარგად გაცნობა,ყველაფერი ვიცოდი რა კერძი, თამაში, ფერი, ადგილი უყვარდა. რა ამშვიდებდა, რა აგიჟებდა, რა მოსწონდა ყველგან და ყველა სფეროში. ჩემი 22 წლის ქმარი სულაც არ ჰგავდა ჩვეულებრივ ამ ასაკის ბიჭს. ცურვაზე სიარულის გამო ისეთი სხეული ჰქონდა შეუძლებელი იყო არ მოგწონებოდა. ყავისფერი კულულები მუდამ არეულად ეყარა თავზე ,წვერს ხან ატარებდა ხან არა კულულები კი მუდამ ერთ ზომაზე ჰქონდა . მე ვგიჟდებოდი როცა მათში ვხლართავდი თითებს და ვეფერებოდი . ისეთი რბილი და მბზინავი კულულები ჰქონდა , როცა ჩემს კალთაში ჩადებდა თავს და გაიტრუნებოდა ,ინსტიქტურად ვაცურებდი მათში თითებს .
მეგონა რომ ყველაზე მშვიდი , ბედნიერი და ლაღი ჩემს გვერდით იყო . მასთან შედარებით პატარა ბავშვს რამდენიმე კვირა კომპლექსები მქონდა, სულ ვწითლდებოდი ყველა მის კომენატარზე და კომპლიმენტზე. მერე არ ვიცი როგორ მოახერხა, მაგრამ იმდენად გახსნილი გავხდი მასთან თითქოს მეგობარიც იყო, ქმარიც ყველაფერი გახდა . ყველაფერზე შემეძლო სუბარი და ნებისმიერი რამის განხილვა. ამის გამო მეგონა რომ მისთვის გასაგიჟებელი ცოლი ვიყავი ყველა ასპექტით . ეს ჩვენი დამოკიდებულება წლებს უძლებდა, მხოლოდ ჩვენ ვიზრდებოდით , პასუხისმგებლობები გვემატებოდა და დათოც აღარ იყო ის ბიჭი .
სექტემბერში გამოცდები ჩავაბარე და უნივერსიტეტში მომავალი სტომატოლოგის გზას უნდა დავდგომოდი , მაია და ოთარი კიდევ არ აპირებდნენ ჩამოსვლას . ისინიც მუშაობდნენ რამდენიმე მაღაზია ჰქონდათ და იმათ მეთვალყურეობდნენ , მაია პარალელურად კლინიკაში მუშაობდა ანალიზატორად.
უნივერსიტეტში ბატონმა დავითმა წამიყვანა.. თავად ეკონომისტი იყო და ჩემდა გასაკვირად მუშაობდა კიდეც. საშუალო ხელფასი ჰქონდა ,მაგრამ არც დიდად იყო დატვირთული .
მერე აღმოვაჩინე რომ ჩემს ყველა კურსელს იცნობდა ... გოგონებიც რომ იცნობდნენ ამან გამაგიჟა. მათი მზერა რომ დავაფიქსირე პირველად ვიეჭვიანე და ეგოისტურად მომინდა მხოლოდ მე ვყოფილიყავი მისი ქალი და არასდროს გაეხედა სხვისკენ.
მთელი ამ ხნის განმავლობაში დარწმუნებული ვარ არ უღალატია ჩემთვის , ერთი ღამის თავგადასავალიც კი არ ჰქონია, ვიცი და ამაში ეჭვი არ მეპარება. მე მას კარგად ვიცნობ .
ორი წელი ჩვენი შეთანხმების თანახმად შვილი არ გვყავდა. თვრამეტი წლისამ გავიგე რომ ფეხმძიმედ ვიყავი . საკმაოდ გვიან გავიგე რადგან არაფერი მაწუხებდა, არც ტოქსიკოზი, არც თავბრუსხვევები ჩვეულებრივად ვგრძნობდი თავს,ციკლისთვის კი ყურადღება არ მიმიქცევია . გამოცდები მქონდა და არ მეცალა არაფრისთვის. ერთხელაც როცა რაღაცაზე გავაბრაზე და გამომეკიდა ,მთელი ბინა შემოვირბინეთ და უცებ თავბრუსხვევა ვიგრძენი, წამში კი იატაკზე ვიყავი გაშხლართული, გონება ბოლომდე არ მქონდა დაკარგული დათოს ყვირილი ჩამესმოდა .მერე ხელში ამიტაცა და სულ გავითიშე.
გონს საავადმყოფოში მოვედი , რამდენიმე წუთში კი ვიცოდი რომ ორი თვის ფეხმძმე ვიყავი. დათოს გაბრწყინებული თვალები ახლაც მახსოვს. ისე ჩამიკრა გულში მეგონა ამოსუნთქვას ვერ მოვახერხებდი. როცა სახე დამიკოცნა და რეაქცია ვერ დაინახა ნაპერწკლები ჩაუქრა. ეგონა არ გამიხარდა არადა ჯერ კიდევ შოკირებული ვიყავი .
საოცარი ორსულობა მქონდა. სულ შევიცვალე, ადრეც საკმაოდ გამოკვეთილი ფორმები მქონდა, მაგრამ 18 წლისას უკვე თამამად შეიძლებოდა ითქვას რომ საკმაოდ მიმზიდველი ქალი ვიყავი. ფეხმძიმობაში ისე მოვიმატე ფაქტობრივად დავგორავდი. მაშინ ახალი განვითარებული იყო ეხოსკოპიური გამოკვლევები და გაოცებულები ვიყავით პირველად რომ გავიგეთ ბავშვების გულისცემა... ტყუპებს ველოდით . როგორც გაირკვა დათოს ბაბუას ჰყავდა ტყუპი და გენეტიკური საფუძველი ჰქონდა . კიდევ ერთი ბედნიერება და მერე მართლა დედოფალი მეგონა თავი. ყველა ხელის გულზე მატარებდა, ქმარზე რომ არაფერი ვთქვა ჩემებიც და დათოსიანებიც სიხარულით აღარ იყვნენ. ვინაიდან ჯანმრთელობის პრობლემა არ მქონდა უნივერსიტეტის ის კურსი დავხურე და დავჯექი სახლში. დავჯექი რა სულ სასეირნოდ დავყავდი და სად არ მივდიოდით ,მაგრამ აღარაფერს ვაკეთებდი. მაია ამზადებდა ყველაფერს თითსაც არ მანძრევინებდნენ. ისედაც არ მტვირთავდნენ როგორც სტუდენტს მაგრამ სულ გაგიჟდნენ.
ვახო და ბექა სულ პატარას მეძახდნენ და მაბრაზებდნენ.ისინიც კი აღარაფერს მეუბნებოდნენ უბრალოდ მუცელთან იხრებოდნენ და ათათს სისულელეს უყვებოდნენ ბავშვებს. გადაწყდა პირველი რომელიც დაიბადება მისი ნათლია ვახო იქნებოდა მეორესი კი ბექა.
უკვე დავგორავდი სულ რაღაც მინდებოდა ბოლო თვეებში და გავაწამე დათო. თუმცა მე მეგონა რომ ვაწამებდი თვითონ ისე დარბოდა თითქოს ტურნირში იმარჯვებდა .
დასამახსოვრებელი იყო მისი რეაქციები როცა პირველად გაიგო , პირველა მოისმინა გულისცემა, გაიგო რომ ტყუპები იყვნენ, პირველად იგრძნო მათი მოძრაობა, პირველად დაელაპარაკა და შეამჩნია როგორ დამარტყა ფეხი ერთ ერთმა სულ რომ ხვანცალებდა იმან, მეორე კი ხელს მომადებდა და იყო გასუსული. პირველად ტკივილები რომ დამეწყო ცრუ განგაში აღმოჩნდა . ისე იყო შეშინებული დათო მგონი იქეთ ვამშვიდებდი . სამჯერ წავედით საავადმყოფოში მაგრამ სამივეჯერ ცრუ განგაში იყო. მაინც რომ არ ეზარებოდა ადგომა და ნახევრად მძინარეს გაქცევა. ივნისის თხუთმეტში მშობიარობა დამეწყო. მაშინაც აკეთებდნენ საკეისრო კვეთას, მაგრამ ჩემს შემთხვევაში საჭიროება არ იყო ყველაფერი ნორმაში იყო, ახლაც მახსოვს როგორ განწირული ვკიოდი და გაფითრებულ ქმარს ხელს არ ვუშვებდი. საოპერაციოში არ შემოუშვეს... არ ხდებოდა მაშინ ასე . ისედაც ვერ შეძლებდა იმდენად ღელავდა. როცა პირველი დაიბადა ღიმილმა გადამირბინა სახეზე , პირველ ბიჭს მეორე მიჰყვა . ორივე შიშველ გულ-მკერდზე მეწვინა ,მთლიანად სველი ვიყავი, ვტიროდი და დანაოჭებულ კანს ვუკოცნიდი ჩემს ორ გულისფეთქვას. მშობიარობამდე არ ვიცოდით ორივე ბიჭები თუ იყვნენ.
მე რომ გამოვფხიზლდი უკვე პალატაში ვიყავი. ბავშვები გვერდით იწვნენ და მშვიდად ეძინათ. დათო რომ შემოვიდა პირველად დავინახე მისი ამღვრეული თვალები, ფრთხილად ჩამეხუტა მაკოცა და მერე ბავშვებს დახედა . ხელის შეხებაც კი ეშინოდა , ვერაფრით დავაჭერინე ხელში სანამ ოთხი თვის არ გახდნენ...
ფიქრებიდან მანქანის ხმამ გამომიყვანა უკვე ღამის სამი საათი იყო. ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი შევიმშრალე და ეზოში შემოსულ ქმარს გავხედე.
რამდენიმე წუთში ოთახში შემოვიდა, შემოიპარა უფრო სწორად გაოცებული დარჩა აივანზე რომ დამინახა
-არ გძინავს კატუსი?- პირველად ცხოვრებაში მისი ნათქვამი“კატუსი „ მაღიზიანებდა. ჩემკენ წამოვიდა . პერანგის მოიაშორა და იქვე მიაგდო როგორც ყოველთვის - მე მელოდებოდი? - სავარძელს დაეყრდნო და კოცნა დააპირა. გულის რევის შეგრნება მქონდა, მეგონა გავგიჟდებოდი, ზიზღმა შემიპყრ, თავი გავწიე . გაუკვირდა- რა ხდება კატუსიი
-მეგობრის დახმარება მჭირდება - ძლივს გავუღიმე და ისიც ჩემს წინ დაჯდა
-გისმენ
-ბოლო რამდენიმე კვირაა ვამჩნევ ცვლილებებს. ჩემი საყვარელი ქმარი სახლში გვიან ბრუნდება, ისე ხშირად აღარ მირეკავს და არ მეკითხება“ როგორ ხარ კატუსიიი...მომენატრე“ რომ ბრუნდება ზედაც არ მიყურებს . ჩემი ახალი პენუარიც არ შეუმჩნევია არადა ზუსტად იცის როდის რას ვყიდულობ და ანთებული თვალებით მაშორებს სხეულიდან. ბავშვის ბაღიდან გამოყვანაც დაავიწყდა და რაღაც სულელური მიზეზი მოიგონა თითქოს ვახოსთან იყო სინამდვილეში იმ დროს ვახო და ვიკა ჩემთან იყვნენ. კიდევ სურნელი რომელიც ჩემი არ არის არადა მხოლოდ ჩემი სურნელი უნდა ჰქონდეს ... შუა ღამით ზარები და შეტყობინებები და ბოლოს ჩემი ქმარი უთავმოყვარეო, მოღალატეა . რა ვქნა დავით? - არც კი ვიცი როგორ ვიკავებდი თავს რომ არ მეყვირა და არ მეტირა. რომ ავხედე სულ გაფითრებული იყო ,ისე იქცეოდა როგორც დამნაშავე ,თვალს ვერ მისწორებდა- შემომხედე დავით ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა ... წეხან ხომ კარგად მიყურებდი რატომ ვერ გაითვალისწინე რომ მე კარგად გიცნობ - ყელში ბურთი გამეჩხირა... სიტყვა ვეღარ დავასრულე
-კატო მე ...
-გიყვარს? უბრალოდ მითხარი გიყვარს?
-არა ... მე უბრალოდ
-გულს მირევ იცი? -სიმწრის ღიმილმა გამიპო ბაგე - მოგბეზრდი და გაგულავება გადაწყვიტე? არაკაცი ხარ და როდის გახდი ვერ ვხვდები ..არადა მეგონა გიცნობდი
-კატო..კატუსი მაპატიე გთხოვ გეფიცები სერიოზული არაფერი ყოფილა... ხომ იცი შენ და ბავშვებს ვერასდროს მიგატოვებთ
- ვერ მიგვატოვებ? ვერ მიგვატოვებს ღმერთო- ისტერიული სიცილი ამივარდა , თან ცრემლებიც მომდიოდა უკვე ვეღარ შევიკავე თავი ფეხზე წამომდგარს სილა გავაწანი - შენ კი არ მიგვატოვებ... მე მიგატოვებ ჩემი ოთხი შვილით . უფრო სწორად გაგდებ ჩვენი სახლიდან! ამაღამვე ჩაალაგებ ბარგს და გაქრები ამ სახლიდან და ჩემი ცხოვრებიდან. ბავშვები გნახავენ როცა სურვილი ექნებათ შენ კი აღარასდროს მომიახლოვდები გესმის?
-კატო... ვერ წავალ არ შემიძლია ხომ იცი თქვენ გარეშე არ შემიძლია
-შეძლებ ...შენ ყველაფერს შეძლებ როგორ ვერ შეძლებ...ხვალ.. ხვალ დაველაპარაკებით ბავშვებს
-ეტყვი?
-შეგიძლია თავის გასამართლებლად მე დამაბრალო რამე მოიფიქრე ამაღამ... რომ ცუდი ცოლი ვარ, მოუწესრიგებელი, აღარ გიზიდავ , დავბერდი, ფორმები დავკარგე, მაგრამ უფს ეს ხომ ტყუილია - ვლაპარაკობდი, მაგრამ შინაგანად ვიფლითებოდი. გავნადგურდი მისი მზერაც კი მტკენდა უკვე. ისიც მაგიჟებდა რომ იგივე ჰაერს სუნთქავდა რასაც მე . იმის წარმოდგენა რომ სხვას ეხებოდა, კოცნიდა ,ეალერსებოდა და იმ სიტყვებს ეუბნებოდა რასაც მე .... გავითიშე. თითქოს არსებობა შეწყვიტა ჩემმა რაღაც ნაწილმა და გავიაზრე რა ძლიერ მიყვარდა. ასე რომ არ მყვარებოდა მხოლოდ შელახული თავმოყვარეობა მეტკინებოდა ახლა ის მკლავდა რომ ჩემი აღარაა...
იქ ვერ დავრჩებოდი ევას საძინებელში გავედი და მძინარეს გვერდით მივუწექი. ისეთ სიმძიმეს ვგრძნობდი თითქოს ლოდი მეკიდა მხრებზე. თვალები დავხუჭე და ჩემი კუსკუსელას სურნელით ავივსე. გაბუშტული ტუჩები ერთმანეთისთვის დაეშორებინა და სიცხისგან შეწუხებული ,ლოყებაბრაწული ღრმად სუნთქავდა. ერთი ხელი ბალიშზე ჰქონდა გადაგდებული ,მეორე ღიპუცაზე ედო .მერე მიხვდადა ,მიხვდა რომ გვერდით ვყავდი მკერდზე ცხვირი გამიხახუნა, თავისი პატარა ხელი დამადო და ბედნიერმა განაგრძო ძილი.
საშინელი დილა მელოდა ... ალბათ ყველაზე ცუდი ... თუმცა ბევრი რთული დღე გვქონდა სულ ია ვარდებით მოფენილი არ იყო ჩვენი ცხოვრება. ბიჭები სულ პატარები იყვნენ კრიზისი რომ დაიწყო მთელს ქვეყანაში. ფული გაუფასურდა და საერთოდ დაინგრა ოჯახური ბიზნესი. სწავლაზე რა ლაპარაკი იყო. თბილისში ცხოვრება შეუძლებელი იყო ორი ბავშვით . გადავწყვიტეთ სოფელში გადავსულიყავით და საკუთარი საკვები მაინც მოგვეყვანა. მე ორი პატარა ბავშვით ჯერ კიდევ 18 წლის გოგო ვუყურებდი როგორ ცდილობდა ყველა როგორც ყველაზე პატარასთვის საქმე აერიდებინათ. ბავშვები ბუნებრივ კვებაზე მყავდა და ცდილობდნენ არაფერი მოეკლოთ. დათო ადამიანს აღარ გავდა , საშინლად იყო გაღიზიანებული თავისთვის არაფერს ყიდულობდა, ჩვენ კი არაფერს გვაკლებდა. თამუნაც რომ გავიდა ვენახებში და ეხმარებოდა მივხვდი რომ მხოლოდ სახლში ტრიალი არაფერს უშველიდა. ყველა მიწა რაც კი გვქონდა ნათესებით იყო სავსე , ვენახი, სიმინდის ყანები , ბოსტნეული, ხილის ხეები .ყველაფერი რაც კი იმ მიწაზე ხარობდა. ელენა და მაია ყველაფერთან ერთად პირუტყვსაც უვლიდა იმდენი წვრილფეხი და მსხვილფეხი ჰყავდათ დათვლაც არ შემეძლო.
ოთხივე ბავშვი მე მყავდა სახლში დატოვებული, მხოლოდ სახლის მოვლა და კერძების მომზადება მევალებოდა . მერე სახლში ვიჯექი და ბავშვებს ვუყურებდი. ტყუპები პატარები იყვნენ და მთელი დღე ეძინათ. მაო და ოთო ისეთი კარგი და ჭკვიანი ბავშვები იყვნენ ყველაფერში მეხმარებოდნენ.
სახლიდან ყანები საკმაოდ შორს იყო . საღამოს რომ მოვიდოდნენ ფეხზე ძლივს იდგნენ. სახლში კი წყალიც აღარ იყო კიდევ კარგი ჭა გვქონდა თორე მწყურვალი დავრჩებოდით. ბავშვებს ვუდუღებდი და ისე ვასმევდი . ხელით იმდენჯერ გამირეცხავს ტანსაცმელი თითები სულ მისკდებოდა. დათომ რომ შეამჩნია ახლაც მახსოვს როგორ მეჩხუბა. მაგრამ რა გზა იყო . თვითონ ისე იყო ბალიშზე რომ დადებდა თავს ეგრევე ითიშებოდა. მხოლოდ დილით წასვლამდე ეფერებოდა ბავშვებს ,მაკოცებდა და მიდიოდა.
კრეფის დრო რომ მოვიდა ბავშვები უკვე დიდები იყვნენ . კალათში ჩასმული წავიყვანე და მინდორში დავსვი. იმ დღეებში მეც მათთან ერთად ვიყავი და ვმუშაობდი . იქაც კი მხიარულად ყოფნას ცდილობდნენ .ირაკლი ამხელა კაცი ისე გიჟობდა თამუნა ჭკუიდან გადაჰყავდა. მაო და ოთარი ამაზე იცინოდნენ . ელენა ჯერ ტუქსავდა მერე კი ისიც იცინოდა მათ ამბებზე. მერე მე მოვყავდი მაგალითად ბავში ესაა და არის აქ ჭკვიანად თქვენ რა გემართებათო ,მაგრამ ვინ მომასვენა დათოც აცუნდრუკდა . მინდორში ვიჯექით ვსადილობდით სიცხეს ვაფარებდით თავს ხეების ჩრდილში . ბავშვებს ვაჭმევდი ერთს ძუძუ ჰქონდა პირში ჩაჩრილი ,მეორე ფეხზე მეჯდა და კაბაზე მეპოტინებოდა მკერდს თავსაფარი მიფარავდა. ჩემი გადარეული ქმარი გვირილების გვირგვინით დამადგა თავზე. რაღაც რომ დამადო თავზე გაოცებულმა ავხედე ყურებამდე გაღიმებული მიყურებდა . კამერა რომ გვქონოდა აუცილებლად დავაფიქსირებდი ამ მომენტს ...
ლამაზი ყვავილებიანი კაბები მეცვა ხოლმე ისეთივე თავსაფრები ,ნამდვილ სოფლელ გოგონას ვგავდი . კანის ფერიც შემეცვალა და საერთოდ შევიცვალე. სულაც არ იყო ისეთი საშინელი სოფლის ცხოვრება, ბოლოს მხიარულად მივდიოდი , მაგრამ დაღლილობას ვერსად გავექცეოდი.
ვიდექი შუა მინდორში ხილის ხეების რიგში და ვუყურებდი ჩემს ოჯახს... მაშინ ვგრძნობდი რომ მათი ნაწილი ვიყავი... ყველა განსაცდელის დროს შეიძლება იპოვო მომენტი და ბედნიერი იყო...
როგორც კი შევძელით კრიზისის დაძლევა მაშინვე ჩამაბარებინეს გამოცდები. ბავშვები სულ მაიას ჰყავდა და უვლიდა სანამ მე ვმეცადინეობდი. ასე დავასრულე ბოლო კურსი ,მაგრამ სტომოტოლოგაბამდე ჯერ კიდევ ბევრი მაკლდა. რეზიდენტურა სხვა ქვეყანაში უნდა გამევლო მე კი ვერსად წავიდოდი ,მითუმეტეს ახალი ამბავი გავიგეთ, ფეხმძიმედ ვიყავი ... აბორტს რა თქმა უნდა არ გავიკეთებდი როგორი სიტუაციაც არ უნდა ყოფილიყო. კიდევ ერთმა ბავშვმა ოჯახში ბედნიერება შემოიტანა. ბიჭებისგან განსხვავებით ელენაზე ფეხმძიმობა ტოქსიკოზში, ყოველ წამს დავარდნილი წნევით, წუწუნით და დათოს გაწამებით გავატარე. საშინლად შემეცვალა ხასიათი , ყველაფერზე შემეძლო ტირილი, ბავშვები რამეს რომ გააფუჭებდნენ ვგიჟდებოდი . საწყალი დათო გავამწარე იმ შვიდ თვეში. ელენამ მუცელში ჯდომა აღარ ისურვა და ნაადრევი მშობიარობა დამეწყო . ყველაფერი ხომ კომიკური იყო, მაგრამ სოფლში რომ ვიყავი ამ გაბერილი მუცლით და მინდვრის სახლში დამეწყო მშობიარობა სადაც მხოლოდ დათო იყო ჩემთან ერთად ნამდვილი სიგიჟე იყო.
ხო ელენა დათომ გამაჩენინა... ის იყო ჩემი ბებიაქალი. აბა ისეთ ადგილას ვიყავი ვის მიაწვდენდა ხმას. უკვე წ....ბი დავღვარე და რაღა უნდა ექნა . მეგონა ხელში ჩამაკვდებოდა ისე ცუდად იყო. ბავშვი რომ გამოჩნდა ისე გადაატრიალა თვალები ამ კივილ წივილშიც კი შემეშინდა ოღონდ ახლა არ გაითიშოს და არაფერი მინდათქო ვკიოდი . გაუძლო თქვენ წარმოიდგინეთ საშინელება ის იყო რომ მჯდომარე მდგომარეობაში წამოვიდა ლამის გული გამისკდა რომ მითხრა ფეხები ჩანსო. ვკიოდი და ისე ვეუბნებოდი რა უნდა ექნა . ვეწამე .. ორივე ვეწამეთ იმ რამდენიმე წუთში ,საოცრება იყო რომ მოახერხა ელენას გადარჩენა ,მაგრამ ჩემი გოგო მუცლად ყოფნისას იმდენად ჯანმრთელი იყო ყველაფერს გაუძლო. მე კი ამხელა სტრესისგან, ტკივილისგან , ემოციისგან გადაღლილი მაშინვე გავითიშე როგორც კი ხელზე დაიწვინა ბავშვი და ტირილის ხმა გავიგე.
არ ვიცი რა გააკეთა ... მაგრამ საავადმყოფოში გავიღვიძე. ჩემს საწოლზე ედო თავი და ეძინა. მის არეულ თმაზე ხელი ძლივს გადავატარე საერთოდ არ მქონდა არაფრის ძალა . წამსვე გაიღვიძა .მისი თვალები ისევ მახსოვს . მთელი სახე დამიკოცნა
-ჩემო ლამაზო... გაიღვიძე როგორც იქნა .
-ბავშვი... - ძლივს ვთქვი პირი მიშრებოდა, ტუჩები სულ დახეთქილი მქონდა .ჯიდევ ვერ ვაზროვნებდი ბუნდოვნად ვხედავდი ყველაფერს
-რეანიმაციაშია... გადარჩება. ძლიერი გოგოა მამიკოს პრინცესაა -თავზე მისვამდა ხელს და ისევ მკოცნიდა- შვიდთვიანია თან ქოხში დაიბადა და ამის გამო. გამოკვლევები ჩაუტარეს ,თითქმის ერთი დღეა გათიშული ხარ . ბავშვი ტირის , ექიმები ამბობენ დედასთან უნდაო... რა მეშველებოდა რომ არ გამოფხიზლებულიყავი- პირველად მითხრა მსგავსი სიტყვები - უშენოდ რა მეშველებოდა ... ჩემი კატუსიი.. ჩემი გოგო ხარ შენ . ჩემი ყველაფერი ხარ
ელენა მალე გამოვიდა მდგომარეობიდან. პირველად რომ ვნახე ისეთი ციცქნა იყო , ცერა თითი ჰქონდა პირსი ჩაჩრილი და მიყურებდა. გულზე რომ მივიკარი სითბო ვიგრძენი. ყველა მათგანს განსხვავებული სურნელი აქვს, ჩახუტებისას სხვადასხვანაირად მიცემს გული.
საავადმყოფოდან გამოწერისას ვნახე ჩემი ბიჭები, ისე მყავდა მონატრებული ორივე იმდენ ხანს ვკოცნიდი და ვეფერებოდი ძლივს მოვწყდი. ისინიც მეტიტინებოდნენ ,განსაკუთრებით დემეტრე აქტიურობდა. ..
სიგიჟე იყო ,მაგრამ რუსეთში წავედით . ჩემი სწავლის გასაგრძელებლად ავბარგდით და წავედით. მაშინ ყველაზე ხელსაყრელი იქ გამგზავრება იყო. დათომ ბიზნესი წამოიწყო ვახოსთან და ბექასთან ერთად. კარგა ხანს ვცხოვრობდით მოსკოვში. . მუშაობა დავიწყე და საკმაოდ ცნობილი სტმატოლოგიც გავხდი. სწავლამ გამოიღო შედეგი. დათომ ბიზნესი თბილისშიც ააწყო ...უკვე ყველაფერი ლაგდებოდა ქვეყანაში და ჩვენც დავბრუნდით ...
ბინაში ვეღარ დავრჩებოდით ...მიწა ვიყიდეთ და სახლის შენება დავიწყეთ. მართალია საკმაოდ ვზოგავდით ფულს ,მაგრამ კმაყოფილი ვიყავი შედეგით. სახლი ისეთი გამოვიდა როგორც ვგეგმავდით. საკმაოდ ძვირი სიამოვნება გამოვიდა და ბევრი სამუშაო კიდევ დასასრულებელი იყო ,მაგრამ დროზე ადრე გადავცხოვრდით. შემდეგ ეზოს მოვლა დავიწყეთ და ძლივს დავასრულეთ. ბოლო სახე 12 წლის წინ მივეცით . ბავშვები საქართველოში შევიყვანეთ სკოლაში და ახალი ეტაპიც დაიწყო. აღარ ვგეგმავდი ბავშვის გაჩენას არც დავფეხმძიმებულვარ ელენას შემდეგ , მეგონა უბრალოდ გადამიცდა ,მაგრამ სიმპტომები რომ მრავლდებოდნენ ტესტი ჩავიტარე და უკვე 31 წლისამ ქალბატონი ევა გავაჩინე. მისმა დაბადებამ კიდევ ერთი ფერი გააჩინა ჩვენს ცხოვრებაში
ფიქრებიდან კარის ჩარჩოზე მიყრდნობილ დათოს გამოვყავარ, ჩაწითლებული თვალებით მიცქერს და გული მეკუმშება. რა დროს შეცოდებაა, ასე ვაპატიებ კიდეც! ისევ მახსენდება ღალატი და გული შუაზე მეხსნება... საწოლიდან ვდგები და მასთან მივდივარ. როგორც კი კარი მივხურე ხელები მომხვია და ჩამეხუტა. იმდენად მოულოდნელი იყო ადგილზე მივეყინე, თავი ჩემს მხარზე დადო და ღრმად ამოისუნთქა
-გეფიცები მასთან არ დავწოლილვარ... ვერ შევძელი
-თავს ნუ მაცოდებ არ გეკადრება აბულაძე...
-გგონია ახლა რამეზე ფიქრი შემიძლია... ყველაფერს გავაკეთებ რომ შემირიგდე და მაპატიო
-სულელი ხარ ...
-ვიცი..
-არ იცი .. სულელი იმიტომ ხარ რომ ვერც მატყუებ
-არ გატყუებ ... მასთან არ ვყოფილვარ. ნინა ჩვენ კომპანიაში მუშაობს უკვე ორი თვეა.ზედმეტად მიმზიდველი ქალია აშკარად იჩენდა სიმპათიას ჩემს მიმართ.. გონება ამერია მეგონა მის მიმართ ლტოლვა მქონდა... მეგონა, მაგრამ ასე არაა მე შენ მიყვარხარ და ...
-არ მინდა მოსმენაც კი... რადგან გონება აგერია ე.ი მყარი არ იყო შენი გრძნობა. ახლა მე რომ რომელიმე ჩემს თაყვანისმცემელს, შენ რომ ბლომად გყავს ნაცემი, სადმე რესტორანში გავყვე, ვეჟღურტულო, ვეფლირტაო, მერე სასტუმროში გავყვე მოფერების საშუალება მივცე იმ მიზეზით რომ მომწონს ,მერე მივხვდე რომ უიი დათო ხო ჩემი ქმარია ამას ვერ გავაკეთებ წამოვვარდე და შენთან გამოვიქცე რას გააკეთებ
-უნდა შემირიგე!
-არც მიჩხუბია ... უბრალოდ მიდიხარ
-მხოლოდ ერთხელ... მხოლოდ ერთხელ ამერია გონება და შანსსაც კი არ მაძლევ? ის ფიცი აბა რა იყო ჭირში და ლხინში . მე ახლა მიჭირს ყველაზე მეტად და მჭირდები ... შენი შანსი მჭირდება გთხოვ .ამის დედაც ვიცი სულელი ვარ , მაგრამ მიყვარხარ
-ეგ იქედან დაასკვენი რომ სხვასთან ვერ დაწექი? კიდე სცადე რა იცი რა ხდება... იქნებ ასაკის გამოა
-შეწყვიტე ეს ცინიზმი ... კატუსიი , კატო - სახეზე მეფერებოდა მე კი ვერ ვეწინააღმდეგებოდი. აი ჩემი თავმოყვარეობა..ისევ 16 წლის გოგო მგონია თავი, წინააღმდეგობას ვერ ვუწევ. მისი თვალები გულს მილბობენ და მარწმუნებენ რომ უნდა ვაპატიო
-რატომ დათო ... რატო გადადგი ეს ნაბიჯი. ერთხელ რადგან მოგინდა სხვა ქალთან ყოფნა და გადაწყვიტე ღალატი სხვა დროსაც იგივეს გააკეთებ აღარ მინდა კიდე მეტკინოს მე შენს გამო საკმაოდ დავიტანჯე უკვე. ნუთუ მშვიდად დაშორების ღირსიც არ ვარ .მაინცა და მაინც ჩემი თავმოყვარეობა უნდა გათელო,სული გამინადგურო ?
-ხომ იცი არ შემიძლია შენთვის ტკივილის მოყენება . ახლა მე უფრო მტკივა ჩემი სისულელე, შენი ტკივილი ყველაფერი ერთად და მგონია მალე გული გამისკდება . შენ გარეშე ვერ გავძლებ..ეგოისტურად მჭირდები 20 წელი...მთელი 20 წელი ვიყავით ერთად გთხოვ ამ წლების ხათრით ,ჩვენი ბავშვების გამო მაპატიე
-არ შემიძლია . რატომ არ გესმის ,არ შემიძლია! მე რომ გამეკეთებინა იგივე ...
-ჩშ ეგ არ გაიმეორო შენ ყველაზე წმინდა ხარ ... მხოლოდ ჩემი
-მაგ ხელებით ახლა ჭუჭყში მხვევ რომელიც თავს მაზიზღებს ...ვერ გიტან ამის გამო ვერ გიტან რომ მეფერები და მე ცუდად ვხდები . ამის გამო ვერ გიტან რომ კოცნის სურვილი არ მაქვს, ვერ გიტან რომ წარმოვიდგენ სხვას კოცნიდი , სხვასთან გინდოდა და მატყუებდი. მეზიზღები და საკუთარი თავიც მეზიზღება ამის შეჩერება რომ არ შემიძლია, რომ ვერ გიშსორებ მაინც და პირდაპირ არ გაგდებ ეგეც მაგიჟებს
-ჩშ ...ნუ ტირი ,ჩემ გამო ნუ ტირი - თავი ისევ მის ყელში მქონდა ჩარგული და ცრემლებს ვერ ვიკავებდი. 16 წლის მერე ისაა ჩემი თავშესაფარი ,ისაა ყველაფერი ჩემთვის .ისაა მცველი, ისაა ჩემი გულის ქურდიც, ბატონიც, მონაც, ყველაფერი ისაა . ყველაფერს დავკარგავ ის რომ გავუშვა და ამდენწლიანი თანაცხოვრება ერთი შეცდომისთვის დავანგრიო . შეცდომა საშინელი დაუშვა, ყველაზე ცუდი რაც კი ქალს შეიძლება გაუკეთო, მაგრამ საკითხავია მიღირს მისი სხვისთვის დათმობა? ის ხო ჩემი დათოა ... ჩემი ნაწილია - მივიღებ შანსს? -ისე მიყურებს ვგიჟდები.... როგორ შეიძლება ეს მოღალატე იყოს. ყოველთვის იმ აზრზე იყო რომ მოღალატე კაცი ყველაზე დიდი უთავმოყვარეო, გარეწარი არსებაა რომ იგივეა კაცის ღალატი რაც ქალის . ისინი მართლა სუსტი არსებები არიან, ვერ ახერხებენ გონს მოსვლას . მათ ცხოვრებაში ჩნდება მომენტი,როდესაც კარგავენ კონტროლს ...მე რა ვამართლებ? - კატო...კატუსი
.........
მახსოვს მინდორში ვიყავით დიმამ რომ გაიარა. ყველასთვის მოულოდნელი იყო... არც კი დახოხავდა ხელს თუ მოვკიდებდი მხოლოდ მაშინ ინებებდა ნაბიჯის გადადგმას წელი მტკივდებოდა მოხრილი სიარულისგან... დათო მინდორზე იწვა მუშაობისგან დაღლილი,, დაცვარულ სახეს მზეს უშვერდა ,ჩრდილში გადასვლაც ეზარებოდა მზისგან გამუქებული კანი უბზინავდა , კუნთები ისე ეტყობოდა ხანდახან თვალს ვერ ვაშორებდი. ხვდებოდა და ეშმაკურად მიღიმოდა , ქვედა ტუჩს კბილსაც მოსდებდა და ისე მომაშტერდებოდა ცეცხლი მეკიდებოდა. უნდა ვაღიარო „ცეცხლმქრობი „ თავადვე იყო ,მაგრამ მე ჩემი მემართებოდა. იმ დროსაც იგივე მზერით მიმზერდა, ისე გავშეშდი და წავედი ფიქრებში ბავშვი წამოდგა და პინგვინის ნაბიჯებით პლედიდან მინდორზე გადავიდა
-მა მა - საყვარლად რომ დაიტიტინა ორივე გონს მოვედით და ლამის გული გამისკდა სანამ დათო წამოჯდა და ხელები გაშალა ბავშვის შესაშველებლად. მეგონა დაეცემოდა . დამიანე ისევ პლედზე იჯდა ბუთქუნა თითები პირში ჰქონდა და მეორე ხელს ნაკეცებიან ფეხზე იტყაპუნებდა . უცებ გადაწვა აბზიკა საჯდომი ,ხოხვის დროს ასე შვებოდა , ხელებს დაეყრდნო და ისიც წამოდგა . დამი ჩემკენ წამოვიდა
-დე... და
იმხელა სიხარულს ვგრძნობდი მეგონა ფრენა შემეძლო. დათო მოვიდა დემესთან ერთად .ბავშვი ძირს დასვა და ისე უცებ მეძგერა ტუჩებზე სულ გავითიშე. ბავშვები ფეხებზე გვებღაუჭებოდნენ ის კიდე მკოცნიდა . ხომ ვთქვი ბევრი საუბარი არ უყვარდა, ის კოცნა იმ წამს ყველაფერი იყო ამ ბედნიერებისთვის მადლობაც, სიხარულის გამოხატვაც , გაზიარებაც და საერთოდ ყველაფერი რასაც ორივე განვიცდიდით...
ყოველთვის ვგრძნობდი როცა რამე მიხაროდა, მტკიოდა, მწყინდა, მაბრაზებდა ისიც იგივეს განიცდიდა . მისი მზერა, ჩახუტება ,კოცნა, ღიმილი მაგრძნობინებდა რომ ჩემთან იყო ...
მოგონებები დავტოვე და დერეფანში მყოფ ქმარსაც მოვშორდი. მივდიოდი და ვგრძნობდი როგორ მერეოდა ნაბიჯები, ისე კი ტირილისგან დასიებული ,დაბინდული თვალები ვერაფერს არიქვამდნენ სწორად, თავიც საშინლად მტკიოდა... კიბეს ჩავუყევი, მოაჯირზე დაყრდნობილმა ჩავიარე . შესასვლელიც გავიარე და ბაღში გავედი...
ვუყურებდი ლამპიონებით განათებულ ეზოს ...ბავშვის სახლს რომელიც ეზოს ერთ მხარეს იყო . შორს მუხის ხეზე აშენებულ ბიჭების ყოფილ თავშესაფარსაც ვხედავდი ,თოკის კიბით მიძვრებოდნენ ,რომელიც დათომ თავისი ხელით გაუკეთა, სახლის აშენებაში ხელოსანი დაიხმარა .არასდროს ჰქონდა მსგავსი ნიჭი . ხელზე დაიირტყა ჩაქუჩი და დალურჯებული თითით დადიოდა ,ბექას და ვახოს სასაცილო მიეცათ და მიწვალებდნენ ქმარს. ისიც აჰყვა და მერე პატარა ბავშვებივით დარბოდნენ ეზოში, ამ აყალმაყალში ბალახზე აუცდა ფეხი და ზედ დაეცა ვახოს. ის კიდე გაჰკიოდა რძალო მიშველე ჩემზე ძალადობა უნდაო . თითქოს კადრებმა ჩამირბინა თვალწინ... გამეღიმა .
სკამზე ვიჯექი , უკვე საკმაოდ ციოდა . შუაღამე იყო მე კი ისვე მოგონებებში გადავეშვი...ბავშვებს ვხედავდი ეზოში როგორ თამასობდნენ, ჯერ ორი იდენტური ტყუპი დარბოდა ხმლებით , შემდეგ ორ გიჟ ბიჭს პატარა გოგონა ჰყავდა მინდორზე დასმული დიდ ფუშფუშა კაბაში და მის წინ თამაშობდნენ, ყოველ წამს მირბოდნენ და აწითლებულ ლოყებს უარესად უწითლებდნენ. შემდეგ სამივე ერთად დარბოდა, დემე აგიჟებდა ელეს , დამიანე იცავდა დას. ან პირიქით დემე იცავდა და დამიანე აწვალებდა. ბიჭები კი იშვიათად კამათობდნენ, არც მახსოვს ოდესმე რამეზე გაბრაზებულიყვნენ . ძირითადად განსხვავდებიან ქცევით, მაგრამ მაინც პოულობდნენ გამოსავალს . შემდეგ მათთან ერთად პატარა ლაბრადორი დარბის ,ძირითადად ბიჭებს ჰყავთ ,ისიც იზრდება და მისთვის სახლის აშენება ხდება საჭირო. ერთ დილას კი გაოცებას ვერ ვმალავ როცა ბავშვები კივილით გარბიან და ძაღლის უზარმაზარ სახლს ათვალიერებენ. მერე მამიკოსკენ მირბიან და ისე ეტაკებიან მინდორზე ვარდება. ჩემთან მოდის გათავისუფლებული ბატონი და ტუჩებს წინ სწვეს, მეც არ ვაყოვნებ და მხურვალე კოცნით ვასაჩუქრებ .
ფაფოც გვყავს... ჩვენი ფუმფულა ფისო. ფისოს ვერ იტანს დათო ,ბავშვები გიჟდებიან და სულ ხელში ჰყავთ ის კი გარბის როგორც კი დაინახავს. მეშინოდა ბავშვები არ დაეკაწრა და ძირითადად მე მყავდა .საძინებლის აივანზე გამყავდა ზაფხულში და თავის კალათში ვაძინებდი. ერთ ღამეს საწოლში შემომძვრალა. დათოს მუცელზე მოკალათებულა თბილად და წარმოიდგინეთ სიმძიმე რომ იგრძნო ,თვალები გაახილა და მუცელზე დაწოლილი კატა დაინახა რა რეაქცია ექნებოდა... ჯერ ხო ხველა აუტყდა, თვალები გაუფართოვდა მეგონა ასთმური შეტევა ჰქონდა მიუხედავად იმისა რომ ასთმა არ აქვს. ხელებს ჰაერში იქნევდა და საწყალ ფისოს რომელიც კუდს უქიცინებდა ისე უცქერდა თითქოს ავაზა ყოფილიყოს მის დასაგლეჯად, თათი რომ აიღო და მუცელზე დაკრა ყვირილი დაიწყო მომაშორე დამასახიჩრებსო . ბავშვებიც შემოვარდნენ ოთახში და დაიწყეს სიცილი. დამიანე და დემე ერთმანეთს ეხვეოდნენ და ისე ჩაიკეცნენ იატაკზე . მე კი ვერ გავიმეტე და მოვაშორე თორე კიდე დიდხანს იყვირებდა და ელესაც გამიღვიძებდა ,მერე ევაც მიჰყვებოდა და ისევ მე ვიქნებოდი ცოდო. ამ ყველაფრის შემდეგ იმდენი გვეჩხუბა,იყვირა და იჯუჯღუნა თითქოს დიდი დანაშაული გვქონდა. სააბაზანოში შეიკეტა და ზუსტად სამი საათი იყო იქ. რომ გამოვიდა არ მელაპარაკებოდა . მაიასგან გავიგე რომ ბავშვობაში მეზობლის კატებმა შეაშინეს.თურმე მშივრები იყვნენ პატარა ბაჯბაჯით მოსიარულე დათოს ხელში რძიანი თეფში და პური ჭერია რომ დასხმიან თავს. შეშინებული და დაკაწრული ყოფილა, იმდენი აცრა გავუკეთეთ საშინლად ახსოვს მას მერე კატები შეზიზღდაო . ფაფო გაძევდა ჩვენი საძინებლიდან. ეზოში ძაღლები არ აჩერებდნენ და ავტოსადგომზე გავუკეთეთ ბინა ჩვენს ფაფოს, იქედან სახლშიც ამოდიოდა ,ძაღლებიც არ აწუხებდნენ და ვცხოვრობდით მშვიდად....
-სახლში შემოდი გთხოვ... გაცივდები გარეთ - მხრებზე პლედი რომ მომახვია მივხვდი რომ სულ მთლად გაყინული ვიყავი . ხელები მომხვია და გაბზარული ხმით მითხრა
-შაქროს და გურამს ერთმანეთო რომ არ გაეცნოთ...რომ არ დამეგობრებულიყვნენ და აკვანშივე არ დავენიშნე შენზე რა მოხდებოდა -ავხედე და იმ წამს იქ დანახული ტკივილი მანადგურებდა. სახე უფრო მოექუფრა, თითქოს ის დათო არ იყო ასაკის მომატებაც რომ არ ეტყობოდა, თითქოს ერთბაშად გაუჩნდა ნაოჭები სახეზე . ცისფერი თვალები დაწითლებული და ამღვრეული ჰქონდა
-მხოლოდ ერთი ვიცი მე ... მე ბედნიერებას ვერ შევიგრძნობდი და მის ძიებაში შენ გიპოვიდი. მაინც გიპოვნიდი არ ვიცი როდის,გვიან თუ იგივე დროს მოხდებოდა ჩვენი შეხვედრა,მაგრამ გიპოვნიდი და ჩემად გაგხდიდი
ხომ ასეა... აღმოჩნდა რომ ჩემმა თავისუფლების მოყვარულმა ქმარმა იმიტომ შემირთო ცოლად რომ აკვნიდან ვიყავით დანიშნულები, იმიტომ იყვნენ ჩემი მშობლები ასე მშვიდად, იმიტომ უხაროდა ყველას, იმიტომ შეხვდნენ თბილად ერთმანეთს. თუმცა ერთს ვერასდროს ვიგებდი და არც არასდროს უპასუხია დათოს..რატომ შემირთო. მას რომ არ სდომოდა ვერავინ აიძულებდა . მითუმეტეს არც შაქრო იყო ცოცხალი და არც გურამი. ელენა კი დათოს მართვას ვერ მოახერხებდა. ჩემი მშობლებიც არ იქნებოდნენ წინააღმდეგნი ...დარწმუნებული ვარ არ იტყოდნენ უარს და ძალით არ მიმათხოვებდნენ მასზე. თბილისში ცხოვრობდა, არაფერი ეკითხებოდა , არაფერი ადარდებდა და რატომ ჩამოვიდა ჩემს გამო ვერ ვხვდები. ერთხელ ვკითხე.ჩვენი გულახდილობის საღამოს..ყველა კითხვაზე მიპასუხა გარდა ამ ერთისა და ეს კითხვა დღემდე მაწუხებს...
ახლა ვუსმენ მის სიტყვებს და თითქოს ვერც იმას ვიაზრებ რომ არ ტყუის, ვერც მის სევდიან თვალებს აღვიქვამ... ის მაინც მოღალატე ქმარია . თუ არ უღალატია პირდაპირი მნშვნელობით ეგ ბევრს არ ნიშნავს ჩემთვის .რადგან გაიფიქრა ე.ი ადრე თუ გვიან ჩანაფიქრს აისრულებდა. თუ არ უღალატია ისიც იმიტომ რომ მალევე მივხვდი და არ ვადროვე კარგად ფესვების გადგმა მასში იმ ქალის არსებას... იმის გააზრება რომ იმ ქალს ისევე შეიყვარებს, ისევე აჩუქებს გულს და გახდის თავის ნაწილს, ჩემს ადგილს დაუთმობს მე კი ერთი ნახევარის გარეშე დავრჩები, მაგიჟებს. ეგოისტურად ვგიჟდები ... არა მე მასზე ვგიჟდები და იმიტომ ვარ ასე . მე მესაკუთრე ქალი ვარ რომელიც ვერ აიტანს მისმა ქმარმა ,თუნდაც“საღალატოდ გასულმა“ სხვას მიუძღვნას ერთი ზედმეტი თბილი ,გრძნობით სავსე ღიმილიც კი ... ვერ ავიტან სხვაგან იცხოვროს და თავისუფლება ჰქონდეს . შესანარჩუნებლად ვიბრძვი? სისულელეა? არ მაინტერესებს! მას მე ვუყვარვარ, ჯერ კიდევ ჩემი ნაწილია , ჩვენი გულები ერთ რიტმში ძგერენ როცა ვეხები...
არ ვიცი კდიევ რა მითხრა... წამოვდექი პლედი მოვიხვიე და მის გამოსახულებას თვალი შევავლე... მერე გავიაზრე რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემგან მოშორებით სახლის კიდეში ,კედელთან მიყრდნობილი იჯდა და მიყურებდა. სანამ პლედს მომიტანდა თვითონაც გაიყინა, ფეხშიშველი იყო შარვლისა და მაისურის ამარა...
-სახლში შემოდი... მისაღებში დაიძინებ -ეს იყო ბოლო სიტყვები რაც იმ ღამით ვუთხარი.
მერე საწოლზე დაწოლისთანავე გავითიშე, . ტვინმა ვეღარ გაუძლო ამდენ ფიქრს ...
დილით ჩემმა ტკბილმა გოგომ გამაღვიძა . ლოყებს მიკოცნიდა და სულს მითბობდა
-დედიკოოო რატო დამტოვე? წუხელ ხომ ჩემთან დაწექი? გაგიბრაზდი - გაბრაზებულმა მითხრა თვალები რომ გავახილე. ჩემი ბუშტი , კოცნით გამაღვიძა და მერე მითხრა გაბრაზებული ვარო .
-ისეთი ღიპუცა ხარ გადმომაგდე ლამის და აბა რა მექნაა
-არ ვარ მე ღიპუცა... ფუმფულა და საყვარელი ვარ როგორც გიო მეუბნება - საწოლზე გაწოლილი კისკისებდა სანამ მე ვკოცნიდი
-გიო... გიოზე რომ უთხრა შენს ძმებს იცი რას იზამენ?
-მამს ვუთხარი და ასე მითხრა გიოზე უკეთეს სასიძოს ვერ ვინატრებდიო და სასიძო ვინ არის?
-ტიკტიკა სიტყვებს რომ კარგად ამბობ მნიშნელობები სად მიგაქვს?
-აუუ ვინაა სიძე?
-სიძე ვინ არის და ელიკოს რო გავაყოლებთ ცოლად ბიჭს ის იქნება სიძე ... პატარა ჭიკარტო- დამიანე შემოვიდა და ბავშვს აკოცა მე კი ზემოდან დამხედა - რატომაა მამა იქ ?-ჩუმად მითხრა და დემეტრეც შემოვიდა
-ოჰ აბულაძეების სიამაყეები აქ ყოფილან.. სად გამომეპარე ბიჭო საქმე მქონდა...ჩემი კნოპკა გოგოოო ამ ბაჭიის ყურებიანი ტრუსით რო დატანტალებ ქალიშილო სირცხვილი არ არის? - ხელში აიტაცა ბავშვი და ჩაკოცნა- ჩემი ღიპუცა ხარ შენ
-მეღუტუნება დემეტრეეე....
-ახლა ვიღაც შეიჭმებაოოოოო მოვიდა მოვიდააა
-აფთარი მოვიდაააა, გავიქცეთ ელიკო აფთარი მოდიიიის- გააწყვეტინა დემეტრემ და გაიქცა. ვითომ სადმე გაიქცეოდა ოთახში დარბოდნენ, საწოლზე ამოხტნენ ამხელა ბავშვები არიან და კიდევ ასე გიჟობენ. კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც ვერ ვშორდები დათოს... ამ ბავშვებში მისი ნაწილია და როგორც არ უნდა მინდოდეს ვერ შევიძულებ...
ტკივილი მღრღნიდა მაგრამ მაინც ვერ ვშორდებოდი...
ისე გააკეთეს ევა გაუშვეს ოთახიდან და სამივე წინ ამესვეტა.
-დათოს რატომ სძინავს სხვაგან? იმიტომ რომ ვიჩხუბეთ...-თავად ვუპასუხე საკუთარ დასმულ კითხვას
-კაი რა თქვენ არ ჩხუბობთ ისე რომ სხვაგან დაიძინოს... ღამემდე რიგდებით
-არა ბიჭო ღამეს რიგდებიან - დემემ გაიცინა და დამიანეს დაეყრდნო - გვითხარი ახლა რა მოხდა ,პატარები ხო არ ვართ ვხვდებით რომ რაღაც სერიოზულია და ამ სერიოზულში აშკარად მამაა დამნაშავე. ოთახში რო შევიხედეთ ისე იჯდა იმ სავარძელში გული მომიკვდა. რა მოხდა ასეთი
-ხო დე რა მოხდა?
-დედათქვენმა სხვა ქალთან დამინახა ..კაფეში ვისხედით და მიხვდა რომ მასთან მეგობრობას არ ვგეგმავდი - სანამ სიტყვას ვიტყოდი დათოს ხრინწიანმა ხმამ გაიჟღერა ოთახში .მერე რაც მოხდა ჩემს ნებას აღარ ემორჩილებოდა ,სრულიად ავირიე ...
სამივემ უკან მიიხედა. ელენა გაოცებული აფახუნებდა თვალებს, დამიანე და დემეტრე ბრაზმა შეიპყრო . არ მეგონა ასეთი მძაფრი რეაქცია თუ ექნებოდათ დემეტრესგან ველოდი მაგრამ დამიანე თუ გამოვიდოდა მწყობრიდან ნამდვილად არ მეგონა. ისე უცებ წვდა საყელოში ლამის ქარივით ჩაიქროლა. კედელზე მიკრულს წინ უდგა დაბერილი ძარღვებით და ცდილობდა არ ეღრიალა
-იმ ნ.ბ.ზარ ნინასთან იყავი? ხო გითხარით ეგ გოგო არ მიიღო კომპანიაში-თქო თუ უკვე საყვარელი იყო და თვალს გვიხვევდი
-დამიანე ...- მეც არ ვიცი ხმა როგორ ამოვიღე ,მაგრამ ვერ ავიტანდი ჩემს შვილებს მამასთან ეჩხუბათ თან ამ ფორმით . როგორც კი ჩემი ხმა გაიგო ხელი მოაშორა ურეაქციოდ მდგომ დათოს და გაბრაზებულმა გამომხედა
-დედა ...
-როგორ იქცევი .მამაშენის შეცდომა ჩვენს ურთიერთობას ეხება მხოლოდ თქვენთან მას შეცდომა არ აქვს და საუკეთესო მამაა ,უფლება არ გაქვს! მამათქვენი ამ სახლში დარჩება უბრალოდ ჩვენი ურთიერთობა აღარ იქნება ისეთი როგორიც ადრე... მეტი არაფერი მაქვს სათქმელი დიდები ხართ და დანარჩენს მიხვდებით
-არ გაეყრები ანუ?
-გინდა რომ გავეყარო?
-არა ...
-ხოდა მორჩა ,თქვენ სანერვიულო არაფერი გაქვთ . რამდენიმე დღეში დასასვენებლად წახვალთ და განაგრძობთ ზაფხულის გეგმების ასრულებას . ჩამოვალ მალე და საუზმეს მოვამზადებ
მეტი უნდა მეთქვა? არ იყო საჭირო ძალიან კარგად ხვდებოდნენ ყველაფერს . დემეტრემ ისე ჩაუარა გვერდით არც კი შეუხედავს,დათო იდგა და მიყურებდა . მთლიანად გამოფიტული იყო ,ალბათ მეც მსგავსად გამოვიყურებოდი ...
-რანარი კაცი ხარ ისე ვერაფერი გაგტეხდა და ახლა ღალატი მოგინდა ეგეც ვერ მოახერხე ისე უცებ გავიგე და მკვდარივით დადიხარ - ისე ავქოთქოთდდი გამოვაფხიზლე მგონი . რანაირი ცოლი ვარ მე ,ისე ველაპარაკები თითქოს მე კი არ მღალატობდა ვიღაც სხვა ქალი ჰყავდა ცოლად
-ერთი სისუსტე რომ გვაქვს ხომ ხედავ
-ნაბიჯს ნუ დგამ ტყუილად წუხელ რომ ჩაგეხუტე გონზე არ ვიყავი - როგორც კი ჩემკენ დაიძრა მივხვდი ჩახუტება უნდოდა . არ გაჩერდა მაინც , ნერვს მიტოკებს ახლა და გავგიჟდები
-უბრალოდ აღიარე რომ შემირიგდები ...
-შეგირიგდები ოდესმე ... მაგრამ პატიებას ვერ ეღირსები. ხელი გამიშვი არ მინდა მე შენი კოცნა და ჩახუტება
-ხომ ვიცი რომ გინდა...თან ძალიან დილას ისე ვერ დაიწყებ
-ძალიან კარგადაც დავიწყებ ...შენს თავზე იფიქრე . ნუ ნინა თუ ნონა იმასთან წასვლაზე არც იფიქრო ოღონდ ეგ თუ გინდოდა აქამდე უნდა გეფიქრა და არ უნდა გეთხოვა დარჩენა ახლა იმ ქალს კი არა საერთოდ ვინმეს რომ მიეკარო ,ერთხელ რომ მომცე საეჭიანო მიზეზი გეფიცები განვქორწინდებით !
-ვიცი რომ გამეყრები... რომ მდომოდა წავიდოდი ხომ იცი
-რა არ გინდოდა?
-ნდომით ვინც მინდა მე კი იცი რასაც ვაკეთებ ისიც იცი რომ რეალურად რამე გრძნობა რომ მქონოდა მის მიმართ შენთან არ მოვიდოდი - ეს მოსულიერდა თუ მე მეჩვენება რომ მიჟუჟუნებს ამ ცისფერ თვალებს ჰგონია ასე შევურიგდები? ასე მარტივად? არა აბა რომ ვტოვებდი რას იფიქრებდა
- არაფერი ვიცი მე და შემეშვი ახლა ... საუზმე უნდა მოვამზადო . შეგიძლია ნივთები გადაიტანო ...გიყვარს შენ ბარგის ჩალაგება
-კარგი რა კატუსიი...კატუს- ზურგიდან ამეკრო და მოშიშვლებულ მხარზე მაკოცა. პენუარით ვეღარ უნდა გავიარო მოკლედ... -კატუსიი , ჩემო ტკბილო კატუსი- ისე ჩურჩულებდა გონებას მირევდა. მაგრამ ვერ მივართვი ... სულ გაგიჟდა ეს მგონი .გავეცალე და სააბაზანოში შევედი. სწრაფად მოვწესრიგდი ხალათი მოვიცვი და ქვემოთ ჩავედი. საზიზღარი, დამდგარა და ამზადებს საუზმეს , რომ გამომხედა გამიღიმა
-ვასრულებ უკვე და დავსხდეთ
-ბლინები მინდოდა მე
-ბლინები... - ვნახოთ ახლა რას იზამ- კარგი იყოს ბლინები... მალე გავაკეთებ. გადი შენ და დაგიძახებ
-არაა ვიქნები ...მინდა ვუყურო როგორ ფუსფუსებ დავით - გავუღიმე და დახლთან მდგომ მაღალ სკამზე შემოვსკუპდი, წვენი დავისხი და ვწრუპავდი ნელ-ნელა. ნერვიულად ჩამოისვა წვერიან ყბებზე ხელი. მერე ჯამი აიღო , სათვქეფი, კვერცხი , რძე და მაგიდაზე დადგა.
-კიდე რა უნდა?
-მე მეკითხები? როგორ შეგიშალო ხელი... თამამად იფუსფუსე
-აუ კატოო ხო იცი რო არ ვიცი ბლინების გაკეთება
-ნწ ნწ ნწ სირცხვილოო ამხელა კაცმა ბლინების გაკეთება რომ არ იციი.. თან როგორ მიყვარს
-არ გიყვარს... მე მიყვარს ბლინები
-რა მნიშვნელობა აქვს.. მითუმეტეს- ჩემი გემოვნება კი იცი რა ვქნა ახლა ვერ დავმალავ. მარა ეგრე ყველაფერი იცის და შევურიგდე? არხეინად დავწვდი ვაზაზე მოთვსებულ შოკოლადს და გავხსენი. გავერთე შოკოლადის დაგემოვნებაში , თან დათოს წვალებაც მახალისებდა. ბოლოს სიცილი ამიტყდა და მივედი
-გამოდი რა გამოდი ..მოუხერხებელი ხარ რად უნდა ამას გადაბრუნება , ყველა რომ დაგეწვა მიხვდი და დაუწიე ცოტა ამ გაზქურას რა დაშავდება...
-აქამდე რატო არ მასწავლე ..
-რა ვიცოდი ჩემს შემოსარიგებლად მზარეულობა თუ დაგჭირდებოდა
-რატო მგესლავ გოგო ... ისე არ გამიკეთებია საუზმე?
-კი როცა ფეხმძმედ ვიყავი და როცა ცუდად ვიყავი ან მივლინებაში
-ფეხმძმედ იმდენჯერ იყავი ცოტაა ეგ? როცა სადმე მივდიოდით სულ მე არ ვამზადებდი ? -ისე აუციმციმდა თვალები მეც გამახსენდა ჩვენი ერთი „თაფლობის თვე“ მართალია დიდი ხნის დაქორწინებულები ვიყავით, მაგრამ ბავშვი არ გვყავდა და გადავწყვიტეთ დასასვენებლად წავსულიყავით ერთად. უფრო სწორად დათო შემოვარდა ერთ დღეს და ბარგი ჩაალაგეო ისე ჩამყვირა ყურში საწოლიდან გადმოვვარდნამდე ცოტა დამაკლდა.
-რა იყო მაგდებ სახლიდან?
-აუუ კატუსიიი ასეთი ტკბილი გოგო როგორ მწარდები ხოლმე ...
-იმდენი ხანია მიცნობ ნამდვილად შეგიძლია თქვა მწარე ვარ თუ ტკბილი
-როგორაა იცი მთელი სხეული ტკბილი გაქ უცვლელად... სიტყვები მოიმწარებს უბრალოდ- საწოლში შემოძვრა და ხელი მომხვია -აღარ გვინდა ბარგის ჩალაგება...ცოტა მოგვიანებით ჩავალაგოთ -მკოცნიდა ,ჩურჩულებდა და თან ტანსაცმლისგან მათავისუფლებდა. ისედაც არ ვიყავი გამოფხიზლებული სულ გამთიშა ...
-სად ვაპირებთ წასვლას? -ზემოდან მოვექეცი და ტუჩები ყელზე მივაწებე ,დაბერილ ძარღვს დავუყები და გამოკვეთილ ლავიწზე კბილები მოვდე
-გუდაურში
-რაა.. გუდაურში მიგყავდი და მართობდი აქ? როდის მივდივართ?- ისე უცებ მოვშორდი და დავტოვე ხახამშრალი შემეცოდა ისე გამომხედა
-სად წახვედი.. არსად წაგიყვან იცოდე დაბრუნდი დროზე ... ეკა მე მიკეთებ ამას?
-ნუ მიბრძანებ რა
-მოიცა ბარგის ჩალაგება უფრო გინდა ვიდრე ჩემი მოფერება?
-ახლა ნუ გაიბუტები
-ვაიმეე გაგბუტავ ახლა მე შენ კარგად ! ნუ გაიბუტები ... მეც რო პატარა ბავშვად მაქციე ამ რვა თვეში მეტის ღირსი ვარ -გადაბრუნდა და ბალიშში ჩარგო თავი, რომ მივხვდი ბარგის ჩალაგებას მერეც მოვასწრებდი და თან უკვე გაბრაზებულიც იყო საწოლზე ავბობღდი , გაყინული ფეხები თბილ საბანში რომ შევყავი ისევ გადავიძვრე პიჟამას თბილი ზედა და შიშველი სხეულით ავეკარი , ტუჩები ყელზე მივაწებე ,მხარზე და პარალელურად თითებს დავაცოცებდი ზურგზე .ისე დაეხორკლა კანი მეც გამაჟრჟოლა -ვაიმე როგორ დაგსჯიიი შენ ხო არ იცი ჯერ კიდევ როგორ დაგსჯი ამ მაიმუნობისთვის- უცებ მომექცა ზემოდან ხელი წელზე ჰქონდა შემოხვეული და სხეულზე მიკრავდა. ტუჩებზე მეძგერა და მგონი ხელში ჩავადნი ... გასათვალისწინებელია რომ მხოლოდ 17 წლის ვიყავი რას მიშვებოდა საწყალ ბავშვს . გახსენებაზე ჟრუანტელმა დამიარა ...
გუდაურში სასტუმროში ვიყავით. მაშინ იმდენად განვითარებული არ იყო .ძირითადად რუსი დამსვენებლები იყვნენ და ლამის გამოვკეტე დათო სასტუმროს ნომერში. თავიდან ვერ ხვდებოდა რატო მივდიოდი ყველგან მე ,რატომ არ ვაგზავნიდი მას და არ ვარბენინებდი წინ და უკან . ერთ დღეს მეზობელ ოთახში მცხოვრებ გოგოს რომ ესაუბრებოდა და თავზე დავადექი ერთი შემომხედა და ვიცოდი დავიწვი...
-ჩემი ეჭვიანი გოგო ვინ არისოოო - ყურში ჩამჩურჩულა და გაბუშტულ ტუჩებზე დამაკვდა
-არ ვარ მე ეჭვიანი.. რაც გინდა ის ქენი რაში მაინტერესებს ... ცოლად შერთვა არ გიკითხავს და ვისთან გაერთობი მაგას ხო საერთოდ არ...
-მეორედ კიდე მეტყვი მსგავსი შინაარსის წინადადებას და არ ვიცი რას ვიზამ - ისე უცებ შეიცვალა ენა ჩამივარდა... გავაბრაზე და მთელი დღე მიბღვერდა. რომ არ მეძახდა კატუსის და არ მკოცნიდა ყოველ წუთას ლოყაზე სიცარიელეს ვგრძნობდი და მივხვდი რომ უკვე ზედმეტად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ...
-ის გაგახსენდა რაც მე მგონია?- გონს რომ მოვედი ჩემს წინ იდგა და ხელებს წელზე მხვევდა. მოკლედ ამ წელს ხომ ვერ შორდება ეს კაცი ...
-მე რა ვიცი შენ რა გგონია... საქმეს მიხედე დამეხოცა ბავშვები შიმშილით 12 საათია უკვე
-როგორ მშხამავ ხოლმე რა
-შენს ადგილას ენას გავიჩუმებდი
-მწარე!
-დავით ...
-რა მოღალატეს მაინც ვერ დამიძახებ არც მიკოცნია
-იდიოტო - ვაშლი მომყვა ხელში და კიდეც დავატაკე მუცელში-კარგია აწი სულ ამ დიდ ვაშლებს ვიყიდი
-ვაიმეეეე გამისკდა მგონი კუჭი რა მიზანი გაქ გოგოო - მოიკეცა და წამოწითლდ სახეზე
-შენი სკოლააა.
-მეტის ღირსი ვარ სროლა რომ გასწავლე
-ყველაფერი შენ მასწავლე და შენი ბრალია თუ რამე არ მოგწონს... რა გეგონა აბა ბავში რომ მიგყავდი სახლში
-კიდევ კარგი , რომ მოგიყვანე თორე შენნაირ მწარეს ვინ წაიყვანდა
-არა როგორ მითხარი არ მიკოცნიაო ... მატყუებს ახლა თავისი ჭუით არ გიცნობდე მაინც შენ კოცნის გარეშე რა გაგაჩერებდა თუ მოგწონდა ის ქალი - გააფთრებული წავედი მისკენ ისე გავბრაზდი ,სისიხლი ჩამექცა ტვინში . მუცელზე ჰქონდა ხელი მობჯენილი და სულს ძლივს ითქვამდა . ხელი ვკარი მკერდზე და მაგიდის კიდეს მიეჯახა -ხომ ხარ ახლა ღირსი აგათალო ეგ ტუჩები
-აუუ ასე რომ მიყურებ ბოზ.. შილი ვიყო მეშინია ... არ შეიძლება ჩემი ტუჩების დაზიანება , ხომ გითხარი შენ რაც გიყვარს ყველაფერს დავიცავ და გავუფრთხილდები-თქო, ბედნიერებას რაც გაყენებს-თქო და შენ ხო გიჟდები ჩემს ტუჩებზე - ეს რა საზიზღარია ეს დამპალი , გველი , ბოროტი ეს იქეთ მიპირებს გადარევას . მეთამაშება აქ
-შენი ტუჩები... ვითომ უკეთესი არ არსებობდეს ახლა მაინც ვიქნები თავისუფალი და მივხედავ ჩემს თაყვანისმცემლებს შენს გამო რომ ვაიგნორებდი - თამაში ჩემი მოგონილია ეს ვინ მყავს აქ... არა ტყუილს რას ვეუბნები , მაგრამ მაინც . ისე უცებ აენთო და მიმაჯახა წინა კედელს , ხელები გამიკავა და ტუჩებზე მეძგერა ჩასუნთქვა ვერ მოვასწარი,ვერაფრით მოვიშორე .ისე მკოცნიდა ძლივს გავუძელი ,რომ არ ავყოლოდი ქვედა ტუჩზე კბილები რომ მომდო ნერვებმა მიმტყუნა .თმაში ხელი შევუცურე ბოლოებზე მოვქაჩე და კოცნაში ავყევი . ხალათში რომ შეაცურა ხელი ისე უცებ მოვაშორებინე ვეღარ შემეწინააღმდეგა, მაგრამ მეორე ხელს მაინც არ მაშორებდა და თავის გაწევის საშუალებას არ მაძლევდა
-ამის მერე როგორ შემეძლო იმ ქალისთვის მეკოცნა... იმ შენს თაყვანისმცემლებს კიდე იცი რასაც ვუზამ ...
დამტოვა ასე და წავიდა. როგორ არ ვიცი რას უზამს... უნივერსიტეტში ისეთი პატარა ვიყავი ვინ იფიქრებდა რომ ქმარი მყავდა , ბეჭედს თითიდან არ ვიშორებდი, მაგრამ მაინც მყავდა მოფლირტავე თაყვანისმცემლები ,რომლებიც მუდამ იჩენდნენ ყურადღებას ჩემს მიმართ. არ მეგონა ,მაგრამ მათი მზერაც კი იმდენად მაღიზიანებდა , ჭკუიდან ვიშლებოდი. რა თქმა უნდა ზედმეტს არაფერს აკეთებდნენ შეიძლება დიდხანს არც დამლაპარაკებოდნენ ,მაშინ სხვა სიტუაცია იყო ამ მხრივ , მაგრამ მაინც არ შემეძლო. ყურადღებაც კი მხოლოდ დათოსგან მანიჭებდა სიამოვნებას ...
უნივერსიტეტთან რომ მომაკითხა დავინახე და მისკენ წავედი . როგორც ყოველთვის შავი ზედა ეცვა, სათვალეები ეკეთა და არეული თმა უწესრიგოდ ეყარა შუბლზე . ხელები ჯინსის შარვლის ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი და რამდენიმე ბიჭს ესაუბრებოდა, მაგრამ ვიცოდი თვალს მადევნებდა. მოპირდაპირე ქუჩაზე იდგა ,უნივერსიტეტის ეზოდან სანამ გამოვიდოდი კურსელმა დამიძახა და მალევე მოირბინა ჩემთან
-ეკა რამდენი ხანია გეძახი და ვერ გაგაგონე... მოვკვდი სირბილით ტო - ღრმად სუნთქავდა და აშკარად მორბოდა.მხარზე დამადო ხელი და ოდნავ გადმოიხარა ჩემკენ -უჰ ერთ წამს მოვითქვა სული და გეტყვი მერე სათქმელი მაქ რაღაც
-კარგი გაგი რა პრობლემაა - მხარი ისე ავიქნიე ხელი წამსვე ასწია და თავისკენ წაიღო .
-მოკლედ მინდოდა სადმე დამეპატიჟებინე რა ... რაღაცის თქმა მინდოდა და იქნებ დავსხდეთ სადმე კაფეში ... რავი ახლა თუ არ გცალია საღამოს გამოგივლი
-შეგიძლია ახლავე მითხრა რამე მნიშვნელოვანი თუ არის ... ისედაც სულ უნიში ვარ და ქმარს ამდენად ვერ მოვანატრებ თავს - მშვიდად ვუთხარი და წამში შეეცვალა მზერა უხერხულობიდან გაოგნებაში გადავიდა
-ქმარს... ქმარს?
-ხო ქმარს და რისი თქმა გინდოდა?
-ა მე ... არაფრის არაა მნიშვნელოვანი. მაპატიე რომ შეგაწუხე- ძლივს გამიღიმა და გამეცალა. ისევ გზისკენ გავიხედე სადაც დათო მეგულებოდა და იმ მანძილიდანაც კი შევამჩნიე როგორი გაბრაზებული იყო. სწრაფად წავედი მისკენ. ბიჭებს დაემშიდობა და გვერდით დამიდგა. ლოყაზე ვაკოცე ,რეაქცია არ ჰქონია
-დათოოო რას უყურებ?
-არაფერს ... სახლში პროდუქტები არ გვაქვს .მიგაცილებ ბინამდე და მერე ამოვალ , ვიყიდი რაღაცებს
-რა იცი რა გვინდა...
-ვიცი ...თუ რამე დამავიწყება ამოგიტან მერე - ხელი მომხვია წელზე და ნაბიჯს აუჩქარა. ჩვეულებრივი თბილი ტემბრი არ ჰქონდა. აშკარად რაღაც აგიჟებდა. არაფერი მითქვამს ,ჯერ კიდევ ვერ ვუბედავდი ამდენ ლაპარაკს . კორპუსთან შეჩერდა და მიყურა სანამ არ შევედი. შემდეგ გაქრა . ზემოდან რომ გადმოვხედე მისი კვალიც აღარ ჩანდა. ვერაფრით მოვისვენე, ვერც ვიმეცადინე. მაიაც შეწუხდა ჩემ გამო შემატყო რომ ვღელავდი . ბოლოს სახლიდან გავედი. იქვე ბაღში ვიჯექი რომ დავინახე ვახოსთან და ბექასთან ერთად მოდიოდა და ტანსაცმელს იწმენდდა. კორპუსთან ონკანი იყო იქ მივიდა და ტუჩი მოიწმინდა . ვახო სკამზე გადაწვა
-აუ ჩემი კაი ყბა მომტეხა იმ დ.. მოტ... მგონი
-რას დაუდექი მერე
-შენ ვის რას ეუბნები თუ ძმა ხარ... თვალი აღარ გივარგა ბოზ.. შვილი ვიყო
-არა მაინც სად დაემთხვა ტო რაღა ვერელებთან გაიჩითა ის ჩემისა... გიო რო გაიჩითა აზრზე ხარ?
-ეგღა მაკლდა ახლა... ისედაც ძლივს ვიკავებ თავს
-რა თავის შეკავება მაგას ჰქვია ტო გაგლიჯე ის საწყალი შუაზე...
-ამას რძალის ნახვის ეშინია შენ ძმობას ვფიცავარ- ახარხარდა ბექა და დავადექი კიდეც თავზე. სიცილი სახეზე შეაშრა, მაგრამ არ დაიბნაა-ვა ვა რძალო სად იყავი? რა უცებ გაიჩითე ტო -მომეხვია და მაკოცა
- აქვე ვიყავი თქვენ ვერ შემნიშნეთ უბრალოდ... ვახო როგორ ხარ?- ისიც გადავკოცნე და მათი ჭრილობები დავაიგნორე. დათოს ხელები ჯებეებში ჰქონდა ჩაწყობილი, შარვალი სულ მთლად დასვრილი და გადაგლეჯილი იყო , მაისურიც არ გამოიყურებოდა კარგად
-კარგად რძალო შენ როგორ ხარ?? როგორ მიდის სწავლის საქმეები ბაღში? უი თუ ბაღი დაასრულე უკვე . - ამჯერად ყურადღება არ მიმიქცევია მისი სიტყვებისტვის მანამდე რომ მაბრაზებდა... დათოს მზერას არ ვაშორებდი
-მე წავალ... გვესტუმრეთ ფორმაში რომ იქნებით- მაინც ვერ მოვისვენე სულ ისე ვერ წამოვიდოდი. სადარბაზოში სწრაფად შევედი და კიბე ავირბინე. მაია სამზარეულოში იყო მეზობლის ქალთან ერთად ,ყავას სვამდა. ოთარი სახლში არ იყო საქმეებზე იყო გვიანამდე ხოლმე. საძინებელში შევედი და საწოლზე დავწექი ,საშინლად ვბრაზობდი ...მალე ამოვიდა ოთახში რომ შემოვიდა მივხვდი კოჭლობდა ,მაგრამ მაინც ცდილობდა ნორმალურად დაედგა ფეხი. საწოლზე ჩამოჯდა და შემომხედა -ნუ მიყურებ შვლის ნუკრის თვალებით...
-არ მინდა რომ ბრაზობდე
-არ მინდა რომ სულელური მიზეზის გამო ჩხუბობდე
-არასდროს ვჩხუბობ სულელური მიზეზის გამო
-ხმას ნუ უწევ სტუმარი გვყავს სახლში და ეგეც რომ არა მაიას ნუ აანერვიულებ
-მაია არ ნერვიულობს მიჩვეულია
-რასაა მიჩვეული რომ გელაპარაკები კიდე მიყურე ვერ გავიგე სხვებთან ძაან აბრიალებ მაგ თვალებს
-რა ვქნა ახლა გეჩხუბო?
-ბავში ხარო არ მითხრა თორე გავაფრენ...
-ვიცი რასაც მეტყვი და აღარ გეუბნები ხომ ხედავ...
-ნუ მიცინი ეგრე - გაბუტული ვიყავი. მაგრამ ვერ მოვითმინე და წამოვდექი თვალით ვეძებდი ჭრილობებს, მხოლოდ ხელები ჰქონდა გადატყავებული და ყბა გაწითლებული,ოდნავი ნახეთქი ტუჩის კუთხეში და დაცემისგან წარმოქმნილი ნაკაწრები , მტვერში იყო სულ ამოსვრილი და კულულებიც მტვრიანი ჰქონდა . ქვემოდან მიყურებდა და ძალიან კარგად იცოდა რასაც ვფიქრობდი
-არ მტკივა ...
-ფეხზე რა გჭირს
-ხდება ხოლმე- მიყურებდა და თვალებს მიჟუჟუნებდა. ამას ის უხაროდა მე რო ვნერვიულობდი . მერე წამოდგა და ჩამეხუტა...
-დედიკოო მამიკომ სუფრა გაამზადა და ვჭამოთ რა ..მშიააა - ფიქრებიდან ამჯერადა ევას ხმამ გამომიყვანა
-წამო ჩემო ლამაზო...
-დღეს ხო წავალთ პარკში?
-დღეს?
-აუ ხო დამპირდი კვირას წაგიყვანო და ხოა დღეს კვირაა
-რა უნდა მამას სიხარულს ? -ხელში აიყვანა ბავშვი და აკოცა. ისიც გაინაბა, მამიკოს გოგოა
-პარკში მინდა წასვლა ატრაქციონებზე მინდა და ბამბის ნაყინი მინდა... კიდე შოკოლადები.შენც ხო წამოხვალ? მე და დედიკო მივდივართ
-წამოვალ აბა რას ვიზამ
-სახლში აპირებ დღეს დარჩენას? მეგონა კვირას მიდიოდი
-ტყუილი იყო ალბათ ეგეც ... შეხვედრაზე აპირებდა მისვლას ვითომ?- დემეტრემ ჩაისისინა და ისე გახედა ნერვები მომეშალა
-მამიკო ტყუილებს არ ამბობს - ევა გაებუტა და დათოს ჩაეხუტა- ხო მამიკო
-აბა რა ... მამიკო არ ცრუობს არასდროს.. ტყუილი ძალიან ცუდია ევა - ელენამ მიშველა და ბუთქუნა ხელზე აკოცა - ჩვენც წამოვალთ
-მე არ მცალია ოჯახური გასვლებისთვის ... არც დამიანეს
-მოიცლით !
-დედა...
-ევას გასეირნება უნდა ... წავალთ ერთად
-არ მესმის შენი...- დამიანეც ამეტყველდა . აქამდე თავდახრილი იჯდა და დემეტრეს აცდიდა საუბარს.
-ვერ გაიგებ შენ ის უნდა გესმოდეს რაც შენი გასაგებია დამი
-აუ ვერ გავიგე რატო ლაპარაკობთ ასე დაძაბულები.. ვერაფერი გავიგეეე
-ევა ჩემო სიცოცხლე მოდი ჩვენ ვჭამოთ კაი? რაც მალე დავასრულებთ მით მალე წავალთ . საღამომდე დავრჩეთ გარეთ გინდა? -დათომ ძალიან მშვიდად უთხრა ბავშვს
საუზმობის შემდეგ ბავშვები თავიანთ ოთახებში ავიდნენ. ბიჭებს არ უნდოდათ, მაგრამ ვერც წინააღმდეგობის გაწევას ბედავდნენ, ასე არ მემორჩილებიან სულ მაგრამ უფრო არ უნდათ გამაღიზიანონ და არიან მორჩილი კრავებივით. ელენა კი ისე გიჟდება მამამისსზე მგონი ჩემი არ იყოს ვერასდროს გაუბრაზდება დიდი დოზით... მის დაცვას ვერ მოიშლის მიუხედავად იმისა რომ ნაწყენია .
საძინებელში არ შევსულვარ ჯერ ევას მომზადება გადავწყვიტე. მისი სასურველი კაბა გამოვიღე და მოვარგე. ფეხსაცმელი თვითონ ჩაიცვა. თმები გავუკეთე ლამაზად და ელიკოსთან გავუში.
საძინებელში შესულს დათო ოთახში არ დამხვდა ვიფიქრე თავის ახალ აპარტამენტშიათქო და მომზადება დავიწყე. საცვლის ამარა ვიდექი ,მხრებზე რომ შემეხო და წელისკენ გადაინაცვლა. იმდენად ახლოს იყო მისი გახშირებული სნთქვა ყურთან ჩამესმოდა. კოცნას რომ ვერ ბედავდა ეს ცალკე მაგიჟებდა, არც მეხვეოდა მერე თავს ვეღარ შეიკავებდა..იქნებ მე ვერ შემეკავებინა თავი. როგორც იქნა ვიპოვე რასაც ვეძებდი კაბაც სწრაფად გადავიცვი. მაინც ვერ ვბრუნდებოდი მისკენ, მისი გულისცემაც ისეთივე ჩქარი იყო როგორიც ჩემი, მეგონა ყურისქვეშ ცემდა . აქამდე საკუთარ თავზე ვბრაზობდი რომ საკმარისად ვერ ვუპასუხე მის ქცევას... შესაფერისად ვერ ვსჯიდი დანაშაულისთვის . ახლა მივხვდი რომ ჩემი ყველა ქმედება მისთვის სასჯელი იყო. დილა ჩემი ღიმილის, კოცნის და ჩახუტების გარეშე, მომენტი როცა მის წინ ვიდექი და ვერ მეფერებოდა. ვერ მელაპრაკებოდა, რცხვენოდა შვილების , საკუთარი თავის და ჩემი... ისჯებოდა ჩაუდენელი დანაშაულის გამო, რატო მჯეროდა რომ იმ ქალთან არ იყო ამასაც ვერ ვხვდებოდი.. ახლა ვხვდები.ჩვენ ხომ ერთნაირად ვაზროვნებთ, ერთი მთლიანი ვართ . როგორც არ უნდა მომხიბლოს კაცმა რაც არ უნდა გააკეთოს მისი შეხება ,მისი მზერა ვერასდროს გამოიწვეს იგივე სიამოვნებას რასაც დათო აღძრავს ჩემში. ვერასდროს განმაცდევინებს ფრენის შეგრძნებას უბრალო კოცნისას ,ამიტომ საკუთარ თავს ვერ გავიმეტებ უბრალო ცდუნებისთვის რომელიც არაფერს მომიტანს. როგორი დაბნეული და არეულიც არ უნდა ყოფილიყო სხვასთან ბედნეირებას ვერ შეიგრძნობდა და ყველაფერი დალაგდებოდა. რომ ვუთხარი მალე მივხვდი თორემ მიღალატებდითქო ტყუილია! დრო რომ გასულიყო ვიცი ფლირტსაც შეწყვეტდდა...
-ვერ გავუძლებ კატო... გეფიცები ვერ გავუძლებ. უფრო მტკენ დარჩენით ვიდრე გაგდებით -მხარზე შუბლი ჩამომადო და მისი ღრმა ტკივილიანი ოხვრა მისწვდა ჩემს ყურთასმენას. ხელები უღონოდ ჰქონდა ჩამოყრილი - ვფიქრობ და ვიშლები ... შევიშლები კიდევ ერთი დღეც რომ გაგრძელდეს იგივე მე ..მე უშენოდ არ შემიძლია ...
-გთხოვ გაჩუმდი და მოემზადე... მალე წავიდეთ - არ ვიცი რატომ დავტოვე. არ ვიცი რატომ წამოვედი და ტკივილისთვის რატომ გავიმეტე. ქალები ამოუცნობი არსებები ვართ , როცა ვპატიობთ ,როცა ჩვენც გვტკივა მისთვის მიყენებული ჭრილობა მაინც ვაგრძელებთ... უკვე მაზოხიზმია, მაგრამ მაინც ვერ ვისვენებთ რადგან როგორი მიმტევებლებიც არ უნდა ვჩანდეთ, დამცირებულები და განადგურებულები თავმოყვარეობის ნაწილს მაინც ვინარჩუნებთ. შურისძიებას ვერ ვეშვებით და წამებას არ ვწყვეტთ...
ეზოში ჩავედი. ფაფო არ ჩანდა და მისი ძებნა დავიწყე ევასთან ერთად.
-დედიკოოო ფაფო და ძაღლებიც მინდა წამოვიყვანო.. რამდენი ხანია არ გაგვისეირნებია
-წავიყვანოთ ევა .. ისეთი ხალხი მოდის და ძაღლებს რა უჭირს
-დამიანეე ! -იმდენად ხმამაღლა დავუყვირე უცებ აენთო თვალები და ყბებდაჭიმულმა ამომხედა. წამში შებრუნდა და გაცოფებული გავარდა. დემეტრემაც გამომხედა და საყვედურნარევი მზერა მომაპყრო
-ჩვენ არ მოვდივართ ! - მხოლოდ ეს მითხრა და სახლისკენ გაიქცა .
-ელე ევას მიხედე ... ფაფო იპოვეთ და აჭამეთ ...-სრაფად ვთქვი და სახლისკენ წავედი. დათო კართან შემეჩეხა
-სად მიდიხარ...
-ბიჭები სად არიან?
-არ ვიცი არ შემხვედრია გარეთ არ არიან?
-არა .... საძინებელში იქნებიან
-რა მოხდა?
-არაფერი დათო გადი გარეთ ბავშვები ფაფოს დაეძებენ და აპოვნინე რა
კიბე ავირბინე და ბიჭების ოთახის კართან შევჩერდი . რომ შევედი ორივე ხალიცაზე იჯდა კედელს მიყრდნობილი . ჩემი ბრაზიანი ბიჭები ,როგორც კი დამინახეს ორივემ მზერა ამარიდა. დამიანეს მივუჯექი გვერდით და ფეხები გავშალე ხალიჩაზე
-მამათქვენი ოცი წელია მიყვარს... ოცი წელია ჩემი ნაწილია და ოთხი ჯაჭვი გვაკავშირებს რომელსაც ვერანაირი ძალით გავწყვეტ, ვერაფერი მაიძულებს მის შეძულებას...სანამ მივხვდებოდი რომ მიყვარდა ჩემი მეგობარი იყო.. ადამიანი რომელმაც ყველაფერი იცოდა ჩემს შესახებ, ყველაზე უკეთესი მრჩეველი იყო მაშინაც კი საქმე მას რომ ეხებოდა. არასდროს ვყოფილვართ ჩვეულებრივი წყვილი ხომ იცით . ახლა ისე აღვიქვამ მის ქმედებას როგორც ქალი მტკივა როგორც ცოლს , ვეჭვიანობ როგორც ქალი რომელსაც მისი ნაწილის მოგლეჯვას უპირებდნენ და სულს უცარიელებდნენ. ვგიჟდები როგორც ქალი რომელსაც ღალატისთვის იმეტებდნენ. ყველაზე მეტად კი იცი რა მტკივა? მისი სინანული, მისი დარდი, მისი ტკივილი რომელსაც თქვენი მზერა, თქვენი სიტყვები დამატებით უსერავენ გულს. შეუძლებელია მასზე მეტად ბრაზობდეთ, ის რომ ბრაზობს საკუთარ თავზე თქვენ ისე ვერ გაბრაზდებით... იცი მამათქვენს ჩემთან არასდროს შეშლია... მგონია რომ საერთოდ არაფერი შეშლია ცხოვრებაში . მაგრამ ეშმაკი ყველა ადამიანს აცდუნებს , დათო ბოლომდე არ გადაეშვა უფსკრულში იქედან ნამდვილად ვერ ამოვიყვანდი ... მამათქვენი ტოტს ებღაუჭებოდა უფსკრულში მთელი სხეულით გადაშვებული და არ ვაპირებ ვიდგე და ვუყურო როგორ ჩავარდება, არ ვაპირებ ტოტი ჩავტეხო და გადავაგდო . ქალია ამ შემთხვევაში ეშმაკი აი მე კი მამათქვენის ანგელოზი ვარ და ანგელოზები დიდხანს ვერ ბრაზდებიან იმათზე ვისაც იცავენ
-არ ხართ თქვენ ნორმალურები...-დემე მეორე მხრიდან მომიჯდა. ორივე ჩამეხუტა და მაკოცა -უნდა გიხაროდეთ ...ყველაზე გამორჩეული მშობლები გყავთ . მომეხმარეთ ახლა წამოდგომაში რომ დამტოვეთ აქ ყვავილივით გადაშლილი- ჩემი კაბა მართლა ისე იყო გაშლილი ყვავილის ფორმა ჰქონდა. ბიჭებმა გაიცინეს და ხელი გამომიწოდეს.
-როდის მიახვედრებ რომ შეურიგდი?
-აუუ არ გააწვალოს ახლა ცოტა...
-რა ცუდები ხართ სულ არ გეცოდებათ მამათქვენი
-არაუშავს მაგას სულ სხვებს რომ უბღვერს და იხედება ლომივით ცოტა იყოს ასე ...აბააა შესვით მანქანაში ძაღლები და წავედით... ფაფო სად არის? ჩემი ფაფოოოო -დემეტრე წავიდა და ძაღლებს საყელურები გაუკეთა
-ურაააა ... ფაფოც მოდიიის?
-ფაფო მე მეყოლება - ელენამ თქვა და ფუმფულა კატა გულზე მიიხუტა
-არა რა რო ვყიდულობდით მეორე ძაღლს ვთქვი ფაფოსაც ვუყიდოთ ერთი გოგოთქო და არ დამიჯერეთ.. დამიტოვეთ შინაბერა კატა
-ვუყიდოთ მერე ... შავი სპარსული კატა ვყიდოთ და კნუტები ეყოლებათ ჭრელები
-ხო და გავაკეთოთ ფერმა .. მერე რა მოგინდებათ ნეტა სხვა ჯიშის კატაც მომიყვანეთ ახლა - აჯუჯღუნდა დათო - უკან ჩაჯექი ელენა და კატას მოძრაობის საშალება არ მისცე იცოდე ბეწვი რო დამიტოვო მანქანაში მოვკლავ მაგ თქვენს ფაფოს
-დავით შენ ისე ჭიკჭიკებ მგონი გვთხოვ დღესვე შევარჩიოთ კატა ხო? დაახლოებით ფაფოს ასაკის კნუტები რომ მალევე გვეყოლოს
-კატოოო... აუ კატო ოღონდ ეგ არა რა გთხოვ კატოო
-შენ ამ ბოლო დროს რამდენ რამეს მთხოვ ერთი დღე გავიდა და უკვე მგონია რომ კიდე თუ გავაგრძელებთ მუხლებზე სიარულს დაიწყებ ...
-ღმერთო რა დაგიშავე ასეთი ჰა ?? ამას ერთი დღე ცოტა ჰგონია? კაცი მოვკვდი მგონია საუკუნე გავიდა და ეს რას მიკეთებს
-მორჩით შენ და ღმერთი ბაასს? წავედით ახლა - უცებ გავაჩუმე და გაბრაზებული ჩაჯდა მანქანაში.
ელენა და ევა ატრაქციონებზე სხდებოდნენ. ბიჭები ძაღლებს დაასეირნებდნენ მე ფეფო მეჭირა ხელში და ვეფერებოდი. დათო გვერდით მომყვებოდა, მაგრამ ოდნავ შორს იდგა ფაფოსი ეშინოდა მე კი ვიცინოდი
-ნუ დამცინი... განგებ დაიჭირე ხო
-ახლა ზუსტად ვიცი არც კი მომიახლოვდები სულ რომ ქვეყანა დაიქცეს.. ისე სულ ჩემთან ხო არ დაგიტოვო ჩემო ფუმფულა ფისოო- თავზე მოვეფერე გატრუნულ ფისოს და დათოს რეაქციაზე სიცილი დავიწყე
-აუუ კატოოო
-აუ დათოოოოო
-მაინც ვერ გამაჩერებ ხო იცი...
-კი როგორ არა ... ისე გეშინია ჩემი ფუმფულიკო ფისოსი სულ რო მოკვდე მონატრებით არ მოხვალ მაინც. წინ მივდიოდი, ქარი იყო და ვდარდობდი ეს კაბა რატომ ჩავიცვი-თქო ზურგიდან რომ ჩამეხუტა და მაკოცა
-აი თუ ვერ მოვალ...
-დათოოო შენ აღარ ხუმრობ- ელენა აკისკისდდა და ბიჭებმაც გამოიხედეს . ოთხივე იცინოდნენ
-მა ნახე იწევა ფაფო მამაა დაგკაწრავს-ისე შეიცხადა დამიანემ ლამის მეც დავიჯერე რო ფეფო ურჩხულად იქცა.
-შვილებიც ასეთი უნდა რა... ერთხელაც გული გამისკდება და დარჩებით მამის გარეშე ევა იცოდე ესენი ჩემი სახლიდან გაყარე შენ გიყვარვარ მარტო მე- საწყლად მიიხუტა ბავშვი და თავზე აკოცა გაოცებულ გოგოს
-საწყალი დავითი... ნახავ ვინმეს ვისაც უყვარხარ-სანამ ბიჭები ეტყოდნენ რამეს თვალი ჩავუკარი და მათაც ჩაიცინეს
-ვნახავ და წავალ ასე თუ გინდა
-ვინ დაგიშალა ...
-მოკლედ მამა იყენებს დედაშენი ამ ჩემს სიყვარულს და მათამაშებს თოჯინასავით- ბავშს მიუბრუნდა ისევ
-ჩემი მაიკლივით?- ბიჭი თოჯინა ჰყავს ევას რომელსაც მაიკლი ჰქვია და მეამიტურად ააფახუნა თვალები- როგორ გათამაშებს?
-როგორ ... როგორ და რასაც მეტყვის ვუჯერებ
-ხო როგორ არა სულ ჩემი ბრძანებები შეასრულე
-ევა , დედას უთხარი გულს ნუ მტკენს ცოდოა მამათქო
-მამამ თქვა...
-ასე უთხარი ევა მამაშენს ნუ იწყებს ახლა თამაშს თორე კარგად იცის ბავშები იგებენ სულ თამაშებს ... ჩვენ შორის კი ბავშვი ჯერ კიდევ მე ვარ . ის კი უფრო მოხუცია ვიდრე ბავშვი
-მამა დედამ ბავშვები იგებენ თამაეშებსო და რას ვიტამაშებთ? მე რატო ვერ ვიგებ ხოლმე რომ ვეთამაშები გიოს?- ევა დავაბნიეთ დანარჩენები კი ჩუმად იცინოდნენ
-ბევრჯერ მომიგია მაგ პატარა ბავშივსთვის და გაიხსენოს უთხარი...
- გიო ვინაა ევა? -დამიანე ჩაერთო უცებ
-გიო გელოვანი -წამწამების ფახუნით გახედა ძმას
-გელოვანს რას ეთამაშები რა გინდა შენ გელოვანთან ჰა?- ახლა დემეტრემ შეუტია
-მე ... აუუ მამაა უთხარი იმათ რა თქვენი საქმეათქო- მაშინვე იპოვნა გამოსავალი
-რა ჭკვიანი შვილი მყავს იყენებს სიტუაციას სათავისოდ
-მოიცა პატარა მაიმუნო მივალთ სახლში= სკამზე დასხდნენ ბიჭები და ძაღლებიც იქვე დაწვნენ . ლეკვი სადღაც გაიქცა და დემეტრე ძლივს წამოიზლაზნა
-აუუ ჩემი სად გარბიხარ ბიმიჩ ჰა .. შე გაბერილო როგორ მიათრევ მაგ მუცელს ასე ჩქარა
-აუუ ეს ბიმიჩი რა მოიგონა -დამიანე ახარხრადა. დემტრე კი თვალს მიეფარა. მე ფაფო და ელენა მოპირდაპირე სკამზე დავჯექით ფაფოს უსაფრთხოებისთვის...დათო მეორედ ვერ გარისკავდა და დამიანეს მიუჯდა გვერდით ევასთან ერთად.
-ბამბის ნაყინი მინდააა...
-მე კიდე ჩვეულებრივი ნაყინი მინდა ევა და უთხარი მამიკოს გიქცეს და მომიტანოს რა...
-მამა გაიქეცი ნაყინები მოგვიტანეოოო. ევას ბამბის ნაყინიც მოუტანეო დიდიო დედამ ასე თქვა
-ნაყინებიო? ევას ორივეო? თან დიდიო ხო?
-ხოო ასე თქვა დაა - ხელები წინ გამოსწოა და ტუჩები დაბრიცა -რა არ მოუტან?
-არა ესენი ხო არიან მარა შენ ვინ ხარ ვინც არ გიცნოობს- თავი გადააქნია და ბავშვი სკამზე დასვა-დედიკოს ისე ვატყობ მე შოკოლადის ნაყინი უნდა ხო?
-ხოო ... დედიკომ თქვა ევას ორი სენდვიჩი ნაყინი უნდა და ერთი ჯოხიანიოოო შოკოლადის გულითო... აუუ ვანილიანიცოოო
-იცი დედიკომ კიდე ის თქვა ჩემს ევას ყელი რომ ასტკივდება ექიმი დიდ ნემსს უჩხვლეტს ტაკოზეოო
-აუუ მამააა
-წავედი მე...
-აუ დედა კიდე არ შეურიგდე რა ცოტა ხანს სულ მე და დემეს დაგვარბენინებს ყველაფერზე და მოგვეცი ერთ კვირიანი შვებულება-როგორც კი გაგვშორდა დამიანე მომიბრუნდა
-შენ სჯობს დაკარგული ტყუპი იპოვო
-ოჰ ვიღაც გოგოს აწონებს ალბათ თავს ჩვენი ბიმიჩის დამსახურებით თორე ისე არ დაიკარგებოდა ეგ
-ეგ თუ ვინმეს აწონებს კიდე თავს რა..-ელენამ ჩაიბურტყუნა და თვალები სასაცილოდ აატრიალა
-უკაცრავად დაიკო რა, ჩემს ასლს რას უწუნებ? ცუდი ბიჭი ვარ თუ რა
-შენ კაი ხარ ისაა მახინჯი
-უყურე ახლა ამ პატარა მაიმუნს რა ...არა მაინც იმ გელოვანთან რა გინდა ელენას კლასელია და შენ რა გინდა შე ჭიკარტო
-რა გინდა დამიანე? ბავშვს უყვარს გიორგი..სთან თამაში და მასაც უყვარს ევასთან თამაში
-რანაირი ბავშვები ხართ 15 წლის რო ვიყავი ხუთი წლის ბავშვებს არ ევთამაშებოდი
-მე განსხვავებული ბავში ვარ ვერ ხედავ? თან ექვსის გავხდები ერთ კვირაში... სკოლაში შევალ მალეე, დიდი გოგო ვარ
-შენ თუ დიდი ხარ შვილები უნდა მყავდეს მე მაშინ
-გეყოფათ ახლა. დამიანე რას ეკამათები ბავშვს?ვისთანაც უნდა იმასთან იმეგობრებს
-იმეგობროს კი...
-აიი დემე მოდიიის ...მართლა ვიღაც გოგოს ელაპარაკება- აკისკისდდა და მერე გაჩუმდა- ის გოგო თქვენი კლასელი არაა?სად ნახა ახლა ეს გოგო- თავისთვის ჩაიბურტყუნა დამიანემ თავი გადააქნია და ჩაიცინა
-გამაგიჟებს ეს ბავშვი
-კესოოო როგორ ხარ? - ელენა მოეხვია კლასელს
-პროსტა რა ძმა გყავს რა ამდენი ხნის უნახავი კლასელი მოგიყვანე... -დემეტრე ჩვეულ ფორმაშია. გამაგიჟებენ ესენი და ამათი მოფლირტავე თვალები
-აბაა მთელი კვირაა ერთმანეთი არ უნახავთ... ამათ ჩვენ დავაშორებთ ახლა?- გაიცინა დამიმ და გადაკოცნა გოგო
-როგორ ხართ? მწარე ენები რო გაქვთ ორივეს .... კატო დეიდა როგორ ხართ?
-კარგად კესო შენ? სად დაგვეკარგე რამდენი ხანია არ ყოფილხარ
-ქალაქიდან გასვლას ვგეგმავთ და
-სად მიდიხართ? რატო არ მომწერე ?
-აუუ წამომცდაა... მეც ზღვაზე მოვდივარ მარა ხო იცი ჩემი ძმები რა ტიპები არიან ათას რამეს იგონებენ და დამასაქმეს წინასწარ
-ასე გვლანძღავ ჩვენც ელიკო?
-არაა პირიქით...
-შენ დე ვინ გაგლანძღავს - მოვეფერე და გოგოებმა სიცილი დაიწყეს
-რას მაღადავებ კატოო
-ვაა კესო როგორ ხარ?- ბატონიც დაბრუნდა ნაყინებით სავსე პარკით
-კარგად დათო ბიძია თქვენ?- მოკლედ ეს ჩემი ქმარი ყველა ბავშვს უყვარს გაგიჟება შეიძლება. რა სითბოს ასხივებს ასეთს.
-რა ჩქარი ხარ მამა ...
-მგონი რაღაც დამავიწყდა და შენ ხო არ წახვიდოდი დემე?
-არაა იყოს.. ამოძვერი გოგო პარკიდან- ევას კაი მოხუცი ქალივით დაუძახა მაგრამ სანამ თავისი ნაინი არ აარჩია ქექვა განაგრძო .
ვსეირნობდით მთელი ჩვენი ამალით და ყველას ყურადღებას ვიქცევდით.
-სულ რო ყველა გვიყურებს ნერვები მასკდება რა უბედურებაა...
-ამდენი ძაღლი, კატა , ოთხი ბავშვი თან ორი სიმპაწიაგა ტყუპი ვართ ეს ბუშტი ... კიდე ახალგაზრდა ლამაზი ქალი რომელიც ყველა კაცს მოსწონს და გულში ფიქრობენ ამ მოხუცი კაცის ცოლია ნეტა თუ დაო ...გამოგხედავენ აბა რას იზამენ- ისე ჩამოაყალიბა დამიანემ დათოს ხო დაებერა ძარღვები და აენთო თვალები
-კაი დათკა რა იყო არ აღიარებ ჩემს სილამაზეს?
-ჩემს მოხუცობას არა !
-კაი მამა დამშვიდდი ..-მხარზე ხელი დაკრა დემეტრემ და სიცილი ძლივს შეიკავა
-თქვენ ისე გატყობთ ორივე ძმებს ერთი ძმა გინდათ კიდე და ვერ მიმხელთ...
-მარტო თუ შეგეძლო წეროსთვის წერილის გაგზავნა არ მეგონა...
-ხო ჩვენ გვეგონა დედა გეხმარებოდა წერილის დაწერაში - დემეტრემ და დამიანემ ერთად უთხრეს
-მე კიდე მგონია ზაფხულში ბარათზე თანხის ჩარიცხვა მხოლოდ ჩემი საქმა და რა ვიცი
-აბა დედა წერილის წერას როდის იწყებთ? - დამიანემ ჩაახველა და სერიოზული სახე მიიღო-აი ხომ ხედავ დედამ არაო და ჩვენ რა შუაში ვართ?
-დედამ თქვა თავისი ანგარიშიდან გადმოგირიცხავთ ფულსოოო- თვალი ჩავუკარი და ისინიც დამშვიდდნენ
-აი დედა რა .. ლამაზი ხო ხარ მარა ხასიათი საერთოდ სხვა ლეველზე გაქვს
-აუუ ფაფოს რო უნდა მოვუყვანოთ ცოლიიი ? არაა ჯერ გვიანიი აუუ წავიდეთ რა-ევა მაინც კატაზე ფიქრობდა და სულ გადამირია ქმარი
-არა მამას სიცოცხლე არ უნდა ფეფოს ცოლი რათ უნდა მამა თავისუფლებით დატკბეს ჯერ 2 წლისაა მამა
-მივდივართ .. ეგ როგორ დამავიწყდა-ამ შანსს ვერ გავუშებდი
-კატოოო კატერინა.. ეკატერინა კატუსიიი
-მესმის რატო მეძაახი ამდენ ხანს?
-თვითონ ავიწყდება რომ დაგიძახა დე - დამიანე ხუმრობას არ წყვეტდდა
-არ წავიდეთ რა არ მინდა
-მე მინდა და დავიჯერო ერთ სურვილს არ შემისრულებ? დღესვე მინდა ფაფოს მარტოობა შეწყდეს.
ასე წავედით ნაცნობ ზოომაღაზიაში სადაც შევიძინეთ ჩვენი ფეფო . დათო არ შემოდიოდა ,მაგრამ ბიჭებმა ხო უნდა ვიხალისოთ ცოტაო და მერე ვუთხარი შემომყევი მარტო ხო არ დამტოვებთქო... ნეტა იქ ისევ ის ბიჭია გამყიდველი-თქო რომ ვიკითხე გვერდით მედგა უკვე. მაგიჟებს თავისი ეჭიანობებით ...
ფაფოს ჯიშის კატები გვაჩვენეს პირდაპირ და ერთ-ერთი განსაკუთრებით მოეწონა ევას ამიტომ ის ვიყიდეთ დიდი გრძელი ბეწვით შავი კატაა მხოლოდ ყურები და თავის ზედა ნაწილი აქვს თეთრი. ძალიან მშვიდი და საყვარელი ფისოა. მოვაგვარეთ იქ ამბები და წამოვედით
-ფაფოო ფეფუუუშ ფეფიკო ფაფიკოოოო რატო მეძაბები ძმააა
-მასხარა ..ორი მასხარა.ამათ იმედზე რო იქნები კაცი. კიდე კაი გოგოები მყავს ჭკვიანი... მამა იმ გიორგიმ რაო მამაააა მოგიყვან ცოლადო? მომწონს მე ეგ ბიჭი ხო იცი - ევა აიყვანა ხელში და გაუცინა
-ხო მოგიყვანო აბა?
-რას ვიზამო გოგო?- დემეტრე მაშინვე წამოეგო ანკესზე
-დათოოო რატო მიგიჟებ ბავშვებს?
-ვინ გიგიჟებს მე? პატარა შენ ხარ უფროსებს შორის ამ მოხუც კაცს რისი თავი მაქ...
-იმ შენს კლასელს გავატყავებ...
-მე შამფურზე წამოვაცვამ - დამიანემ და დემეტრემ ელენეს გადაულაპარაკეს და უკან გამოგვყვნენ.
რესტორანში ვერ შევიდოდით ძაღლებით და კატებით ამიტომ სახლში წამოვედით. ბავშვებს პიცა უყიდა დათომ და სამზარეულოში სანამ შევიდოდი მანამ შევარდა
-დღეს მე ვამზადებ... წადი ბავშვებთან
-კარგი . როგორც გგნებავთ
-იმედია გაბრაზებულზე არ დაგვწამლავს...
-ვაიდა დაავიწყდეს ინგრედიენტი?
-დემეტრეეეე
-მე არ ვიყავი დამიანე იყოოო
-გაგხლიჩავ ახლა ატამივით ...
ასე დაიწყეს კინკლავი მე კიდე გოგოებთან ერთად ძაღლებს ვაჭამე და მინდორში დავჯექი. ლეკვი მომიცუცქდა და ვეფერებოდი.
მეორე ძაღლის ყიდვა რომ მოითხოვეს ბავშვებმა უარზე ვიყავიმ მაგრამ დათოს უყვარს ძალიან და ვეღარ ვიუარე. ლეკვები ხომ გვყავს, ახლა ფაფოს კატა მოვუყვანეთ მეც მაგარი ვარ რა ფერმა გავაკეთე
-აბა ფეფუშ შენ იცი არ შეგვარცხვინო ბიჭო, გაზაფხულზე კნუტები მეჭიროს იცოდე ხელში- დამიანეს ეჭირა ფეფო და ძაან სერიოზულად ელაპარაკებოდა სახლში რომ შევედი
-აუუ ცუდად ვარ.. ამათი საუბრები მაგიჟებს-ელენა ხმამაღლა კისკისებდა
-მაცადე ელიკო რა კაცები ვსაუბრობთ აქ
-მოკლედ ფაფუს შვენიერი ნაშა გითრიეთ ძმაო მეტი რა გინდა როგორ მოძრაობს, რა თმა აქ ,თვალები? აუ ისე მართლა რა ლამაზი თვალები აქ ტო.. მარა არ ენდო ფეფიკო ბოლომეე ქალი ყველა ეშმაკია და კატა ხო მითუმეტეს ...
-ხო ფაფო ყურადღებით იყავი არ გიღალატოს...
-ვაიმეეე ამ კატებს რა უნდათ აქ- დათო რომ გამოვიდა და ჩვენი ფეფოს მეუღლე დახვდა ფეხებთან დასკუპული იმხელა ხმაზე დაიყვირა გულები დაგვიხეთქა
-ჩავიყვანთ ქვემოთ მოიცა-უცებ წამოვდექი და ავიყვანე ფისო- ფისუნია ტყუილად ეპრანჭები დათოს არ უყვარხართ თქვენ.. კრუტუნაა რა საყვარელი ხარ.. ხვალ ჩამოვალ და მოგეფერები ბევრს
-დედაა ფეფოც გაიყოლე რა
-გამოუშვი მერე ვერ დადის თუ რა
-ფეფოს რატო მიეჭვიანებთ ეე ... ის რო გიჭირავს ამას არ უნდა ხელში?
-ვაიმე გეყოთ ახლა დასვი და გამოუშვი
-არის მილედიი
კატები ქვემოთ ჩავიყვანე და ისევ უკან დვაბრუნდი. დავითმა ამდენ თამაშში კი გაამზადა ვახშამი
-მოკლედ რა ქმარი გყავს... მაინც ასაკში ნაგროვები ცოდნა გადმოაფრქვია აგერ რო დაჭირდა
-როგორ გავხართ ხასიათით დედათქვენს რა
-ხო აბა კაი რომელსაც რა გაქვთ ისე გადავნაწილდით ჩვენ ... დედა კი უფრო ლამაზია, მაგრამ ბიჭები რადგან ვართ შენ უფრო გვაწყობდი
-კი თქვენზე იყო დამოკიდებული ... წერილს რო ვწერდი თქვენ მკარნახობდით
-არ გვაინტერესებს ახლა შენ როგორ წერდი წერილს ... - შევუბღვირე მაგრამ არ გაჩუმდა
-არადა ეგ გაინტერესებდა ყველაზე მეტად ... აშკარად კარგად გამომდის -რომ გადამცდა წვენი ძლივს ამოვისუნთქე
-იმიტო გადაწყვიტე სხვისთვისაც გაგეზიარებია ცოდნა?
-მოკლედ რო არ ჩამაშხამოს არ შეუძლია.. მწარე
-კიდე რო მაღალ ფეხზეა რა..
-აუუ რატო ჩხუბობთ...-ევა ისევ გაიბუტა
-არ ვჩხუბობთ დე ყურში აღარ ესმის და ხმამაღლა ვეუბნები
- ესმიიის... ჩემი ნათქვამი ესმის და შენი როგორ არ ესმის . ნუ აბრაზებ მამიკოს
-ესმის დე მარა არ მიჯერებს
-რატო უნდა დაგიჯეროს ასე არ ამბობდი ყველაფერი უნდა დავუჯეროთ მამიკოსო?
-მამიკო დედიკოს უჯერებს მაინც - ჩუმად უთხრა დამიანემ და გაიცინა
-ბათუმში წასვლა მომინდა ... თან მაინც თავისუფალი ვარ მგონი და იმდენი გოგო იქნება იქ რაც ამ ოც წელში არ გამიზიარებია გამოცდილება ახლა უნდა გავაოგნო ყველა- სანამ მე მის სმენაზე ვხუმრობდი ბატონმაც გამოაჩინა კლანჭები
-ვჭამოთ სჯობს..
-დედა? რა გამოცდილებაზე ამბობს?
-სავაჭრო ცენტრების მართვა უნდა ასწავლოს გოგონებს...და მერე დედა ასწავლის როგორ ხდება ამპუტაცია
-ამპუტაცია რა არის?
-მოჭრა დე.. დანას რომ აიღებ და ხორცის ნაჭერს გაჭრი აი ეგრე
-აუუ სულ ავირიე ... მამას რათ უნდა მაგის სწავლა- სანამ ევა მელაპარაკებოდა იმ სამმა გიჟმა ხარხარი ატეხა
-გეყოფათ ვჩუმდებით და ვვახშმობთ ახლა დროზე!
მართლა გაჩუმდნენ, დათო ისე მიყურებდა და მიცინოდა გამაგიჟა და ვუბრიალე თვალები. როცა უნდა არ ადარდებს ... ჭკუიდან გადავყავარ. თითქოს ძველ დროში დავბრუნდით და ახლა ისევ თავბრუსმახვევს
ევამ ძილის წინ აიჩემა ფილმს ვუყუროთ ერთადო. აშკარა იყო დათოს დაკვეთას ასრულებდა იმდენი შოკოლადი მიიღო ქრთამად, მაგრამ უარი არ გვითქვამს. პიჟამა ფართი მოვაწყვეთ.
ყველანი ვისხედით დიდი ეკრანის წინ და კომედიას უყურებდით . პოპკორნი იმდენი გვჭირდება ერთად რომ დაყარო გორა გაკეთდდება. ევას დემეს კალთაში ჩაეძინა. ელე დამიანეს იყო მიყრდნობილი და მასაც მშვიდად ეძინა
-წავიყვანთ ამათ ჩვენ... ძლინებისა- ჩუმად გვითხრეს ტყუპებმა, გოგონები აიყვანეს და წავიდნენ. რომ წამოვდექი დათომ ხელი ჩამკიდა და უკან დამაბრუნა
-მაინც ვერ დაიძინებ და თუ არ მირიგდები აქ იჯდები მთელი ღამე
-რა?
-ჩემი მმართველობის ხანას ვაგრძელებ... კატის ყიდვას არ გაპტიებ იცოდე- ხელები მომხვია და მუხლებზე დამისვა.
-ხელი გამიშვი...
-ნუ ხვანცალებ ხო იცი ცუდად მხდის ისედაც ეს ხალათი... საინტერესო მოგონებებს ატარებს -ყურში ჩამჩურჩულა და ბიბილოზე მაკოცა-იყუჩე აახლა ნუ გამაბრაზებ - ისე მითხრა ინსტიქტურად მოვდუნდი ... რა უთავმოყვარეო ქალი ვარ რა - მარტო მე და შენ რომ წავიდეთ ზღვაზე არ გინდა? რამდენი ხანია არსად ვყოფილვართ მშვიდად ...ჯერ ბიჭები გვივარდებოდნენ ოთახში, მერე ელიკო იწვა ჩვენს ოთახში ისეთი ციცქნა იყო , ევამ ხომ სულ აგვიკლო
-არსად წავალ მე შენთან ერთად
-სად წავიდეთ ...ბავშვები ბათუმის ბინაში გავუშვათ ..ევა მიხედავს მაგათ
-კი ევა მიხედავს
-ანუ მოდიხარ?
-ზოგადად ევა მიხედავს მაგათ ...
-ანუ სულ წავიდეთ? კი ვიცი რო გიყვარვარ მარა ბავშვები მოგენატრებიან ვიცი ...-როგორ დამცინის რა. მე კიდე მის მკერდზე მედო თავი და მშვიდად ვიჯექი, თითებს დაატარებდა ხერხემალზე და მეორე ხელს წელიდან არ მაშორებდა .სურნელმა იმდენად მიმიზიდა მხარზე გადავიტანე თავი და ყელზე ცხვირის წვერი შევახე
-არა რამ გაფიქრებინა რომ სხვასთან ყოფნა შეგეძლო...ის ქალი სულელია ხო სულ მთლად ...სხვა ვერ იპოვნა ვინმე სულით მოღალატე ამ წესიერ კაცს რო მოგადგა?-უცებ მოვშორდი და ჩხუბი დავიწყე. ეს თუ გვიშელიდა
-ტუჩებს შეეშვი შენ და დაბრუნდი სადაც იყავი !
-მოიცა რომ მაჩუმებ არ გინდა რომ გავლანძღო ის ქალი თუ რა
-ხო კატო ეგ მადარდებს ...
-ხოდა გადარდებდეს წახვალ ხვალ სამსახურში და ნახავ
-სხვათაშორის ვერ ვნახავ... შენ როდის დაგვინახე არ ვიცი, მაგრამ იმ დღეს სამსახურიდან გავუშვი და ..
-რატომ გაუში სახლში უნდა დაგესვა?
-აუუ კატოოო ნუ ბრაზდები და დარჩი მანდ
-კოცნა გიდნა გამომტყუო და გამაბრუო? რატო გაუშვი თუ უტვინო და საქმის უცოდინარი იყო საერთოდ რატომ მიიღე
-არა ყველაფერი კარგად იცოდა , მაგრამ..
-ყველაფერი კარგად იცოდა? რა იცი შენ იმან რა იცოდა
-კატო! იმიტომ გავუშვი რომ არ მჭირდებოდა სამსახურში ქალი რომელიც მიუხედაად წითელი დიპლომისა და დიდი გამოცდილებისა უფროსზე ნადირობდა და თავმოყვარეობა არ გააჩნდა. მითუმეტეს მალევე მივხვდი რომ მისი ქცევა მაღიზიანებდა და ის გრძელი ფეხები კიდე უბრალოდ როგორც მაყურებელს ისე მომწონდა, დათვალიერების სურვილი არ მიჩნდებოდა არც დაგემოვნების ... ამასთან ერთად აშკარად ჩემს ჯიბეზე ეჭირა თვალი და ასეთ ქალს ეკონომისტად ვერ დავნიშნავდი გამაკოტრებდა ბოლოს მაინც...
-ახლა მოიცა... როდის დაიწყო მაგან შენთან მუშაობა
-სამი კვირის წინ ...სად წახვედი
-სამი კვირის წინ თუ დაიწყო მაშინ ნახევრად სახლში იყავი შენ.. საღამოს გადიოდი და ვიცი მართლა შეხვედრები გქონდა. მერე რაღაც გამოთაყვანებული დადიოდი ერთი კვირა ალბათ რაღაცაზე ფიქრობდი და მერე კი დაგინახეთ კაფეში მე რო მითხარი შეხვედრაზე ვარო და რა გამოდის ახლა რო სულ სულ არაფერი გქონიათ? აბა რა ჯანდაბად მთხოვდი პატიებას ადამიანო და არ უარყოფდი შევიშლები ახლა ტყუილად მანერვიულე ?
-უნდა გაბრაზებულიყავი... მთლად მასე წმინდანიც არ ვარ
-ვაიმე ახლა მოვკვდები რაზე გელაპარაკები ... რას ვაკეთებ საერთოდ საერთოდ რატო ხარ ისევ ამ სახლში
-ჩემი დანაშაული ისაა რომ მის თვალების ჟუჟუნს, მაგიდაზე შემოსკუპებას , ფლირტს და ეშმაკობას ღიმილით ვხვდებოდი არ ვაგრძNობინე რომ არ მჭრდებოდა,არ გამიმახვილებია ყურადღება რომ ცოლი მყავდა და როგორც ყოველთვის ვიქცევი პირველივე ნაბიჯზე არ მოვსვი თავის ადგილას . არ ვიყავი მკაცრი , არ ვიცი რა მჭირდა თითქმის ვიფიქრე რომ მასში რაღაც მომწონდა და მე ეს მაგიჟებს ამას ვერ ვპატიობ თავს რომ მეგონა ცოტა ხნით მაინც მეგონა რომ მასში რაღაც მიზიდავდა...აი ესაა
-წმინდანი ქმარი მყავს ღმერთო მადლობა ეს რო გამოუშვი დედამიწაზე გურამი ბაბუ, შაქრო ბაბუა მადლობა რო დაძმაკაცდით და აკვანში დამნიშნეთ და საერთოდ ელენა ბებო შენც მადლობა ამას რომ აიძულე ჩემი მოტაცება- ხელი ჩავკიდე, წამოდგომა ვაიძულე და მკლავები მოვხვიე. გაოცებული მიყურებდა არა რა ეს კაცი გამაგიჟებს ჩემთან რატო ემართება ასეთი სისულელეები - მიყვარხარ....შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ - ტუჩები დავუკოცნე და ისევ ჩავეხუტე
-შემირიგდი?
-ნწ ..თუ გინდა კიდე ვიჩხუბოთ და ფაფოს ცოლს მივიწვენ გვერდით... ფაფოს შენთან გამოვუშვებ
-ახლა კატის ხსენება იქნებოდა? -ხელები ისე მომხვია მეგონა არასდროს აპირებდა ჩემს გაშვებას. ჰაერში აღმოვჩნდი, ფეხები წელზე შემოვხვიე და ასე მასზე მიკრული აღმოვჩნდი ჩვენს საყვარელ საძინებელში. მკოცნიდა და სხეულს მითავისუფლებდა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს საუკუნე გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოჯერ მომეფერა. მისი თითოეული შეხება სიამოვნების უკიდურესი ზღვარია და მე უბრალოდ არ შემიძლია ამ კაცთან გამკლავება...ყველაფერია
დილით პენუარით რომ დავხვდი დიდად არ ესიამოვნა, მაგრამ სახლში ბავშვების არსებობა რაღაც შეზუდვებს ქმნის. ზუსტად ვიცოდი დათო მისაღებში რომ არ დახვდებოდათ საძინებელში შემოიჭრებოდნენ და მართალიც აღმოვჩნდი. სანამ ბატონი გამოფხიზლდებოდა მანამ დააკაკუნეს
-შემოდით ...
-ევა მომყააააავს
-დამიანეეე
-აუუ მამა მანდ ხარ შენც?- უცებ შეტრიალდა ვითომ შიშველი ვხვდებოდი ,მასხარა. -აქ რამ მოგიყვანა
-ბავშვობიდან აქა ვზივარ
-აუუუ მამა სად არის? მამიკო?- ელენა დერეფანში იყო და ისიც შემოვიდა
-ელიკო მოვიდა და დემეტრე სად არის?
-ვიღაცას ეუბნება დღესვე მოვდივარ ბათუმშიო და რა ვიცი
-მოიცა რა? რა გაიგონე კიდე- უცებ დასვა ბავშვი დამიანემ და გავარდა
-სად მიდიხართ ასე დაუგეგმავად...ჯერ ადრე არ არის? - უცებ ჩავიცვი ხალათიც და უკან გაყოლა ვცადე,მაგრამ ვინ მადროვა
-სად მიყვები... შეეშვი, მიხედავენ თავს
-ოჰ დაიწყო ბიჭმა მბრძანებლობა
-დიდი ხანია უკვე.. შენ ვერ შეამჩნიე?
-აუუ მართლა წავიდეთ რა გთხოოოოვთ ...
-ბიჭებმა წაგიყვანონ უთხარით
-რას ეუბნები ბავშვებს
-ერთი დღე მინდა დამითმო მხოლოდ მე - როგორც კი ევა და ელენა გაიქცნენ მაშინვე ხელები მომხვია და ქვედა ტუჩზე მაკოცა- მარტო ერთი დღე და ხვალ წავიდეთ ჩვენც - ნიკაპზე მაკოცა მერე ყელზე გადავიდა
-კარგიი...
-რა მალე მთანხმდები...
-შეგიძლია მოლაპარაკება გააგრძელო... - ზურგზე შევუცურე ხელი და კარები გადავკეტე - იმედია ევასაც ჩაულაგებენ ბარგს ...
-მიხედავენ ერთმანეთს - პენუარი მარტივად გამხადა და საწოლისკენ წამიყვანა- მომენატრე...
-ნუ იტყუები ორი დღე გეჩხუბე რა მოგენატრე...
-ისე ნეტა ორ დღეში რომელი ცოლი ურიგდება მოღალატე ქმარს
-მოღალატე არ ხარ შენ და ნუ გამახსენებ ... შენი მოკვლა მინდება- ზემოდან მოვექეცი და თვალები დავუბრიალე
-აქ ვარ და გნებდები...
-ხოდა ძალიან კარგი... იცი ვის უნდა დანებდე - ერთს რომ ვკოცნი მერე ვეღარ ვკმაყოფილდები მინდა სულ შემეძლოს მისი მოფერება, სულ ვგრძნობდე მის ტუჩებს კანზე ...სულ მინდა მისი სურნელი ვიგრძნო, მისი თითები მაგრძNობინებდნენ რომ პეპლების ფრენა მუცელში რეალურია ... მინდა რამდენიმე წუთი განუწყვეტლივ გაგრძელდეს და მასთან ერთად ვიფარფატო ცაში
.... ............
ბავშვები გავაცილეთ და ფისოები გავატანეთ... ქმარს ვანებივრებ ეს ერთი დღე მინდა კატა არც დაინახოს სახლში . როგორც კი ეზოდან გავიდნენ მაშინვე ხელი მომხვია და მაკოცა
-დღეს მინდა განვლილი 20 წელი გავიხსენოთ...
-რატო მაინცადამაინც დღეს
-იცი ამაღამ ოცი წელი ხდება ჩვენი ქორწინებიდან ...
-არ გამომეპარებოდა ეგ თარიღი თან ...
-რა თან...
-არა არაფერი ...თანახმა ვარ გავიხსენოთ რას გააკეთებ საინტერესოა...
-ასე მაცდურად ნუ მიჟუჟუნებ თვალებს ...გეგმა მაქვს მე ჩემი
-მე რო საჩუქარი არ მაქვს?ბიჭების დაბადების დღე იქ აღვნიშნოთ ... რა ვუყიდოთ? სად მიგყავარ მანდ რა გინდა ადამიანო- ხის სახლისკენ რომ დაიძრა გამიკვირდა
-ამოდი ... ნუ გეშინია
-ოოო ამ კიბეზე როგორ ამოვიდე
-კაი ტო რას მეწუწუნები ამოდი ...- ხელი გამომწიოდა და ასე ამიყვანა ხეზე აშენებულ სახლში. ჭერი დაბალი იყო და მაშინვე დავჯექი ხალიჩაზე დათომ წიგნი აიღო რომელიც ბლოკნოტს უფრო გავდა
-რა არის ეს? წიგნია?
-ჩვენი... ნუ ჩემი და მერე უკვე ჩვენი მოგონებებია
-დღიურს წერდი ?
-არა დღიურს არა მხოლოდ ის ფაქტები მიწერია რაც ჩემზე გავლენას ახდენდა ...რისი დამახსოვრებაც მინდოდა -ისე დაჯდა რომ ზურგიდან მეკვროდა, ხელები მუცელზე მომხვია და თავი მხარზე დამადო. მაკოცა რამდენჯერმე და კითხვა დავიწყე
„დღეს მამამ ბაბუას საფლავზე წამიყვანა და ისეთი ამბავი მომიყვა ყურებს ვერ ვუჯერებდი. თითქოს ზღაპარს მიყვებოდა და მთხოვდა დამეჯერებინა. სიცილი მინდოდა ,მაგრამ ვერ გავბედე 10 წლის კი ვარ მაგრამ მამა მე და ირაკლის ისე გვექცევა როგორც ზრდასრულ კაცებს ,თან მასთან კამათი არ მიყვარს ბოლომდე ვერასდროს ვიბრძვი ...
მამამ მითხრა რომ ბაბუას საუკეთესო მეგობარი ჰყავდა ქუთაისში გურამი და მე მისი შვილიშვილი უნდა შემერთო ცოლად როცა გავიზრდებოდი. თურმე მე რომ ხუთი წლის ვიყავი მაშინ დავნიშნულვართ. ნორმალურად ქორწინების მნიშვნელობა არ ესმით ჩემი ასაკის ბიჭებს და მე უკვე დანიშნული ვიყავი. შოკი მივიღე ისეთი ენა ჩამივარდა. რომ მითხრა არ გეგონოს აუცილებლად შეგართვევინებთ მაგ გოგოსო გულზე მომეშვა მე ხომ ქეთო მომწონს , ჩემზე ერთი წლით დიდი კი არის ,მაგრამ მომწონს და სულ არ ვაპირებ მე იმ ქუთაისელი გოგოს შერთვას. „
-ქეთო ვინ არის ?- კითხვა შევწყვიტე და დათოს მივუბრუნდი რომელიც ამჯერად ჩემსკენ გადმოვიდა და სიცილით დამიკოცნა ტუჩები
-წაიკითხე და გაიგებ ... - გაწვა ხალიჩაზე და თავი კალთაში ჩამიდო .მე კი კითხვა განვაგრძე:
„ქეთოს ვიცნობ, ის ძალიან ლამაზია ვერ ვიტყვი მიყვარსთქო მაგრამ ძალიან მშვიდი და კარგი გოგოა ... შეიძლება ის არც შევირთო, მაგრამ ვიღაც უცხოს მირჩევნია .
მამას მას შემდეგ არაფერი უთქვამს ჩემთვის.. ესეც როგორც გავიგე მხოლოდ იმიტომ მითხრა რომ მეორე დღეს მთელი ოჯახით მივდიოდით მათთან. ირაკლი დამცინოდა სიძე ბატონი მიდის და დაგვიკლავენ გოჭსო. ამან მუცელი თუ არ გაივსო ისე რა მოასვენებს...ნეტა თამუნას როგორ უყვარს ეს გადარეული....
ქუთაისში მივდივართ.... ბებოც რომ მოდის კი გაგვიკვირდა მე და ირაკლის მაგრამ არაფერი გვითქვამს...
მგზავრობამ დამღალა ...ცუდი გზებია . ქალაქში ერთ ლამაზ სახლთან გააჩერა მამამ მანქანა. მე ისე ნეგატიურად განწყობილმა შევაბიჯე თითქოს იმ დღეს ვირთავდი ცოლად იმ გოგოს ...
მასპინძლები ისე შეგვეგებდნენ მივხვდი ბებო რატომ წამოვიდა.. ძალიან კარგი ხალხი ჩანს. ბაბუ ცუდ კაცთან არ იმეგობრებდა . მამაჩვენებიც აშკარად უგებდნენ ერთმანეთს. ბატონი მიხეილი ჯერ ირაკლის მიესალმა როგორც უფროს ვაჟს და შეაქო . მერე მე გადმომხედა და თავზე ისე გადამისვა ხელი ვითომ პატარა ბიჭი ვიყავი , გავბრაზდი ვერ ვიტან თმას რომ მიჩეჩავენ ისედაც ხუჭუჭა ვარ და რა უნდათ ამ ჩემს კულულებთან ვერ გავიგე ვახ... აღარც გამიგია რა მითხრა გაბრაზებულმა შევაბიჯე სახლში . ბავშვებს ვეძებდი თვალებით მაგრამ არავინ ჩანდა ნეტა იმ გოგოს გარდა არ ჰყავთ შვილი? ეს გავიფიქრე პირველად და გამართლდა კიდეც ჩემი აზრი... ირაკლიმ ნერვები მომიშალა შენი საცოლე იპრანჭება ალბათ და მალე ჩამოვაო. რატო უთხრა მამამ მასაც ვერ გავიგე ამის ლაზღანდარობა მაგიჟებს, მერე იმაზე დაიწყეს საუბარი მე რომ არ ვჭიკჭიკებდი ირაკლის მსგავსად და სულ გავგიჯდი . ისეთი შეგრძნება დამრჩა თითქოს მამოწმებდნენ. რამდენიმე კითხვაც დამისვეს ისეთი არაფერი როგორ ვსწავლობდი,რომელ კლასში ვიყავი რა საგნები მიყვარდა... კიდევ კარგი ისეთი რამ მკითხეს რაც მაინტერესებს თორემ ხომ გავგიჯდებოდი. მაინც არ შემეძლო იქ გაჩერება.. არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი და რომ მაძალებენ ვბრაზდები დედას არ მოსწონს დაბღვერილი რომ ვიყურები ,უზრდელობააო მეუბნება .ყველა ამ მიზეზის გამო ეზოში გამოვედი. სკამზე დავჯექი და იქაურობას მოვავლე თვალი... ეზოს ბოლოში წყის რეზერვუარი დავინახე აუზს გავდა ,მაგრამ ამხელაც არ იყო... შიგნით წყალი იყო აშკარად ვხედავდი . ნახვა მინდოდა ვიფიქრე უთუოდ თევზები ჰყავთ-თქო მე კიდე ვგიჟდები თევზაობაზე. ფეხზე წამოვდექი და სამიზნისკენ გავიხედე ...ვერ გავიგე როგორ ან საიდან გამოჩნდა ის ბაჯბაჯა ბავშვი . გრძელი კაბა ეცვა ფუშფუშა, თეთრი ნაკეცებიანი მტევნები უჩანდა კაბის ბოლო ჰქონდა ჩაბღუჯული და შავი კულულების რხევით მიდიოდა ჯიქურ იმ აუზისკენ . სახე ვერ დავინახე , თმა ეყრებოდა სახეზე და არ ჩანდა . ინსტიქტურად ვუმატე სიჩქარეს ,მიმასწრო აუზამდე გადაიხარა და ხელები ჩაწია თითქოს რაღაცის ამოღება უნდოდა კაბას ხელი გაუშვა როგორც ჩანს ფეხშიშველი იყო უცებ მოსრიალდა და წამში გადაეშვა წყალში . მერე არ ვიცი რამდენი წამი დამჭირდა წყალში გაუცნობიერებლად ჩავხტი .მეგონა პატარა აუზი იყო მაგრამ საკმაოდ ღრმა აღმოჩნდა თან წყალმცენარეებიც იყო და ხედვა გამიჭირდა ,უცებ პატარა თითებს მოვკარი თვალი და სწრაფად ჩავკიდე ხელი, ჩემკენ მოვიზიდე და უკვე უჟანგბადობისგან ფილტვებატკიებულმა ამოვყვინთე. ის პატარა თოჯინა საკმაოდ მძიმე იყო ძლივს ამოვიყვანე ,არა კაბა ეცვა იმხელა რას მოვერეოდი.
-პატარა ქალბატონო ... ხელს თუ აამოძრავებ და დამეხმარები კარგი იქნება- გაბრაზებულმა ვუთხარი თავი ისე ჰქონდა გადაწეული წინ გული გამიჩერდა...ხმაც ვერ გავიგე . მგონი ყვირილი დავიწყე რადგან ჩემი წვრილი ხელებით იქედან ვერ ამოვიდოდი ზედაპირი სრიალებდა და მითუმეტეს ბავშვსაც ვერ ამოვიყვანდი . ხელს ვუჭერდი და ვყვიროდი. ვერ გავაგონე ვერავის, ხელიც დამეღალა ,ძალა აღარ მქონდა ირაკლიმ რომ გამოიხედა და სირბილით გამოიქცა. გოგონა მივაწოდე და პირველად ის აიყვანა ,მერე მეც მომეხმარა.მინდორზე მოწყვეტილი დავვარდი ,სუ გამომლეოდა ძალა ფეხებში ,ძლივს ვსუნთქავდი . ბავშვის თეთრი ფუმფულა ხელი მწვანე ბალახზე ეგდო. მისკენ მივფოფხდი და სახეზე დაყრილი შავი თმა გადავუწიე . მარტო სახის დანახვა მოვასწარი მერე დედამისის კივილი გავიგე და უფროსებიც გამოვარდნენ. იმდენი ვინმე დადგა მის ირგვლივ მე ვეღარ ვხედავდი. ირაკლის დავეყრდენი და სკამამდე მივედი. არ მესმოდა რას მეუბნებოდა მარტო ის მაინტერესებდა გოგო როგორ იყო . იმდენად პატარა და საყვარელი იყო გული მეკუმშებოდა . გულისცემა ვერადა ვერ დავირეგულირე ... ძალიან ვღელავდი . როგორც იქნა ხველების ხმა გავიგე და დედამისის კივილის ხმაც შეწყდა. მივხვდი რომ გადარჩა.
სახლში შეიყვანეს...ჩვენ ქვემოთ ვიყავით. მამა და დედა მაქებდნენ , მე კიდე უკვე ყელსი მქონდა მათი სიტყვები ამოსული. ექიმი მოვიდა მერე კი ისინიც ჩამოვიდნენ. დედამისმა გულშიჩამიკრა და იმდენი მადლობა გადამიხადა თავი ამტკივდა. იმას კი არ მეუბნებოდნენ როგორ იყო ... ბოლოს კითხვა ჩავაკვეხე და როგორც იქნა მითხრეს ისეთი რამ რამაც გამახარა. რატომ გამიხარდა იმ სულელი ბავშვის ნახვა არ ვიცი მაგრამ სწრაფად კი ავირბინე კიბე და ლამის გული გამიჩერდა სანამ კარი არ გავაღე და საწოლზე მწოლიარე ნაცნობი სხეული არ დავინახე. შავი თვალები ჩაწითლებული ჰქონდა , გაემშრალებინათ, ტანზე სხვა კაბა მოერგოთ. ატმის ყვავილის ფერ კაბაში თვითონაც ყვავილს გავდა.. ან არ გავდა მე ასე მეგონა იმ წამს . სახე ცრემლებით ჰქონდა დანამული და პატარა კნოპკა ცხვირი აწითლებული . ისე გავბრაზდი მტირალე რომ დავინახე თითქოს უნდა მადარდებდეს მაგის ცრემლები სულელი ბავშვი სად მირბოდა
-ნუ ტირიხარ... ვერ ვიტან რო ტირიან
-შენ ვინ ქალ რო მეუფლოცები აქ ვერ გავიგე ...
-მეტის ღირსი ვარ რო გავიწუწე შენს გამო- ჩავიდუდღუნე ჩუმად და ვერ გავიგე რა მინდოდა მაგრამ მისი ცრემლების შემშრალება კი დავიწყე - აღარ იტირო რომ გეუბნები! თვალები გიწითლდება... არ გიხდება
-აუუფ - აიქნია ხელი და ჩემი ხელი მოიშორა. ტუტუცი ბავშვი !
-რა გინდოდა რომ მირბოდი იმ აუზისკენ...
-ჩემი სათამაშო მინდოდა შიგნით ჩამივარდა... ახლა ვინ ამოიღებს ჩემს იხვს - დაბრიცა ტუჩები და ისევ ატირდა. ეს გოგოები გამაგიჟებენ, სულ როგორ ტირიან .
-ლამის დაიხრჩე და რაგეიხვება ...აუუუ გაჩუმდი რა ნუ ტირიხარ... ჯანდაბა გაჩუმდი და მე ამოვიღებ იმ იხვს
-მართლა? მართლა ამოიღებ იხვს წყლიდან?- არა რა ხო ვამბობ პატარა სულელი ბავშვია მარა მე რა მატლიკინებდა. ამდენი სიტყვა არავისთვის მითქვამს ეს თეთრი ბამბის ქულა ვინაა ...
-არ იტირო არასდროს ტყუილად და ამოვიღებ... პირობა მომეცი
-პილობას..პირობას გაძლევ ალ ვიტილებ ცაელთოდ ნუ თუ ალ დავეცემი და ლამე ალ მეტკინება. მეც წამოვალ- ხელებით დაეყრდნო საწოლს და უკანალი აბზიკა..რანაირად დგება გავგიჟდი ვინაა ეს . წამწამებზე დაკიდული ცრემლი შეიმშრალა და იატაკზე გადაფოფხება უნდოდა ხელი რო მოვკიდე და უკან დავაბრუნე
-სად მიდიხარ !
-ეზოჩო
-ეზოჩი რო მიდიხარ ვინ მოგცა ნება... მანდ დაეტიე და მოგიტან მე იხვს. არ წამოხვიდე იცოდე!
-კალგი ჰო ... და ნუ მიბლიალებ თალებც ...
-ნუ მიბიალებ თალებც- გავაჯავრე და გაბრაზებული გამოვედი ოთახიდან. არ ვიცი რამ გამაბრაზა, მაგრამ რაღაც ვერ ვიყავი კარგად. არა როგორ რამ გამაბრაზა ჩემი თავი მაგიჟებს იმ პატარა ბუშტის ჭკუაზე როგორ დავდივარ. სიტყვას ძლივს ამბობს ..
ეზო ისე გავიარე სახლში შეკრებილებს არ დავუნახივარ. ამჯერად გავიხადე და ისე გადავეშვი წყალში . იმდენად ცივი იყო ფილტვები შემეკუმშა. ვეძებდი ფსკერისკენ მის იხვს პირველ ჩაყვინთვაზე ვერ ვიპოვე და ამოვედი. რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და ისევ ჩავყვინთე როგორც იქნა ვიპოვე მწვანე ხავსებში იყო გახვეული ძლივს გავათავისუფლე და სწრაფად ამოვყვინთე . უცებ ამოვვარდი წყლიდან და ლამის ისევ უკან გადავვარდი ირაკლი რომ შემეფეთა გაფითრებული და თვალებგაფართოებული. ისე ჩამეხუტა მგონი დამახრჩო. იმას ეგონა თუ დავიხრჩვი და იმ წამს მოურბენია . მოკლედ რა იმ პატარა მაიმუნის გამო ირაკლის ვანერვიულე...ამოიღო სამაგიეროდ ყველა დარდი იხვი რომ დამინახა ხელში იმდენი იხარხარა ნერვები დამიწყვიტა. ყურადღება აღარ მივაქციე ჩავიცვი და ზემოთ ავიპარე. საწოლზე იჯდა ისევ და თოჯინას თმებს უვარცხნიდა.. უნახია საქმე. რომ დამინახა მაშინვე საწოლზე დადგა
-მიმტანე?
-აჰა შენი იხვი ... მეორედ აღარ ჩავ..- სიტყვა არ დამასრულებინა ისე შემომეხვია ყელზე. რაღაც ვიგრძენი... არ ვიცი რა მაგრამ მისი თბილი ხელების მოხვევა მომეწონა. მეც ჩავეხუტე და თავზე ვაკოცე
-მადობააა... ულააა რა კარგია... კარგი ბიჭი ქალ ჩენ- ფეხებს აბაკუნებდა საწოლზე და ხელებს არ მიშვებდა, მერე თავი უკან გასწია ლოყაზე მომაკრა ტუჩები და საწოლზე დაეშვა .
მას მერე აღარ მინახავს...
ერთფეროვანი იყო ყველაფერი.. სკოლაში რომ დავბრუნდი და ქეთა ვნახე ისე აღარ მომეწონა ,ვერ გავიგე რა მჭირდა მაგრამ თითქოს ლამაზი აღარ იყო. აღარც მისი ლურჯი ვალები მომწონდა . ისევ ის პატარა სულელი მახსენდებოდა და ამაზე ნერვები მეშლებოდა.
სამი წელი გავიდა .არც მინახავს, არც არაფერი გამიგია მასზე... არც უხსენებია ვინმეს. კითხვას ვერ ვბედავდი, რა მიზეზი უნდა განმეცხადებინა ის ბავშვი მე რომ წყლიდან ამოვიყვანე ნეტა როგორაა-თქო, ეს მეკითხა?
თბილისიდან სოფელში მოვდიოდით ზამთარი იყო და გზები გადაკეტილი იყო .მამამ ვერ ავალთ ახლა იმ მთაში და აბაშიძეებთან დავრჩეთო რომ თქვა ისე უცებ დავიძაბე თითქოს რამე საოცრებას მეუბენებოდა. სანამ ეზოში შევედით ლამის გული ამომივარდა. უკვე გვიანი იყო, თოვდა თან წვიმაც იყო. ეზოში რომ შევედით უფროსი აბაშიძე გამოვიდა. სახლში მეუღლეც დაგვხვდა. ვინაიდან დაღლილები ვიყავით და ძალიან გვიანი იყო ოთახები გაამზადეს და გვაჩვენეს. მე და ირაკლი რა თქმა უნდა ერთად ვიყავით . ვერაფრით მოვისვენე ირაკლის კი ჩაეძინა წამსვე. ბოლოს ავდექი და ჩუმად გავიპარე ნაცნობი ოთახისკენ. ზუსტად რომ მახსოვდა რომელი იყო ეგ კი გამიკვირდა მაგრამ არაფერი მადარდებდა შავთვალებას ნახვის გარდა. კარი ისე ნელა გავაღე და შევიჭყიტე თიტქოს მოჩვენება ვიყავი. საწოლში კარისკენ ზურგით მძინარე გოგონა დვაინახე. შავი თმით მივხვდი რომ ის იყო და შევედი. საწოლს მოვუარე და ისე დავდექი სუსტ განათებაზე მისი სახის დანახვა რომ შემძლებოდა. ამ სამ წელიწადში სულ შეცვლილა ის საყვარელი ფუმფულა ბავშვი არარ იყო,არც კნოპკა ცხვირი ჰქონდა. ლამაზი ხელის მტევნები ,გრძელი თითები, აპრეხილი წამწამები, თმა გაეზარდა ალბათ წელამდე ექნებოდა . ხელი საბნიდან ამოწეული ჰქონდა დათვებიანი პიჟამას ზედა ეცვა და მშვიდად ეძინა. ლოყები აფერადებული ჰქონდა, ტუჩები კი გაბუშტული .
არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი იატაკზე , საწოლზე ხელებით დაყრდნობილი და ვუყურებდი მძინარე ქალბატონს, მაგრამ უკვე მზე ამოდიოდა რომ გავიპარე. საწოლში შევწექი და სულ ცოტა ხნით ჩამეძინა. რგორ მაინტერესებდა ვეხსომებოდი თუ არა,მაგრამ ვერ ვნახე იმდენად ადრე წავედით. მისი პატარა ძმა რომელიც ალბათ ორ წლამდე იქნებოდა .დილიდან გაღვიძებული იყო და დედას არ შორდებოდა. თვალებით უშედეგოდ დავეძებდი ქალბატონს მაგრამ არ ჩამოდიოდა მძინარე მზეთუნახავი კიბეზე.
სოფელში რომ წავედით ისე გავიდა ის დრო არაფერი მახსოვდა... ისევ უკან დავბრუნდი დასრულდა ზამთრის არდადეგები . ჩვენს კლასში ახალი მოსწავლეები გადმოვიდნენ ვახო და ბექა . თავიდანვე მივხვდი რომ დავმეგობრდებოდით მაგარი ბიჭები არიან და ორივე ძალიან მიყვარს...
უკვე 18 წლის ვარ . მე ბექა და ვახო განუყრელი მეგობრები გავხდით. ისეთი პერიოდი იყო თბილისიდან არ წამოვსულვართ . სკოლა დავამთავრეთ და უნივერიტეტშიც ჩავირიცხეთ.
ჩვენი თამარ ქალი რძლად გვყავს სასტავს უკვე და ძმისშვილებიც მყავს. ისეთი მაგარი ბავშვები არიან ჭუიდან გადავყავარ... ჩემმა სოფელზე შეყვარებულმა ძმამ ეს თბილისელი გოგო წაიყვანა და დასვა იქ... სიყვარულს რას გაუგებ თორე კი ვეუბნებოდით ამ გიჟს მიყვები და თან სოფელში გადადიხართქო მარა რო მოიტაცა იმ გადარეულმა არ გაუპროტესტებია...
სიყვარულს მართლა რას გაუგებ... არ მეგონა ორჯერ ნანახი გოგო თუ შეიძლება გყვარებოდა თან ბავშვი ..მაგრამ მიყვარს და რა გავაკეთო . ვამბობდი ,თავს ვიჯერებდი რომ არ მიყვარდა მაგრამ როცა სულ მასზე ფიქრობ, გინდა ჩახვიდე და ნახო, წარმოიდგენ როგორია, წარმოიდგენ როგორ ეხვევი კოცნი და მასთან ერთად ხედავ მთელს შენს დარჩენილ ცხოვრებას აბა რა არის თუ არა სიყვარული... მეორედ ვნახე მძინარე 8 წლის ბავშვი და ახლა 18 წლის ასაკში როცა ამდენი გოგო მახვევია გარს ის მყავს სანატრელ ქალად ქცეული.
ვერ მოვითმინე და ქუთაისში წავედი. კურსელი ქუთაისელია და მას ვესტუმრეთ მე ბექა და ვახო. ბიჭებმა იცოდნენ რა თქმა უნდა ეს ამბავი და აღარ იცოდნენ ეცინათ თუ ეტირათ...
სუფრასთან ვისხედით, ცოტა დავლიე კარგი ღვინო იყო და შევყევი . საკმაოდ ნასვამი ვიყავი მაგრამ არც ვბარბაცებდი .ბიჭები მიწვნენ და გათიშულებს ჩაეძინათ.
მე კი მივუყვებოდი ღამის ქუთაისის ქუჩებს ,თითქოს უბრალოდ მივდიოდი სანამ ნაცნობ უბანს არ მივაღწიე ..არადა საკმაოდ შორს იყო ლევანის სახლიდან ჩემი გოგოს სახლი. ვიცოდი ,ველოდი რომ იმ ღამით ვერ ვნახავდი .შავი დედალივით გაგიმართლაო ელენა ბებო მეტყოდა ჩემი სახე რომ ენახა იმ წამს. ძალიან ცხელოდა იმ დღეს და სიცხისგან შეწუხებული ჩემი გოგო აივანზე იდგა. ისე კარგად ვხედავდი თითქოს მთვარის შუქი პირდაპირ მას ანათებდა მე კი არწივის მზერა მისაჩუქრა ღმერთმა. ღმერთო ვერც კი წარმოიდგენთ იმ წამს რას ვგრძნობდი ,მეგონა ძალა გამომეცლებოდა და ჩავიკეცებოდი. თითქოს ალკოჰოლმაც მაშინ ამიდუღა სისხლი. დამცხა ,ისე დამცხა თითქოს კანზე ცეცხლი მეკიდა,შიგნეულიც მეწვოდა . დაცვარულ შუბლზე ხელისგული გადავისვი და თმებზე გადავატარე. ნერვიულად დააბიჯებდა და სულს უფრო მიფორიაქებდა. პიჟამა ეცვა ,ისეთი მოაჯირი ჰქონდა აივანს ვხედავდი მის მთლიან გამოსახულებას,თითქოს ყველაფერი ხელს მიწყობდა მის სათვალთვალოდ . არ დამაკმაყოფილა ამ მანძილიდან ნანახმა მის სახეს ვერ ვარცევდი მისი სიმაღლე და ფორმები იმ წამს ზედმეტად უინტერესო იყო ჩემთვის , მე მხოლოდ მისი სახის დანახვა მინდოდა თითოეული ნაკვთის ,სიზმრებში რომ უკეთ დამენახა წინასწარ ვიმზადებდი ბაზას... უკანა კარიდან შევედი ეზოში და ისე დავდექი ხეებს შორის ვერავინ დამინახავდა. ახლა მის სახესაც ვხედავდი, სიო თმებს ურევდა, წელამდე გაშლილი შავი თმა ისე ირხეოდა გული მიტოკდებოდა ,ღამეში მისი შავი თვალები ანათებდა,სულ რამდენიმე წამით დავინახე იმდენად დახვეწილი იყო ,იმდენად ლამაზი მსოფლიოში მასზე კარგი არავინ იყო ჩემთვის .იმდენად მინდოდა მისი ღვინისფერი ტუჩების დაგემოვნება, ლამაზი სახის ტუჩებით შესწავლა სისხლი მეყინებოდა. ერთი გადატრიალება უნდოდა ტვინს ალბათ გულს გავუხეთქავდი შიშისგან 13 წლის ბავშვს .. აივანზე ავძვრებოდი და პირველ კოცნას მოვპარავდი...
იქედან წამოსულს ათასი აზრი მიტრიალებდა თავში. აქამდე თუ პატარა ბავშვი მიყვარდა ახლა მოზრდილ გოგონას ვხედავდი რომელსაც ჩვეულებრივად შეიძლებოდა შეყვარებული ჰყოლოდა. ლამის შევიშალე იმის გააზრებისას რომ მის შესახებ თიტქმის არაფერი ვიცოდი , იქნებ ჰყავდა კიდეც შეყვარებული იქნებ მის ტუჩებს სხვა დაეპატრონა,იქნებ მისი გული უკვე სხვისთვის ძგერდა ...
ეჭვიანობა ისე მკლავდა მიზეზი არ მქონდა...
მახსოვს როგორ ავაწიოკე დილიდან ბიჭები ვანო ისეთი ტიპი იყო მთელს ქალაქს იცნობდა ისე როგორც მე თბილისს და იმ დღესვე ყველაფერი გავიგე ჩემს გოგოზე. ბიჭებმა რომ იციან იმდენ ინფორმაციას არცერთი გოგო არ ფლობს, ჩვენ რომ ვაკვირდებოდით გოგონებს ისე ვერავინ შეისწავლიდა. ყველა ვინც კი აბაშიძის ქალბატონს იცნობდა ისე მიხასიათებდა სულ შევიშალე... თითქოს იმედი მქონდა რამეს ისეთს გავიგებდი და შემდეგ დავრწმუნებოდი რომ ჩემი შესაფერისი არ იყო და უბრალოდ ამოკვიატება იყო. რომ ეთქვათ შეყვარებული ჰყავსო დარწმუნებული იყავით იმ ბიჭს გულს ამოვაცლიდი ...
ქუთაისიდან სოფელში ისე წავედი გაგიკვირდებათ და არ მინახავს. რატომ არ მინახავს? მიზეზი მარტივი იყო და ჩემს გარდა არავის ესმოდა .რომ შევხვედროდი დამიჯერეთ თავს ვერ გავაკონტროლებდი !
მას მერე მთელი სამი წელი გავუძელი... როგორ გავუძელი მის შორიდან ცქერას ისე რომ ახლოს არ მივსულვარ არ ვიცი. ალბათ კიდე დიდხანს დაველოდებოდი... მანამ დაველოდებოდი სანამ არ გაიზრდებოდა ,მაგრამ ვერ შევძელი. როცა მისმა თაყვანისმცემლების არმიამ იმატა , როცა იმდენად ლამაზი გახდა რომ უკვე მეც ვკვდებოდი მისი სურვილით ჩემებს განვუცხადე რომ აბაშიძის ქალს ვირთავდი ცოლად. თავიდან გაგიჟდნენ სად იცნობ მაგ გოგოს სად გახსოვსო მერე თავად გავახსენე ნიშნობის ამბავი და მოკლედ ვუთხარი ბაბუაჩემმა რადგან შემირჩია და დამნიშნა ღმერთის წინაშე ჩემი ცოლი უნდა გახდესთქო. მე რომ ვიტყოდი სიტყვას იცოდნენ არ გადავთქვამდი, ირაკლიმ კი იცოდა ისედაც ყველაფერი და საქმე ის იყო როგორ უნდა შემერთო ცოლად. კარგად ვიცნობდი და ვიცოდი მასთან სახლში მსივლა ხელის თხოვნა და გაჭიანურება ამ ამბის მას უფრო დააფრთხობდა მე კი მეტად გამაწამებდა .
მოტაცება რომ გადავწყვიტე .ყველაზე ფრთხილი და ნაზი ვინც მყავდა საძმაკაცოში ისინი გავუშვი და მგონი იმდენჯერ ვუთხარი რამე რომ ატკინოთ ან აწყენინოთ მოგკლავთთქო ცოტაც და მე მომკლავდნენ. სანამ სახლში მივიდოდა ქალბატონი აბაშიძე მანამ მოგვარდა მის მშობლებთან საქმე . ნერვები კი მომეშალა 16 წლის გოგო გათხოვებაზე რომ უარი არ განაცხადეს ,მაგრამ ეგოისტურად მიხაროდა პრობლემა რომ არ შეიქმნა .
სანამ მოვიდოდნენ მეგონა ბეწვის ხიდზე ვიდექი და გასვლას ვაპირებდი. ის სამი ნერვებს უარესად მაწყვეტდდა, საერთოდ ეს ხალხი ეზოში რომ მოძრაობდა და ქორწილისთვის ემზადებოდა ,მატი მოლოცვები და კითხვები... მინდოდა ყველა დამეხრჩო ბოლოს ისეთის ახით ვიყავი ყველა გაჩუმდა ... ბებია რომ უკმაყოფილო იყო ეგ არ მომწონდა ,მაგრამ ვიცოდი ბოლოს მოეწონებოდა ჩემი გოგო.
ჩემი გოგო-თქო ვიძახი და ვერც ვიაზრებ რა დონის ეგოისტი ვარ. 16 წლის გოგოს ცხოვრებას ვუნგრევ ... შეიძლება გავაუბედურო,შეიძლება თავი ვერ შევაყვარო ვერ შეეგუოს ჩემს ხისტ ხასიათს, ჩხუბისთაობას, ჩემს სიტყვაძუნწობას და სევძულდე შეყვარების ნაცვლად. მერე არ ვიცოდი რა მეშველებოდა ,მისი ტკივილი რომ გამანადგურებდა ეს ზუსტად ვიცოდი .
მისი ერთი ყველაზე დიდი ,შეუგნებელი თაყვანისმცემელი ისე ვცემე მგონი საავადმყოფოში იწვა მთელი წელი და კიდევ ვერ ააწყვეს. კონტროლს მთლიანად ვკარგავ როცა ვფიქრობ რომ ვინმე შეეხება, ვინმეს გაუღიმებს, ვინმეს შეიყვარებს.. აი მანდ უკვე ცხოველი ვხდები და შემიძლია მოვკლა კიდეც. ზოგადად არ ვცემდი ხოლმე შეგნებულ ხალხს რომლებმაც გაიგეს რომდ აკავებული იყო ჩემი გოგო ,მაგრამ მან გამაგიჟა ისე დამიწყო ლაპარაკი თითქოს მისი საკუთრება იყო ჩემი ეკატერინა , თავს არ დავანებებ ჩემი გოგოაო ეგ რომ მითხრა მერე გადამეკეტა. ამას ისიც დაემატა რომ აშკარად ,ჩემი თვალით დავინახე როგორ გააბრაზა სკოლის ეზოში და მისი ნერვის შეტოკებაც იმხელას ნიშნავდა ჩემთვის ყველაფერი ერთად მომაწვა...
მშიშარაც გავხდი... ვიტაცებდი იმის შიშით რომ თავს ისე ვერ შევაყვარებდი, რომ ვერ გავუძლებდი, რომ დავკარგავდი ,იმის რომ არ მოვეწონებოდი და ყველაზე მეტად იმის მეშინოდა რომ ცხოვრებას დავუნგრევდი ...
ეზოში ვიყავი როცა მანქანა შემოვიდა , ირაკლიმ გამაჩერა და მერე მივხვდი მარტალიც იყო. ისეთის ახით ვიყავი ან რა უდნა მეთქვა ან რომ დამინახავდა გიჟი ვეგონებოდი . დედაჩემი და ბებია გავაფრთხილე . მაიკო გახარებული იყო ოღონდ შენ იყავი ბედნიერი და მე ყველაფერს გავაკეთებო . მამა მხარს მიჭერდა როგორც ყოველთვის, მენდობოდა და ალბათ იმიტომ.
სახლში რომ შეიყვანეს მეორე შესასვლელიდან მეც წავედი. მესმოდა როგორ თხოვდა დედაჩემს გაშვებას. საკუთარი თავი შემზიზღდა მისი ცრემლებისთვის. მე ვატირებდი როცა მისი ცრემლების გამო ნებისმიერს წამებაში ამოვხდიდი სულს...
გათიშული ,რობოტივით ვაკეთებდი ყველაფერს . ოთახში ,მასთან სანამ შევიდოდი ალბათ ათი წუთი ველოდი . წესით კაბა უკვე უნდა ცმოდა, იმდენ ხანს ვარჩევდი .მეგონა მისი შესაფერისი არცერთი იყო ბოლოს ეს უკანასკნელი ვიყიდე და ახლა ყველაფერთან ერთად მისი სადედოფლო კაბაში ნახვა სიგიჟემდე მინდოდა. კიდე ვერ ვიჯერებდი რომ მალე ჩემი ცოლი გახდებოდა. ისიც არ მადარდებდა მას რომ არ უნდოდა... საშინელი კაცი ვარ ,მაგრამ შეპყრობილი ვიყავი მისით.
კარი გავაღე როგორც იქნა და მის შავ თვალებს რომ შევეჩეხე გულმა ძგერა შეწყვიტა. რამდენიმე წამი ვუყურებდი, ისიც საკმარიისი იყო მისი სილამაზის არსაქმელად.იმდენად ვიყავი შეჩვეული მოკლე ნახვებს. ერთი ამოვისუნთქე და ისე ავჭიკჭიკდი თითქოს არც ვღელავდი. როგორ მოვახერხე არ ვიცი, თავისთავად ვმშვიდდებოდი მასთან. პირველი საუბარი გამახსენდა. მეორედ ვესაუბრებოდი და ნახევარ საათში ცოლად უნდა შემერთო .მხოლოდ მეორედ ვესაუბრებოდი. რა თქმა უნდა ვერ მიცნო, ისე დამფრთხალი მიყურებდა ,მისმა უკან გადადგმულმა ნაბიჯებმა გული მატკინა. დედაჩემი რომ შემოვიდა და მზად ყოფნა მამცნო ხელი ინსტიქტურად მოვხვიე წვრილ წელზე . დამფრთხალი ბაჭიასავით იყურებოდა, მისი ოჯახისწევრები და ნათესავები ადგილზე იყვნენ. აშკარად იმედგაცრუებული იყო მათი იქ ხილვით .
ჯვრისწერისას ღმერთს პირობა მივეცი რომ იმ დღის შემდეგ აღარ იდარდებდა არაფერზე და ბედნიერი იქნებოდა .
მთელი ქორწილის განმავლობაში თვალს ვერ ვაშორებდი, მასთან ცეკვა, მისი სურნელის შეგრძნება ,ყველაფერი მოქმედებდა. რომ ვშორდებოდი ცუდად ვხვდებოდი მასთან კი მშვიდად, ჩვეულებრივად ვსაუბრობდი.
ქორწილი დასრულდა
ბიჭებთან ერთად ვიდექი და რამდენიმე მეორე ჭიქას ვსვამდი
-აუ ეს ისე ნერვიულობს ასე მგონია გოგოს და ვარ რომელსაც ქალიშვილობას აკარგვინებენ
-ენას ამოგგლეჯ ირაკლი!
-კაი შე ჩემა როგორაა ვერ ხედავ კიდე ეგ უნდა ამას..
-ისე მართლა როგორ ნევრიულობ გაჭაღარავდები მგონი საძინებელში შესვლამდე
-ის გოგო ისეთებს მართებს გეფიცები ერთს მიადებს ხელს და სულ დაავიწყდება ყველაფერი რაც უდარდია ამდენი წლის განმავლობაში
-ე ბიჯო წადი შენ კიდე თორე მგონია მე უნდა მეტაკო
-არა რა თქვენი იმეტი მტერს
- რა ვქნა ახლა გასწავლო რა უდნდა გააკეთო?
-მაგის მეტი არაფერი იცის და ...
-გავჩუმდებით და გავდივართ- ისე გავხედე სამივემ დუმილი ამჯობინა. ირაკლი სახლისკენ წავიდა ბიჭები მეზობელ სახლებში რჩებოდნენ და გაიძურწნენ.
ოთახში შესვლამდე ვფიქრობდი რომ იატაკზე ან სავარძელში დავიძინებდი და კიდევ ერთი ფსიქოლოგიური წნეხისთის არ გავიმეტებდი , მაგრამ ვერ შევძელი . ყველაფერთან ერთად მისი დაუფლების სურვილი იმდენად ძლიერი იყო ჩემში ,მისი ყველა უჯრედი მაგიჟებდა. ისიც საოცარი იყო როგორ შემეძლო მე მასთან ასეთი ნაზი, მსვიდი, მომთმენი და თბილი ვყოფილიყავი ,ხანდახან მეგონა მისი დანახვისას და მოახლოებისას სხვა ადამიანი ვხდებოდი ,ფრთები მიჩნდებოდა და ანგელოზად გარდავიქმნებოდი როგორც თავადაა მიწიერი ანგელოზი..“
მე ხმა ჩამიწყდა... მეგონა საერთოდ ვეღარ ვამბობდი ბგერებს და უბრალოდ ვკითხულობდი ,გულში ჩემთვის. ყელში ბედნიერებისგან მობჯენილ ცრემლების გუნდას ვგრძნობდი. სუნთქვა შემეკრა და ცრემლებმაც დამინამეს სახე. წაკითხვა ვეღარ შევძელი,თვალები დამებინდა . დათოს მკერდში ჩავმალე სახე და გრძნობებს გასაქანი მივეცი . ვერასდროს წარმოვიდგენდი ასე ძლიერ თუ ვუყვარდი.. ჩვენი სიყვარულის ისტორია სულ სხვა გვარად მესახებოდა მთელი ცხოვრება . ახლა კი იმ კითხვებსაც კი პასუხს ვცემდი რომლებიც მაწუხებდა.
მთელი სახე დამიკოცნა და ბოლოს ტუჩებზე მეამბორა. ჩავეხუტე და გავიტრუნე. დიდხანს ვიყავით ასე ჩვენი გულისცემით შექმნილ მელოდიას ვუსმენდით . არ გვითქვამს „მიყვარხარ“ ამ სიტყვას ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის . რამე რომ მეტქვა ყველაფერი ფასს დაკარგავდა...
როცა დავმშვიდდი ხალისით დავიწყე კითხვა. უკვე დათოც ჩაერთო აღარ იყო გატრუნული ,თითქოს გულზე ლოდი მოეხსნა ისე მიყურებდა . შიგადაშიგ მკოცნდია. ვკითხულობდი ყველა ძვირფას მომენტს ჩვენი ერთად ცხოვრებისა და არ მჯეროდა კიდე ბოლომდე რომ ჩემი ჯმუქი ქმარი ამ დოზით კარგი თუ იყო... როგორ არ ვიცოდი მაგრამ იმ წამებში ვრწმუნდებოდი რომ ის იყო ჩემი ღვთისგან მოვლენილი ბედნიერება. უნაკლო კაცი იყო რომელიც ღმერთმა მხოლოდ მე მაჩუქა ...
ისე დაღამდა ვერც კი გავიგეთ... იქედან ჩამოვძვერი, გულში ვიკრავდი მის ჩანაწერებს და ყურებამდე გაღიმებული ფარფატით მივაბიჯებდი მინდორზე.
ბიჭებს დავურეკეთ მივულოცეთ და როგორც კი მობილური დავდე კოცნა ვაჩუქე... მხოლოდ კოცნა არა იმ ღამეს ,ოცი წლის შემდეგ ჩვენი პირველი ღამიდან მეგონა ბედნიერებისგან ავიჭრებოდი ცაში და დიდხანს ვიფარფატებდი ქათქათა ღრუბლებში ...
დილით 12 საათზე უკვე ბინაში ვიყავით და ბავშვებს ვულცავდით... საღამოს მთელი ოჯახი ერთად შევიკრიბეთ ჩვენი კატებით ,ძაღლებით და იმ დღის ბოლო წუთები რომ იწურებოდა სიტყვა ვითხოვე და სუფრისგან მოშორებით დავდექი . არ მეგონა ამ სიტყვებს კიდე თუ ვიტყოდი, მაგრამ მე ხომ ვერ ამოვუწურავ ჩემს ქმარს ბედნიერ დღეებს , ჩანაწერები სიცოცხლის ბოლო წუთამდე უნდა გააკეთოს.
-აბა რძალო გისმენ რა ხდება?
-ზუსტად ვიცი მამიკოს საჩუქარს გადასცემს
-როგორც ყოველთვის ბოლო წუთს
- დამიანემ და დემეტრემ ზუტად აღნიშნეს..ჩვენი ქორწინებიდან ოცი წელია გასული . ორი წლის თავზე ტყუპი ბიჭები გავაჩინე... შემდეგ ამ დღეს გახარე რომ ელენეზე ვიყავი ფეხმძიმედ იმდენ ხანს ვინახავდი ამ ამბავს .შემდეგ ამ დღეს არა მაგრამ ერთი უძვირფასესი საჩუქარი გიძღვენი ჩვენი ევას სახით . ახლა კი ვუბრუნდები ელენეს ამბავს და მინდა გითხრა რომ შენი 36 წლის მეუღლე მიახლოებით 7 თვეში მეხუთე შვილს გაჩუქებს . ახლა ფეხმძმობის ათ ტესტს დაჯექრდი და შვიდ თვეში ხელში დაგაჭერინებ საჩუქარს - მონოლოგი ბოლომდე დამამთავრებინა , ყველა ხომ გასუსული იყო და კიდე ვერ იჯერებდა ამ ამბავს მაგრამ დათოს ცისფერი თვალები იმ წუთებში ზღვას გავდა რომელიც არასდროს გაქრება, მუდამ განაგრძობს ღელვას მიმოქცევას .
პირველი რომ შევატყობინე ყვიროდა, მეორეზე იცინოდა , მესამეზე კიდეც იცინოდა კიდეც ყვიროდა ბოლოს რომ ჩამეხუტა ტიროდა და ახლაგათიშული წამოდგა ფეხზე და ისე მომეხვია უთქმელად, უსიტყვოდ მთელი ემოცია გადმომცა და ტუჩები დამიკოცნა .
ჩემი ოთხი შვილის სიხარულისგან გამოწვეული ხმები ჩამესმოდა, ვეხვეოდი დათოს და ისინიც ჩვენს ირგვლივ მოგროვდნენ. ერთად ჩაგვიკრა ყველა გულში ჩემმა დავითმა და ისე შემომხედა მე რომ მაბედნიერებს მარტო ჩემი მზერით , ჩვენი სიყვარულით
მეორედ განვიცადე ყველა გრძნობა იმ რამდენიმე დღეში...
მეორედ შევიყვარე და გავიაზრე ყველაფერი რაც თავს გადაგვხდა...



№1  offline მოდერი sameone crazy girl

თამამად შემიძლია განვაცხადო რომ კიდევ ერთი ზღაპარი შევქმენი ... რაღაცნაირად ემოციებისგან დავიცალე რომ არ ვციოდე თავი შეყვარებული მეგონებოდა მარა ვაი რომ არ ვარ relieved
იმედია მოგეწონებათ და მიიღებთ ჩემგან გადმოცემულ ემოციას , თუ გამოვგზავნე სწორად რა თქმა უნდა.
მიყვარხართ ჩემო სიხარულებო და სიყვარულებო ,ტკბილო შოკოლადებო და ველი მთელი გულით და ბოლო წაფი მოთმინებით თქვენს შეფასებებს .გთხოვთ გთხოვთ გთხოვთ შეაფასოთ სიტორია ისე მაინტერესებს თქვენი აზრი აღარ ვიცი რა გავაკეთო disappointed_relieved
არადა მეძნება და იმდენი ვწერე დღეს თიტები მტკივა უკვე
გ ყ ვ ა რ ო ბ თ თ ქ ვ ე ნ ი მ ა რ ი ა მ ი

 


№2 სტუმარი Guest miranda

ეხლა ეგ ნამდვილად არ წამიკიტხავს ხვალიდან დავიწყებ მაგრამ იმდენად საოცარი გოგო ხარ შენი ისტორიებით სულ დადებითათ მუხტავ შენს მკითხველს მათ შორის მეც მაოცებ მაბედნიერებ და ზაპრულ სამყაროში მიშვებ შენს გმირებთან ერთად/არვიცი კიდევ რა გითხრა სიტყვებიც არ მკმარა იმ ემოციის გადმოსაცემათ რასაც შენი ისტორიებიდან ვიგებ და ვცდილობ მეც გაგანებივრო ჩემი კომენტარებით და გადმოვცე ის სითბოდა სიყვარული რასაც შენს მიმართ ვგრძნობ..

 


№3  offline წევრი si-xa

Aუუუ გული გამიჩEრეე საუკეთEსოა შEნს ზღAპრებშI ეს და Dააფასო გირჩEვნია

 


№4  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ვფიქრობდი რა უნდა მოხდეს ამ კაცზე გული რომ მომიბრუნოსთქო და აი! როგორ შევიტანე შენს ძალებში ეჭვი :( ამხელა ემოცია კარგა ხანია აღარ მიგვრძნია :( ვიტირე,ვიცინე ხან ვტიროდი თან ვიცინოდი თან მაჟრიალებდა,ყველა ამ გრძნობას ერთად ვგრძნობდი,აი ამ ისტორიამ მაგრძნობინა რას ნიშნავდა "მუცელში პეპლების ფრენა" ქაოსი იდგა ემოიათა კორიანტელი❤ ლამის გადავირიეე ამხელა ემოცია ვაღიარებ "ისინისაც" არ გამოუწვევია ჩემში :( ეხლაც ცრემლები მომდის ო მაი გად! თან ქუთაისელი რომ იყო ჩვენი გოგო ეტყობადა მაინც სხვანაირად მოედო გულს❤❤❤როგორ მინდა მეც ესეთი შვილები მყავდეს ❤❤❤ასე მეგონა ამ ისტორიაში ჩემი საოცნებო ბიჭები გყავდა ზუსტად ვოცნებობ ორ ტყუპ ბიჭზე, რომლებსაც დავარქმევ დამის და დემეს❤❤❤ის ორი მშვენიერი ქალბატონი❤ საყვარლები❤ ევა შეკალებული პატალა ქალი ❤❤❤
მაგრამ აი დასასრული იყო უბრალოდ სასწაული! საოცრება!უჩვეულო!არაჩვეულებრივი!არაამქვეყნიური!არაორდინალური! გიჟობა გადარეულობა!ჩემი გულის გახეთქვა და არ ვიცი იმდენად კარგად გეწერა ეს ყველაფერი ნათლად წარმოვიდგინე.პატარა ლოყებიანი კუდრაჭა და დათო. ვაიმეეე ეხლა მახსენდება ის სიტუაცია რომ გაადაარჩინა და ლამის ხმით ავტირდეე! ძაან ცუდად ვარ მე :დ გავგიჟდი რაა, ამ ისტორიამ გადამრია! ღამეა და ვითომ ამიტო იმოქმედა ასე?! მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ღამეა დღეა დარია თუ ავდარია მარიამი ყველაზე მაგარია!
აღარ ვიცი რა ვთქვა არ მინდა გავჩერდე,მინდა დაუსრულებლად ვისაუბროო და ვისაუბროო, მაგრამ თან სიტყვის მარაგიც მცირე მქონია :დ არ მკმარა. ნუუ ეს ისტორიაა, ამ ისტორიის ყოველი ასო და სიტყვა იმდენად ღრმად ჩაიბეჭდა ჩემს გულში და გონებაში მთელი ცხოვრება წარუშლელი იქნება❤❤❤❤
აღტაცებული ვარ❤❤❤❤

 


№5  offline წევრი მონაცისფრო

ყველაფერს ველოდებოდი აი ასეთ დასასრულს კიარა... ყოველთვის "მიცრუებ" იმედებს და უფრო მეტს წერ ვიდრე ველოდები❤ არვიცი რაგითხრა მართლა საოცრად დაიხვეწე. ახლა ემოციებს ისე მძაფრად გადმოცემ თითქოს მეც მათთან ვიყო და იქიდან ვაკვირდებოდე❤ მეც გყვარობ მარიამ!

 


№6  offline წევრი milangirl

ძალიან ძალიან მომეწონა.თავიდან მძინეთ დაიწყე, მაგრამ ბოლოს შენ სტილს არ უღალატე. შენ ისტორიებს ყოველთვის დიდი სამუვნებით ვკითხულობ. ვიცი ბევრს ვითხოვ, მაგრამ მალე დაგვიბრუნდი რა

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

მიხარიხართ ჩემო ტკბილებო. თქვენმა კომენტარებმა გამათბო და დამატკბო..
უნის დაწყებამდე რასაც მოვასწრებ სულ უნდა გადმოვაფრქვიო ჩემი ემოცია ,გრძნობა და ფანტაზია ასე რომ მალე დავბრუნდები ოღონდ "ისინი" უნდა გავაგრძელო ალბატ რა ვიცი ამ ისტორიის წერა ისე მოულოდნელად დავიწყე და ორ დღეში დავასრულე ნუ რა ვიცი რა მომაფიქრდება smile იმდენად რთული პერიოდი მაქ ახლა ნამდვილად მჭირდება წერა ამან მაინც რომ დამამშვიდოს

 


№8 სტუმარი tamuna

Uamravjer vtqvi es fraza mara mainc getyvi ro vgijdebi me shenzeee:-)imdeni emocia gadmoeci jer vicinodi mere vtirodi Da axlac vtiri:-)saertod galats albat veravis vapatieb magram ase tu veyvarebi vinmes arc davfiqrdebi ise vapatieb sayvarel adamians<3sheni yvela istoria guls mitbobs Da mamxnevebs, tan imedi michndeba Rom aseti samotxis sheqmna aq dedamiwazec sheidzleba<3yvelas Da mat shoris shen Da chems tavsac vusurveb aset tkbil, tbil Da ganumeorebel siyvaruls

 


№9  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ვაიმე ეს რა იყოო სასწაულიი ჯერ ასეთი ისტორია არ წამიკითხავს ♡♡♡რაღაც არაამქვეყნიურიი ხაარ ასეთი გრძნობიყ და ემოციებით დაწერილიიი არ ვიციი გაამაგიჯეეე გამასულელეეე ♡♡♡სასწაული ხარ ვკითხულობდი და გული ისე მიცემდა თითოს ჩემს თავს ხდებოდაა ეს ოჯახური ამბავი ♡♡♡ყველაზე კარგი ხაარ იმხელა გრძონა გადმოეციი თან ისე ზუსტად არ ვიციი ეს რა იყო სიტყვები არ მყოფნიის ძალიან კარგი ხარ იძლიერესი ხარ წერაში ♡♡ყოჩაღ გამაოცეე და უზომოო სიამოვნება მომანიჭე ამ ისტორიით ♡♡♡♡♡

 


№10  offline წევრი salome taboridze

ეს იყო რაღაც საოცრება . მარიამ არ ვიცი სიტყვებით როგორ გადმოვცე . აი გვერდიტ რომ მყავდე ისე ჩაგეხუტებოდი ალბათ გაგახრჩობდი :-D . ვაი რაღა ვთქვა არ ვიცი ემოციებით დაცუნძლული ისტორიააა ... ბრავო შენ ... რაღა ვთქვა ყოჩაღ ♥♥♥
--------------------
♥♥

 


№11 სტუმარი lile

ყველაზე მაგარი ხარ

 


№12 სტუმარი Mariami

Sheni yvela istoria xom usazgvrod momwons,magram es istoria saocari iyo,ubralod sityvebic ki ar myofnis emociis gadosacemad. Umagresi gogo xar mariam,bravo..

 


№13 სტუმარი qeti

yvela istoria sheneburia ♥ gansxvavebuli da yvela sityvashi igrdznoba emocia ♥ sxvisi azri arvici magram me ase vfiqrob♥kargi xar rom ar gvalodine da mec gyvarob mariam♥

 


№14  offline მოდერი D-roni

აღარ ვიხი ხოლმე რა უნდა გითხრა , ახალი და ისეთი , რომ გაგიხარდეს!
მარიამ საოცრად დახვეწილი ხარ !
მე მართლა არ ვიცი , უკეთესზე უკეთესი ხდები ...
მხოლოდ ამას გეტყვი , ჩემთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობის სოტყვებს ... არც ისე ხშირად , რომ ვამბობ ხოლმე .
მეამაყები მთელი არსებით!
❤️❤️❤️

 


№15  offline წევრი nestanuka13

ეს ისტორია არის შენი ყველაზე კარგად დაწერილი ისტორია ❤️❤️

 


№16  offline წევრი sophiaa

ასეთი ისტორია არასდროს არ წამიკითხავს და ვხვდები რომ ვერც წავიკითხავ <3 საუკეთესო იყო. ძალიან ძალიან ნიჭიერი ხარ, აი არ ვიცი ამ მოთხრობით მართლა ძალიან შემაყვარე თავი <3
--------------------
ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო - სხვა ყველაფერი სიყალბეა.

 


№17  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აი ეს ისტორია რომ წავიკითხე ზუსტად შემიძლია ვთქვა რომ შენს შემოქმედებითობაში ეს არის იდიდესი ნახტომი... შენი იატორიები ძირითადად ახალგაზრდული და მხიარული არის ეს ისტორია კი ძალიან დახვეწილი ემოციური თბილი და სრულყოფილი იყო... ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ შემიძლია გითხრა შენ ძალიან გაიზარდე როგორც შემოქმედი როგორც მწერალი... შენი ისტორიები აღარ არის გასართობი მხოლოდ უკვე ემოციები და სრული სასიყვარულო რომანი შექმენი... საოცრება ხარ მართლაც რომ საოცრება და ასეთივე საოცარი ისტორია გვაჩუქე... დიდი ხანია შენი ისტორიების შეფასება არ გამიკეთებია და საოცრად მომნატრებია... რაც შეეხება დათოს ეს მამაკაცი არის სრულყოფილების და ვაჟკაცობის ეტალონი... ყოჩაღ შენ, ასეთი ნიჭი არ უნდა დაიკარგოს...

 


№18 სტუმარი stumari77

მადლობა, საოცრება იყო, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, საერთოდ ძალიან კარგი ხარ, კიდევ ერთხელ მადლობა.

 


№19  offline წევრი nini :)

auh ra kargi iyooooo, dzalian momewona sityvebit ver agvwer ra emocia moitane.... miyvars sheni istoriebiii

 


№20  offline წევრი ely and baby

სიმართლე გითხრა დიდად არ მომეწონა,თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია. ალბათ სხვანაირ განვითარებას ველოდი და ამიტომ.

 


№21  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ფანტასტიკააა <3 ვაიმეე რა მაგარიი იყოო გავგიჟდიი...ვიცოდი რო საოცრება იყავი მაგრამ ასეთიც არმეგონეე <3 ყოველი ახალი ისტორიის შემდეგ მაოცეებ <3

 


№22 სტუმარი nino

ვაიმე რა კარგი იყო..ემოციებით სავსე,გრძნობებით გაჯერებული,თბილი....განსხვავებული წერის სტილი გაქვს,ზუსტად გადმოსცემ იმას, რაც უნდა გადმოსცე..შენი ყველა ისტორია ძალიან მომწონს..არ არის ბავშვური და ბანალური...და იმედია მალე გაგვახარებ შენი ახალი ისტორიიით...მოუთმენლად გელით..წარმატებებს გისურვებ.

 


№23  offline წევრი Green))

პირველად ვწერ კომენტარს ასე რომ ბევრის დაწერა მომიწევს იმედი მაქვს არ შეგეზარება წაკითხვა smiley
შენი ყველა ისტორია წაკითხული მაქ. დიდი ხანია თვალს ვადევნებ შენს მოღვაწეობას ამ საიტზე. არის რაღაცეები რაც არ მომწონს შენს ისტორიებში, რაც არარეალურია ცოტათი და რაც ოდნავ მაღიზიანებს, მაგრამ საერთო ჯამში ასე თუ ისე ყველა ისტორია მომწონს. პერსონაჯების სიუხვე ზოგან გამაღიზიანებელია ხოლმე, ზოგან კიდე სასიამოვნო. ხანდახან ირევი და მეც მერევა smile მაგრამ მაინც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე. ჩემთვის, როგორც ჰეფი ენდების მოყვარულისთვის, შენი ისტორიები ნამდვილი სასწაულია და ზუსტად მაგიტომ ვკითხულობ და მომწონხარ. ამ ისტორიებში ვხედავ იმას, რაც ასე სასურველია ყველასთვის: დიდი და ურყევი სამეგობრო, ნამდვილი სიყვარული, ერთანეთზე ზრუნვა, ერთობა და ა.შ და სწორედ ეს მომწონს ყველაზე ძალიან. ცოტათი არარეალური მეჩვენება ხოლმე ასე ყველა ლამაზი, მდიდარი, შეძლებული, უნაკლო, მაგრამ მაინც კარგია, იმიტომ რომ ვბედნიერდები ხოლმე და მადლობა შენ ამისთვის. მადლობა იმისთვის, რომ ერთ–ერთი ყველაზე პუნქტუალური ავტორი ხარ და თან დიდ თავებს დებ. მადლობა იმ ბედნიერი წუთებისთვის და საათბისთვის, რომელიც შენი ისტორიის კითხვაში გავატარე. ასე გააგრძელე სულ. ვიცი რომ ბევრად მაგარ რაღაცეებს დაწერ და მე სიამოვნებით დაველოდები მაგ ბევრად მაგარ რაღაცეებს და გავიბედნიერებ დღეებს. smile heart_eyes
რაც შეეხება ამ ისტორიას გეტყვი რომ ყველაზე გამორჩეული იყო და შენი განვითარება ამ ისტორიაში ყველაზე კარგად ჩანს kissing_heart ყველაფერი ზომიერი იყო და ამ ზომიერებასთან ერთდ იყო სასწაული ემოცია heart_eyes წერის სტილი აქ ოდნავ განსხვავებული გქონდა რაც ძალიან მომეწონა heart_eyes პ.ს მოუთმენლად ველი ახალ ისტორიას heart_eyes პ.პ.ს იმედი მაქ ბოლომდე წაიკითხავ smiley kissing_heart kissing_heart

 


№24  offline წევრი GNini-1

მართლა რაღაც საოცრად წერ ყველაფერს <3 ერთ-ერთი საუკეთესო იყო <3 იმედია მეორე ნაწილსაც დაწერ <3

 


№25  offline წევრი დრანცი

შენს ისტორიებს შორის რაც კი ოდესმე წამიკითხავს ეს მოთხრობა საუკეთესოა! იმდენი ემოციაა ახლა ჩემში სად წავიღო არვიცი.. მადლობა შენ ამისთვის <3

 


№26  offline აქტიური მკითხველი Sofia-sofie

იშვიათად ნიჭიერი ადამიანი ხარ! უშრეტი და ძალიან ლამაზი ფანტაზიით! საოცრად გადმოსცემ ემოციებს, ისე მაგრად, რომ ითრევ შენს სამყაროში. სასიამოვნო ემოციებით ვიძინებ, გმადლობ შენ ამისთვის

 


№27 სტუმარი ცაკო

შენი ისტორიებიდან ყველაზე ძალიან ეს მომეწონა...უმაგრესია და არ ვიცი კიდევ რა გითხრა.განსაკუთრებით ვიხალისე გაისერნებისას კატოს და ტყუპების კომენტარებზე დათოს მიმართ...მოკლედ ძალიან,ძალიან მომეწონა და თუ კიდევ ასეთ საუკეთესო ისტორიებს დადებ უმაგრესი იქნები...

 


№28 სტუმარი mari

Dzaan kai iyo. Siamovnebit wavikitxe..yochaaaaag

 


№29  offline აქტიური მკითხველი tatuka20

Umagresi gogo xar martlac saocar istiriebs qmni kvelanair molodins acharbeb.isini martlac unda gaagrdzelo ar meyo ise momecona.siamovnevit cavikitxav gagrdzelebas dausruleblad bravo umagresi xar

 


№30  offline აქტიური მკითხველი La-Na

ეს ისტორია როგორ გამომეპარა,აი არანაირად არ მეპატიება.ვაიმე რა იყო ეს.ეს ეს რაგაც საოცრება იყო.ხო ყველა შენს ისტორიაში სიყვარული საოცრად გაქვს გადმოცემულუ და აღწერილი მაგრამ ეს მართლა განსხვავებული ისტორიაა.კიდევ ერთხელ დაამტკიცე რომ უძალიანმაგრესი ხარ
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent