შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მცდარი შესახვევი


9-09-2016, 02:15
ნანახია 1 666

წერილების წერა არასოდეს მეხერხებოდა. ალბათ იმიტომ, რომ საშინლად არ მსურდა ჩემში არსებული გრძნობების სააშკარაოზე გამოტანა.კარგად მახსოვს პირველი და უკანასკნელი წერილი, რომელიც დავწერე ,დედას ეკუთვნოდა. ქალს, რომელიც იდეალი იყო ჩემთვის.რათქმაუნდა მამაც მიყვარდა ,მაგრამ დედის სიყვარული იმდენად ძლიერ ქონდა ჩემს სულს ათვისებული ,რომ უბრალოდ მასზე ძლიერ სიყვარულს ჩემი პატარა გული მაშინ ვეღარ დაიტევდა.ჩვეულებრივი ოჯახი არ გვქონია რადგან ჩვენ არაჩვეულებრივი ოჯახი გვქონდა ,რათქმაუნდა უსაზღვრო სიყვარულითა და ყველა სასიამოვნო გრძნობებით სავსე.ჩემი მშობლების ერთმანეთის მიმართ უსაზღვრო სიყვარული ჩემზეც აისახებოდა და რაღაც არაამქვეყნიურ ბედნიერებას მანიჭებდა.როგორი ბანალურიც არ უნდა იყოს თუმცა ვფიქრობ, რომ სიყვარულში ბანალურობა საერთოდ არ არსებობს ,მე ვგიჟდებოდი მათზე ისინი კი ჩემზე.მე ვიყავი მათი ერთადერთი შვილი და შესაბამისად მათი ერთადერთი გზა მომავალისკენ.არ გეგონოთ, რომ ეგოისტი ვარ უბრალოდ ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი და ყოველთვის როცა მათზე საუბარს ვიწყებ ,მინდა ყველაფერი გულწრფელი და სუფთა იყოს.ერთხელ მამა ჩვეულებისამებრ სამსახურიდან გვიან დაბრუნდა სახლში ,დედა კი ატირებული დახვდა.დედაჩემის ცრემლების დანახვისას თავი საშინლად ვიგრძენი.მაშინ ხომ უკვე დიდი გოგო ვიყავი ,მალე თხუთმეტი წელი შემისრულდებოდა
_რა დაგემართა ნანა?!დედაჩემის მდგომარეობით დაინტერესებულმა მამამ შემოსასვლელშივე გაუაზრებლად დააგდო შავი ჩანთა, რომელიც ჩემთვის გაურკვეველი ქაღალდებით იყო სავსე.სახემოღუშულმა გადავხედე მოწყენილ დედას და როცა მამაჩემის მკლავებში დავიგულე, წამით ბედნიერმა ღიმილმა გამიბადრა სახე _დღეს მთელი დღე ასეა მა მეც არაფერს მეუბნება!ნაწყენმა განვუცხადე მამაჩემს და დედა, რომელიც ჩემდაგასაკვირად თვალს ვერ მისწორებდა, დაბნეულმა შევათვალიერე.მამაჩემმა გამიღიმა, შემდეგ კი მასზე აკრულ სხეულს ისევ ძლიერ მოეხვია და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.დედა უცებ გამოცოცხლდა, თითქოს ახლიდან დაიბადაო ,გახალისებულმა პატარა ბავშვივით დაიწყო ცეკვა. ჯერ მამასთან იცეკვა შემდეგ კი ოსტატურად გამომიწოდა ხელი და საცეკვაოდ მეც გამიწვია
_კარგად ხარ? გაკვირვებულმა ვკითხე დედას და როცა მის გაბრწყინებულ თვალებს შევხედე ,აღარაფერი მიკითხავს .მისი ბედნიერებით ისედაც მივხვდი, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იყო.მეორე დღეს მამა სამსახურში არ წასულა გახარებულმა გამოგვიცხადა დღეს მთელი დღე თქვენთან ვიქნებიო.გახარებულმა დედამ აიჩემა გინდა თუ არა განსაკუთრებული ვახშამი უნდა მოვაწყოო და ჩვენი დახმარების შედეგად გამოუვიდა კიდეც.მე და მამა ყველაფერში მივეხმარეთ .ისე ვფუსფუსებდით სამზარეულოში როგორც დედა ,ამაზე კი ძალიან ვხალისობდით.რვა ხდებოდა როცა დედამ სამზარეულოდან გამოგვიშვა და გვიბრძანა თავი მოგვეწესრიგებინა.ჩვენც ჩვენს ოთახებში ავედით. მე ფქვილით დასვრილი სარაფანი გავიხადე და ის კაბა ჩავიცვი ,რომელიც დედას ძალიან უყვარდა. ოთახიდან რომ გამოვედი ,ჩემი მშობლები უკვე გაწყობილ სუფრასთან ისხდნენ და მე მელოდნენ.გახარებული სწრაფად წავედი მათკენ, მაგრამ ზარის ხმამ შემაჩერა.მამას ხელით ვანიშნე მე გავაღებთქო და ინტერესით გავემართე კარისკენ
_მიშკა ბიგვავა აქ ცხოვრობს?!გამარჯობის თქმაც არ მაცადა მამაჩემის ასაკის მამაკაცმა.კითხვისნიშნიანი თვალები მომაპყრო და ურცხვად შეუდგა ჩემს თვალიერებას
_დიახ რა გნებავთ? დაბნეულმა გავუსწორე მზერა უცნობს და მისი დაჟინებული მზერით უკმაყოფილომ ,უკან რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი_მამა მოდი რა აქეთ!შეშინებულმა დავუძახე მამაჩემს და ისიც მაშინვე წამოვიდა ჩემსკენ
_ნუგზარ აქ რა გინდა?!ხომ შევთანხმდით რომ არ მოხვიდოდი!აღელვებულმა, ხმამაღლა დაუყვირა მამამ და იქვე დივანზე ჩამომჯდარ დედას ძალით გაუღიმა დამშვიდების მიზნით.მე რატომღაც შეშინებული, ერთ ადგილას გაყინული ვიდექი და უაზროდ ვაცეცებდი თვალებს
_შენი ფული არ მინდა მიშკა!ხმამაღლა, გაბრაზებულმა გამოაცხადა უცნობმა და მამაჩემის პასუხს დაელოდა
_ეს რას ნიშნავს?!გაღიზიანებულმა ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით კითხა მამამ და ჩემდა გასაკვირად მე შემომხედა
_ჩემი შვილი მიმყავს მიშკა!მკაცრად გადაჭრით გამოაცხადა ჩემთვის უცნობმა ნუგზარმა და ისიც მე მომაშტერდა_სულ დედამისს გავს.თავისთვის,ხმადაბლა ჩაილაპარაკა და შეუმჩნევლად გამიღიმა.მე გაოცებული ხან მამას გავხედავდი ,ხან დედას.მინდოდა რაღაც იმედის მომცემი მეპოვა მათში, მინდოდა ეთქვათ, რომ ყველაფერი კარგად იყო მაგრამ არა.მომენტალურად, გაუაზრებლად წავედი დედაჩემისკენ და ცრემლმორეულმა ჩავხედე თვალებში. გულნატკენმა ,უემოციოდ გავუსწორე მზერა და როცა მის თვალებში ბედნიეოების სხივი ვერ შევნიშნე, მაშინვე მივხვდი , რომ ყველაფერი დამთავრდა. ჩემი ბედნიერი ცხოვრება ,წამებში დაინგრა და გაცამტვერდა.ნელა დავაშორე ერთმანეთზე მჭიდროდ მიკრული წამწამები და ჩემზე მოშტერებულ სახეს ჩემთვის გასაკვირი გრძნობით შევხედე.მამაჩემი ცრემლიანი თვალებით მიყურებდა, დედა ხმამაღლა ტიროდა და პატიებას მთხოვდა.ბატონი ნუგზარი კი დივანზე თავჩაღუნული იჯდა და ძლიერად სუნთქავდა.მაშინ პირველად, ცხოვრებაში პირვედად დამეუფლა ის საშინელი გრძნობა ,რასაც სიძულვილი ქვია.ცრემლები არ მომდიოდა ,ვერ ვტიროდი რადგან მაშინ რასაც განვიცდიდი იმის ცრემლებით გამოხატვა შეუძლებელი იყო.არაფერი მითქვამს ,მამას მოვშორდი და უცნობ მამაკაცს წინ დავუდექი
_ანუ თქვენ მამაჩემი ხართ?!ისეთი მკაცრი და ბოხი ხმით ვიკითხე, ნუგზარს კი არა მეც გამიკვირდა ჩემი თავის
_ჩემი შვილი ხარ თიკა, ჩემი შვილი ,რომელიც მეგონა რომ თხუთმეტი წლის წინ ჩემს მეუღლესთან ერთად დავკარგე!მთელი სერიოზულობით გამომიცხადა და ნერვიულად ახლართა თითები ერთმანეთში
_რას ქვია დაკარგეთ?
_დედაშენი შენს მშობიარობას გადაყვა.მოგუდული ხმით მითხრა ნუგზარმა.მოსმენით განაწყენებულს რაღაც ძლიერ ჩამწყდა გულში. თითქოს ჩემს გულს ხელი ძლიერ მოუჭირეს ,მოგუდეს და სუნთქვის საშუალება არ მისცეს
_მართალია?!მშვიდად მივუტრიალდი მშობლებს, რომლებიც ჩემი სიმშვიდით უფრო გაკვირვებულები იყვნენ, ვიდრე მომხდარით.დაბნეულებმა ერთმანეთს გადახედეს შემდეგ ისევ მე შემომხედეს და პატარა, პირველკლასელი ბავშვებივით თანხმობის ნიშნად თავი მსუბუქად დამიქნიეს.აი აქ,ამ მომენტში შეწყდა ჩემი გულის ცემა, ამ მომენტში გამეყინა სხეული.უაზროდ ჩავკიდე ხელი ნუგზარს და გასასვლელისკენ წავიყვანე. არ მივაქციე ყურადღება არც დედის ხმამაღალ ტირილს და არც მამის მართლა გულიდან წამოსულ სიტყვებს, რომ ძალიან ძალიან ვუყვარდი.იმ მომენტში ყველა სასიამოვნო გრძნობა გავანადგურე და ჩემი მოკლული გულის გასაღები სადღაც,უფსკრულში მოვისროლე.მანქანაში წინ დავიკავე ადგილი და ჩემს გვერდით მჯდომ ნუგზარს ცრემლმორეულმა გავხედე.მან თბილად გამიღიმა და მშვიდად დაიწყოსაუბარი_დამიჯერე შევძლებთ ერთად ცხოვრებას, ჩემი შვილი ხარ და იცოდე ,რომ შენთვის ყველაფერს გავაკეთებ. ვიცი შენთვის როგორი რთულია, ისიც ვიცი რომ საერთოდ არ გიყვარვარ მაგრამ შენ ხომ ჩემი ნანატრი შვილი ხარ?!ჩემი პატარა გოგო, რომელსაც მე და ლელა ხუთი წელი ველოდით.არ გაძალებ ჩემთან ყოფნას და დარჩენას ვიცი ჩემთან იმიტომ მოდიხარ, რომ გაბრაზებული ხარ, მაგრამ...
_მაგრამ ვცადოთ, დასაკარგი აღარაფერი მაქვს.სწრაფად დავასრულე მისი ნათქვამი და ხმამაღლა ავტირდი. ვეღარ გავუძელი და ცრემლებს გამოთავისუფლების საშუალება მივეცი
_ნუ ტირი შვილო ნუ ტირი.მე შენთან ვარ!მამშვიდებდა ნუგზარი და თან გზას უყურებდა.მე უაზროდ მქონდა ფანჯრის მინაზე თავი მიდებული და მომხდარზე ვფიქრობდი.განსაკუთრებით ის მიკლავდა გულს რომ ჩემს დასავიწყებლად ფული შესთავაზეს და ისე მომექცნენ როგოც უსულო ნივთს.ეს ყველაფერი კი გააკეთეს მათ ვინც ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასი იყვნენ ჩემთვის.ჩემს თავზე გამეცინა თითქოს ახლაღა შემეცოდა საკუთარი თავი.მივხვდი რომ მთელი ცხოვრება ტყუილში ვცხოვრობდი. საბოლოო ლოყაზე შემორჩენილი მლაშე სითხე ხელით მოვიშორე და აქედან აორთქლების გაქრობის იმედით თვალები მაგრად დავხუჭე.თვალები, რომ გავახილე უკვე ოთახში ვიყავი.ფრთხილად დავაკვირდი ოთახის ყოველ დეტალს და სასიამოვნოდ ჩამეღიმა როცა ისეთივე ფარდა შევნიშნე როგორიც ჩემს ძველ ოთახში იყო.უცებ წამოვდექი საწოლიდან და ჩემი თავი სარკეში შევათვალიერე.თვალებგაფართოვებული ვუყურებდი ჩემს დასიებულ, ჩაწითლებულ თვალებს და არ მეგონა თუ ეს სრულიად უცხო ადამიანი მე ვიყავი.შეშინებული მოვშორდი სარკეს და ქვემოთ ჩავედი.ნუგზარი რაღაც საბუთებს ჩასცქეროდა, თან ცხელ ყავას მიირთმევდა.ჩემს დანახვაზე საბუთები მაგიდაზე დააწყო და თბილად გამომხედა.წამით მამაჩემი გამახსენდა მის თბილ ღიმილზე და მეც გამებადრა სახე.ვუყურებდი და მასში ნუგზარს კი არა მამაჩემს მიშკას ვხედავდი და ისე მინდოდა ჩავხუტებოდი მას,როგორც არასდროს ჩემი განვლილი ცხოვრების მანძილზე
_ყავას ხო დალევ?მისმა ხმამ რეალობას დამაბრუნა.სახემოღუშულმა გავხედე და თანხმობის ნიშნად მსუბუქად დავუქნიე თავი.ნუგზარმა მაშინვე დამხმარე ქალს ნინას დაუძახა და ჩემთვის ყავის გაკეთება სთხოვა.ნინამ თბილად გამიღიმა და ცოტახანში ცხელი სითხით სავსე ფინჯანი გამომიწოდა.არ ვიცი რატომ მაგრამ თავიდანვე ძალიან შემიყვარდა ნინა ალბათ იმიტომ, რომ დედაჩემს ნანას ძალიან გავდა ან არ გავდა და უბრალოდ მე ვამსგავსებდი.საბოლოო ცხოვრებისეული დარტყმა ცხოვრებისგან მაშინ მივიღე, როცა ჩემი მშობლები ქვეყნიდან წავიდნენ.ტირილში გათენებული და დაღამებული დღეების შემდეგ ყველაფერი საკუთარ ქმედებებს დავაბრალე, მაგრამ მაინც ძალიან მწყინდა იმის აღიარება, რომ ასე უბრალოდ მარტო დამტოვეს.დრო გადიოდა მე კი მენატრებოდა, სიგიჟემდე მენატრებოდა დედაჩემის ლამაზი სახე,თბილი გამოხედვა. მენატრებოდა მამის ჩახუტება და თბილი ღიმილი. ვხვდებოდი,რომ მათ მიმართ სიძულვილს კი არა უსაზღვროდ ძლიერ სიყვარულს ვგრძნობდი. და მაინც როგორ უნდა მეგრძნო სიძულვილი მათ მიმართ?! მათ ხომ ისეთი სიყვარული მასწავლეს რომელიც ყველაზე ცუდ მომენტშიც კი ყველა ცუდ გრძნობას ურცხვად ფარავდა!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent