შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ავირჩიე სევდა (2)


2-09-2016, 22:35
ავტორი anukasia
ნანახია 1 562

თავი 2

დილით მეზობლების ჩხუბმა გამაღვიძა. არც ისე წყნარი უბანი აღმოჩნდა როგორც ღამე ჩანდა. ყავის სუნი მეცა. ტელეფონს დავხედე არანაერი სიახლე არ დამხვდა. ალბათ აღარც ვახსოვარ ვიფიქრე, გადავიცვი ხალათი და ნინისთან გავედი. უკვე ჩაცმული დამხვდა.
-დილამშვიდობის ნანუ როგორ გეძინა? მე სამსახურში ვარ გასაქცევი და გასაღები აგერ დევს არ მოგერიდოს არაფრის.
-მადლობა ნინ.
-საღამოს პიაცაზე რაღაც კონცერტია და წავიდეთ გინდა?
-წავიდეთ, ცოტა განტვირთვა ძალიან მჭირდება. ვუთხარი ნინის და სიგარეტს ღრმა ნაპასი დავარტყი.
ნინიც წავიდა და მეც გავედი ზღვაზე. შერატონის სანაპიროზე აღმოვჩნდი. დავწექი შეზლონგზე და თითქოს აი ეს იყო რაც მჭირდებოდა. ნეტა რას შვება? ნეტა უჩემოდ თუ კარგადაა უფრო, როგორც ის ფიქრობდა ნეტა ვენატრები თუ არა? არ მასვენებდა მილიონი კითხვა ჩემს თავში. ნეტა ასე გაქრა ის სიყვარული? ასე ხომ გრძნობები არ უფერულდება? ალბათ სხვანაერი წაროდგენა მქონდა მე სიყვარულზე და მას სხვა. მისთვის ეს სამი წელი ალბათ უბრალოდ არაფერი იყო და ისე გადაუსვა ხაზი როგორც ძალიან უმნიშვნელო რამეს ივიწყებს ადამიანი. აღარ მინდა ამაზე ფიქრი. გავაქნიე თავი და შევედი წყალში. ქვები ძალიან ცხელი იყო. წყალი ძალიან სუფთა იყო, პატარა ლიფსიტები უახლოვდებოდნენ ჩემს სხეულს და მეც ვგრძნობდი მათ შეხებას . ალბათ ეს იყო ის რაც ძალიან მჭირდებოდა. მართალია ცურვა არ ვიცი, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს წყალში ყოფნა. როცა ტალღებით დაჭიმულ ტანს დახედავ ზემოდან და ძალიან მოკლე ჩანს.
მომენატრა თითქოს მაგრამ ამაზე აღარ ვიფიქრებ თორემ გავაფრენ. ასე დამთავრდა ის ურთიერთობა რომელიც სამი წელი ხელის გულზე ვატარე და ვცდილობდი ყველაზე ლამაზი ყოფილიყო ამ ქვეყანაზე. ბიჭი რომელიც გავაღმერთე ნიკუშა იყო. "გოგოებო არასოდეს გააღმერთოთ ბიჭი და არ დააყენოთ საკუთარ თავზე წინ" სწორედ ახლა ეს მინდა ვიყვირო ბოლო ხმაზე რომ ყველამ გაიგოს.
რა ხდებოდა სამი წელი?!
ჩემი და ნიკუშას სიყვარული ერთი ნახვით არ დაწყებულა. ჩვენ ერთმანეთი მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანით თბილისის ერთ ერთ რესტორანში. საღამოს შვიდ საათზე მივედი. ისეთი მყუდრო გარემო იყო ძალიან მომეწონა. ცოცხალი მუსიკა ორ საათში იწყებაო გვითხრეს. ის მაშინ მოვიდა როცა მე და ლენუკა, ვისი დაბადების დღესაც აღვნიშნავდით, აივანზე ვიყავით გასულები და ვეწეოდით. როცა ნიკუშა შემოვიდა რატომღაც ზუსტად კარებისკენ ვიყურებოდი და თვითონაც მე გამომხედა. მთელი საღამო ისე გავატარეთ არც ერთი სიტყვა არ უთქვამს ჩეთვის, რა თქმა უნდა არც მე გამომიხატავს საუბრის დაწყების ინიციატივა. მუქი ფერის თმა ქონდა და ძალიან ლამაზი ტუჩები, ზუსტად მე რომ მომწონს ისეთი გარეგნობა მაგრამ მე არ მაქცევდა ყურადღებას და ამიტომ ცოტა ავითვალისწუნე, ალბათ რაღაც დონეზე მეწყინა. ძალიან ხშირად იღებდა ტელეფონს და ვიღაცას წერდა, თან იღიმოდა. ვიფიქრე რომ შეყვარებული ყავდა , მაგრამ რატომ არ წამოიყვანა. ლენუკასთვის ამის კითხვა არ მინდოდა რატომღაც მომერიდა. ცოცხალი მუსიკა ახალი დაწყებული იყო როცა მე ყველას დავემშვიდობე და წამოვედი სახლისკენ.
მესამე დღეს საოცრება მოხდა და ერთ ერთ სოციალურ ქსელში ნიკუშამ მომწერა.
-რატომ წახვედი იმ დღეს ადრე?
-ძალიან ხმაური იყო და მომწყინდა.
ეს იყო ის დიალოგი რომელიც ჩვენს შორის შედგა და ამის შემდეგ არ გამოჩენილა მთელი ერთი კვირა. საერთო ნაცნობებიც არ გვყავდა რომ სადმე მენახა და როგორც მისი გვერდიდან გავიგე არც არსად დადიოდა ხშირად მაქსიმუმ ძმაკაცებთან ერთად ლუდი დაელია. ნელ ნელა ლენუკასგანაც გავიგე ამბები რომ შეყვარებული არ ყავდა, არც და ან ძმა ყავდა მშობლებთან ერთად გარე უბანში ცხოვრობდა.
ერთ საღამოს როცა შარდენის ქუჩის ერთ ერთ ბარში მართო ვსვამდი კოქტეილს და თვალებ დახუჭული ვყვებოდი მუსიკის ხმას მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი. გავიხედე და წინ ნიკუშა მედგა და მიღიმოდა. დიდ ტუჩებს ღიმილი ძალიან უხდებოდა ან უბრალოდ ნასვამი ვიყავი და მომეჩვენა.
-ნანა როგორ ხარ?
-კარგად ნიკოლოზ თავად? გავეხუმღე მაგრამ მგონი ვერ მიმიხვდა.
-მარტო ხარ თუ ელოდები ვინმეს? მკითხა და გარშემო მიმოიხედა მაგრამ ვერავინ დაინახა
-არა მარტო ვარ.
-მე მეგობრებთან ერთად ვარ და ხომ არ შემოგვიერთდებოდი? ჩემი ჯგუფელის დაბადების დღე დგება 12 საათზე.
- არა მადლობა . მარტოს მირჩევნია ყოფნა. მადლობა გადავუხადე და მაგრამ რატომრაც დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემთან დარჩებოდა მაგრამ შევცდი.
თავი დამიხარა თითქოს მანიშნა არაფრისო, გამიღიმა და ჩამიარა. რას ნიშნავს ახლა ეს საქციელი? ვიფიქრე და 5 წუთში უკვე გარეთ ვიყავი. გამოვედი და ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა უცხო ნომრისგან " წახვედი უკვე? მოვედი და არ დამხვდი.." დააგვიანეთქო მივწერე და ტელეფონი გავთიშე. საყვარელი მაინც არ დამტოვა მარტო.
მეორე დღიდან ალბათ 24 საათიდან მინიმუმ ნახევარი მასთან ლაპარაკში ვატარებდი. ძალიან თბილი ადამიანი აღმოჩნდა და ნელ ნელა შეხვედრებიც დავიწყეთ. თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით მაგრამ უნაკლო ხომ არავინაა.. შეხვედრებმაც ხშირი სახე მიიღო და სერიოზული სახელი დაერქვა ჩვენს ურთიერთობას. მისი მშობლებიც ძალიან ახლოს გავიცანი. არ ჩანდა ცუდი ხალი თბილად მიმიღეს განსაკუთრებით ნიკუშას ბებიამ, რომელიც მეც ისე შევიყვარე როგორც საკუთარი.
მაგრამ ერთ დღეს როდესაც სახლში მოვდიოდი ძალიან მძიმე მესიჯი მომივიდა.."ნანუ რაღაც მინდა გითხრა..ისე ვერ გეუბნები და ამიტომ მოწერა უფრო გამიადვილდა. როცა გაიგებ არ მინდა მიმატოვო მაგრამ ამას გაგიგებ. მე შვილი არასოდეს მეყოლება" ეს იყო როგორც მეხის გავარდნა. ცრემლები თავისით წამოვიდნენ და მე ვკითხულობდი და ვკითხულობდი ამ ნაწერს გაუთავებლად გაყინული სახით..



№1  offline ახალბედა მწერალი MariamG

ჰო.
კარგი გოგო ხარ, რომ რჩევა გაითვალისწინე. რა შედარებაა, უკეთესია პირველზე. მიხარია ძალიან! თუმცა, ეს ყველაფერი არაა. როგორც ვამბობ, უშეცდომო ნაწერი არავის აქვს. მე კი ვერ ვიტან გრამატიკის შესწორებას, რადგან თვალს თუ გადავავლებთ, მეც მეშლება ძალიან ბევრი რამ.
შინაარსს რაც შეეხება - ო.
ვერ ვხვდები, მათი დაშორება ნიკუშას მესიჯმა გამოიწვია? აბსურდია. თუ ნამდვილად უყვარდა, ამის გამო უბრალოდ ვერ დაშორდებოდა. ძალიან რომ მოენდომებინა, ვერ დაშორდებოდა. ასე მარტივად არ სრულდება საინტერესო ურთიერთობები, თუმცა რადგან დაასრულე, ესე იგი, მარტივიც იყო და უინტერესოც.
სიმართლე გითხრა, არ ვიცი როგორი პერსონაჟია ნანა. ჯერ ვერ მოვასწარი მისი მოწონება, შეყვარება და ან მისი რომელიმე თვისების "დაჭერა". მგონი, სუსტია. როგორც სათაურიდან ჩანს, მუდმივ სევდაშია.
ზოგადად, ადამიანები მაშინ მოიწყენენ ხოლმე, როცა თვლიან, რომ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა "ვერაფერიც" ვერ მოხდა. ვისურვებდი, ნანა უფრო ძლიერი ადამიანი გაგეხადა.
არ ვიცი შენც გითხარი თუ არა, რომ ისტორიას დეტალები, ზუსტი სიუჟეტები და გამართული აზრები ალამაზებს. საინტერესო ფაქტები უნდა წამოსწიო წინ.
ისტორიაში ჩარევის უფლება არ მაქვს. მას შენ წერ და როგორც საჭიროდ ჩათვლი ისე მიიყვან დასასრულამდე. არც იმას გეტყვი რას ვისურვებდი რომ მომხდარიყო. არც არავინ უნდა გითხრას, რომ შემდეგ აზრი არ შეგიცვალოს მკითხველის სურვილებმა.
წარმატებები! კარგი გოგო ხარ❤

 


№2  offline წევრი anukasia

me ar mitqvams rom es ambavi amot dasrulda.. gagrdzeldeba male

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent