მორჯულება
თავი-1 -ორსულად ვარ გოგონა ბიჭს მიუახლოვდა და თვალებში ჩააშტერდა -ღადაობ ხო ტოო? -ღადაობის რამე შემატყვე? ნელ-ნელა ბრაზი შეერია ხმაში და თვალები უფრო დააწვრილა -არა გამორიცხულია...იმ ღამეს თავი დავიცავი... თავი გააქნია და ლოგინის კუთხეში ჩამოჯდა -ეგ არაფერს ცვლის... მცირე პაუზის შემდეგ კი განაგრძო -შენგან მალე შვილს გავაჩენ -არა... გაჩუმდა -ჯერ 21 წლის ვარ ტოო რა დროს ჩემი ცოლია.. თავზე ნერვულად გადაისვა ხელი და წამოდგა -და შენი აზრით ცოლად გამოგყვები? სიცილი აუტყდა და უკან შებრუნდა -იოცნებე...ეს ბავშვი არ დაიბადება...18 წლის ვარ და ჯერ არ მინდა შვილი -რა გოგო?რა თქვი? უცებ მიახტა და მისკნე შეაბრუნა -რაც გაიგე... თვალი ჩაუკა და იმ ადგილს გაეცალა...თავს წყევლიდა იმ ღამეს იმდენი,რომ დალია და ლოგინში ჩაუგორდა იმ იდიოტს...ცრემლების შეკავება არ უჭირდა,რადგან არც ტიროდა...არც ანაღვლებდა ეს ბავშვი,უბრალოდ იმ ღამეს თავისი გაისწორა და ნახევრად უცნობს ჩაბარდა ქალიშვილი...სახლში შესულს კიბეებზე თავისი უფროსი ძმა ლაშა შემოეფეთა -სად იყავი? მისი ხმა როგორც ყოველთვის უხეში და ამაზრზენი იყო,რაზეც ნენას რეაქცია არ ქონდა და აიგნორებდა ხოლმე... -მეგობართან მოკლედ მოუჭრა და კიბეები ნელა აიარა -რომელ მეგობართან? სიტყვა მიაწია ასულს და მისკენ შებრუნდა -არ იცნობ შენ..და დაკითხვას ნუ მიწყობ... ბოლო სიტყვები საგრძნობლად გაწელა და ოთახში შეიკეტა...ახლა რა უნდოდა?რა თქმა უნდა მოწევა...ქალბატონი 18 წლის გახდა და უკვე ყველაფერი შეეძლო თავისი ჭკუით...ნუ თითონ ასე ფიქრობდა და სხვისი აზრი ნაკლებად ან საერთოდ არ აინტერესებდა...სიგარეტის ღერი ამოაძრო მოუკიდა და ღია ფანჯარასთან დადგა,თან ხელს მომენტალურად მუცელზე ისმევდა -იმისთვის არ მქონია სე***,რომ ბავშვი გამეჩინა...შენღა მაკლდი რა ბოლო ბედნიერებისთვის... ნენას თავის მშობლებზე გული მას შემდეგ აიცრუა რაც გაიგო,რომ 3 წლის ასაკში ჯერ დედამ ხოლო 7 წლის ასაკში მამამ მიატოვა..მას და ლაშას ბებო და ბაბუ ზრდიდა შეძლებული ოჯახიდან იყვნენ და არიან კიდეც..ბაბუამისმა ლაშას გადააბარა მთელი ბიზნესი რაც სრულწლოვანი გახდა....სიგარეტი აფერფლეში ჩაწვა და ლოგინზე წამოწვა...ეკიდა ყველა და ყველაფერი...მართალია ლაშა უშლიდა,მაგრამ "პატარა აღარ ვარ შენი ჭკუის დარიგება არ მჭიდება"პასუხობდა და მის სიტყვებს აიგნორებდა...დიდხანს იფიქრა რა გაეკეთებია...ორი კვირის ფეხმძიმე იყო და ჯერ საერთოდ არაფერი ეტყობოდა...წამოდგა..კარადიდან შავი ელასტიკი და თეთრი მაიკა გადმოიღო..ტანზე მოირგო შემდეგ თეთრი კედები შეუხამა და ჩანთაში პირადობა ფული და ტელეფონი ჩაიდო...როგორც ზევით ავღნიშნე არ აპირებდა ამ ბავშვის დატოვებას ამიტომ გეზი თავისი "კუსკუსა"მანქანით თითონ როგორც უწოდებს გინეკოლოგთან წავიდა...სავადმყოფოში ფეხი შედგა თუ არა წამლის სუნმა ნესტოები აუწვა...არ იცოდა ვისთან მისულიყო ამიტომ ჯერ რეგისტრატორთან მივიდა -გამარჯობა ქალბატონო -გამარჯობა თბილად გაუღიმა ქალმა და ხალათი გაისწორა -გინეკოლოგთან მინდა შეხვედრა...არ ვიცი ვისთან მივიდე და რომელს მირჩევდით?ან სულ ერთია ოღონდ თავისუფალი იყო -თამარ როხვაძე..ერთ-ერთ საუკეთესოა ქალმა შეაქო და ნენა შეათვალიერა -ვისვის ეძებთ? -ჩემთვის ცინიკურად გაუღიმა და ქალი გაშტერებული დატოვა..კიბეები აირბინა და კაბინეტში მოკრძალები შევიდა -შეიძლება? -მოდი თბილად გაუღიმა და ანიშნა მოსულიყო..ნენაც ადგილიდან დაიძრა და ორ წამში მის წინ აღმოჩდა -იცით ორსულად ვარ...და აბორტის გაკეთება მსურს პირდაპირ აჯახა და ქალი გაღიმებული დატოვა..მალე ღიმილიც სახეზე შეაშრა რაზეც ნენას გაეცინა და თავი ჩახარა -რამდენი თვისაა ნაყოფი? -ზუსტად არ ვიცი პირველი ღამის შემდეგ 2 კვირაში გავიგე,რომ ორსულად ვარ ეს ისე თქვა გეგონებოდათ კაი ნაცნობს ესაუბრებაო -აჰა გასაგებია..მაშინ ჯერ ვნახოთ რამდენი კვირისაა ზუსტად..შემდეგ ანალიზებს ჩაგიტარებთ და ალბათ 2 საათში დავიწყებთ ოპერაციას -მშვენიერია.. მცირე დუმლის შემდეგ კი დაამატა -რაც მალე ჩემთვის მით უკეთესი ტაში შემოკრა და წამოდგა..ქალი გაშტერებული უყურებდა -ხო მართლა თუ არასრულწლოვანი ხართ მაშინ -ვიცი ვიცი,მაგრამ 18 ვარ გაუღიმა და პირადობა მიაწოდა -მაშინ წავედით...ნუ 2 საათში ოპერაცია დაიწყო...ნენა სულ არ ნერვიულობდა ან რა ანერვიულებდა სულ არ უნდოდა ეგ ბავშვი...სახლში ღამის 10 საათზე მივიდა..გამოფიტული და გათეთრებული...ექიმის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად მაინც სახლში არჩია დაბრუნება არ უნდოდა ლაშას რამე ეეჭვა...თან იმ ღამის შემდეგ და მოკლედ ბლა ბლა...შემოსასვლელში ეგრევე ეცა სიგარეტის და ალკოჰოლის სუნი და მიხვდა,რომ ლაშას ძმაკაცები იყვნენ...მათი თავი არ ქონდა ამიტომ კიბეები უხმოდ აიარა და ლოგინზე დაემხო...მთელი დღის დაღლილს კი მალევე ჩაეძინა...დილით 12 საათამდე იკოტრიალა ლოგინში ქალბატონმა ნენამ...ბოლოს კარებზე ბრახუნი,რომ არ გაჩერდა იკადრა და ამოდგა..საცვლების ამარა გამოაღო და ლევანს,რომ შეხედა რეაქცია არ ქონდა..მას კი კინაღამ ნერწყვი გადაცდა რაღაც კინაღამ დაიხრჩო ეს უბედური... -ნელა არ დაიხრჩო ეგღა მაკლია აქ მოკვდე და მერე მწ გათრიო წინ და უკან შეუბღვირა და მის წინ ნახევრად შიშველი დადგა -რას იკბინები...ჯერ არ გათენებულა ახლა ამანაც შეუტია და ერთიანად აათვალიერა ნაცნობი სხეული -ჩვენ შვილს მოვუტანე ეს.. და პატარა სასაჩუქრე პარკიდან ორი პატარა წინსაფარი ამოიღო...ნენას ჩაეცინა და ხალათი შემოიცვა -აღარ არსებობს ჩვენი შვილი..მორჩა.. ხელები გაუსვა ერთმანეთს და გაშტერებულ,გაავებულ ბიჭს მიაშტერფა -რა თქვი გოგო? უცებ აინთო ლევანი და ნენას მაჯაში წვდა -რაც გაიგე.. ხელზე დახედა და გაინთავისუფლა -სულ გამოშტერდი გოგო აბორტი გაიკეთე? -ნუ ღრიალებ... შეუტია და ხელები გადააჯვარედინა -ხო არ მინდოდა 18 წლის ასაკში გათხოვება მგონ აგიხსენი უკვე შენც არ გიცნობ წესიერად და საერთოდ რას მახსნევინებ?გინდოდა ახლა შენ შვილი და პანპერსებით აქეთ-იქეთ სირბილი? დაეკითხა და ორაზროვნად გახედა -ხო მართალი ხარ... თავი გააქნია და კარებთან მივიდა -მაგრამ მაინც არ უნდა გექნა ეგ -უნდა მექნა ახლა კი იბრძანდი ხელი უჯიკა და კარები ცხვირწინ მიუჯახუნა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.