მთელი გრძნობით (5)
*** ისე გავიდა ერთი კვირა არ უნახავთ ერთმანეთი კატოს და რეზის. ჩვეულებრივად მიდიოდა სამსახურში კატო და მოდიოდა უკან. მეგობრებთან ერთადაც დადიოდა, მაგრამ რეზი არსად არ იყო. არ უნდოდა ეკითხა არც თავისი ძმისთვის, არც მეგობრებისთვის და არც ანისთვის. ზედმეტად არ იჩენდა ინტერესს. თუმცა, ისიც საკმარისი იყო რაც გულში ჰქონდა. ისიც კარგი, იყო აქამდე რომ არ უნახავს. ისვნებდა ყოველგვარი მოულოდნელი ემოციისგან. მაგრამ უნდოდა კი დასვენება? იმდენად აზარტში შევიდა ამ ურთიერთობაში, რომ მომენტებში მონატრების გრძნობაც ეუფლებოდა. ხომ შეიძლებოდა ერთმანეთთან, როგორც ცივილიზებული ადამიანები ისე ყოფილიყვნენ? არა, არ შეიძლებოდა იმიტომ რომ არც რეზი იყო დალაგებული და არც კატო. ზუსტად ამიტომ იყო მრავალფეროვანი ეს ურთიერთობა და ბევრად აზარტული ვიდრე სხვა. შაბათი დღე იყო. კატო ლოგინში ნებივრობდა. წინა დღეს გრანდიოზული საღამო იყო ერთ-ერთი დამკვეთი ფირმის, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა. კატოც ემოციებისა და ენერგიისგან დაცლილი კოტრიალობდა ლოგინში. არ ეძინა. უბრალოდ, რომ იტყვიან თვალებს ასვენებსო, აი, ეგრე იყო. სასაცილოა, მაგრამ გაახელდა თუ დახუჭავდა თვალს რეზის ხედავდა ყველგან და საოცრად უთამაშებდა გული. „კატო, არ შეიძლება! ნუ, ფიქრობ ამ ბიჭზე. არ შეეფერებით ერთმანეტს და ვერასოდეს ვერ გაუგებთ! უზრდელია, გამოუსვლელი ქაჯია და ვერასოდეს იქნებით ერთად“. თავს აწყნარებდა კატო და ყველა რეზიზე გაფიქრებაში ბალიშს მჭიდროდ იდებდა თავზე. კატოს ტელეფონი რეკავდა, მაგრამ კატოს არ ესმოდა. იმდენად გადავარნილი იყო თავთან ბრძოლაში, რომ ვერც გაიგო ტელეფონის ხმა. ანდა, რას გაიგებდა? უშველებელი ბალიში ედო თავზე! -კატო!-ოთახში ყვირილით შემოვიდა ნიკუშა. -ჰაა...-ამოიზმუვლა კატომ ბალიშიდან. -დათუნა გირეკავს და რომ გეპასუხა ტელეფონისთვის ურიგო არ იქნება. -დათუნა? -ჰო, დათუნა. აჰა, გამომართვი..-მიაწოდა ტელეფონი ნიკუშამ კატოს. -ხო, დათუნა. როგორ ხარ? -არამიშავს კატო. სად ხარ? -სახლში ვარ. ვკოტრიალობ,-გაიცინა კატომ. -კატო, გეხვეწები გამოდი რა ჩემთან საავადმყოფოში. -რატო? რა მოხდა?-მაშინვე წამოჯდა ლოგინში კატო. -ლიკუნა არის ცუდად და სასაწრაფომ მოიყვანა,-ამის თქმა იყო და მაშინვე ყველაფერი დატრიალდა, მაშინ დაიწყო ჭექა-ქუხილი, მაშინ გასკდა მიწა, მაშინ მოხდა მიწისძვრა და წყალდიდობა. -ახლავე! ახლავე წამოვალ,-უთხრა კატომ და სასწრაფოდ წამოხტა ლოგინიდან. მაშინვე კარადას მივარდა. რაც ხელში მოხვდა ის ჩაიცვა, თხელი ქურთუკი ჩამოხსნა და სააბაზანოსკენ გაიქცა. უცებ მოწესრიგდა და გაიქცა სასწრაფოდ ნიკუშასთან ერთად საავადმყოფოში. ლიკუნა? ლიკუნა კატოს ნახევარი იყო. დღე და ღამე არ გადიოდა, რომ ერთმანეთთან არ ელაპარაკათ, არ ენახათ. ყველგან ერთად იყვნენ. რამდენჯერ ჩაუგდიათ საფრთხეში თავი ერთმანეთის გამო? რამდენჯერ გამოუყვანიათ ერთმანეთი უხერხული სიტუაციდან. ერთი შეხედვა და ორივემ კარგად იცოდა რას ფიქრობდნენ. ხმის ამოღება არ იყო საჭირო, თვალები ყველაფერს ამბობდნენ. ზედმეტად ერთგულები იყვნენ ერთმანეთის. ლიკუნა იცინოდა პირველ ღამეს, ვინც დაასწრებსო სანთელი დავუჭიროთო. მერე ხუმრობდა ჩემი მზითევი ხარო.. ერთმანეთის განუყოფელი ნაწილები იყვნენ. იმდენად ერთნი იყვნენ, რომ არასოდეს ბრაზდებოდნენ ერთმანეთზე. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად განსხვავებულები იყვნენ ერთმანეთისგან. ლიკუნა მხიარული, ხუმარა და ძილისგუდა იყო. კატო შედარებით სერიოზული და საქმიანი. მაგრამ ერთმანეთის სიყვარული აერთიანებდათ და ეს საკმარისი იყო.. ორი მონათესავე სული, რომელიც ერთმანეთის იმედი და ხვალინდელი დღე იყო. საავადმყოფოში ოთხით შევიდა კატო. გიჟივით აირბინა სამი სართული, ლიფტსაც არ დალოებია. ერთიანად კანკალებდა. მოძებნა დათუნას კაბინეტი და დაუკაკუნებლად შევარდა. -რა ხდება?-იკითხა აკანკალებულმა. -შენს უაზრო დაქალს კითხე თავს რო იკლავდა,-გაბრაზებულმა უპასუხა დათუნამ და კარებისაკენ წავიდა. რამდენიმე კარს გასცდა და ერთ-ერთ პალატაში შევიდა. -მნახველი გყავს,-ცივად უთხრა დათუნამ. -ლიკუნ,-ცრემლები წამოუვიდა კატოს და საწოლზე ჩამოუჯდა.-რა მოხდა ჩემო პატარავ? -არაფერი, ცუდად გავხდი,-უპასუხა ლიკუნამ. -ისიც უთხარი რატომ გახდი ცუდად!-ცივად თქვა დათუნამ. -წამლები ამერია ერთმანეთში და ლენას წამალი დავლიე,-თქვა ლიკუნამ. -რაოდენობასაც ხო გააჩნია? ტკივილგამაყუჩებელს 4 ტაბლეტს ვინ სვამს, გოგო!-დაიღრინა დათუნამ. -ბატონო დავით, თუ შეიძლება ერთი წუთით,-პალატაში ექთანმა შემოყო თავი. დათუნამაც ცივად გადახედა ლიკუნა და გაჰყვა ექთანს. -რა გოგო იყო!-აღმოხდა ლიკუნას. -გოგო, შენ გააფრინე? -აუ, კატო.. იცი, როგორ შემეშინდა? ცხოვრებაში აღარ ვიზამ! -მოიცა, ეს ყველაფერი დაგეგმილი გქონდა?-გაიოცა კატომ. -აუ, არ მეჩხუბო. ლენას გულის წამალი დავლიე და იმენა ეგრევე გულის „პრანჭვები“ დამეწყო. -გააფრინე? რამ დაგალევინა! -აუ, რამდენიმე დღეა თითქმის ერთი კვირაა ექიმი კაცი არ მინახავს!-დაიწუწუნა ლიკუნამ. -გაგიჟდი? დათუნას გამო დალიე წამლები?! გოგო, სრულ ჭკუაზე ხარ?-ძალიან გაბრაზდა კატო,-როდემდე უნდა იყო ასეთი ქარაფშუტა?რამე რომ მოგსვლოდა სად მიდიოდი?! ბებიაშენს რაღას ანერვიულებ? -აუ, არაფერი მომივიდოდა..-თქვა ლიკუნამ და თვალები დახარა. -რა იცი?! პროსტა მითხარი რა იცი?! გაგიჟდებიან დედაშენი და მამაშენი. ბებიასთან დაგტოვეს მშვიდად არიან და შენ კიდე თავს იკლავ?! -აუ, დედას გეფიცები არ მინდოდა.. -არ გინდოდა, მაგრამ ხო გაცნობიერებულად გააკეთე? თან რის გამო პროსტა! არ უნდა თქვა? გეთქვა და განახებდი! იდიოტკა შენ!-ცოფებს ყრიდა კატო.-პროსტა, ძაან იდიოტი ხარ! რა ნამუსით მოვყვე ეხლა ეს რატო იყავი საავადმყოფოში? სირცხვილი არაა? -შენც კიდე ნუ მოყვები. ვინმე გაძალებს?-წარბები შეკრა ლიკუნამ. -ამას უყურე ერთი! აქეთ რო ბრაზდება! შენ ტვინს ნაოჭები აკლდება ასაკთან ერთად, ხო? -აუ, კარგი კატო რა! რა მოხდა მერე?! ტკბილად გამახსენდება.. -რა გაგახსენდება შე ცანცარა. დათუნას გამო, რომ საავადმყოფოში დაწექი და მინი ინფარქტი გქონდა?-გაეცინა კატოს. -ხო, თუნდაც!-დაეთანხმა ლიკუნა.-ჩამეხუტე, რა.. -ვაიმე, ჩემო ჩურჩუტო!-უთხრა კატომ და ლიკუნას საწოლზე მოკალათდა. -კიდევ მნახველი გყავს!-დათუნას ცივი ხმა გაიგეს და ორივემ კარს გახედა. კარებში დიდი თაიგული გამოჩნდა, რომლიდანაც თავი გამოჰყო რეზიმ. ეს იყო იცით რა? შოკი. კუჭის აშლა. გულძმარვა. ემოციების რახარუხი. მომენტარული გაყინვა და გაშეშება. ეხუმრებით ამდენი საუკუნე დღის მერე მწვანე თვალების დანახვას? საერთოდაც არ არის სახუმარო ამბავი! და სურნელოვანი ქერა თმების, რომელსაც შანელის ნომერი ხუთის სუნი ასდის და კილომეტრებში იფრქვევა? მაგრამ... იგნორი ხომ საუკეთესო საშუალებაა გრძნობების დროებით მიძინების?! ჰაჰ.. ძალიან სასაცილოა..! -აუ, რეზიიიი....-გაიწელა ლიკუნა. კატო უხმოდ წამოდგა და გვერდზე დადგა.-რატო შეწუხდი? -ლია!-დასჭექა ნოდომ და პატარა დათუანიათი შემოხტა პალატაში. -ნოდარის ვახლავარ,-ჩაეცინა ლიკუნას. ნოდოს უკან ზაზუკა და ანიც შემოყვნენ. -აუ, ბავშვებო! მხოლოდ იმიტომ ღირდა აქ მოხვედრა, რომ ყველა მენახეთ!-თქვა აცრემლებულმა ლიკამ. -ხო, ძაან ასწორებს ინფარქტი!-თქვა კატომ. -ხომ გააჩნია რის გამო გექნება ინფარქტი? დაუდევარი რომ იქნები ადამიანი...!-წაკბინა დათუნამ ლიკუნა. -აუ, შენი ყბიდან ოდესმე ამოვალ? შემეშალა, რა.. რა ვქნა? -გოგო, როგორ ვერ გაარჩიე ციტრამონი და გულის წამალი! თან ლენას წამალს ეხუმრები? ბომბათა შორის უბომბესია!-თქვა ზაზუკამ. -ოფთალმოლოგთან ჩავწერ ვიზიტზე იქნებ თვალებში აქვს პრობლემა, რომ ვერ გაარჩია!-თქვა დათუნამ და ოთახიდან გავიდა. კატოს ეცინებოდა დათუნას რეპლიკებზე და ხვდებოდა, რომ არც დათუნა იყო ლიკუნას მიმართ გულგრილი. ხშირად აპარებდა რეზისკენ თვალებს, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ გადაეყარა უძიროდ მწვანეს! -ლია, უნდა გავიდეთ სორი რა! ქორწილის დაგეგმები და ამბები, ხო იცი?-უთხრა ზაზუკამ და შუბლზე აკოცა ლიკუნას. -რეზ, არ წამოხვალ?-ჰკითხა ანიმ. -არა, დავრჩები ლიკუნასთან ცოტახანს. მერე დათუნა და მე გავალთ ერთად..-უპასუხა რეზიმ. დაემშვიდობნენ მეგობრები და წავიდნენ. პალატაში დარჩნენ ლიკუნა, რეზი და კატო. -საღოლ ლიკუნ!-გაიცინა რეზიმ, როგორც კი ყველა გასული დაიგულა. -რა გინდა, ე?!-შეიცხადა ლიკუნამ. -ჩემს დეიდაშვილსაც ევასები და რას ანერვიულებ, ტო.. -რა შუაშია ეხლა ეგ!-ვითომ ვერ მიხვდა ლიკუნა რეზის ნათქვამს. არადა, გულში ფოიერვერკებს უშვებდა. -მაგრა მევასები რძლად რო იცოდე,-უთხრა რეზიმ და თვალი ჩაუკრა,-პროსტა, როგორ გარისკე სიცოცხლე! -ბიჭო, რავიცი... გავრისკე რა,-მაშინვე გატყდა ლიკუნა. -ლიკა!-შეუღრინა კატომ. -აუ, ეს ჩარჩოებში მოქცეული არ შემიძლია, რა. აი, თუ არ გარისკე რა აზრი აქვს ცხოვრებას? ჰა, გაჰყევი დინებას და იარე და იცურე. აზრი? ვაფშე არანაირი. გავა 20 წელი და მერე მიგიყვანს შედეგამდე. აჰა, გავრისკე და ძაან გავხალისდი და გავიგე, რომ დათუნასაც ვესიმპათიები. -ვითომ არ იცოდი,-ჩაიცინა რეზიმ. „ღმერთო, ამ ბიჭს ღიმილი აკვდება“.გაიფიქრა კატომ. -აუ, მაგდენი ნაღდად არ ვიცი, რა..-გაიცინა ლიკუნამ,-კატჩო, ლენას გაუარე რა. დაამშვიდე და ტანსაცმელი წამომიღო იქნებ. -კაი, წავალ. რა წამოგიღო? -რამე ისეთი, რა. ყურადღება რომ მივიქციო,-ჩაიცინა ეშმაკურად ლიკუნამ. -გოგო!-შეუღრინა კატომ. -კარგი, ლიკუნ მაგას წამოგიღებთ,-უთხრა რეზიმ და კატოს მკლავში დაავლო ხელი. პირდაპირი მნიშვნელობით ჩადო მანქანაში და თვითონ საჭეს მიუჯდა. -ჩემით ვერა, ხო?-პასუხად არაფერი უთხრა რეზიმ. -ჩემ თავს ისედაც ველაპარაკები ხოლმე,-ამოიბურტყუნა კატომ და ფანჯარაში გაიხედა. -ცოტახანს შეგიძლია ჩუმად იჯდე?-დაუღრინა რეზიმ. -აუ, მონსტრი ინ ექშენ რა!-გაბრაზდა კატო და რეზისთვის საერთოდ არ შეუხედავს. ისე მივიდნენ ლიკუნას სახლამდე ხმა არ ამოუღიათ. არა, იცით რას ვფიქრობ? მგონი, რომ გიყვარს მისი სუნთქვის მოსმენას არაფერი ჯობია. უბრალოდ, სიჩუმეში უფრო კარგად აღიქვამ და შეიგრძნობ სასურველს. არ შემეკამათოთ! ეგრეა... სიჩუმეში უფრო მეტად შენშია, ვიდრე ხმაურში. უფრო მეტად აქცევ ყველა დეტალს ყურადღებას, ვიდრე ყაყანში. მაგარია სიჩუმე! მხოლოდ ორი ადამიანისთვის.. -ლენა ბებო!-ჩაეხუტა კატო ლიკუნას ბებიას და სახლში შევიდა. რეზიც მორიდებით შეჰყვა კატოს. -რეზი,-ხელი გაუწოდა ლიკუნას ბებიას რეზიმ. -ოჩენ პრიანტა რეზიკო შვილო,-მიესალმა ლენაც,-მოდით, შემოდით და დასხედით. ნუ ჩტო სლუჩილას კატერინა? როგორაა ცემი ლიკა? -კარგად, ლენაჩკა. შენი წამალი დალია ხო იცი და გულმა შოკში ხო არ ხარო,-გაიცინა კატომ. -დურაჩკა, რა.. პროსტა დურაჩკა.. არა, გეუბნები მანდ ბიჭის ამბავია მგონი. გაშტერებული ხოძიტ მთელი დღე და იცინის უაზროდ. გეუბნები, სუმა საშლა რა! -და, ლენა მართალი ხარ,-გაიცინა კატომ და რეზის გადახედა, რომელსაც ღიმილი აკვროდა სახეზე. -ქალბატონო ლენა, არ ინერვიულოთ. ჩემი დეიდაშვილია მისი ექიმი და საიმედო ხელშია თქვენ შვილიშვილი,-უთხრა რეზიმ და გაუღიმა ლენას. ლენა წამიერად გაჩერდა და შეხედა რეზის. ერთი კარგად დაათვალიერა რეზი და მერე კატოს გახედა. -მე ლიკას მეგობარი ვარ,-ჩაიცინა რეზიმ. -ა, ლადნა. მადლობა გენაცვალე.. თქვენი იმედი მაქვს..-უთხრა ლენამ. -მაიამ და თემურიმ იციან?-იკითხა კატომ. -არა კატერინა! როგორ ვეტყოდი? გაუსკდებოდა ქალს გული იქ.-შეიცხადა ლენამ. -აუ, არ უთხრა რა.. ნუ, ანერვიულებ. ლენ, ტანსაცმელს წავიღებ რა.. -მიდი, კოშკა აიღე რაც გინდა..-უთხრა ლენამ და კატოც წამოდგა ლიკუნას ოთახში შევიდა. სანამ კარადაში იქექებოდა და რაიმე საინტერესესოს ეძებდა ლენა შემოვიდა მასთან. -რეზი?-იკითხა კატომ. -ტელეფონზე ლაპარაკობს,მალჩიკი.-უთხრა ლენამ და გაუღიმა კატოს. -აუ, ლენა ბებო ამდენი წელია გრუზიაში ხართ და კიდე ვერ ლაპარაკობთ გრუზინულად რა!-გაიცინა კატომ. -ნუ, გადაგაქვს თემა. ოჩენ კლასნი პარენ,-უთხრა ლენამ და თითით აჩვენა,-ონ ტებია ლუბიტ! -ნუ ჩტო ტი, ლენა! სისულელეა..-მოჩვენებით გაიკვრვა კატომ. -ია სკაზალა!-თქვა ლენამ და გრაციოზული მიხვრა-მოხვრით დატოვა ლიკას ოთახი. კატომაც როგორც იქნა აარჩია ტანსაცმელი, ჩააწყო ჩანთაში, კოსმეტიკაც წამოუღო ლიკას და მისაღებში შევიდა. -წავედით,-მშვიდად უთხრა რეზის. -კიდევ მოდით ბებო! ორივე მოდით. ერთად და არა ცალ-ცალკე,-უთხრა ლენამ და ჩაკოცნა ორივე. კარგ ხასიათზე გამოვიდნენ ლენასგან. საოცარი ქალი იყო ლენა! ლიკუნას ბაბუამ მოიტაცა ქალბატონი ელენა და წამოიყვანა საქართველოში. დაახლოებით 50 წელია ქართველების რძალია ლენა, მაგრამ მაინც რუსულ-ქართულად ლაპარაკობს. საოცარი დადებითი აურის მატარებელია და გამორიცხულია, მისგან მოწყენილი გამოხვიდე! -რა კარგი ქალია ლენა!-თქვა აღფრთოვანებით რეზიმ. -ლენა? სასწაული ქალია. სულ ასეთი ლამაზი იყო.. ახლა ხომ აქვს ჭაღარა თმა. ადრე ქერა იყო. უბრალოდ ლიკუნას ბაბუა რომ გარდაიცვალა აღარ იღებავს თმას. მაგრამ მაინც არ კარგავს მომხიბლელობას. -ძალიან ლამაზი ქალია. უდაოდ! ისე კი გავს ლიკუნას.. -კაი რა.. ცა და დედამიწა,-გაიცინა კატომ,-ლიკუნა შავგრემანია. ნუ, ლენას ცისფერი თვალები აქვს. ბაბუას გავს ლიკუნა ძალიან. ისე უყვარდათ ლენას და აჩიკოს ერთმანეთი! -კი, ვიცი. მომიყვა უკვე,-გაიცინა რეზიმ. -არ არსებობს ესეთი სიყვარული ლენას და აჩიკოს რომ ჰქონდათ! რაღაც ენით აღუწერელი იყო. იცი, როგორ უყურებდნენ თვალებში ერთმანეთს? ერთმანეთით სუნთქავდნენ და ერთმანეთით არსებობდნენ. მაგარი კაცი იყო ლიკას ბაბუა.. -არ არსებობს? არსებობს, კატო. ესეთი და ამაზე გიჟი სიყვარულიც არსებობს. -სიყვარული ერთია და არ სჭირდება დახარისხება. -ხო? ძალიან ცდები კატო. სიყვარული რამდენიმენაირი არსებობს. ჰარმონიული, ერთფეროვანი, არანორმალური, ფანატიკური, მრავალფეროვანი. იცი, რომელი სიყვარულია ყველაზე მაგარი? მრავალფეროვანი. ყოველდღე სიგიჟეებს რომ აკეთებ, ყოველდღე რომ გინდა გააოცო, გააგიჟო, გააბრაზო და მერე ძალიან მაგრად ჩაეხუტო. ან თუნდაც, უბრალოდ მის გულისცემას რომ უსმინო და მისი არომატი სიღმისეულად შეიგრძნო. როცა გიყვარს ხდები ბავშვი. გინდა აწვალო , ატირო, გაამწარო რომ მერე შენივე მოხდილი ბოდიშისგან მისი გაცისკროვნებული თვალები დაინახო და ხელმეორედ დაიბადო.-დაამთავრა რეზიმ და კატოს გახედა, რომელსაც თვალები ამღვრეოდა და გაშტერებული უყურებდა რეზის. -გამოცდილი ხარ,-მხოლოდ ეს ორი სიტყვა უთხრა კატომ და ღრმად ჩაისუნთქა. -არა, არ ვარ. ეხლა ვიდგამ ფეხს..-თავდაჯერებულად უპასუხა რეზიმ და გზას გახედა. -ასე მხოლოდ გამოცდილი ადამიანი თუ შეაფასებს ამ გრძნობას.. -ან ის ადამიანი, რომელსაც მიეპარა სიყვარული და ფესვები გაიდგა მასში,-უპასუხა რეზიმ. -საინტერესოა.. შენ ხარ საინტერესო. არ მეგონე.. -არც გეგონებოდი. ადამიანურად არასდროს გვისაუბრია ერთმანეთთან. -შეუძლებელი იყო.-უპასუხა კატომ. -შეუძლებელი?-ჩაიცინა რეზიმ.-ალბათ, იყო. უბრალოდ, ჩვენ არ გვიცდია და არ მოგვდომებია გადაგვედგა ადამიანური საუბრებისკენ ერთი ნაბიჯი. -და ჩემი ბრალია მერე?-გაიკვირვა კატომ.-შენ მეუბნებოდი ათასგვარ სისაძაგლეს! -შენთან უბრალოდ სხვანაირად შეუძლებელია,-ისევ ის ცინიკური ხმა. -ხოდა, ვერც ვერასოდეს შევძლებთ!-უპასუხა გაბრაზებულმა კატომ და გადახტა გაჩერებული მანქანიდან. პალატაში შესულს მომღიმარი ლიკუნა და დათუნა დახვდნენ. -შერიგდით თქვენ?-იკითხა რეზიმ. -ამას როგორ შეიძლება არ შეურიგდე,-გაეცინა დათუნას და პატარა ბავშვივით თავზე ხელი გადაუსვა.-კარგი ქენით ტანსაცმელი რომ მოუტანეთ. დღეს გავწერ, თორემ ააწრიალა მთელი საავადმყოფო! -აუ, დღეს?-დაიკივლა ლიკუნამ. -კი, კი. საბუთებს მოვაწესრიგებ და გაგწერ,-უთხრა დათუნამ და კარისაკენ წავიდა,-რეზი, გამყევი რა.- თავის კაბინეტში შევიდა დათუნა და ვისკი ჩამოისხა. რეზიმ ხელით ანიშნა არ მინდაო. დათუნაც სავარძელში ჩაჯდა და ვისკი მოსვა. -მთელი კაცი ექიმები ლიკუნას პალატასთან დგანან, ტო.. -მაგიტო წერ?-გაეცინა რეზის. -ხან ვინ აკითხავს, ხან-ვინ. უჩა როა ხო იცი? მაგან ჩაი აუტანა. რა პონტია, ტო.. -რაო დათუნ აგეწვა? -მაგრად, ტო..-გაეცინა დათუნას.-გავწერ და ისე მივხედავ ამათ ნერვებს არ მოვაშლევინებ. -ვა, ჩემი ძმა ამურის ტყვეობაშია?-გაიცინა რეზიმ. -შენ ხო რას ამბობ ამური და კუპიდონი არ გაგკარებია, რა.-უპასუხა დათუნამ. - ჯერ-ჯერობით ვარიდებ თავს ცოტა მაინც შენსავთ დამწვარი არ ვარ. -აუ, გეხვეწები თუ ძმა ხარ, რა.. მაგ ზღაპარს მე არ შევჭამ,-გაიცინა დათუნამ. -კაი, შემეშვი ეხლა, ტო. გავალ გოგოებთან. შენ გამოდიხარ უკვე? -არა, წაიყვანე რა ლიკა და კატო. დღეს 8-მდე ფიზიკურად ვერ გამოვალ ოპერაცია მაქვს ცოტახანში და გააჩნია როდის მოვრჩები. -კაი, დარეკე რა რო გამოხვალ.-უთხრა რეზიმ და ოთახიდან გავიდა. ლიკუნა უკვე ჩაცმული იჯდა და ელოდებოდა დათუნას და საბუთებს. კატო ტელეფონში იყო ჩამძვრალი და არც გაუგია რეზის შესვლა. რეზის დათუნაც გამოჰყვა, რომელმაც ამცნო რომ შეეძლოთ წასულიყვნენ. ცოტა დაარიგა ლიკუნა და ლიფტამდე გააცილა. -აუ, კატასტროფულად საყვარელია შენი დეიდაშვილი! -ლიკა! რა გჭირს შენ!-გაუწყრა კატო. -აუ, კატ რეზისთვის რომ არ მეთქვა გავაფრენდი,-თქვა ლიკუნამ,-აი, გეფიცები! უმზრუნველესია. ყველა პაციენტთან ეგრეა? -არა, ყველასთან არ არის ეგრე,-გაიცინა რეზიმ. -აუ, გინდა კატოს ელაპარაკე გინდა რეზის თუ სიტყვები არ ამოგლიჯე ხო არ გეტყვიან არაფერს,რა !-ჯუჯღუნით წავიდა ლიკუნა მანქანისკენ და ჩაჯდა. კატო ჯდებოდა, ნაცნობმა ხმამ რო გააჩერა: -კატო, კატო! -ბათუ, როგორ ხარ?-ჰკითხა მასთან მისულ ბიჭს. -კარგად შენ როგორ ხარ? -ვარ რა. აქ რა გინდა?-ჰკითხა კატომ. -ირმაა ცუდად და აქ გვიწევს. -უი, რას ამბობ. მომიკითხე დედაშენი,-გაუღიმა კატომ,-როდის ჩამოხვედი? -რავიცი, 2 თვეა აქეთ ვარ რა. წასვლას ვაპირებ კიდევ, მაგრამ ირმას ამბავმა შემაჩერა.ლიკუნა როგორაა? -ლიკუნაც აქ იყო რაღაც ცუდად გრძნობდა თავს და... მანქანაში ზის.. -ხო, მივხვდი დამინახავდა და არ გადმოვიდოდია,-გაეცინა ბათუს,-შენ ისევ ისეთი ლამაზი ხარ! მოგიხდა გაზრდა. -მადლობა ბათუ. სანამ აქ იქნები არ დაიკარგო, რა..-უთხრა კატომ. -არა, შეგეხმიანები. შენი ნომერი ზეპირად ვიცი კიდე არ დამვიწყებია,-გაიცინა ბათუმ და გადაკოცნა კატო,-გამოკეთდება ირმა და გამოვჩნდები. ლიკა მომიკითხე. მანქანაში ჩაჯდა თუ არა კატო მაშინვე შეეჩეხა აწითლებულ მწვანე თვალებს და ლიკუნას წარბს. -შენი ნომერი ზეპირად ვიცი და დაგირეკავ,-გააჯავრა ლიკუნამ ბათუ,-ხალვაშს კიდე დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე? -აუ, ლიკა რა გინდა?! საუკუნეა არ მინახავს ადამიანი. შენ კიდე რატო არ გაგიარა მაგ ბიჭის მიმართ აგრესიამ?! ტროცკის დროა გასული უკვე.. -იმას რა დამავიწყებს რო ჩაგტენა მანქანაში და გეძებდა მთელი მსოფლიო!-გაბრაზებით უპასუხა ლიკუნამ. ორივემ იგრძნო ტორმუზი, რომელსაც რეზიმ დააჭირა. სახე ალევოდა რეზის და თვალები ჩაწითლებოდა. -აუ, დაივიწყე! გაიზარდა და გავიზარდე. კარგი ბიჭია.. ცოლიც მოიყვანა როგორც ვიცი..-არ მიაქცია კატომ რეზის ყურადღება. -ერთი შენ გათხოვდი და მეორე მაგან მოიყვანა ცოლი! ტუფტა თემა იყო ეგ მაგის ცოლის მოყვანა, რა.. ნაშებს კიდე წინდებივით რომელი აზზრზე მოსული თანამედროვე ბიჭი არ იცვლის?!-აღშფოთებული იყო ლიკუნა. მთელი გზა რეზი ხმას არ იღებდა და უსმენდა გოგოებს. ცდილობდა გაბრაზება და ეჭვიანობა საკუთარ თავში ჩაეხშო და არ ეჩვენებინა. ხელები სულ დაცვარული ჰქონდა და სუნთქვა უჭირდა. არადა, არ იყო ეჭვიანი ეხლა რაღა დაემართა რეზის?! -მადლობა რეზი..-უთხრა კატომ და მანქანიდან გადავიდა. ლიკუნა წინ გადმოუჯდა რეზის და მანქანა დაძრული არ იყო რეზიმ ჰკითხა: -ვინ არის ეს ბათუ? -კაი, რეზი ამოხეთქე ვერ ვხედავ გგონია? შენ თუ ხედავ რო მომწონს შენი დეიდაშვილი შენ გგონია ვერ ვხედავ ჩემს დაქალზე რომ აფრენ?! -ვინ არის ლიკა ეს ბათუ და რა უნდოდა? -არაფერი, მთელი ცხოვრებაა კატო უყვარს. ბანკეტი რო გვქონდა ჩააგდო მანქანაში და იტაცებდა. მერე ნიკუშა და საძმაკაცო ჩაერია, მშობლები და მოკლედ, მაგარი გარჩევები იყო. მერე გაბაზრდა რო ცოლი მოიყვანა და საფრანგეთში წავიდაო. საფრანგეთში მართლა წავიდა, მაგრამ ცოლი არ მოუყვანია. იმ დღის მერე მხოლოდ ერთხელ შეეხმიანა კატოს და ისიც ძაან მეგობრულად. ეს ხო ძაან მეამიტია და სჯერა ყველაფრის,-დაფქვა ლიკუნამ ყველაფერი,-არამგონია, ამ ბიჭს გადავლილი ჰქონდეს კატოსადმი სიყვარული. უეჭველი, შეეხმიანება და რავიცი მე რა...-ხმა არ ამოუღია რეზის. ბათუს გაგლეჯვა უნდოდა შუაზე, ასე რომ უყურებდა კატოს, ასეთი რაღაცები რომ გაუბედავს. დატოვა სახლში ლიკუნა და უახლოესი ბარისკენ წავიდა. ტრადიციულად ორმაგი ტეკილა დალია კატოს საყვარელი სასმელი. კატო? კატო გაფერადებული ცხოვრება იყო რეზისი. კატომ ხალისი შემოიტანა მის ცხოვრებაში. კატო დაუმორჩილებელი იყო და სწორედ ეს მოწონდა რეზის კატოში. ზუსტად ერთნაირები იყვნენ და ძალიან უჭირდა მისი ნაბიჯების ამოცნობა. კახეთის ამბავს ხომ ვერასოდეს წარმოიდენდა! იგივე გაუკეთა კატომ? არარაობად აგრძნობინა თავი! გათელა მისი თავმოყვარეობა. ძლივს გადააბიჯა თავს და კატომ გადათელა. მაგრამ არ თვლიდა რომ ზედმეტი მოუვიდა. პირიქით, ესიამოვნა კატოს საქციელი. გაუხარდა, რომ კატომ კარგად იცოდა თავის ფასი და ასე ადვილად მოსაპოვებელი გოგო არ იყო. -კატო, ჩამოდი.-სადარბაზოსთან იდგა რეზი. -მთვრალი ხარ? -არა, გეჩვენება. ნასვამი ვარ. -რა მნიშვნელობა აქვს. რა გინდა? -უბრალოდ, გთხოვ რაღაცას. -შენ მე რა უნდა მთხოვო?! -ბათუ.. ბათუს ნუ შეხვდები.-უთხრა ცივად რეზიმ. -შენ ვინ გეკითხება? -უბრალოდ, მეგობრულად გთხოვ,-წამოაყრანტალა რეზიმ. -მეგობრულად ლიკუნას თხოვე სისულელეები არ გააკეთოს,-უპასუხა კატომ,- ჩემს ცხოვრებაში ნუ ჩაერევი, გთხოვ. მართალი იყო კატო. რატომ ერეოდა მის ცხოვრებაში? რა უფლება ჰქონდა? ჯერ მოდი, ბოლომდე ეღიარებინა საკუთარი თავისთვის კატოსადმი გრძნობები და მერე ელაპარაკა საერთოდ ამდენი. ესეც ასე, 2:1 ეკატერინა მეტრეველის სასარგებლოდ.! *** იმედი მაქვს მოგეწონებათ! ვცდილობ მაქსიმალურად ხშირად დავდო და მგონი გამომდის |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.