შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთელი გრძნობით (6)


6-09-2016, 11:45
ნანახია 2 156

***


საღამო იყო. რეზი სახლში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. ანი შეფრატუნდა ძმასთან და გვერდზე დაუჯდა. თავი დაადო მხარზე და ჩაეხუტა.

-რა იყო ანუშკი?
-ძაან მიყვარხარ რეზი.
-რა გინდა რომ მთხოვო?-გაეცინა რეზის.
-აუ, რა საზიზღარი ხარ! არ შეიძლება ისე მიყვარდე?-გაბრაზდა ანი.
-როგორ არ შეიძლება, მაგრამ შენ ყოველთვის მაშინ მეუბნები ამ სიტყვას, როცა რაღაც გინდა მთხოვო ან მითხრა. აბა, გისმენ!
-აუ, არაფერი შენ თავს ვფიცავარ. უბრალოდ, ძალიან მომენატრები!
-მეც. მაგრამ შორს ხო არსად მიდიხარ?
-არა, მაგრამ ხო ხვდები, რა. ძმა ხარ მაინც. ჩემი საზიზღარი ძმა,-გაეცინა ანის.
-შე პატარა ჭინკა. რა უცებ გაიზარდე,-უთხრა რეზიმ და ცხვირზე უჩქმიტა.
-აუ, დამიგრძელდება ცხვირი.
-ნუ, წუწუნებ გოგო! გააგიჟებ იმ ბიჭს შენ და ვატყობ გამოგიშვებს მალე უკან,-გაეცინა რეზის.
-არ მჯერა, რომ ასე მალე მოვიდა ქორწილის დღე. იცი, როგორ ვნერვიულობ?
-რაღა მალე? წინ კიდევ ერთი თვეა სულელო,-გაეცინა რეზის.
-აუ, რეზი...-ააპაჭუნა თვალები ანიმ.
-რა იყო?
-რაღაც უნდა გკითხო.
-აი, ხო ვამბობდი რომ რაღაც გაინტერესებდა?!-გაეცინა რეზის,-მიდი, გისმენ.
-კატო მოგწონს?- ჰკითხა ანიმ. „ასე ძალიან ეტყობოდა? არა, კი ელოდა დისგან ამ შეკითხვას, მაგრამ ასე მალე არა“.
-ძალიან რთულადაა ყველაფერი რა. ზედმეტად მძიმე ურთიერთობა გვაქვს,-უპასუხა რეზიმ.
-მე და ზაზუკაც ეგრე არ ვიყავით? მთელი რიგა ვხოცავდით ერთმანეთს. არასდროს არაფერს მითმობდა და სულ მაწვალებდა, მაგრამ ხო ხედავ? ვგიჟდები ისე მიყვარს! ზოგადად, ეგრე ხდება, რა.
-ჩემი ბრძენი გოგო! როდის გაიზარდე ასე ძალიან?-გაიცინა რეზიმ და ლოყაზე აკოცა საყვარელ დას.
-აუ, რეზიკო! მითხარიიიი..
-დამანებე ეხლა თავი.-უთხრა რეზიმ და ოთახისკენ წავიდა.
-მოსწონს, ნამდვილად მოსწონს! რა ბედნიერება იქნება კატოსნაირი რძალი,-თქვა თავისთვის ანიმ და კუნტრუშით წავიდა თავიის ოთახისკენ.

მოსწონდა კატო? კი, ნამდვილად მოსწონდა. თავიდან კი ფიქრობდა მასზე როგორც ქალზე და ძალიან უნდოდა ეს გოგო, მაგრამ ახლა ნამდვილად იცოდა, რომ ძალიან მოსწონდა. ეს ფიზიკური მოწონება არ იყო.. სულიერში იყო უკვე გადასული და ეს აფიქრებდა რეზის ზუსტად. არასდროს დამართნია ასე. არა, კი ჰქონია გატაცებები, მაგრამ ასეთი ძლიერი არა? რაღაცნაირი, მაგნიტივით რომ იზიდავდა. კატო იყო მაგნიტი და რეზიც მისკენ მიიწევდა. საოცარი სურვილი ჰქონდა ამ გოგოსთან ერთად გაეტარებინა ბევრი დღეები! ალბათ, რა სახალისო და საინტერესო ცხოვრება ექნებოდათ ერთად?! აუცილებლად, ერთი დიდი ოთახი ექნებოდათ ტანსაცმლისთვის. ორ აბაზანაში განლაგდებოდნენ იმიტომ, რომ ორი ერთმანეთზე უარესი იყო. ძალიან მოსწონდა ის, რომ სხვას არ ჰგავდა კატო. საწოლზე წამოწვა და ჭერს ახედა. როგორ მოუხდებოდა მის ოთახს ქალის ხელი. მოათვალიერა ოთახი და
დაფიქრდა, რომ მოუხდებოდა ქალის ნივთები. კმაყოფილმა გაიღიმა.

-რეზი..-ოთახში ანი შემოვიდა.
-აქაც არ მანებებ თავს?-გაეცინა რეზის, მაგრამ ანის რომ შეხედა სახე წაეშალა,-რა გჭირს?
-მამა გეძახის.. ცუდ ხასიათზეა. რაღაც ხდება..-უთხრა ანიმ. მაშინვე წამოხტა რეზი და გაიქცა მისაღებისკენ, სადაც ლევანი თავჩარგული იჯდა.

-მამა, რა ხდება?-ჰკითხა ლევანს ოთახში შესულმა რეზიმ.
-რეზი, რა ხდება რომ იცოდე..-ამოილუღლუღა ლევანმა.
-ანი, წყალი მოუტანე მამას,-მკაცრად უთხრა დას. ანიც გაიქცა სამზარეულოსკენ და უკან წყლის ჭიქით ხელში დაბრუნდა.
-ნანაც გამოვიდეს და დავილაპარაკოთ,-თქვა ლევანმა მშვიდად. ნანაც გამოვიდა და მთელი ოჯახი ლევანს შეჰყურებდა. ელოდებოდნენ, როდის დაიწყებდა ლევანი მოყოლას. უყურებდა რეზი ამ მთასავით კაცს და ვერ ხვდებოდა ასე რას განიცდიდა, რომ ასე დაპატარავდა ეს კაცი.
-რეზი, ანი.. ბაბუათქვენი რომ გარდაიცვალა ხომ გახსოვთ ის დღეები?
-კი, როგორ არ გვახსოვს. წლისთავიც არაა გასული, ერთ კვირაშია და როგორ შეიძლება ასე მალე დაგვიწყებოდა?!-უპასუხა რეზიმ.
-ხოდა, საქმეც მაგაშია რომ წლისთავია დიდი პრობლემა.
-ლევან, თქვი რა ხდება..-უთხრა ანერვიულებულმა ნანამ.
-მოკლედ, კარგად იცით რომ ჩვენს კომპანიას კორკოტაძეების კომპანიასთან თანამშრომლობდა, რომელსაც მამაჩემი ედგა თავში. რეზო ცუდად რომ გახდა გარკვეულ საბუთებს მოაწერა ხელი. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ანდერძი დატოვა სადაც ერთადერთი მემკვიდრე ამ კომპანიის მფლობელი და სხვა დანარჩენი ქოების იქნება პატარა რეზო. ანუ, შენ რეზი. ეს ყველაფერი იურიდიულად გამართულია და ნოტარიუსის ბეჭედიც აქვს..
-რა პრობლემაა მერე მამა? თუ, ეს რამე პრობლემას ქმნის გადაიფორმე შენზე. მე ხომ იცი ისედაც შენი თხოვნით ვაკეთებ ამ საქმეს. მეუხერხულება ძალიან..-თქვა რეზიმ.
-გაჩუმდი რეზი! ეგ მეორედ აღარ გაიმეორო! შენ ჩემი შვილი ხარ და მე ვიქნები თავში თუ შენ არ აქვს მნიშვნელობა. ჩემი სისხლი და ხორცი ხარ და ეგ მეორედ აღარ გაიმეორო..!
-მერე ლევან ავნერვიულდი,-გააწყვეტინა ნანამ.
-მერე ის რომ ამ ხელშეკრულებით კორკოტაძეებმა ისარგებლეს და გადაიფორმეს ჩვენი კომპანია.
-ხო, მაგრამ როგორ მართავთ მაშინ ამ კომპანიას?-იკითხა ანიმ.
-საქმე იმაშია, რომ ანდერძის თანახმად 1 წლის განმავლობაში თუ რეზიმ ცოლი არ მოიყვანა ეს კომპანია გადაფორმდება კორკოტაძეებზე. თუ რეზი ცოლს მოიყვანს უახლოეს 1 თვეში ის ხელშეკრულება, რაზეც ხელი მოაწერინეს მამას ავადმყოფობის დროს იქნება ბათილი და კომპანია, მამას წილები, ეს სახლი ყველაფერი დაგვრჩება.
-რაა?-იკივლა ნანამ,-რას ამბობ ლევან? ამას ახლა გვეუბნები?
-მეც ახლა გავიგე, ნანუკა. კინაღამ, გულმა დამარტყა.
-მოიცა, მამა. წესიერად აგვიხსენი რა ხდება. საიდან გაიგე?-ძლივს ამოიღო ხმა რეზიმ.
-რეზოს ვინც დაუმოწმა ანდერძი ის ნოტარიუსი შემხვდა და მკითხა რა ხდებოდა ჩვენკენ და მოიყვანა თუ არა რეზიმ ცოლი. მე რომ ვუთხარი, რომ არა გაგიჟდა. მერე ქონებაზე მითხრა და მომიყვა ამ ყველაფერს.
-ხო, მაგრამ ასე ზეპირად ენდე სიტყვაზე?-იკითხა ანიმ.
-ანი, შვილო რას მეუბნები, ხვდები?-გაბრაზდა ლევანი,-მაშინვე წავედით მასთან ოფისში და მოვძებნეთ. ნოტარიუსს ერთი დედანი დაუტოვებია თავისთვის და მეორე მამას მისცა. ამას ესწრებოდა ჩვენი და კორკოტაძეების იურისტი და სავარაუდოდ, მათთან შეთანხმებით ანდერძის ეს ფურცელი რეზოს ანდერძს ჩამოაშორეს. მაშინ თუ გახსოვთ, ამ ნოტარიუსის შემცვლელი იყო და, როგორც ყველა შემცვლელი ნაკლებად გულისყურით მიუდგა საქმეს. ეს მცირეოდენი დეტალი გამოგვეპარა, მაგრამ დრო ჯერ კიდევ არის.-თქვა ლევანმა და თავი ჩახარა. არც ერთი არ იღებდა ხმას. რეზი გაჩუმებულიყო და ერთ წერტილს მიშტერებოდა.

ძალიან მაგარი ბაბუა იყო რეზო. პირველი შვილიშვილი იყო რეზი მისთვის და ყველაფერს მისთვის აკეთებდა. ფაქტობრივად რეზოს გაზრდილი იყო შვილიშვილი. ერთად დადიოდნენ ყველგან. სპორტულ წრეებზე, სიმღერაზე, წყალბურთზეც რეზომ შეიყვანა შვილიშილი, ფეხბურთის მატჩებს ერთად უყურებდნენ. რეზოს თან დაჰყავდა ყოველთვის და აჩვენებდა საწარმოს, მის საქმეს აზიარებდა. არ იფიქროთ, რომ ანი არ უყვარდა. ძალიან უყვარდა, მაგრამ რეზი რადგანაც პირველი შვილიშვილი იყო და თან ბიჭი, ეიმედებოდა ძალიან. ისიც ეიმედებოდა, რომ რეზი არასდროს ცივ ნიავს არ მიაკარებდა ანის. ზედმეტად უყვარდა თავისი და როცა ანი დაიბადა უვლიდა ანის. არ აკარებდა არავის. როცა შეეძლო ბიჭებთან თამაში ანის ეთამაშებოდა. განსხვავებული ბავშვი იყო რეზი. ძალიან თბილი და კეთილი. რეზომ ავადმყოფობის დროსაც კი გათვალა და იურისტთნ კონსულტაციის შედეგად ჩაწერა ანდერძში ეს პირობები. რეზის ეუბნებოდა ხოლმე „კორკოტაძეები არ არის სანდო ხალხი. ასე მგონია, ერთ დღეს გვიღალატებენ, მაგრამ ჩვენს სიტუაციაში სტრატეგიული პარტნიორები არიან“-ო.

-ყველაფერი გათვალა ბაბუამ..-ხმადაბლა თქვა რეზიმ და წამოდგა. ფანჯარასთან დადგა და გაიხედა ფანჯარაში.
-ეგრეა, ეგრე.. აქამდე რომ მცოდნოდა შევცვლიდი, მაგრამ ორი კვირა არ მეყოფა..-თქვა ლევანმა და წყალი მოსვა.
-რას შეცვლიდი მამა? რა სისულელეა! შეიძლება ვერც შეგეცვალა ვერაფერი..!
-რეზი, დედი. შენ ხარ ჩვენი იმედი, ხომ იცი?-ამოილუღლუღა ნანამ.
-დედა, რას ამბობ? აძალებ რომ ცოლი მოიყვანოს იმის გამო, რომ უზრუნველად ვიცხოვროთ?-წამოიყვირა ანიმ,-არ შეიძლება ეგრე! სხვა გამოსავალი მოვძებნოთ! ან, საერთოდ ვინ უნდა მოიყვანოს?!
-აბა, რა უნდა ვქნათ ანი? რეზიც და ლევანიც დასაქმებულები არიან საოჯახო ბიზნესში.
-მეც ვმუშაობ!
-შენი 1500 ლარი ვის ეყოფა?!-დაუქაჩა თვალები ნანამ ანის.
-დედა, კარგი რა.. არ მეგონე ასეთი.. მგონი, საკმაო განათლება აქვს რეზისაც, რომ სამსახური დაიწყოს. მარტო მე ხომ არ მისწავლია საზღვარგარეთ? უდიდესი სანაცნობო წრე ჰყავს და ნუ ნერვიულობ უმუშევარი არ დარჩება!-დაუყვირა დედას ანიმ.
-გაჩუმდით ორივე!-დაიყვირა ლევანმა. სახე გაუფითრდა ლევანს, აკანკალდა და მოწყვეტით დაეცა ძირს.



***


ნაკაშიძეების სრულ შემადგენლობას თავი მოეყარა საავადმყოფოში. რეზი ისევ უემოციოდ იჯდა და ერთ წერტილს უყურებდა, ანი დადიოდა წინ და უკან, ნანა კი-ცრემლებად იღვრებოდა.

გამორიცხულია რა!
დიდხანს არ გრძელდება იდეალური ყოფა. ყოველთვის რაღაც მოხდება. ან კარგი, ან ცუდი.
ესე მოხდა ნაკაშიძეებშიც.

ერთი წლის წინ ბაბუა დაკრძალეს. რევაზ ნაკაშიძე თბილისში ერთ-
ერთი აღიარებული მეღვინე და მცირე მეწარმე იყო. თავდაპირველი ღვინის საწარმო ჰქონდა, რომელსაც აქტიურად უძღვებოდა ლევანთან ერთად. ღვინის ბაზარზე კორკოტაძეები გამოჩდნენ, რომლებთანაც დაიწყო რეზომ თანამშრომლობა და ზუსტად, აქედანდ აიწყო პრობლემები. შეიძლება კიდეც ნერვიულობის ფონზე გახდა დიდი რეზო ცუდად და ამიტომ ავადმყოფობდა. როცა გაასვენეს და ნოტარიულად გადაიფორმეს ყველაფერი და მოაწესრიგეს იმენად უცებ დალაგდა ნაკაშიძეებთან ყველაფერი თვით ლევანიც კი გაოცებული იყო.

-ანი,-ზაზუკა მოვიდა ანისთან და ჩაეხუტა საყვარელ ადამიანს,-როგორ არის ლევანი?
-არვიცი, ზაზუკა არვიცი. ერთს ვითხოვ მამა გადარჩეს მეტი თუ რამე მინდოდეს, აი, გეფიცები..-უთხრა ანიმ და ატირდა.
-კარგი დამშვიდდი. ხომ იცი რა ძლიერია?!-აკოცა თავზე ზაზუკამ,-აუცილებლად, კარგად იქნება. რა დაემართა?
-ინსულტიო ექიმმა..-თქვა ანიმ და ატირდა.
-ჩუ! დამშვიდდი... კარგად იქნება ლევანი.-უთხრა ზაზუკამ და რეზის გადახედა, რომელიც ანერვიულებული უყურებდა მათ და თვალებით მადლობას უხდიდა ზაზუკას მოსვლისთვის.

საუკუნედ ეჩვენებოდათ უკვე საათები. დათუნა არა და არ გამოდიოდა საოპერაციოდან.

დრო გადიოდა და ნერვიულობა იმატებდა. რეზი კი გაუნძრევლად იჯდა და მიშტერებოდა კედელს. ფიქრობდა, ძალიან ბევრს ფიქრობდა და გამოსავალს მხოლოდ ერთ რამეში ხედავდა.

-რეზი, ანი, ნანა,-გამოვიდა დათუნა საოპერაციოდან,-კარგად არის. ნუ ნერვიულობთ.. კორონალური არტერიის შევიწროვება მოხდა, რის შედეგადაც აუცილებელი იყო ოპერაციის გაკეთება. სტენტირება გაუკეთდა და ახლა კარგად არის. ნუ, ინერვიულებთ თორემ საოპერაციო მაგიდაზე თქვენ აღმოჩნდებით.
-მადლობა, დათუნა..-ჩაეხუტა ნანა დისშვილს.
-კაი, ნანუკა რა გჭირს. ლევანი ძლიერია, არ იცი? ძალიან ჯანმრთელი და ძლიერი ორგანიზმი აქვს.
-მადლობა, ძალიან დიდი მადლობა..-უთხრა ნანამ და კიდევ ერთხელ ჩაეხუტა.
-რეზი, წამოდი რა..-უთხრა დათუნამ და კაბინეტში შეიყვანა რეზი.

დათუნამ ტრადიციულად ვისკი ჩამოისხა და ჩამოუსხა რეზის.

-არვიცი, ასე რა ინერვიულა ლევანმა. ურთულესი ოპერაცია იყო.. არ მეგონა თუ გადარჩებოდა. რა მოხდა კი მაგრამ ასეთი?-იკითხა დათუნამ. რეზიმ ყველაფერს მოუყვა და ამასობაში ნახევარი ბოთლი გამოსცალა.
-რას აპირებ მერე?
-რას უნდა ვაპირებდე? ვიქორწინებ.
-ვიზე იქორწინებ?
-ვინმეს ვიპოვი..
-გაგიჟდი შენ? ვინმე ნაცნობს უთხარი რამე არ მოხდეს კიდევ.
-ხო, ვეტყვი ვინმეს..-ორაზროვნად უპასუხა რეზიმ.
-იმედია, შენს ნაშებს არ ეტყვი რომელიმეს თორემ დარწმუნებული ვარ ცოტახნის მაგივრად საკმაოდ დიდხანს შეგრჩება. ბავშვით,-გაიცინა დათუნამ.

მოსაცდელში გასულებს მხოლოდ ნანა დახვდათ.

-ანი და ზაზა სად არიან?-იკითხა რეზიმ.
-ანიმ საქმე მაქვსო და გავიდნენ..-უთხრა ნანუკამ. რეზიმაც მაშინვე დაურეკა ანის:
-სად ხარ?
-რაღაც საქმე მაქვს რეზი და მოვალ.
-მამაზე მნიშვნელოვანი საქმე რა გაქვს?!
-მამა კარგად არის. სხვა საქმე მაქვს, რა. მოვალ მალე..


***


-რა ხდება? რა სახეები გაქვთ?!-შეცბა კატო ანის და ზაზუკას დანახვისას.
-რავიცი, კატუშ რა გითხრა აბა.-შევიდა ზაზუკა სახლში და ანიც შეიყოლა.
-კატო, საქმე მაქვს შენთან. ერთი-ერთზე,-მშვიდად უთხრა ანიმ კატოს.
-აუ, რას მოგყავდი თუ მაგდებდი,-დაიწყო წუწუნი ზაზუკამ და ანის სახეს რომ შეხედა მაშინვე გაჩუმდა და სამზარეულოში გავიდა,-ნიკუშა მაინც იყოს სახლში, რა..

-ანი, რა ხდება? მითხარი! მოვკვდი ნერვიულობით..
-მამა.. ლევანის გულმა დაარტყა.. საავადმყოფოშია.-ძლივს ამოიღო ხმა.
-ვაიმე! რას ამბობ?!-გაგიჟდა კატო,-მართლა? რატო? ეხლა როგორ არის?
-კარგად კატო.. კარგად არის.. უბრალოდ, ჩვენ ჩვენ.. ცუდ დღეში ვართ..
-რა ხდება მითხარი. ნუ, მანერვიულებ!
-არა, ცუდი აზრი იყო აქ მოსვლა..-თქვა ანიმ და წამოხტა.
-ანი! რა გჭირს? მითხარი რა ხდება..
-მამა იმიტომ გახდა ცუდად, რომ შეიძლება რაც კი სიმწრით ნაშენები ჰქონდეს ბაბუას ის დავკარგოთ. ერთადერთი გამოსავალია, რომ რეზიმ ცოლი შეირთოს თან ეს ყველაფერი უახლოეს 2 კვირაში უნდა მოხდეს.. რეზი, თანახმაა, მაგრამ.. არვიცი, აქ არ უნდა მოვსულიყავი.-უთხრა ანიმ და ცრემლები წამოუვიდა.
-გინდა, გავყვე რეზის ცოლად?-ხმადაბლა იკითხა შოკირებულმა კატომ.
-სხვა სანდო ადამიანს ვერ ვეტყოდი. თან ყველას ვერ მოვუყვებოდი.. თან.. თან რეზის უყვარხარ კატო.. - კატო შოკში იყო. შოკში იყო სიტუაციის გამო, შოკში იყო ლევანის გამო, იმის გამოც რომ რეზის ცოლად უნდა გაჰყოლოდა და საერთოდ, რეზის რომ უყვარდა. როგორც ანიმ უთხრა..
-კატო, ბოდიში რა.. აი, მართლა ვერ ვხვდები რას ვაკეთებ იმდენად შოკში ვარ. ეს ჩემი სულელი ძმა წავა და რომელიღაც თავის ერთ-ერთ ნაშას ეტყვის და ვიცი, უარესად დაინგრევს ცხოვრებას. მაპატიე რა.. აქ არ უნდა მოვსულიყავი. უბრალოდ, ძალიან ჩემიანად მიგიღე და ძალიან შემიყვარდი. თუმცა, ერთი ადამიანის გადასაჩენად მეორეს როგორ უნდა სთხოვო თავის გაწირვა.. აქამდე არ მესმოდა.. ალბათ, ვერც ახლა გავიგებ.. ბოდიში რა..-ატირდა ანი და თავი ხელებში ჩამალა.

ასეთი ამბები მხოლოდ ჰოლივუდის კინოებში თუ ხდება.
ან არგენტინულ სატირაში;
ან თურქულ მრავალსერიან ძალით დრამაში.
არ არსებობს!
არა
ნამდვილად, არსებობს რაღაც რატომაც დღეს ანი კატოსთან მივიდა.


***


რეზი მისაღებში იჯდა და ვისკის სვამდა. სერიოზული პრობლემის წინაშე იდგა. არ იცოდა რა ექნა. არა, კი იცოდა მაგრამ ვისთვის მიემართა და ეთხოვა ცოტა ხნით მისი ცოლი გამხდარიყო? მარისთან ვერ მივიდოდა, არ ენდობოდა. თათია მოსვნებეას არ აძლევდა და დათუნასი არ იყოს ცოტა ხნის მაგივრად დიდხანს დარჩებოდა. ყველა იმ ადამიანზე დაფიქრდა, ვინც მის ცხოვრებაში იყო, მაგრამ ვერავინ ვერ მოიფიქრა. გამოუვალ მდგომარეობაში იყო.. მაინც კარგია დიდმა რეზომ რაღაც ხელჩასაჭიდი რომ დატოვა, მაგრამ ეს ხელჩასაჭიდიც რომ ცოტაც და ხელიდან გაუსრიალდებოდა?!

-რეზი, რას ფიქრობ?!-შემოვიდა ნანა რეზისთან.
-ვფიქრობ ვინ მოვიყვანო ცოლად,-უპასუხა ცივად რეზიმ.
-მანანას გოგო? მშვენიერი გოგოა.
-შენც ეგ არ გინდა?-ცინიკურად შეხედა დედას,-გიჟდებით შენ და მანანა ისე გინდათ გამირიგოთ ეგ გოგო. რა იყო დედა, ოცნება გიხდება?!
-რანაირად მელაპარაკები, რეზიკო?
-ეხლა რეზიკო ვარ, დედა? გასაგებია, რომ ჩემზეა ყველაფერი დამოკიდებული, მაგრამ თქმასაც ხო გააჩნია? ნუ, ნერვიულობ მე რომ არ მოვიყვანო ცოლი მაინც არაფერი მოგაკლდებოდა, მაგრამ ასე ნათლად უნდა დააფიქსირო შენი აზრი?
-რა არის იმაში ცუდი, რომ კომფორტი მიყვარს?-აყვირდა ნანა.
-არაფერი ნანუკა. იცი, ყველაზე ცუდი რა არის? ეგოისტი ქალი ხარ. მხოლოდ შენ თავზე ფიქრობდი და ფიქრობ. არც მე და არც ანი არ გაღელვებდით არასდროს. ორივე ყველამ გაგვზარდა შენ გარდა.. ის საწყალი ქალი მაგიტო გადავიდა ხო საგურამოში საცხოვრებლად? რას უკეთებდი ბებიაჩემს ასეთს, რომ გააგიჟე და გააქციე ბაბუას სიკვდილის მერე?!
-რანაირად მელაპარაკები?! დედა ვარ შენი!-დაუყვირა ნანამ.
-დედა?-ჩაიცინა რეზიმ,-ქალი, რომელიც ჯერ თავის თავზე ფიქრობს? არასდროს გეცალა ჩვენთვის. სალონიდან სალონში დადიოდი, რესტორნიდან რესტორანში. დარწმუნებული ვარ, მამას რომ არ მოეთხოვა მე და ანის არ გაგვაჩენდი..!
-ეს უკვე ზედმეტია! როგორ ბედავ?-დაუყვირა ნანამ და ხელი მოუქნია.
-არ გაბედო, დედა,-ხელი დაუჭირა რეზიმ,-არანაირი უფლება არ გაქვს, მიყვირო ან ხელით შემეხო. მე თუ რამე ნაბიჯს გადავდგამ ლევანის გამო ვიზამ და ბაბუას გამო. საერთოდ, მადლობა უთხარი მამას სახლში რომ ხარ დღეს. ასე, ძალიან რომ არ უყვარდე არც მე მიგიღებდი და არც მამა!
-ეს რას ნიშნავს?!-აღმოხდა ნანას.
-ყველაფერი ვიცი,ნანუკა. როგორ ღალატობდი მამას საკუთარ მეგობართან, მაგრამ მამამ მიგიღო და მოგცა უფლება ისევ მისი ცოლი ყოფილიყავი.
-ეს.. ეს ანიმ იცის?
-არა, ანიმ არ იცის და არც მაქვს უფლება მე რამე ვუთხრა. უბრალოდ იცოდე, რომ შენ ჩემთვის მაშინ მოკვდი, როცა მამას ცრემლი წამოუვიდა და მიზეზად შენი ღალატი იყო!-დასჭექა რეზიმ და კარისკენ წავიდა. მანქანის გასაღები ჩამოხსნა და კარი გააღო. უცებ გაშეშდა და შედგა. კარში ანი, ზაზუკა და კატო იდგნენ.
-კატო...
-დალაპარაკება მინდა შენთან რეზი..-მშვიდად უთხრა კატომ რეზის.
-ახლა?
-კი, ამ წუთასვე,-უპასუხა კატომ. რეზიმ სახლში შეატარა.
-დედა, ჩვენი მეგობარი კატო..-გააცნო ანიმ ნანუკას კატო.
-წამო, ოთახში შევიდეთ.-უთხრა რეზიმ და ოთახისაკენ გაუძღვა. ძალიან ნერვიულობდა კატო და არა ნაკლებ რეზი. ამ შუაღამისას კატო რეზის სახლში? თან ანისთან ერთად..
-რეზი, გამოგყვები ცოლად..-ხმადაბლა უთხრა კატომ. რეზი შოკში ჩავარდა. რა? რა უთხრა კატომ? ცოლად გაჰყვება?
-რას ბოდავ, კატო?-გაბრაზდა რეზი.
-ვიცი, რეზი. ყველაფერი ვიცი და მინდა, რომ დაგეხმარო და გამოგყვე ცოლად.-მტკიცედ უპასუხა კატომ.
-ხვდები რას ამბობ? საერთოდ საიდან მოგივიდა ეს აზრი?-დაუყვირა რეზიმ,-აჰ! ანიმ გითხრა, არა? მოვკლავ მაგ ბავშვს!-დაიღრიალა რეზიმ და სასწრაფოდ მისაღებში გავარდა.-ხვდები საერთოდ რა ქენი? ნუ, ერევი ჩემს ცხოვრებაში.! რა გინდა ვერ გავიგე? რას მიხვედი კატოსთან?
-აუ, რეზი ბოდიში რა...
-ბოდიში არ უნდა მაგას! ჩემ მაგივრად რატომ წყვეტ რას გავაკეთებ? საერთოდ, რა გინდათ ხალხო მთელი დღეა მაგიჟებთ სულ ყველა! ორი წლის ლაწირაკი ვარ რომ ვერ გადავწყვიტო რა მინდა და ვინ მინდა?-ყვიროდა რეზი.
-მართლაც ცუდი აზრი იყო, რა... -ატირდა ანი და მოწყვეტით ჩაჯდა სავარძელში.
-რა იყო ცუდი აზრი? ვისთან უნდა მისულიყავი?!-გაბრაზდა კატო.
-კატო, შენ არ გეხება!
-ვიცი, არც მე მეხება და არც სხვას. ეს ოჯახური პრობლემაა, მაგრამ როცა შემიძლია დაგეხმარო რატომ არ მაძლევ უფლებას?
-არ მიყვარხარ კატო და როგორ მოგიყვანო ცოლად?-დაიყვირა რეზიმ და თავისივე ნათქვამის თვითონ გაუკვირდა.
-იმაზე, ვის მოყვანასაც აპირებ ხო აფრენ და მზე და მთვარე ამოგდის!-გაბრაზდა კატო.
-და შენ რა იცი საერთოდ იქნებ მიყვარს?
-როცა უყვართ მთელი გრძნობით სხვას არ კოცნიან!-უთხრა კატომ. რეზი გაჩუმდა. მიხვდა, რომ კატომ ასიანში გაარტყა. ხმა ვეღარ ამოიღო. ან, რა უნდა ეთქვა? კატოს რომ კოცნიდა ესე არავისთვის უკოცნია, კატოს რომ უყურებდა ესე არავის უყურებდა.
-კატო, ხვდები მაინც? რას ეტყვი შენებს? ნიკუშას როგორ შევხედავ თვალებში..
-ნუ, ნერვიულობ რაღაცას მოვახერხებთ..
-მართლა, კატო?-შეპარვით ჰკითხა რეზიმ.
-კი, რეზი. კარგად მაქვს გააზრებული ყველაფერი და ხვალ შეგვიძლია წავიდეთ იუსტიციის სახლში და მოვაწეროთ ხელი. კანონიერი ცოლი ვიქნები ხვალ ამ დროს შენი,-გაღიმება სცადა კატომ. რეზიმაც სცადა გაღიმება, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს. ვერ იფიქრებდა ვერასოდეს, რომ კატო ამ საქმეში დაეხმარებოდა. კატო მისი კანონიერი ცოლი გახდებოდა და ყოველდღე მას დაინახავდა. არადა, ეს უნდოდა რეზისაც ხომ გახსოვთ? მაინც შოკში იყო მომხდართან დაკავშირებით..

ხვალ.. ხვალინდელი დღის გათენების ეშინოდა.


***

იმედი მაქვს მოგეწონებათ :)

ჩემი შორეული ნაცნობი გათხოვდა ასე:))) ძაან ასასაცილო იყო და ასე რომ რეალურ ფაქტებზეა ეს თავი აწყობილი:)) თავი მართლა კინოში მეგონა ეს რომ გავიგე! თურმე რეალობაშიც ხდება ესეტი რაღაცები :)

დიდი მადლობა თქვენ და იმედი მაქვს მოგეწონებათ:)



№1  offline წევრი yviteli minioni

მაგარიაა ^^ ძალიან მაგარია

 


№2  offline წევრი ელენა ილდანი

yviteli minioni
მაგარიაა ^^ ძალიან მაგარია


მადლობა დიდი :*
როგორ მიხარია, რომ მოგწონს:)

 


№3 სტუმარი papastatekulosi

იიიიფ რა კარგად აეწყო ყველაფერი! უკეთესს ვერც ვინატრებდი :დ ეს რაღაცა ახალი შემოიტანე და მომეწონა მინდა გითხრაა,ველოდები როდის აუხსნიან ერთმანეთს სიყვარულს,უხუხუხუხუხხ რაკაი წყვილია რაა! იოანეს და ტასოს და ვატოს და ელენეს შემდეგ ჩემი ფავორიტია <3 <3 მიყვარს მალ-მალე რომ დებ ხოლმე :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent