შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

From My Hands დასასრული


9-09-2016, 01:54
ავტორი unijo mwerali
ნანახია 2 306

თავი 7.
ანა და დინანო მისაღებში ისხდნენ. იაშვილი წიგნებში იყო გადავარდნილი, ისე იყო მეცადინეობით გატაცებული რეალობას გამოთიშვოდა. ანა ტელევიზორს უყურებდა, ოღონდ ძალიან დაბალ ხმაზე ჰქონდა ჩართული, ეშინოდა დინანოს ხელი არ შეშლოდა.
ღამის 2 საათი იყო, ბიჭმა რომ დაღლილი სახით გადადო გვერდზე კონსპექტი და ანას გულწრფელი ღიმილით შეხედა, რომელიც თავს ძლივს იმაგრებდა დივანზე მჯდრომარეს რომ არ ჩაეთვლიმა და მაიცნჯიუტად განაგრძობდა ტელევიზორის ყურებას.
-ანა... -დაბალ ხმაზე დაუძახა იაშვილმა, გოგონა შეხტა და დაბნეულმა შეხედა.
-რა იყო? - ნამძინარევი ხმით ჰკითხა და თვალები სასაცილოდ მოიფშვნიტა.
-რამოდენიმე წუთით მინდა დაგელაპარაკო რაღაცაზე და მერე წადი, დაიძინე. კარგი?
-გისმენ. - წელში გასწორდა ანა და ინტერესით სავსე მზერა მიაპყტო, თუმცა ძილის სამყაროსთვის მაინც ვერ წაერთმია ბოლომდე თავი და გაბუსხული იჯდა.
-ხვალიდან რომ 53-ე სკოლაში ივლი ეგ იცი. ახლა მაინტერესებს რაზე გინდა ჩაბარება?
კიკნაძე დააბნია დინანოს უეცარმა კითხვამ. იმის გააზრება, რომ შესაძლებლობა ექნებოდა უნივერსიტეტში ისწავლა, გონებას უბინდავდა. მთელი ბავშვობა ამაზე ოცნებობდა, მაგრამ მალევე ჩაუკლეს მშობლებმა სწავლის შესაძლებლოლები და ისიც აღარ ფიქრობდა ბევრს ამ საკითხზე, თუმცა ყოველთვის კარგად სწავლობდა სკოლაში.
სიხარული უარყოფამ შეცვალა, არ მისცემდა თავს უფლებას დინანოს სარჩენი ყოფილიყო და მის გამო ფული დაეხარჯა იაშვილს.
-მაგაზე უკვე აღარ ვოცნებობ. - სევდინი ღიმილით მიუგო ანამ და მზერა აარიდა, თავისი აცრემლებული თვალები რომ არ დაენახა დინანოს.
-მერე ვინ გითხრა იოცნებეო?! ეს რეალურია და ხელმისაწვდომი! - ანას პასუხით გაკვირვებული დინანოს ხმაში სიმტკიცე იგრძნობოდა, რომელმაც კიდევ უფრო გაუმძაფრა კიკნაძეს სურვილი მართლაც ესწავლა უნივერსიტეტში.
გოგონამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და თვალი გაუშტერა ერთ წერტილს კედელზე.
-შენმა პესიმისტობამ მომკლა მე! - ამოიოხრა დინანომ. - შენ უბრალოდ მითხარი ფაკულტეტი და უნივერსიტეტი, სადაც ჩაბარებაზეც ოცნებობდი...
-საერთაშორისო ურთიერთობები, „თსუ“ ან „თთუ“.
-ხოდა ხვალიდან დაიწყებ რეპეტიტორებთან მომზადებას და წის ბოლოს ჩააბარებ კიდეც. - ღიმილით ახარა დინანომ ანას და ლოყაზე მთელი სინაზით აკოცა. ანას საშინლად გაუხურდა ადგილი, სადაც დინანოს ცხელი ტუჩები შეეხო, სითბო მთელს სხეულში ჩაეღვარა. კიკნაძემ გაუცნობიერებლად ჩამოუსვა ლოყაზე აკანკალებული ხელი და მორცხვად გაუღიმა.
-დიდი მადლობა,დინა,მაგრამ არ მინდა კიდევ უფრო მძიმე ტვირთად ვიქცე შენთვის. ისედაც არ ვიცი რითი გადაგიხადო მადლობა იმ ყველაფრისთვის,რაც ჩემთვის გააკეთე.
-ანნა, მომისმინე! რაც იყო იყო, ეგ წარსულში დარჩა და სულაც აღარ მახსოვს ეგ ამბავი. ნუ გგონია, რომ მებრალები და იმიტომ გთავაზობ ამ ყველაფერს.. შენ იცი, რომ მეგობრების მიმართ ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალურად გამგები, ხელგაშლილი და მეგობრული ვიყო... ასეა ამ შემთხვევაშიც, თუ მე შემიძლია, რომ შენ ოცნების ახდენაში დაგეხმარო და ეს ოცნება სულაც არაა ფუქსავატური, რატომ ფიქრობ, რომ მე ეს შემაწუხებს და რამე ტვირთს ამკიდებს? - ერთდროულად გაბრაზება და დაყვავება იგრძნობოდა იაშვილის ხმაში, ანა კი კიდევ უფრო ცუდად გახადა იმის გაგონებამ, რომ ის დინანოსთვის მხოლოდ მეგობარი იყო და არანაირი სხვა გრძნობა ჰქონდა მის მიმართ...
-ჰო, მაგრამ...
-არავითარი მაგრამ! წადი ახლა, გამოიძინე, ხვალიდან იწყებ მეცადინეობას და ძალების მოკრება გჭირდება... - წარბებაწეულმა დინანომ შეწინააღმდეგების ყველა გზა მოუჭრა ანას და ოთახში მიმავალს აფიქრებულმა გააყოლა თვალი...
***
-ბედნიერი ადამიანი ხარ, დინანო, შენი ცხოვრების მართვა შენ რომ შეგიძლია...
-შენ რა გიშლის ხელს? o.O
-ჩემი მშობრების შეუმდგარი და არასწორი აზროვნება : )
-ახლა არ მითხრა, სახლის გარეთ ცხვირს არ მაყოფინებენ, ვაი თუ ჩვენი პრინცესა მოიტანოცო?! :D
-არ მეცინება მე!
-არც მე, ხალისზე მეტად გაკვირვება მაწერია ახლა სახეზე...
-ნეტა მართლა ეგ იყოს მიზეზი, თავს მაინც დავიმახინჯებდი, თუმცა რა ლამაზი ახლა მე ვარ! კარგი რა... დარწმუნებულები არ არიან ჩემს შესაძლებლობებში და ყგონიათ, რომ ტყუილად გადაყრიან ფულს ჩემს სწავლაში, ჩემგა მაინც არაფერი გამოვა...
-ვატობ, ამას არამარტო შენი მშობლემი, არამედ - შენც ფიქრობ! მოგმართეს თავიანთ სიხშირეზე? ჰაჰ...
-მოაშორე ეგ სარკაზმი, თუ ღმერთი გწამს! შენი დაცინვაღა მაკლდა რა...
-და შენ ფიქრობ, რომ მე დაგცინი?! აი ამაზე კი მართლა არ შემიძლია თავი შევიკავო და არ დაგცინო... საქალბატონე ანა, ბრალს მდებთ დაუმსახურებლად! : )
-ნუთუ?!
-აი სარკაზმი! ისე, შენთვისვე აჯობებს ეგ „დიდ გულობანა“ ჩემთან კი არა, შენს მშობლებთან ითამაშო, იქნებ გამოგივიდეს რამე?! ; ) კარგი, მე წავედი....
დილით გაღვიძებულ ანას, დინანოსა და თავისი ერთ-ერთი დიალოგი გაახსენდა, რომელიც რა თქმა უნდა სოციალურ ქსელში შედგა.
დაფიქრდა და მიხვდა, რომ თუ რამე წინააღმდეგობის გაწევის უნარი და სურვილი კიდევ შემორჩენოდა ანას, ეს დინანოს დამსახურება იყო და არავის სხვისი! ყოველთვის იმას უჩიჩინებდა, საკუთარი შენ უნდა დააფასო პირველ რიგშიო.
დინანო იყო ის მუხტი დანებების საშუალებას რომ არ აძლევდა,საკუთარი თავის რწმენას უნერგავდა და რჩევებს აძლევდა..
თავის თავს დასცინა ამ დიალოგზე, რა სულელურად ფიქრობდა ადრე...
ახლა კი იაშვილის წყალობით მასწავლებლებთანაც მოემზადება და უნივერსიტეტშიც ისწავლის...
ბედნიერებისგან გააკანკალა და სწრაფად წამოხტა ლოგინიდან. თავი მოიწესრიგა და ის-ის იყო სამზარეულოში შესვლას აპირებდა, კარზე ზარი რომ დარეკეს. გაკვირვებული წავიდა გასაღებად და სიხარულით ტაში შემოჰკრა 5 გაკრეჭილი ბავშვის დანახვაზე.
-როგორ ხართ? - ხმაურიც აკოცეს ყველამ ლოყაზე, პარკები სამზარეულოში გაიტანეს და გეზი დინანოს საძინებლისკენ აიღეს.
ანა კარებს მიეყრდნო და ღიმილით უყურებდა იაშვილის საწოლზე დამხტარ 5 მეგობარს, რომლებიც ცემა-ტყეპით ცდილობდნენ მის გაღვიძებას.
როგორ მოუნდა მათსავით, თვითონაც შეხდებოდა დინანოს, მის თმას, ზურგს, სახეს, თითებს...
თავისკენ მომავალი სალომეს დანახვაზე ფიქრებიდან გამოერკვა და მასთან ერთად გავიდა სამზარეულოში, ბავშვების მოტანილი ნაირ-ნაირი საჭმელებით გააწყვეს სუფრა და ცოტა ხანში ყველა მაგიდის ირგვლივ ისხდნენ ნაომარი სახეებით.
უხმოდ ისაუზმეს და ერთად დატოვეს სახლი. ლუკა და დინანო ერთად წავიდნენ უნივერსიტეტში, დინანოს მანქანით. ნიკა, სანდრო, სალომე, გვანცა და ანა კი - ერთად.
-ხო არ ნერვიანობ, ანუშკა? - სიცილით ჰკითხა ნიკამ და გვერდულად გახედა.
-მთავარია თქვენ იქნებით იქ... - ნერვიულად გაიცინა ანამ და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.
სკოლაში მისული ყველა მხრიდან გრძნობდა ინტერესით აღსავსე მზერას და უხერხულად იღიმოდა. გვერდიდან არ სცილდებოდა ბავშვებს, ისინი კი ცდილობდნენ აეხსნათ, საბნერვიულო რომ არაფერი იყო და მეტისმეტი ემოციურობა საზიანო იყო.
პირველი გაკვეთილის დაწყების ზარი დაირეკა, ტელეფონზე სმს-ის მოსვლისგან გამოწვეული გაკვირვება სიხარულმა, შეცვალა, როდესაც დინანოს მესიჯი გახსნა:
„როგორ ხარ? იმედი მაქვს ბავშვები მოგეწონება და არ მოიწყენ. წარმატებულ დღეს გისურვებ!“ - ეწერა მესიჯში.
მართლაც გაუქრა ყველანაირი უარყოფითი ემოცია და გულწრფელად გაღიმებულმა გადაუხადა მადლობა.
არც ისე მოსაწყენი ყოფილა პირველი დღე ახალ სკოლაში, რა თქმა უნდა ეს Death Note-ის დამსახურება იყო.
***
-მეოთხე საგნად რას ჩააბარებ?
-რავიცი, ისტორია მირჩევნია...
დინანომ ჯერ ცალი წარბი ასწია, მერე თითქოს გონება გაუნათდაო და ბოლოს მოგუდულად ჩაიცინა...
***
სახე გაბადრულმა დატოვა თავისი ისტორიის მასწავლებლის უზარმაზარი და ულამაზესი სახლი.
ამ ბედნიერებასაც დინანოს უმადლობა, რაღა თქმა უდნა.
იხსენებდა მასწავლებელთან საუბრის ყველა დეტალს და გაკვირვებული იყო მისი ინტელექტუალური შესაძლებლობებით, ადამიანურობითა და სიღრმისეული ხასიათით, რომელსაც ჩაღრმავება და მიხვედრა სჭირდება. იშვიათად შეხვედრია ასეთი გამოუცნობი პიროვნებები, ემოციების მბრძანებელი.
საოცარი პიროვნება ჰქონდა ბატონ კახას, რომლის გვარიც არ იცოდა ჯერ. მასთან სულ რამოდენიმე წუთიანი ურთიერთობაც კი საკმარისია, რომ მიხვდეთ რაოდენ დიდებული პიროვნების ადამიანთან გაქვთ საქმე.
სახლშიც კი ისე გემოვნებიტ ჰქონდა ყველაფერი მოწყობილი...
კედლები გენეალურ ნახატებს დაეკავებინათ, რამაც სახლში შესვლისთანავე მიიპყრო ანას ყურადღება.
ყველაზე გასაკვირი კი მისთვის ბატონი კახა აღმოჩნდა, მთელი 1 საათი იხსენებდა, საიდან ეცნობოდა ეს კაცი, მაგრამ ვერ გაიხსენა. შემდეგ კი, როდესაც უთხრა ჯავახიშვილში ვკითხულობ ლექციებსო, ყველაფერი ნათელი გახდა კიკნაძისთვის. რამოდენიმეჯერ შეხვედრია ბატონ კახას, როდესაც თავის დას - ლელას გაჰყვა ხოლმე უნივერსიტეტში.
მისი ცოლი კი საოცრად მშვენიერი ქალი აღმოჩნდა, ვერ დაემჩნია მის ლამაზ სახეზე კვალი წლებს. სითბოს და სიყვარულს ასხივებდა ირგვლივ. ასეთ ცოლ-ქმარზე იტყოდით, ერთმანეთისთვის არიან შექმნილებიო.
ისე იყო ფიქრებში გართული, ვერც კი გაიგო როგორ მიუხლოვდა სახლს.
სწრაფად და ჰაეროვნად აირბინა კიბეები და გაღიმებული შევიდა სახლში. მაგიდაზე დახვავებულ წიგნებს გაოცებულმა შეავლო თვალი და დინანოს მიესალმა, რომელიც როგორც ყოველთვის - მეცადინეობდა.
-ეგ შენი წიგნებია, მასწავლებლებთან რომ ემზადები იქ გჭირდება... - უკითხავად აუხსნა დინანომ და თავის საქმეს მიუბრუნდა.
-რატომ შეწუხდი?! - ეუხერხულა ანას.
-შენი ხმა არ გავიგო! - თვალები გადაატრიალა იაშვილმა და ტელეფონს დასწვდა, რომ ეპასუხა.
ანა ოთახში შევიდა გამოსაცვლელად. იქიდან გამოსულს დინანო წასული დახვდა. გაუკვირდა და ცოტა გაბრაზდა კიდეც, გაუფრთხილებლად რომ წავიდა.
„ვალდებული არაა ანგარიში ჩაგაბაროს, სად წავა და როდის!“ - ჩასძახა მეორე „მე“-მ.
„ვიცი!“ - დანებების ნიშნად ამოიოხრა მან...

თავი 8.
დილით გაღვიძებულს დინანო რომ სახლში არ დახვდა გაუკვირდა... მერე გაანალიზა რა სახლში მარტო ყოფნა მთელი ღამის განმავლობაში, შიშმა აიტანა. ის რომ სცოდნოდა იაშვილი სახლში არ იყო, ვერცერთი წუთით მოხუჭავდა თვალს. საოცრად ეშინოდა ღამე მარტო დარჩენა...
აბაზანაში ხელ-პირს იბანდა და თან ფიქრობდა, სად შეიძლება ყოფილიყო დინანო ან რატომ არ იყო მთელი ღამე სახლში?!
მერე მიხვდა თავისი ფიქრები სისულელე რომ იყო და შეურაცყოფილად იგრძნო თავი...
იქნებ კლუბში იყო, ან მეგობრებთან, ან თუნდაც ვიღაც გოგოსთან ატარებდა ღამეს. „ვიღაცასთან“ რა, დორასთან...
უი, დორა!
გაახსენდა წყნეთში რომ იყვნენ და დორამ თქვა, სამ დღეში მივდივარო...
ალბათ ამერიკაში წავიდა და გააცილეს...
შვებით ამოიუსუნთქა და ჩანთა მოიკიდა მხარზე, სკოლაში ისე წავიდა, არ უსაუზმია. არც სალომეს დალოდებია...
დერეფანში იყო ბავშვების ხმა რომ გაიგო, გაღიმებული შებრუნდა მათკენ და ყველა სათითაოდ გადაკოცნა. ადვილი შესამჩნევი იყო მათ სახეზე წინა ღამით უძილობის კვალი. ისედაც ბევრჯერ უწევდათ ღამის გათევა რეპეტიციის გამო, ან კლუბში რომ უკრავდნენ. სულაც, მეცადინეობის გამო...
-იაშკამ 3 საათზე ინგლისურზეა წასასვლელი და არ დაავიწყდესო, შენთან გადვაბარა. - სიცილით უთხრა დინანოს დანაბარები სანდრომ ანას და ახარხარებული ნიკასთან ერთად წავიდა სადღაც.
-დებილს ვგავარ ახლა მე? - გაბრაზდა კიკნაძე.
-არა, მაგრამ შეგახსენა! - ანას გაბრაზებით გახალისებული სალომე ჰაეროვნად მიდიოდა დერეფანში.
ორი ულამაზესი გოგო კი მთელი სკოლის ყურადღებას იპყრობდა.
სულაც არ სიამოვნებდა ანას, ახალი კლასელი ბიჭების გადამეტებული ყურადღება, უხერხულად იშმუშნებოდა და ყოველთვის ცდილობდა თავი აერიდებინა მათთვის.
ახლაც არ სიამოვნებდა თავის გვერდით მჯდომი ბიჭის გაუთავებელი ლაპარაკი და ბოლოს კაფეში დაპატიჟება პიკი აღმოჩნდა. არც სალომე იყო კლაში მასთან ერთად რომ წასულიყო გარეთ, არც ბიჭები იყვნენ.
მაშინ კი, როდესაც ეს ბიჭი მას ესაუბრება, უზრდელობად მიაჩნდა უბრალოდ ადგომა და კლასიდან გასვლა.
მადლობით სავსე მზერით შეხედა კლასში შემოსულ ნიკას და სანდროს.
-თაზო, არც ისე დიდია მიზიდულობა თქვენს შორის, ანას ზედ რომ არ პიეწებო! ასე რომ მოშორდი, ჩქარა! - თვალების ბრიალით უთხრა ნიკამ და ცოტა ხანში კი მასთან ერთად დატოვა კლასი.
უკვე განთავისუფლებული ადგილი, ანას გვერდით, სანდრომ დაიკავა. საკლასო ოთახში შემოსული მასწავლებელი ბავშვებს მიელასმა და გაკვეთილი დაიწყო, თუმცა თაზო და ნიკა არსად ჩანდნენ.
ანას ობოლო ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე, სანდრომ გაკვირვებულმა შეხედა.
კლასის კარები რომ გაიღო, ანამ იმედიანად შეხედა, იქნებ ნიკა შემოვიდესო, მაგრამ ნიკას მაგივრად სალომე შემოვიდა. ბოდიში მოიხადა დაგვიანებისთვის, დირექტორის კაბინეტში ვიყავიო და ადგილი დაიკავა ანას უკან. გაკვირვებულ სალომეს მეტრეველმა ინგლისურ ენაზე აუხსნა საქმის ვითარება, ისტორიის მასწავლებელს რომ არაფერი გაეგო. გაკვირვებული მასწავლებლის ინტერესი, თუ რატომ ტიროდა ანა, სალომემ დააკმაყოფილა : თავი სტკივაო...
კარები გაიღო და კლასში საღ-სალამათი ნიკა შევიდა.
ანამ შვებით ამოისუნთქა...
მხოლოდ ახლა დახედა ტელეფონის ეკრანს, რომელიც ამცნობდა, რომ ახალი შეტყობინება ჰქონდა დინანოსგან. იაშვილი კი, როგორც ყოველთვის, წარმატებულ დღეს უსურვებდა...
კიკნაძეს გული გაუთბა და როგორც იქნა - დაწყნარდა...
***
კარზე ზარი დარეკა და განაბული დაელოდა გაღებას.
-შენ ანა ხარ, არა?! - ფიქრებიდან გოგონას ხმამ გამოარკვია.
დაბნეულმა ასწია თავი და მის წინ მდგარ 27-28 წლის, საშუალო სიმაღლის, სანდომიანი გარეგნობით გოგონას გაუღიმა.
-დიახ.
-შემოდი! მე ცირა ვარ, შენი ინგლისურის მასწავლებელი!
ანა ოთახში მყოფ 3 ბავშვს მიესალმა და მათ გვერდით დაიკავა ადგილი მრგვალ მაგიდასთან.
-ბავშვებო ეს ანაა, ესენი კი თაკო,გეგა და აჩი.
გაცნობის რიტუალის შემდეგ ტესტების წერას შეუდგნენ, ცირას რომ გაერკვია რა დონეზე იცოდნენ ინგლისურის გრამატიკა და შესაბამისად დაეწყო პროგრამის სწავლება.
ნახევარ საათზე მეტს მოუნდნენ ტესტების წერას, შემდეგ კი ერთად დაიწყეს გასწორება.
კარზე ზარის დარეკვის ხმა გაისმა. ცირა გასაღებად წავიდა.
მაშინვე მისწვდა ანას ყურთასმენას მისთვის საყვარელი ხმა. თვალებგაბრწყინებულმა შეხედა ოთახში შემოსულ დინანოს. თავისკენ წამოსული იაშვილი რომ დაინახა სიხარულისგან გაინაბა და ლოყაზე აკოცა მას შემდეგ, რაც დინანომ აკოცა და თან ყურში ჩასჩურჩულა როგორ ხარო?!
-გვზვერავ, იაშკა? - სიცილით შემოვიდა ცირა და თავისი ადგილი დაიკავა.
-ბავშვი სასწავლებლად ჩაგაბარე და ხომ უნდა გავიგო როგორი მასწავლებელი ხარ?! მაჩვენე ერთი რას აკეთებთ, შეცდომით არაფერი ასწავლო! - სიცილით დახედა დინანომ ტესტებს, შემდეგ მზერა გაიმკაცრა და წარბაწეულმა ჩაიკითხა.
-საიმედო ხელში ხარ, ანა! - მოგუდულად ჩაიცინა და კიკნაძეს თვალი ჩაუკრა.
-გადი, გაეთრიე! - გაეცინა ცირასაც.
-რა იყო, არ უნდა შემემოწმებინა იცი თუ არა?! და საერთოდ, მადლობა მომიხადე შენ რომ აგირჩიე! - ენა გამოუყო დინანომ და სხვა ოთახში გავიდა, ცოტა ხანში კი ისევ იქ დაბრუნდა ტუჩების წმენდით.
-თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. - სიცილით მიუბრუნდა ცირა ანას. - მიაგენი? - ჰკითხა დინანოს.
-კი. - ეშმაკური ღიმილი შეანათა მათ და სკამზე ჩამოჯდა.
-მოდი მომეხმარე ამათ გასწორებაში, მაინც არაფერს აკეთებ!
გულაფართხალებული ანა ძლივს თოკავდა თავს, რომ არ შესტყობოდა დინანოს ნახვით გამოწვეული ფრთების შესხმამდე სიხარული და გაბრწყინებული თვალები.
შიგადაშიგ გახედავდა ანა სერიოზული სახით მჯდომ იაშვილს და ისიც ჩუმად აპარებდა ხოლმე ლოყებაწითლებული კიკნაძისკენ თვალს. მერე დაუოკებელი სურვილი უჩნდებოდა ჩახუტებოდა და ეკოცნა, მაგრამ თავს ერეოდა და სურვილებს ჯანდაბაში ისტუმრებდა.
ცირას სახლიდან ერთად გამოვიდნენ, დინანომ ხელი გადახვია ბედნიერ ანას და თავზე აკოცა.
-მოგეწონა ცირა? - კჰითხა უკვე საჭესთან მჯდომმა, მაკდონალდსში რომ მიდიოდნენ.
-კი, კარგი გოგოა ძალიან! - გულწრფელად უპასუხა ანამ. - სად მივდივართ?
-მაგდლონალდსში, უნდა ჩავსკდე.
ანამ მხოლოდ ჭინკებიანი ზურმუხტისფერი თვალები შეანათა.
მაგდონალდშიც ხელგადახვეულები შევიდნენ, ანას ტანში ეღვრებოდა დინანოს სხეულისგან წამოსული სითბო და ბედნიერს აზროვნების უნარიც ეკარგებოდა. ხარბად ისრუტავდა ბიჭის სურნელს და თავი უბედნიერესი ეგონა.
გული ჩასწყდა დინანომ რომ ხელი უშვა და რიგში ჩადგა, თვითონ კი ცარიელ მაგიდასთან მოთავსდა. თვალს არ აშორებდა იაშვილის მაღალ სილუეტს.
წამით სასოწარკვეთილებამ შეიპყრო, თავისი მშობლები რომ წავიდოდნენ და თვითონ ლელასთან დაბრუნდებოდა, როგორ გაძლებს დინანოს გარეშე, რომელიც ყოველდღიურობად ექცა?!
როგორ გაძლებს დილით რომ ვერ დაინახავს, ვერც საღამოს...
ძალიან გაუჭირდება მის გარეშე, თუმცა რა ქნას, მისი ნება რომ იყოს სულ არ მოშორდებოდა დინანოს გვერდიდან...
იაშვილმა თავი მოაბრუნდა, მისი და ანას თვალები წამით შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ გოგონამ მზერა აარიდა და თავი ჩაღუნდა..
დინანომ ჩაიცინა. საოცრად ახალისებდა ანას დაბნეულობა, სიმორცხვე და მუდმივად ალეწილი სახე, თავისი შეხებისგან გამოწვეული...
თავის თავს ვეღარ ცნობდა იაშვილი. ნათლად ხედავდა განსხვავებას ძველსა და ახალ საკუთარ თავს შორის და უჭირდა დაჯერება, რომ მისი შეცვლის მიზეზი ერთი პატარა, მორცხვი გოგო იყო...
თუმცა ყოველთვის ჰქონდა დინანოს ანას მიმართ სიმპატიები, ეს არაერთხელ უთქვამს მისთვის, თუნდაც იმ ფორმით, რომ აღნიშნავდა კიკნაძის განსხვავებულობას და სილამაზეს ყველგან და ყოველთვის.
მიუხედავად ამისა, ორივემ კარგად იცოდა ეს სერიოზული გრძნობა რომ არ იყო და მეგობრებად რჩებოდნენ...
სალომე, ლუკა, სანდრო და ნიკაც ხომ ერთი და იგივეს უმეორებდნენ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, სერიოზიულად მოგწონს ეგ გოგო, მაგრამ იმდენად მიუჩვეველი ხარ სერიოზულ ურთიერთობას, რომ შენ თვითონაც ვერ ხვდებიო...
შეიძლება მართლებიც იყვნენ! აბა რა არის ის გრძნობა, რის გამოც ანას დანახვაზე საკუთარ თავს კარგავს და მისი შეხების, ჩახუტების, მოფერების, კოცნის სურვილი წამოუვლის ხოლმე?!
მართლაც უცხო იყო დინანოსთვის სერიოზული გრძნობები, მას არასდროს არავისთან ჰქონია ურთიერთობა, რომელიც სიყვარულზე იქნებოდა დამყარებული. თუმცა იმაში კი დარწმუნებული იყო, რომ გრძნოდა, რომელიც ანას მიმართ ჰქონდა ძალიან შორს იყო სიყვარულისგან...
სიყვარული მისთვის რაღაც ხელშეუხებელი, წმინდა და შეურყვნელი იყო... გრძნობა, რომელიც შორს იყო ყოველგვარი სიბილწისგან...
თავი გააქნია აზრების გასაფანტად და თავის კუთვნილ ლანგარს დასწვდა. გაღიმებული წავიდა მაგიდისკენ და ანას წინ მოთავსდა.
კიკნაძემ, როგორც ყოველთვის, ახლაც უხერხულად ააფახურა გრძელი წამწამები და შესამჩნევად გაუწითლდა თეთრი ლოყები.
-რატომ არ ჭამ? დავიჯერო საერთოდ არ გშია? - გაიკვირვა დინანომ.
ანა ფრის დასწვდა და სიცილით შეჭამა.
-ეგრე რა! აბა მარტო მე რომ ვჭამ თავი ღორი მგონია... - გაეცინა იაშვილსაც. - ხო,მართლა, დილით შენი და შემხვდა და საღამოს გესტუმრება.
-მართლა? რა კარგია! - სიხარულისგან თვალები აუწყლიანდა ანას და ტაში შემოჰკრა.
-მე კლუბში ვიქნები, ასე რომ ხელს არ შეგიშლით. - მოგუდულად ჩაიცინა ბიჭმა.
-არა რას ამბობ?!
-კარგი, კარგი... შენ ეს მითხარი, ისტორიის მასწავლებელი მოგეწონა? - მრავლისმეტყველად შეხედა დინანომ და თვალი თვალში გაუყარა, უნდოდა ზუსტი პასუხი გოგონას თვალებში ეპოვა, ვიდრე მის ნათქვამში. გაბრწყინებული თვალები კი იმაზე მეტყველებდა, რომ იგი აღფრთოვანებული იყო ბატონი კახას პიროვნებით.
-შესაფერის სიტყვებს ვერ ვპოულობ რომ დავახასიათო! ისეთი კარგი პიროვნებაა, გამორიცხულია არ მოიხიბლო მისით! განათლებული, თავდაჭერილი, გემოვნებიანი...
-ჰო-ო? ძალიან მიხარია, თუ მოგეწონა! - ჩაიცინა დინანომ. - ისე, შენ მაგის შვილი არ გინახავს, უნდა ნახო ის როგორია... - ძლივს შეიკავა თავი რომ არ ახარხარებულიყო, მხოლოდ უხმოდ და მოგუდულად ჩაიცინა.
-მართლა? იქ არსად ჩანდა მისი შვილი, იმედია როდისმე მასაც გავიცნობ! - გაკვირვება და ინტერესი იგრძნობოდა ანას ხმაში.
-კი, მართლა! მაგრამ მეშინია არ შეგიყვარდეს!
დინანომ მთელი ძალით იკბინა ხელზე ემოციების მოსათოკად და თვალებმოჭუტულმა გახედა ანას, მისი რეაქციის შესაფასებლად.
გოგონას სახე ალეწა, ტირილის პირას იყო მისული... გამწარებულმა დაავლო ჩანთას ხელი და გარეთ გავიდა, თან ჯიუტად ცდილობდა ცრემლებისთვის გზის გაკვალვის საშუალება არ მიეცა, მაგრამ ამაოდ...
***
უყურებდა თუ როგორ უკრავდა მტელი გრძნობით გიტარაზე და გრძნობდა...
რას?
გრძნობდა, როგორ ნაწევრდებოდა თავისი გული და ისევ მთელდებოდა მისი სიყვარულით...
-მეც ვბედნიერდები შენს ბედნიერ სახეს რომ ვხედავ ყველაფერ იმის შემდეგ, რაც მოხდა... - გადაუჩურჩულა ლელამ ანას.
შუაღამის 2 საათი იყო, ლელა და ანა Death Note-ის რეპეტიციას ესწრებოდნენ. არცერთი გრძნობდა დაღლილობას ან უძილობას.
ანას გული საგულედან ამოხტომას ლამობდა დინანოს დანახვისას, ლელა კი დის ბედნიერებით ბედნიერდებოდა...
-მართლა ყველაფერი კარგადაა შენთან? - უკვე მერამდენედ ეკითხებოდა ანა თავის დას.
-მერამდენედ გითხრა, რომ შენი წასვლის შემდეგ არც კი დამლაპარაკებიან ნორმალურად. ყველაფერი იმაზე კარგადაა, ვიდრე წარმოვიდგენდი. ისინი თავისთვის არიან, მე - ჩემთვის. 1 თვეში მივლინებაში წავლენ და მერე ხომ მთლად უკეთესად იქნება ყველაფერი!
-მერე მაინც ვიცხოვრებთ მე და შენ ერთად...
ანას გული ორ ნაწილად იხლიჩებოდა. იცოდა მშობლების წასვლის შემდეგ ლელასთან რომ დაბრუნდებოდა და ეს ძალიან ახარებდა, თუმცა ძალიან არ უნდოდა დინანოსგან შორს ყოფნა...
იმასაც კარგად ხვდებოდა დინანოს ცხოვრებაში სხვას არაფერს წარმოადგენდა თუ არა ხელის შემშლელს და ტვირთს...
ბოლოს ისევ წასვლა გადაწყვიტა...
-თუ დაიღალეთ წაგიყვანთ სახლში... - მოესმათ დინანოს ხმა, რომელსაც სახეზე დაღლილობა ეწერა.
-დაგელოდებით, სანამ არ დაამთავრებთ რეპეტიციას.
-ჩვენ შეიძლება მთელი ღამე აქ ვიყოთ, ცოდოები ხართ თქვენ.
-არაუშავს. - ღიმილით მიუგო ანამ და მაგიდაზე დადებული კოკა-კოლის ქილა მიაწოდა ბიჭს.
-მადლობა.
დაღლილი ბავშვები წითელ სავარძლებზე გადაწვნენ და რამოდენიმე წუთიანი შესვენების დროს ჩათვლიმეს კიდეც. ლელას და ანას ძალიან უკვირდათ საიდან ჰქონდათ ამხელა ენერგია, დილით სკოლა და უნივერსიტეტი, შემდეგ - უამრავი სამეცადინო და რეპეტიცია, ღამე კი - კლუბში დაკვრა...
თანაც, ახლა ალბომზე მუშაობენ ასმაგი დატვირთვით.
იმის შიშით, ბავშვებისთვის რამოდენიმე წუთიანი იდილია არ დაერღვია,ანამ სუნთქვაც კი შეწყვიტა.
უყურებდა დინანოს ლამაზ ნაკვთებს და გულში ეტირებოდა, მას რომ არასდროს ექნება უფლემა შეეხოს მათ, როდესაც მოუნდება, სიყვარულით დაუკოცნოს მთელი სახე...
-შეგიძლია ისუნთქო, თორე ეგრე გაიგუდები. - ჩაიცინა დინანომ, ნათელი იყო ანას მისამართით ამბობდა ამას ისე, რომ თვალები არც გაუხელია.
გოგონამ მძიმედ ამოისუნთქა და თავის დას გახედა, რომელიც ეშმაკურად იღიმოდა...
-ადექით ახლა, თორე თუ ჩამეძინა ვეღარ გამაღვიძებთ! - ხმაურით წამოდგა სალომე დივნიდან და სათითაოდ წამოაგდო ყველა.
თვალების ფშვნეტით გაემართნენ ინსტრუმენტებისაკენ. დინანო და ნიკამ გიტარა აიღეს, სანდრო დრამასთან დაჯდა, ლუკა კლავიშებთან, სალომემ კი - მიკროფონთან დაიკავა ადგილი გიტარით ხელში, როგორც სოლისტმა.
დილის 5 საათამდე მღეროდა სალომე, უკრავდნენ დანარჩენები და უსმენდნენ დები...
ძალაგამოცლილები განაწილდნენ მანქანებში და სახლებში წავიდნენ.
ახლა კი გრძნობდა ანა დაღლილობას და თვალები ეხუჭებოდა.
სალხში შესულმა დინანომ კომპიუტერი ჩართო, მალევე გაისმა სკაიპის რეკვის ხმა.
-Hi, dear! How are U? - ეკრანზე დორას გამოსახულება გაჩნდა.
ანას კი გულში რაღაც ჩაწყდა...

თავი 9.
რუტინად ექცათ ერთმანეთი უკვე 1 თვეა. მთელი დღის ძალა იყო დინანოსთვის დილით გაღიმებული და თვალებ გაბრწყინებული ანას ნახვა. ანასთვის კი ყველაფერი იყო დინანოს ღიმილი, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნოდა და არავის სხვას.
სკოლაშიც ისე კარგად აეწყო ყველაფერი კიკნაძესთან, რომ ფიქრობდა გული არ გამისკდეს მოზღვავებული სიხარულისგანო...
საკუთარი თავის რწმენა დღითი-დღე ემატებოდა, რაც პირველ რიგში იაშვილის დამსახურება იყო! უკვე თვითონაც სჯეროდა, რომ უნივერსიტეტში ჩაირიცხებოდა და თავის ერთ-ერთ სანუკვარ ოცნებას აისრულებდა!
ამ ყველაფერს თავისი მშობლების მომავალი გამგზავრება ემატებოდა, რომელიც რამოდენიმე დღეში დაგვირგვინდებოდა პიკს მიღწეული აღფრთოვანებით!
***
სააბაზანოდან გამოვიდა, სველი თმა ჩამოივარცხნა და „გამწვანდა“.
ერთხანს აქეთ-იქით იბოდიალა, თითქოს რაღაცას ეძებდა, არადა უნდოდა გაეგო რას აკეთებდა დინანო. ბოლოს რომ მიხვდა ფილმს უყურებდა, გაეღიმა და ოდნავ გაღებულ კარებზე დააკაკუნა.
დინანოს არაფერი უთქვამს, ხელი დაუქნია მოდი-ო. ჩაბნელებულ ოთახში შევიდა ანა, მერე კომპიუტერის ეკრანს შეხედა და მიხვდა, მძაფრ სიუჟეტიან ფილს უყურებდა. უსიამოვნოდ გასცრა ტანში, ძალიან ეშინოდა „უჟასები“-ს.
-Sit down.
კიკნაძე იაშვილს მიუცუცქდა გვერდით და ვითომ ინტერესით შეხედა კომპიუტერის ეკრანს. „გარტყმა“-ში არ იყო რა ფილმს უყურებდა და არც უკითხავს დინანოსთვის.
უმეტესად თვალდახუჭული იჯდა, ან ხელები სახეზე ჰქონდა აფარებული და თითებს შორის იჭვრიტებოდა, დინანო კი ძალიან ხალისობდა მასზე. ბოლოს წივილ-კივილი ატეხა და შეშინებული იაშვილის მაისურს ჩაებღაუჭა. ბიჭმა მოგუდულად ჩაიცინა და ხელი შემოხვია ანას სუსტ წელს. კიკნაძეს თითქოს ეს განზრახვა ჰქონდაო და დინანოს შეხება როგორც კი იგრძნო, ეგრევე დაწყნარდა.
ფილმი დამთავრდა თუ არა, ანა დენდარტყმულივით წამოვარდა ლოგინიდან და თავის ოთახში გაიქცა. სწრაფად ჩაიცვა პიჟამა და საბანი თავზე დაიფარა.
ისევ გრძნობდა დინანოს შეხებას წელსა და მხარზე. თვალები მწიდროდ მიაწება ერთმანეთს და დაძინებას შეეცადა. მერე ჩაეძინა კიდეც...

-მომენარე, შე საზიზღარო! ორ დღეში ჩამოვდივარ და ისე მაგრად ჩაგეხუტები - დაგახრჩობ... - გადაიკისკისა დორამ და მომღიმარ დინანოს დაეჯღანა.
-მეც მომენატრე ჩემო პარაზიტო!
-დინანოოოოო, აბა მოყევი რა ხდება იმ მზეთუნახავთან? - ეშმაკურად აათამაშა წარბები და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო.
-ანაზე მეკითხები და ფეხებს მიმარიაჟებ, რა არის ეხლა ეგ ვითომ? - ახარხარდა იაშვილი.
-არც იოცნებო პასუხზე თავის არიდება! მიდი, გელოდები, მოყევი „ნიუს“-ები.
-არაფერიც არ ხდება...
-შენ თუ ეგრე უმოქმედოდ იყავი ჩემი ფეხები მოხდება! - უკმაყოფილო დორამ ცხვირი აიბზუა.
-...
-მე შევაყვარებ შენს მაგივრად თავს? ბისექსუალი არაა თორე დიდი სიამოვნებით! კაი გოგო კია ისე!- გაეცინა მას.
-მაგაზე ჩალიჩი არ მწირდება! - თვალი ჩაუკრა დინანომ.
-ანუ?
-დიდი ხანია ვუყვარვარ უკვე!
-სერიოზულად? აჰა, ე.ი. მხოლოდ შენი მოქმედებაღაა საჭირო და შენ კიდე მე მელაპარაკები აქ! გადი გაეთრიე აქედან და გოგოს მიხედე, სანამ აგახია ვინმემ!
-შენი იმედი მაქვს, ჩემს მაგივრად რომ იმოქმედო. - დასცინა იაშვილმა.
-წავედი მე! 2 დღეში მოგვარებული იყოს უკვე საქმე. მიყვარხარ და გკოცნი... - გაეცინა მას.
-მონიტორს შენ აკოცე და მე რომ ჩამოხვალ მაშინ გაკოცებ! - მოგუდულად ჩაიცინა დინანომ.
-რა დამთხვევაა, მეც! - გამოაჯავრა მან.
ის-ის იყო კომპიუტერს „შათ დაუნ“-ის ბრძანება მისცა, კივილის ხმა რომ შემოესმა. დაფეთებული გავიდა ანას ოთახში და გაკვირვებულმა შეხედა საწოლზე წამომჯდარ კიკნაძეს, რომელიც კივილს არ წყვეტდა.
-რა მოხდა? - დინანო ლოგინთან მივიდა და ანას ხელები ჩამოაწევინა, რომელიც სახეზე ჰქონდა აფარებული.
-კოშმარი დამესიზმრა... - ამოიტირა კიკნაძემ და ერთიანად აცახცახდა.
იაშვილს ჩაეცინა და თავზე აკოცა. თავი ააწევინა და სახეზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადაუწია. შეშინებული აცეცებდა ანა თვალებს და ბიჭისთვის თვალის გასწორება ვერ გაებედა.
-დაწყნარდი, საშიში არაფერია. კოშმარი ფილმისგან იყო გამოწვეული...
შუბლზე აკოცა და კარებისკენ წავიდა.
-დინა, შეიძლება შენთან დავიძინო? - მოესმა საცოდავი ხმა უკნიდან. გაკვირვებისგან ოდნაც გაეცინა და მხოლოდ თავი მოაბრუნა, ანასთვის რომ შეეხედა.
-რა თქმა უნდა!
ანა გახარებული წამოხტა ფეხზე, აჩაჩული მაისური გაისწორა და დინანოს აედევნა, მკლავზე ჩამოეკიდა და ოთახში შეჰყვა.
იაშვილმა საბანი გადასწია და ანას ანიშნა დაწექიო, თვითონ ტანსაცმლიანად მიწვა გვერდით და ჯერ კიდევ ნოტიო თმაზე დაუწყო ფერება. ანა გაიტრუნა. თავი მუცელზე დაადო ბიჭს და ცხვირით გაეხახუნა. მიუხედავად სიბნელისა, ორივენ იგრძნეს ერთმანეთის მზერა და გაეღიმათ. კიკნაძე უჩვეულოდ ბედნიერი იყო.
დინანო დარწმუნდა...
***
დილით ზანტად გაახილა თვალები ანამ, რომელსაც ახლასახნს ჩასძინებოდა. ლოგინს გადახედა, სალომე გაღვიძებული იყო უკვე. მთელს სხეულში ტკივილი იგრძნო, თუმცა მაინც ადგა ლოგინიდან, შარვალი და საკმაოდ დიდი ზომის სვიტერი წვალებით ჩაიცვა და მისაღებ ოთახში გავიდა.
წინა ღამით თავდაყირა დაყენებული სახლი დალაგებული დახვდა. შერცხვა, თვითონ რომ არ მიეხმარა სალომეს. დივანზე გაშხლათულ სალომეს ორ მრბოლელ მეგობარ ბიჭს შორის დაჯდა, ფეხები წინ გაშალა, თავი უკან გადაწია და თვალები დახუჭა.
ოთახში Michael Jackson – Hold My Hand-ის ჰანგები ისმოდა.
“This life don’t last forever (hold my hand)
So tell me what we’re waiting for (hold my hand)
We’re better of being together (hold my hand)
Than being miserable alone (hold my hand)…”

კარების დაკეტვის და შემდეგ გაღების ხმა მისწვდა მის ყურთასმენას, თუმცა ესიკვდილებოდა თვალების გახელა, რომ ენახა ვინ შემოვიდა. ნაბიჯების ხმა თანდათან უახლოვდებოდა.
ტუჩებზე შეხება იგრძნო, თუმცა არა - ხელის. მიხვდა, რომ ეს „რაღაც“ ტუჩები იყო...
იგრძნო მისი სუნთქვა სახეზე, ტუჩები - ტუჩებზე, ცხირი - ლოყაზე...
-Things will get better If you just hold my hand (რაღაცები იქნება უკეთ, თუ შენ ჩამჭიდებ ხელს...) - ჩასჩურჩულა ანას ყურში და გაღიმებული სწრაფად მოსცილდა, კარებში მდგარ დორას თვალი ჩაუკრა...
ანა გაოგნებული იყო, მომხდარს ვერ აანალიზებდა...
ტვინს ფიქრის ფუნქცია შეეწყვიტა, სამაგიეროდ მგრძნობელობა და სმენა ჰქონდა გაასმაგებული...
ზუსტად იცოდა, რომ დინანოს კოცნა და მისი სიტყვები არ მოლანდებია. ეს რეალობა იყო, სანუკვარი რეალობა!
ძლივს გაახილა თვალები, ოთახიდან გამავალი დორა და დინანო დალანდა და ისევ დახუჭა... მერე გაახსენდა მარჯვნივ და მარცხნივ ბიჭები რომ ისხდნენ და დენნაკრავივით წამოვარდა ფეხზე, დაფეთებულმა შეხედა ჯერ ერთს, მერე - მეორეს. დარწმუნდა, რომ ეძინათ და შვებით ამოისუნთქა...
ნერვიულად მოჰყვა ოთახში აქეთ-იქით სიარულს... ფიქრობდა მომხდარზე და ვერანაირი დასკვნა გამოჰქონდა. რატომ გააკეთა დინანომ ეს?! ან მისი სიტყვები რას ნიშნავს? ნუთუ მასზე სერიოზულად ფიქრობს ან რაღაც გრძნობები აქვს?!
ჭკუიდან რამის შეეშალა თავისივე ფიქრებს. მძიმედ გადაყაპა ნერწყვი და ფანჯარასთან მივიდა. იაშვილს დორას კალთაში ედო თავი, ის თმებსა და სახეზე ეფერებოდა და რაღაცაზე საუბრობდნენ. ტვინში სისხლა აასხა. ოხ, როგორ ვერ იტანს ამ გოგოს! ეზიზღება! სძულს!
მზადაა მათთან მივიდეს და დაამტვრიოს თითები ამ მეტიჩარა გოგოს!
როგორ ეტყობა ნახევრად ამერიკელი რომაა! რა თამამი და გამომწვევია!
რამოდენიმე წუთი ლანძღავდა გამწარებული ანა დორას თავის გულში და ნერვიულად იკვნეტდა ტუჩებს.
ნეტავ შეეძლოს ახლა ეზოში გასვლა და ისეთი სახის მიღება, თითქოს არაფერი მომხდარა რამოდენიმე წუთის წინ და სულაც არ ანაღვლებს ის ფაქტი, რომ დორა და დინანო ერთმანეთს ეფერებიან სრულიად უსირცხვილოდ ეზოში!
თავის თავზე უფრო გაბრაზდა ასეთი სუსტი და უძლური რომ იყო საკუთარი თავისა და გრძნობების წინაშე და სიმწრით მოიწმინდა ლოყაზე ჩამოგორებული წყვილი ცრემლი...
ფანჯრიდან უყურებდა მოალერსე წყვილს და ათას რამეს ფიქრობდა. იქნებ დასცინიან კიდეც ანას, იქნებ დინანომ მასხრად აიგდო და სინამდვილეში სულაც არაფერს გრძნობს კიკნაძის მიმართ?!
მტანჯველი ფიქრებისგან თავი გახეთქვას ჰქონდა. რამოდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა დასაწყნარებლად,ვითომ უდარდელად გაუღიმა ოთახში შემოსულ თმაგაბურძგნულ ლუკას და სავარძელში ჩაჯდა.
-როგორ ხარ? - ღიმილით მოიკითხა ლუკამ ანა და ფანჯარაში დინანო და დორა შეათვალიერა.
-კარგად, შენ როგორ ხარ? - ვითომ მხიარულად უპასუხა კიკნაძემ და ეცადა ნერვიულობა ჩაეცხრო.
-ვარ რა! აუ, თუ არ შეწუხდები, შეგიძლია დინანოს უთხრა, რომ საქმე მაქვს? - მუდარა ჩამდგარი ხმითა და თვალებით უთხრა დვალმა.
ანას მოეხათრა უარის თქმა, არადა ყველაზე ნაკლებად ახლა მათთან მისვლა და იაშვილისთვის რამის თქმა ესიკვდილებოდა. ნაძალადევი ღიმილით დაუკრა თავი და ფეხზე წამოდგა. ძლივს მიაღწია კარებამდე, გააღო და 4 საფეხურიანი კიბე მძიმედ ჩაიარა. ღრმად ჩაისუნთქა და აუზთან მივიდა.
-დინანო, ლუკა გეძახის. - ძლივს მოაბა სამი სიტყვის თქმას თავი და უკან გამობრუნდა. იაშვილმა გაუსწრო და სახლში შევიდა.
-ანა! ერთი წუთი, შეიძლება დაგელაპარაკო? - მოესმა უკნიდან დორას ხმა. გაღიზიანდა, თუმცა ეცადა არ შემჩნეოდა და ვითომ გაკვირვებულმა მიიხედა უკან.
-კი, რა თქმა უნდა. რა ხდება? - გოგონასთან მივიდა და მის გვერდით დაჯდა შეზლონგზე.
დორა ერთხანს დუმდა. თვალი გაეშტერებინა აუზში დაგუბებული კრიალა წყალისთვის. ფიქრებდა გაიცატეს, თითქოს სულ აღარ ახსოვდაო ანა რომ იჯდა მის გვერდით და სალაპარაკოდ დაუძახა.
ის-ის იყო გაღიზიანებულმა კიკნაძემ რაღცის თქმა დააპირა, უცნაურად მომღიმარმა დორამ რომ ანას შეხედა და თვალი თვალში გაუყარა. რამოდენიმე წუთი ისევ არაფერი უთქვამს. კიკნაძის მოთმინება კი ჩარჩოებს სცილდებოდა...
-ანნა... - ღიმილით წარმოსთქვა მისი სახელი. - ვიცი, რომ ვერ მიტან... - თითქოს გამომცდელად შეხედა კიკნაძეს, ანა შეკრთა, არ მოელოდა ასეთ სიტყვებს. ნუთი ასე შესამჩნევია, რომ ვერ იტანს?! - მაგრამ რომ იცოდე, სულ ტყუილად ხარ ჩემს მიმართ უარყოფითად განწყობილი...
-ვერ ვხვდები, რას გულისხმობ... - თავი გამოიშტერა ანამ.
-ძალიან კარგად ხვდები! შენ გგონია, რომ მე დინანოს შეყვარებული ვარ... ვიცი, რომ იაშკა გიყვარს! ნუ ეცდები ეს უარყო! ამას უკვე ძალიან დიდი ხნის წინ მივხვდი! ჯერ კიდევ მანამდე, სანამ დინანოსთან გადახვიდოდი საცხოვრებლად... ყველა თქვენი მიმოწერა მაქვს წაკითხული და შენს მინაწერებში ადვილი შესამჩნევი იყო, რომ ძალიან გიყვარს... მართალია მე და იაშვილს, როგორ ვთქვა.. მმმ... შეყვარებულები გვქვია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიყვარული გვაკავშირებს ერთმანეთთან! დინანო არაა ის ბიჭი, ყველაფერს რომ დაასერიოზულებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ მე და მას მხოლოდ მეგობრობა გვაკავშირებს და არა - სიყვარული... ალბათ, ჩემი აზრი ნაკლებად გაინტერესებს, მაგრამ მაინც გეტყვი, რომ ჩემი საუკეთესო მეგობრისთვის ანუ იაშვილისთვის, გოგო, რომელსაც ვისურვებდი რომ მთელი ცხოვრება მასთან ერთად გაეტარებინა ბედნიერს, ეს - შენ ხარ და არავინ სხვა! მართლა ასეა, ძალიან მომწონხარ და მინდა, რომ ერთად იყოთ... ვერ გეტყვი დინანოს შენთან სიყვარული აკავშირებს-მეთქი, რადგან ეს ტყუილი იქნება, მაგრამ დაბეჟითებით შემიძლია გითხრა, რომ ძალიან მოსწონხარ და ეს რომ იცოდე სულაც არაა ცოტა იაშვილისთვის.. ასე რომ, გამიხარდება თუ ჩემს მიმართ დამოკიდებულებას შეიცვლი და ეგ სიძულვილი გადაგივლის, თუმცა რაც არ უნდა იყოს, მე შენსკენ ვარ! უფრო სწორად, შენსკენ კი არა - დინანოსკენ, მისი არჩევანი კი შენ ხარ! ვერ გეტყვი მისი ცხოვრებიდან სამუდამოდ გავქრები-თქო, რადგან ამის არც სურვილი მაქვს და არც არასდროს ვიზამ, თუმცა სტატუსი, რომელსაც შეყვარებული ჰქვია აღარ დამაკავშირებს მასთან და პირიქით, თქვენ შეგიწყობთ ხელს ერთად რომ იყოთ... - ღიმილით დაასრულა სათქმელი და ისე, რომ ანას არ დალოდებია, იტყოდა თუ არა - რამეს, სახლში შევიდა...
კიკნაძე გაშტერებული იჯდა შეზლონგზე და დორას ნათქვამის გაანალიზებას ცდილობდა, თურმე სულ ტყუილად სძულდა ეს გოგო... მან კი რა უთხრა, ყველაზე მეტად მომწონხარ და მინდა, რომ დინანოსთან იყოო...
შერცხვენილს ყველაზე მეტად ახლა აქედან გაქცევა უნდოდა. როგორ შეეხედა ყველაფერ ამის თქმის შემდეგ დორასთვის თვალებში ან თუნდაც - დინანოსთვის?!
გაღიმებულმა შეხედა ეზოში შემოსულ პარკებით ხელდამშვენებულ სალომესა და ნიკას. მტკიცედ გადაწყვიტა, არ შეეშენიბოდა ცხოვრებისეული სიახლეების და თავდაჯერებული გაყვა უკან მათ...

თავი 11.
კვირა ღამე იყო, წყნეთიდან თბილისში რომ დაბრუნდნენ. ბიჭები და სალომე პირდაპირ კლუბში წავიდნენ, უნდა დაეკრათ...
ანა მრბოლელმა ირაკლიმ მიიყვანა სახლში, მორცხვად გადაუხადა მადლობა და კიბეები აირბინა. გული შეეკუმშა უ-დინანო სახლში ყოფნით.
ნერვიულად სცემდა ბოლთას, მთელი სახლი შემოიარა. დინანოს კარადაში ცხვირი შეყო და ხარბად ჩაისუნთქა მისი სურნელი, რამაც კიდევ უფრო გაუმძაფრა მასთან ყოფნის სურვილი.
ყავა ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ჰქონდა დალეული, ისიც 14 წლისას. თავისზე 6 წლით დიდმა ბიჭმა დაუნიშნა პაემანი, ესეც დასთანხმდა და კაფეში წავიდნენ. ყავა შეუკვეთეს. დადებილებული გამომეყუველებით უყურებდა თავის წინ მჯდარ რაპუნცელს (წელამდე თმა ჰქონდა). ყავაც მალე მოუტანეს. პირველად იყო პაემანზე და ძალიან ნერვიულობდა, ცხელი ყავის ფინჯანს ხელი დასტაცა და მოსვა, პირი დაეწვა, ამას ისიც დაემატა, რომ საშინლად მწარე იყო...
რამის მოსაბრუნებელი გაუხდათ საწყალი ანა...
მაშინ დაიფიცა ყავას აღარ დავლევო.
ახლა არღვევდა თავისი ტავისთვის მიცემულ პირობას, წყალი აადუღა და დიდ ფინჯანში ჩაასხა, ყავა და შაქარი ჩაყარა და ბართან მოკალათდა.
ნახევარი საათი მაინც ელოდა ყავის გაგრილებას, იმით დაშინებულმა, კიდევ არ დავიწვა ხახაო.
უაზროდ გაღიმებული იხსენებდა ყველა წამს, დინანოს გაცნობიდან დღემდე. უკვე 1 წელი და თითქმის 3 თვეა რაც იცნობს, მისი იაშვილისადმი სიყვარულიც თითქმის ამ ასაკისაა. ბათუმში მიმავალი, გზაშივე ძალიან მოიხიბლა ბიჭით...
გაციებული ყავა მოსვა და დაიჭყანა. გაციებული კი არა - გაყინული ეთქმოდა. უკმაყოფილო სახით გაემართა სამზარეულოსკენ და ფინჯნიდან სითხე ნიჟარაში ჩააქცია.
ღამის 2 საათი სრულდებოდა. ტელეფონი ხელში შეათამაშა და ლელას ნომერი მოძებნა. რამოდენიმე ზარის შემდეგ როგორც იქნა უპასუხა.
-მოხდა რამე? - შეშფოთება იგრძნობოდა უფროსი კიკნაძის ხმაში.
-არა, არა! პირიქით, ყველაფერი ძალიან მაგრადაა! - გადაიკისკისა ანამ. - უი, ხომ არ გაგაღვიძე?
-არა, მიემგზავრებიან ამაღამ ესენი და...
-ა ჰოო... მერე კლუბში წავიდეთ რაა!
-ანუშკა, ხომ იცი, რომ ეგენი 18+ ბარში უკრავენ, შენ კიდე ჯერ სრულწლოვანი არ ხარ და მაგ შენს პატარა ცხვირს არ შეგაყოფინებენ იქ!
-აუ ხოო, ეგ კი აღარ გამახსენდა! - ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში. - კაი ხო...
-მიყვარხარ, ანუს!
-მეც,ძალიან…
საკიდზე დაკიდებული დინანოს ტყავის ქურთუკი ჩაიცვა, სარკეში თავისი სასაცილო ანარეკლი შეათვალიერა და ქუჩაში გავიდა.
ისე, ერთთავად კარგია თავისუფლება. მაგალითად, ანა ასე ფიქრობს ახლა! თავისუფლება რომ არა, ვინ მისხემდა ახლა ნებას ამ შუაღამისას ქუჩაში ეწანწალა?! არც არავინ!
ისე, დინანომ რომ იცოდეს გაბრაზდება კიდეც, ალბათ...
თუმცა, მისი მეგობარ გოგოებს და ბიჭებს შუაღამისას რომ წამოუვლით ხოლმე შევიკრიბოთ და სადმე წავიდეთო, განა ამბობს მათზე რამეს?!
ხოდა, არც ანაზე იტყოდა რამეს!
ამ ფიქრებმა კიდევ უფრო გაათამამა გოგონა და მხიარულად გაუყვა ქუჩას. გზას იკვლევდა ხალხს შორის და წინ მიიწევდა.
შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ვიღაც მიჰყვებოდა და უთვალთვალებდა. რამოდენიმეჯერ დაზვერა ტერიტორია, თუმცა ვერცერთი ნაცნობი სახე დალანდა და უსიამოვნო ფიქრები გონებიდან განდევნა.
მაღაზიების ვიტრინებს აკვირდებოდა და თავს ირთობდა...
-შენ პატრონი არ გყავს, ასე გვიან ქუჩაში რომ არ იარო? - მოესმა ვიღაცის მკაცრი, გამყინავი, ამაზრზენი, შემზარავი ხმა...
შეშინებულმა ახედა მაღალ სილუეტს და გული შეუქანდა, ცივმა ოფლმა დაასხა, მუხლებში ძალა წაერთვა...
მის წინ პოლიციელი - თემურ ავალიანი იდგა... ადამიანი, რომლის ცოლიც უნდა გამხდარიყო...
ყელში ბურთი გაეჩხირა, თავი ყველაზე უმწეო არსებად იგრძნო... ძალაც არ ჰქოდა რო გაქცეულიყო და გასცლოდა ამ საშინელ ადამიანს, ასე ცუდად რომ მოქმედებდა მასზე.
მან რომ რამე დაუშაოს... არა, არა! გაფიქრებაც კი არ შეუძლია!
ვინ იცის რას მოიმოქმედებს გამწარებული?! საეჭვოა ასე ადვილად გადაეგორებინა ის დიდი დამცირება, კიკნაძეების სახლში რომ გადაიტანა!
ხმის ამოღება ვერ გაბედა, ვერ გაბედა კი არა - ვერ შეძლო! თვალებგაფართოებული უყურებდა მის წინ მდგარ მამაკაცს, რომელიც ულვაშებს აცმაცუნებდა, ვერ გაიგებდით კმაყოფილებისგან, თუ - უკმაყოფილოდ. ხელები ღიპზე დაეწყო, პოლიციის ფორმა კი შემოსკდომაზე ჰქონდა.
მიუხედავად იმ მძიმე სიტუაციისა, რაც ანას თავს ხდებოდა, მაინც გაეცინა თემურიზე, თუმცა სუსტად. გონებაში ავალიანს და იაშვილს ერთმანეთს ადარებდა და ბოლოს თავის თავს უბრაზდებოდა, როგორ ვბედავ ამასო?!
-შენ გეკითხები, არ გესმის?! - ისევ ის ამაზრზენი ხმა...
-მესმის! - ამოიკნავლა ანამ.
-ახლა წადი, წადი სანამ მოთმინება ჯერ კიდევ მაქვს! ქალი ხარ და არ მინდა რამე ცუდი გაკადრო! აი იმ შენს დინანოს თუ ვიღაცას კი ამას არ შევარჩენ! - მკაცრად გაიჟღერა თემურის მუქარამ.
შეშენებული ანა უკან სვლით შეერია ხალხს და სახლისჯენ გაიქცა. თან ყოველ წუთას უკან იხედებოდა, იქნებ გადაიფიქრა და მომსდევსო...
სახლამდე როგორ მივიდა არც ახსოვს, საოცარი სისწრაფით გარბოდა და დაფეთებული იყურებოდა აქეთ-იქით, რითაც ხალხის გაოცებულ მზერას და „მოკითხვას“ იმსახურებდა...
კისრისტეხით აირბინა კიბეები და ხელის კანკალით ძლივს მოარგო გასაღები კარს, ოთახში შევარდა და მთელი ძალით მიაჯახუნა კარები...
ერთიანად უცახცახებდა სხეული, ძლივს მივიდა სამზარეულომდე, წყალი დალია და იატაკზე დაჯდა...
დროის შეგრძნება დაკარგა... გაუნძრევლად იჯდა იატაკზე და დაფეთებულს თავისი სუნთქვის ხმაც კი აშინებდა.
საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ ადგა, ყველა ოთახში ჩართო შუქი და დივანზე მოიკუნტა...
რამდენი ხანია ასე არავის და არაფრის შეშინებია, ეს თითქმის აშენებული ბედნიერებაც არ ჩამოამხო თემურ ავალიანმა თავზე?!
ნეკა თითზე იკბინა, რომ გაეგო კიდევ ჰქონდა თუ არა შეგრძნბება.
კარების გაღების და დაკეტვის ხმა რომ გაიგო, აი მაშინ კი ნამდვილად უმტყუვნა ნერვებმა. ბოლო ხმაზე მორთო წივილ-კივილი და საშინელების მოლოდინში დივანს ამოეფარა...
ოთახში გაოცებული დინანო შემოვიდა, თვალებმოჭუტულმა მოათვალიერაირგვლივ ყველაფერი და ბოლოს მზერა ანაზე შეაჩერა, რომელსაც თავი ამოეყო დივნის უკბიდან და სახეზე უსაშველო ტკივილი ეწერა.
-მოხდა რამე? - შესშფოთდა იაშვილი.
-თთ..თემურ...თემური ვნახე... აავალიანი...
-რამე დაგიშავა? - სიბრაზით იყო გაჟღენთილი დინანოს ხმა, იფიქრებდით ახლა ყველაფერს გადადგამს ანას გულისთვისო..
-არა,არა! - სწრაფად ჩაილაპარაკა კიკნაძემ, ბიჭი რომ დაწყნარებულიყო. - არაფერი დაუშავებია, მართლა! მაგრამ შემეშინდა... - ამოიტირა მან.
-არ მომატყუო, იცოდე! - გაფრთხილებას ჰგავდა მისი ტონი.
-გეფიცები, მართლა არაფერი დაუშავებია!
-კარგი, დაწყნარდი...- დინანო ანასთან მივიდა, ფეხზე წამოაყენა და ჩაეხუტა. გული გაუთბათ ორივეს... კიკნაძემ წელზე შემოხვია ხელები და მთელი ძალით მიეკრო, იაშვილი კი თმაზე ეფერებოდა და შიგადაშიგ კოცნიდა ხოლმე შუბლზე...
დიდხანს იდგნენ ასე...
-დინა, მადლობა... - დაიჩურჩულა გოგონამ.
-რისთვის?
-რომ არსებობ... განა საერთოდ?! არა, ჩემს ცხოვრებაში რომ არსებობ... და უშენოდ რომ მე ვერ ვიარსებებ... - ცხვირით გაეხახუნა ბიჭის მუცელს და გულის ფიცარზე აკოცა.
დინანოს ჩაეცინა, თითქოს ცინიკურადაც კი...
-სისულელეა ეგ!
-რა? - დაიბნა ანა.
-რა-და უშენოდ ვერ ვიარსებებო.
-მართლა გეუბნები!
-ტყუილია-მეთქი! კარგი, წადი ახლა, დაიძინე! ხვალ დილით სკოლაში რომ ხარ წასასვლელი, ხომ არ დაგავიწყდა?! - გაეღიმა იაშვილს და ცხივრზე წკიპურტი დაჰკრა.
-შენ არ გეძინება? - ჰკითხა გაბუსხულმა ანამ.
-მე უნდა ვიმეცადინო...
-კარგი...
-ანა! ხვალ ჩემს მშობლებთან მივდივართ! უკვე 1 თვეზე მეტია არ ვყოფილვარ მათთან და მსაყვედურობენ. - გაეცინა ბიჭს.
-მერე, მე რა შუაში ვარ?
-უშენოდ არ მიმიშვებენ! - თვალი ჩაუკრა დინანომ და ანიშნა წადიო.
-შეიძლება კარები ღია დავტოვო, ხომ იცი, მეშინია სიბნელის...
-რა თქმა უნდა შეგიძლია, მაგრამ არსად წასვლას ვაპირებ! - მიუხვდა იაშვილი ანას განზრახვას.
-მე ეგ არ მითქვამს.. - გაწითლდა კიკნაძე.
-მაგრამ იფიქრე! კარგი, არ დაკეტო...
ფერები გადასდიოდა ანას სახეზე სირცხვილისგან. არც უფიქრია დინანო სადმე წავაო... არა, არა იფიქრა! პიჟამა ჩაიცვა და ლოგინში შეძვრა. ღია კარიდან პირდაპირ ხედავდა იაშვილს, რომელსაც წიგნებში ჩაერგო თავი და სხვა არაფერი ახსოვდა, გარდა მეცადინეობისა.
არ ეგონა ასე ადვილად თუ დაწყნარდებოდა, თუმცა დინანოს ჩახუტებამ ნერვიულობის ბოლო მარცვალიც წაართვა და გატრუნულს მალევე ჩაეძინა.
მისაღები ოთახიდან შესული შუქი, პირდაპირ ეცემოდა ანას საწოლს და გოგონას სილუეტს ნათლად გაარჩევდით.
თვალგაშტერებული უყურებდა გოგონას, რომელიც უჩვეულოდ ლამაზი ეჩვენებოდა ახლა...
***
-სად ხარ?
-სკოლაში ვარ და გელოდები.
-კარგი, მალე მოვალ.
ანამ ტელეფონი გათიშა და რუსას გვერდით დაჯდა. ცხვირჩამოშვებულ კლასელს დიდი ხანი ეკითხებოდა რა ხდება, რატომ ხარ მოყენილიო, თუმცა ვერაფერი დააცდევინა. ბოლოს კითხევის დასმა და პასუხის ვერ მიღებაც მობეზრდა და შეეშვა.
სანდრო, სალომე და ნიკა სკოლაში არ ყოფილან, თურქეთში აპირებენ ფესტივალზე წასვლას და საქმეებს აგვარებდნენ, რა თქმა უნდა დინანო და ლუკაც მათთან ერთად იყვნენ.
მთელი დღის მოწყენილობას ნერვიუობა ემატებოდა, იაშვილებთან სტუმრობა არ იქნებოდა იოლი საქმე... ჯერ დინანო როგოდია და რომ უფიქრდება როგორები იქნებიან მისი მშობლები... ისე, ინტერესი კლავს მათი გაცნობის, დარწმუნებულია, რომ კარგი ადამიანები იქნებიან და ძალიან მოეწონება...
აი, მათ რამდენად მოეწონებათ ანა, ეგ საკითხავია!
დინანოს მესიჯი გახსნა, რომელიც ამცნობდა ჩამოდი ეზოშიო. რუსა ფიქრებიდან გამოარკვია და ერთად დატოვეს სკოლის შენობა.
-დროებით! - დაემშვიდობა რუსა დინანოსა და ანას და ეზოდან გავიდა.
-რუსა! მოდი გაგიყვან სახლში!
-არა, იყოს...
-რუსა! - მკაცრად გაიჟღერა ბიჭის ხმამ.
ჯერ რუსა მიიყვანეს სახლში, მერე იაშვილის მშობრებთან წავიდნენ. ადვილად შეამჩნევდით კიკნაძის დაუფაავ ნერვიულობას, რამის იყო ფრჩხილებიც დაეკვნიტა...
-დინა...
-რა?
-შენმა მშობლებმა იციან, რომ მე შენთან ვცხოვრობ?!
-კი.
-მართლა? მერე რა თქვეს?
-რა უნდა ეთქვათ? არც არაფერი!
-როგორ თუ არაფერი! გაიგეს შენთან ვიღაც გოგო ცხოვრობს და საერთოდ არაფერი თქვეს?
-ზუსტად ეგრე, საერთოდ არაფერი! რომ იცოდე, მათ ბევრი რამ იციან შენზე და ძალიანაც მოსწონხართ...
-კიდევ უფრო მომინდა მათი გაცნობა! - მოუთმენლად წამოიძახა ანამ.
-აი, მივედით კიდეც. - გაუღიმა დინანომ და ლოყაზე მოეფერა. ანამ ხელის გულზე აკოცა.
-ხელის გულზე კოცნა... - დაიწყო იაშვილმა, თუმცა კიკნაძემ წინადადება გააწყვეტინა.
-ვიცი, ვიცი!
მანქანიდან რომ გადმოვიდნენ, მხოლოდ მაშინ გაიაზრა სადაც იყო. გაკვირვებულმა ახედა მათ წინ აღმართულ დიდ შენობას და მძიმედ გადააგორა ნერწყვი. გაურკვევლობა იკითხებოდა მის თვალებში, თქმითაც კი ვერაფრის თქმა მოახერხა.
-ჰო, ეს ჩემი მშობლების სახლია! - თითქოს მიუხვდაო იაშვილი ანას ფიქრებს და უკითხავად დაუკმაყოფილა ცნობისმოყვარეობა. დედამისისთვის ნაყიდი სუნამო აიღო და ანას მხრებზე ხელგადახვეული წავიდა სახლისკენ.
-მიმიღებთ? - ეშმაკურად აათამაშა წამწამები სახლში შესულმა და მისაღებში მსხდომ მშობლებს გაუღიმა.
-როგორ ხარ, ანა? - დინანოს დედამ თბილად მოიკითხა გოგონა.
უკანასკნელ წუთამდე ფიქრობდა ანა, იქნებ მეჩვენება და ეს ჩემი ისტორიის მასწავლებლის - ბატონი კახას სახლი არააო, მაგრამ ეჭვები მაშინვე გაუქარწყლდა დივანზე მჯდომი ლექტორი რომ დაინახა.
ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ მაგიდისკენ დაიძრნენ.
-რატომ არ მითხრი ბატონი კახა მამაშენი თუ იყო? - გადაუსისინა ანამ დინანოს.
-საჭიროებას ვერ ვხედავდი. - ღიმილით უპასუხა ბიჭმა.
ერთთავად, გახარებულიც კი იყო კიკნაძე. თურმე სულ ტყუილად ნერვიულობდა წინა ღამიდან მოყოლებული. დინანოს მშობლებიც იცნობდნენ მას და თვითონაც იცნობდა მათ. გული სიამაყით აევსო იმის გააზრებისას, თავისი საყვარელი მასწავლებელი და ადამიანი, რომლითაც პირველი ნახვისთანავე აღფრტოვანდა - დინანოს მამა რომ იყო.
-არ მიკვირს, რატომ ხარ ასეთი... - ღიმილით გადაულაპარაკა ანამ იაშვილს.
-ასეთი, როგორი?
-ყველანაირად კარგი! სხვაგვარად არც შეიძლებოდა!
-ოჰ, კომპლიმენტებით როდის აქეთ მანებივრებ, კიკნაძის ქალიშვილო? - გაეცინა ბიჭს.
-ახლა უკვე აღარ ხარ კარგი! - მოჩვენებითი გაბრაზებით გადაატრიალა თვალები გოგომ და დინანოს უჩქმიტა.
-როგორც იქნა მეღირსა და შვილი მესტუმრა, უმშვენიერეს გოგოსთან ერთად! - გაიცინა ბატონმა კახამ.
-გაქვთ პატივი, გერქვათ ჩვენი მასპინძელი! - აჰყვა დინანოც.
-ანა, ჩემო კარგო, შენ ეგ მითხარი, გიშრობს სისხლს ეს ვაჟბატონი? - ღიმილით ანიშნა დინანოზე დედამისმა - ლენამ.
-არა,დედა! პირიქით ხდება ეგ! - ახარხარდა იაშვილი.
-ნუ აროხროხდები ახლა შენებურად! - ხმა გაუმკაცრდა ოჯახის უფროსს.
-სორი, დედ! - ჩაიცინა უმცროსმა იაშვილმა. - ბატონო კახაბერ, როგორი მოსწავლეა ანა? როგორ ატყობ, ივარგებს დიპლომატად? - მაინც ვერ შეიკავა დინანომ სიცილისგან თავი.
-შენზე წარმატებულიც კი იქნება! საუკეთესოა, საუკეთესო! - ამაყად წარმოსთქვა ლექტორმა იაშვილმა და სიყვარულით გადახედა თავის დარცხვენილ მოსწავლეს.
-მერე არ მითხრა, მაინცდამაინც მამაშენი რატომ აირჩიე ჩემს მასწავლებლადო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ საუკეთესო მხოდნეა, მერე მეორე - ვიცოდი, რომ მოეწონებოდი და მერე უფრო ადვილად მიგიღებდა, როგორც ჩემს ....- წინადადება აღარ დაასრულა დინანომ, ანას თვალი ჩაუკრა და ჩაიცინა.
თავი 12.
არაფერია მარადიული: არც სიყვარული, არც სიცოცხლე, არც სილამაზე, არც ბედნიერება... არც... არც... არც...
არადერი, საერთოდ არაფერი!
და სანამ ეს „არც“ დადგება, მანამდე უნდა ვეცადოთ ვიყოთ ბედნიერები, გვიყვარდეს, გვიხაროდეს, გავცემდეთ სითბოსა და სიყვარულს, ვუერთგულოთ საყვარელ ადამიანებს, ვანუგეშოთ სხვას, დავეხმაროთ, ვაგრძნობინოთ, რომ ძვირფასები არიან ჩვენთვის...
რადგან არაფერია მარადიული...
არაფერი...
***
-ანნა, დღე სალომეს მამა ჩამოდის იაპონიიდან და უნდა დავხვდეთ!
მსუბუქად შეანჯღრია მძინარი ანა დინანომ და თავზე აკოცა.
-როდის? - ჰკითხა კიკნაძემ ისე, რომ თვალი არც გაუხელია.
-დაახლოებით 1 საათში აქ იქნება უკვე.
-მერე აქამდე რატომ არ გამაღვიძე? - იწყინა ანამ და მუჯლუგუნი ჰკრა იაშვილს.
-დიდი ხანია გაღვიძებ, თუმცა მხოლოდ ახლა მოგიყვანე აზრზე! - ენა გამოუყო ბიჭმა და ფეხზე მდგარ, თვალებდახუჭულ ანას ტანსაცმელი მიაწოდა.
-აუუუ მეძინება... - ისევ საწოლზე გადაწვა კიკნაძე და საწყალობელი თვალებით ახედა დინანოს.
-კარგი, მაშინ მე წავალ და დაიძინე შენ.
ბიჭი გოგონას გაბუსხულ ტუჩებს დასწვდა და კოცნით დაემშვიდობა.
-არა, არა, მეც მოვდივარ!
ფეხზე წამოხტა ანა, ვინ იცის დინანოს კოცნით გამოწვეული სიხარულისგან თუ მართლაც იმიტომ, რომ უნდა წასულიყო?!
-კარგი, მანქანაში დაგელოდები. - ღიმილით გაიხურა იაშვილმა კარები და კიბეები ჩაიარა. ქუჩაში მიმავალ ხალხს თვალი გააყოლა.ხალხს, რომლებიც პრობლემებით იყვნენ დატვურთული, რასაც ადვილად შეამჩნევდით მათ ერთი შეხედვით ღიმილიან სახეზე..
იცოდა, ანას მშობლები რომ წინა ღამით გაემგზავრნენ ესტონეთში. არ გამორიცხავდა იმას, რომ ანა თავის დასთან დაბრუნდებოდა...
ამის შემდეგ კი ფიქრის საშუალებას არ აძლევდა საკუთარ თავს. გაურბოდა ფიქრებს, თუ რა იქნებოდა კიკნაძის წასვლის შემდეგ....
ერთ რამეში კი დარწმუნებული იყო! დარწმუნებული იყო, რომ არ უნდოდა ის წასულიყო, თუმცა მანამდე თვითონაც მოუწევდა წასვლა... თან არაერთხელ...
რამოდენიმე დღეში თურქეთში მიდიან ფესტივალიზე და ჯგუფის წარმატებისთვის ეს აუცილებლად სჭირდებათ!
თვალებამღვრეულმა გახედა სადარბაზოდან გამოსულ ულამაზეს ანას და სახეზე სიმწრის ღიმილმა გადაურბინა, თუმცა წამიერად...
აეროპოტისკენ მიმავალ გზას დაადგნენ, ხმას არცერთი იღებდა. გოგონა უბრალოდ ტკბებოდა დინანოს უზადო პროფილის ყურებით, აკვირდებოდა მისი ნაცრისფერი თვალების მოძრაობას და გული ეკუმშებოდა... თავისი ზურმუხტისფერი თვალები ვერ დაინახავდნენ ყოველ დღე ბიჭის ნაცრისფერ, მრავლისმეტყველ, უძირო თვალებს...
აეროპორტში მისულებს უკვე შეკრებილი დახვდათ ყველა, რაღაცაზე საუბრობდნენ და გულიანადაც იცინოდნენ. სალომე ცმუკავდა, ერთი სული ჰქონდა მამამისს როდის ნახავდა, 5 თვის უნახავი ჰყოლია...
მათგან მოშორებით დაჯდა ანა და იქიდან ადევნებდა თვალს მათ. შიგადაშიგ ლოყაზე დაგორებულ ცრემლს იწმენდდა და ცდილობდა არაფერი შემჩნეოდა. კარგად ესმოდა, რა დიდი ენთუზიაზმით განიხილავდნენ მომავალ სახალხოდ ჯგუფის გამოსვლას და ნატრლობდნენ მალე გავიდეს ეს 3 დღეო...
თავი ხელებში ჩარგო და ცერა თითები ძლიერად მიიჭირა საფეთქლებზე. გულამომჯდარს მუხლებიც აუკანკალდა, რაც ნამდვილად არ დარჩენილა ბავშვებისთვის შეუმჩნეველი.
-ჰეი, ანა, რა გჭირს? - მოესმა სანდროს ხმა, თუმცა პასუხის გაცემის თავი კი არ ჰქონდა.
-მოხდა რამე?
-არ მინდა, გესმის?! არ მინდა, არა! -ამოიტინა კიკნაძემ და სანდროს ჩაეხუტა.
-ვერაფერი გავიგე, ან... მითხარი რა რა გაწუხებს?!
-მიყვარს, სანდრო, ძალიან მიყვარს! არ მინდა წავიდეს, არც მე მინდა წავიდე...
-კარგი რა, შენ გგონია თურქეთში რომ მიდის ამით ყველაფერი მთავრდება?! იქ კი არ რჩება, ჩამოვალთ 2-3 კვირაში...
სანახაობით გაკვირვებულმა დინანომ კითხვის ნიშნით სავსე მზერით გახედა მეტრეველს და თვალებით ჰკითხა რა ხდებაო, მან კი თავი გააქნია „არაფრის“ ნიშნად და მანაც თვალებით ანიშნა, არ მისულიყო მათთან.
ანა მალე დაწყნარდა... სანდროს მადლობა გადაუხადა, ჩემს წუწუნს რომ ისმენდი და მხარში მედექიო და მათკენ მომავალ მაღალ, ქერათმიან, დახვეწილი მანერებისა და მიმზიდველი გარეგნობის მქონე სიმპატიურ მამაკაცს გახედა, რომელიც როგორც მიხვდა, სალომეს მამა უნდა ყოფილიყო...
თვალცრემლინი უყურებდა მამა-შვილის მოკითხვისა და ჩახუტების სცენას... იცოდა სალის განსაკუთრებული ურთიერთობა რომ ჰქონდა მშობლებთან, მამასთან განსაკუთრებით... არაფერს რომ არ უმალავდა მათ და ისინიც თვალდახუჭულები ენდობოდნენ ერთადერთ შვილს...
-არ მიკვირს, სალომე რომ ასეთი ლამაზია! - სიცილით გადაულაპარაკა მეტრეველს და მხარი გაჰკრა. - საღოლ შენ, შეყვარებული და მომავალი სიმამრიც ასეთი უნდა! - დაეჟღანა მას და მერე უცებ დაასერიოზულა მზერა, რადგან სალომეს მამას - გიორგის აცნობდნენ.
-ახლა წუწუნი არ გამაგონოთ! რესტორანში მივდივართ უკლებლივ ყველა! - სიყვარულით გადახედა გიორგიმ შვილსა და მის უერთგულეს მეგობრებს, რომლებსაც თავადაც შვილებად თვლიდა. ყველა მათგანთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, მიუხედავად იმისა, შვილის ტოლები რომ არიან. არც თვითონაა მაინცდამაინც ასაკიანი, 36 წლისაა...
ხმაურით გავიდნენ ქუჩაში და მანქანებში განაწილდნენ, სალომე გვერდიდან არ შორდებოდა მამამისს, ყოველ წუთას ეფერებოდა და კოცნიდა, მისი შემხედვარე აუცილებლად გადმოგედებოდათ ბედნიერება და სიყვარულის სასიამოვნო სურნელი...
ანა დაპროგრამებული რობოტივით მოქმედებდა, ყველაფერზე ავტომატურად სცემდა პასუხს და სხვების მოქმედებებს ბაძავდა.
გული ფეთქვას წყვეტდა, როდესაც კიკნაძეს თავიდი და დინანოს დაშორების ამბავი ახსენდებოდა... ის არამც თუ მიჩვეული იყო დაშორებებს, არამედ შეყვარებულთან ურთიერთობასაც კი...
თვალმოუშორებლად უყურებდა მამა-შვილს და კეთილი შურით შურდა მათი, მასაც უნდოდა ყლოლოდა გიორგისავით მოსიყვარულე მამა და ჰქონოდა მასთან ისეთი იდეალური ურთიერთობა, როგორიც სალომეს აქვს მამამისთან, ან დინანოს.
როგორც ერთი ნახვით დატოვა დინანოს მამამ - ბატონმა კახამ წარუშლელი შთაბეჭდილება ანაზე, ისე მოხდა გიორგის შემთხვევაშიც. ბევრი რამ მოესმინა მასზე ბავშვებისგან, თუმცა ნანახმა წარმოდგენილს გადააჭარბა. 18 წლის ბიჭივით გამოიყურებოდა, ერთხელ სალომემ ისიც კი მოუყვა ანა, ჩემმა ნაცნობმა მამაჩემთან ერთად დამინახა და მერე მითხრა, რა კარგი ბიჭი იყო, შეყვარებული თუ არ ჰყავს გამაცანიო..
-სტამბულში როდის მიდიხართ? - ღიმილით ჰკითხა გიორგიმ ბავშვებს.
-პარასკევს, ღამით. - უპასუხა ნიკამ.
-რამე ხომ არ გჭირდებათ ჩემიდან?
-არა, გიორგი ბიძია, არაფერი... - იუარა ლუკამ.
-გვანცა არ მიგყავთ ხო?
-არა, ძია, მე არ მივყავარ.. მე სწავლას უნდა მივხედო თურმე! - ჩაიცინა გვანცამ და მაგიდის ირგვლივ მსხდომთ გაბრაზებული მზერა მოავლო.
-მართალია მერე! - დაეთანხმა გიორგიც.
-შენც, ბრუტუს?! - სიცილით სკითხა გვანცამ ბიძამისს და კისერზე მოეხვია.
კიკნაძეს თავი ასტკივა, ესიკვდილებოდა მომავალზე ფიქრი... გადაწყვიტა იმ ღამესვე გადასულიყო თავის დასთან!
საპირფარეშოში გავალო ჩაიბუტბუტა და ფეხზე წამოდგა. ჯერ საპირფარეშოს მიმართულებით წავიდა რომ დაენახათ მართლაც იქ მიდიოდა, მერე მაგიდებს შორის გაიკვლია გზა და ქუჩაში გავიდა.
ნაწვიმარი იყო. ლამპიონების, ვიტინებიდან გამოსული და მანქანების შუქი სველ ასფალტზე ირეკლებოდა და ბრჭყვიალებდა. ლამაზი იყო თბილისის ქუჩები. სასიამოვნო ნიავიც ქროდა. ტაქსი გააჩერა და დინანოს სახლის მისამართი უკარნახა. გზაშივე იწყეს ცრემლებმა დენა. სახლში მისული უკვე გულამომჯდარი ტიროდა. ძლივს აიარა კიბეები და ოთახში შეიყუჟა.
რესტორანში რომ ვერ ნახავდნენ ძებნას დაუწყებდნენ, ახლა კი ყველაზე ნაკლებად მათი მისვლა და ბარგის ჩალაგებაში ხელის შეშლა უნდოდა. სწრაფად გადმოყარა კარადიდან ტანსაცმელი და ჩემოდანში უწესრიგოდ ჩატენა. წასვლის წინ დინანოს ოთახში შევიდა, მისი სურნელი შეისრუტა და სახლი დატოვა. ძლივს მიათრევდა მძიმე ბარგს.
უკვე ტაქსიში იჯდა, ტელეფონს რომ დახედა. აუარება გამოტოვბული ზარები დახვდა, ხელისკანკალით მისწერა დინანოს, ლელასთან წავედიო და ტელეფონი გამორთო.
წელი მოიწყვიტა ჩემოდნების თრევით, კარზე ზარი დარეკა, თუმცა არავინ გაუღო. როგორც ჩანს, ლელა სახლში არ იყო. აბა რა ეგონა გაუფრთხილებლად რომ წამოვიდა?!
„ღირსი ვარ, მეტის ღირსი ვარ! საერთოდ ყველაზე ცუდის ღირსი ვარ!“ - ბუტბუტებდა და კარებზე სუსტად ურტყამდა მუშტებს.
გამწარებული ჩანთაზე დაჯდა და თავი კარს მიაყრდნო.
გავიდა 10 წუთი, 20, 30, 40, 50, 1 საათი...
მხოლოდ მერე მოისაზრა, ტელეფონი რომ ჩაერთო და ლელასთან დაერეკა. ნორმალურად არც ჩერთო, უამრავი გამოტოვებული ზარის შეტყობინება რომ მოუვიდა, უმეტესობა დინანოსგან იყო, ასევე ნიკა, ლუკა, სანდრო, სალომე..
თითქმის 5 წუთი ისმოდა შეტყობინებების ხმა...
თავი დამნაშავედ იგრძნო...
შეეზიზღა კიდეც საკუთარი თავი...
ლელას ნომერი აკრიბა...
„მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან...“
ტუ-ტუ-ტუ...
თავი ძლიერად მიარტყა კარებს და მეორე ნაკადზე იწყეს დაუშრომელმა ცრემლებმა დენა...
იჯდება აქ და დაელოდება! ხო მოვა როდისმე?!
რამე რომ სჭირდეს? არა, არა! გამორიცხულია!
კიდევ სცადა დარეკვა, ისევ გამორთული ჰქონდა...
კიბეებზე ვიღაც ამოდიოდა. არ უნდოდა ვინმეს ასეთ მდგომარეობაში ენახა, მითუმეტეს ყველა მისი მეზობელი, ვინც ამ კორპუსში ცხოვრობდა იცნობდა ანას...
იგრძნო, როგორ ჩააფრინდა ვიღაც მაჯებში და ფეხზე წამოაყენა...
მძიმედ სუნტქავდა მის წინ მდგომი! თვალებდახუჭუიც კი გრძნობდა მის დაძაბულ სხეულს და გამყინავ აურას, რომელიც სიბრაზისგან იყო გამოწყვეული...
-შენ ნორმალური ხარ, საერთოდ? - გაისმა დინანოს შემზარავი ხმა.
თითოეულ ნერვულ დაბოლოებამდე მიაღწია მისმა სიცივემ, ტვინის უჯრედებიც გაყინა და აზროვნების უნარი დააკარგვინა...
-რა გინდა? - შესაბრალისად ამოიკნავლა და კიდევ უფრო მოიბუზა დინანოსძლიერ მკლავებში „გახვედული“.
-კიდე რა მინდა? რა ჯანდაბად გამორთე ტელეფონი? გინდა გამაგიჟო? - არ ცხრებოდა იაშვილი, პირიქით, კიდევ უფრო აბრაზებდა ანას ნათქვამი „რა გინდა“ და მისი უდანაშაულო მზერა.
-შენ ახლა რესტორანში უნდა იყო და არა - აქ! - შენიშნა კიკნაძემ.
-იგივე შემიძლია გაგიმეორო! რა გინდა აქ?! - გაცეცხლებულმა შეანათა თავისი ნაცრისფერი თვალები ანას სევდიან მწვანე თვალებს.
-რადგან ჩემი მშობლები წავიდნენ, აღარ მინდოდა შენი შეწუხება და დავბრუნდი... - ძლივს გაუსწორა მზერა დინანოს დაჟინებით მომზირალ თვალებს და იქ ნანახმა ცეცხლის ალმა ძალიან შეაშინა.
-ანა, ახლა რასაც გეტყვი კარგად დაიმახსოვრე! ის, რომ შენ ჩემთან შენი მშობრების საქციელის გამო გადმოხვედი - წარსულს ჩაბარდა უკვე დიდი ხანია, გესმის?! არცერთი წამით მიფიქრია, რომ მე შენ უბრალოდ თავშესაფარი მოგეცი და სიბრარულის გრძნობა მქონდა ან მაქვს შენს მიმართ! გესმის თუ არა რასაც გეუბნები? - ძლიერად შეანჯღრია გოგონა და მხრებზე მოუჭირა ხელები.
ანამ ცრემლები გადმოყარა და ასლუკუნდა...
-მე არაფერს გაძალებ. გადაწყვიტე, თუ გინდა ლელასთან დაბრუნდი, ან ჩემთან დარჩი! როგორც შენ გენდომება, ისე მოიქეცი... - უთხრა შედარებით დაწყნარებულმა დაბალ ხმაზე და მხრებზე მოხვია ხელები. თავზე კოცნიდა აცახცახებულ ანას და თმებზე ეფერებოდა.
დიდი ხანი იდგნენ ასე... კიკნაძე გაყუჩებულიყო და ფიქრობდა, მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ ეფიქრებოდა დინანოს მკლავებში მომწყვდეულს და ერთაერთი რამ რაც სურდა, მისი სითბოს შეგრძნება იყო...
-წავალ... - ძლუვს გასაგონად დაიჩურჩულა. -ასე აჯობებს... - ძლივს იკავებდა თავს, რომ არ ატირებულიყო. იაშვილს მოშორდა და მზერა აარიდა. ბიჭს არაფერი უთქვამს რამოდენიმე წუთით, მხოლოდ უყურებდა...
-კარგი, მაშინ, ლელას მანქანაში დაველოდოთ! - ჩაილაპარაკა მტკიცე ხმით, ერთ ხელში ჩემოდანი დაიკავა, მეორე ანას მოხვია მხრებზე და შენობა დატოვეს. ანა მანქანის უკანა სავარძელზე გაწვა და მოიკუნტა. დინანო ერთხანს ფანჯრიდან აკვირდებოდა მას, მერე კარები გააღო, თვითონაც უკანა სავარძელზე მოთავსდა, გოგონას თავი მუხლებზე მოითავსა და დიდხანს ეფერა სახეზე, თმებზე... თვალდახუჭული ცდილობდა შეესწავლა მისი სახის ნაკვთები, ისე, რომ სხვა დროს მხოლდ შეხებით ეცნო და არა - დანახვით...
ანას ჩაეძინა...
დინანო ანათი „თამაშს“ განაგრძობდა...
***
დილით გაღვიძებული აზრზე ვერ მოვიდა სად იყო და რა ხდებოდა. ბოლოს გაიაზრა წინა ღამის დეტალები, თუმცა უკანასკნელი ეპიზოდი მანქანაში ახსოვს.. იმის შემდეგ კი, რაც ჩაეძინა - აღარაფერი!
მძიმედ წამოსწია ბალიშიდან თავი, თუმცა თავბრუ დაეხვა და ისევ დაწვა.
ბოლოს აიძულა თავი, რომ ამდგარიყო და წვალებით ჩაიცვა ტანსაცმელი.
ლელა სამზარეულოში დახვდა, საჭმელს აკეთებდა. დას აკოცა და მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში. თვალი მოავლო სახლს, სადაც 17 წელი გაატარა და ბოლოს ცინიკურად ჩაიცინა...
ეს დინანოსგან ისწავლა...
გული ატკინა წარსულის მოგონებების გახსენებამ, რომელთაგანაც უმეტესობა ცუთან ასოცირდებოდა... უკანასკნელი მოგონება კი - ყველაზე საშინელი იყო, თუმცა ამავდროულად სასიამოვნოც, რადგამ მან დინანო მოაპოვებინა...
ეგეც საკითხავია რამდენად გაგრელდება მათი ურთიერთობა?!
ვინ იცის...
როგორ უნდოდა ლელასთვის ეკითხა, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ანას ჩაეძინა ან სად იყო სახლში რომ არ დახვდა, თუმცა ხმას ვერ იღებდა...
ათასჯერ დააპირა საუბრის წამოწყება, მაგრამ ყოველ ჯერზე უკან აბრუნდებდა თითქმის ნათქვამ სიტყვებს..
ჩაი გაიკეთა დიდ ფინჯანში და ფანჯრის რაფაზე მოთავსდა, რომელიც ქუჩას გადაჰყურებდა...
თითქოს ფანჯრის გავლითად კი იგრძნო მზერა, რომელიც ქუჩიდან მოდიოდა...
ალბათ ვგიჟდები. - ფიქრობდა ის...
-დინანოს არაფერი უთქვამს, სახლში ამოგიყვანა და წავიდა... - გაგიჟებამდე მისული ინტერესი დაუკმაყოფილა მომღიმარმა დამ და ფანჯარასთან მივიდა.
-ჰო.. - ჩაიბუტბუტა ანამ და ჩაი მოსვა.
-ანა, შთაბეჭდილება მრჩება, რომ გგონია შენსა და დინანოს შორის ყველაფერი დამთავრდა! აზრზე ვერ მოვდივარ, რატომ ანიჭებ მის სტამბულში 3 კვირით წასვლას ამხელა მნიშვნელობას?! დაბრუნდება, იქ კი არ დარჩება!
-ვიცი...
-თუ იცი რას იწამებ თავს?! - გაკაპასდა ლელა.
-გთხოვ, იაშვილს ნუღარ მიხსენებ...
იმ დღეს სკოლაშიც არ წასუკა. ნამდვილად არ ჰქოდნა სალომეს, სანდროსა და ნიკას დაკითხვების თავი, თანაც ისინი აუცილებლად ახსენებდნენ დინანოს..
პარასკევამდე მთელ დრეებს მეცადინეობაში ატარებდა, სკოლაშიც დადიოდა და მასწავლებლებთანაც, თუმცა ორჯერ გააცდინა ისტორია...
არ ჰქონდა იაშვილებთან მისვლის და იმ დღის გახსენების თავი, ის და დინანო რომ იყვნენ მათთან სტუმრად...
მიუხედავად მისი ასეთი საქციელისა, თავადაც არ იცოდა კითხვაზე პასუხი, თუ რატომ იქცეოდა ასე და რატომ იტანჯავდა თავს?!...
ბავშვებსაც არაფერი უთქვამთ იაშვილთან დაკავშირებით, არც თურქეთში გამგზავრება უხსენებიათ, თითქოს გაფრთხილებულები იყვნენ ამ თემაზე და შეთანხმებულად არ ამბობდა არცერთი რამეს...
ხუთშაბათი საღამო საკუთარ თავთან ჭიდილში გაატარა, ვერ გადაეწყვიტა ენახა თუ - არა დინანო წასვლის წინ... ან რა ეთქვა, რომ ენახა? ბოლოს გადაწვიტა არ ვნახავო და ამ გადაწყვეტილებით დაიძინა...
დილით ნჯღრევამ გააღვიძა.
შეეძლო დაეფიცა, თვალები რომ გაახილა სულ წამიერად მან იაშვილი დაინახა...
რამოდენიმეჯერ დახუჭა და გაახილა თვალები, კიდევ და კიდევ, კიდევ და კიდევ... არა, დინანო მართლაც იქ იყო და არ გამქრალა...
გაოცებულმა და გახარებულმა წამოიძახა გაურკვეველი ბგერები და მალევე მოთოკა გრძნობები...
ესეც იაშვლისგან ისწავლა...
-როგორ ხარ? - უემოციო გამომეტყველებით ჰკითხა ბიჭმა.
-ნორმალურად, შენ?
-მეც! არვიცი გახსოვს თუ არა, მაგრამ ჩვენ დღეს თურქეთში მივდივართ, ხოდა დასამშვიდობებლად მოვედი რა... თანაც რაღაცის თქმა მინდა... - ოდნავ გაიღიმა დინანომ.
-მახსოვს.. - გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა ანამ და სივცეს გახედა.
-დაახლოებით 3 კვირაში ჩამოვალთ... მანამდე თუ რამე დაგჭირდეს, ნებისმიერ დროს შეგიძლია დამირეკო და მითხრა... არ მოგერიდოს ოღონდ რა! ის რომ შენ აქ დაბრუნდი არ ცვლის რაღაცებს, შენი სწავლის ფულს ისევ მე გადავიხდი. ოღონდ აუცილებლად უნდა დამპირდე, რომ იმეცადინებ და არ იზარმაცებ! მპირდები?
-რაღაცებს გავაპროტესტებ და მერე დაგპირდები! - ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეებში კიკნაძეს.
-არავითარ შემთხვევაში! საჩივრები არ მიიღება! - მკაცრად შეხედა დინანომ.
-არ მინდა შეწუხდე...
-ეგ მეტჯერ აღარ გაიმეორო! - გამოსცრა იაშვილმა. - ჰა, მპირდები?
-კი, კი, გპირდები!
-კიდევ უნდა დამპირდე რაღაცებს...
-რას? - ინტერესით ჰკითხა ანამ.
-რას და იმას, რომ თავს გაუფრთხილდები და არ მოიწყენ, სანამ ჩვენ აქ არ ვართ. კარგი? - გამჭოლი მზერა ჰქონდა იაშვილს.
-კარგი. - ჩაიბუტბუტა გოგონამ.
-ახლა წავედი.. - ფეხზე ადგა, ანას ლოგინთან მივიდა, ჯერ თავზე აკოცა, მერე - შუბლზე, მერე ლოყაზე და ბოლოს- ტუჩებში....
თავი 13
გრძნობა, რომ სადღაც დააშავე შიგნიდან გღრღნის, გონებას გიწამლავს და ცუდ ხასიათზე გაყენებს ყოვეთვის. უკვე აღარც ცდილობ გამოასწორო არსებული. მიუხედავად იმისა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობ, არ იცი რა დროს დააშავე, სინამდვილეში კი შენი ბრალი არაფერია.
ზუსტად ეს გრძნობდა ტანჯავდა ანას, ყოველ წამსა და წუთში.
ამას მეორე მტანჯველი გრძნობაც ემატებოდა, რომელიც ამცნობდა ქუჩაში მიმავალს ვიღაცის მზერას ზურგს უკან, სადაც არ უნდა ყოფილიყო ის.
„არავინ გითვალთვალებს, ანა, შეიგნე ეს! ნუ ხარ პანიკიორი და ნურც პარანოიკი გახდები ახლა! მთელი ყურადღება სწავლაზე მოიკრიბე და ამ სისულელეებზე ფიქრსაც თავს დაანებებ! თორღვის ბრძოლა - 1778წ. რუხის ბრძოლა - 1779წ. მათხოჯის ბრძოლა - 1789წ. კრწანისის ბრძოლა - 1795წ. ნიახურის ბრძოლა - 1800წ. მალთაყვა, ნიგოეთი, ენგური...“ - გაგიჟებამდე მისული ანა თავს იმხნევებდა, რომ მართლა არ გაგიჟებულიყო. ბოლოს კი ისტორიაში ჩასაბარებელი თარიღების გადამეორება დაიწყო. მონოტორულად იმეორებდა წინა ღამით ნასწავლ თარიღებს, რომლებიც ბოლო 1 კვირის განმავლობაში დაემატა გაცდენებისას.
„ნუ ნერვიულობ, დაწყნარდი, მალე მიხვალ.... მალე... მალე... მალე... აი გამოჩნდა კიდეც სახლი! თავი ხელში აიყვანე, ანა! არავინ უნდა შეგამჩნიოს ნერვიულობა! არაფერი ხდება.. არაფერი.. არავინ გითვალთვალებს!“
იაშვილების სახლის სარკეებიან კარებში თავისი დაფეთებული, ანერვიულებული და შეშლილი ანარეკლი შეათვალიერა და ნერვიულად ჩამოისვა სახეზე ხელები. ცივ ოფლს დაეცვარა მთელი სახე, ხელისგულეიც კი სველი ჰქონდა, სველი და ცივი... მძიმედ გადაყლაპა ნერწვი და თითებით ჩამოივარცხნა თმა. თვალებცრემლიანმა მიიხედა უკან. დაინახა როგორ ასწიეს დაბურული ფანჯრები შავ BMW-ში, იაშვილებთან სახლთან რომ შეენელებინა სვლა და სწრაფად მოსწყდა ადგილს. კანკალმა აიტანა.
როგორც ჩანს, სულაც არაა უსაფუძვლო თავისი ეჭვები... ცრემლები მოიწმინდა და „დამაწყნარებელი“ რიტუალების შემდეგ სახლის კარები შეაღო. სწრაფად ამოიღო დამაწყნარებელი აბი ჩანთიდან და ენის ქვეშ მოათავსა. ნაძალადევად გაუღიმა დინანოს დედას - ქალბატონ ლანას.
-ფერი არ გადევს სახეზე, ჩემო გოგონა, მოხდა რამე? - შეშფოთებულომა ჰკითხა ლენამ და ცივი ხელები ჩამოუსვა სახეზე.
ანას ძალიან ესიამოვნა ცივის შეხება. თავისი ცივი ხელები შუბლზე მიიდო, ვითომ იფხანდა და „არაფრის“ ნიშნად თავი გააქნია.
-როგორ არაფერი, შეშინებული ხარ! - არ მოეშვა ქალი.
-ფეხით მოვდიოდი და მაწანწალა ძაღლებმა დამაფრთხეს, არაფერია სერიოზული.
თვითონაც ვერ მიხვდა, როგორ მოიფიქრა ასე უცებ არც თუ ისე არადამაჯერებელი ტყუილი.
-წყალს დავლევ, თუ შეიძლება?
-ახლავე მოგიტან! - წამოიძახა ლენამ და მალევე მიაწოდა წყლით სავსე ჭიქა.
-დიდი მადლობა! - აღმოხდა წყლის სიგრილით ნასიამოვნებმა გოგონამ და ერთ მოყუდებაზე დაცალა, ჭიქა სამზარეულოში გაიტანა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ბატონი კახას კაბინეტისკენ, სადაც უკვე შეკრებილიყვნენ ანას ჯგუფის ბავშვები.
-შეიძლება? - მორცხვად გაიღიმა კიკნაძემ და ოთახის კარები შეაღო.
-შემოდი! ჯერ არ დაგვიწყია, შენ გელოდებოდით! -თბილად გაუღიმა ლექტორმა.
-რატომ არ იყავი წინა მეცადინეობებზე? - ინტერესით ჰკითხა ერთ-ერთმა გოგონამ ჯგუფიდან.
-შეუძლოდ ვიყავი. - მოგუდულად გადაუჩურჩულა და მეცადინეობას შეუდგნენ.
ყველა უარყოფითი ემოცია, რომელიც სახლში შემოსვლამდე ჰქონდა ანა, მეცადინეობის დროს გაუქრა.
ყოველთვის დადებითად მოქმედებდა დინანოს მამა მასზე, მის გარშემო მბრუნავი დადებითი აურა გადაედებოდა ხოლმე აღელვებულ კიკნაძეს...
ხასიათებით და მანერებით ისე ჰგავდნენ მამა-შვილი იაშვილები ერთმანეთს, რომ ბატონი კახას შემყურე, ანა დინანოს ხედავდა მასში. გარეგნობაზე ზედმეტია ლაპარაკი, გემოვნებაც და შეხედულებები კი თითქმის ერთნაირი ჰქონდათ...
იმ თვისებებს, რომელიც დინანოზე არ იცოდა, მამამისში პოულობდა და ყოველთვის იცოდა, ანალოგიური რომ ჰქონდა მასაც.
არა მარტო უნივერსიტეტში ჩაბარების დაუოკებელი წყურვილი, არამედ იაშვილების თვალში კარგად გამოჩენის სურვილით იყო გამოწვეული ანას ბეჯითობა, მეცადინეობაში გათენებული ღამეები, მოწინავე მოსწავლეობა და ამ ყველაფრისგან გამოწვეული სიხარულით ფრთაშესხმა.
თავბრუ ეხვეოდა იმის გააზრებისას, რომ დიდი შანსი ჰქონდა ოცნების ახდენის. თითქოს ოცნებადაც აღარ თვლიდა სწავლის უმაღლესში გაგრძელებას, ყველაფერი ისეთი რეალური და ხელმისაწვდომი ეჩვენებოდა...
მასწავლებლების ყოველი შექებისას გული სიამაყითა და სიხარულით ევსებოდა. იმწუთასვე დინანოსადმი მიცემული პირობა ახსენდებოდა, რომ დაპირდა სწავლას არ მოვუკლებო... თვალწინ ედგა ბიჭის სიამაყით და კმაყოფილებით სავსე მზერა და თვალები... ყველაზე ბედნიერი იყო ამ წუთებში... იაშვილს სჯეროდა მისი! ზუსტად ამიტომ, ანასაც სჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების...
ახლაც გაინაბა ბატონი კახას მიერ კიკნაძისადმი წარმოთქმული საქებარი სიტყვების გაგონებისას, 1 კვირა გააცდინა, მაგრამ არცერთი გაკვეთილი დაუტოვებია უსწავლელი და ყველა თქვენგანზე კარგად იცისო, სხვა ბავშვებს რომ უთხრა...
სიამაყე და სიმორცხვე ერთდროულად დაეუფლა, არ იყო მიჩვეული ამდენ ქებას. მითუმეტეს, როდესაც სხვას ადარებდნენ და ის უკეთესი გამოდიოდა სხვებზე... არც ის უნდოდა, ბავშვებს ცუდი დამოკიდებულება ჰქონოდათ მასთან,რადგან ყველა მასწავლებელი აღნიშნავდა ანა ყველას სჯობსო...
წამით იაშვილების სახლში შესვლის წინანდელი სცენა გაახსენდა, მანქანამ რომ ჯერ სვლა შეანელა, შემდეგ კი სწრაფად წავიდა, როდესაც დაინახა ანა სად შევიდაო.. თითქოს... თითქოს კი არადა მას უთვალთვალებდნენ!
გულში რაღაცამ უსიამოვნოდ გაჭვალა, გაეყინა და სასოწარკვეთილბამ მოიცვა... მართლა მას რომ უთვალთვალებდნენ... ნეტავ ვინ არიან ან რა უნდათ მისგან? ერთხელაც რომ თავს დაესხან, რა უნდა ქნას ამ საწყალმა, სუსტმა და უძლურმა გოგომ მათ წინააღმდეგ? ხო დაიღუპება მერე?
იაშვილებს დაემშვიდობა და ბავშვებთან ერთად გავიდა ქუჩაში. იმათ ეზოს კარებთან დაემშვიდობა, ატირებამდე მისულმა ჩაიყო ხელები ქურთუკის ჯიბეში და თავზე „კაპიშონი“ წამოიფარა. ყურსასმენები გაიკეთა და Masayoshi Yamazaki-ს One more time, one more chance ჩართო, ბოლო ხმაზე აუწია და სწრაფი ნაბიჯებით გაუყვა ქუჩას.
ხელზე შეხება იგრძნო, შეშინებულმა ბოლო ხმაზე დაიკივლა და უკან-უკან დაიწყო დახევა. თვალებს არ ახელდა, მოსალოდნელი ტკივილის რეალურად აღქმის შიშის მოლოდინში. ძლიერად მიეჯახა შენობის კუთხეს და ტკივილისგან ცრემლები წასკდა. პარალიზებული გაუხდა ხელ-ფეხი, როდესაც გაიაზრა როგორ გამოაძვრეს ყურებიდან ყურსასმენები. ღმერთს დახმარება სთხოვა და უკანასკნელი ძალები მოიკრიბა გონება რომ არ დაკარგვოდა.
-რა გჭირს, ანა?
ყურებს არ დაუჯერა, როდესაც თავისი ჯგუფელის, თორნიკეს ხმა გაიგო. ეგონა მოესმა და კიდევ უფრო აცახახდა, როდესაც საბოლოოდ დაასკვნა, გავგიჟდიო.
-ანა!ანა! შემომხედე! თორნიკე ვარ, გესმის?
კვლავ განმეორდა ბიჭს ხმა, მერე კი ისევ რომ არ გაახილა თვალები ლოყაში მსუბუქი გარტყმა იგრძნო. თითქოს გონს მოეგოო, თვალები ჭყიტა და თავის წინ მდგარ ბიჭს მთელი ძალით ჩაეხუტა.
-მართლა შენ ხარ, მართლა თორნიკე ხარ... მართლა შენ ხარ... შენ ხარ... შენ ხარ... - შეშლილივით იმეორებდა და კიდევ უფრო უჭერდა სუსტ ხელებს.
-ჰო,ჰო, მართლა მე ვარ! რა მოხდა,რამ დაგაფეთა, გოგო? - დაეჭვებულმა და შეშფოთებულმა ჰკითხა ბიჭმა.
-არაფერი... არაფერი... ყველაფერი კარგადაა... ყველაფერი კარგადაა... მე უბრალოდ მომეჩვენა... მართლა მომეჩვენა... - ბუტბუტებდა ანა.
-ანა, თუ ღმერთი გწამს ნუ მაშინებ რა! მითხარი რა მოხდა? რა მოგეჩვენა? თუ ყველაფერი კარგადაა რატომ ხარ ასე დაფეთებული? - ბრაზი მოერია თორნიკეს.
-ნურაფერს მკითხავ, გთხოვ... - სველი ლოყები მუჭებით შეიმშრალა კიკნაძემ და წასვლა დააპირა.
-მოიცა, გაგაცილებ!
-კარგი...
ყოველ წამში აქეთ-იქით იყურებოდა შეშინებული, ისევ ხომ არ ჩანს ის მანქანაო, თუმცა ვერაფერი დაინახა, თანაც აღარ გრძნობდა, რომ ვინმე უთვალთვალებდა...
თავისი ამ თორნიკესთვის არ ახსნილი საქციელით ბიჭის წყენა დაიმსახურა და სახლამდე ისე მივიდნენ უკვე ხმასაც არ სცემდა თორნიკე. სადარბაზოსთან სწრაფად დაემშვიდობა, ლოყაზე მოწყვეტით აკოცა და კიბეები რაც შეიძლებოდა ჩქარა აირბინა...
***
-ანა, შეგიძლია დღეს ჩემთამ დარჩე? მარტო ვარ სახლში, ბიძაჩემი არაა ქალაქში და... - ამოიკნავლა გვანცამ და მუდარით სავსე თვალები შეანათა კიკნაძეს.
-კარგი, კარგი, არაა ნიანგის ცრემლები საჭირო! - გაეცინა ანას.
-ჯიგარი ხარ რაა!
სკოლა ერთად დატოვეს, ტაქსში ჩასხდნენ და გუდვილში წავიდნენ. პარასკევი იყო, ორივეს თავისუფალი დღე ჰქონათ. ანას უნარები უცდებოდა, უხაროდა კიდეც.
თითქმის 1 საათი იდგნენ სალაროსთან რიგში. ბოლოს როგორც იქნა მათი რიგირც დადგა და საჭმელების ფული გადაიხადეს. დაღლილები გამოვიდნენ მაღაზიიდან და ცოტა ხანში უკვე სამზარეულოში ისხდნენ, მაღაზიაში გაყიდი საჭმელებით გაშლილ სუფრასთან. გემრიელად მიირთმევდნენ ყველაფერს და მთელი კვირის მანძილზე დაკარგულ ენერგიას ჭამით ინაზღაურებდნენ.
-აღარ შემიძლია მეტი! მგონი გასაჭრელი გამიხდება კუჭი! - ახარხარდა გვანცა, თუმცა კუჭის სიმძიმემ შეაწუხა და მოღუშული სკამზე გადაწვა. - ვაიმე, ანა, ვკვდები მგონი! რა მაგარი იქნება ჩემს საფლავზე რომ დააწრენ : „შეეწირა საჭმლის N რაოდენობით ხეთქვას!“
ორივეს გაეცინათ. ტანჯული სახეებით მიალაგეს მაგიდა და ჭურჭლის დარეცხვაზე ჯეირანი ითამაშეს, რადგან არცერთს ჰქონდა სურვილი და შესაძლებლობა. გვანცამ მოიგო. ანა ნიჟარაში ჩაწყობილ ჭურჭელს ააცქერდა და მძიმედ გადაწყლაპა ნერწვი.
ძლივს დამამთავრა საქმიანობა, მისაღებში გავიდა და ტყავის სავარძელში ჩაენარცხა გვანცას გვერდით. ორივე მძიმედ სუნთქავდა. სიკვდილმისჯილები გეგონებოდათ მათი სახის შემხედვარე.
-გვანცააა...
-მმმ... - ზმუილისმმაგვარი ხმა გამოსცა დვალმა.
-ვერ ვსუნთქავ... ამდენი ცხოვრებაში არ მიჭამია...
-უჰ, მე კი! მიმაჩვიეს ნიკამ, დინანომ, სალომემ, ნიკამ და სანდრომ! მაგათ + სხვა ჩემი მეგობრები და ... მიკვირს 100 ტონა რომ არ ვარ! - გადაიკისკინა გვანცამ.
ანამ მხოლოდ თვალების დაქაჩვა შეძლო გაკვირვებისგან. ყველა ისე გამხდრები იყვნენ, იფიქრებდით საჭმელს არ აჭმევენო...
ერთხანს ჩუმად ისხდნენ თვალებდახუჭულები. მხოლოდ მაშინ ჭყიტეს თვალები, კედელზე დაკდებულ პლაზმურ მონიტორზე skype-ს ფანჯარა რომ ამოიშალა და მისი მელოდია მთელს სახლში გაიბნა.
ორივემ თვალებით დაუწყეს უკაბელო კლავიატურას და მაუსს ძებნა, თუმცა ვერცერთი იპოვეს.
-ადექი და რა მოძებნე! - თვალები დაუბრიალა ანამ.
-აუუ შენ რაა, ძალიან გთხოვ! -აწუწუნდა დვალი.
-მე ვერ ვინძრევი, გვანც, ასე რომ შენ უნდა ადგე!
კიდევ რამოდენიმე წუთიანი დავის შემდეგ, დვალი წამოდგა დივნიდან და თაროზე დადებული ყურსასმენები, კლავიატურა და მაუსი აიღო. ზარს უპასუხა და ისევ დივანზე მოკალათდა.
ეკრანზე გამოსახულ ძმის სილუეტს გაუღიმა და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა. ლუკას უკან მორბენალი ნიკა და სანდრო ჩანდნენ, ასევე სალომე, დინანო და.......... დორა!!!, ერთმანეთს რომ ესაუბრებოდნენ.
ანას თვალთ დაუბნელდა, სიბრაზემ მოიცვა მთელი მისი არსება და გაუცნობიერებლად წამოიჭრა ფეხზე. როგორც ჩანს ლუკა მიხვდა კიკნაძის საქციელის მიზეზს და არაფრისმეტყველი მზერით გახედა მის უკან მოსაუბრე სამეულს, შემდეგ დინანოს დააკვირდა, რომელიც დორას თმაზე ეფერებოდა.
კიკნაძის არსება ტკივილმა მოიცვა. ტკიოდა დამცირება, ტკიოდა დინანოს დაჯერებული გრძნობა, ტკიოდა წარსული და კიდევ უფრო ტკიოდა მომავალი.
არ ესმოდა ლუკას სიტყვები, რომელიც თავისი მისამართით იყო ნათქვამი და ამცნობდა, რომ ტყუილად აქვს ასეთ რეაქცია...
აკანკალებულმა ჩაიცვა მუხლებამდე პალტო და სახლიდან გავიდა ისე რომ გვანცას და ლუკას ძახილისთვის ყურადღება არ მიუქცევია...
თვალწინ ედგა საოცრად არასასიამოვნოკადრი, რომელიც რამოდენიმე წუთის წინ საკუთარი თვალით იხილა და რომელმაც კიდევ ერთხელ დააკარგვინა თავისი თავისადმი რწმენა... რწმენა, რომლის დაბრუნებისთვისაც დინანო ძალიან დიდ ხანს ბრძოლობდა და ბოლოს გაიმარჯვა კიდეც... ახლა კი თვითონვე დააკარგვინა... შეიძლება ძალიათ სულაც არა, მაგრამ მთავარია, რომ რწმენის დაბრუნებაც და დაკარგვაც დინანო იაშვილის სახელს უკავშირდებოდა..
მართალია იცოდა, რა დამოკიდებულება ჰქონდათ დინანოს და დორას ერთმანეთთან თუმცა მაინც ვერ დაეჯერებინა მათ შორის საბოლოოდ გამქრალი ვნების შესახებ... გამორიცხული იყო ანას გამო ეთქვათ ერთმანეთზე და იმ 2 უმშვენიერეს წელზე უარი, ერთად რომ გაატარეს... მართალია დორამ უთხრა, არ გვიყვარს ერთმანეთი და არ იფიქრო, რომ მე თქვენს შორის ჩავდგებიო, მაგრამ ნანახმა დააჯერა რაოდენ სულელი იყო თვითონ! როგორ დაუჯერა ასეთი რამ?!
„მეზიზღები,შენ, ჩემო თავო! მეზიზღები! მძულხარ! როგორ მინდა გაქრე! აღარ არსებობდე! მძულხარ! მძულხარ!“-ყვიროდა გამწარებული და ყურადღებას არ აქცვდა ხალხის გაოცებულ მზერას.
ნაცნობ შეგრძნებას, რომელიც ქუჩაში ყოფნისას ეუფლებოდა, იმ შავი BMW-ს დანახვაც დაემატა იაშვილების სახლთან რომ ნახა...
ტაქსი გააჩერა და წყნეთში წაყვანა სთხოვა...
ახლა ყველაზე მეტად მარტო ყოფნა და ფიქრი სჭირდებოდა, რათა გარკვეულიყო საკუთარ თავსა და გრძნობებში... გაერკვია რისი გაკეთება უნდოდა გულს და რისი - გონებას!
მუჭებით იწმენდდა ცრემლებს, თუმცა ჯიუტად მიედინებოდა მლაშე სითხე ანას ლოყებზე და არც აპირებდა დანებებას...
-გააჩერეთ! - იყვირა ბოლო ხმაზე წყნეთში შესასვლელი გზა რომ დაინახა.
შეშიმებულ და გაოცებულ მძღოლს ფული გაუწოდა, ბოდიში და მადლობა გადაუხადა...
მანქანიდან გადმოვიდა და ნელი სვლით გაუყვა სალომეს სახლისკენ მიმავალ გზას...
იცოდა ის სახლი მოგონებების საღერღელს რომ აუშლიდა, თუმცა უკეთესი ალტერნატივა არ ჰქონდა!
ბოლო ხმაზე ჩართო Iron maiden – Phantom of the opera, რათა ფიქრებისთვის გონებაში შესახლების საშუალება არ მიეცა.
ცივი ქარი ქროდა... მოსისხლე მტერივით ეკვეთებოდნენ ანას თითოეულ უჯრედს და შიგნით აღწევდნენ. კიდურებთან ერთად მთელი შიგნეულობა გაეყინა, ყველა ორგანო, გულიც კი...
უკანასკნელი რაც იგრძნო ვიღაცის ძლიერი ხელები იყო.
დაკივლებაც ვერ მოასწრო.
მოღრუბლულ ცას, რომელიც დინანოს თვალების ფერი იყო წამით შეავლო თვალი...
მძიმე საგანს დაარტყა თავი...
დაინახა ნაცნობი შავი BMW...
სინაცრისფერე სიშავემ ჩაანაცვლა და უღონოდ მიესვენა მანქანის სავარძელს...
მანქანა სწრაფად დაიძრა...
***
ხანდახან, რეალობა ისეთი მწარეა, ამ რეალობაში ყოფნაც უბრალოდ სიკვდილი გირჩევნია.
ხო, სიკვდილი! ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე.
ყველაფერს გაიღებდი იმის საცოდნად, რომ მკვდარი ხარ და ყველაფერი დამთავრდა!..
არ აქვს მნიშვნელობა კარგად, თუ - ცუდად...
მთავარია, რომ დამთავრდა...
და აღარ იგრძნობ იმ გაუსაძლის სულიერ ტკივილს, რომელიც რეალობაში გარდაუვალია...
ალბათ, ჯოჯოხეთსაც ეჩვევა კაცი...
ფანჯრიდან გახედა სატირლად მომზადებულ ღრუბელთა გროვებს, რომელიც თითქოს დინანოს თვალებით უყურებდნენ მას...
მკერდთან ძლიერად ჩაავლო კანს ხელი, იქ, სადაც გული იყო... შიგნით... ღრმად...
-ღმერთო, რატომ ვარ ჯერ კიდევ ცოცხალი? - აღმოხდა არაადამიანური ხმით და მთელი ძალით ჩასცხო მუჭი თავის გულს, მისი ფეთქვა რომ შეწყვეტილიყო და აღარ ეგრძნო ის გაუსაძლისი ტკივილი, რომელსაც გრძნობდა და არც დასასრული უჩანდა...
არ იყო გვირაბი, არც გვირაბის ბოლო და არც ნათელი შუქი...
არ იყო სიზმარი, რომ გაღვიძებოდა, შვებით ამოესუნთქა და ეთქვა : „მადლობა ღმერთს, სიზმარი იყო...“
ჩამქრალი თვალებით მოავლო მზერა საკმაოდ ჩაბნელებულ ოთახს და ერთადერთი, რაც მისმა გონებამ გაიაზრა, ეს სკამზე მჯდომი მამაკაცის სხეული იყო. განგაში ჩართო და სიგნალიზაციასავით აყვირდა სირენები!
-სიკვდილი მსუბუქი იქნებოდა მისთვის! - გაისმა შემზარავი ხმა..
-შენ ხომ მითხარი, არაფერს დაგიშავებო? - სულისშემძვრელი ხმით ჰკითხა ანამ და მზერა აარიდა მის გულისამრევ სილუეტს.
-მართალია, გითხარი! თუმცა, ისიც გითხარი იმ არაკაცს ამას არ შევარჩენ-მეთქი! ხოდა გადავწყვიტე, ყველაზე დიდი შურისძიება ისევ შენი წარმთევა იქნებოდა... - ბოროტულად ჩაიცინა მან.
-გთხოვ... გამიშვი... - ობოლო ცრემლი ჩამოგორდა ანას ლოყაზე.
-არა! უნდა გაიგო, რაზე თქვი უარი ის პიდარასტი რომ აირჩიე! - დაიღრიალა მოლო ხმაზე გამხეცებულმა. საწოლისკენ დაიძრა, თან შარვლის შესაკრავს წაატანა ხელი...
თავი 14.
ტკივილი საშინელი რამაა... ტკივილს გაგიჟებამდე მივყავართ, სულიერსაც და ხშირ შემთხვევაში ფიზიკურსაც... ორივეს ნაზავი ალბათ საბოლოო განადგურების ტოლფასია...
ბრძოლის უნარი კი ბევრს არ აქვს, ბევრს კი არა - ძალიან ბევრს...
განვლო მთელი ცხოვრება ისე, რომ უკან მოხედვისას არაფერზე თქვა მე ამას არ ვნანობ - ძალიან ძნელია! ალბათ თითზე ჩამოსათვლელად არიან მთელს მსოფლიოში ასეთი ადამიანები, დიდი შანსია იმისა, რომ სულაც არ არსებობდნენ...
ცხოვრება რომ ომია და გამარჯვებისთვის შენს მაგივრად რომ არავინ იბრძოლებს, ამას უკვე დიდი ხნის წინ მიხვდა, თუმცა არც თვითონ შესწევდა ბრძოლის ძალა...
არასდროს იყო ძლიერი...
ყოველთვის სხვაზე დამოკიდებულად გრძნობდა თავს, ხშირად ზედმეტადაც კი!
ბოლო რამოდენიმე საათის გამოკლებით ფიქრობდა, რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდა და უცოდინარია სიკვდილისთვის... ახლა კი... რა შეიცვალა?! რატომ უნდა ყველაზე და ყველაფერზე მეტად სიკვდილი?!
ყელში ებჯინებოდა თავისი უსუსურობისგან გამოწვეული გულის რევის შეგრძნება და გონებას უბინდავდა... ჯერ ისედაც ხომ არ ჰქონდა ბრძოლის თავი!
„Things will get better,
If you just hold my hand” - გაახსენდა დინანოს სიტყვები წყნეთში ყოფნისას რომ უთხრა... და თვითონ სადაა ახლა, ყველაზე მეტად რომ სჭირდება გოგონას?
ჰაჰ... სასაცილოა...
ხედავდა კაცის მრისხანებით სავსე თვალებს, შურისძიებისა და მისთვის ტკივილის მიყენების სურვილი ერთმანეთს რომ ერწყმოდა...
***
ზამთრის სუსხიანი საღამო იყო. ანა ცხელ ჩაის სვამდა და კომპიუტერთან მოკალათებულიყო. უჩვეულო მოწყენილობას გრძნობდა... სიხალასე აკლდა მის ცხოვრებას, როგორც ყოველთვის...
გაშტერებული უყურებდა მონიტორს და ყველაფრის წარმავლობაზე ფიქრობდა. ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ წვალობდა ხალხი უზრუნველი მომავლისა და ბედნიერებისთვის, ბოლოს კი ყველაფერი თავზე ენგრეოდათ...
ყველაფერი წარმავალია...
რომის იმპერიაც დაინგრა! ერთ დროს უძლეველი...
შეტყობინების ხმაზე შეხტა და გულზე დაიდო გაყინული ხელი, სილურჯე რომ შეპარვოდა... სასაურო ფანჯარაზე Dinano Iashvili იკითხებოდა.
უცნაურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. თითქოს ერთდროულად გამოცოცხლდაო, თუმცა გული შეუტოკდა მისი შეტყობინების წაკითხვისას, თვითონაც ვერ მიხვდა რატომ.
-იცი რატომ უწოდებენ ჭადრაკის მოთამაშეებს გენიოსებს? - სწერდა იაშვილი.
-ვილოგიკო თუ...?! : ) - სწრაფად მისწერა ანამ, მართლაც არ ჰქონდა ამ კითხვაზე პასუხი.
-როგორც გინდა! მე გკითხე : „რატომ?“, შენ შეგიძლია მიპასუხო „იმიტომ“, რადგან იმ შემთხვევაში, როდესაც რამეში დარწმუნებულები არ ვართ, უბრალოდ თავს ვაფარეთ ამ ერთ არც თუ ისე უმნიშვნელო სიტყვას...
-მეჩვენება, თუ შენც ჩემსავით ფიქრობდი ყველაფრის წარმავლობაზე? - ანამ სივრცეს გახედა. სიცარიელე იგრძნო...
-შეიძლება კი, შეიძლება - არა! აბა, გაქვს თუ არა პასუხი?
-რავიცი...
-რატომ არ მითხარი უბრალოდ „არა“? შენ ხომ მართლა არ გაქვს პასუხი, რეალობასთან თვალის გასწორებას კი არჩიე უკან დასახევი გზა დაგეტოვებინა...
-არა!
-კარგი, იქნებ ამაზე მიპასუხო, რომელი უფრო მნიშვნელოვანია, პაიკი თუ ლაზიერი?
-რა თქმა უნდა ლაზიერი! - აღშფოთდასაით ანა, თითქოს ამას რა ცოდნა უნდა, რა კითხვებს მისვამს ეს ბიჭიო?!
-მაშინ ისიც გეცოდინება, რატომ?
-პაიკს ბევრი ფუნქციები არ აქვს, უფრო უუნაროა, ვიდრე ლაზიერი! ლაზიერი დედოფალია! ყოვლისშემძლე...
-შენ... შენ ისურვებდი, რომ ლაზიერი იყო?
-პაიკი ან ლაზიერი?
-კი.
-ლაზიერს ავირჩევდი... უკან დასახევი გზაც მექნებოდა, თუ საშიშროებას წავაწყდებოდი და წასასვლელი ჰორიზონტის ყველა მხარეს მექნებოდა. მანამ მექნებოდა ალტერნატივა, სანამ უკანასკნელი გზაც არ მომეჭრებოდა... პაიკი კი მხოლოდ წინ მიდის, მხოლოდ ერთ უჯრაზე გადაადგილდება. დაღუპვის შანსი გაცილებით დიდია მის შემთხვევაში! - თავის ნააზრევში დარწმუნებულმა კიკნაძემ Enter-ს დააჭირა და დინანოს პასუხს დაელოდა...
აბა რა კითხვებს უსმევს იაშვილი?! ლაზიერი თუ პაიკიო! რა სისულელეა, რომელი ჭკუათმყოფელი აირჩევს პაიკს... - ფიქრობდა ანა.
-ცდები, ანნა! მართალია, რომ პაიკი მხოლოდ წინ მიიწევს, რადგან მას უკან დასახევი გზა არ აქვს და ეს კარგია, ძალიან კარგია! იგი იძულებულია იაროს წინ, გაანალიზოს თავისი ყველა ნაბიჯი და ქმედება, რადგან იცის სინანანული გვიან იქნება მერე... ლაზიერი დადის სადაც უნდა, თუმცა როგორც მისი შესაძლებლობები, მოკვლის შანსიც დიდია! პაიკი თამაშის საწყისია, რომ არა მისი პირველი ქმედება საჭადრაკ დაფაზე, ვერ იმოქმედებს ლაზიერი! პაიკი წინ მიიწევს და ცდილობს მოწინააღმდეგეს აჯობოს, რათა მოიპოვოს უფლება გახდეს ლაზიერი! ის ზურგიდან იცავს სხვა ფიგურებს და მიილტვის გამარჯვებისკენ, თითოეული პაიკი შეგვიძლია ვაქციოთ დედოფლად! მას აქვს არჩევანი...
-უცნაურად მსჯელობ, დინანო, იცი?! პაიკს რთული გზაა აქვს გასავლელი ლაზიერობამდე და ყოველ წუთს ელის საფრთე სიკვდილის, ლაზიერი კი თავიდანვე ლაზიერია! ყოველგვარი წინააღმდეგობების გადალახვის გარეშე...
-ანნა... რა სასაცილო ხარ! : ) პაიკს არჩევანი აქვს, ლაზიერს კი - არა! სადმე გაგიგონია, ნარდის მოთამაშისთვის გენიოსი ეწოდებიათ?
-არა!
-ეგ იმიტომ, რომ ნარდი გამართლებაზეა დამყარებულია, აგორებ კამათელს და იმის შანსი, რომ შენთვის სასურველი რიცხვები დაეწერება მათ, 1/6-ია! არ შეგიძლია შეცვალო რამე, არ შეგიძლია განსაზღვრო კამათელის გაგორებისას რა რიცხვი დაჯდება! ჭადრაკი სულ სხვაა, აქ შეგიძლია განსაზღვრო შენი ყოველი ქმედება და თამაშის დასრულების სავარაუდო მდგომარეობა, უნდა გაანალიზო შენი და მოწინააღმდეგის ყოველი ქმედება, დუ შაშთან შედარებით კი მოგების შანსი საგრძნობლად დიდია! უნდა იფიქრო თუ რა მოჰყვება შენს ყოველ ქმედებას, როგორ შეიძლება შეტრიალდეს თამაშის ბედი, შენთვის სასარგებლოდ , თუ - საზიანოდ! შეიძლება გარისკო კიდეც და რაღაც მომენტში იღბალსაც მიენდო, მაგრამ ეს ხშირ შემტხვევაში არ გაამართლებს... როდესაც ფიქრობ შენს ტოველ სვლასა და მოქმედებაზე, მზად უნდა იყო უარყოფითი შედეგის მისაღებად და განსაზღვრული უნდა გქონდეს ალტერნატიული გზები თავის დაძვრენისთვის, რომ ერთმა შეცდომამ საბედისწეროდ არ იმოქმედოს ფინალზე... ყველა მოჭადრაკე არა, მაგრამ ზოგიერთები გენიოსები არიან, რადგან ისინი ახერხებენ პარტიის მოგებას, პაიკს კი სულაც არ თვლიან ყველაზე გამოუსადეგარ ფიჰურად, მიუხედავად მისი ფუნქციების სიმწირისა... 8 პაიკი ლაზიერის შესაძლო 8 ვარიანრია, მოგების შესაძლო + 8 შემთხვევასთან ერთად... ჩვენ კი არამცთუ ნარდის თამაშის შემტხვევაში - იღბალს,ან ჭადრაკის დროს - ლოგიკას, სრულიად გაუაზრებელ, გაუწონასწორებელ და მცდარ ნაბიჯებს ვდგამთ, შემდგომ უბედურებას კი უმეტესას სხვას ვაბრალებთ... არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, თუ იცი როგორ ეთამაშო ცხოვრებას! ჯობია წინ მიიწევდე ერთი რიგითი პაიკივით, ვიდრე ლაზიერივით ან კამათელივით... შენ შეგიძლია შეცვალო ყველაფერი, თუ ეცდები თამაშიც წესები ისწავლო, გაითავისო და სწორად გამოიყენო! დაიმახსოვრე, ყველაფრიდან არსებობს გამოსავალი, აბსოლუტურად ყველაფრიდან... ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენი ცოდვილი სულების გადასარჩენად, მაშინ როცა გამოსავალი თითქოს არ ჩანდა... სინამდვილეში კი ყოფილა!
დიდხანს ფიქრობდა ანა დინანოს სიტყვებზე.. ვერაფერი მოიფიქრა, რომ მიეწერა... მალევე გაქრა მოციმციმე მწვანე ბურთი, offline...
კომპიუტერი გამორთო და დაწვა, თუმცა არ დაუძინია... მტელი ღამე იაშვილის ნათქვამზე ფიქრობდა...
-ყველა ფიგურა აძლევს ქიშს მეფეს, გარდა მოწინააღმდეგე მეფისა... არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ფიგურის როლში გიწევს თამაში, მთავარია რომ თამაშის ბოლოს ქიშს მატი მოაყოლო და გამარჯვებული გამოხვიდე!თითქოს უძლეველ მეფესაც კი ამარცხებს რაღაც...
***
საწოლის თავს იყო აკრული და ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა სახეზე... წამით გაურბინა გონებაში თავისი და დინანოს ყოველმა საუბარმა...
„არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, თუ იცი როგორ ეთამაშო ცხოვრებას! შენ შეგიძლია შეცვალო ყველაფერი, თუ ეცდები თამაშიც წესები ისწავლო, გაითავისო და სწორად გამოიყენო! დაიმახსოვრე, ყველაფრიდან არსებობს გამოსავალი, აბსოლუტურად ყველაფრიდან...“
გონებაში იაშვილის სიტყვები ამოუტივტივდა... თითქოს ძალა მიეცაო... იგრძნო ღმერთის მხარდაჭერა!
-გთხოვ... გამიშვი... - ობოლო ცრემლი ჩამოგორდა ანას ლოყაზე.
-არა! უნდა გაიგო, რაზე თქვი უარი ის პიდარასტი რომ აირჩიე! - დაიღრიალა მოლო ხმაზე გამხეცებულმა. საწოლისკენ დაიძრა, თან შარვლის შესაკრავს წაატანა ხელი... - უნდა გაიგო, რომელი ვჯობივართ, მე, თუ - ის! ახლა გაჩვენებ როგორ უნდა ჩემი დამცირება!
თემური საწოლს მიუახლოვდა, ცალი ხელი ანას ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა. მერე მეორე ხელიც მიაშველა და თავის მკლავებში მოიქცია აკანკალებული გოგონას სხეული, ძლიერად მოუჭირა ყბებზე ხელი და თავისი სახე კიკნაძის სახეს გაუსწორა...
ვულკანი ბობოქრობდა მის თვალებში, ამოხეთქვას იყო გამძვინვარებული ლავა, რომელიც განადგურებას უქადდა ყველაფერს...
უყურებდა ანას მუდარით სავსე თვალებს და სულაც არ გრძნობდა სინანულს...
კმაყოფილება და ირონია გაურია ამაზრზენ სიცილში, კიდევ უფრო მიიზიდა გოგონა და ვნებისგან გაჟრენთილი ტუჩები მისას შეახო.
კიკნაძემ კინაღამ ზედ თემურიზე აღებია. გულს ურევდა კაცის მსუქანი და მძიმე მკლავები, რომელიც მის წელზე იყო მარწუხებივით შემოჭდობილი.
ტუჩები, რომლებიც არანაირ ლტოლვას იწვევდნენ მასში. ტუჩები,რომლებიც მთელს სახეზე ეხებოდა და დორბლის კვალს უტოვებდა. რამის კუჭის წვენი ამოუღო საწყალ გოგოს...
ხელები ანას სვიტერის ქვეშ შეაცურა და თვალის დახამხამებაში გაათავისუფლა მისგან. ხარბად დააშტერდა გოგონას ამაყად მომზირად მკვრივ მკერდს, ლამაზად მოღერილ ყელს, თეთრ ნაზ კანსა და იდელური ფორმის სხეულს...
დაუკმაყოფილებელი ჟინის ნერწყვმა კინაღამ გაახრჩო თემურ ავალიანი!
-გეხვეწები... გთხოვ... ყველაზე წმინდას გაფიცებ! საბოლოოდ ნუ გამაუბედურებ... გეფიცები მე და დინანოს სექსი არ გვქონია! არასდროს შემხებია! ნუ გამწირავ, თუ ოდნავ მაინც შეგრჩენია კაცობა და ადამიანობა... - ამოიხავლა ხმაწართმეულმა და კაცის მოდუნებული მკლავებიდან ზღართანი გაადინა ლოგინზე.
ავალიანის თვალებში მობობოქრე ვულკანმა წამით მოქმედება შეწყვიტა და გაშეშდა... ანას სიტყვების გაანალიზებას ცდილობდა, თუმცა ვერ ახერხებდა...
ვერაფრით დაეშვა ქვეცნობიერამდე კიკნაძის სიტყვების სამართლიანობა...
მოსმენილით გაოგნებული უყურებდა ანას ნახევრად შიშველ სხეულს და ცდილობდა გადაწყვეტილება მიეღო, თავისი მომავალი მოქმედების შესახებ...
წამებით შეწყვეტილი სურვილი, დაუფლებოდა კიკნაძის სხეულს და სამაგიერო გადაეხადა დინანოსთვის, კვლავ განუახლდა...
თუმცა არაფერი მოუმოქმედებია...
ნელა ააყოლა აცახცახებულ სხვეულს ხელი, მუცლიდან ყელამდე და ბოლოს ძლიერად მომუჭა...
ცდილობდა სურვილებს და ინსტიქტებს გამკლავებოდა!
-არ მეგონა დინანო ასეთი ღირსეული თუ იყო! - ყრუდ ჩაილაპარაკა და უკანმოუხედავად დატოვა ოთახი...
გაოგნებული ანა დიდხანს უყურებდა დაკეტილ კარებს. ვერაფრით იჯერებდა, რომ ის წავიდა... საფრთხე გაუპატიურებისა გაქრა!
„არა, არა! მელანდება ალბათ!“ - ფიქრობდა ბედნიერი, თუმცა მაინც არ იყო დარწმუნებული ნანახის რეალურობაში.
„ყველა ფიგურა აძლევს ქიშს მეფეს, გარდა მოწინააღმდეგე მეფისა...“
-გამომივიდა! დამთავრდა... საფრთხე აღარ არსებობს! მე მოვახერხე... მადლობა ღმერთო! - მუჭისხელა ცრემლები სდიოდა სიხარულისგან გაბრუებულ კიკნაძეს და წამდაუწუმ პირჯვარს იწერდა...
თუმცა არ იცოდა რა იქნებოდა შემდეგში... იქნებ, გადაეფიქრებინა თემურს და ისევ მოენდომებინა მისი გაუპატიურება?! აი მაშინ კი ვერაფერი უშველის მას, ნამდვილად ვერაფერი!
ყველანაირად ცდილობდა გაქცეოდა არასასიამოვნო ფიქრებს და ეფიქრა აწმყოზე, რომელიც ძალიან აბედნიერებდა მას...
-მადლობა, ღმერთო, რომ დინანო არსებობს ჩემს ცხოვრებაში... მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე... ვისწავლე ის, რომ არ უნდა დავნებდე დაუნდობელ ცხოვრებას...!
სანამ შემცივნული კანკალმა არ აიტანა, ვერ მიხვდა წელს ზემოთ შიშველი რომ იყო. სწრაფად ჩაიცვა სვიტერი და ლოგინის თავს მიეყრდნო, საბანი მჭიდროდ შემოიხვია, თემურის დაბრუნებით შეშინებული არცერთი წამით აშორებდა კარებს თვალს...
დრო გადიოდა...
წამები წუთებს ადგენდა, წუთები - საათებს...
უკვე საკმაოდ შებიდებულიყო, ავალიანი კი არსად ჩანდა...
ანასაც შეაწუხა შარდის ბუშტმა. იმ იმედით, რომ თემური სადღაც ახლო-მახლოს იქნებოდა და მის ხმას გაიგებდა, ლოგინიდან წამოდგა, ფრთხილად მივიდა კარებამდე და გაუბედავად დააკაკუნა...
თითქოს გრძნობდა, რომ საფრთხე აღარ ელოდა მისგან, მაგრამ მთლად დარწმუნებულიც არ იყო...
ერთ სუსტ დაკაკუნებას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე და ა.შ. სანამ ბრახუნი არ ატეხა!
შარდის ბუშტის სისავსით გამწარებული დაეჯაჯგურა კარებს და .... ჰოი, საოცრებავ!!! გაიღო! გა-ი-ღო!
რამოდენიმე წუთი დააჭირვა იმის გააზრებას, რომ კარები მართლაც ღია იყო და არ ეჩვენებოდა...
-კარები ღიაა, თემური კი სახლში არაა.. ღმერთო, ოღონდ მთავარი კარიც ღია იყოს... გთხოვ... - პირჯვარი გადაიწერა და ფეხაკრეფით გავიდა ოთახიდან. პირველი სააბაზანოს მიაშურა, შარდის ბუშტი დააცარიელა და ფრთხილად გახედა მის წინ აღმართულ მუქ შინდისფერ რკინის კარებს...
-ეს რომ ღია არ იყოს... მერე რა მეშველება? რა და ტემური დაბრუნდება... ვინ იცის რა ხასიათზე იქნება... იქნებ ისევ დამიპიროს გაუპატიურება... არა, არა! თავს მოვიკლავ და ამას არ დვუშვებ! არვითარ შემთხვევაში!
აანალიზებდა მოსალოდნენ შედეგებს, თუ რა მოხდებოდა კარის სახელურის ჩამოწევის შემდეგ, გაიღებოდა თუ - არა და თუ არ გაიღებოდა, რა იქნებოდა მერე?! რა ბედი ეწეოდა მას?!
აკანკალებულმა წაიღო მარჯვენა ხელი კარისკენ, რამოდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა... სახელურს შეეხო, თითები შეკრა, ჩამოსწია... გაიჩხაკუნა... გაიღო!!!
უსაზღვროდ ბედნიერი იდგა ღია კარებში და თვალები დაეხუჭა...
არვიცი რაზე ფიქრობდა იმ წუთას, ან რას განიცდიდა... არ უნდა იყოს ძნელი მისახვედრი, თუმცა არც ისე ადვილია...
სწრაფად შებრუნდა სახლში, ოტახიდან გამოსვლისას დალანდული თავისი ტელეფონი აიღო, რომელიც დივანზე ეგდო და მისთვის უჩვეულო სისწრაფით დატოვა სახლი, რომელთანაც ყველაზე უსიამოვნო და უარყოფითი ემოციები და მოგონებები აკავშირებდა...
ქუჩაში გარბოდა და სირცხვილის გრძნობაც ფეხდაფეხ მიჰყვებოდა გოგონას...
ეგონა, რომ ყველა მას უყურებდა! ყველამ იცოდა თავისი ამაზრზენი ისტორიის შესახებ! ეჩვენებოდა, თითქოს ხელს იშვერდნენ მოცინარი ხალხი მისკენ და დასცინოდნენ!
ერთმანეთში ირეოდა და იზილებოდა ყველაფერი... მხოლოდ გზას ხედავდა, რომელსაც მიჰყავდა უსიამოვნო მოგონებებისგან შორს, თუმცა არავინ იცის რას უმზადებდა მომავალში...
გულამოვარდნილი გარბოდა თავისი სახლისკენ და ნოემბრის ცივი, სუსხიანი ქარი ვერაფერს აკლებდა მის თვითგადარჩენის ინსტიქტით გაცხოველებულ და გაცეცხლებულ ორგანიზმს!
ყველგან, ყოველ მოსახვევში და ყოველ წამში თემურ ავალიანი ახსენდებოდა მისი ამაზრზენი სხეულითა და გულისამრევი ტუჩებით, თვალებით, რომელიც ყველაზე მეტად ეზიზღებოდა...
გრძნობდა, რომ ჭკუიდან იშლებოდა...
ნაცნობ მოსახვევში სირბილით შევიდა და თავისი კორპუსის დანახვაზე ერთ ადგილზე გაიყინა...
ბედნიერებისგან გული შეუქანდა...
იმის გააზრება, რომ ახლა, ამ წუთას მართლა არანაირი საფრთხე არ ელოდა არანორმალურობამდე მიჰყავდა!
საოცრად მოუნდა მტელი გულითა და ხმით გადაეხარხარა და დაემტკიცებინა ყველასთვის, ის არც ისე სუსტი აღმოჩნდა, როგორც თავად ეგონა მტელი 17 წელი!
მან შეძლო დაემარცხებინა მეფე!
თუმცა არ ჰქოდნა მნიშვნელობა რომელი ფიგურა იყო ამ მომენტში... ყოფილიყო თუნდაც პაიკი, რომელზეც ერთ დროს ფიქრობდა, რომ ყველაზე გამოუსადეგარი და უმაქნისი იყო!
პაიკსაც შეუძლია გახდეს დედოფალი!
პაიკიც ამარცხებს მეფეს!
-ანნა... - მოესმა ხმა ზურგს უკან...
დენდარტყმულივით მიაბრუნა თავი ხმის მიმართულებით და ნანახმა გააოგნა!
ლამპიონის შუქზე კარგად ჩანდა მისი დაძაბული სახის გამომეტყველება...
აელვარებული, უძირო, ღრმა, მრავლისმეტყველი ნაცრისფერი თვალები...
მიხვდა, რომ გაბრაზება, რომელმაც სალომეს სახლიდან გამოაქცია სადღაც ჯანდაბაში წასულიყო!
პირიქით, მადლობელი იყო მისი, მადლობელი იყო იმ სიტყვებისთვის რაც ჭადრაკზე და ნარდზე უთხრა, პაიკზე და ლაზიერზე...
მადლობელი იყო, რადგან მან დაუბრუნა საკყთარი თავის რწმენა და დააჯერა, რომ შეიძლება შეცვალო ყველაფერი!
დაარწმუნა, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს! რაოდენ კრიტიკულიც არ უნდა იყოს სიტუაცია!
-დინანო... - ძლივს გასაგონად წარმოსთქვა მისი სახელი. - შენ ახლა სტამულში არ უნდა იყო?!
თავი 15.
ცივი ქარი ქროდა... ყურებამდე წუილის მაგვარ ხმები აღწევდა... ჩაქუჩის ჩარტყმას ჰგავდა მისი ღრიალი, ტვინის უჯრედები ფუნქციადაკარგულები იყვნენ... მხედველობაც ებიდნებოდა...
არ იცის საღამოს ბრალი იყო, თუ უჩვეული ნისლის ქუჩაში რომ ჩამოწოლილიყო...
იქნებ სულაც არ იყო ნისლი?!
უხილავი აპკი გადაჰკვროდა თვალებზე.
ყველაფერი ბურუსს მოეცვა... თვალებს ფართოდ ახელდა მხედველობის გასაწმენდად...
ის მაინც არ გამქრალა... ის მაინც მის წინ იდგა...
ისევ ისე, როგორც რამოდენიმე წუთის წინ... ადგილიდან არ იძვროდა, არც მიმიკა შეცვლია.. მხოლოდ ერთი შემთხვევის გარდა, წარებაწეულმა შეათვალიერა ანას გაუბედურებული და ნატანჯი გამომეტყველება.. მერე ისევ სახე მოეღრუბლა...
როგორც ღრუბლებმა იციან ხოლმე, წვმის წინ... შეგროვდებიან ერთად, გამუქდებიან, გამუქდებიან და ბოლოს მუქ ნაცრისფერ გროვებს ქმნიან... დინანოს თვალების ფერ გროვებს...
იაშვილის დანახვით გამოწვეული სიხარულისგან მუხლები ეკვეთებოდა...
გრძნობდა, როგორ განაახლმა შეწყვეტილმა ბლანტმა სითხემ მის ორგანიზმში მოძრაობა, გულსაც მიაწოდა სისხლი...
სურვილი გარდაცვალებისა სრულიად გაუქრა!
ახლა მხოლოდ სიცოცხლის დაუოკებელ წყურვილს გრძნობდა, უფრო მეტად კი დინანოს შეგრძნების სურვილს... თითქოს მაინც არ სჯეროდა, რომ ის ნამდვილად მის წინ იყო, ერთი ხელის გაწვდენაზე და უკვე ნანობდა კიდეც, ამდენი წამები რომ დაკარგა და არ ჩაეხუტა...
მაინც არაფერი მოუმოქმედებია.
მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და სევდიანი თვალები შეანათა ბიჭის უდრეკ გამომეტყველებას...
დინანომ რომ იცოდეს, რაც რამოდენიმე საათის წინ გადახდა ანას, ნეტა შეიცვლება ამით რამე?! იქნებ უთხრას კიდეც... მერე... როდისღაც...
-იშვიათად ვაგორებ ცხოვრებაში კამათლებს... არც თუ ისე იღბლიანი ვარ, თუმცა გადავწყვიტე კიდევ ერთხელ დავრწმუნდე, ჩემს იღბლიანობასა თუ უიღბლობაში... - ჩაიცინა იაშვილმა.
-ბოდიშს გიხდი, მე არ უნდა შემეტანა ეჭვი შენსა და დორას სიტყვებში, არ უნდა შემეტანა ეჭვი თქვენს ურთიერთობაში... - ამოიკვნესა ანამ და სივრცეს გაუშტერა თვალი.
სინანულის გრძნობა გაეფანტა მთელს სხეულში და ყველა კიდური დაუმძიმა... თითქოს მძიმე ლოდი აწევსო გულზე... ძალიან უნდოდა მოეყოლა დინანოსთვის ყველაფერი, რადგან ეგონა უღალატა მას მიუხედავად იმისა, არაფერი რომ არ მომხდარა მასსა და თემურს შორის...
უთქმელობა ყელში ებჯინებოდა და ახრჩობდა! ვერც ცრემლებმა დაიგუბეს დიდხანს და პატარა ბავშვივით ატირდა, გულამომჯდარი და მთელი გრძნობითა და გულისტკივილით...
-ანა, რა გჭირს?! - იაშვილის ხმა ყურთან ძალიან ახლოს იგრძნო, მისი სუნთქვა ყელზე მოელამუნა და ხელები ნეტარების სავანესავით შესაფარი გახდა მისთვის.
-დინა, ხომ იცი, რომ მიყვარხარ? ხო გჯერა, არა?! მითხარი, გჯერა თუ -არა?! - ამოიტირა კიკნაძემ და ცრემლიანი თვალები შეავლო კითხვის შინაარსისგან გაოცებულ იაშვილს.
-რა თქმა უნდა მჯერა... - მოგუდულად ჩაილაპარაკა მან.
მიუხედავად იმისა, რომ დინანოს ხმა მტკიცე და დამაჯერებელი არ ყოფილა, ანამ მაინც დაიჯერა... ერთ-ერთი იმათგანი იყო, რომელიც კარგად იცნობდა ბიჭს ყველა სპექტრში. ახლაც მიხვდა, რომ სიმართლე იყო მისი სიტყვები. გულზე მოეშვა, შვებითა და კანკალით ამოისუნთქა და იაშვილის თმაში ჩარგო ცხვირი.
ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი, რომელიც ყველა არომატზე ძვირფასი იყო ანასთვის. საცოდავად შემოხვია კისერზე ხელები და ფეხის წვერებზე აიწია...
დიდხანს იდგნენ ასე...
ტკბებოდნენ ერთმანეთის არსებობით და არცერთს სურდა ამ წუთების დამთავრება...
***
ლელა სამსახურიდან გვიან დაბრუნდა. იცოდა მისი და გვანცასთან რომ რჩებოდა, ამიტომ არ უნერვიულია სახლში რომ არ დახვდა.
აბაზანიდან ახალი გამოსული იყო კარზე გაბმულის ზარის რეკვის ხმა რომ მოესმა. გაკვირვებული წავიდა გასაღებად, თან თმას იმშრალებდა პირსახოცით.
ანერვიულებული და გაფითრებული გვანცა რომ დაინახა, მიხვდა ანას რაღაც სჭირდა... მიხვდა, რომ რაღაც ცუდი მოხდა...
-ლელა! ანა აქ არ მოსულა?! - ამოიკნავლა დვალმდა და ის სივრცე მოათვალიერა, რაც ღია კარებიდან ჩანდა.
-არა! რა მოხდა?! - მუხლები მოეკვეთა უფროს კიკნაძეს, კარის სახელურს ჩაეჭიდა და სასოწარკვეთილმა შეხედა კიდევ უფრო განერვიულებულ გოგონას.
-ჩემმა ძმამ დამირეკა სკაიპით... ანამ დაინახა სალომე,დინანო და დორა ერთად... ძალიან გაბრაზდა და სახლიდან გამოვარდა... ტელეფონი გამორთული აქვს და არსად ჩანს... რამდენი ხანია უკვე ვეძებ... წყენთშიც კი ვიყავი ასული, იქნებ იქ წავიდათქო! არსად არაა... არ ვიცი კიდევ სად შეიძლება მოვძებნო... მეგონა აქ იქნებოდა... - ნაწყეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა და ცრემლიან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
ლელა იატაკზე დაჯდა და თავი მუხლებს დაადო. სასოწარკვეთამ დარია ხელი. სად შეიძლება იყოს?! ნეტავ რამე ხომ არ უჭირს?
„ჩემი საწყალი გოგო... როგორ დაიტანჯე ჩემო ლამაზო... აღარ უნდა გეღირსის ბედნიერება ნეტა?!“ -მოთქვამდა გულში და ძლიერად აჭერდა კბილებს მუხლებზე.
გვანცას ტელეფონი აწკიალდა. იმ იმედით, რომ ანა იქნებოდა იმედიანი თვალებ ით ახედა მას და გაინაბა.
-დინანო... - პირველივე სიტყვაზე გაუცრუვდა იმედი...
ახლა გაბრაზებულიც კი იყო დინანოზე! მისი ბრალი იყო თავისი დის ადგილ-სამყოფელი რომ არ იცოდა, მისი!
-...
-არა, ლელასთან ვარ, არც აქაა...
-...
-კარგი.
დის მდგომარეობის უცოდინარობით გამწარებულმა კიკნაძემ ანას ნაცნობებთან დარეკა და როდესაც გაიგო, რომ არცერთ მათგანთან იყო, მაშინ უფრო გადაეწურა იმედი...
რისი იმედი?! არც თვითონ იცოდა პასუხი!
-დინანო იყო, მალე აქ იქნება... იქნებ მან მაინც იპოვოს! - იმედიანად ჩაილაპარაკა დვალმა და მძიმედ ჩაეშვა სავარძელში.
-დინანო? მოიცა, ეგ რა, აქ მოდის?! - თვალები დაქაჩა ლელამ.
-კი. -ყრუდ ჩაილაპარაკა გვანცამ.
მართლაც, მალე იაშვილი მათთან იყო და ერთად განიხილავდენ ანას შესაძლო ადგილ-სამყოფელს. მერე წავიდა...
ცოტა ხანში სმს-ი მოუვიდა გვანცას:
„ეზოში გადმოიხედეთ.“
გააფთრებულები მივარდნენ აივანს და ჩახუტებული წყვილის დანახვაზე შევბით ამოისუნთქეს...
ატირებული გოგოები ერთმანეთს ჩაეხუტნენ და ისევ ეზოში მდგარ წყვილზე გადაიტანეს ყურადღება.
***
-ვიცი, რატომაც გაბრაზდი... არ მინდა გეგონოს, რომ მე და დორა გატყუებთ... ჩვენ უბრალოდ კარგი მეგობრები ვართ და ვიყავით ყოველთვის. არასდროს გვყვარებია ერთმანეთი, გვიყვარდა, როგორც საუკეთესო მეგობრებს და ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებულად ესმით ერთმანეთის.... - მშვიდად ლაპარაკობდა დინანო, თან ანას ეფერებოდა თმაზე...
-ვიცი, დინა, ვიცი! ეს მე ვარ სულელი! ჩემი ბრალია ყველაფერი.... ჩემი ბრალია...
-ასეა თუ - ისე, ბოდიშს მეც გიხდი და სულაც არ ხარ სულელი! - ხმა გაუმკაცრდა იაშვილს.
-ანნა..
-ჰოუ...
-შენი აზრით, ერთი შანსის ღირსი ვარ? - ღიმილით ჰკითხა გოგონას.
-რავიცი, გააჩნია სიტუაციას. - გაეღიმა მასაც.
-მივხვდი, რომ ... მოკლედ, დიდი ხანია ერთ რამეს მივხვდი, თუმცა უკვე მივქარე კიდეც! ჰა, ვცადო? - ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
-არვიცი, როგორც ამბობენ, ერთ შანსს ყველა იმსახურებს! - სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა კიკნაძემ.
-კარგი, დადებით პასუხად ჩავთვლი მაგას! - ჩაიცინა დინანომ.
-როგორც გინდა! - მხრები აიჩეჩა იმაში დარწმუნებულმა, რომ თვითონ არაფერ შუაში იყო!
-ლუკამ რომ მითხრა, ანამ დაგინახათ შენ და დორა, გაბრაზდა და სახლიდან გავარდაო... გზაში გვანცამ დამირეკა, რომ არ იცოდა სად იყავი... მაშინ მივხვდი, რომ შენ ჩემთვის არათუ სულერთი, არამედ - უძვირფასესი ადამიანი ხარ და ჩემი ეგოისტობა არ მაძლევს საშუალებას უარი ვთქვა შენზე... - ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა იაშვილს. - მოკლედ, მივხვდი, რომ გრძნობა, რომელიც 22 წლის მანძილზე უცხო იყო ჩემთვის, პირველად მეწვია და მისი ტრფობის ობიექტი შენ ხარ! - მოგუდულად ჩაიცინა მან. ეხამუშებოდა თავისი სიტყვები, ძალიან უცხო იყო მისთვის ეგ გრძნობაც და სიტყვებიც. განცდას იმისას, რომ ანასთვის თავისი არჩევდა თითქოეულ სიტყვას...
დინანოს სიტყვებმა ყველა უარყოფითი განცდა გადაწონა და ბედნიერების ზენიტში აიყვანა ანა! ფეხის წვერებზე აიწია, თვალებგაბრწყინებულმა შეხედა ბიჭს და მონატრებულ ტუჩებს გემო გაუსინჯა...
-ისევ ისეთი გემრიელია, როგორც ადრე... - გაიცინა დარცხვენილმა და სახეზე გაწითლდა...
-იგივეს ვიტყოდი მეც! - გაუცინა იაშვილმა.
***
აგვისტო იყო... იმ ავბედითი ამბის შემდეგ, რამაც ანას ცხოვრება კინაღამ საბედისწეროდ შეცვალა, 8 თვე გავიდა.
8 თვე გავიდა მას შემდეგაც, რაც დინანო გოგონას სიყვარულში გამოუტყდა...
სიყვარულით და სიხარულით სავსე იყო ეს თვეები...
დაუვიწყარი იყო საეკეთესო ადამიანებისა და საუკეთესო მეგობრების მიერ ზღვის სანაპიროზე გატარებული 31 დეკემბერი.
და არა მარტო 31 დეკემდები, ყველა დღე, რომელსაც ერთად ატარებდნენ საუკეთესო დღეების სიაში შეჰყავდათ მათ...
თავდაუზოგავად მუშაობდნენ, სწავლობდნენ...
არცერთი წამი მიუტოვებიათ ერთმანეთი და ისეთი მტკიცე იყო მათი მეგობრობა მთელი ამ ხნის განმავლობაში, როგორც ადრე, როგორც კლდე!
ხშირად ხუმრობდა დინანო მამამისზე და ანაზე, მგონი ჩემზე მეტად ჩემი შეყვარებული უყვარსო... ბატონი კახაც გაიცინებდა და ეტყოდა : „არ გჯობია თუ?!“
საკუთარ ცოდნაში დარწმუნებული ანა, თითქოს ისე ძალიან აღარ ნერვიულობდა ეროვნულ გამოცდებზე, როგორც ადრე, თუმცა „თითქოს“...
რამის ფრჩხილები ნუნებამდე დაიყვანა გამოცდების წინ. დინანო მის გვედით იყო და ამხნევებდა, რომელიც ნამდვილად გამოსდიოდა!
გამოცდებს რომ საბოლოოდ მორჩა, მაშინ დარწმუნდა, თურმე არც ისე სანერვიულო ყოფილა, როგორც თვითონ განიცდიდა...
თუმცა, ხშირად უწევდათ უერთმანეთოდ ყოფნა, მიუხედავად იმისა ანა დინანოსთან რომ აღარ დაბრუნებულა და თავის დასთან დარჩა...
Death Note-ის მორიგი ახალი ალბომის წარმატებამ კიდევ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი გახადა ისინი... შრომითაც თავდაუზოგავად შრომობდნენ...
თვითონაც არ სჯეროდა ანას, როგორ დაუთბა ურთიერთობა დორასთან, თითქმის საუკეთესო მეგობრებიც კი გახდნენ, რაც დინანოს ძალიან ახარებდა!
იაშვილისა და კიკნაძის სიყვარული კი დღითი-დღე მტკიცდებოდა და შეუდრეკელ ძალასავით გახდა! ყველა დარწმუნებული იყო, მათ სიყვარულს საფრთხე არ ელოდა, არავითარ შემთხვევაში!
ანას უყვარდა დინანო, მთელი გულითა და სულით...
დინანოს კიდევ უფრო მეტად უყვარდა ერთი პატარა, გამხდარი, სუსტი გოგო, თუმცა ულამაზესი და უსაყვარლესი გოგო!
10 წლის სიცოცხლეს მატებდა მისი ყოველი გულწრფელი გაღიმება დინანოს!
მომავლის მანათობელ შუქურად ევლინებოდა კიკნაძის მწვანე, მბრწყინავი, მეტყველი და ღრმა თვალები!
***
-აუ, დინააა, სალომემ დამირეკა გამოქვეყნდა უკვე სიები ვინ რომელ უნივერსიტეტში მოხვდა და ნახეო... - აცრემლებულმა შეხედა მომღიმარ დინანოს და ტირილის პირას მისული ჩაეხუტა.
-კარგი რა, ნუ გადამრევ ახლა! რა გატირებს, გოგო?! მოიცა, მე ვნახავ და გეტყვი! - ღიმილით მოიმარჯვა ტელეფონი, მანამდე კი გოგონას ტუჩებს დაეწაფა.
-უკვე დავმშვიდდი! - კეკლუცი ღიმილი ესროლა კიკნაძემ და თვითონაც აკოცა.
დაძაბული უყურებდა დინანოს, სანამ თავის მომაცემებს წერდა.
-გილოცავ, ანაააა! თსუ-ში, საერთაშორისო ურთიერთობებზე, 100%-იანი გრანტით! ჩემი ნიჭიერი და საამაყო გოგო ხარ შენ! ჩემი ლამაზი და ანგელოზი!
კოცნით გააბრუა ისედაც გაბრუებული ანა...
***
-ულამაზესი ხარ! - ხარბი და უსაზღვროდ კმაყოფილი მზერით შეათვალიერა დინანომ მუქ მწვანე კაბაში გამოწყობილი ანა, რომელიც ანას მეჯვარე იყო და ქორწილისთვის ემზადებოდა.
-მადლობა! - იაშვილის კომპლიმენტებს ჯერ კიდევ ვერ მიეჩვია კიკნაძე, მიუხედავად იმისა, რომ 6 წელს ითვლიდა მათი ერთად ყოფნის ურთიერთობა, როგორც შეყვარებული წყვილის, და გაწითლდა.
-აბააა, პატარძალი ისვრის ბუკეეტს! ყველანი სალომეს უკან დადექიით! - მიარული ხმით ჩასძახა ნიკამ მიკროფონში და სახეგაბადრულ დას თვალი ჩაუკრა.
-ერთი... ორი... სამი!
ისროლეს! ოღონდ ბუკეტის ნაცვლად ბანანის ქერქი! დარბაზში შეკრებილ ხალხს სიცილის ტალღამ გადაურბინათ...
-ერთი... ორი... სამი!
ამჯერად ვაშლი ისროლეს, რომელიც სალომეს მეგობარს მოხვდა თავში!
ისევ გაიცინეს...
-ერთი... ორი... სამი!
ამჯერადაც ისროლეს! ოღონდ არცერთს უცდია მათკენ „მიმავალი“ ანანასის დაჭერა, რომელიც სანდროს ისროლა და არა - სალომემ. სალომემ მართლაც ისროლა ბუკეტი, რომელიც დაბნეულ ანას ჩაუვარდა ხელებში და გახარებულმა გახედა მომცინარ დინანოს!
-ვსო! აღარ მაინტერესებს! ახლავე წავალთ ეკლესიაში და ჯვარს დავიწერთ! -წამოიძახა იაშვილმა.
-გაგიჟდი? - შეიცხადა ანამ.
-კი! - თვალები დაუბრიალა კაცმა. - დავბერდი გოგო უკვე, 28 წლის ვარ, ბავშვი კი აღარ ვარ მე! შვილები მინდა ახლდა და პენსიაზე გასვლა! - ახარხარდა ის.
-კარგი, დავქორწინდეთ! - ეშმაკურად აათამაშა წარბები.
ცოტა ხანში მართლაც იდგნენ ეკლესიაში ნაჩქარევად ნაყიდ თეთრ, სადედოფლო კაბაში გამოწყობილი ულამაზესი ანა, სმოკინგიანი უსიმპატიურესი დინანო, მის გვერდით - ნიკა და ანას გვერდით - დორა!!!
მათ უკან ბედნიერი სახით მომღიმარი ახალშეუღლებული სანდრო და სალომე, რომლებიც ქორწილიდან „დატყდნენ“, გვანცა, ლუკა, ლელა...
ყველა და ყველაფერი სრული ბედნერებისთვის!
მომავალი მათზეა დამოკიდებული... მე ამ ისტორიის წერას ვწყვეტ იმ იმედით, რომ არ შეწყდება მათი ბედნიერებაც...
ალბათ ეყოლებათ შვილები... მერე შვილიშვილებიც... იცხოვრებენ არ ვიცი რამდენ ხანს, მაგრამ რაც მთავარია და რისი იმედიც მაქვს - ბედნიერად... —



№1  offline წევრი enni

იმდენად იმოქმედა ამ მოთხრობამ ჩემზე, რომ ცრემელბიც კი წამომივიდა.. მიუხედავად იმისა, რომ სიყვვარულის არ მჯერა.

 


№2  offline წევრი nini :)

dzalian magari iyoooo.... dzalian momewonaaaaaa....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent