ქალაქელი მასწავლებელი [სრულად]
ფიქრობდა რომ ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ბევრი არც უორჭოფია, ძალიან დიდ ხანს ოცნებობდა ამაზე. ოჯახშიც არავის გამოუთქვამს პრეტენზია, იცოდნენ მისი ახირებების შესახებ. ყველაფერი მოაგვარა და უკვე ბარგს ალაგებდა. მეგობრებს დაურეკა და თავისთან აიყვანა დასამშვიდობებლად. არ მოწონდათ მისი გადაწყვეტილება, მაგრამ ვერ გადააფიქრებინეს. - კარგი რა, ამ ერთ წელში ჩამორჩები ყველაფერს, რისთვის მიდიხარ _ შესწუწუნა თათამ. - სულ ერთი წელი, დამირეკავთ და მომიყვებით ტელეფონით ყველაფერს. არაფერს დავაკლდები, მთავარია ამ ერთ წელში არ გათხოვდეთ უჩემოდ _ გაუცინა. - მოგვენატრები _ ისევ აწუწუნდა. - მეც მომენატრებით, მაგრამ არაუშავს, ხომ იცი გადავწყვიტე და აღარ გადავიფიქრებ. - კარგი, მორჩა, ხმას აღარ ამოვიღებ _ გაბუტულმა ჩაილაპარაკა და გვერდით გაიხედა. ამ დროის მანძილზე ბელა ჩუმად იჯდა. - წადი, აბა შენ იცი და იმედია იქ არ დარჩები. - სად უნდა დავრჩე? _ გაიკვირვა. - სად და ვინმე იქაური ბიჭის ოჯახში _ გაუცინა ბელამ. - წადი მომშორდი ახლა. - რომელზე მიდიხარ? - დილით ადრე, შვიდისთვის ალბათ. - მაინც ვერ გავიგე, მასწავლებლობა თუ გინდოდა აქ მისულიყავი რომელიმე სკოლაში _ ისევ აწუწუნდა თათა. - მასწავლებლობა არ მინდა და იცი შენ ეგ, უბრალოდ იქ უნდა ვიმასწავლებლო. - ეყოლებათ მასწავლებლები იქ. - ინგლისურის სპეციალისტი არ ჰყავთ და მე ვასწავლი. რატომ უნდა ჩამორჩნენ ქალაქელ ბავშვებს, მით უმეტეს რომ არაფრით არიან ამათზე ნაკლებნი. - არც შენ ხარ სპეციალისტი _ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა _ მაგრამ შენ ხომ კაცი ვერაფერს გადაგაფიქრებინებს. - მორჩი ახლა წუწუნს და გავიდეთ გარეთ, სხვებსაც დავემშვიდობო. - კაი წავედით. გარეთ გავიდნენ სასეირნოდ, სხვა მეგობრებიც ნახეს. მათთან დამშვიდობებაც უნდოდა. ისეირნეს, ისაუბრეს, ბევრმა მოუწონა გადაწყვეტილება და კიდევ უფრო კმაყოფილი იყო. მაგრამ მაინც ფიქრობდა როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება სოფელში თუნდაც ერთი წლით. უკვე ზუსტად იცოდა ვინ უმასპინძლებდა, მარტოხელა ბებო. სანატრელი დილაც დადგა, ავტობუსში მოკალათდა და სოფლისკენ აიღო გეზი. გზა ძალიან გრძელი და დამღლელი იყო. საღამოს ჩავიდა, სოფლის შესასვლელში ერთ ქალბატონს სთხოვა ლულუა ბებოს სახლი მიესწავლებინა. მოშორებით სახლი დაანახა და უთხრა იქ ცხოვრობსო. - შვილო შენ შვილიშვილი ხომ არა ხარ? - არა ბებო. - ჰო, მეც ეგრე ვიცოდი ერთი შვილიშვილი ჰყავს და ისიც ბიჭია. იმისი ცოლი ხომ არა ხარ ბებო? - არა ბებო, მე თქვენი ახალი მასწავლებელი ვარ. - ძველი სად წაიყვანეს შვილო? - არსად, მე ინგლისური უნდა ვასწავლო, ის მასწავლებელი ისევ ჩვეულებრივ იქნება. - რამდენი ხანი გაგაჩერე შვილო, წადი ბებო წადი. - მადლობა, ნახვამდის _ ღიმილით დაემშვიდობა და ლულუა ბებოს სახლისკენ წავიდა. ჭიშკარი შეაღო და დაუძახა. - ლულუა ბებო, შეიძლება? - რომელი ხარ შვილო? _ სახლიდან მოხუცი გამოვიდა. - მე ქალაქიდან ჩამოსული მასწავლებელი ვარ ბებო. - ჩამოხვედი შვილო? მოდი ბებო მოდი _ თბილად შეიპატიჟა, როგორც კი შევიდა ჩაიხუტა და აკოცა _ როგორ იმგზავრე შვილო? დაიღლებოდი. - კარგად ვარ ბებო, არ დავღლილვარ. - რა გქვია ბებო შენ? - თანანო. - შენ კი გენაცვალე, რა კარგი სახელი გქონია. - მადლობა ბებო. - გელოდებოდი, რაღაცები გავამზადე, მოდი ვჭამოთ. - როგორ შეგაწუხეთ, ისედაც მთელი წლით ჩაგისახლდით _ კიდევ უფრო შეწუხდა თანანო. - რას ლაპარაკობ შვილო, მთელი წელი მარტო ვარ, ხმის გამცემი მაინც მეყოლები. - არავინ ჩამოდის ბებო? - როგორ არა, ხანდახან ჩამოდიან ჩემი შვილიშვილი და იმისი მეგობრები, ენაცვალოთ ბებო. - კარგია, მე ცოტა ადრე ჩამოვედი, შევეჩვევი აქაურობას. - რატომ მოინდომე აქ მასწავლებლობა ბებო? ქალაქელი გოგოები გვიწუნებენ აქაურ ცხოვრებას _ ღიმილით ჰკითხა მოხუცმა. - მე არ მაქვს პრობლემა, მიყვარს სოფელი, აქაურ ცხოვრებასაც არ ვიწუნებ _ გაუღიმა. - კარგი გოგო ხარ, დალოცა ღმერთმა შენი გამზრდელი. - სკოლა შორს გაქვთ ბებო? - დიდი მანძილია ბებო, მეც გამიკვირდა ჩემთან რატომ ჩამოგასახლეს, ასე შორს. - ძალიან კარგია რომ თქვენთან ჩამომასახლეს, ახლა მიმასწავლეთ სამზარეულო, ჭურჭელი და სუფრას მე გავშლი. - რას ლაპარაკობ, სტუმარს როგორ გაგაშლევინო ბებო _ შეიცხადა. - ერთი წელი აქ უნდა ვიყო, არ ვარ სტუმარი, მინდა თქვენი შვილიშვილივით მიმიღოთ. - კი ბებო, კი. აი აქაა სამზარეულო, მაგრამ დღეს მაინც მაცადე მე. - კარგი, ხვალიდან მე გავაკეთებ. - კაი ბებო. ჩაი მშვიდად მიირთვეს. წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც თვითონ აალაგა სუფრა, ჭურჭელიც დარეცხა და ძველებურ სავარძელში მოკალათდა. <<რა თბილი ქალია>> გაიფიქრა და გაეღიმა. ვერც კი წარმოიდგენდა ასეთ კარგ დახვედრას. თან მარტო ცხოვრობს, არავინ შეაწუხებს. იცხოვრებს აქ, ამ ბებოსთან, რაც მთავარია აუცილებლად დაეხმარება ყველაფერში, თუ დრო ექნება მიწაზეც იმუშავებს და საქონელსაც მოუვლის. ამის კომპლექსი არასდროს ჰქონია, ბავშობის დიდი ნაწილი აქვს სოფელში გატარებული საყვარელ ბებოსთან და პაპასთან, არ უკვირს ასეთი რაღაცები და არც კუდაბზიკობს. პირიქით, ფიქრობს რომ საამაყოა ის, თუ „ქალაქელი“ გოგო სოფლის ცხოვრებას მოერგება. დღეიდან სანამ სკოლა დაიწყება ყველაფერში დაეხმარება, სკოლის შემდეგაც თავისთავად. ახლა მხოლოდ ძილი უნდა. მორიდებით გახედა მოფუსფუსე ბებოს, როგორ დაიძინოს როცა ეს ქალი ისევ საქმეს აკეთებს, მაგრამ ისე ეძინება ვერც კი მიეხმარება. - ბებო _ ნელა წამოდგა სავარძლიდან და ფრთხილად მიუახლოვდა ქალს. - რა იყო შვილო? - ბებო სად უნდა დავიძინო? ძალიან მეძინება. - მომიკვდეს თავი _ შეიცხადა ლულუამ _ მე რომ შუაღამემდე ფეხზე ვარ, განა ყველა ეგრე იქნება, წამო ბებო გაჩვენო. პირველ სართულზე დაგაწვენ ბებო, ახლოს იქნები არ შეგეშინდება. ერთ ოთახში შეიყვანა და დატოვა. საჭირო ნივთები ამოალაგა, მოწესრიგდა და საბნის ქვეშ მოექცა. მიუხედავად ადრეული შემოდგომისა, ფაქტობრივად ჯერ ისევ ზაფხულია მაგრამ აქ მაინც ძალიან ცივა. ადვილად გათბა, დაღლილს სითბოში მალე ჩაეძინა და ვარდისფერმა ბურუსმა მოიცვა მისი გონება. დილით ბუნების ხმამ გააღვიძა, ქათმები, ინდაურები, ძაღლი, კატა, საქონელი - ყველას ერთად მოუნდა ხმაური. ზანტად გაიშალა და თავი წამოყო ლოგინიდან. სახლში ხმა არ ისმის, ანუ ბებო გარეთაა - დაასკვნა ადვილად. ფეხები გადმოსწია და როგორც კი საბანი მოშორდა მის კიდურებს, მაშინვე შეუტია დილის სუსხმა. სწრაფად დაბრუნდა ლოგინში და საბანში ტოლმასავით გაეხვია. ახლა უნდა ადგეს, სხვა თუ არაფერი სირცხვილია ამ დრომდე წოლა, რას იფიქრებს ეს ქალი. თავს ძალა დაატანა და ლოგინიდან გადმოვიდა. სიცივეს გაუძლო და მაშინვე ჩანთიდან ტანსაცმლის ამოყრას შეუდგა. ზაფხულის კვალობაზე საკმაოდ თბილად ჩაიცვა, ოთახი მიალაგა და გავიდა. როგორც ჩანს ბებომ ვერ მოასწრო სახლის დალაგება. არაუშავს ბახტაძე აუცილებლად მიხედავს ამას. მაშინვე მოძებნა ცოცხი, აქანდაზი, იატაკის საწმენდი და სახლის დალაგებას შეუდგა. ჯერ თავისი ოთახი დაალაგა, შემდეგ ლულუას ოთახსაც მიხედა, მისაღებიც, შემოსასვლელიც. საბოლოოდ კი სამზარეულო დაალაგა და ამასობაში ბებოც მოვიდა. - რატომ ვარ ცოცხალი _ შეიცხადა ქალმა _ ამ სტუმარ ბავშვს რომ გალაგებინებ სახლს, გაუშვი, გაუშვი ახლავე. - კარგი რა ბებო, ისედაც ამდენი საქმე გაქვს, რა მოხდა რომ სახლი დავალაგო, თან ხომ შევთანხმდით, მე ოჯახის წევრი ვარ. - რას იტყვის ბებო ხალხი, სტუმარს ამუშავებსო. - კარგი რა ბებო, ხალხას ვუთხრათ რომ თქვენი ოჯახის წევრი გავხდი. - კაი ბებო კაი, ამ ახალგაზრდებს ვერაფერს გაგაგებინებთ, როგორ დაგიწკრიალებია _ კმაყოფილმა მოავლო თვალი სახლს. - ვეცადე. თქვენ სად იყავით? - მე აგერ ძროხა მოვწველე ბებო, ეს ერთი უბედური პირუტყვი მყავს. - რატომ ეს ერთი? ეზო სავსეა. - ეგ კი კარგია ბებო, მაგრამ საქონელს არაფერი შეედრება. - გავიგე. - ახლა საძოვარზე გავიყვან და მოვალ მალე. - მე გავიყვან _ ხალისით შესთავაზა თანანომ. - რას ლაპარაკობ, არავითარ შემთხვევაში. მალე მოვალ, ტელევიზორი ჩართე შენ თუ გინდა, ბევრს კი არაფერს აჩვენებს მაგრამ გაერთობი. წავალ ბებო მე. - კარგი _ დაეთანხმა და გადაწყვიტა სანამ მოვიდოდა საჭმელი მოემზადებინა. კარტოფილი იპოვა, სწრაფად გათალა, დაჭრა და დროის გასვლას დაელოდა რომ ლულუასთვის ცხელი დაეხვედრებინა. ხვალიდან აუცილებლად ეცდება თვითონ წაიყვანოს საძოვარზე, ისედაც მოხუცია ბებო, სანამ აქ იქნება ყველაფერში უნდა დაეხმაროს, ნეტავ მისი შვილიშვილი სად არის, რატომ არ არის მოხუც ბებიასთან, ახლა ხომ დასვენების პერიოდია. „ნეტავ შენ ვინ გეკითხება?“ მაშინვე გამოეპასუხა ალტერეგო. „მაინტერესებს“, უპასუხა თავდაჯერებულმა. „შენი საქმე არ არის, ყველაფერში ცხვირს ნუ ჰყოფ.“ რა საზიზღარი ალტერეგო ჰყავს, სულ ნერვებს უშლის, წესიერს არაფერს ეტყვის. ლულუას ხმა გაიგონა, მაშინვე დადგა კარტოფილი პატარა გაზის ბალონზე და თვითონ ბებოსთან შესახვედრად გაეშურა. - ხომ არ მოიწყინე ბებო? ვინმე ხომ არ მოსულა? _ გამოჰკითხა ქალმა მისი იქ არყოფნის პერიოდი. - არავინ მოსულა, არც მომიწყენია. - ახლა საქონელს მივხედავ შვილო და რომ შემოვალ გავაწყობ სუფრას და ვჭამოთ. სანამ ქალმა საქონელს მიხედა, კარტოფილიც შეიწვა და ბახტაძემ სუფრის გაშლაც მოასწრო. - ეს რა ოქრო ყავხარ შვილო შენს მშობლებს _ მადლიერი მზერით გადახედა თანანოს. - დავსხდეთ ბებო, იმედია მოგეწონებათ. - როგორ არ მომეწონება ბებო, რა იქნება ერთი გოგო მეც მყოლოდა შვილიშვილად _ სინანულით ჩაილაპარაკა ქალმა და თანანოს თვალებით მიეფერა. _ საღამოს კიდევ უნდა დაგტოვო ბებო ცოტახნით, ისევ უნდა გავიყვანო პირუტყვი. - ბებო მოდი ამ საღამოს მე გავიყვან, თან გზებსაც და ტყეებსაც უკეთესად ვისწავლი. - ეგ აღარ მაკადრო მეორედ _ ნაწყენი გამომეტყველება მიიღო ქალმა. - ძალიან რომ გთხოვოთ, გავიყვან რა. - მართლა ასე ძალიან გინდა ბებო? _ ღიმილით გადახედა ქალმა. - ძალიან _ იმდენად გულწრფელად უპასუხა ბახტაძემ რომ დაითანხმა. მაგიდაც თვითონ აალაგა, ჭურჭელიც თვითონ დარეცხა და პირუტყვის გასარეკად შესაბამისად ჩაიცვა. როგორც კი მზე ოდნავ მიეფარა მთებს, მაშინვე ხალისით წამოხტა და ეზოში გავიდა. - აბა მაჩვენეთ საით გავრეკო? _ ინტერესით ჰკითხა ქალს. - აი აქეთ შვილო _ ხელით უჩვენა მიმართულება და ჭიშკრიდან გასულ თანანოს პირჯვარი გადასახა. გზას მიუყვებოდა მარტოსულ პირუტყვთან ერთად, ცდილობდა დაემახსოვრებინა ბილიკი და ძალიან შორს არ წასულიყო. ისედაც ძლივს დაითანხმა ქალი და ახლა რომ დააგვიანოს სულ გადაირევა. ეს ტელეფონიც არ იჭერს, ვერავის უკავშირდება, იმედია არ ინერვიულებენ, წინასწარ გააფრთხილა შეიძლება ვერ დაგირეკოთო. ერთი დღეა რაც აქ არის და ჯერ არ უნანია წამოსვლა, იმედია მთელი წელი ასევე გაივლის. მოუთმენლად ელის სკოლის დაწყებას, ბავშვების გაცნობა უნდა. ფიქრში დრო სწრაფად გავიდა, უკან უნდა დაბრუდეს, ბებო არ ანერვიულოს. პირუტყვს ჯოხის მსუბუქად დარტყმით აგრძნობინა წასვლის დროაო და წინ გაირეკა. ჭიშკარში შესულს ლულუა რომ არ გამოეგება გაუკვირდა. იფიქრა ალბათ ჩაეძინა და არ გავაღვიძებო. პირუტყვი სადგომში შეუშვა, იქვე მდგარი სათლი აიღო და მოსაწველად შევიდა. ხშირად უყურებია ბებიამისისთვის და იცის როგორც უნდა გააკეთოს, არც ამჯერად გაჭირვებია, პირუტყვიც მშვიდი და დამჯერი აღმოჩნდა. სავსე სათლი გამოიტანა და როგორც იქნა მიიტანა სამზარეულომდე. ზემდეტად ემძიმა, ნეტავ ეს ქალი როგორ ზიდავს ამდენს. მისაღებიდან ხმები რომ გამოდიოდა გაუკვირდა, პირდაპირ იქით შევიდა და გაღებულ კარებში თავი შეყო. გაუკვირდა სუფრასთან მსხდომი ორი ბიჭი რომ დაინახა, გვერდით ბებო იჯდა და ბედნიერი შჰყურებდა. - ლულუა ბებო _ უცხოების დანახვით გაკვირვებულმა მიმკვდარებული ხმით დაუძახა ქალს. - მოხვედი ბებო? შემო გენაცვალე შემო, ამ გამობრუტუნებულ მოხუცს სულ დამავიწყდა შენს შესახებ მეთქვა. მორცხვად შეაბიჯა და ბებოს გვერდით დაუდგა, ბიჭებმა გაუღიმეს. - გაიცანით ბებო, თანანო ქალაქიდან ჩამოსული მასწავლებელია _ ქალაქის ხსენებაზე ერთ-ერთს მაშინვე დაუსერიოზულდა სახე და ირონიულად ახედა. _ ესენი იოაკიმე და იოანე არიან, იოაკიმე ჩემი ნამდვილი შვილიშვილია, იოანე მისი მეგობარი, ისიც შვილიშვილობას მიწევს _ ღიმილით გააცნო ბებომ სტუმრები. - სასიამოვნოა _ ფეხზე წამოდგა იოანე და თავი დაუკრა. - ჩემთვისაც _ გაუღიმა. - კეთილი ფერია _ სარკასტულად გამოსცრა კბილებს შორის და ბებოს დასანახად უხეშად მიუგდო ერთი სიტყვა _ სასიამოვნოა. - ჩემთვისაც _ გაუღიმა თანანომ, <<ეს რა უხეშია>> გაიფიქრა გულში და ღიმილი მოიშორა. - ბოსლის სუნად რომ ხარ ნაქცევი დავიჯერო ვერც ხვდები და არც გაწუხებს? - უხეში ტონით ჰკითხა იოაკიმემ. <<რას მერჩის ეს ბიჭი>> გაიფიქრა თავისთვის და შეხედა. - უკაცრავად _ ჩუმად ჩაილაპარაკა და შეურაცხყოფისგან აწითლებული ლოყების დასამალად თავი გვერდით მიაბრუნა. - უიმე შვილო შენ დააბი საქონელი? წავალ ახლა, მოსაწველი მყავს. - იყავი ბებო, გავაკეთე უკვე, რძე სამზარეულოში შევიტანე. _ გაუღიმა ქალს. - რა კარგი ხარ გენაცვალოს ბებო _ ჩაიხუტა გვერდით მჯდომმა ქალმა. - მშრომელი კეთილი ფერია _ ისევ სარკასტული ტონით ჩაილაპარადა და კიდევ ერთხელ მოახერხა ბახტაძის ყურადღების მიპყრობა. _ იქნებ გამოგეცვალა მაინც რომ ეს სუნი მოიშორო. - ოაკიმე _ შეუბღვირა ქალმა _ ბავშვი საქონელთან იყო შესული და სუნამოს სუნი ვერ ექნება ბებო, იმათ კი არ ჰგავს ყველაფერზე რომ ცხვირს იბზუებენ, წესიერად ილაპარაკე. მეც ამდის ხოლმე ბოსლის სუნი, მაგრამ იტან _ შედარებით მკაცრად უთხრა. - უკაცრავად, გავალ მე _ ჩუმად ჩაილაპარაკა თანანომ და თავისი ოთახისკენ წავიდა. თავი რომ „სამშვიდობოს“ დაიგულა, ღრმად ამოისუნთქა. ესეც კარგი დახვედრა, ჯერ ხომ ახლა გაიცნო რას ერჩის ნეტავ. გამოიცვალა, თავი მოიწესრიგა, სუნამოც იპკურა „ბატონისთვის“ თავის მოსაწონებლად და ოთახიდან გავიდა. - მოხვედი ბებო? მოდი ჩემო გოგო, ჭამე რამე _ თბილად მიმართა ქალმა. - მობრძანდით მასწავლებელო _ ირონიულად შეათვალიერა იოაკიმემ _ ოჰ სუნამოც დაგვისხამს _ მაშინვე გაამახვილა ყურადღება. - ვცდილობ სტუმრები არ შევაწუხო _ ჩუმად, თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა თანანომ. - რა თავაზიანი მასწავლებელი გვყოლია _ შენიშნა ფიცხელაურმა _ თუმცა ჯერ უნდა გაერკვიო ვინ სტუმარია და ვინ მასპინძელი _ ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი. ბახტაძემ დაინახა როგორ გაჰკრა იოანემ მხარი მეგობარს, მაგრამ ფიცხელაურს თითქოს არც შეუნიშნავს, ისევ უტიფრად უმზერდა გოგონას. ეს მწველი მზერა აკომპლექსებდა თანანოს, დახრილი თვალებით შესცქეროდა სუფრას და თავის აწევის სურვილი არ ჰქონდა, იცოდა ისევ მის თვალებთან მოუწევდა შეხვედრა, თვალებთან რომელშიც ირონიულად მოცინარი და მოთამაშე ჭინკები მოჩანდნენ. ურჩევნოდა უსულო საგნებისთვის ეცქირა, ასე უფრო ადვილი იქნებოდა, შეპასუხებას არ აპირებდა, შეიძლება ვერც გაებედა, პასუხად რას დაახვედრებდა იოაკიმე, კაცმა არ იცის. იქნებ ისეთი რამ ეთქვა სულაც გადაეფიქრებინა ერთი წელი აქ ყოფნა, ამიტომ არ ღირდა. ცოტა ხანში წავიდოდნენ და ყველაფერი ძველებურად, გუშინდელივით იქნებოდა. რამდენიმე დღე აიტანდა მის მწველ, უტიფარ, ირონიულ მზერას, გულში კიდევ ერთხელ გაივლო ანდაზა: ვინც მოითმენს, ის მოიგებსო და საკუთარი გადაწყვეტილებით კმაყოფილმა ჩუმად ჩაიღიმა. - მადლობა ბებო _ პირველად გაიგონა იოაკიმესგან გულწრფელი, თბილი სიტყვები. „ ჯერ ნახევარი საათია რაც გაიცანი, როდის რას გაიგონებდი“ - ისევ ჩაისისინა ალტერეგომ. << ერთხელ მაინც რომ გაჩუმდე ხომ შეიძლება >> გაიფიქრა ალტერეგოს მისამართით და როგორც იქნა თავი ასწია. ლულუა სუფრის ასალაგებლად ადგა. - იყავით, მე ავალაგებ _ გაუღიმა თანანომ. - არა ბებო, დაიღლებოდი დღეს, დაისვენე შენ _ თბილად მიმართა ქალმა. - მოგეხმარებით მაინც _ ამაზე დაითანხმა და ორივემ ერთად აალაგა სუფრა. ჭურჭელი მაინც თანანომ დარეცხა. ერთადერთი საქმე რასაც ბავშვობიდან ორგანულად ვერ იტანს ჭურჭლის რეცხვაა, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში მაინც უწევდა ამის გაკეთება. ახლაც, საკუთარ თავს ვერ აკადრებს რომ ლულუას არეცხინოს ჭურჭელი, ამიტომ იძულებულია გააკეთოს და თავისი ზიზღი სადღაც შორს მოისროლოს. რეცხვას რომ მორჩა, მისაღებში გავიდა ბებოსთან, მაგრამ ის ორნიც იქ დახვდნენ. მორიდებულად ჩაჯდა ძველებურ სავარძელში და კარგად მოკალათდა. იოაკიმე ფანჯარას მოშორდა და სავარძელს მიუახლოვდა. - ეს სავარძელი ჩემია _ თავზე დააჩერდა თანანოს. ბახტაძემ გულუბრყვილო მზერით აჰხედა ბიჭს. - დიახ თქვენია, წაღებას, მოპარვას და ჩუქებას არც ვაპირებდი _ მშვიდად უთხრა და ისევ სივრცეში გაიხედა. - ვერ გამიგე მასწავლებელო, ეს სავარძელი ჩემია, ანუ ახლა უნდა ადგე და დამსვა _ გაფართოებული თვალებით შეხედა თანანომ, ვერასდროს წარმოიდგენდა ამდენად უტიფრობა თუ შეეძლო ადამიანს, მით უმეტეს მამაკაცს და ხევსურს. მთიულებზე ყოველთვის სხვანაირი წარმოდგენა ჰქონდა, ფიქრობდა რომ ქალებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ, კარგი, თავაზიანი, ვაჟკაცური, ჯელტმენური, მაგრამ იოაკიმე ნამდვილად არ არის ამ ყოველივეს ნათელი მაგალითი. - კიდევ დიდხანს უნდა გელოდო? _ უხეშად ჰკითხა _ კეთილი ფერია არ გამოავლენს თავის სიკეთეს, არ დამითმობს სავარძელს? - იოაკიმე, რანაირად იქცევი ბებო, რას ჰგავს ეს _ გაუბრაზდა ქალი. - ბოდიში _ ღიმილით მიუბრუნდა ბებოს, მისი საყვედური კი არაფრად ჩააგდო. _ აბა, დამსვამთ? - თუ სინდისი მოგცემთ უფლებას რომ ქალის მიერ დათმობილ ადგილზე მოკალათდეთ, მობრძანდით _ თვითონაც ვერ მიხვდა რატომ მისცა საკუთარ თავს შეპასუხების უფლება, მაგრამ ახლა ფიქრის და სინანულის დრო აღარ იყო. ნელა წამოდგა სავარძლიდან და ფანჯარას მიუახლოვდა. - უკაცრავად თანანო ხომ? _ ღიმილით მიმართა იოანემ. - დიახ _ ბიჭისკენ მობრუნდა და გაუღიმა. - პროფესიით მასწავლებელი ხართ? - არა. - აბა აქ რატომ ჩამოხვედით? - არაპროფესიონალი კადრები მხოლოდ ჩაწყობით მუშაობენ _ ჩაისისინა ფიცხელაურმა. - უბრალოდ გადავწყვიტე რომ აქაური ბავშვები არაფრით ჩამოუვარდებიან ქალაქელ ბავშვებს, უფლება აქვთ ჰყავდეთ ინგლისურის სპეციალისტი მასწავლებელი _ გავუღიმე. _ არაპროფესიონალი არ ვარ, საკმაო გამოცდილება მაქვს ამ სფეროში _ იოაკიმეს მისამართით ჩაილაპარაკა. - რატომ არ ჩამოვიდოდა, პრეზიდენტის ანაზღაურებისოდენა თანხას შესთავაზებდნენ _ ისევ გაჰკრა კბილი. - გადავწყვიტე რომ ერთი წელი ქალაქისგან დასვენება არ მაწყენდა, აქ საკუთარი სურვილით ვარ _ ისევ უპასუხა სისინზე და თვითონაც ვერ მიხვდა, რატომ ცდილობდა რაღაცების ახსნას. _ ბებო მე წავალ, დავიძინებ _ ღიმილით მიუახლოვდა ჩაფიქრებულ ქალს და კოცნით უსურვა მშვიდი ძილი. - წადი ბებო წადი _ შუბლზე აკოცა ქალმა და დალოცა. - ძილინების _ მაინც ღიმილით დაემშვიდობა ბიჭებს და ოთახში შევიდა. მოწესრიგდა და ცივ ლოგინში შეწვა. საბანი მჭიდროდ დაიფარა და მოიკუნტა, ამ გზით ეცადა გათბობას. უკვე ძილ-ბურანში იყო ხმაური რომ გაიგონა. ვიღაც აშკარად მის საბანს მოეჭიდა და გადახსნა სცადა. მაგრად მოჭიდა ხელები საბნის კუთხეს და შეშინებულმა გაახილა თვალები. - ვინ არის? _ შეშინებული ხმით იკითხა და იგრძნო როგორ მოეშვა საბანი, იმ წამსვე შუქები აინთო. მკვეთრმა სინათლემ თვალი მოჭრა ბახტაძეს, მაგრად დახუჭა და ნელ-ნელა თავიდან გაახილა. წინ მდგომ სილუეტში იოაკიმე ამოიცნო. - შენ აქ რა გინდა? _ გაღიზიანებული ეკითხებოდა ბიჭი _ ასეც ვიცოდი, კეთილი, პატიოსანი ფერია მხოლოდ ნიღაბია, ნიღაბი რომლითაც აქაური ბიჭების მოხიბვლას ცდილობ. ოღონდ გათხოვდე და სოფელში ცხოვრებაზეც კი თანახმა ხარ. - უკაცრავად, აქ რა გინდათ? _ ჯერ ისევ შეშინებული ხმით ლაპარაკობდა. - კარგი რა, არ გინდა ეს გულუბრყვილო გოგოს როლის თამაში, მორჩი მსახიობობას, გავარკვიე უკვე ყველაფერი. - რა ხდება აქ? _ ოთახში ბებო შემოვიდა. - არ ვიცი _ ჩაილუღლუღა თანანომ _ შემოვიდა, რატომ შემოვიდა არ ვიცი. - როგორ თუ რატომ? _ იფეთქა ფიცხელაურმა _ ჩემი ოთახია და შემოვედი, შენ რა გინდა აქ, შენ? - ყველაფერი ჩემი ბრალია _ ჩაიცინა მოხუცმა _ თანანოს მე დავრთე ნება რომ შენს ოთახში ეცხოვრა, თქვენ მეორე სართულზე მოგიმზადეთ ოთახი ბებო, მაგრამ თქმა დამავიწყდა, ეჰ, სიბერის ბრალია. - ჩემი სავარძელი მას, ჩემი ოთახი მას, საინტერესოა შემდეგი რა იქნება? _ გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და ოთახიდან გავიდა. - დაიძინე ბებო _ კიდევ ერთხელ აკოცა ქალმა შუბლზე, სინათლე ჩააქრო და კარები გაიხურა. ისევ მოიკუნტა, საბანი თავზე წამოიხურა და გულზე ხელი მიიჭირა. ახლაც გრძნობს როგორ გამალებით უცემს გული, როგორ შეაშინა, არა საინტერესოა რას ერჩის, ან რა მსახიობობაზე ლაპარაკობდა. აშკარად არ უნდა იყოს დალაგებული, გული კი გაუხეთქა და. როგორ გინდა ახლა რომ მშვიდად დაიძინოს? კარებს საკეტი არ აქვს, იმედია ისევ არ შევა მასთან ოთახში, თორემ აუცილებლად გაგიჟდება. <<დამშვიდდი, დამშვიდდი, აღარ შემოვა, უბრალოდ შემთხვევით შეეშალა, ბებოს დაავიწყდა გაფრთხილება >> ამშვიდებდა საკუთარ თავს, ნელ-ნელა ქუთუთოები დაუმძიმდა და თავისთავად დაეხუჭა. მზის სხივებმა გათენება ამცნეს. ნელა წამოიწია ლოგინიდან, თვალები მოისრისა, გაიშალა და საბანი გადაიხადა. ვერაფრით მიეჩვია აქაურ სუსხს, იმ წამსვე შებრუნდა უკან და ტანზე დაყრილი ხორკლიც გაქრა სითბოში. ამჯერად ნელ-ნელა ადგა, სწრაფად ჩაიცვა, თმა დაივარცხნა, ოთახი მიალაგა და მხოლოდ ამის შემდეგ გავიდა გარეთ. - ჩვენს მასწავლებელს გვიანობამდე ჰყვარებია ძილი _ ირონიული ტონი გაისმა ოთახის ბოლოდან. ფანჯარასთან იოაკიმე აყუდებულიყო. - დილამშვიდობის _ მისი კომენტარისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ეზოში გავიდა და წყაროს მიუახლოვდა ხელ-პირის დასაბანად. აი სოფლის მინუსიც იპოვა, ზაფხულში კიდევ არაუშავს, მაგრამ ზამთარში რომ ამ სიცივეში გარეთ გამოხვალ და ამ გაყინული წლით დაიბან, ფილტვების ანთება თუ არა გაციება მაინც ასპროცენტიანია. გაყინული ხელებით დაბრუნდა სახლში. ბებო ვერ დაინახა ვერც ეზოში, ძალიან აინტერესებდა სად იყო მაგრამ იოაკიმესთვის კითხვას აზრი არ ჰქონდა, რამე სასწაულს ეტყოდა. იოანეც არ იყო იქ. მასთან ერთად უსაქმოდ ჯდომას სახლის დალაგება ამჯობინა. ცოცხი და აქანდაზი მოიტანა და სახლის დაგვა დაიწყო. სავარძელში მოკალათებულიყო ფიცხელაური და არც კი უყურებდა მოფუსფუსე თანანოს. სავარძელს რომ მიუახლოვდა, მშვიდად გაუსწორა თვალი და ჩმად უთხრა. - იქნებ ცოტა ხნით სხვა ადგილას გადახვიდეთ. - ადგილი დაგითმო? _ აგდებით ჰკითხა. - არა, გამოვგვი ამ ადგილსაც და ისევ დაბრძანდით. - აჰ, სულ დამავიწყდა, მშრომელი გოგო _ გაღიზიანებული წამოდგა სავარძლიდან. თანანომ ის ადგილიც დაასუფთავა. - შეგიძლიათ დაიკავოთ თქვენი სავარძელი. _ მშვიდად უთხრა და ოთახი დატოვა. - უკან დაბრუნებულმა საქმე ვეღარაფერი ნახა, თავის ოთახს მიაშურა, წიგნი გამოიტანა, კედელზე მიმდგარ ტახტს მიუახლოვდა და მოკალათდა. მაინც რიდის „ოკეანეში დაკარგულები“ ფრთხილად გადაშალა და კითხვა დაიწყო. ბავშვობაში ხომ უყვარდა საბავშვო, სათავგადასავლო ჟანრის წიგნები, მაგრამ ამ ასაკშიც ვერ მოეშვა მათ კითხვას. უზომო სიამოვნებას იღებს ბავშვობაში დაბრუნებით, დღემდე ხალისით კითხულობს ზღაპრებსაც კი. - ამ ასაკიდან ვერ გამოხვედი მასწავლებელო? _ ცინიკურმა ტონმა მიიპყრო მისი ყურადღება. პასუხი არ გაუცია, გადაწყვიტა რომ ასე ჯობდა. კითხვა განაგრძო, მაგრამ ფაქტობრივად აღარაფერი გაუგია. მექანიკურად აყოლებდა თვალს და გაგებით კი ვერაფერს იგებდა. - უკვე პასუხის დაბრუნებასაც აღარ ვკადრულობთ? _ ისევ გაისმა ხმა. - შეიძლება გავიგო რა გნებავთ? _ არანაკლებ უხეშად უპასუხა თანანომ და საკუთარი სითამამე გაუკვირდა. - მე რაღაც ვიკითხე და პასუხს ველოდი, მგონი მასწავლებელმა უნდა იცოდეს რომ კითხვის უპასუხოდ დატოვება უზრდელობაა. - კითხვის დასმის ფორმას გააჩნია _ მშვიდად უპასუხა და ოთახში გაუჩინარდა. იქ განაგრძო წიგნის კითხვა, მაგრამ მიხვდა რომ კონცენტრაციას ვერ ახერხებდა ამიტომ უკან დაბრუნდა. ახლა უკვე იოანეც იქ დახვდა და ბებოც. - დილამშვიდობის _ ღიმილით მიესალმა და სავარძელში მოკალათდა. - გამარჯობა _ მიესალმა იოანეც. - ღმერთმა მშვიდობიანი დღე მოგცეს ბებო _ თბილად უპასუხა ქალმა. - ისაუზმებთ? _ ღიმილით ჰკითხა საზოგადოებას. - მასწავლებლებს ასეთებიც შეუძლიათ? - იოაკიმე _ ისევ შეუბღვირა ქალმა _ კი ბებო, გავშალოთ და ვისაუზმოთ. სამზარეულოში გავიდა, სუფრა გაშალა, ჩაისთვის წყალი აადუღა და მათთან დაბრუნდა. - ყველა ჩაის მიირთმევთ? - აბა დილით აქ რა უნდა შემოგვთავაზო _ გაღიზიანებულმა უპასუხა. - ყავა _ მშვიდად უპასუხა თანანომ. - მე დავლევ ყავას თუ არ შეგაწუხებ _ გაუღიმა იოანემ. - ახლავე. _ ყავაც გაამზადა, ჩაიც და მისაღებში დაბრუნდა. თვითონაც ყავას სვამდა. მაგიდას მიუჯდა და ბებოს გაუღიმა. - ქალაქური ჩვევები მაინც ვერ მოვიშალეთ? _ ისევ ირონიული ტონით იკითხა ფიცხელაურმა. - უკაცრავად? _ გაკვირვებულმა შეხედა ბახტაძემ. - აქ იმდენი ფუფუნება არ არის ყოველ კვირა რომ ყავა იყიდო, რაღაც-რაღაცებს უნდა გადაჩვეოდი სანამ ჩამოხვიდოდი. - როგორმე მოვერგები აქაურობას _ თავითვის ჩაილაპარაკა და თვალები დახარა. ნეტავ მალე წავიდნენ, დიდხანს ნამდვილად ვეღარ გაუძლებს ყოველდღიურ დამცირებას, ირონიულ ტონს და მწველ თვალებს, ყველა მის ქმედებას რომ აკვირდება. - ბებო მე ახლა საქონელი უნდა გავრეკო, გოგონა არ გამიბრაზოთ _ ბიჭებს გადახედა ბებომ. - ბებო ჩვენ გავიყვანთ _ ღიმილით შესთავაზა ფიცხელაურმა და თანანოს თვალები შუბლზე აუვიდა. - არა ბებო, სტუმრები ხართ თქვენ. _ ღიმილით უპასუხა ქალმა. - ახლა უკვე მაწყენინებ, ანუ ეს არ არის სტუმარი და მე სტუმარი ვარ? _ თითით ანიშნა გოგონაზე _ მე ეს არ მომწონს, გადაწყვეტილია ჩვენ წავიყვანთ. - კარგი ბებო კარგი _ ღიმილით დაეთანხმა ქალი და ბიჭებს ეზოში გაუძღვა. სანამ ისინი დაბრუნდებოდნენ, ბახტაძემ სუფრა აალაგა, ჭურჭელი დარეცხა და სახლში იმ წამს შემოსულ ბებოს გაუღიმა. - ბებო ძალიან კი მერიდება მაგრამ რაღაც უნდა გთხოვო _ მორიდებით დაიწყო ქალმა. - გისმენ _ ღიმილით უპასუხა გოგონამ. - მოვხუცდი, სახსრები მტკივა, კიბეებზე სიარული მიჭირს, იქნებ მაღლა ბიჭების ოთახი მიალაგო ბებო _ დარცხვენით უთხრა მოხუცმა. - რა პრობლემაა _ გაუცინა ქალს და მაშინვე გაეშრა მეორე სართულისკენ. ერთ-ერთი ოთახის კარები ღია იყო, ივარაუდა რომ ეს იქნებოდა და არც შემცდარა. ოთახი ფაქტობრივად დალაგებული იყო, მხოლოდ ლოგინებს უნდოდა გასწორება. ხუთ წუთში მოაწესრიგა და სწრაფად გამოვიდა ოთახიდან. იმის წარმოდგენაც არ უნდოდა უეცრად რომ იოაკიმეს დაენახა, რას ღარ იფიქრებდა, ისედაც ისეთები უთხრა წუხელ, ზედმეტი იქნებოდა. პირველ სართულზე დაბრუნდა და ბებოს ამცნო ყველაფერი რიგზეაო. - კიდევ რაღაც უნდა გთხოვო ბებო, სტუმარი სტუმარი-თქო ვიძახი და ყველაფერს შენ გავალებ. - რა პრობლემაა, მე სტუმარი არ ვარ, ხომ შევთანხმდით. - ბიჭებს რომ გაუტანო რამე თუ შეგიძლია ბებო, გავამზადებ და პატარა საჭმელი რამე, წყალი რომ წაუღო. - მე გავამზადებ და წავუღებ კიდეც, არ იდარდოთ. - ანგელოზად მომევლინე შვილო _ გაუღიმა ქალმა და ჩაიხუტა. - რა გავამზადო? _ ინტერესით ჰკითხა. - ბევრი არაფერი შვილო, პური, ყველი, აგერ კიტრიც არის და წყალი. - გავამზადებ ახლავე და წავალ. სწრაფად გაამზადა, ჩანთა მოიკიდა და წავიდა. ბებომ ჩვეულებრივ პირჯვარი გადასახა და სახლში შებრუნდა. გზას გაუყვა. იქნებ ტელეფონმა მაინც დაიჭიროს რომ დაუკავშირდეს ვინმეს. არის! დაიჭირა, სასწრაფოდ გადარეკა ოჯახთან, მოიკითხა, სიტუაცია აუხსნა, უთხრა როგორ კარგად ექცეოდა ბებო და დაემშვიდობა. შემდეგ გოგოებს დაუკავშირდა, მათ უფრო განვრცობილად მოუყვა ყველაფერი, არც იოაკიმე და იოანე გამოუტოვია. ბელამ კიდევ ერთხელ გაკიცხა მისი დამთმობი ხასიათის გამო და გააფრთხილა აღარაფერი დაეთმო იმ ხისთავიანისთვის, შეპასუხებოდა და საკუტარი თავი დაეცვა. ღიმილით გაუთიშა მეგობარს ტელეფონი, ჯიბეში ჩაიდო და გზა გააგრძელა. „ასფურცელა“ ამოუტივტივდა თავში, ხახვის ფოჩები უნდა დაეყარა, ადვილად გაიგნებდა სახლში დასაბრუნებელ გზას. გაეღიმა თავის ბავშვურ ფიქრებზე. ნეტავ ბიჭები რას იტყვიან რომ დაინახავენ, ფიცხელაური ალბათ ისევ შეამკობს „კომპლიმენტებით“, იოანე კი გულწრფელ მადლობას ეტყვის. ამდენი ხანია მოდის და ჯერ არ ჩანან, ნეტავ სად წაიყვანეს ეს ერთი ძროხა, რად უნდა ამდენი სიარული. „სანამ იქ მივალ მეც მომშივდება“- გაიფიქრა და გაეცინა. შორს რაღაც მოძრავი წერტილები გაარჩია. „ისინი იქნებიან“- გაუხარდა, ძალიან დაიღალა, ცოტა თუ არ დაისვენა უკან ვერ დაბრუნდება. ნელ-ნელა უახლოვდებოდა მოსიარულე წერტილებს და ისინიც იზრდებოდნენ, მალე უკვე ორი სილუეტი გახდა ამოსაცნობი. ნამდვილად ისინი იყვნენ, კიდევ უფრო თავდაჯერებული გაუყვა გზას და მიუახლოვდა. - დღემშვიდობის _ ღიმილით მიესალმა ორივეს და ჩანთა მიწაზე დადო. - დღემშვიდობის, რამ შეგაწუხა? _ ღიმილით ჰკითხა იოანემაც. - ოჰ, მასწავლებელი მობრძანებულა, რამ შეგვაწუხა? _ ირონიით ჰკითხა იოაკიმემ. - საჭმელი მოგიტანეთ. - კიდევ არ მოგბეზრდა კეთილი გოგოს თამაში? _ გაღიზიანებულმა მობეზრებულად აიქნია ხელი. - ვერ ვხვდები რას გულისხმობთ _ მშვიდად უთხრა _ ბებომ მთხოვა რომ მომეტანა და მოგიტანეთ, ცივი წყალიც არის, შეგიძლიათ მიირთვათ. - დიდად მადლობები გახლავართ _ სარკასტულად გაშალა ხელები. - არაფრის _ გულუბრყვილოდ უპასუხა და იქვე ჩამოჯდა. - შეგიძლია წახვიდე _ უხეშად უთხრა. - გაწუხებთ? _ ღიმილით ჰკითხა თანანომ. - შემიძლია გითხრა რომ საერთოდ ვერ ვგრძნობ შენს არსებობას _ ისევ უხეშად უპასუხა. - ჰო და მაშინ პრობლემაც არ უნდა იყოს ცოტა ხნით თუ დავისვენებ, ძალიან დავიღალე. - არავის დაუვალებია ამ სიშორეზე სიარული და ჩვენთვის საჭმლის მოტანა, თითქოს რომელიმეს ნათესავი იყო და ზრუნავდე. - არავის დაუვალებია, ბებომ მთხოვა და მოვიტანე, გემრიელად მიირთვით. - ძალიან კი შეგაწუხეთ _ ღიმილით მიუგო იოანემ _ მოდი შენც ჭამე _ მიიწვია „სუფრასთან.“ - არ მინდა მადლობა _ უნდოდა მაგრამ ახლა იოაკიმესთან ერთად ჭამას და ამის შესახებ მისი მწარე კომენტარების მოსმენას ერჩივნა მშიერი ყოფილიყო. ცოტა ხანს იჯდა მიწაზე, გაჰყურებდა სივრცეს, მთებს და გრძნობდა რა კარგი იყო აქ. ეს ის თავისუფლების განცდა იყო, რომელიც ქალაქში არ ჰქონია. იქ ვერ შეიგრძნობ ამდენად კრიალა ცას, სუფთა ჰაერს, ღია სივრცეს. ქალაქში რაღაც ხელს გიშლის, აქ კი სულ სუფთა ხარ. ახლა დროა წავიდეს, სანამ კიდევ ერთი „კომლიმენტის“ მსხვერპლი გახდება. - მე წავალ _ განაცხადა და წამოდგა. - კარგად ბრძანდებოდეთ _ უხეშად დაემშვიდობა იოაკიმე. - დროებით _ გაუღიმა იოანემ. გზას დაუყვა ბახტაძე, მიდიოდა და ფიქრებში გაერთო. „ რას მერჩის ეს ბიჭი, რა დავუშავე, ადრე არასდროს შემხვედრია, რატომ ამომითვალწუნა, თუმცა მე რა, რაც უნდა ის ქნას, ნეტავ მალე წავიდეს და ეს ერთი წელი ფეხი აღარ ჩამოადგას აქ.“ „ შენ დაგეკითხება ზუსტად“ - ისევ ასისინდა ალტერეგო. „ შენ გაჩუმდი, ნერვებს რომ მიშლის როგორია?“- გაწიწმატდა. „ მშვენიერია, შენს მშვიდ ნერვებზე ვინმეს ხომ უნდა ემოქმედა“ - ბოროტულად ჩაიცინა. არა რა, მართლა საზიზღარი ალტერეგო ჰყავს, იმის მაგივრად რომ თანანოს მხარე დაიჭიროს, იმ ვიღაც ფიცხელაურს ამართლებს. „ რა მოხდება რომ გაჩუმდე, საერთოდ ხმა აღარ ამოიღო, შენც სულ ნერვებს მიშლი და.“ „ მე რომ გავჩუმდე სიმართლეს ვინ გეტყვის“ - არ დაუთმო. მერე გაეცინა, „ვინმემ რომ იცოდეს როგორ ვეჩხუბები საკუთარ თავს გიჟი ვეგონები“ გაიფიქრა და წინ გაიხედა. მოიცა, არაფერი ჩანს. ნუთუ სახლს ჯერ ვერ მიუახლოვდა. იმ ერთს ვინ ჩივის, სხვა სახლებიც არ ჩანს, გარშემო ტყეა, უკვე საღამოა. „ ღმერთო ჩემო, სად წამოვედი“ _ შეშინებულმა მიმოატარა თვალები გარემოს. არა, არ ეცნობა, ესღა აკლდა, დაიკარგა. მორჩა, ახლა ამის მომძებნი არავინაა, ბებოს ბიჭებთან ეგონება, ბიჭებს სახლში. ტყეა, მხეცებიც იქნებიან, ახლა შეჭამს რამე და მორჩა, დამთავრდება მისი ცხოვრება სოფელშიც და ქალაქშიც. ნერვებს აჰყვა, შიშისგან კანკალი დააწყებინა. ხეზე ასვლა მაინც იცოდეს, მართალი ყოფილა იოაკიმე, სანამ წამოვიდოდა უნდა გაეთვალისწინებინა აქაური სიტუაცია. კიდევ კარგი ჯერ ისევ დღის სინათლეა, რა ქნას ახლა საით წავიდეს. გზა გააგრძელოს თუ აქ დაელოდოს ვინმე გადამრჩენელს. კიდევ ცოტა ხანი იარა და რომ მიხვდა საშველი აღარ იყო, გაჩერდა. მიწაზე ჩამოჯდა და ცრემლით ავსილი თვალები გაიწმინდა. ჭიშკარში პირუტყვი შევიდა, ბიჭებიც უკან მიჰყვნენ, ბებო ეზოში ფუსფუსება. - ჩვენ მოვედით _ ხმამაღლა დაიძახა იოაკიმემ. - მოდით შვილო, მოდით. თანანო საქონელთან შევიდა ბებო? - არ ვიცი არ დამინახავს _ ჩაილაპარაკა ფიცხელაურმა. - როგორ არ დაგინახავს ბებო, თქვენთან ერთად არ მოვიდა? _ გაუკვირდა ქალს. - ვინ მოვიდა ჩვენთან ერთად? ადრე წამოვიდა _ უპასუხა არანაკლებ გაკვირვებულმა. - ვაიმე _ შეჰკივლა ქალმა _ რატომ ვარ ცოცხალი, მომიკვდა თავი, არ მოსულა სახლში _ ქოთქოთებდა ქალი. - ნუ ნერვიულობ სურათების გადაღებას შეჰყვა ალბათ _ ირონიულად ჩაილაპარაკა. - რას ქვია ნუ ნერვიულობ, როგორ ნუ ნერვიულობ, გოგო დაიკარგა, ღამდება, ტყეა, სად წავიდა ბავშვი _ ვერ წყნარდებოდა ქალი. - მოდი დაველოდოთ კიდევ ცოტა ხანს და მოვძებნით მერე. - ახლავე წადით და მოძებნეთ, ახლავე მომიყვანეთ, დედა როგორ შეეშინდება ამ ღამე, მოგიკვდეს ბებო _ არ ჩუმდებოდა ლულუა. - კარგი ჰო კარგი წავალ _ მობეზრებულად ჩაილაპარაკა _ იო შენ დარჩი რა მიხედე, ძალიან ნერვიულობს _ მიმართა იოანეს და ჭიშკრიდან გავიდა. „ კეთილი ფერია, ნეტავ სად დაბოდიალობს, ამ ღამე დამაბოდიალებს მეც. რა ვალდებული ვარ მოვძებნო, ბებიაჩემი არ იყოს აქ დავტოვებდი იმ ადგილას სადაც არის, შეჭამდა რამე და დავისვენებდი. როგორ არ მიყვარს ეს ნიღაბს ამოფარებული ხალხი, ვითომ მშრომელი, პატიოსანი, კეთილი ქალაქელი გოგო.“ - ფიქრობდა გაბრაზებული და სწრაფად მიაბიჯებდა. „სად წავიდა ეს სულელი გოგო“ - უკვე ცოფებს ყრიდა. დაღამდა, წესიერად ვეღარ იყურება, მაგრამ იძულებულია ეს მასწავლებელი ეძებოს. გზას განაგრძობდა და ნაპერწკლებს ყრიდა. უშედეგოდ ელოდა ბახტაძე მშველელს, არავინ ჩანდა და კიდევ უფრო ეშინოდა. დაღამდა, ცხოველების ხმაც ისმის, ის კი მიწაზე ზის გაუნძრევლად და ცრემლებს აღვარღვარებს, თან ცივა, რამე მაინც წამოეღო შემოსაცმელად, მაგრამ აბა რა იცოდა თუ დაიკარგებოდა. სულ იმ უზრდელის ბრალია, მის კომენტარებზე ფიქრობდა და გზა აებნა. „ შენ დაბნეული იყო რა მისი ბრალია“ - არც ახლა გაჩუმდა ალტერ ეგო. მართალი ხარ, დაბნეული და სულელი ვარ, მასზე კი არ უნდა მეფიქრა, გზისთვის უნდა მეყურებინა“ - ამოისლუკუნა და თავი მუხლებში ჩარგო. „ ნეტავ ვინმე მოვიდოდეს“ _ ჩაიჩურჩულა და ცრემლი მოიწმინდა. - მასწავლებელო _ აშკარად გაიგონა ხმა, ყური მიუგდო ხომ არ მომეჩვენაო, ხმა აღარ განმეორებულა, ჩათვალა რომ ჰალუცინაცია იყო. „ რაღა მაინცდამაინც მისი ხმა მომეჩვენა“ - უეცრად გაბრაზდა საკუთარ თავზე. - მასწავლებელო _ არა აშკარად ვიღაც იძახის, მას კი იმის თავიც არ აქვს ხმამაღლა დაუყვიროს და ადგილსამყოფელი შეატყობინოს. სულ მთლად გაყინულია, სხეულს ვეღარ გრძნობს, ვეღარ მოძრაობს. - მასწავლებელო _ კიდევ ერთხელ დაიძახა აშკარად იოაკიმეს ხმამ. - აქ ვარ _ მიმკვდარებულმა ჩაილაპარაკა, მაგრამ იოაკიმე რას გაიგებდა როცა თვითონაც ვერაფერი გაიგო. - ჯანდაბა! სად დაიკარგე, მასწავლებელო! _ ისევ მოესმა ხმა. ბოლო ძალები მოიკრიბა და რაც შეეძლო ხმამაღლა დაიძახა. - აქ ვარ _ დაელოდა რა მოხდებოდა, ნაბიჯების ხმა გაიგო და მთვარის შუქზე სილუეტიც შენიშნა. - უტვინო, სულელო _ ლანძღვით მოდიოდა იოაკიმე და თვალებს აცეცებდა თანანოს საპოვნელად. - აქ ვარ _ კიდევ ერთხელ ამოთქვა და ყურადღება მიიქცია. - მეღირსა და გიპოვე, როგორ დავიღალე ვერც კი წარმოიდგენ, რა ვალდებული ვარ ვიღაც უცხო ვეძებო ტყე-ღრეში შუაღამით _ ლაპარაკობდა გაბრაზებული და გოგონას არც კი უყურებდა. - ბოდიში _ ამოისლუკუნა. მხოლოდ ახლა შეხედა ფიცხელაურმა, ცრემლები უბრწყინავდა თვალებზე, როცა მიხვდა რომ ტიროდა ტონი შეარბილა. - კარგი, გიპოვე, წამოდი ახლა _ ბახტაძე არ განძრეულა _ ცოცხალი ხარ? _ ხელი შეახო _ ადექი და წამოდი, ვერ დადიხარ? კარგი, მომეცი ხელი _ ხელი მოჰკიდა და წამოაყენა. თანანო დაემორჩილა, ადგა მაგრამ როგორც კი გასწორდა მუხლები მოეკვეთა და ისევ მიწისკენ დაეშვა, თუმცა მიწაზე დაცემა არ დასცალდა და იოაკიმეს ხელებში ჩაესვენა. - რატომ უნდა მოხდეს ყველაფერი ჩემს თავს _ გაღიზიანებულმა ამოთქვა, გოგონას უფრო მოხერხებულად მოსჭიდა ხელი, მეორე ხელი მუხლებქვეშ მოჰკიდა და ხელში აიყვანა. ნელა მიდიოდა, გზას უყურებდა, როგორც იქნა ხეებს დააღწია თავი, მთვარის შუქზე უკეთ გამოჩნდა გოგონას სახე. შეხედა და შეჩერდა, უცნაური გრძნობა დაეუფლა, მიხუტებული ჰყავდა ეს სულელი ქალაქელი მასწავლებელი და უყურებდა. რას აკეთებს, ახლავე გზა უნდა გააგრძელოს. ბახტაძე მოსულიერდა, შეშინებულა დაზვერა გარემო თვალებით და როგორც კი გააანალიზა რა ხდებოდა, სირცხვილისგან ლოყები აუწითლდა, მიწის გასკდომა ინატრა. შეშინებულმა აჰხედა იოაკიმეს, მიმიკა არ შეუცვლია ფიცხელაურს, ისევ გზას გაჰყურებდა. - გავივლი მე თვითონ _ ჩუმად თქვა და რეაქციას დაელოდა. - გაჩუმდი _ შეუღრინა. - მე მართლა შემიძლია, არ შეგაწუხებთ. - გაჩუმდები? შენით რომ იბოდიალე იმიტომ დაიკარგე. მოისვენე და გასწორდი წესიერად სანამ დამივარდი _ უხეში ტონი არ მოუშორებია. ბახტაძეც აღარ გაჯიუტდა. კისერზე მოჰხვია ხელები და მოხერხებულად მოკალათდა, სიცივის გრძნობა ისევ აწუხებს თუმცა იმდენად აღარ. ამ ბიჭისგან ახლა ისეთ სითბოს გრძნობს მის სიტყვებში რომ ვერასდროს იგრძნობს ალბათ. უცნაური ჟრუანტელი უვლის, თუმცა სიცივისგანაა გამოწვეული თუ მასთან სიახლოვით ვერ ხვდება. „ ნუთუ მოგწონს, შენ არ იყავი რომ ლანძღავდი?“ - ირონიულად დაეკითხა ექო. „ არავინ არ მომწონს, გაჩუმდი“ - შეუღრინა. ფიცხელაურის სხეულის სითბო აღარ ჰყოფნიდა, შესამჩნევად მოიბუზა. - გცივა? _ ისევ გაღიზიანებული ტონით დაეკითხა ბიჭი. - ცოტა _ ჩუმად უპასუხა. - დაგსვამ _ ხელი უჩვეულო სიფრთხილით შეუშვა და მიწაზე ჩამოსვა. თავისი თბილი ზედა გაიხადა და გაშეშებულ გოგონას ჩამოაცვა. - შეგცივდებათ _ მორიდებით ჩაილაპარაკა. - გაჩუმდი _ შეუბღვირა, ისევ მოკიდა ხელი და თავის მკლავებში აღმოაჩინა. ისევ მოჰხვია კისერზე ხელი და გაინაბა. უკვე თბილად გრძნობს თავს მის მკლავებში და მის ზედაში. თან რაღაცნაირი სუნი აქვს ამ ტანისამოსს. „ პატრონის სუნი“ - ჩაიცინა ალტერეგომ. „ გაჩუმდი“ - უხეშად მიუგო. „ ცუდს არაფერს ვამბობ, მხოლოდ სიმართლეს, მოგწონს, იქნებ შეგიყვარდა“ - არ ჩუმდებოდა. „ ღმერთო ჩემო, რა ცუდი ხარ, თავი დამანებე, ნუ მეუბნები ნურაფერს, არავინ მომწონს და არავინ მიყვარს, უბრალოდ თავი კომფორტულად ვიგრძენი“ - დაადუმა ალტერეგო და თვალი გარემოს მოავლო. აი სინათლე გამოჩნდა უკვე, ანუ სახლშ მალე მივლენ. რაც არ უნდა უხეში იყოს მაინც მადლობელია ამ ბიჭის. ისეთი მადლობელი სიტყვებით გამოხატვაც რომ ძნელია. ბოლოსდაბოლოს ფატქობრივად სიკვდილს გადაარჩინა, თუ არაფერი შეჭამდა გაიყინებოდა მაინც. როგორც იქნა მიუახლოვდნენ სახლს, ჭიშკარში შეაბიჯა და კიბეებისკენ წავიდა. - ბებო _ ხმამაღლა დაიძახა _ მოვედით. მოხუცი მაშინვე გამოვიდა გარეთ, უკან იოანე მოჰყვა. - როგორ ხარ ბებო? რამე ხომ არ გჭირს? ხომ მთელი ხარ ბებო გენაცვალოს? მოგიკვდი ბებო მე შენ _ ერთი ამოსუნთქვით თქვა ქალმა, ისე რომ სიტყვაც ვერ ჩააკვეხეს ვერც ერთმა. სახლში შეიყვანა და ტახტზე ფრთხილად ჩამოსვა. - კარგად ვარ _ გაუღიმა ბებოს. - დედა როგორ გაყინულხარ, ჩაის აგიდუღებ ახლავე ბებო. _ ოთახიდან გავიდა და ქოთქოთით წავიდა სამზარეულოსკენ. - მართლა კარგად ხარ? _ ღიმილით ჰკითხა იოანემ. - მართლა კარგად ვარ _ გაუღიმა თანანომაც. ბიჭი ოთახიდან გავიდა. იოაკიმე ისევ ფანჯარასთან იდგა. - იოაკიმე _ პირველად წარმოთქვა მისი სახელი, ისიც წარბშეკრული შემოტრიალდა. - რა გინდა? _ უხეშად ჰკითხა. - მადლობა მინდოდა მეთქვა _ ჩუმად ჩაილაპარაკა. - ზრდილობიანი _ უკმაყოფილოდ თქვა და შეხედა _ რომ არ დაკარგულიყავი არც მადლობის თქმა მოგიწევდა და არც მე მომიწევდა ამ სიცივეში გარეთ ბოდიალი. - მადლობა და ბოდიში, ჩემ გამო ამდენი იარეთ და შეგცივდათ. - შენ გამო, როგორ არა. ამხელა წარმოდგენაც ნუ გენქება საკუთარ თავზე, ბებომ მთხოვა თორემ ფეხსაც არ გამოვდგამდი _ შეურაცხყოფისგან ლოყები აუწითლდა, თვალებიც ჩაუწითლდა, ტირილი უნდოდა, ცხვირში უცნაური წვა იგრძნო, ყოველთვის ასე ემართება როცა ცრემლებს იკავებს. - რაც არ უნდა იყოს გადამარჩინე _ ჩუმად ჩაილაპარაკა, თავი დახარა და ხელები უფრო მჭიდროდ შემოიხვია. - მასწავლებელს ძალიან გაუტკბა ჩემს სამოსში ნებივრობა, ხომ არ დაგიტოვოთ? _ ირონიულად ჰკითხა. - ბოდიში, გამოვიცვლი გაგირეცხავთ და უკან დაგიბრუნებთ _ ისევ ჩუმად ჩაილაპარაკა, ახლა ხმის ტონისთვის ოდნავაც რომ აეწია, მაშინვე წამოსცვივდებოდა ცრემლები, ეს კი არ უნდოდა. - არ გარეცხო, სად იცით თქვენ რეცხვა _ ისევ ირონიულად უთხრა. ჩამოვარდნილი ცრემლი სწრაფად მოიწმინდა ბახტაძემ რომ არავის შეემჩნია. ოთახში ბებო შემოვიდა. - ჩაი მოგიტანე ჩემო ლამაზო _ ჩაის ფინჯანი მიაწოდა და უკან დაიხია. გოგონამ მაგრად მოჰხვია ჭიქას ხელები და იგრძნო როგორ ჩაეღვარა სხეულში სითბო. - უიმე ბებო _ შეჰკივლა ქალმა _ დედა რატომ ვარ ცოცხალი, გამიცივდები ბებია _ აშკარად იოაკიმეს მიმართავდა ქალი _ ნახე, ნახე როგორ დადის ამ სიცივეში. - შენი ძვირფასი მასწავლებლის დამსახურებაა _ ღრენით გადმოხედა გოგონას. - გენაცვალოს ბებო _ სიამაყით ჩაილაპარაკა ქალმა და კმაყოფილმა გაიღიმა. - მე დავიძინებ _ ჩუმად განაცხადა თანანომ და ოთახისკენ გაეშურა. - ჩემი ზედა გამომაწოდე _ მიმართა იოაკიმემ. - ახლავე. ოთახში შესვლისთანავე გაიხადა მისი ზედა, ლამაზად დაკეცა, თვითონ ხალათი შემოიცვა და გავიდა. მასთან მივიდა, გაუწოდა. - მადლობა _ ჩუმად უთხრა. ბიჭმა ირონიულად ჩაიცინა და გამოართვა. თანანო ისევ ოთახში დაბრუნდა. ერთი დღისთვის ზედმეტი სტრესი გადაიტანა. ასე არ შეიძლება, ფსიქოლოგიურად დაითრგუნა დღეს. როგორია ტყეში იყო მთელი დღე მარტო, ფაქტობრივად ღამეც. როგორ შეეშინდა. იოაკიმე რომ არა შეიძლება გული გახეთქვოდა. მართლაც უზომო მადლიერებას გრძნობს ამ ბიჭის მიმართ. მაგრამ უხეში და უზრდელია ბებო რომ არა ფეხსაც არ გავადგამდიო. კიდევ კარგი ეს ქალი მაინც არსებობს, თორემ ის მართლა არ იყო რამის გამკეთებელი. როგორ შეეშინდა, პატარა ბავშვივით ტიროდა და სწორედ ასე მომტირალი იპოვა მან. როგორც კი თვალებს ხუჭავს, მაშინვე ის საზიზღარი ხმები ჩაესმის და ისევ ეშინია, არადა ახლა ძლი როგორ უშველიდა. თუმცა სად არის ძილი. გარეთ გავა, სულ ცოტა სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავს და ისევ შემოვა. ნელა წამოდგა ლოგინიდან, ხალათი შემოიცვა და ჩუმად გაიპარა ოთახიდან. სახლიდანაც ასე ჩუმად გავიდა და გარეთ კიბეზე ჩამოჯდა. - რატომ არ გძინავს? _ შეკრთა, არ ელოდა. ზემოთ აიხედა და მეორე სართულის კიბის თავზე მდგომი იოაკიმე ამოიცნო. - ვერ დავიძინე _ ჩუმად უპასუხა. თვითონაც აინტერესებდა მას რატომ არ ეძინა, მაგრამ აბა რა აკითხვინებდა. - ცივა, შეგცივდება და ახლა ნამდვილად არ ვაპირებ ჩემი სამოსის თხოვებას. - არ შემცივდება და თუ შემცივდება არ ვითხოვებ _ გულწრფელად გაუღიმა თანანომ. - მე გითხარი. - ძილინების _ კიბიდან წამოდგა ბახტაძე და ოთახისკენ წავიდა. ფიცხელაურმა მიმავალ სილუეტს თვალი გააყოლა, ირონიულად ჩაიცინა და თვითონაც შევიდა ოთახში. დილით გაღვიძებულს უცნაური შეგრძნება დაეუფლა. მთელი სხეული უხურდა, ვერ სუნთქავდა, ყელიც ტკიოდა. ემბრიონის ფორმა მიიღო ლოგინში და საბანი კიდევ უფრო მჭიდროდ შემოიკრა ტანზე. დაძახების თავიც არ ჰქონდა დახმარება რომ ეთხოვა, არადა ახლა ადგომას ნამდვილად ვერ შეძლებდა. პირველად გაბრაზდა საკუთარ თავზეც, საკუთარ გადაწყვეტილებაზეც, სოფელზეც, ქალაქზეც, მაგრამ მალევე გადაუარა. წყენა და გაბრაზება დიდხანს არ მიჰყვება. ადვილად ივიწყებს, ახლაც ადვილად დაივიწყა, მაგრამ ტკივილის შეგრძნება არ ასვენებს. ტკივილის და უჰაერობის, ჰგონია ახლა ერთი ნაბიჯიც რომ გადადგას მაშინვე ჩაიკეცება. კარებზე კაკუნი რომ გაიგო, მაშინვე ამოსწია თავი საბნიდან და მიაჩერდა. კაკუნი არ წყდებოდა, მაგრამ ხმა არ ჰქონდა რომ ეპასუხა. საბოლოოდ ჭრიალიც გაისმა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს იოაკიმე შევიდა. - რომ ვაკაკუნებ არ გესმის? _ უხეშად ჰკითხა. თანანომ თავი დაუქნია მხოლოდ. _ ენა გადაყლაპე? _ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია გოგომ. _ აბა დუმილის აღთქმა დადე? - ვერ ვლაპარაკობ _ გაჭირვებით უპასუხა ჩახლეჩილი ხმით. - ცუდად ხარ? _ შეშფოთებული ხმით ჰკითხა ფიცხელაურმა, რასაც ბახტაძის გაოცება მოჰყვა. მხოლოდ თავი დაუქნია _ მოიცა ბებოს მოვიყვან _ სწრაფად გავიდა უკან. რა დაემართა? უკვე ვეღარ ხსნის მის საქციელს, ხან ისეთი უხეშია, ხან რა, სულ ისეთი უხეშია, ახლა კი ასე უეცრად ისე შეაშფოთა გოგონას მდგომარეობამ, რა იფიქროს ვეღარ ხვდება. გუშინაც სანამ გულზე ჰყავდა მიკრული, უჩვეულოდ თბილი და ჩუმი იყო, მერე კი ისევ უხეში გახდა. გარეთ, კიბეზეც არ ჩანდა უხეში, ახლა ხომ საერთოდ. მალე დაბრუნდა იოაკიმე უკან და მოქოთქოთე ბებო შემოიყოლა. - შემოგევლოს ბებო, რა მოგივიდა თანანო? _ თავზე ხელი გადაუსვა და შუბლზე აკოცა _ რატო არ მოვკვდები, იწვი ბებო, იოაკიმე, ჩემს ოთახში მაქვს წამლების ყუთი გამომიტანე _ გადახედა შეშფოთებულ ბიჭს. - ჰო, ჰო ახლავე _ თითქოს ახლა გამოერკვა, ორ წუთში წამლების ყუთით ხელში დაბრუნდა. სიცხე გაუზომეს - 38.5. ლულუამ სასწრაფოდ მოძებნა წამლები, დაალევინა, საბანი კარგად ამოუკეცა გვერდებში, თავზე აკოცა და ქოთქოთით ჩამოისვა ხელი ლოყაზე. - სულ ჩემი ბრალია, რომ გაგგზავნე ეს გარემოს შეუჩვეველი ბავშვი, დაიკარგებოდი აბა რა იქნებოდა. ჩემი სიკვდილი _ მოთქვამდა ქალი. - თქვენი ბრალი არაა _ ჩუმად ამოთქვა _ ფიქრებს გავყევი და დავიკარგე. - როცა სადმე მიდიხარ გზას უნდა უყურო _ გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა ფიცხელაურმა. - ბიჭო _ შეუბღვირა ლულუამ. - კარგი ჰო, ბოდიში _ თანანოს გასაოცრად ბოდიში მოიხადა და ღიმილით შეხედა გოგონას. - მე უნდა გავიდე ახლა _ გაუღიმა ლულუამ ბახტაძეს _ მისახედი მყავს ცხოველები, ფრინველები, ბაღშიც გავივლი, შენ გოგონა არ გამიბრაზო _ გამაფრთხილებელი ტონით უთხრა იოაკიმეს. - გავალ და სულ არ დავენახვები _ ჩაიფრუტუნა ბიჭმა. - სად გახვალ, ხომ არ გაგიჟდი? აგერ დაჯდები და მიხედავ, რამე რომ დაჭირდეს მოუტან. - არ არის საჭირო _ ჩახლეჩილი ხმით ამოთქვა. - საჭიროა _ მკაცრად თქვა ბებომ უფრო იოაკიმეს გასაგონად და ოთახიდან გავიდა. იოაკიმე მოშორებით მდგარ სკამზე ჩამოჯდა და მობეზრებულად ასრულებდა ბებოს დავალებას. უყურებდა თანანოს და თვითონაც ვერ ხვდებოდა რას ერჩოდა. არასდროს მოწონდა ქალაქელი გოგოები, ყოველთვის გატუტუცებულ ახალგაზრდებად თვლიდა. ბახტაძეც სწორედ ასეთი ჰგონია, კიდევ უფრო უარესი, მოთამაშე მსახიობი, ამიტომაც არ მოწონს. - იოანე სადაა? _ გაჭირვებით იკითხა გოგონამ. - წავიდა, სასწრაფო საქმე გამოუჩნდა. რა იყო ხომ არ მოგეწონა? _ ისევ ირონიულად დაეკითხა. - ვერ ვხვდები რას მერჩით _ ჩუმად ჩაილაპარაკა. - არაფერს არ გერჩი, ეგღა მაკლია შენისთანებს რამეს ვერჩოდე _ შეუღრინა. - მაგრამ ფაქტია რომ მერჩით _ ავადმყოფობამ გაათამამა ბახტაძე. - ჩაი გინდა? _ მოულოდნელი შეკითხვა დასვა და შეხედა. - თუ არ შეგაწუხებთ. - სულ ჩემს შეწუხებაზე არ ფიქრობ? _ ჩაიცინა და ოთახიდან გავიდა. მალე დაბრუნდა ჩაისთან ერთად. - მადლობა. - შეგიძლია გაჩუმდე, ყელი გტკივა და ნუ ილაპარაკებ. _ დაემორჩილა, ხმა აღარ ამოუღია. ფიცხელაურიც ჩუმად ზის და სადღაც სივრცეში იყურება. თანანო მას აკვირდება, მის სახეს სწავლობს, აღნაგობას. უცნაურად სევდანი თვალები აქვს, ირონია კი მხოლოდ მაშინ ჩანს როცა გოგონას უყურებს. რატომღაც სწორედ ეს უშლის ნერვებს, სხვებთან თბილია, მასთან უხეში. სწორი ცხვირი, საშუალო შუბლი, ზომაზე ოდნავ დიდი ტუჩები, მთლიანობაში მშვენიერ სახეს ქმნის. რას აკეთებს? რატომ სწავლობს მის გარეგნობას? თან აფასებს, არა სულ გაგიჟდა ეს გოგო. „მაგრამ მაინც რა ლამაზი ტუჩები აქვს“ - ჩაიჩურჩულა ალტერეგომ. „ მეც ლამაზი ტუჩები მაქვს“ - ნიშნის მოგებით გაეპასუხა. „აღიარე რომ სიამოვნებით აკოცებდი“ - ისევ ჩაისისინა ალტერეგომ. „ გაჩუმდი“ - შეუღრინა და ფიქრებზეც კი ლოყები აუწითლდა. - სიცხემ აგიწია? _ ფიქრები გაუწყვიტა იოაკიმეს ხმამ. - რა..რა თქვით? _ დაბნეულმა ამოილუღლუღა. - სიცხემ აგიწია-თქო? - რატომ? - ლოყები აგიწითლდა _ ჩაიცინა. - არ ვიცი, არაუშავს. - მოიცა, თერმომეტრს მოგაწვდი და გაიზომე. - იყოს, არ შეწუხდეთ. - კიდევ დიდხანს უნდა მელაპარაკო თქვენობით? _ მობეზრებულად ჩაიფრუტუნა. - შენობით რომ მოგმართოთ ისევ რამეს მეტყვით _ მორცხვად ჩაილაპარაკა. იოანემ ხმამაღლა, გულიანად გაიცინა. - შეგიძლია მომმართო, არაფერს გეტყვი. - მართლა? _ გულუბრყვილო გამომეტყველებით შეხედა. - სანამ ავად ხარ მართლა. - ვეცდები იშვიათად მოგმართო და არ შეგაწუხო. - ხვალიდან გულითაც რომ მოინდომო ვერ შემაწუხებ, მივდივარ _ გაიცინა. - სად მიდიხარ? _ თავი წამოყო ბახტაძემ და როგორც კი იოაკიმეს ირონიული მზერა შენიშნა, მაშინვე ერთიანად გაწითლდა. - სად და სახლში, აბა შენსავით მთელი წლით ხომ არ ვესტუმრები ვინმეს _ ისევ ჩაისისინა. - ბებოს გაუხარდებოდა მთელი წლით სტუმრობა _ ჩუმად ჩაილაპარაკა. - ბებოს თუ შენ? _ ირონიულად იკითხა. - ბებოს _ ჩაილაპარაკა და მზერა მოაშორა. „ მე რა შუაში ვარ“ - გაიფიქრა გულში. - მოვედი _ ოთახში შემოვიდა ლულუა. _ როგორ ხარ ბებო? ხომ არ გაგაბრაზა ამ ვაჟბატონმა? სიცხე კიდევ გაქვს? - კარგად ვარ, არ გავუბრაზებივარ, სიცხე აღარ გამიზომავს _ ერთი ამოსუნთქვით უპასუხა ყველა კითხვაზე. ქალმა თერმომეტრი მიაწოდა, სიცხეს დაუწევია. - მე გავალ _ ჩაილაპარაკა იოაკიმემ და ოთახი დატოვა. ბებოც გავიდა, დაისვენე, გამოიძინე, აქედან ამდგარი არ გნახოო. არ ეძინება, რა ქნას. წიგნს დაწვდა, მაგრამ ერთი ფურცელი ისე წაიკითხა აზრი არ გაუგია. ისევ თავის ადგილას დააბრუნა. არც ეძინება, აფორიაქებულია, მაგრამ რატომ? „ იმიტომ რომ იოაკიმე გტოვებს“ _ ჩაისისინა ალტერეგომ. „ რატომ ხარ ყოველთვის მართალი“ - ჩაიწუწუნა და გაჩუმდა. მართლაც, თავში მხოლოდ ფიცხელაურის სიტყვები უტრიალებდა, ხვალ სახლში ბრუნდება. ახლა რა იქნება. მაგრამ, რატომ ფიქრობს ამ ბიჭზე ამდენს, რატომ წყდება გული მისი წასვლის გამო. თვითონ არ იყო, რამდენიმე საათის წინ ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა. მისი მწარე კომენტარების მოსმენა უკვე გაუსაძლისი ხდებოდა, უფალს შესთხოვდა რაც შეიძლება მალე დაეტოვებინა აქაურობა. რა შეიცვალა მას შემდეგ? რატომ აღარ ემეტება წასასვლელად? „ სისულელეა“ - ჩაიბურტყუნა. თუმცა თვითონაც კარგად იცის, რა არის ეს სისულელე. რაღაც იზიდავს ამ ბიჭისკენ, მაგრამ რა ჯერ ვერ გაარკვია. როგორ შეიძლება ადამიანის სიუხეშემ მიგიზიდოს, არა გამორიცხულია. აუცილებლად უნდა მოიშოროს იოაკიმეზე ფიქრები თავიდან, თორემ ცუდ დღეში აღმოჩნდება. მორჩა, ხვალ აქედან წავა და თანანოც აღარ იფიქრებს. ფიქრებს წერტილი დაუსვა და მხარი იცვალა. ჩასძინებია, გამოღვიძებულმა თავი უკეთ იგრძნო. შუადღე გადასული იყო. ნელა წამოჯდა ლოგინზე, მოფხიზლდა, ტანსაცმელი ჩაიცვა, თავი მოიწესრიგა, ოთახიც მოაწესრიგა და გავიდა. მისაღებში არავინ იყო. „იოაკიმეს სავარძელში“ მოკალათდა და სივრცეს გახედა. - ბებომ გაგაფრთხილა არ ადგეო _ უკნიდან მოესმა ხმა. არადა წეღან ნამდვილად არ იყო ოთახში. საიდან გაჩნდა ასე უცებ. - თავი უკეთ ვიგრძენი _ ხმადაბლა უპასუხა. - რადგან ავად ხარ თავს უფლება მიეცი და ისევ დაეპატრონე ჩემს სავარძელს. - უკაცრავად, ავდგები _ აწითლებულმა ჩაილაპარაკა და სავარძლიდან ტახტზე გადავიდა. - მადლობას მოგახსენებთ _ ტუჩის კუთხე აპრიხა ფიცხელაურმა და სავარძელში ჩაეშვა. „რა უტაქტოა, უტიფარი“ - გაიფიქრა ბახტაძემ და შუბლი უკმაყოფილოდ შეჭმუხნა. იოაკიმე ტელეფონს ჩასჩერებოდა და დროდადრო ეღიმებოდა. „ნუთუ იჭერს“- გაიფიქრა და გაბრაზდა, რადგან თვითონ ვერავის ეკონტაქტებოდა. თურმე როგორი თბილი შეუძლია იყოს, გულწრფელი ღიმილიც კარგი გამოსდის. თანანოს რას ერჩის, რატომ არ უღიმის ასე. ისევ ვერ მოიშორა ამ ბიჭზე ფიქრები, არადა ცოტა ხნის წინ სულ სხვა რამეს შეპირდა საკუთარ თავს. „ხვალიდან“ - გაიმეორა გულში მტკიცედ. - მასწავლებელო მეგობრები არ გყავს? _ მიიქცია ყურადღება ბიჭმა. - ვერ მივხვდი _ გაურკვეველი მზერით მიაჩერდა. - რას ვერ მიხვდი, მეგობრები არ გყავს-თქო? - როგორ არა, მყავს. - მერე რატომ არავინ გირეკავს ან გწერს? ეტყობა მეგობრების არჩევაც არ შეგიძლია წესიერად _ ესეც კიდევ ერთი „ კომპლიმენტი“. - არაჩვეულებრივი მეგობრები მყავს _ შედარებით ხმამაღლა უთხრა. ვერ იტანს როცა მის ოჯახს და მეგობრებს ეხებიან, მით უმეტეს ამბობენ რომ სწორად ვერ შეარჩია და უყურადღებოები არიან. - მართლა? _ ირონიულად იკითხა _ მერე სად არიან ეგ შენი არაჩვეულებრივი მეგობრები? - ტელეფონი არ იჭერს და ვერ ვუკავშირდებით ერთმანეთს _ შეუღრინა. - როგორც ჩანს სიმამაცე გემატება როცა მეგობრებზე საუბრობენ. _ ჩაიცინა ბიჭმა. - ვერ ვიტან როცა ჩემს მეგობრებზე რაიმე ცუდს ამბობენ. - აჰ, მე მაპატიეთ. - მიპატიებია _ სულ გაგიჟდა ეს გოგო, ამდენი პასუხი ერთად ნამდვილად გასაოცარია მისგან. - გული არ დაგწყდება რომ წავალ? _ ირონიული ღიმილით ჰკითხა იოაკიმემ. - უნდა დამწყდეს? _ გაოცებული სახე მიიღო თანანომ. „ ნუთი ასე მეტყობა რას ვფიქრობ“ - შეშინებულმა გაიფიქრა გულში. - რავიცი რავიცი _ მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა. - ბებო სად არის? - გარეთ გავიდა მეზობელთან, რაღაც საქმე მაქვსო. რა ხდება? - არაფერი. - გინდა რამე ვჭამოთ? _ ზედმეტად გულწრფელი ეჩვენა ბიჭის შემოთავაზება და სასიამოვნოდ გაკვირვებულიც დარჩა. თუმცა ჯერ მაინც ვერ გაიგო მისი ხასიათის თავისებურებანი. - ბებო? - ჩვენ ვჭამოთ, რომ მოვა მერე ვაჭამოთ მას. - კარგი _ ჩუმად დაეთანხმა. - მოდი დღეს მე გიმასპინძლებ _ სამზარეულოში წავიდა, თანანო კი გაშეშებული დატოვა. ეს ბიჭი ან ძალიან ჭკვიანია, ან ძალიან გიჟია, სხვაგვარად მისი ქმედება გაუმართლებელია. როცა უნდა უხეშია, როცა უნდა თავაზიანი. ასე არ შეიძლება, თავისი ქმედებით აბნევს ამ გოგოსაც, თავ-გზას ურევს. ვეღარ გაუგია რა უნდა იფიქროს. თუმცა ალბათ სწორედ ამიტომ იქცევა ასე, ასე იქცევს ბახტაძის ყურადღებას, თუ რა თქმა უნდა საერთოდ სჭირდება ვინმეს ყურადღება. ბახტაძე ისევ გაუნძრევლად ზის ტახტზე და გაყინული თვალებით მისჩერებია კარებს, რომელშიც ცოტა ხნის წინ გაუჩინარდა ფიცხელაური. თავში ერთადერთი კითხვა უტრიალებს. „ რატომ?“ მაგრამ პასუხი არ აქვს, ვერც მის საქციელს ხსნის და სწორედ ეს აგიჟებს. ახლა მართლა მთელი გულით უნდა რომ რაც შეიძლება მალე წავიდეს და დაასვენოს. თორემ კიდევ რამდენიმე დღეც და ალბათ მართლა გააგიჟებს. როგორმე ტელეფონს უნდა დააჭერინოს, სასწრაფოდ ესაჭიროება გოგოების რჩევები. განსაკუთრებით ბელას მწარე და ობიექტური შეფასებები. - ჰეი, მასწავლებელო არ მისმენ? _ უეცრად გამოაფხიზლა ბიჭის ხმამ. - რამე მითხარით? - ნახევარი საათია ვლაპარაკობ და თურმე არ მისმენ, შენ ბავშვებს რამე როგორ უნდა ასწავლო _ ისევ დაგესლა და ზუსტად მტკივნეულ ადგილს მოხვდა მისი შხამი. ლოყები აუწითლდა და ცხვირი აეწვა, არაფერი უპასუხა, ნაწყენი გამომეტყველებით შეხედა. _ მოდი ვჭამოთ _ ვითომც არაფერი, არ შეიმჩნია გოგონას წყენინება ფიცხელაურმა. ბახტაძეც ნელა მიუახლოვდა სუფრას და მოკალათდა. - კარტოფილი შენ შეწვი? _ გაკვირვებულმა ჰკითხა. - კი და დაცინვები არ დავინახო _ დაუბრიალა თვალები. - არც ვაპირებდი, უბრალოდ, მარილი დაგვიწყნია და ცოტა დაგეწვა _ გაუღიმა. - არაუშავს, უკეთესი არც შენ გამოგივიდოდა _ ჩაისისინა. - ბევრად უკეთესი გამომდის _ ნაწყენმა ჩაილაპარაკა. სრულიად ჩვეულებრივი ტონით ისე ტკენს გულს, თითქოს არაფერი ხდება. - კარგი ჰო არ ატირდე _ მობეზრებული ტონით ჩაილაპარაკა და ჭამა განაგრძო _ სხვათაშორის სულაც არ არის უგემური. - უგემური არ არის, დამწვრის გემო აქვს, დანახშირებულის უფრო სწორად _ ჩაიფხუკუნა თანანომ. - თუ არ გინდა ნუ შეჭამ _ შეუღრინა. _ არავის დაუძალებია, მადლობა უნდა თქვა ესეც რომ გავაკეთე. არა ეს უკვე მეტისმეტია, რა საზიზღარი ბიჭია, როგორ შეუძლია გოგოს ასე ატკინოს გული. ბახტაძე არ არის ასეთ დამცირებას და შეურაცხყოფას მიჩვეული, პირიქით აქამდე ყველა ხელის გულზე ატარებდა. ყველასგან მხოლოდ პოზიტივს და სითბოს იღებდა. ამდენს ვეღარ გაუძლო, თვალები ცრემლით აევსო. მაშინვე წამოხტა სკამიდან და ოთახში შევარდა. ცრემლების შეკავება აღარ უცდია, ამ დღეებში ნაგროვები ცრემლებისგან ერთიანად დაიცალა. ამდენი ემოცია უკვე ზედმეტია, მტირალა არასდროს ყოფილა. უბრალოდ ადვილად სწყინს როცა ვინმე ამცირებს, უხეშად ელაპარაკება. მაგრამ წყენასაც ადვილად ივიწყებს. ხანდახან ისე უნდა გულში ბოღმის ჩადება შეეძლოს. ასეთ შემთხვევაში არაფერს აპატიებდა ამ როგორც ბელა იტყოდა ხისთავიან ყმაწვილს, აღარც მასზე იფიქრებდა, მაგრამ არ შეუძლია. იცის, ახლა ცრემლებისგან დაიცლება, მისაღებში გავა და ისე მოიქცევა თითქოს არაფერი მომხდარა, იმიტომ რომ წყენას უკვე გადავლილი ექნება. იოაკიმე თავიდან აწყენინებს და ისევ გამეორდება ეს ყველაფერი. უკვე მობეზრდა, ნეტავ დროზე წავიდეს და მოშორდეს, ნეტავ დღესვე გაყოლოდა იოანეს. ან რატომ არ არის იოანე ლულუას შვილიშვილი. ასეთ თბილ ქალს ასეთი უხეში შვილიშვილი რატომ უნდა ჰყავდეს. როგორც კი ბახტაძე ოთახში შევიდა, ფიცხელაურიც უკმაყოფილოდ ადგა სკამიდან. ყველაფერი სამზარეულოში გაიტანა და ჭურჭელი ნიჟარაში კი არ ჩადო, ჩაახეთქა. თვითონაც ვერ ხვდება როგორ გამოსდის ასე ბუნებრივად ამ გოგოსთვის ნერვების მოშლა. ძლივს გადაწყვიტა რომ მშვიდობიანად გაეკეთებინა რამე და მაშინვე ყველაფერში წყალში ჩაეყარა. კონკრეტულად რა აღიზიანებს ამ გოგოში რომ ეკითხა ვინმეს, ვერ უპასუხებდა. პასუხი უბრალოდ არ აქვს და იმიტომ. რატომღაც საოცრად მოსწონს მისი ნაწყენი თვალების ყურება, ცრემლებს რომ ძლივს იტევს. თვითონაც ხვდება როგორი საზიზღარი განცდები აქვს, მაგრამ მოწონს და რა ქნას. სასწრაფოდ უნდა გაეცალოს აქაურობას, თორემ ამ გოგოს ზედმეტად ატკენს გულს, ეს კი ნამდვილად არ უნდა, ბოლოსდაბოლოს სხვა თუ არაფერი სინდისი შეაწუხებს. მეორე სართულის კიბეებს აუყვა, ოთახში შევიდა და ბარგი ჩაალაგა. სულ ბოლოს ის ზედა დაკეცა წინა ღამით თანანოს რომ ეცვა. გოგონას სურნელი ჰქონდა შერჩენილი. გაუაზრებლად შეისუნთქა ხარბად და გაიღიმა. როცა მიხვდა რას აკეთებდა, მაშინვე სწრაფად ჩაკუჭა ბარგში. რატომ არ მისცა უფლება რომ გაერეცხა? იქნებ თვითონაც ზუსტად ეს უნდოდა რომ ბახტაძის სურნელი შერჩენოდა. რა ფიქრები აწუხებს, რა თქმა უნდა არ უნდოდა ეს, უბრალოდ ამ ქალაქელმა გოგოებმა არაფრის კეთება არ იციან წესიერად. სარეცხის მანქანას შეჩვეული, ხელით ნამდვილად ვერ გაურეცხავდა ზედას, ამიტომაც უთხრა უარი. ვითომ მტკიცე არგუმენტებით დასაბუთებული პასუხი გასცა საკუთარ თავს და ისევ პირველ სართულზე დაბრუნდა. ბახტაძე უკვე გამოსულიყო ოთახიდან, ტახტზე მოკალათებული ისევ მაინ რიდის „ოკენეში დაკარგულებს“ კითხულობდა. ფიცხელაურს ჩაეცინა. ერთი შეხედვით მართლაც გულუბრყვილო ბავშვია ეს გოგონა. მაგრამ ბიჭს ამის არ სჯერა. მეტიც, ჰგონია რომ დიდი ეშმაკი ვინმეა და კეთილი, გულუბრყვილო გოგონას სახე მხოლოდ ნიღაბია. ეს ფიქრები უშლის ხელს რომ გულწრფელ ადამიანად აღიქვას თანანო. ამასობაში როგორც იქნა ლულუაც დაბრუნდა. - მე მოვედი ბავშვებო _ დაიძახა ხმამაღლა _ რატომ ადექი ბებო? ისევ მოგცემს სიცხეს, ახლავე დაწექი _ როგორც კი თანანო ფეხზე შენიშნა, მაშინვე დაიწყო ქოთქოთი. იოაკიმეს გაეცინა. გოგონამ გაუღიმა ბებოს. - კარგად ვარ ბებო და ავდექი, არაფერი მომივა _ დაზეპირებულივით ჩამოარაკრაკა ყველაფერი. - კარგი ბებო კარგი. ვახშამი არ მივირთვათ? - მე არ მშია ბებო _ გაუღიმა ქალს. - როგორ არ გშია, ახლა შიმშილისგან უნდა გაგვიხდე ცუდად? - მართლა არ მშია ბებო. - მშიერი ხარ მთელი დღეა. - არ ვარ მშიერი, ვჭამე. - რა ჭამე ბებო? - თქვენი შვილიშვილის მომზადებული უგემრიელესი კარტოფილი _ ისევ ნაწყენი გამომეტყველებით გადახედა ბიჭს და ბებოს გაუღიმა. _ ჩემს ოთახში წავალ, მეძინება. - დაიძინე ბებო _ ჩვეულებისამებს შუბლზე აკოცა და ოთახში გაუშვა. ოთახში შესული ერთიანად მოეშვა. მოწესრიგდა და ცივ ლოგინში შეწვა. საბანი მჭიდროდ შემოიკრა რომ გამთბარიყო. დღევანდელ დღეზე ფიქრის გარეშე დაიძინა. შუაღამე გადასული იყო ოთახის კარები რომ გაიღო, ოთახში ფიცხელაური შევიდა. საკუთარი ქმედებას ვერ აანალიზებდა. ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქზე კარგად ჩანდა თანანოს სახე. ზედმეტად ლამაზი ეჩვენა იოაკიმეს, დახუჭული თვალები, ძილისგან შესიებული ტუჩები, მარწყვივით წითელი და ალბათ მასავით გემრიელი. როგორი სიამოვნებით დააგემოვნებდა ახლა მათ. სიმართლე რომ ითქვას ეს გოგო იზიდავს, თვითონაც არ იცის რითი, მაგრამ იზიდავს. ახლაც გაუცნობიერებლად მიუახლოვდა მის ლოგინს, უფრო ახლოდან დააკვირდა ნატიფ სახეს, დაიხარა და იმ მარწყვისფერ ტუჩებზე შეეხო, ნაზად რომ არ გაეღვიძებინა. თუმცა „გაუტკბა“ და სანამ მოშორდებოდა მანამ გაახილა თვალები თანანომ. გაკვირვებისგან და შიშისგან გაუფართოვდა თვალები და ის იყო ყვირილს აპირებდა რომ მიხვდა ვინ იყო მის ოთახში. - შენ..შენ აქ რას აკეთებ? _ ლუღლუღებდა გაურკვევლობაში მყოფი. ჯერაც ვერ გაეგო მართლა მოხდა ეს ყოველივე თუ არა, თუმცა ტუჩები მართლა ეწვოდა. - არაფერს _ უხეშად უპასუხა. - როგორ არაფერს? აბა აქ რა გინდა? - არაფერი, რაც მომინდა გავაკეთე და მორჩა. - შენ ხომ არ გაგიჟდი? _ წამოენთო ბახტაძე. - კარგი ახლა ნუ პანიკიორობ, თითქოს ჯერ არავისთვის გიკოცნია. - უზრდელო, უტაქტო, თავხედო _ სასწაული ძალა მისცა ბიჭის შეურაცხყოფამ. - კარგი ჰო, აღიარე რომ კარგი იყო და მორჩა _ ჩაიცინა. - შენ, შენ ყველაზე საშინელი ადამიანი ხარ _ ჩაილაპარაკა და თვალები მაგრად დახუჭა. ცდილობდა გამოფხიზლებულიყო, მაგრამ ისედაც ეღვიძა. - გამაცინე, ისე ნუ იქცევი თითქოს შენ არ გინდოდა _ თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ უთხრა ამდენი საშინელება. - თავხედი, ხისთავიანი იდიოტი ხარ. დავიჯერო შენმა მშობლებმა ქალებთან მოქცევის წესები არ გასწავლეს? დედაშენიც ხომ ქალია, და არ გყავს? ვინმე რომ ასე მოექცეს რას იზამდი _ ვეღარც სიტყვებს აკონტოლებდა ბახტაძე და ვეღარც ტონს. - გაჩუმდი _ დაიქუხა ფიცხელაურის ხმამ _ გაჩუმდი გაიგე? ჩემი მშობლები და და აღარ ახსენო, აღარასოდეს. გაიგე? _ კიდევ ერთხელ დაიყვირა და თანანოს ცრემლი ჩამოუვარდა თვალებიდან. - ალბათ ცოცხალს არ დატოვებდი იმას, ვინც ასე მოექცეოდა შენს დას _ ამოისლუკუნა ბახტაძემ. - შენ რა ვერ გაიგე რა გითხარი? _ კიდევ ერთხელ დაუყვირა. თვალები მრისხანებით და ტკივილით ჰქონდა სავსე. უთქმელად გავარდა ოთახიდან და კარები გაიჯახუნა. ჯერ ისევ შეშინებული ბახტაძე ლოგინში ღრმად ჩაწვა, ემბრიონის ფორმა მიიღო და ცრემლებს გასაქანი მისცა. გული რომ მოიოხა, ტირილს მორჩა, მაგრამ ვერაფრით დამშვიდდა. იოაკიმეს ქმედებას აანალიზებდა, ჯერ მის ოთახში შეიპარა, მერე აკოცა, შემდეგ შეურაცხყოფა მიაყენა, ბოლოს კი სიმართლის თქმამ გააცოფა და უყვირა. ჯერ ისევ დაზაფრულია, პულსი ალბათ ასსაც აცდა, იმდენად აჩქარებული აქვს გულისცემა. თვალები მაგრად დახუჭა და დაძინებას შეეცადა. მაგრამ თვალწინ მხოლოდ ერთი სცენა უტრიალებდა, მისი კოცნა მოსვენებას არ აძლევდა. აფორიაქებულმა ბევრი იწრიალა ლოგინში, გამთენიისას როგორც იქნა ჩაეძინა, მაგრამ სიზმარშიც კი არ ასვენებდა ფიცხელაური, იქაც კი მის კოცნას გრძნობდა და ელანდებოდა. ბახტაძემ რომ გაიღვიძა, უკვე შუადღე იყო. გვიანობამდე ძილი არასდროს ჰყვარებია, მაგრამ წუხანდელი ემოციების შემდეგ ძლივს დაიძინა. მთელი ღამე ეღვიძებოდა და ის ელანდებოდა. თანაც რამდენი საშინელება უთხრა, რამდენისთვის გექნება ნაკოცნიო უნამუსოდ მიახალა, მაშინ როცა პირველი კოცნა მოპარა, უტაქტო, უზრდელი. ნელა წამოდგა ლოგინიდან, სწრაფად ჩაიცვა, მოწესრიგდა და ოთახიდან გავიდა. სწორედ მაშინ შევიდა ლულუა სახლში. - დილამშვიდობის _ მიესალმა თანანო, მაგრამ ღიმილის ძალა არ ჰქონდა. - დილამშვიდობის ბებო, როგორ ხარ? - კარგად, თქვენ? - რავიცი ბებო, კარგად ვარ მაგრამ გული დამიმძიმდა იოაკიმე რომ გავაცილე. - წავიდა? _ გაოცებულმა იკითხა და მიხვდა მასაც როგორ დაუმძიმდა გულის, ასე უთქმელად წავიდა, დაუმშვიდობებლად. - წავიდა ბებო, წავიდა, რა მოხდა? _ უცნაური ღიმილით ჰკითხა ქალმა. - არაფერი, არ მეგონა ასე მალე თუ წავიდოდა _ მტკიცედ უპასუხა გოგონამ. - დიდი ხნით არ ჩერდება, მაგრამ ხშირად ჩამოდის ენაცვალოს ბებო _ სიამაყით სახე გაუბრწყინდა ქალს. - ძალიან მერიდება მაგრამ რაღაცის კითხვა მინდა. - გისმენ შვილო, გისმენ. - იცით გუშინ იოაკიმეს მშობლებზე და დედმამიშვილებზე ვუთხარი რაღაც, გაბრაზდა და ვერ მივხვდი რამ გააბრაზა _ მშობლების ხსენებისას ქალს ნიკაპი აუკანკალდა, თვალებში ჩაძინებული სევდა გამოუცოცხლდა და ცრემლებმაც თავისთავად იწყეს დენა. - მაგას მოუკვდეს ბებო _ მოთქვამდა მოხუცი. - დამშვიდდით რა, ბოდიში, მაპატიეთ არ უნდა მეკითხა _ შეწუხდა ბახტაძე და მალე თვითონაც დაიწყებდა ტირილს. - არა ბებო, შენ რა შუაში ხარ, გაინტერესებს. მეათე წელია მშობლები აღარ ჰყავს, ავარიაში მოყვნენ ბებო მთელი ოჯახი. ეგ მაშინ არ წამოვიდა, ჩემთან იყვნენ და აქედან მიდიოდნენ. ჩემი საწყალი შვილები _ ამოიტირა ქალმა _ თან ახლდათ ხუთი წლის შვილიც, ლიკა. ყველა დაიღუპნენ ყველა _ ლოყაზე ხელი ჩამოისვა ქალმა და ტირილს უმატა. თანანოს ცრემლების შეკავება აღარც უცდია, ისიც მასავით ატირდა და მთელი ძალით ჩაეხუტა. ჯერ ქალის და იოაკიმეს უბედურებას ტიროდა, ადამიანების სიკვდილს, შემდეგ თავის სიტყვებს. რა უთხრა იოაკიმეს, არადა თურმე ყველაფერი სხვაგვარად ყოფილა, ახლა მიხვდა რატომ ჰქონდა ბიჭს ასეთი რეაქცია. რატომ გაბრაზდა, რატომ უყვირა, დაუმშვიდობებლად წავიდა. - კაი ბებო კაი დაწყნარდი ახლა შენც, ამიტომ მომევლინე ანგელოზად შვილო, ლიკას მაგივრობას მიწევ გენაცვალოს ბებო შენ _ კიდევ ერთხელ ჩაიხუტა და აკოცა. _ მართლა ანგელოზი ხარ შემოგევლე, ჩუ ბებო ჩუ ნუღარ ტირი. - მორჩა, აღარ ვტირი _ ამოისრუტუნა ბახტაძემ და ცრემლები მოიწმინდა. დღეიდან კიდევ უფრო შეუყვარდა ეს ქალი. იცის რამხელა უბედურება გადაიტანა და გაუძლო, მაინც მხნედ არის, სწორედ ამას აფასებს ადამიანებში, ბევრი ამას ვერ შეძლებდა. ახლა მხოლოდ იმაზე დარდობს იოაკიმე როდის დაბრუნდება რომ ბოდიში მოუხადოს თავისი სიტყვების გამო. ან ამის შემდეგ დაბრუნდება კი? უკვე ერთ კვირაზე მეტი გავიდა. თანანო ყველაფერში ეხმარება ლულუას, ბაღებში დაჰყვება, საქონელსაც უვლის და სახლსაც. მაგრამ დღეს არაფერში დაიხმარა ბებომ, ხვალ სკოლა იწყება და შენც უნდა მოემზადოო. ხვალიდან კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება. აინტერესებს როგორ მიიღებენ ბავშვები, იქნებ მათაც არ სურთ ქალაქელი მასწავლებელი. მაგრამ რატომაც არა, აუცილებლად შეაყვარებს ბავშვებს თავს. ერთადერთი რაც ამ ერთი კვირის მანძილზე გულს უხრავს და სულს უფორიაქებს ფიცხელაურია. დანაკლისის შეგრძნება რომელიც არ ასვენებს, დანაშაულის გრძნობა საკუთარი სიტყვების გამო. იოაკიმე კი არ ჩანს, ტელეფონზე თუ დაურეკავს ბებოს. ამ დროს ბახტაძე შეგნებულად არ პასუხობს, შემდეგ ნანობს, ეპასუხა და ხმა მაინც გაეგო, ბოლოს კი საკუთარ თავს უბრაზდება იმის გამო რომ ამ ბიჭზე ამდენს ფიქრობს. მაგრამ ყოველ დარეკვაზე იგივე მეორდება. ყოველ ღამე ისევ გრძნობს მისი ტუჩების შეხებას და ცრემლები ერევა, ძალიან არ უნდა მაგრამ მაინც ასე ხდება. დილით კი ისევ ხალისიანი თანანო ხდება. ხვალ დილით ღიმილით წავა სკოლაში, გაიცნობს ბავშვებს და მისი ცხოვრებაც შეიცვლება, სიახლეები დაემატება. „და მაინც როდის დაბრუნდება იოაკიმე?“ - საშინელი შეკითხვა დასვა ალტერეგომ. „ არ ვიცი“ - ამოიტირა ლოგინში და თავი ბალიშში ჩარგო. ბევრი იწრიალა, ამ ბოლო დროს სულ ასე წრიალებს, ვერ ისვენებს, ვერც იძინებს. როგორც კი თვალებს ხუჭავს ის ღამე ახსენდება და ვეღარ ისვენებს. გაჭირვებით დაიძინა. მეორე დილით მაღვიძარამ გააღვიძა. განსაკუთრებულად მოემზადა, ჩანთა აიღო და მისაღებში გავიდა. - დილამშვიდობის _ ღიმილით მიესალმა ბებოს. - დილამშვიდობის შემოგევლე, რა ლამაზი ხარ ბებო, როგორ გამოპრანჭულხარ _ ღიმილით შეათვალიერა თანანო. - მადლობა. - დღეს მე გაგაცილებ ბებო სკოლამდე. - კარგი _ გაუღიმა. - არ ისაუზმებ? - არ მინდა მადლობა, ცოტას ვნერვიულობ. - კარგი წავიდეთ ბებო. _ ჭიშკრიდან გავიდნენ და გზას გაუყვნენ. მთელი გზა ფიქრები არ ასვენებდა გოგონას. როგორც იქნა ტელეფონმა დაიჭირა და მაშინვე ზარი შემოვიდა. - გისმენ ბელა _ იმდენად მონატრებოდა მისი ხმა, ბედნიერმა უპასუხა. - როგორ ხარ? - კარგად, შენ? - მეც კარგად, დღეს მიდიხარ სკოლაში? - კი მივდივარ. - წარმატებები, აბა შენ იცი. წესიერად ასწავლე ბავშვებს რაღაც სასწაულები არ უთხრა. _ გაეცინა, ისევ გაამხიარულა ბელამ. - მადლობა, მომენატრე. - მეც მომენატრე, გავიქეცი ახლა და ჭკუით შენ. - კარგი, გკოცნი. შემდეგ თათამაც დაურეკა. - თათუ როგორ მომენატრე _ მაშინვე დაიწყო ლაპარაკი. - ხომ გითხარი მოგენატრებით-თქო _ ნიშნის მოგებით გაუცინა თათამ _ მეც მომენატრე. დღეს მიდიხარ ხომ? წარმატებები. - მადლობა. - ჭკუით იყავი, წავედი მე ახლა მეჩქარება და იქნებ მაგ ტელეფონს უფრო ხშირად დააჭერინო. - კაი ვეცდები, იქნებ სკოლის ტერიტორიაზე მაინც დაიჭიროს. მეგობრების შემდეგ დედამ რომ დაურეკა და თავისი თბილი ხმით ელაპარაკა, თვალები აუცრემლიანდა. მართლა ძალიან მონატრებია ყველა. როგორ უნდა ახლა დედასთან ჩახუტება, მისი თბილი მოფერება. მოძალებული ცრემლები და ბურთი ყელში ძლივს გადააგორა და ბებოს გაუღიმა. სკოლა გამოჩნდა, თითქოს ახალი ენერგიით აივსო. რაღაც აუხსნელმა ემოციამ მოიცვა და გააბედნიერა. მიუახლოვდნენ, სკოლა? ჰმ! ერთოთახიანი დაწესებულება რამდენიმე ბავშვით და ერთი მასწავლებლით. „ ღმერთო ჩემო“ - გაიფიქრა გოგონამ და უკმაყოფილოდ გააქნია თავი. ბებოს დაემშვიდობა და გახარებული შევიდა საკლასო ოთახში. - გამარჯობა _ მორიდებულად მიესალმა მეორე მასწავლებელს და ბავშვებს გაუღიმა. - ბავშვებო, დასხედით. მომისმინეთ, თანანო მასწავლებელი ჩვენი ახალი მასწავლებელია. დღეიდან ყველა ერთად დავიწყებთ ინგლისურის შესწავლას და თანანო მასწავლებელი დაგვეხმარება. მიესალმეთ _ ბავშვები ფეხზე წამოდგნენ და მიესალმნენ თანანოს. - გამარჯობა, გილოცავთ პირველ რიგში სასწავლო წლის დაწყებას, იმედი მაქვს ჩვენი ურთიერთობა წარმატებული იქნება. ერთი წლის განმავლობაში ვიქნები თქვენთან და იმედი მაქვს დავახლოვდებით _ გულწრფელად გაუღიმა ბავშვებს. - ახლა გავეცნოთ თანანო მასწავლებელს _ გაუღიმა მეორე მასწავლებელმაც. - ანა. - დათო. - ლელა. - გიორგი. - თამარი. - ნიკო. - ნინო. - მე თანანო ვარ, ძალიან სასიამოვნოა. _ ცდილობდა გაოცება დაემალა მოსწავლეთა სიმცირის გამო, მაგრამ სოფელში სადაც 100-მდე მოსახლე ცხოვრობს, მეტი ბავშვი ალბათ არც იქნებოდა. - რადგან დღეს მაინც პირველი დღეა, მეცადინეობა ხვალიდან დავიწყოთ, ახლა რამე ვითამაშოთ. რამდენიმე საათი გაატარა სკოლაში და ამ პატარებმა საოცარი ემოციით აავსეს. დადებითად დაიმუხტა და მთელი კვირის განმავლობაში ნაგროვები უარყოფითი ემოციისგან დაიცალა. ახლაც ბედნიერი მიუყვება გზას. გოგოებს შეატყობინა სკოლის ამბები, დედასაც შეეხმიანა და მიდის, მიუყვება ბილიკს. ისევ გაახსენდა დაკარგვის დღე და ღამე, ისევ იოაკიმე. ამ ბიჭზე ფიქრს ვერ ეშვება, რაც საზიანოა მისთვის. ჭიშკარს მიუახლოვდა და შევიდა. ეზოში ბებო ვერ დაინახა და პირდაპირ სახლისკენ წავიდა. - გამარჯობა თანანო _ ბიჭის ხმა მოესმა. უკან გაიხედა და იოანე დაინახა..იოაკიმესთან ერთად. ენით აღუწერელი რაღაც იგრძნო, ბედნიერება, სირცხვილი, დანაშაულის გრძნობა. გახარებული წავიდა იოანესკენ და მთელი გულით ჩაეხუტა. ბიჭიც მოეხვია. არავის შეუნიშნავს ფიცხელაურის თვალები. როგორც კი იოანეს მოშორდა, თავდახრილი მიესალმა იოაკიმეს. _ გამარჯობა. _ ფიცხელაურმა არაფერი უპასუხა, ცივად აუარა გვერდი და სახლში შევიდა. რა იგრძნო? დამცირება, შეურაცხყოფა და ტკივილი. ისევ ეტკინა მისი უხეში საქციელი. იოანემ არ შეიმჩნია მეგობრის ქმედება, მეგობრულად მოჰხვია ხელი თანანოს და ერთად შეაბიჯეს სახლში. - მოხვედი ბებო? _ ღიმილით ჰკითხა ქალმა _ როგორი იყო პირველი დღე სკოლაში? დაიღალე? არ მოგშივდა? - ძალიან კარგი იყო, გადასარევი ბავშვები არიან, საერთოდ არ დავღლილვარ. - ბავშვები კი არიან კარგები, გააჩნია მასწავლებელს _ ჩაისისინა იოაკიმემ. - გავშლი და ვჭამოთ _ მაშინვე სამზარეულოში წავიდა. სუფრა გაშალა და შემოუსხდნენ. სადილმა მშვიდად ჩაიარა. ბახტაძეს თავი არ აუწევია ზემოთ, არც ფიცხელაურს გაუკეთებია კომენტარები, მხოლოდ ბებო და იოანე საუბრობდნენ მშვიდად. როგორც კი ჭამა დაასრულა, იოაკიმე გარეთ გავიდა. გოგონამ სუფრა აალაგა, ჭურჭელი დარეცხა და მისაღებში დაბრუნდა. - იოაკიმე გარეთაა? _ იკითხა მორიდებით. - კი _ ღიმილით უპასუხა იოანემ. - გადი ბებო თუ გინდა _ ეშმაკური ღიმილით უპასუხა ბებომ. თანანომ ყურადღება არ მიაქცია ლულუას ღიმილს და გარეთ გავიდა. თან ფიქრობდა როგორ უნდა დაეწყო საუბარი იოაკიმესთან. მოუსმენდა კი? იქვე ჩრდილში მიწაზე წამოწოლილი შენიშნა ბიჭი. მიუახლოვდა და გვერდით მიუჯდა. ღრენით გადმოხედა ფიცხელაურმა და ზურგი აქცია. - როგორ ხარ? _ მორიდებით ჰკითხა გოგონამ. - ამაზე სულელურ დასაწყისს დიალოგისთვის ვერ მოიფიქრებდი _ ირონიულად ჩაიცინა. - ზუსტად ვიცი რითიც უნდა დავიწყო მაგრამ არ მომისმენ _ თავისთვის ჩაილაპარაკა. - თუ იცოდი რომ არ მოგისმენდი რისთვის გამოხვედი. - იმიტომ რომ უნდა მომისმინო. - ლოგიკური აზროვნების უნარის სულ არ გაქვს? _ სისინს აგრძელებდა. - ბოდიში მინდოდა მომეხადა. - რისთვის? - იმ დღევანდელისთვის, მშობლების და დის გამო. - გაჩუმდი! რა გაგაფრთხილე არ ახსენო-თქო? სანამ კიდევ იტყვი რამე საშინელებას გაფრთხილებ, თორემ დამიჯერე შემიძლია ადამიანი მოვკლა ოჯახის უდიერად მოხსენიებისთვის. - შეიძლება დავამთავრო? _ აკანკალებული ხმით იკითხა. - გისმენ _ უხეშად უპასუხა. - მე არ ვიცოდი, მართლა.. წარმოდგენაც კი არ მქონდა. - რა არ იცოდი რა? - შენი მშობლების და დის შესახებ, არ ვიცოდი რომ.. - არ იცოდი რომ ცოცხლები არ არიან, დაამთავრე თუ ამბობ _ დაუყვირა, თანანო შიშისგან შეცბა და შეუმჩნევლად მოიწმინდა ცრემლი. - ჰო, ჰო, ზუსტად ეგ და ამიტომ გიხდი ბოდიშს. - გასაგებია, ბოდიში მიღებულია, მაგრამ სანამ რამეს იტყვი უნდა დაფიქრდე. _ ადგა და ოთახისკენ წავიდა. გოგონა კი ისევ გაშეშებული დატოვა. „არ გაპატია“ - ასისინდა ალტერეგო. „მოკეტე, მე ბოდიში მოვუხადე, რაც უნდა ის ქნას“ - უპასუხა გამწარებულმა, მაგრამ თვითონაც იცოდა რომ ასე არ ფიქრობდა. გული ატკინა მისმა უხეშმა ქცევამ, მეტს რას ელოდა? ფიქრობდა იოაკიმე ბოდიშს მიიღებდა, გულში ჩაიკრავდა და ისევ მხურვალე კოცნას აჩუქებდა? რა სისულელეა, ის ამას აღარ გაიმეორებს, ერთხელ დაუშვა შეცდომა და შედეგიც მოიმკო. მძიმე ნაბიჯებით მიუყვებოდა ფიცხელაური კიბეს, ოთახში შევიდა და ლოგინზე წამოწვა. რა უნდოდა აქ? რას აკეთებდა? ერთი კვირის წინ არ წავიდა? რატომ დაბრუნდა უკან ასე მალე, მაშინ როცა თვეში ერთხელ ძლივს ახერხებს სოფელში ჩამოსვლას. ნუთუ გოგონას გამო. არა, არა - უსიამოვნო ფიქრების გასაფანტად თავი გააქნია და ადგილს დაუბრუნდა. თანანო უცნაურ გავლენას ახდენს მასზე, ჯერაც ვერ გაარკვია დადებითს თუ უარყოფითს. მაშინ, ისე მოუნდა მისი ტუჩების გემოს გაგება, თავი ვერ შეიკავა, მერე კი ათასი სისაძაგლე უთხრა. რა დაავიწყებს მის შეშინებულ თვალებს და აწითლებულ ლოყებს, მოწონს ამის ყურება და რა ქნას. ახლაც ისეთი საყვარელი იყო, ისე მორცხვად უხდიდა ბოდიშს. ისე უხდება ცრემლიანი თვალები, ფიცხელაურს უნდება რომ სულ ატიროს. მართლა რა საძაგელი ბიჭია, როგორ შეიძლება ასე მოქცევა. კარებზე კაკუნმა გამოაფხიზლა, კარებშიც თანანო დახვდა. - რა გინდა? _ შეუღრინა. - არაფერი, ბებომ იქნებ ჩამოვიდეს ქვემოთო _ მორიდებით უთხრა. - ხომ გადმომეცი დანაბარები, რაღას მიკეთებ აქ, ადექი და ჩადი. - მივდივარ _ თავისთვის ჩაილაპარაკა და ცრემლით სავსე თვალები დაბლა დახარა. კიბეებს ჩაუყვა და ბოლო კიბეზე დაჯდა. მაინც ვერ გაერკვია რა უნდა ამ ბიჭს მისგან. ბოდიშიც მოუხადა იმ სიტყვების გამო მაგრამ მაინც უხეშად ექცევა, არადა თუ დაუფიქრდება მხოლოდ მისი საქციელის ბრალი იყო. დაუკითხავად აკოცა და კიდევ თვითონ გაუბრაზდა. „ ისე ბრაზობ თითქოს შენ არ მოგეწონა“ - სისინს არ წყვეტს ვიღაც. „ ეგ არაფერს წყვეტს“ - ჩაიბურტყუნა. - რა თქვი? _ ზემოთ აიხედა, იოაკიმე ედგა თავზე. - არაფერი _ ჩაილაპარაკა და ნაპირისკენ მიიწია გავლა რომ შეძლებოდა ბიჭს. ჩაუარა და ოთახში გაუჩინარდა. მალე იოანე გამოჩნდა და გვერდით მიუჯდა. - რატომ მოიწყინე? - არაფერია, უბრალოდ ჩემებზე ვფიქრობდი. - ტყუილი რომ არ გამოგდის არავის უთქვამს? _ გაუღიმა, გოგონასაც გაეცინა. - ბევრს უთქვამს. - ძალიან კარგი, წამო სახლში შევიდეთ. _ სახლში სიცილით შევიდნენ. ამხიარულებს ეს ბიჭი, დიდი სიამოვნებით იმეგობრებდა მასთან. ბედნიერად მოკისკისეებს მრისხანე მზერით შეეგება იოაკიმე. ნუთუ თავის მეგობარზე ეჭვიანობს, მეგობარზე და ამ ქალაქელ მასწავლებელზე. არა, ეს უკვე მეტისმეტია. როგორ გააგიჟა ამ გოგომ ასე, რა გაუკეთა. არადა ერთი შეხედვით როგორი ნაზია და სადა, გულუბრყვილო. სინამდვილეში კი ხალხს აჯადოებს. თვითონაც კარგად ხვდებოდა რა სისულელებს ფიქრობდა. უბრალოდ ბრაზდებოდა, მასთან ასე არასდროს უცინია, უცინია კი არა არც კი გაუღიმია. „ ვისი ბრალია?“ იოაკიმესაც საზიზღარი ალტერეგო ჰყოლია. მაგრამ ამ შემთვევაში მართალია, სულ მისი ბრალია. გოგონას ისე ექცევა ლამის აატიროს და ახლა ბედნიერი ღიმილი მოინდომა. და მაინც მარწყვივით გემრიელი ტუჩები აქვს _ იმ ღამის გახსენებაზე ჩაეღიმა ფიცხელაურს. კიდევ ერთხელ სიამოვნებით გაიმეორებს თუ შანსი მიეცემა და ერთი წუთითაც არ ინანებს. - არ გშიათ? _ იკითხა იოანემ. - მოვამზადებ რამეს _ მაშინვე წამოხტა ბახტაძე. - არა, დღეს მე ვიქნები კულინარი _ გაიცინა იოანემ და სამზარეულოში წავიდა. - როგორი იყო პირველი დღე სოფლის სკოლაში ქალაქელო მასწავლებელო? _ პირველად ალაპარაკდა თვითონ იოაკიმე, თუმცა ირონია არც ამჟამად დავიწყნია. - გადასარევი _ უხეშად უპასუხა. - ბავშვებსაც ასე უხეშად პასუხობ? - ბავშვები თბილად მესაუბრებიან. - ახლა არ თქვა რომ ჩემგან თბილ საქციელს და საუბარს ელი _ ჩაიცინა. - არაფერს ველი _ მშვიდად უპასუხა და თვალები მოარიდა. - არადა ნამდვილად ელი რაღაცის გამეორებას _ ტუჩები ენით დაისველა და ქვემოთა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია. - უკაცრავად? _ დაბნეული მზერით მიაჩერდა. - არაფერი, არაფერი _ ჩაიცინა და თვალებში ჩააშტერდა. სამაგიეროდ გოგონამ გახედა სივრცეს. მალე იოანეც დაბრუნდა სამზარეულოდან. - ახლა გავშლი და მობრძანდით, ბებო საძოვრიდან რომ მოვა მერე დავაპუროთ. _ სუფრა გაშალა და ყველანი მიუსხდნენ. - დაცინვებს არ ვართ _ წინასწარ გააფრთხილა ყველა. - არ დაგცინებ, უგემრიელესი კარტოფილია _ გაუღიმა თანანომ როგორც კი გასინჯა, იოანემ გაუღიმა, იოაკიმემ კი პირიქით, ნაპერწკლები გადმოყარა. - მადლობა მადლობა, ძალიან ვეცადე. - გამოგივიდა. - თვით მასწავლებელიც კი ვერ მოამზადებს ასე კარგად _ ისევ გაჰკრა კბილი თანანოს ფიცხელაურმა. - წინასწარი შეფასებებისგან თავი შეიკავე _ სითამამე გამოიჩინა. - აქაური ბიჭები არ გაგიცნია ჯერ? _ სულ სხვა თემაზე გადავიდა. - აქ ბიჭების გასაცნობად არ ჩამოვსულვარ. - ვითომ? _ ირონიულად ჩაეკითხა. - რაც გინდა ის იფიქრე _ თავის თეფშს დაუწყო ყურება. - კარგს ვერაფერს ვიფიქრებ _ ჩაიცინა. - როგორც გინდა _ ნაწყენი ტონით უპასუხა და სუფრიდან ადგა _ მადლობა იოანე, ძალიან გემრიელი იყო _ ნელი ნაბიჯით წავიდა თავისი ოთახისკენ და შეიკეტა. ფიცხელაურიც უკმაყოფილოდ ადგა სუფრიდან და სავარძელს მიაშურა. იოანემ ეშმაკური ღიმილით აალაგა სუფრა და მისაღებში დაბრუნდა. ხმა არ ამოუღია, მხოლოდ აკვირდებოდა იოაკიმეს გაყინულ სახეს, რაღაცაზე მოფიქრალს და სივრცეში მომზირალს. ფიქრებში ღრმად წასულს, დროდადრო ეღიმებოდა. როგორი ლამაზი იყო ნაწყენი მზერით, აწითლებული ლოყებით. თვალებიდან ბრაზს და წყენას აფრქვევდა, მაგრამ მისი მარწყვივით ტუჩები სულ სხვა რამეს ამბობდა. ოთახში შეკეტილი ბახტაძე წიგნს კითხულობდა. მართალია თავში ერთი სიტყვაც არ შესვლია და შინაარსიც ვერ გაიგო, მაგრამ მაინც კითხულობდა. მზის ჩასვლა რომ იგრძნო, მხოლოდ მაშინ გადადო წიგნი გვერდით. ოთახიდან გასვლას კი მაინც არ აპირებდა, სულაც არ სურდა ფიცხელაურის ირონიულ მზერასთან შეხვედრა. მაინც ვერ გაიგო რატომ ჰგონია რომ აქ გასათხოვებლად ჩამოვიდა, ქალაქში ვერ მოახერხებდა, ამ მიყრუებულ სოფელში რომ არ ჩამოსულიყო ამისთვის. ოთახიდან გავიდა, ლულუა უკვე მოსულიყო, კიდევ კარგი. - ბებო არ გშია? ვივახშმოთ. - მე არ მინდა, გავშლი და ივახშმეთ. - რატომ არ გინდა ბებო? _ შეშფოთებულმა ჰკითხა ქალმა. - ფიგურას უფრთხილდება _ ჩაისისინა იოაკიმემ _ თუმცა მაინც არ აქვს იდეალური ფორმები _ დაუმატა გესლი. - იოაკიმე გავბრაზდები ახლა _ შეუბღვირა მოხუცმა _ რა ზრდილობაა ეს. - არაუშავს _ გაუღიმა თანანომ ქალს _ მეც ვიცი რომ იდეალურ პარამეტრებს არ ვერგები, მაგრამ არც იმხელა ვარ დიეტა მჭირდებოდეს _ ნიშნისმოგებით გაუღიმა იოაკიმესაც და იქვე ჩამოჯდა. - ჰო აქაურ ბიჭებს ხორციანი ქალები უყვართ _ ისევ ჩაისისინა. - არც ქალაქელები ამბობენ უარს _ თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ბახტაძემ. ფიცხელაურს ჩაეღიმა აღარაფერი უთქვამს. ვახშმის შემდეგ გოგონა დაემშვიდობა მათ, თავის ოთახში შევიდა და ლოგინს მიაშურა. ახლა უნდა დაიძინოს, ხვალ სკოლაშია წასასვლელი, მართალია ცოტა მოგვიანებით უნდა მივიდეს, ინგლისურს პირველს არ ჩაუტარებს, მაგრამ მაინც მხნედ უნდა გამოიყურებოდეს და ამიტომ კარგად უნდა გამოიძინოს. თვალები დახუჭა და მისაღებიდან შემოსული ხმაურის დაიგნორებას ეცადა. მალე ისიც შეწყდა და უკვე თავისუფლად შეძლო დაძინება. ეს ფიცხელაურიც სულ გაგიჟდა. ბედნიერად წევს თავის ლოგინში, მაგრამ მხოლოდ იმაზე ფიქრობს ქვემოთ რა ხდება. ზუსტად მისი ოთახის ქვემოთაა ქალაქელი მასწავლებელი. ალბათ საბანში გახვეული და მშვიდად მძინარე. წყნარად, აუჩქარებლად სუნთქავს და სულ არ ადარდებს იოაკიმე რომ ვერ იძინებს. უფრო სწორად არ აძინებენ, ფიქრები არ აძინებენ, თანანოზე ფიქრები. რატომ აეკვიატა ეს გოგო, ერთი შეხედვით განსაკუთრებული არაფერი აქვს, მაგრამ საკმარისია სულ რაღაც ერთი წამით ზედმეტად შეხედო და მაშინვე მიხვდები რომ მთლიანად განსაკუთრებულია. აუცილებლად უნდა ნახოს. ახლა? ჰო, ზუსტად ახლა, აუცილებლად უნდა ჩავიდეს ქვემოთ და ნახოს. კიდევ ერთხელ უნდა შეხედოს მის მძინარე სახეს. ხვალ ისევ ქალაქში ბრუნდება, ან რისთვის ჩამოვიდა. „ რისთვის თუ ვისთვის?“ გაისმა კითხვა, მაგრამ პასუხი არ ჰქონდა. გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად გამოვიდა ოთახიდან და კიბეს დაუყვა. პირველ სართულზე, ფეხაკრეფით შევიდა სახლში და ბახტაძის ოთახისკენ წავიდა. კარები ფრთხილად შეაღო და მძინარე თანანოს დააჩერდა. „მართლა განსაკუთრებულია“ _ ჩაეცინა. ისევ ისე, პატარა ბავშვივით სძინავს. თვალი შეავლო უკვე კარგად ნაცნობ ტუჩებს და კმაყოფილების ღიმილმა გადაკრა სახეზე. უფრო ახლოს მიიწია, მიუახლოვდა, დაიხარა და ისევ ისე ნაზად შეეხო მის მარწყვისფერ ბაგეებს. მაგრამ სწრაფადვე მოშორდა, ნამდვილად არ უნდოდა მისი გაღვიძება და ისევ ერთი ამბის ატეხვა. კარები გამოაღო, უნდა გასულიყო, კიდევ ერთხელ შეხედა მძინარე გოგონას, გულმა არ მოუთმინა და ისევ უკან დაბრუნდა. კიდევ ერთხელ დაეწაფა მის ტუჩებს თუმცა ამჯერად ნამდვილად გაუჭირდა დროის განსაზღვრა. თანანო შეიშმუშნა, მაგრამ ფიცხელაურს სისწრაფემ უშველა. ბახტაძემ გამოიღვიძა, ერთი კვირაა სიზმარშიც კი იოაკიმეს კოცნა ელანდებოდა, მაგრამ ასე ცხადად არასდროს უგრძვნია. ტუჩები თან ეწვის, თან თითქოს გაყინული აქვს. უკვე ვეღარ ხვდება. ნუთუ შესაძლებელია სიზმარი ასე ცხადად შეიგრძნო. „ შენც გინდა და იმიტომ“ - ჩაისისინა ალტერეგომ. „ შენ გაჩუმდი“. „ შენ რა გგონია იოაკიმე მეორედაც გაიმეორებდა იგივეს?“ - ბოროტულად ჩაიცინა. „ რატომაც არა“ -კეკლუცად უპასუხა და როგორც კი მიხვდა რა სისულელეს ამბობდა, ისევ აუწითლდა ლოყები. რა საშინელებაა, ახლა ისევ გავა გარეთ, მაშინდელივით და სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავს, თან ცოტა გაგრილდება, თორემ უკვე ზედმეტად ცხელა. ჩუმად წამოდგა ლოგინიდან და უხმაუროდ გავიდა სახლიდან. ისევ კიბეზე ჩამოჯდა და ღამის სოფელს გახედა. - გაცივდები მასწავლებელო _ მოულოდნელობისგან შეცბა, მეორე სართულის კიბეზე ჩამომჯდარიყო ფიცხელაური. - არამგონია გაღელვებდეს _ ჩუმად უპასუხა. - მე გაგაფრთხილე უბრალოდ, რამდენად მაღელვებს ეგ სხვა საკითხია. - ვერ ვხვდები რა დაგიშავე. - შენ ჩემთვის რამე როგორ უნდა დაგეშავებინა _ ჩაიცინა. - მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ რატომღაც ასე არ არის. - ზუსტად ასეა. - აბა რატომ გძულვარ? - მე არავინ მძულს. - ჩემს გარდა. - არც შენ მძულხარ _ გაიღიმა, პირველად გაუღიმა ასე გულწრფელად თანანოს, ან იქნებ ღამის ფონზე მოეჩვენა გულწრფელი. - კარგი, ნუ აღიარებ. - გინდა სიმართლე ვაღიარო? _ ჩაიცინა. - აღიარე _ რამდენიმე ნაბიჯით გოგონას გვერდით კიბეზე აღმოჩნდა. - მარწყვისფერი ტუჩები გაქვს _ ლოყაზე ხელი ჩამოუსვა და ტუჩის კონტურებს მიჰყვა. ზუსტად იცოდა თანანომ რომ უნდა მოეშორებინა, უნდა წასულიყო, მაგრამ ვერ ახერხებდა, ერთ ადგილს მიყინვოდა და ვერ ინძრეოდა. _ ლამაზი თვალები, რომ იცოდე რა სასაცილო ხდები როდესაც წყენისგან წითლდები და თვალები ცრემლით გევსება _ ჩაიცინა და თვალებზე გადაუსვა ხელი. - რა..რა გინდა? _ ალუღლუღდა ბახტაძე. - მე არაფერი, შენ მითხარი სიმართლე აღიარეო, ჰოდა ვაღიარებ და მაცადე _ უცებ გააჩუმა და მისი სახის შესწავლა განაგრძო. _ იცი რა? საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ თუ აი ახლა, აი ახლა შენს სასაცილოდ, ბავშვივით ათრთოლებულ ტუჩებს არ შევეხები _ აღარც გოგონას გაოცებული თვალებისთვის მიუქცევია ყურადღება, აღარც აკანკალებული ტანისთვის, თავისკენ მიიზიდა და უკვე მღვიძარეს დაუგემოვნა ტუჩები. მოშორდა და ჩაიცინა, ჯერ მას გადაუსვა ტუჩებზე თითი, შემდეგ იგივე თითი გადაიტარა საკუთარ ტუჩებზე. კიდევ ერთხელ კმაყოფილმა ჩაიცინა, კიბიდან წამოდგა და ღამის ბინდში გაუჩინარდა. კიბეზე კი გახევებული დატოვა ბახტაძე. - რა იყო ეს? _ გაოცებული ბუტბუტებდა და ტუჩებს ხელს არ აშორებდა. ტუჩებს და კიბეს, რომელზეც ფიცხელაური გაუჩინარდა. დილით ძლივს გაიღვიძა, ასეთი ღამის მერე როგორია დაიძინო, ჰო და თანანომაც ვერ დაიძინა. მთელი ღამე იწრიალა, მომხდარზე ფიქრობდა, აანალიზებდა, იმდენჯერ გაიხსენა უკვე ზეპირად იცის ყველაფერი იმ მომენტიდან. „განსაკუთრებით ერთი ნაწილი“ - ჩაისისინა ალტერეგომ. როგორც იქნა დაიძინა, მაგრამ დილით დააგვიანდა გაღვიძება. კიდევ კარგი გაკვეთილი პირველი არ ჰქონდა, თორემ მოეჭრებოდა თავი. თვალები მოიფშვნიტა, კიდევ ერთხელ გაივლო გონებაში მომხდარი ამბავი. გაეღიმა, რა ქნას ვერ იცრუებს, თვითონაც მოეწონა. მაგრამ მაინც ვერ გაიგო ამ ბიჭის დამოკიდებულება. გუშინ მთელი დღე საოცრად უხეშად ექცეოდა, ღამით კი, ღამით კი ასე დააგვირგვინა. ახლა როგორ უნდა შეხედოს თვალებში, ალბათ ისევ აუთამაშდება ირონიულად მოცინარი ჭინკები, ისევ ააწითლებს გოგონას ლოყებს. თუმცა მთელი დღით ამ ოთახში გამოკეტვას ვერ მოახერხებს. მშვიდად ჩაიცვა, ოთახიც მოაწესრიგა და ნელა გამოაღო ოთახის კარები. ჩუმადვე გაიპარა და ამოისუნთქა როცა მისაღებში ვერავინ შენიშნა. ეზოში გავიდა და მოფუსფუსე ბებო შეამჩნია. - დილამშვიდობის _ ღიმილით მიესალმა ქალს და აკოცა. - მშვიდობა მოგცეს ღმერთმა ბებო _ გაუღიმა ქალმა და თბილად ჩაეხუტა. - სახლში სიწყნარეა _ ჩუმად აღნიშნა თანანომ. - ჰო ბებო, გავაცილე ეს ბიჭები დილით და დაწყნარდა სახლი _ გაუღიმა ქალმა. - წავიდნენ უკვე? _ გაოცებულმა იკითხა. - ჰო ბებო, ჰო, რამე ხდება? _ ისევ ეშმაკურად გაიღიმა ქალმა. - არა არაფერი, უბრალოდ გუშინ ჩამოვიდნენ, დღეს წავიდნენ _ გაუღიმა _ ასე ცოტა ხნით ამხელა მანძილზე ჩამოსვა _ უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები. - ეტყობა მიზეზი ჰქონდა ბებო _ ეშმაკურ ღიმილს არ იშორებდა ქალი. - მე გავემზადები ბებო და სკოლაში წავალ. - მიდი ბებო, მიდი _ თბილად გაუღიმა და თვალი გააყოლა მიმავალ თანანოს. „ანუ რა გამოვიდა?“ როგორც კი ბებოს მოშორდა, მაშინვე ფიქრი დაიწყო. „გუშინ ასეთი რამ ჩაიდინა.. დღეს კი ისევ დაუმშვიდობებლად წავიდა.. ეს, ეს რა წესია.“ თანანო ააფორიაქა, ფიქრები ისევ აურია იმ ღამის შემდეგ და წავიდა. ბედნიერად გადააბიჯა ჭიშკარს, უდარდელად დაბრუნდა ქალაქში. ნუთუ ჩვეულებრივი ამბავია ეს მისთვის, ასე კოცნის გოგონებს და მერე უჩინარდება. ნეტავ ბევრია ასეთი? „ ეჭვიანობამ შემოგიტია?“ - დასცინა ალტერეგომ. „გაჩუმდი, სულ აღარ მაინტერესებს, საზიზღარი ბიჭია, უტაქტო“ - გამოლანძღა გონებაში და მექანიკურად გადმოალაგა ტანსაცმელი. ჩაიცვა და სკოლისკენ გაუყვა გზას. ტელეფონმა დაიჭირა და მაშინვე აკრიფა ბელას ნომერი. - ბელუსი მიშველე _ ხმის ამოღება არ აცალა ისე დაიწყო. - რა მოხდა? _ ბელას შეშფოთებული ხმა მოესმა. - არ ინერვიულო არა, მოგიყვები _ ყველაფერი მოუყვა გუშინდელის შესახებ, ბელა ხან იცინოდა ხან ბრაზობდა. - მოსაკლავი ხარ რა, მოსაკლავი! რატომ იტან, ან ვის რას უთმენ ამიხსენი ერთი, სულ გაგიჟდი გოგო _ ცოფებს ყრიდა ბელა. - რა ვუთხრა ბელა რა, რომ შევეპასუხო აზრი მითხარი. - შენს ადგილას გუშინ ერთ კარგ სილას ვუთავაზებდი და ისწავლიდა როგორ უნდა შენნაირებთან მოქცევა. - სილა კი არა ხელები სად მქონდა ისიც დამავიწყდა _ გაიცინა _ ნახევარი საათი ასე გაშეშებული ვიჯექი კიბეზე. - ღმერთო ჩემო! _ ისევ აღშფოთდა ბელა _ შენც ცუდ დღეში ხარ თანანო _ გაიცინა. - იცინე, იცინე და მართლა ცუდ დღეში ვარ მგონი, სულ ამ ბიჭზე ვფიქრობ. - კარგი ახლა, შემდეგ ჩამოსვლაზე დააიგნორე გაიგე? შენგან რომ გრძნობს გაინტერესებს იმიტომაც აძლევს საკუთარ თავს ამდენის უფლებას. - კარგი ბელუსი კარგი, გავითვალისწინებ, წავედი ახლა თათასაც დავურეკო თორე მომკლავს _ გავიცინე. - წადი და ჭკვიანად. თათასაც დავურეკე, მასაც ყველაფერი მოვუყევი, ბელასგან განსხვავებით მშვიდად მიიღო, ეცინებოდა კიდეც. - ფაქტია მოწონხარ და რას ერჩი. - გადამრევ გოგო, ამდენ ამბავში, ირონიაში, უხეშობაში მოწონება სად დაინახე? - კოცნაში _ ნიშნისმოგებით მიპასუხა და ჩაიფხუკუნა. - ოო _ ავბუზღუნდი. - არ თქვა ახლა არაო, როგორსაც ახასიათებ ისეთი თუა დამიჯერე გოგოების ნაკლებობა არ ექნება. - ეგ რა შუაშია? - რა ხარ გოგო ამისთანა გაუგებარი _ გაიცინა _ გოგოები ბევრი ეყოლება, ანუ კოცნას დანატრებული არ იქნებოდა რომ პირველივე შემხვედრისთვის ეკოცნა. გაიგე ახლა? - ჰო რავი რა, რავიცი, წავედი ახლა მივალ მალე სკოლაში. - კაი, მიდი და ჭკვიანად. სკოლაში შევიდა, ბავშვები ფეხზე წამოდგომით მიესალმნენ. მათ ღიმილში იმდენი გულწრფელობა იგრძნო, სხვა ყველა იოაკიმესავით უხეშად რომ მოქცეოდა, მაინც არ ინანებდა საკუთარ საქციელს. ყოველთვის უყვარდა ბავშვები, ფიქრობდა რომ ისინი ყველაზე სუფთა არსებები იყვნენ დედამიწაზე. აქაური ბავშვები რატომღაც უფრო სუფთები ეჩვენებოდა, გულით თავისუფლები და ბედნიერები. პირველი გაკვეთილი ხალისით დაიწყო, ანბანის შესწავლით. ჩათვალა დღეისთვის საკმარისიაო და წიგნი დახურა. - ახლა შეგვიძლია ზოგადად ვისაუბროთ, რაზეც გსურთ _ გაუღიმა ბავშვებს. - გათხოვილი ბრძანდებით? _ უკნიდან მოესმა წრიპინა ხმა და სიცილი ვერ შეიკავა შეკითხვაზე. - არა, არ ვარ გათხოვილი. - აი _ მხარი გაკრა გვერდით მჯდომს _ გიო, რომ ამბობდი თანანო მასწავლებელი შემიყვარდაო, რომ გაიზრდები მოიყვანე ცოლად _ სიცილის შეკავება მართლა შეუძლებელი გახდა და გადაიკისკისა. - გიოს ეწყინა _ გაბრაზებული ტონით დაიწრიპინა გოგონამ. - ბოდიში _ ნაწყენ ბიჭს მიუახლოვდა _ ძალიან გაწყენინე? _ ბიჭს არაფერი უთქვამს, უბრალოდ თავი დაუქნია. _ მაპატიე, მეტს აღარ გავიმეორებ _ ბიჭმა გაუღიმა. გაკვეთილი დამთავრდა და სკოლიდან გამოვიდა. მთელი გზა ხალისით მოდიოდა, რამდენჯერაც პატარების საუბარი გაახსენდებოდა, იმდენჯერ კისკისებდა. სახლშიც ასე ბედნიერმა შეაბიჯა. - მოხვედი ბებო? რა გახარებული ხარ გენაცვალე შენ _ ღიმილით შეავლო მოხუცმა თვალი. თანანოს მოუყვა მხიარულების მიზეზი და ბებოც გააცინა. _ ბიჭებმა დარეკეს _ დასერიოზულდა _ მშვიდობით ჩავედითო. - კარგია _ უბრალო ღიმილით შემოიფარგლა და ოთახში შევიდა. „მშვიდობით ჩავედითო“ - გაიმეორა გაბრაზებულმა. თვითონ კი ჩავიდა მშვიდობით, ახლა იკითხოს ბახტაძე როგორ დატოვა, თავ-გზა არეული, დაბნეული. რა ენაღვლება, ჩავა ქალაქში და დაივიწყებს, მერე დაბრუნდება, ისევ აწვალებს, ერთს აკოცებს და ისევ დაუმშვიდობებლად გაუჩინარდება. ეს სულელი გოგოც რომ ვერ უწევს წინააღმდეგობას, მის შეხებაზე შეშდება, ვერ მოძრაობს, მერე თრთის და მიზეზს აძლევს რომ ირონიულად ჩაიცინოს, აკოცოს და წავიდეს. მორჩა! ეს უნდა დაამთავროს, შემდეგ ჩამოსვლაზე ზედაც არ შეხედავს, არაფერს დაუთმობს და არც კოცნის უფლებას მისცემს. „კი, კი, როგორ არა“ - ჩაისისინა ალტერეგომ. თანანომაც იცის რომ ამ შემთხვევაში ეს საზიზღარი ალტერეგო მართალია, ვერც შეპასუხებას შეძლებს და ვერც იგნორს, მაგრამ ეცდება. საშინაო ფორმაში გამოწყობილი გავიდა ეზოში. - რაში დაგეხმაროთ? _ ღიმილით ჰკითხა ბებოს. - არაფერში ბებო, მივხედე უკვე პირუტყვს, წამო ახლა სახლში შევიდეთ და ვისაუბროთ. - შევიდეთ _ გაუღიმა და ხელი მოჰხვია. სახლში შევიდნენ, თანანომ „ფიცხელაურის“ სავარძელში დაიკავა ადგილი, ბებოც იქვე ტახტზე დაჯდა და გაუღიმა. - მომიყევი ბეობ შენს ოჯახზე _ მიმართა თანანოს. - ჩვეულებრივი ოჯახი მაქვს, დედა, მამა და უმცროსი ძმა. თბილი და მშვიდი. _ გაუღიმა. - კარგია ბებო, კარგია, ასეთი ოჯახი ჰქონდა ჩემ შვილსაც _ ამოიოხრა და თითქოს გული ამოატანა. - არ იტიროთ რა _ მაშინვე გვერდით მიუჯდა თანანო და მიიხუტა. - არ ვიტირებ ბებო, იმდენი ვიტირე და უკვე შევეჩვიე. კიდევ კარგი იოაკიმე მაინც დამრჩა, თორემ მართლა არ ვიცოცხლებდი ტავს. მარტო იმისთვის გავაგრძელე სიცოცხლე, იმას შემოევლოს ბებო. - მართლა ძალიან ვწუხვარ. - დედისერთა მყავდა, ჯერ ქმარი დამეღუპა, მერე შვილი, რძალი, შვილიშვილი, ამაზე მეტი უბედურება კიდევ თუ მომეწევა არ ვიცი. - უბედურება აღარ იქნება, ამაზე მეტი უბედურება აღარ იქნება. მაგრამ ხომ იცით? ღმერთი იმაზე მეტ გასაცდელს არ მოგივლენთ, რომლის ატანასაც ვერ შეძლებთ. ………………………………………….. ზამთარმა შემოაბიჯა, უკვე ძალიან ციოდა. მთელი ამ დროის მანძილზე იოაკიმე ერთხელაც არ ჩამოსულა, არც ტელეფონზე დალაპარაკებია თანანო. ცდილობს არ იფიქროს მასზე, მაგრამ ფაქტია ენატრება, ძალიან უნდა მისი ხმის მოსმენა, თუნდაც ირონიული ტონის. მისი კოცნა ხომ, ეს ცალკე თემაა, გახსენებაზე ახლაც ეწვის ტუჩები და უწითლდება ლოყები, რა ქნას, ასეთია. როგორც ჩანს, ფიცხელაურს სულ არ ენატრება ბახტაძე, ენატრება კი არა არც კი ახსენდება. რამდენჯერ ელაპარაკა ლულუას და არც ერთხელ არ მოუკითხავს. მალე ჩამოთოვს, თანანო ქალაქში ვერ ახერხებს ჩასვლას, ამის გამო გოგოებიც გაუბრაზდნენ, ოჯახი გაგებთ მოეკიდა. ზის ახლა მარტო ბუხართან და წიგნს კითხულობს. ლულუა მეზობელთანაა გასული. ნეტავ ბახტაძე თუ ფიქრობს იოაკიმეზე? რაც სოფლიდან წავიდა იმ ქალაქელ მასწავლებელზე ფიქრები არ ასვენებს. მისი მარწყვისფერი ტუჩების გემო ჯერაც ახსოვს. თავიდან ინანა ასე უცებ რომ გასცა საკუთარი თავი და აკოცა, თუმცა ახლა ხვდება რომ სწორად მოიქცა. ამით იმ გოგოს თავი დაამახსოვრა, ახლა გარანტია აქვს რომ არ დაავიწყდება. ისიც იცის, რომ პირველი კოცნა იყო თანანოსთვის, ისე თრთოდა მის ხელებში, სხვანაირად ვერც იქნებოდა. მაგრამ მაინც არ უტყდება საკუთარ თავსაც კი რომ ამ გოგონამ დაატყვევა. თავის საქციელს უბრალო სურვილს არქმევს, სურვილს რომ აღმოაჩინოს ქალაქელი მასწავლებლის ნამდვილი სახე. ახლაც გაჰყურებს აყუდებულ მთებს და ფიქრობს როგორ შეხვდება თანანო, მით უმეტეს იოანე არ მიჰყვება. ყველას თავის ოჯახში უნდა ახალი წელი, იოაკიმესთვის კი ბებოა მთელი ოჯახი. ყოველ ახალ წელს იქ ხვდება და ტრადიციის დარღვევას არც წელს აპირებს, ან დაირღვევა თუ ბახტაძე ქალაქში არ წავა. ავტობუსი გაჩერდა, ნელა ჩამოვიდა და ჭიშკარი შეაღო. ნელი ნაბიჯით გაუყვა ბილიკს სახლისკენ და კარებზე დააკაკუნა. თანანო კაკუნზე შეცბა, არავის ელოდნენ, ბებო როგორც წესი არ აკაკუნებს. სწრაფი ნაბიჯით მივიდა კარებამდე და ფრთხილად გამოაღო. ზღურბლზე იოაკიმეს დანახვისას კინაღამ მუხლები მოეკვეთა. ერთდროულად იგრძნო მისი ნახვით გამოწვეული ბედნიერება, სიხარული, სირცხვილი, წყენა, გაბრაზება, ისევ აუწითლდა ლოყები, გვერდით გაიწია და ანიშნა შემოსულიყო. - არ მომესალმები მასწავლებელო? _ ჩაიცინა და ორი დიდი ჩანთით შემოაბიჯა. „მთელი წელი აქ აპირებს დარჩენას?“ _ გაიფიქრა ჩანთების დანახვისას. - გამარჯობა _ ჩუმად ჩაილაპარაკა. - ასე უბრალოდ? - წითელ ხალიჩას ელოდი? _ გაუღიმა. - შეპასუხება გვისწავლია _ ჩაიცინა. - ვსწავლობ ნელ-ნელა. ერთი ჩანთა სამზარეულოში შეიტანა იოაკიმემ, მეორე იქვე მისაღებში დადო და „თავის სავარძელში“ ჩაჯდა. - კარგად მოწყობილხარ _ გაუცინა თანანოს _ სავარძელი ბუხართან მიგიდგამს. ბებო სად არის? - მეზობელთან. - დაგეწყო არდადეგები? - კი. - ენა გადაყლაპე თუ არ გყოფნის? _ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა. - ყავას დალევ? - რას გეკითხები და რას მპასუხობ. - ყავა უნდა დავლიო და დალევ? _ ისევ გაუმეორა კითხვა თანანომ. - დავლევ _ გამოკვეთილად უპასუხა. ბახტაძე მაშინვე სამზარეულოში გაეშურა. ფიცხელაურს თუ არ მოშორდებოდა ნამდვილად ცუდად გახდებოდა. ამიტომაც მოიმიზეზა ყავა, თორემ ახლა ნამდვილად არ უნდოდა. ახლა არც ისე ირონიული ჩანდა, თითქოს ჩვეულებრივ მოიკითხა, მაინც ვერაფერი გაუგო ამ ბიჭს. ჩაიდანი „გაფრინდა“, თანანო კი ვერც ხვდებოდა. - მასწავლებელო, დიდხანს უნდა იდგე ასე? _ იოაკიმეს ხმამ გამოაფხიზლა _ ჩაიდანში წყალი ადუღდა, თუ ასე უმოქმედოდ იდგები აორთქლდება კიდეც _ ჩაიცინა. მაშინვე გადმოალაგა ჭიქები, გაამზადა და წყალი დაასხა. მთელი ამ დროის მანძილზე ფიცხელაური იქ იდგა, კედელს მიყრდნობილი, გადაჯვარედინებული ფეხებით და სახეზე მოთამაშე ღიმილით. მისი მზერა აკომლექსებდა, დიდი ძალისხმევა დაჭირდა რომ ხელები გაეჩერებინა და არ აკანკალებოდა. საოცარ გავლენას ახდენს ეს ბიჭი. ფინჯნებს ხელი მოკიდა და მისაღებში გაიტანა, მაგიდაზე დააწყო. - ახალ წელს ქალაქში არ მიდიხარ ქალაქელო? _ ირონიულად კითხა. - ასე ძალიან გაწუხებთ ჩემი აქ ყოფნა? _ კითხვისნიშნიანი მზერით შეხედა. - მგონი გითხარი უკვე სულ ვერ ვგრძნობ შენს არსებობას. - ჰო და პრობლემაც არ არსებობს, მაგრამ არამგონია მასე იყოს _ საკუთარი პასუხი თვითონვე გაუკვირდა და თან კმაყოფილი დარჩა. იოაკიმეს ჩაეცინა და გოგონას დასანახად გადაიტარა თითი ტუჩებზე. თანანო ისევ გაწითლდა, კიდევ კარგი კარები შემოაღო ბებომ. - ვაიმე ბებო, შენ შემოგევლოს შენი ბებო როდის ჩამოხვედი ჩემო სიცოცხლე _ ბედნიერი ჩაეხუტა ფიცხელაურს და თბილად აკოცა. - ახლახანს შემოვედი სახლში, მასწავლებელთან ვისაუბრე ცოტა და ამასობაში შენც მოხვედი. - ხომ დარჩები ბებო? - კი ბებო დავრჩები. „ნეტავ როდემდე რჩება?“ _ გაიფიქრა თანანომ, ბებოც თითქოს მის გულში იყო და კითხვა ხმამაღლა გაიმეორა. - როდემდე რჩები ბებო? - არ ვიცი მაგრამ ალბათ იანვრის ბოლომდე. _ ბახტაძეს თვალები გაუფართოვდა, ნუთუ იანვრის ბოლომდე უნდა იტანოს მისი საქციელი, არა ნამდვილად გაგიჟდება. თავისი ყავის ფინჯანი აიღო და ბუხართან სავარძელში მოკალათდა, თან ჩახუტებულ ბებია-შვილიშვილს ადევნებდა თვალს. - წელს თანანოც ჩვენთან ერთად შეხვდება ახალ წელს _ ახარა ბებომ. - ძალიან სასიამოვნოა _ ირონიულად ჩაილაპარაკა და თანანოს გადახედა. - სად უნდა დაგაწვინო ბებო _ უეცრად შეწუხდა ქალი _ ახლა მაღლა ძალიან ცივა. - დაბლა მასწავლებელმა დაიკავა ჩემი ოთახი _ დაასრულა ბებოს სათქმელი. - აგერ დაგაწვენ ტახტზე ბებო _ უცებ გადაწყვიტა პრობლემა ლულუამ _ ცოტა მაგარი კი არის, მაგრამ მოგათავსებ მოხერხებულად როგორმე, თან თბილად იქნები ბუხართან _ გაუღიმა. - სხვა რა გზაა _ გაუღიმა იოაკიმემ და მიიხუტა. - გავშლი მაშინ ბებო, გვიანია უკვე. - იყავით, მე მივხედავ _ გაუღიმა გოგონამ და სავარძლიდან წამოდგა. ყველაფერი მოამზადა, ლოგინიც გაშალა. ფიცხელაური კი თვალმოუშორებლად აკვირდებოდა მის ნაზ მიხვრა-მოხვრას, დატალღულ თმებს, მონარნარე ტანს და დროდადრო ეღიმებოდა. - მე წავალ _ ჩაილაპარაკა გოგონამ. - იყავი თუ გინდა, არ მეძინება _ მისდა გასაოცრად სრულიად ჩვეულებრივი ტონით უპასუხა იოაკიმემ. - მე წავალ შვილებო, იყავით თქვენ ისაუბრეთ _ ღიმილით დატოვა ლულუამ ახალგაზრდები და თავის ოთახში გაუჩინარდა. - ყავის გაკეთება გცოდნია _ გადახედა თანანოს. - მადლობა. - არ მოგბეზრდა ამ დამთმობი გოგოს როლის თამაში? - მე არ ვთამაშობ, რაც ვარ ეს ვარ _ წყნარად უპასუხა და ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს გაუშტერა თვალი. - არაფრის კითხვა არ გინდა ჩემთვის? - რა უნდა გკითხო? - არაფერი გაინტერესებს? - არა. - არც ის კოცნა? _ კოცნის გახსენებაზე ისევ ბავშვივით აწითლდა თანანო. - არა. - მიზეზიც არ გაინტერესებს? - თავისი მიზეზი ყველაფერს აქვს. - გოგოები ამ ყველაფერს დიდ სიყვარულს ან მოწონებას მიაწერენ ჩვეულებრივ. - მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნები. - აბა რა იფიქრე? - არაფერი. - როგორ იფიქრებდი, ერთ ადგილს მიეყინე _ ირონიულად ჩაიცინა. - ვერ ვხვდები რა გინდა, არ მაინტერესებს და მორჩა. _ ისევ ცეცხლს შეხედა. - შეგიძლია ლაპარაკისას მე მიყურო და არა ცეცხლს. - ცეცხლის ყურება ბევრად უფრო სასიამოვნოა. - ჩემზე სიმპატიურია? _ გაიცინა. - შესაძლოა. - დანამდვილებით ვერაფერს იტყვი? _ ისევ ჩაიცინა. - დანამდვილებით ვიტყვი რომ შენზე სიმპატიურებიც არსებობენ. - იცნობ? - რომ არ ვიცნობდე ვერ ვიტყოდი _ ამდენი ტყული ერთად არასდროს უთქვამს, მაგრამ რა ქნას, ბელას რჩევას ითვალისწინებს, ცდილობს ცოტათი უფრო მტკიცე ხასიათი გამოიჩინოს. - მასწავლებელო, მასწავლებელო. ერთი წლის შემდეგ წახვალ აქედან და აქაურობა აღარც გაგახსენდება. - წინაწარ დასკვნებს ნუ გააკეთებ, არავინ იცის რა მოხდება მომავალში. ძილინების _ წამოდგა და ოთახისკენ წავიდა. - ასე უეცრად მტოვებთ? - დიალოგის გაგრძელების აზრს ვერ ვხედავ. - კარგი, ძილინების მასწავლებელო. სასწრაფოდ შევიდა ოთახში და ამოისუნთქა. მოწესრიგდა და ცივ ლოგინში შეწვა. ზამთარში კიდევ უფრო ცივა. ძლივს გათბა, როცა მიხვდა რომ ვეღარ სუნთქავდა, მხოლოდ მაშინ ამოსწია თავი საბნიდან. არ ეძინებოდა, მაგრამ რა ექნა, იოაკიმესთან ყოფნას ისევ დაწოლა ერჩივნა. ჰო და წევს ახლა, მაგრამ მაინც მასზე ფიქრობს, კედლის მეორე მხარეს ის წევს, ის სუნთქავს. როგორ გინდა დაიძინო, კაცმა არ იცის თავში როდის რა დაარტყამს, ადგება და შევა ბახტაძის ოთახში, დაუკოცნის ბაგეებს და მერე ისევ გაქრება. „იოცნებე, იოცნებე“ - ირონიულად იცინის ალტერეგო. კედლის მეორე მხარეს კი ფიცხელაურს არ აძინებს ფიქრები. კედელს მიღმა ის არის ვისი მარწყვისფერი ტუჩების დაგემოვნებაც ყველაზე მეტად უნდა ახლა. მაგრამ იცის რომ შევიდეს და ეს გააკეთოს, საკუთარი საქციელის ახსნა მოუწევს. რაც ნამდვილად არ სურს, ან როგორ უნდა ახსნას, მაშინ როცა თვითონაც არ იცის. ამიტომ წევს ახლა მაგარ ტახტზე, მოკეცილი, იმიტომ რომ სიგრძე არ ყოფნის. ვერ იძინებს, მოუხერხებლადაა, მაგრამ რა ქნას. ფაქტობრივად სამი თვე არ ენახა ქალაქელი მასწავლებელი, ახლაც ასე ცივად დახვდა. ამ სამი თვის მანძილზე ბევრჯერ ეცადა დავიწყებას, ხან საკუთარი ძალებით, ხანაც სხვა ქალების დახმარებით, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მაინც მისი მარწყვისფერი გემრიელი ტუჩები ენატრებოდა, მაინც მისი ცრემლიანი თვალები და აწითლებული ლოყები ელანდებოდა. ამ გრძნობას ახსნაც კი ვერ მოუძებნა. სიტყვა „სიყვარული“ გულშიც კი არ გაუვლია, არადა სხვასაც ვერაფერს არქმევს და არის ასე გაურკვევლად. შუაღამეა, მას კი ისევ ღვიძავს, ისევ ბახტაძეზე ფიქრობს. სურვილის აუსრულებლად ვერ დაიძინებს. ფეხაკრეფით მიუახლოვდა მასწავლებლის ოთახს, კარები შეაღო და შევიდა. „ მაინც რა ლამაზია“ - გაუელვა თავში და მაშინვე დაეწაფა მის ბაგეებს, ბაგეებს რომელიც უკვე დაისაკუთრა. იმის გაფიქრებაზეც ცუდად ხდება რომ შეიძლება ვინმე სხვა შეეხოს, ეს მარწვისფერი ტუჩები მხოლოდ იოაკიმესია, სხვას არავის აქვს დაგემოვნების უფლება. კმაყოფილი ღიმილით მოშორდა გოგონას და ტუჩები გაილოკა. „აი ახლა უკვე შეიძლება მშვიდად დაძინება“ _ თვითკმაყოფილი ღიმილით გავიდა ოთახიდან და მშვიდად მოიკეცა ტახტზე დასაწოლად. თვალები გაახილა, როგორც კი ხელები საბნიდან ამოყო ზამთრის სუსხმა შეუტია და ისევ უკან დაბრუნდა. ფანჯრისკენ გადაბრუნდა და თვალები აუელვარდა თოვლი რომ დაინახა. რამდენი ხანია ელოდება თანანო თოვლს და ბოლოსდაბოლოს თოვლიც მოვიდა. გახარებული სწრაფად წამოხტა და ჩაიცვა. ალბათ პირველიდილაა როცა გულშიც კი არ გაუვლია იოაკიმეზე ფიქრი, იმდენად აღფრთოვანებული იყო თოვლით. ოთახი მალე მოაწესრიგა, თავიც მოიწესრიგა და ფაქტობრივად სირბილით გავიდა ოთახიდან. მისაღებში შევიდა თუ არა ელდანაცემი გაშეშდა. „იოაკიმე“ _ გაიფიქრა. ტახტზე უშფოთველად მძინარე ფიცხელაური დაინახა, უშფოთველად, ორად მოკეცილი. „მძინარე რა კარგი ჩანს“ - გაიფიქრა და უკმაყოფილოდ შეჭმუხნა სახე. „მღვიძარე ხომ არ მოგწონს“ - ჩაისისინა ალტერეგომ. ერთ ადგილას მიყინული იდგა, თვალს ვერ აშორებდა, ფიქრების გასაფანტად თავი გააქნია და ბუხარს შეხედა. „ნეტა ბებოს თუ ღვიძავს“ - გაიფიქრა და ლულუას ოთახისკენ წავიდა. ქალი ოთახში არ იყო, ე.ი გარეთაა, მისაღებში გავიდა და ბუხარს მიეფიცხა. - დილამშვიდობის მასწავლებელო _ ძილისგან დაბოხებული ხმით მიესალმა იოაკიმე. - დილამშვიდობის _ უჩვეულოდ ბედნიერი ღიმილით უპასუხა. - ხომ კარგად ხარ? _ გაიცინა. - არაჩვეულებრივად. - შეიძლება მიზეზი გავიგო? - თუ ადგები გაიგებ. - კარგი რა პრობლემაა _ მაშინვე წამოჯდა ტახტზე და ბახტაძე ელვის სისწრაფით შეტრიალდა ფანჯრისკენ, ფიცხელაურის სიცილიც გაიგონა. - ნე გეშინია, შიშველი არ ვარ, შეგიძლია შემობრუნდე _ სიცილს აგრძელებდა. თანანოს კი ისევ აუწითლდა ლოყები. არ შებრუნებულა, ფანჯრიდან მოთამაშე ფიფქებს გაცქეროდა. ზურგს უკან ჯერ ნაბიჯების ხმა გაიგონა, შემდეგ ცხელი სუნთქვა მიეფრქვა კისერთან, ჟრუანტელმა დაუარა. - თოვს მასწავლებელო _ მის ყურთან დაიჩურჩულა და ჩაიცინა. - თოვს _ სწრაფად გამოეცალა და მეორე მხარეს გადავიდა. მის ქმედებას საფირმო ღიმილით შეხვდა ფიცხელაური. ბებოც შემოვიდა სახლში. - ბებო გაგიღვიძიათ, დილამშვიდობის. - დილამშვიდობის _ ღიმილით მიესალმა გოგონა. - აი ბებო, თოვლს რომ ნატრულობდი, შეგისრულდა. - ძალიან გამიხარდა _ ბავშვური გულწრფელობით ჩაილაპარაკა. - ბებო შენი საქმრო იყო მოსული, ვუთხარი ძინავს-თქო და წავიდა _ ეშმაკური ღიმილით ახარა თანანოს. ამას მოჰყვა გოგონას გაოცებული მზერა და იოაკიმეს დაძაბული სახე, თვალებიდან მრისხანებას აფრქვევდა. - რომ კითხო გასათხოვებლად არ ჩამოსულა _ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა. - ვინ საქმრო? _ გაკვირვებულმა ჰკითხა ქალს. - გიომ ბებო _ გაუცინა ქალმა და თანანომაც გადაიკისკისა. - გამარკვევთ ვინმე რა ხდება? _ გაღიზინებულმა იკითხა. - ბებო მე გავალ გარეთ, თან გიოსაც დავუძახებ _ გაბრწყინებული თვალებით შემოცვა ქურთუკი და გარეთ გავარდა. ფიცხელაურმაც იგივე გაიმეორა, ჭიშკართან დაეწია, ხელი მოკიდა და თავისკენ შეაბრუნა. - ვინ არის გიო? - უკაცრავად? - ვინ არის გიო, გეკითხები. - მე ვარ გიო _ უკნიდან მოისმა ხმა _ თანანო მასწავლებელს ხელი გაუშვი _ მკაცრი ტონით ჩაილაპარაკა ბიჭმა და თანანომ სიცილი ვერ შეიკავა. - შენ ხარ გიო? _ სიცილით ჰკითხა იოაკიმემ ბიჭს. - მე ვარ _ შეუბღვირა. - მე იოაკიმე ვარ _ ხელი გაუწოდა, ბიჭმაც გაბრაზებულმა ჩამოართვა. - გამარჯობა გიო _ ღიმილით მიესალმა ბახტაძე ბავშვს. - გამარჯობა _ დაირცხვინა პატარამ. - სად არიან სხვები? არ ვიგუნდაოთ? _ სიცილით ჰკითხა გიოს. - ვიგუნდაოთ _ გახარებულმა უპასუხა და სხვა ბავშვებთან გაიქცა. - ე.ი. ესაა შენი საქმრო.. ჩემს ეჭვიანობას ცდილობ ქალაქელო? - რა სისულელეა, ეგ არ მჭირდება. - მაშინ ქალბატონი ლულუა ცდილობს რაღაცებს _ ეშმაკურად გაიღიმა. - ვერაფერს გეტყვი. - ნუ მეტყვი, გაიქეცი რომ გუნდა არ მოგხვდეს _ გუნდის ასაღებად დაიხარა, ბახტაძეც სიცილით გაიქცა. ასეთი გულწრფელი პირველად ეჩვენა მგონი ფიცხელაური. ისე კარგად ექცეოდა, პატარა ბავშვებივით მხიარულობდნენ, დარბოდნენ ეზოში. ლულუა ფანჯრიდან ღიმილით აყოლებდა თვალს. ბავშვებიც მივიდნენ და ახლა უკვე ერთად დაიწყეს გუნდაობა. მხოლოდ ეს ერთი დღე უღირდა ყველაფრად ბახტაძეს, იმდენად ბავშვური იყო, იმდენად სუფთა. მთა მაინც სხვაა, აქ თოვლიც უფრო სუფთაა. იმდენი ირბინეს გული უკვე ამოვარდნას ჰქონდა. ბავშვებიც გაიკრიფნენ სახლებში და მხოლოდ ეს ორნი დარჩნენ ეზოში, მარტონი, ერთმანეთის პირისპირ. ამდენად გულწრფელად არასდროს გაუღიმიათ ერთმანეთისთვის, ახლას გაღიმებულები შესცქერიან ერთურთს და თვალს არ აშორებენ. სახეაწითლებული, თმაგაშლილი, იმდენად კარგი იყო ბახტაძე, თავის შეკავება უჭირდა ფიცხელაურს. მარწყვისფერი ტუჩები კიდევ უფრო გაწითლებოდა, ღრმად სუნთქავდა და უღიმოდა. როგორც კი მისკენ დაიძრა იოაკიმე, თანანო გაიქცა. ჩაეცინა, ამას ჰგონია ვერ დაეწევა? რამდენიმე ნაბიჯში დაეწია აქოშინებულ გოგონას, დაჭირა და თავისკენ მოაბრუნა, ახლა უკვე ზუსტად მის პირისპირ იდგა. არა, ამას ვეღარ აიტანდა, სწრაფად მოხვია წელზე ხელი, თავისკენ მიიზიდა, მსუბუქად წამოსწია და აწითლებული ტუჩებს დაეწაფა. რა გააკეთა ბახტაძემ? წინააღმდეგობაც კი ვერ გაუწია, იდგა ასე გაყინული და ტკბებოდა არსებული წამებით. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა ჩაცინების ხმა რომ გაიგო. აწითლებული ლოყებით, დარცხვენით შეხედა ფიცხელაურს და მაშინვე სახლისკენ წავიდა. ღიმილიანი მზერა გააყოლა გოგონას, ერთი ღრმად ჩაისუნთქა და თვითონაც სახლში შევიდა. ბახტაძემ მაშინვე თავის ოთახს მიაშურა, ფიქრის გარეშე გამოიცვალა ტანსაცმელი და მისაღებში გავიდა. ბუხრის წინ ჩამოჯდა ხელები ცეცხლს მიუშვირა. ყურადღება არ მიუქცევია იოაკიმესთვის, არც რამდენიმე წუთის წინ მომხდარის გახსენება უნდა, არც ამაზე საუბარი. უკვე დაიღალა ამ ბიჭის ქცევებით, საკუთარ თავზე კი ყველაზე მეტად ბრაზობს. ასე სულელივით რომ იყინება ყოველ მის შეხებაზე, დნება, თრთის, მიზეზს აძლევს რომ ასე მოექცეს. რა მოხდებოდა სულ რომ არ ჩამოსულიყო, არც გაეცნო. კედელს მიყრდნობილი უყურებდა ცეცხლთან ჩამომჯდარ გოგონას. უეცრად გაახსენდა ურჩხული და მზეთუნახავი, გაეღიმა. ზუსტად იგივე იყო, თვითონ ურჩხული, თანანო მზეთუნახავი. მისი გული ვიღაცამ გაალღო, დღევანდელის შემდეგ შეუძლებელია ბახტაძეზე ფიქრებს გაექცეს, როგორმე უნდა დაასრულოს ბავშვივით ქცევა და თამაში, უნდა ჩამოყალიბდეს თვითონაც და ამ გოგონასაც აუხსნას ყველაფერი. იმდენად სუფთა ეჩვენა ბახტაძე იმ წუთას. ცეცხლის ალით განათებულ სახეზე თვალებში ცრემლი უბრწყინავდა. როდის მოაჯადოვა ამ გოგომ თვითონაც არ იცის, პირველი ნახვისას იმდენად ცუდი განწყობა დაეუფლა, მაშინ იფიქრა რომ ერთი გათამამებული გოგო იყო. სოფელში ჩამოსული იმისთვის, რომ შემდეგ ამით ეამაყა. მაგრამ ყოველ დღე აოცებდა თანანო თავისი ქმედებით. ნელ-ნელა დარწმუნდა რომ სხვანაირი იყო. როდის შეუყვარდა ეს კი ნამდვილად არ იცის. „შეგიყვარდა“ - გაუმეორა შიგნით ვიღაცამ და გაიღიმა. - მგონი უნდა ვილაპარაკოთ _ სიჩუმე დაარღვია იოაკიმეს ხმამ. - მგონი. - არ ვიცი როგორ დავიწყო _ ზედმეტად სერიოზული ეჩვენა. - მგონი უნდა დავასრულოთ, დასაწყისის ძებნა არ არის აუცილებელი _ ახლა უკვე იოაკიმეს შეხედა. - რა უნდა დავასრულოთ? - ეს უაზრო თამაში, ბავშვური ქცევა და იმპულსურად მოქმედება _ საკუთარი სიმტკიცე თვითონვე გაუკვირდა. - მე არაფრის დასრულებას არ ვაპირებ _ გამოსცრა გაბრაზებულმა და თანანოს მიუახლოვდა. - მე ვაპირებ და ეს უკვე საკმარისია _ ჩუმად, მაგრამ მტკიცედ ჩაილაპარაკა. - არ არის საკმარისი, სულ სხვას ფიქრობ და სულ სხვას ამბობ _ ჩაეცინა. - სულაც არა _ მაშინვე გააპროტესტა. - არა? - არა. - ძალიან კარგი _ თანდათან უახლოვდებოდა. ბახტაძე სკამიდან ადგა და უკუსვლით წავიდა კედლისკენ, ფიცხელაურიც მშვიდი ღიმილით მიჰყვებოდა. გოგონას სახე შეეჭმუხნა კედელს რომ მიეჯახა. - ახლა? _ ღიმილი დასთამაშებდა იოაკიმეს სახეზე. - რა..რა გინდა? _ ალუღლუღდა ისევ. - არაფერი, ერთს გაკოცებ და წავალ _ ჩაიცინა. - შენ..შენ ხომ არ გაგიჟდი? _ ლუღლუღებდა აწითლებული. „ვითომ არ გინდა“ - ჩაისისინა ალტერეგომ. - გიჟი მაშინ ვიქნები ეს რომ არ გავაკეთო _ გაუღიმა და ტუჩებზე სწვდა. ამჯერად როგორ მოიქცა ბახტძე? წინააღმდეგობა გაუწია კი არა, აჰყვა კიდეც. სურვილებს ვერ შეეწინააღმდეგა, კისერზე ხელები შემოაჭდო და ბოლომდე ჩაიძირა ბიჭის ალერსში. მხოლოდ მაშინ გამოერკვა, იოაკიმეს ხელები რომ იგრძნო მაისურის ქვეშ. - იოაკიმე _ ძლივს ამოთქვა მისი სახელი და ხელი მსუბუქად ჰკრა. მოშორდა და გაუღიმა. - რაო რას ვფიქრობო? _ ირონიული ჩაცინებით ჰკითხა. ბახტაძემ თავი დახარა აწითლებული ლოყებისა და ცრემლიანი თვალების დასაფარად. - თანო _ პირველად მიმართა სახელით და ისიც ასე თბილად. თავი მაღლა ააწევინა და გაეღიმა მის ბავშვურ ქცევაზე. _ არ იტირო რა _ სიცილით ჩაილაპარაკა. - არ ვტირი _ გაბუტული ტონით უთხრა, ხელიდან დასხლტა და ისევ ბუხართან დაჯდა. - ეს ბუხარი რომ არ გვქონდეს რა გეშველებოდა _ ჩაიცინა და წინ დაუჯდა. _ უნდა ვილაპარაკოთ. - გისმენ. - ანუ აღარ ფიქრობ რომ არ გვესაჭიროება? _ გაიცინა. - თუ რამის თქმა გინდა გისმენ. - იმედია ხვდები რომ ასე დიდხანს ვერ ვიქნებით. - როგორ ასე? - როგორც ახლა ვართ. - როგორ ვართ ახლა? _ უკვე ღიმილით ეკითხებოდა. - როგორ და ჩემს შეხებაზე რომ დნები _ ირონიულად გაიღიმა, თანანოს ისევ აუწითლდა ლოყები _ მაინცდამაინც ეს გინდოდა რომ მეთქვა? _ სიცილით ჰკითხა. - რისი თქმა გინდა _ სერიოზულად მიმართა. - გამებუტე? - გისმენ. - კარგი _ დასერიოზულდა იოაკიმეც. _ მოკლედ ასე ვეღარ გავაგრძელებთ, შენივე თქმით ბავშვურ და იმპულსურ ქმედებას. მგონი დროა ყველაფერს გარკვეული სახე მივცეთ. - იცი რა სახე უნდა მივცეთ? - რა თქმა უნდა, თოვლმა დამარწმუნა ყველაფერში. - ანუ თოვლია ყველაფრის თავი-და-თავი და ჩემგან რა გინდა. - ისედაც მიჭირს და შეგიძლია მომისმინო, ბებო გასულია, ამაზე უკეთეს დროს და სიტუაციას სალაპარაკოდ ვერ ვიპოვი, მინდა რომ არ გამაწყვეტინო. _ იმდენად სერიოზული ტონით უთხრა, თანანომ ზედმეტი ვეღარაფერი თქვა. - გისმენ. - ათი წლის წინ ახალი წლისთვის ჩემი ოჯახი სოფელში წამოვიდა ბებოსთან, არ უნდოდათ მარტო ყოფილიყო. მაშინ თხუთმეტი წლის თინეიჯერს მეგობრებთან მინდოდა ახალი წლის გატარება და დავრჩი. დღესასწაულმა მშვიდად ჩაიარა, მაგრამ მეორე დღეს ყველაფერი აირია. ჩემები დილით წამოვიდნენ, ზამთარში აქ როგორი ამინდია კი ხედავ. გზები მოყინული იყო _ სულ უფრო უძნელდებოდა საუბარი _ წინიდან მომავალი მანქანა დაეჯახა. საჭესთან ვიღაც ახალგაზრდა გოგო იჯდა, ნასვამი _ აშკარად გაიგონა ბახტაძემ როგორ გააღრჭიალა კბილები _ ქალაქიდან მიმავალი სოფელში, სამივე, სამივე ადგილზე დაიღუპა _ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, მის თვალებში აკიაფებული ცრემლიც დაინახა თანანომ, მაგრამ არ შეუმჩნევია, მით უმეტეს რომ ფიცხელაურმაც სწრაფად „დაიშრო“ თვალები _ ჩემთან ბებო რომ ჩამოვიდა, გამიკვირდა, თან გამიხარდა. ოჯახი რომ მოვიკითხე და ქვითინი დაიწყო, მაშინ მივხვდი რომ რაღაც არ იყო კარგად. კითხვა გავუმეორე, ის კი ჯიუტად დუმდა და ქვითინებდა. როგორც იქნა დაწყნარდა და ყველაფერი მომიყვა. ის დღე რომ ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის, ალბათ გასაგებია. ერთადერთი ვინც დამრჩა ბებოა. მას შემდეგ შევიძულე ყველა ქალაქელი გოგო, განურჩევლად ყველაფრისა, აბსოლუტურად ყველა მეზიზღებოდა, ვერ ვიტანდი. ვცდილობდი ყველა დამემცირებინა და აქამდე ვახერხებდი კიდეც. შენც მათ შორის იყავი, ერთი გათამამებული ქალაქელი გოგო მეგონე, რომელიც უბრალო აკვიატების გამო ჩამოვიდა აქ, იმიტომ რომ შემდეგ ვინმესთვის თავი მოეწონებინა და ეამაყა. ამიტომ ვიქცეოდი ასე, მაგრამ..მაგრამ შენ დამიმტკიცე რომ განსხვავებული ხარ. ზედმეტად სუფთა და გულუბრყვილო ამ ფიქრებისთვის.. დამიმტკიცე რომ ყველა ქალაქელი იმ ერთს არ ჰგავს.. ზოგადად ოჯახის შექმნაზე არასდროს მიფიქრია, აღარ ვაპირებდი. ვფიქრობდი, რადგან ჩემი ოჯახი არარ იყო, მე არ მქონდა საკუთარი ოჯახის ყოლის უფლება. მაგრამ თუ მაინც შევქმნიდი ბებიაჩემის დაჟინებული თხოვნით, გოგონა აუცილებლად სოფლიდან იქნებოდა, უსიყვარულოს მაგრამ სოფლიდან _ ჩაეცინა. _ შენთან შეხვედრის შემდეგ კი ყველაფერი აირია. ყველაფერზე შემეცვალა წარმოდგენა, პირველ რიგში ქალაქელებზე, შემდეგ სიყვარულზე და ოჯახის შექმნაზე. _ თვალებში ჩახედა აცრემლებულ ბახტაძეს და უკვე დამშვიდებულმა გაუღიმა ვაჟმა. - არ ვიცი რა უნდა გითხრა. _ თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა. - არაფერი არ უნდა მითხრა, შეჩვეული ვარ უკვე ბანალურ ტექსტებს მწუხარების გაზიარების შესახებ, ზოგს ფასიც აღარ აქვს. - ვერ გეტყვი მესმის-თქო, იმიტომ რომ არ მესმის, ვერასდროს წარმოვიდგენ რამხელა ტკივილია. - იმედია ვერც ვერასდროს გამიგებ ამ საკითხში _ გაუღიმა. - იმედია, მაგრამ ახლა უკვე მესმის რატომ მექცეოდი ცუდად, თუმცა.. - თუმცა არ გესმის კოცნა რას ნიშნავდა _ დაასრულა გოგონას სათქმელი _ არც მე მესმოდა, ზედმეტად დიდ მიზიდულობას ვგრძნობდი, ნიუტონის ვაშლისმაგვარს _ თანანოს გამხიარულებას ეცადა და გამოუვიდა კიდეც, გულიანად გაეცინა. _ მაგრამ ახლა ამ მიზიდულობას ახსნა მოვუძებნე, სახელიც. - დიდი ხანი დაგჭრდა ასახსნელად _ ეშმაკურად გაუღიმა. - სჯობს გვიან ვიდრე არასდროს _ ღიმილითვე უპასუხა. - გისმენ _ შეახსენა თემა. - ვეღარ ითმენ? - სულ ნუ მეტყვი _ გაბუსხული მიტრიალდა ბუხრისკენ. ოთახში ბებო შემოვიდა ნელი ნაბიჯით. - შემოსულხართ ბებო სახლში, თბილად ისხედით, არ გაცივდეთ, ჩაის მოგიტნათ. - ბებო კარგი რა, ბავშვები ხომ არ ვართ. - ბავშვები ხართ აბა ვინ ხართ, ისედ დარბოდით იმ თოვლში, მარტო სიმაღლე არაფერს გშველით _ გაიცინა ქალმა და საზმარეულოსკენ წავიდა. უკან ჩაის ფინჯნებით ხელში დაბრუნდა. _ დალიეთ ახლა. - მადლობა _ გაუღიმა თანანომ და ჩაი მოსვა. - არაფრის ბებო, შენი მოსწავლის მშობელმა მოკითხვა დამაბარა. _ ბახტაძეს გაეღიმა. ყოველთვის ძალიან უხარია ადამიანების ყურადღება, მით უმეტეს რომ მათგან ამხელა სიყვარულს და მადლიერებას გრძნობს. ამ რამდენიმე თვეში ბავშვებს ელემენტარული ინგლისური შეასწავლა და ყველა კმაყოფილია. მათი სითბო ავსებს მთლიანად. რამდენიმე თვეა ქალაქში არ ყოფილა, არც ოჯახი უნახავს, არც მეგობრები. რომ არა ეს ბავშვები, ბებო და გარკვეულწილად იოაკიმეც, ამას ვერ გადაიტანდა. ცხელმა ჩაიმ და სითბომ მოთენთა, ძილი მოუნდა. მთქნარებით გაემართა თავისი ოთახისკენ და ლოგინზე მიწვა. თვალები დახუჭა და ვარდისფერმა ბურუსმა მოიცვა მისი გონება. მისაღებში დარჩენილ ფიცხელაურს ღიმილი ჰქონდა აკრული სახეზე. ლულუამ ადვილად შენიშნა შვილიშვილის ცვლილება, გაუღიმა და წინ ჩამოუჯდა. - კარგი გოგოა ხომ ჩვენი მასწავლებელი? _ ღიმილით ჰკითხა. - კარგი გოგოა ბებო კარგი _ ჩაიცინა. - შენ მე რა უნდა გამომაპარო, სამი შენი ხნის ვარ _ გაუცინა ქალმა. - ფაქტია ვერაფერი გამოგაპარე _ იოაკიმემაც გაიცინა. - იმასაც? _ ოთახისკენ მიანიშნა. - მგონი _ გაუღიმა. - კარგია ბებო კარგი, ამაზე უკეთეს გოგოს ვერ იპოვი _ გაუღიმა და ცეცხლს შეხედა. ფიცხელაურს ჩაეცინა. ლულუას სიტყვებმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა გადაწყვეტილების სისწორეში. ახლა ზუსტად იცის, თანანო ის არის ვინც უნდა რომ ჰყავდეს. არასდროს უძებნია და ისე უეცრად შეხვდა, ისე ადვილად დაიპყრო მისი გული, გონება, თვითონაც რომ ვერ წარმოიდგენდა. ქარიშხალივით, არა უფრო ნელი სიოსავით შემოვიდა ოთახში გოგონა ბოსლის სუნით, დაიკავა მისი ოთახი, მისი სავარძელი, შემდეგ კი თავად იოაკიმე. თუ აქამდე ბებოსთვის ცხოვრობდა, ახლა კიდევ ერთი ადამიანი დაემატა არსებობის მიზეზს. თუ აქამდე სოფელში მხოლოდ ბებოსთვის ჩამოდიოდა, ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა, ახლა წასვლა აღარ უნდა, უნდა სულ აქ იყოს თავისი მასწავლებლის გვერდით. უკვე დაიჩემა კიდეც... თვალები მოიფშვნიტა და ფანჯრისკენ გაიხედა, მოსაღამოებულოყო. დიდ ხანს სძინებია, დაიღალა და იმიტომ. კიდევ ერთხელ გაიხსენა დიალოგი და ბედნიერებისგან შეაჟრჟოლა. „სათქმელი დასამთავრებელი დარჩა“ - გაიფიქრა და გაიღიმა. „რომ გეკითხათ დავიწყებას აპირებდა“ - ასისინდა ალტერეგო. „არა ერთხელ მაინც რომ გაჩუმდე და არ შემიშალო ხელი ხომ შეიძლება“- ჩაიბურტყუნა და უკმაყოფილოდ წამოდგა ლოგინიდან. მოწესრიგდა და მისაღებში გავიდა. ბებოც და იოაკიმეც იქ ისხდნენ. ორივეს გაუღიმა და სამზარეულოსკენ წავიდა. ყავა მოიმზადა, უკან დაბრუნდა. - ყავა ხომ არ გინდათ? _ გადახედა. - გაიკეთე უკვე და კაი დროს გვეკითხები _ მაინც იკბინებოდა ფიცხელაური. - თუ გინდა გავაკეთებ _ სახე უსიამოვნოდ შეჭმუხნა. - არ მინდა. ბებოს გვერდით ტახტზე ჩამოჯდა და ყავა მოსვა. მთელი სხეული გაუთბო გემრიელმა სითხემ, კიდევ ერთხელ გახედა ფანჯრიდან მოთამაშე ფანტელებს და ბებოს გაუღიმა. - აქ თოვა შეიძლება აღარც გაჩერდეს ახალ წლამდე ბებო, იმის მერეც კიდევ _ გაუღიმა ლულუამ. - ძალიან კარგი, მაგრამ გზები? - გზებს ასუფთავებენ ბებო, აქედან ცოტას ფეხით თუ წახვალ, მერე გასუფთავებული იქნება გზა. - გასაგებია. - ქალაქში დაბრუნება ხომ არ მოგინდა? _ ვერ ისვენებდა იოაკიმე. - ჯერ არა, მაგრამ კარგი იდეაა ვიფიქრებ _ გაუღიმა. „შენ რაღაც ძალიან გათამამდი“ - არ გაჩუმდა ალტერეგო. „აბა რა უნდა რას მერჩის“- მაშინვე დაუბრუნა პასუხი. - უნდა წავიდე _ მოულოდნელად განაცხადა იოაკიმემ. - სად უნდა წახვიდე ბებო? _ შეიცხადა ქალმა. - ქალაქში. - რა გინდა იქ? - აუცილებლად უნდა წავიდე, ხვალ დილით წავალ და მეორე დღესვე ჩამოვალ, ახალ წელს აქ შევხვდები. - გაგიჟდი ბებო შენ? - არა ბებო არა, არ ინერვიულო, წავალ და ჩამოვალ. მეორე დილით იოაკიმე უკვე ქალაქისკენ მიმავალ ავტობუსში იჯდა, უკვე მეათასედ აანალიზებდა სწორად იქცეოდა თუ არა, მაგრამ ყოველთვის ერთ დასკვნამდე მიდიოდა, ვიღაცისთვის სწორად და ვიღაცისთვის არასწორად. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს ბახტაძეს. ფიქრობდა რატომ მიდიოდა ფიცხელაური. თვითონ გააკეთა რამე არასწორად? „აბა რომ აატლიკინე ენა რა გეგონა“ - სისინებდა ალტერეგო, არ ჩუმდებოდა. თანანო კი ვერ ხვდებოდა რა მოხდა, რატომ მიდის ასე უეცრად, რისთვის. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, იცის ეს, მაგრამ სწორედ მიზეზი აინტერესებს. არც ის სურს ძალიან ცნობისმოყვარე გამოვიდეს, ამიტომ ჩუმადაა, ჩუმადაა და ელის რა მოხდება. წასვლით წავა, დაბრუნდება?? ყველაზე მეტად ეს აშინებს, რომ აღარ დაბრუნდეს? „ბებოსთან მაინც დაბრუნდება“ - იმშვიდებს გულს და თვალიდან „შემთხვევით“ გადმოვარდნილ ცრემლს იწმენდს. დილა მძიმე იყო იოაკიმეს გარეშე. იმდენად მძიმე რომ გაღვიძებაც არ უნდოდა. აღარც თოვლი ახალისებდა, აღარც ბავშვების ჟივილ-ხივილი, მხოლოდ იოაკიმეს ხმის გაგონება უნდოდა. უხასიათოდ მოწესრიგდა და მისაღებში გავიდა. ფიცხელაურის სავარძელში ჩაეშვა და აგიზგიზებულ ცეცხლს მიეფიცხა. „რატომ წავიდა?“ - მაინც არ ასვენებდა ფიქრები. ერთბაშად კიდევ უფრო მეტი სევდა მოეძალა, მას არ უთქვამს რომ უყვარს, შესაბამისად არაფერი უნდა შეცვლილიყო მათ ურთიერთობაში. არა, არა ამას ვეღარ აიტანს, სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ეს ბიჭი და აუხსნას ყველაფერი, თორემ ბავშვებს გიჟი მასწავლებელი ეყოლებათ. არც ფიცხელაურისთვის ყოფილა დილა ადვილი. ყოველთვის მგრძნობიარე ბავშვი იყო, მაგრამ ოჯახის სიკვდილის შემდეგ საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტა, გულჩათხრობილი გახდა. არც ემოციებს გამოხატავდა, მხოლოდ ბებოსთან შეეძლო თავისუფლად ყოფნა. ახლა კი ძალიან უჭირდა მასწავლებლის გარეშე გაძლება, ამას დაემატა ისიც, რომ გუშინ სოფელში იყო, მაგრამ ღამით მისი ტუჩები არ დაუგემოვნებია. მწყურვალივით ენატრება მარწყვისფერი ბაგეები და ერთი სული აქვს როდის შეაღებს ჭიშკარს. ყველაფერი მოაგვარა რაც უნდა მოეგვარებინა, კმაყოფილი იყო საკუთარი თავით. - დილა მშვიდობის ბებო _ მიესალმა ლულუა თვალებგაშტერებულ გოგონას. - დილა მშვიდობის _ ჩუმად ჩაილაპარაკა, თუმცა არც კი გაუღიმია. - ხომ კარგად ხარ ბებო? _ მაშინვე შეშფოთდა ქალი. - კი ბებო, კარგად ვარ _ ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა დასამშვიდებლად. - არ ინერვიულო ბებო, მალე ჩამოვა _ სიცილით დაამშვიდა გოგონა და თანანოს აწითლებულ ლოყებზე უფრო იხალისა. _ ნუ გრცხვენია ჩემო ლამაზო _ მიიხუტა და თავზე ხელი გადაუსვა. გოგონამ გაუღიმა და ისევ ბუხარს შეხედა. - ასე ძალიან მეტყობა? - შენი ასაკი მეც გამოვიარე ბებო, თვალებში ჩანს ყველაფერი, თვალები კი არაფერს მალავს _ გაუღიმა ბებომ. უკვე შუადღეა, ფიცხელაური კი ისევ არ ჩანს. თანანო ფანჯრიდან უყურებს ჭიშკარს, იოაკიმე გზას გაცქერის და მალე დასრულებას ნატრობს. თან საფიქრალი გაუჩნდა, არ იცის რა მოხდება. ყველაფერი თავისი სურვილის მიხედვით ვერ იქნება და ამას ხვდება. ბახტაძე ბავშვი არ არის, საკუთარი მოსაზრება და გადაწყვეტილება ექნება ყველაფერთან დაკავშირებით. მაგრამ დარწმუნებულია რომ შეცდომას არ უშვებს, და თუ ეს შეცდომაა, მაშინ მზად არის მთელი ცხოვრება გაატაროს ამ შეცდომით. ავტობუსი სოფელს მიუახლოვდა, ასეთ პირობებში დარჩენილი გზა ფეხით უნდა გაევლო. სწრაფი ნაბიჯით გაუყვა ხალხის მიერ გაკვალულ თოვლს, არც შესვენება უფიქრია, არც ტემპის შენელება. სჯერა რომ გოგონა ელოდება, სჯერა და ბედნიერია. გახარებულმა, სიარულისგან გახშირებული სუნთქვით გააღო ჭიშკარი და ფანჯარაში საყვარელი სილუეტის ამოცნობისას ბედნიერმა გაიღიმა. ბახტაძემაც მაშინვე დაინახა შემოღებული ჭიშკარი, როგორ არ დაინახავდა მთელი დღე ფანჯარასთან იჯდა, არ მოშორებია. სწრაფი ნაბიჯით გავიდა გარეთ და უკვე ეზოს შუაგულში მდგარი ბიჭისკენ წავიდა. მის წინ გაჩერდა და ვერ გადაწყვიტა რა ექნა. ადვილად მიუხვდა ფიცხელაური ორჭოფობის მიზეზს, წინ წაიწია და თვითონ მოჰხვია ხელები. აღარ სციოდა თანანოს, იოაკიმეს სითბო ათბობდა, თვითონაც მოჰხვია ხელები, ცხვირი მის ყელში ჩარგო და გაიტრუნა. - ჩამოხვედი _ ჩაილაპარაკა. - აბა სად წავიდოდი? _ გაიცინა იოაკიმემ. - არ ვიცი. - ახლა არ მითხრა ვიფიქრე არ ჩამოხვიდოდიო? _ ნაწყენი ტონით ჰკითხა. - ვიფიქრე და _ ბავშვივით დარცხვენით უპასუხა. - პირდაპირ გასაოცარია, ასეთ უჭკუოებს მასწავლებლობის უფლებას რატომ აძლევენ _ გაიცინა. - დამანებე თავი _ მაშინვე გაიბუტა თანანო და მოშორდა. - ბუტია _ ისევ მიიხუტა და გაუცინა. _ წამო სახლში. სახლში გაღიმებული ბებო დახვდათ, თბილად ჩაეხუტა იოაკიმეს. - სად იყავი, რომ მინერვიულე ეს გოგო? _ მოჩვენებითად გაუბრაზდა. თვალები ეშმაკურად აუციმციმდა ბიჭს, თანანომ თვალები დახარა და ლოყები აუწითლდა. 31 დეკემბერი იყო, ბახტაძე ეხმარებოდა ბებოს მზადებაში. ლულუაც კმაყოფილი ღიმილით გადახედავდა ჯერ გოგონას, შემდეგ კი იოაკიმეს და მოწონების ნიშნად თავს უქნევდა. ახალი წელი მშვიდ, ოჯახურ გარემოში აღნიშნეს. თანანოსთვის პირველი ახალი წელი იყო მშობლების, ძმის და მეგობრების გარეშე. ცდილობდა ფიცხელაურისა და ლულუასთვის არ ეჩვენებიდა, მაგრამ მაინც ძალიან წუხდა და ღელავდა ამის გამო. ჯერ ისედაც არ იყო ოჯახისგან დიდი ხნით შორს ყოფნას მიჩვეული და დღესასწაულის მათ გარეშე გატარებაც ფაქტობრივად უქრობდა ზეიმის სურვილს. ღიმილით იჯდა მცირე სუფრასთან, ცდილობდა ბებო-შვილიშვილთან ყოფილიყო, თუმცა ფიქრები მაინც მიფრინავდა ქალაქში. სუფრა მალე აალაგეს, დიდად არ აღუნიშნავთ, მაგრამ მაინც ახალი წელი იყო. გოგონამ ტკბილი ძილი უსურვა ყველას და თავის ოთახში გავიდა. ემოციური იყო ყოველთვის, მაგრამ დღეს რატომღაც ზედმეტად მოეძალა ემოციები, ყელში გაჩხერილი ბურთი ვერ მოიშორა, გული ამოუჯდა და ღვარღვარება წამოუვიდა თვალებიდან. ოჯახი ენატრება და იმიტომ, რა ქნას, იმდენად არის მიჯაჭვული თავის ოჯახზე, მათ გარეშე არსებობა ვერ წარმოუდგენია. ჰო და ზის ახლა და პატარა ბავშვივით სლუკუნებს, თან ბალიში აქვს აფარებული რომ გარეთ არ გაიგონ მისი ტირილი. გული იჯერა და როგორც იქნა დაწყნარდა. ცრემლები მოიწმინდა, მოწესრიგდა და საბნის ქვეშ მოექცა. ნამტირალევს ადვილად ჩაეძინა. მალე გაიღო მისი ოთახის კარები, ამჟამად არაფერი გაუგია ბახტაძეს. ვერც საყვარელი ტუჩების შეხება იგრძნო, ვერც ის გაიგონა როგორ უსურვეს ამ ტუჩებმა ბედნიერი ახალი წელი, ვერც ის დაინახა როგორ გაუღიმეს. მაგრამ მერე რა? მთავარია რომ მოხდა, დიდი ამბავი თუ ვერ გაიგო და იგრძნო. მეორე დილით დამშვიდებულმა გამოიღვიძა. ბავშვობაშიც ასე იყო, მოზარდობაშიც. თუ რამეზე ღელავდა, მთელი დღის დარდს საღამოს გამოიტირებდა, დილით კი თავისუფალი და ლაღი იყო. სწრაფად მოწესრიგდა და მისაღებში გავიდა. გაღვიძება შეაგვიანდა, უკვე თორმეტი საათი იყო. სახლში არავინ დახვდა, გაუკვირდა. ფანჯრიდან გაიხედა თუმცა ვერც ეზოში შენიშნა ვერავინ. ბუხართან დაჯდა და წიგნი აიღო. რამდენ ხანს იკითხა არ იცოდა, ალბათ ერთი ან ორი საათი, როცა ბოლოსდაბოლოს იოაკიმე გამოჩნდა. - გაიღვიძე მასწავლებელო? _ ღიმილით ჰკითხა და წინ ჩამოუჯდა. - გავიღვიძე. - რა ხდება? - სად იყავი? - არსად გარეთ ვსეირნობდი. - ამდენ ხანს? _ ეჭვიანი ტონით ჰკითხა. - ამდენ ხანს _ გაუცინა. _ დღეს რაღაც საქმე გვაქვს _ დასერიოზულდა. - რა საქმე? - ჩაიცვი, მივდივართ. - სად მივდივართ? - მიდი ახლა ოთახში და ჩაიცვი, კაბა ჩაიცვი, მთებში ძველი ტაძარია და უნდა გაჩვენო. - ახლა? - ახლა, ახლა, მიდი ჩაიცვი. - კარგი ჰო _ ოთახისკენ წავიდა. თან ბუზღუნებდა. „ამ სიცივეში რა არის, ცოტა მერე მაინც წავეყვანე, შემცივდება“ - უკმაყოფილოდ ლაპარაკობდა, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო. ფიცხელაურთან ერთად მიდიოდა, თან რომელიღაც ძველ ტაძარში. ინტერესი კლავდა რატომ მიჰყავდა, მაგრამ არაფერს ეკითხებოდა. იცის, მაინც არ უპასუხებს. მიაბიჯებენ ამხელა თოვლში და გული უკვე ამოვარდნას აქვს. ჩაკიდულ ხელს ცოცხალი თავით არ უშვებს იოაკიმე. ხანდახან ღიმილით გადმოხედავს, ამხნევებს რომ მალე მივლენ. აქამდე თუ წერტილი იყო, ახლა ნელ-ნელა იზრდებოდა, მალე შენობაც გამოიკვეთა, კიდევ უფრო ახლოს მისულმა ტაძარიც ამოიცნო, ჯვარიც გამოჩნდა. იქ მისულს ნანგრევების ნაცვლად, სრული ეკლესია დახვდა. სიხარულით მოილოცა თითოეული კუთხე, აღფრთოვანებული იყო. - ერთი წუთით შეიძლება? _ ღიმილით ჰკითხა იოაკიმემ. - მოვდივარ _ ბედნიერმა უპასუხა. გარეთ გავიდნენ. - მოკლედ აქ ერთი რამის სათქმელად ამოგიყვანე. - გისმენ. - ჯერ უნდა გითხრა ის, რისი თქმაც არ დამცალდა. მაშინ გითხარი სიყვარულზე წარმოდგენა შემეცვალა და ეს შენი დამსახურებაა-თქო. მართლაც ასეა, შენ ხარ ადამიანი რომელმაც თავისდაუნებურად სიყვარული თავიდან მასწავლა, ჩემი მასწავლებელი ხარ _ გაუცინა. _ გითხარი ოჯახზეც შემეცვალა წარმოდგენა-თქო, ოჯახს რაც შეეხება მგონი უფრო სერიოზულად გვაქვს საქმე. _ აქამდე გაცისკროვნებული თვალებით მომზირალი თანანო დასერიოზულდა _ ცოლად გამომყვები? _ სრულიად მშვიდი ტონით ჰკითხა იოაკიმემ. - რა.. რა მითხარი? _ როგორც ყოველთვის დაბნეულობისგან ალუღლუღდა ბახტაძე. ბიჭს გაეცინა. - მიყვარხარ და ცოლად გამომყვები? - მოიცა, როგორ, როდის, სად? - „როგორ“- ის მაგივრად „რა“ უნდა გეკითხა და ზუსტად გამოვიდოდა „რა, სად, როდის“ _ გაუცინა. - ვერაფერი ვერ გავიგე. - რა გაგება უნდა თანო, ცოლად გამომყვები? - არ ვიცი, ასე უცებ, როგორ, ჩვენ ხომ ერთმანეთს არც კი ვიცნობთ. - მიყვარხარ, შენ? - მეც _ ჩუმად თქვა და აწითლებული ლოყებიც არ დაუმალავს. - ჰო და ყველაფერი მარტივადაა, მიყვარხარ, გიყვარვარ, ცოლად გამომყვები? - არ ვიცი _ დაბნეულმა ჩაილაპარაკა. - კარგი, კარგი, როგორც გინდა. ოდესმე სიგიჟე ჩაგიდენია? - არა. - არც ამის სურვილი გაქვს? - არ ვიცი. - ამის სურვილი ყველას აქვს. - ჰო და მაშინ მეც მაქვს. - მერე ჩაიდინე სიგიჟე. გამომყვები ცოლად? - მართლა არ ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა, მაგრამ გამოგყვები _ ნერვიულად გაუღიმა, ფიცხელაურმა ადვილად შემოჰხვია ხელები საყვარელ სხეულს და თავზე აკოცა. - შევიდეთ ტაძარში. - მოიცა ახლავე? - აბა როდის სულელო _ გაუცინა. - კარგი _ ტაძრისკენ წავიდნენ, მაგრამ სანამ შევიდოდნენ ხმა მოესმა. - უჩვენოდ აპირებდი რამეს? შენ არ იყავი რომ დაგვიბარე უჩემოდ არ გათხოვდეთო და ახლა იგივე უნდა გაგეკეთებინა. _ სიცილით მისცეს შენიშვნა გოგონებმა. ბახტაძე კი უბრალოდ იდგა, ვერ იჯერებდა რომ მართლა აქ იყვნენ. თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე და გოგონებს ისე უყურებდა, თითქოს მოელანდა. _ ჰე ახლა დიდხანს გელოდოთ? არ ჩაგვეხუტები? _ მაშინვე მათკენ წავიდა და სიცილით მოეხვია ორივეს. - როგორ მომენატრეთ _ ამოისლუკუნა და კიდევ უფრო მაგრად მოჰხვია ხელები. - ხომ გეუბნებოდი _ ნიშნის მოგებით უპასუხა თათამ. - კარგი ბიჭი ყოფილა სიძე _ უჩურჩულა ბელამ და ყველას გაეცინა. - რძალო დიდხანს გელოდოთ? _ ახლა იოანეს ხმა გაიგონა. - იოანე _ ბედნიერი ჩაეხუტა მასაც. _ ყველამ ყველაფერი იცოდით ხომ? _ გაიცინა. - შევიდეთ _ გაუღიმა იოაკიმემ და ტაძარში შევიდნენ. ყოველთვის დიდ ქორწილზე ოცნებობდა, დიდი, თეთრი კაბით, ვარცხნილობით, მაკიაჟით, მანქანებით, სურათებით, ყველაფრით უზრუნველყოფილზე. მაგრამ, ახლა ამ ქორწილში, ხალხის, კაბის, ვარცხნილობის, მაკიაჟის, მანქანების გარეშეც იმდენად ბედნიერად გრძნობდა თავს, ემოცია არ შეედრებოდა მის გრძნობებს. ყურადღებით უსმენდა მოძღვრის ნათქვამ თითოეულ სიტყვას, იმახსოვრებდა. ხვდებოდა და მისი ცხოვრება კიდევ ერთ, ახალ ეტაპს შეეჭიდა. ძველთან შედარებით საკმაოდ რთულს და საპასუხისმგებლოს. მიუხედავად დიდი ბედნიერებისა, ფიქრები მშობლებისკენ გაურბოდა. რას იტყოდნენ როცა ამას გაიგებდნენ, მათი გოგონა მათ გარეშე გათხოვდა. მათ გარეშე კი არა, იმის ღირსადაც „არ ჩათვალა“ ეს შეეტყობინებინა. ბედნიერებასთან ერთად, სევდას მოეცვა მისი თვალები. - ბეჭდები, ბეჭდები დამავიწყდა _ შეშფოთებული ხმით ამბობდა იოაკიმე. - ამიტომ უნდა გყავდეს ჩემნაირი მეგობარი _ თავი შეიქო იოანემ და ბეჭდები ამოიღო ჯიბიდან _ მე არ დამვიწყნია _ გაუღიმა და გაუწოდა. - გადამარჩინე. ტაძრიდან უკვე ცოლ-ქმარი გამოვიდნენ. ტელეფონით რამდენიმე სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს. ხელები მაგრად ჩაეჭიდათ ერთმანეთისთვის. ბახტაძე იღიმებოდა, მაგრამ ფიცხელაურმა მაინც შეძლო მასში დაბუდებული სევდის ამოცნობა. - წადით თქვენ და დაგეწევით ჩვენ _ უთხრა მეგობრებს და წინ გაუშვა. - რატომ დავრჩით? _ დაინტერესდა თანანო. - ნანობ? - საიდან მოიტანე? - არ ვიცი, სევდიანი ხარ, მგონია რომ ნანობ. - არაფერს არ ვნანობ, ჩემი სურვილი რომ არ ყოფილიყო უარს გეტყოდი. - აბა რა ხდება? - უბრალოდ, ჩემი მშობლები.. - ღმერთო ეს გოგო გამაზრდევინე _ სიცილით ჩაილაპარაკა _ კარგი, მომისმინე, არ ინერვიულო. უბრალოდ მინდოდა რამე სიგიჟე ჩაგედინა ცხოვრებაში პირველად, მაგრამ ჩემთან ერთად და ჩემ გამო, სწორედ ამიტომ მოვაწყე ეს ყველაფერი. შენმა მშობლებმა იციან ეს ამბავი. ჩემი მშობლები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ, დარწმუნებული ვიყავი შენც ასეთი დამოკიდებულება გქონდა, გუშინ ქალაქში შენი მეგობრები მოვიძიე, შემდეგ შენს მშობლებს დავუკავშირდი, ყველაფერი მოგვარებულია და თუ აღარ ინერვიულებ ძალიან დამავალებ _ გაუღიმა. - როგორ? საიდან? - ვინ როგორ ვიპოვე ეგ უკვე ჩემი საქმეა _ თვალი ჩაუკრა და ხელი მოჰხვია _ წავიდეთ სახლში, აქედან რომ წავალთ მერე ვესტუმროთ სიდედრ-სიმამრს. - კარგი _ გახარებული დაეთანხმა და მიეხუტა ქმარს. ჭიშკარში შესულებს ეზოში გამოეგებნენ მეგობრები. გააფრთხილეს რომ ლულუასთვის არაფერი უთქვამთ. ღიმილით დაუქნია თავი და იოანეს რაღაც უჩურჩულა. ბიჭი მაშინვე სახლში შევიდა. ღიმილით ჩაკიდა იოაკიმემ ხელი და სახლისკენ წაიყვანა. იოანეს კარებში თეფში დაედო, თანანომ გადაიკისკისა. კარებთან იყვნენ მისულები ლულუა რომ გამოვიდა. თეფში და ხელჩაკიდული წყვილი რომ დაინახა მაშინვე ყველაფერს მიხვდა. ცრემლები ვერ შეიკავა ქალმა და სახლში შემოიპატიჟა. თეფში ერთად გატეხეს, იხალისეს კიდეც არსებულ ტრადიციაზე, ხევსურეთისთვის დამახასიათებელი არ იყო, მაგრამ რადგან პატარძალი ქალაქელი ჰყავდათ, თეფშიც გატყდა. ლულუამ ორივე სათითაოდ ჩაიკრა გულში. თბილად მოეხვია ბახტაძეს და აკოცა. - როგორ გამახარეთ, თქვენ გენაცვალოთ თქვენი ბებო _ ცრემლებს იწმენდდა. _ შენი მშობლებიც ამ დღეს დაქორწინდნენ ბებო _ მიუბრუნდა იოაკიმეს და კიდევ ერთხელ ჩაიხუტა. - ამიტომ შევარჩიე ეს დღე _ ჩუმად ჩაილაპარაკა ვაჟმა და გოგონების გაშლილ სუფრასთან მიიწვია ყველა. ასეთ მოკრძალებულ ქორწილს ვერც კი წარმოიდგენდა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ბედნიერია და არც საკუთარ გადაწყვეტილებას ნანობს. ახლაც მოკალათებულია იოაკიმეს გვერდით, თავს დაცულად გრძნობს, დაცულად და შეყვარებულად. ერთადერთი რაც უნდა მშობლებთან საუბარია. ფიცხელაური დაპირდა მალე წაგიყვანო, ისიც დაპირების ასრულებას დაელოდება, ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე ტელეფონით საუბარი არ სურს. იცის რომ ემოციები სძლევს და ატირდება, ეს კი ნამდვილად არ უნდა. - ვაიმე ბებო მაღლა რომ ცივა რა გიყოთ ახლა სად დაგატიოთ _ შეწუხდა ქალი. ახალგაზრდებს გაეღიმათ. - მე და ჩემი ცოლი წავალთ მაღლა, ერთმანეთს გავათბობთ, აღარ შეგვცივდება _ გაიცინა იოაკიმემ. - იოაკიმე _ შეუბღვირა თანანომ და თავი დახარა ლოყების დასამალად. ყველას გაეცინა. საკმაოდ გვიანი იყო რომ დაიშალნენ, ბიჭები ასე თუ ისე „შეზარხოშებულნი.“ სტუმრებს მაინც მეორე სართულზე მოუწიათ დაძინება. წყვილი კი იოაკიმეს ყოფილ, მასწავლებლის ახლანდელ და ახლა უკვე ორივეს კუთვნილ ოთახში გამწესდნენ. - მითხარი რომ ან ნანობ. - გითხარი უკვე, არ ვნანობ _ გაუღიმა. ნერვიულობდა ბახტაძე? არა ნერვიულობა მსუბუქი ნათქვამია, მთელი სხეული უკანკალებდა და ვერაფრით ჩერდებოდა. ვაჟმა ადვილად იგრძნო თანანოს თრთოლა, ჩაეღიმა. არ აპირებდა რამის დაძალებას, მით უმეტეს ხვდებოდა რომ გოგონა ჯერ მზად არ იყო ამისთვის. არ არის პრობლემა, დაელოდება, ქალაქამდე დაელოდება. იქ სიტუაციაც სხვანაირი იქნება. მშვიდად გაუღიმა გოგონას და ლოგინისკენ წავიდა. ტანსაცმელი გაიხადა და დაწვა. - დიდხანს აპირებ მასე დგომას? _ გაუცინა. - არა _ უცებ უპასუხა და დარცხვენით შეხედა. - არ მითხრა გამოვიცნობ, არ გიყურო _ სიცილით ჩაილაპარაკა და გადაბრუნდა. კიდევ უფრო აწითლებულმა სწრაფად გაიხადა ტანსაცმელი, საღამურებში გამოეწყო და გვერდით მიუწვა ქმარს. აცახცახებულს გაუღიმა იოაკიმემ, მიიხუტა და ძილინებისა უსურვა. უნდა გენახათ ბახტაძის გაფართოებული თვალები, რომელიც მალე დაუბრუნდა საწყის ზომას და ბედნიერმა გაიღიმა. კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ ფიცხელაური ის იყო, ვისთანაც უნდა გაეტარებინა დარჩენილი ცხოვრება. ნაზად შეეხო ყელზე თავისი მარწვისფერი ტუჩებით და იოაკიმეს გულზე უკეთესად მოათავსა თავი. - ცოტა ზემოთ რომ ამოსულიყავი უარს არ გეტყოდი _ გაუცინა. ღიმილით შეხედა თანანომ და ახლა ტუჩებს შეეხო ნაზად. _ გითხარი რომ მარწყვის ტუჩები გაქვს? - არა. - ჰო და მარწყვის ტუჩები გაქვს, საოცრად გემრიელი, აი ისეთი რომ ვერ მოწყდები. - შენ ადვილად მოწყდი მაშინ _ გაუღიმა. - მაშინ უკვე დაგემოვნებული მქონდა და იმიტომ. - რა თქვი? _ გაოცებულმა შეხედა. - კარგი ახლა, დავიჯერო ვერ ხვდებოდი? ყოველ ღამე შენს ოთახში ვიყავი, ძილის წინ ვაგემოვნებდი შენს ტუჩებს და მშვიდად ვიძინებდი _ გაუცინა. - საძაგელო. - აღიარე შენც მოგწონდა. - იოაკიმე.. - კარგი რა, ბოლოსდაბოლოს ჩემი ცოლი ხარ, თან სულაც არ მითქვამს ცუდი რაღაც, ზედმეტად ჩვეულებრივი რამ მოგახსენე. - ძილინების _ ჩაილაპარაკა და თვალები დახუჭა. იოაკიმეს გაეღიმა მის ბავშვურ ქცევაზე, ხელები უფრო კარგად მოათავსა მის წელზე და თვითონაც დაიძინა. გაღვიძებისთანავე იგრძნო ტკიპასავით მიკრული სხეული. მის გულზე მოკალათებულს ეძინა ბახტაძეს. მშვიდად სუნთქავდა, ტუჩები უფრო აწითლებოდა და გაბუშტვოდა. ცალი ხელი მის თმებში ახლართა და იქამდე ეთამაშებოდა, სანამ არ გააღვიძა. საყვარელი სურნელი ხარბად შეისუნთქა და ცხვირზე კოცნით უსურვა თანანოს მშვიდი დილა. - თუ დამიჯერებ უკვე ათი წელია ასეთი სასიამოვნო დილა არ მქონია. - სულ მარტო იღვიძებდი? - არა, მარტო არა, მაგრამ დილა ბედნიერი არასდროს ყოფილა. - დღეიდან სულ ბედნიერი იქნება _ გაუღიმა და კიდევ უფრო მიეკრა ბიჭს. - როგორ არ იქნება როცა დღეს შენი ტუჩებით დავიწყებ _ ეშმაკურად გაუღიმა და ტუჩებზე წვდა _ ქალაქში როდის წავიდეთ? - არ ვიცი. - დღესვე წავიდეთ, შენებიც ვნახოთ და სახლშიც მივიდეთ. - და როდის ჩამოვალთ? - და რატომ უნდა ჩამოვიდეთ? არ ჩამოვალთ. - მოიცა, ხომ არ გავიწყდება მე აქ ერთი წლით ვარ. - შენც ხომ იცი რომ ერთი წელი აქ ვერ დავრჩები. - ვერც მე წამოვალ იქ. - თანო ნუ მაბრაზებ, მგონი უნდა იცოდე რომ ცოლ-ქმარი ერთად ცხოვრობს. - იოაკიმე ერთი წელი უნდა ვიყო აქ, მეც ვმუშაობ, ვერსად ვერ წავალ. - ანუ რა გამოდის, შენ აქ უნდა იყო და მე იქ? - ასე გამოდის. - თანანო, ხომ იცი ასე არ გამოვა _ ტონი დაასერიოზულა. - უკვე მგონია რომ ვიჩქარეთ _ ჩუმად ჩაილაპარაკა. - ნანობ? _ გაოცებულმა გამოსცრა. - რატომ იგებ რთულად? არ მითქვამს რომ ვნანობ, ვთქვი რომ ვიჩქარეთ. - არ არის პრობლემა, წავალ, ჩათვალე რომ არაფერი ყოფილა და მორჩება _ გაბრაზება არ დაუმალავს, ცივად შეუშვა ხელი, წამოჯდა და ჩაცმა დაიწყო. - იოაკიმე _ ამოიკრუსუნა, ფიცხელაურს ყურადღება არ მიუქცევია _ დამელაპარაკე. - რა გინდა? - დამელაპარაკე, წავიდეთ ქალაქში ჩემს მშობლებთან _ ჩუმად ჩაილაპარაკა. - აზრი მითხარი, თუ მაინც არ უნდა ვიყოთ ერთად. - იოაკიმე _ ასე ცივად მას შემდეგ აღარ დალაპარაკებია, რაც გრძნობებზე ისაუბრეს, თვალები აცრემლიანებოდა, ხმაც გამტყდარი ჰქონდა უკვე. - ჩაიცვი და წავიდეთ _ ისევ ცივი ტონით უთხრა. სლუკუნით ჩაიმალა ბახტაძე ლოგინში. ემბრიონის ფორმა მიიღო და ცრემლებს გასაქანი მისცა. ჭრიალი გაიგონა, იოაკიმე ოთახიდან გავიდა. ახლა რა ქნას, როგორ მოიქცეს? თუ იოაკიმეს გაჰყვება აქაურობა უნდა დატოვოს, არადა ერთი წლის ვადითაა ჩამოსული. თუ არ გაჰყვება, ქმარს აწყენინებს. აღარ იცის რა გააკეთოს, იოაკიმეს ცივი დამოკიდებულება კლავს, გულს უყინავს. ახლაც პატარა ბავშვივით სლუკუნებს, იცის რომ მისი მეუღლე შეიძლება აღარ დაბრუნდეს, აღარ დაელაპარაკოს, ამას ვერ აიტანს. ადგომა არც უფიქრია, სანამ ფიცხელაური არ შეაკითხავს არ ადგება. სანამ არ დაელაპარაკება და არ აკოცებს ვერ მოისვენებს. - დილამშვიდობის ცოლიანო _ სიცილით მიესალმა იოანე მეგობარს. - დიდხანს ნებივრობდით სიძე _ გაუცინა ბელამ. „ვნებივრობდით როგორ არა“ - გაიფიქრა იოაკიმემ და ჩაეცინა. - რატომ არ გამოდის ქალბატონი? _ დაეკითხა თათა. - არ ვიცი _ გაუღიმა. - ბებო დილა მშვიდობის _ სახლში შემოვიდა ლულუა. _ თანანო სადაა ბებო? - ოთახშია ბებო. - ადრე დგება ბებო ყოველთვის, ცუდად ხომ არ არის _ შეშფოთებული დაეკითხა. - არ არის ბებო ცუდად _ მობეზრებულად უპასუხა _ შევაკითხავ ახლავე. ოთახისკენ გაბრუნდა და კარები შეაღო. შიგნით შესულმა ცოლი ისევ ლოგინში ნახა, მაგრამ საბანქვეშ შემძვრალი, მიხვდა რომ აწყენინა. თან ასეთი ხასიათი აქვს, ადვილად წყინს და ტირის, მან კი მაინც ვერ შეძლო ხმის დამორჩილება. საკუთარ თავზე გაბრაზდა, მშიდად მიუახლოვდა ლოგინს და ჩამოჯდა. - თანანო _ დაიწყო მშვიდად. ბახტაძემ ყურები ცქვიტა მისი ხმის გაგონებისას, მაგრამ თავი არ აუწევია, უბრალოდ უსმენდა. _ თანანო, გამოდი ახლა სამალავიდან _ გაიცინა. ნელა ამოსწია თავი, თმები აბურდვოდა, თვალები დასიებული ჰქონდა ტირილისგან, ცხვირი აწითლებული. _ ტიროდი? _ გაკვირვებული შეეკითხა. - არა, ვთამაშობდი _ გაბუსხულმა უპასუხა. - რა გატირებდა? - რა გატირებდა _ გამოაჯავრა გაბრაზებულმა და მხარი იცვალა. - აუ თანო რატომ მაბრაზებ? თუ რამის თქმა გინდა პირდაპირ მითხარი. - პირდაპირ რომ გითხარი გაბრაზდი _ ბავშვურად ჩაილაპარაკა. - კარგი, ადექი, ჩაიცვი და წავიდეთ. - ისევ გაბრაზებული ხარ? _ თვალები აუფახურა. - არ ვარ. - არ გეტყობა _ ჩაიბუზღუნა. - და როგორ მატყობ? _ გაუცინა. - გატყობ. _ იოაკიმეს ჩაეცინა. ახლოს მიიწია, თავისკენ მიიზიდა და მარწყვისფერ ბაგეებზე დაეწაფა. - ახლა? _ სიცილით შეხედა. - ახლა შემირიგდი _ თვითონაც გაუღიმა და ლოგინიდან ადგა. სწრაფად მოწესრიგდა, ოთახიდან გავიდნენ. - დილა მშვიდობის _ მიესალმა გოგონა იქ მყოფებს. - დილა მშვიდობის ბებო, მოდი ვისაუზმოთ _ თბილი მზერით შეათვალიერა წყვილი ლულუამ. მშვიდად ისაზუმეს. - ბებო ჩვენ დღეს ქალაქში უნდა წავიდეთ, თანანოს მშობლებთან, მერე სახლში დავრჩებით ცოტა ხანი და შემდეგ ჩამოგიყვანთ ისევ. - როგორც გინდათ ბებო, თანანოს მასწავლებლობის ამბავი როგორ იქნება? - ჩვეულებრივ ბებო, ჩამოვალ და წლის ბოლომდე ვიქნები. _ უპასუხა გოგონამ. - მერე ცალ-ცალკე უნდა იყოთ ბებო? _ შეიცხადა ქალმა. - სულ ცოტა ხნით ბებო, იოაკიმე უფრო ხშირად ჩამოვა აქ _ ჩაილაპარაკა და მხარი გაკრა ქმარს. - ჰო ბებო, სხვა გზა არაა, ჩემი ცოლი არ მომყვება _ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა. ქალს გაეღიმა. თათამ და ბელამაც ჩაიფხუკუნეს. - ვერ გადააფიქრებინებდი _ სიცილით გადახედა თათამ სიძეს. - ჰო და ვიქნებით ასე, კვირაში ერთხელ ჩამოვაკითხავ და ეგ იქნება. - მთელი იანვარი სანამ სწავლა დაიწყება შეგვიძლია ქალაქში ვიყოთ, მერე სულ რაღაც ოთხი-ხუთი თვე და წამოვალ. - კარგი, შევთანხმდეთ ჯერ-ჯერობით ასე, შემდეგ დრო გვიჩვენებს _ თბილად გაუღიმა. ყველა ერთად წავიდა ქალაქში. იქ რომ ჩავიდნენ უკვე მოსაღამოებული იყო, გადაწყვიტეს სახლში მისულიყვნენ და მშობლები ხვალ ენახათ. მეგობრებს დაემშვიდობნენ და იოაკიმეს სახლისკენ წავიდნენ. კარები შეაღო და შეატარა. სინათლე აანთო. სახლის ინტერიერით მოხიბლული დარჩა ბახტაძე. ნელა მიიწევდა წინ და თან ათვალიერებდა. მისაღებში მდგარ დივანზე ჩამოჯდა და თავი გადასწია. - დავიღალე _ ჩაილაპარაკა. - არაუშავს, სამაგიეროდ ხვალ შენს მშობლებს ნახავ _ გვერდით მიუჯდა იოაკიმე და სანამ თვალებს გაახედა, მანამდე მოასწრო კოცნა. _ გშია? - კი ცოტა. - კარგი, მაღაზიაში ჩავალ, რამეს ამოვიტან. - კარგი _ გაუღიმა. იოაკიმე მაღაზიაში წავიდა, თანანო კი სახლის თვალიერებას შეჰყვა. აღფრთოვანებული დარჩა სამზარეულოთი, სხვა ოთახებმაც მოხიბლა. დროა საძინებელშიც შევიხედოო გაიფიქრა და ოთახისკენ წავიდა. სხვა ოთახებთან შედარებით საკმაოდ დიდი იყო, ასევე დიდი, ფუმფულა ლოგინით. მშვიდ ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერი ზუსტად ერგებოდა ბახტაძის გემოვნებას. „არაჩვეულებრივია, სიამოვნებით დავრჩებოდი“ - კმაყოფილმა გაიღიმა. - მოგეწონა ჩვენი ოთახი? _ ზურგს უკან ხმა გაიგო, ვერც კი მიხვდა როდის შევიდა იოაკიმე. - ძალიან. - შეგიძლია დარჩე. - რასაკვირველია _ გაუღიმა. - მე ვიგულისხმე რომ შეგიძლია სოფელში აღარ დაბრუნდე. - იოაკიმე _ მკაცრად უთხრა. - კარგი ვჩუმდები, შეგვიძლია ვჭამოთ, ან უფრო კარგი იდეებიც მაწუხებს _ ეშმაკურად გაუღიმა. - ოო _ ისევ აუწითლდა ლოყები. - როდემდე უნდა წითლდებოდე? განსაკუთრებულს მართლა არაფერს გეუბნები, უარესები რომ ვთქვა წარმოდგენაც არ მინდა რა დაგემართება. - გაგებუტები ახლა _ გაბუსხულმა ჩაილაპარაკა. - ყველაფერზე უნდა მებუტო? _ გაუცინა. - ვნახოთ. - არადა ჩუმი უფრო საყვარელი იყავი _ გაუცინა. - ანუ რომ ვლაპარაკობ არ მოგწონს ხომ? - არა, მაგრამ მირჩევნია გაგაჩუმო... საკუთარი ხერხებით. _ ეშმაკური ტონით დააყოლა. - და ბევრი გაგიჩუმებია? _ ეჭვიანი ტონით ჰკითხა. - საკმაოდ _ გაუცინა. _ კიდევ ბევრს გავაჩუმებ თუ შენ სოფელში აპირებ წასვლას. ბახტაძე მაშინვე გავარდა ოთახიდან. რა ქნას, ყველაფერს ადვილად იჯერებს, ახლაც დაიჯერა და აცრემლებულმა დატოვა ოთახი. სააბაზანოში შეიკეტა და თავის დამშვიდებას მოჰყვა. - თანანო გამიღე კარები. - არა. - თანო კარგი რა, ყველაფერს რატომ იჯერებ, გამოდი. - მომატყუე? _ მაშინვე გამოყო თავი კარებიდან ასლუკუნებულმა. - სულელი ხარ _ გაუცინა _ გამო. _ გოგონაც თავჩაღუნული გამოვიდა. _ გეუბნები სიყვარული შენ მასწავლე-თქო და შენი აზრით სხვა იქნება ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში? - არა? - არა რა თქმა უნდა, მოდი ჩემთან _ თბილად მიიხუტა და სახეზე შერჩენილი ცრემლები მოწმინდა. თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა, გაეღიმა, თვალებიდან ტუჩებზე გადაიტანა მზერა. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა ბახტაძემ და ნერვიულად გაუღიმა. წელზე შემოჰხვია ხელი ფიცხელაურმა, მიიზიდა და აკოცა. ამჯერად ცოლიც აჰყვა, ამან უფრო გაათამამა. ადვილად მოიქცია ხელებში, მსუბუქად ასწია და ოთახისკენ წაიყვანა. ნაზად დააწვინა ლოგინზე, ალერსი არ შეუწყვიტავს, ტუჩებიდან ყელზე გადავიდა, უფრო და უფრო ქვევით მიიწევდა მისი ტუჩები. ალერსიც უფრო მომთხოვნი და ვნებიანი ხდებოდა. ემოციებს ვერ იოკებდა ბახტაძე, მთელი სხეულით თრთოდა. - მიყვარხარ _ ყურთან უჩურჩულა ქმარმა და აკოცა, მეტი აღარაფერი გაუგონია გოგონას, მთლიანად ჩაიძირა საყვარელი მამაკაცის ალერსში და სასიამოვნო ბურუსში გაეხვა. დილით გამოღვიძებულმა თავი შებოჭილად იგრძნო თანანომ. როგორ არ იგრძნობდა, ბედნიერად მოჰხვეოდა მეუღლე და ავიწროებდა. თავისთვის ჩაიღიმა, იოაკიმეს მშვიდ სუნთქვას გრძნობდა სახეზე, ერთიანად თბებოდა, ჟრუანტელი უვლიდა. მაგრამ ვეღარ ისვენებდა, დაიღალა ასე გაშეშებული წოლით. ეცადა ფიცხელაურის ხელები მოეშორებინა, თუმცა ვერ შეძლო. კიდევ ერთხელ სცადა დასხლტომოდა, შედეგად ვაჟმა მხოლოდ რაღაც ბგერები გამოსცა, აშკარად უკმაყოფილების ნიშნად და კიდევ უფრო მიეხუტა ცოლს. ღრმად ამოისუნთქა ბახტაძემ და უკმაყოფილოდ დაიბუზღუნა. - გამიშვი რა _ შესწუწუნა _ იოაკიმე, გაიღვიძე ან მე გამიშვი, იოაკიმე _ აღარ ჩერდებოდა. - გაჩუმდი რა _ დაიზმუვლა. - იოაკიმე ვეღარ ვსუნთქავ გამიშვი _ საცოდავად დაიჭყანა. - მოხვალ ისევ? - მოვალ. - ჰო და თუ მაინც უნდა მოხვიდე იყავი აქ. - იოაკიმე _ შეწუხებულმა ჩაილაპარაკა. - კარგი ჰო _ უკმაყოფილოდ გაუშვა ხელი და გვერდი იცვალა. სწრაფად შემოიცვა ბახტაძემ იქვე დაგდებული გრძელი მოსაცმელი და ჩანთას მიუახლოვდა. ხალათი და საღამურები მოძებნა და სააბაზანოსკენ წავიდა. ცოტა ხანში უკვე მოწესრიგებული დაბრუნდა უკან და ლოგინში შეწვა. თვალს ვერ აშორებდა მეუღლის განიერ მხრებს, მაგრამ რატომღაც შეხებასაც ვერ ბედავდა, არ უნდოდა გაეღვიძებინა. თუმცა სურვილმა სძლია და თითები აათამაშა მის ზურგზე. რაღაც გაურკვეველ ფიგურებს ქმნიდა, ნაზად დაასრიალებდა თითებს. - თანანო ნუ ეშმაკობ _ იოაკიმეს ხმა მოესმა. გაეცინა, თავი მიანება და გადაბრუნდა. ვერ მოითმინა და ისევ მეუღლის ზურგს მიუბრუნდა. _ თანო _ აშკარად ეღიმებოდა იოაკიმესაც. გოგონა არ ჩერდებოდა, მოულოდნელად გადმობრუნდა ფიცხელაური და ისევ თავის მკლავებში მოაქცია. _ ეს გინდოდა ხომ? _ გაუცინა და ტუჩებზე დასწვდა. - მინდოდა გამეღვიძებინე _ კისკისით ჩაილაპარაკა გოგონამ. - ხომ გამაღვიძე _ გვერდებში შეუღიტინა და მსუბუქად უჩქმიტა. _ პუტკუნა გვერდები გაქვს. - გამხდრები სხვაგან ეძებე _ იოაკიმეს შენიშვნით გაბრაზებულმა ტუჩები მობუსხა. - შენი უპარამეტრო, პუტკუნა გვერდების მოფერება ბევრად მირჩევნია სხვის 90-60-90 პარამეტრებს. _ მაშინვე ღიმილმა გადაურბინა სახეზე თანანოს. - მეც შენი მწარე კომენტარების მოსმენა მირჩევნია სხვის ტკბილ კომლიმენტებს _ ეშმაკურად გაუცინა, სიცილით ასწია წარბი ფიცხელაურმაც. - თანანო მასწავლებელი დაისჯება. _ გოგონამ მხოლოდ გადაიკისკისა და მსუბუქი ხელის კვრით მოიშორა იოაკიმე. - ყავა გააქვს? _ გაუღიმა. - გვაქვს. _ შეუსწორა. - შენც გინდა? - მე სხვა რაღაც მინდა. - იოაკიმე _ ისევ შეეფაკლა ლოყები, რა ქნას ასეთია. - კარგი ჰო, დავლევ ყავას. სამზარეულოში გავიდა და ყავის ძებნა დაიწყო, მოამზადა და ქმარს გასძახა. - ჩემი სამზარეულო ოკუპირებულია _ გაიცინა. - ანექსირებული _ ენა გამოუყო თანანომ, ნელ-ნელა უფრო და უფრო უთამამდება. - ყავა გემრიელია, მაგრამ ახლა ისევ ჩვენს ოთახში მერჩივნა ყოფნა, მე მარწყვი უფრო მიყვარს _ გაიცინა. - დღეს ჩემებთან უნდა გავიდეთ _ დღის განრიგი შეახსენა. - არ არის პრობლემა გავიდეთ. - მარტო ავიდეთ? - ორკესტრი წავიყვანოთ თან? - ოო, იოანეს წამოყვანა ხომ არ გინდა, გოგოებსაც ამოვიყვანდი. - მგონი ჯობს ჯერ ჩვენ ავიდეთ. - კარგი. - ჰო მაგრამ შენებთან საღამოს უნდა ავიდეთ, მთელი დღე წინ გვაქვს. - დღე აღარ გვაქვს წინ, ზედმეტად დიდ ხანს ინებივრე ლოგინში, ახლა უკვე მომზადება უნდა დავიწყო. - მარტო მე ვინებივრე ხომ? თითქოს შენ უკმაყოფილო ხარ _ გაუცინა. - ბევრს ნუ ლაპარაკობ, როცა მე ვლაპარაკობ უნდა მისმინო. - აუფ, მასწავლებლობა გამოგვადგა ხომ? _ ხმამაღლა გაიცინა. - წავედი მე _ ტანის რხევით გავიდა ოთახში და ტანსაცმელი ამოალაგა. სასურველი შეარჩია და სწრაფად ჩაიცვა. იოაკიმეც გაემზადა და სახლიდან გავიდნენ, თაიგული იყიდა სიდედრისთვის. საკუთარი სახლის კარებზე დაკაკუნებისას ასე არასდროს უნერვიულია ბახტაძეს. გული ამოვარდნას აქვს, ელის როდის გაუღებს დედა და ჩაეხუტება. არ დააყოვნა, საკეტის ხმა გაისმა და თანანოსთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი გამოჩნდა ზღურბლზე. - დე _ მაშინვე მისკენ წავიდა და მაგრად ჩაეხუტა. _ მომენატრე დე _ ცრემლები ვერ ახლა შეიკავა და ბავშვივით ასლუკუნდა. დედას გაეცინა მის საქციელზე. - მობრძანდით _ გაუღიმა სიძეს და შვილს და შეიპატიჟა. იოაკიმემ თაიგული გაუწოდა. _ მადლობა. - გამარჯობა _ მიეგება მამაც და სიძეს ხელი ჩამოართვა. - გამარჯობა მა _ მორცხვად მიესალმა ბახტაძე თავისი საქციელის გამო. უფროს ბახტაძეს ჩაეცინა. - მოდი აქ მამას ეშმაკუნა _ ხელები გაშალა და დაელოდა როდის ჩაეკვრებოდა გულში მისი პატარა გოგონა. გახარებული წავიდა თანანო მისკენ და მაგრად მოჰხვია ხელები. - მობრძანდით, დასხედით _ მისაღებში შეიპატიჟა დედამ. _ ყავას მოვადუღებ, რატომ არ გაგვაგებინეთ თუ მოდიოდით. - მოგეხმარები დე _ სამზარეულოში გაჰყვა დედას და გვერდით ამოუდგა. - ბედნიერი ხარ დე _ გაუღიმა დედამ. - ვერც კი წარმოიდგენ როგორ დე. - ახლა შენი მასწავლებლობის საქმე როგორ იქნება? - არ ვიცი, იოაკიმეს უნდა რომ აქ დავრჩე, მე მინდა რომ ეს წელი დავამთავრო, დავითანხმე, მაგრამ მაინც დროს მივყვები ჯერ. - გასაგებია, წამო გამატანინე ყავა _ დედას უკან გაჰყვა და შემდეგ მორიდებულად მიუჯდა მეუღლეს გვერდით. ჯერ მაინც ერიდება ოჯახის, ბოლოსდაბოლოს ქმართან ერთად პირველად ესტუმრა. მხოლოდ ხანდახან თუ გაჰხედავდა მამას და მერე ისევ დახრიდა თვალებს. ყველაფერზე ისაუბრეს, ქორწინებაზეც. ჯვრისწერასთან ერთად ხელის მოწერაც საჭირო იყო, იოაკიმე დაპირდა რომ ამასაც უახლოეს მომავალში მოაგვარებდა და შედარებით დიდ ქორწილსაც გადაიხდიდა. სტუმრობა გაუგრძელდათ, მშობლებს დაემშვიდობნენ და სახლში წავიდნენ. - ყველაფერი კარგადაა, სიდედრ-სიმამრი უკმაყოფილო არაა _ გაუღიმა ბახტაძეს სახლში შესვლისთანავე და კისრის არეში დაუტოვა კოცნა. - ჰოო _ ემოციებისგან დაღლილმა გაუღიმა. - იცი რა, მე ძალიან ბევრი ვინერვიულე შენებთან შეხვედრაზე, ასე რომ ახლა სამაგიეროს და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოვითხოვ _ თანანომ გადაიკისკისა, იოაკიმეს მიუხლოვდა, ფეხის წვერებზე აიწია და ტუჩის კუთხეში აკოცა. - ძალიან გაეშმაკდი _ გაუცინა და თითი დაუქნია. - არ მოგწონს? - მაგას ვერ ვიტყვი _ გაიცინა და ცოლი თავის მკლავებში მოიქცია. _ არა იმ რამდენიმე დღესაც კი ვნანობ შენი მარწყვისფერი ტუჩების გარეშე რომ გავატარე. ბახტაძემ ისევ გადაიკისკისა და ახლა უკვე თვითონ შეეხო მეუღლის ზომაზე უფრო დიდ ბაგეებს. გაღვიძებულმა ფიცხელაურმა მეუღლის სხეული რომ ვერ იპოვა, ზანტად გაახილა თვალები და უკმაყოფილო მზერა მოავლო ოთახს. უკვე გამოფხიზლებული წამოდგა და სამზარეულოში გავიდა, ხალათმოცმული სილუეტი დაფარფატებდა და ხალისით ავსებდა იქაურობას. სამზარეულოს მაგიდაზე ყავა და კრუასანები ელაგა, გაეღიმა, ზურგიდან მიუახლოვდა ცოლს და მოეხვია. - ახლა ვაპირებდი შენს გაღვიძებას. - რატომ გამომეპარე? - გემრიელი საუზმისთვის _ გაუღიმა. - რამდენადაც მახსოვს კრუასანები არ მიყიდია. - მე გამოვაცხე _ ღიმილით უპასუხა. - აბა ვნახოთ _ მაგიდასთან დაჯდა და ერთი კრუასანი მაშინვე გაუშვა პირისკენ _ გემრიელია _ პირგამოტენილმა ჩაიბურდღუნა. - მადლობა _ კისკისით აკოცა ლოყაზე და წინ ჩამოუჯდა. - არ გიშველის, მაინც გაბრაზებული ვარ _ გაუცინა. - შემირიგდები _ ეშმაკურად გაუცინა, ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და ოთახისკენ წავიდა. - ორ წუთში მოვალ _ გასძახა და გაუცინა. ბედნიერი დაუბრუნდა ბახტაძე ლოგინს, ბედნიერებისგან გააჟრჟოლა. მეტი რა უნდა ინატროს ქალმა, გვერდით ჰყავს საყვარელი მამაკაცი, იდეალური არ არის მაგრამ რაც არის ზედმეტად კმაყოფილია. თანანოსთვის იდეალურია და არ აქვს მნიშვნელობა სხვას არაფერს. იოაკიმესგან სიყვარულს გრძნობს და მისთვის სწორედ ეს არის მთავარი. - დავბრუნდი _ იოაკიმეს ხმა გაისმა. - კარგია, გოგოებს უნდათ ამოსვლა, დაურეკე იოანესაც და ამოვიდეს. - მარტო ყოფნას არ გვაცდიან? _ უკმაყოფილოდ დაიბუზღუნა. - არ გვაცდიან _ გაუცინა. _ მიდი, მიდი და ამოვლენ. - კარგი ჰო _ იოანეს შეუთანხმდა. - ახლა ავდგეთ _ შესცინა. - ბებოსთან დავრეკე, მოგიკითხა. - როდის წავიდეთ? - სასწავლო პროცესის დაწყებისთვის. - კარგი _ ბედნიერმა გაუღიმა. - მაგრამ არ გეგონოს რომ ამ იდეას შევეგუე _ დაუმატა იოაკიმემ. - ოო. - კარგი აი უბრალოდ მომისმინე, ვთქვათ და დაორსულდი, იმ პირობებში აპირებ ყოფნას? - იმ პირობებში ბავშვებს არ აჩენენ? - თანანო, რატომ ხარ ასეთი ჯიუტი. ჩნდებიან ბავშვები მაგრამ დედები იმ პირობებს შეჩვეულები არიან, შენ კი მაინც ჩემი ქალაქელი გოგო ხარ. - კარგი, შევთანხმდით როგორც კი ორსულობის შესახებ შევიტყობ წამოვალ, მანამდე იქ ვიქნები. - ე.ი. ორი კვირა დამრჩა რომ აქ დაგტოვო, ამ ორ კვირაში საქმე უნდა მოვაგვარო _ გაიცინა და გვერდებში შეუღიტინა გოგონას, გადაიკისკისა. - მოვრჩეთ ნებივრობას, ჩაიცვი და წადი. - სად მაგდებ? - მაღაზიაში, რამე ამოიტანე ბავშვებისთვის. - ისინი არიან ბავშვები? _ სიცილი აუტყდა. - ბავშვები არიან _ სიცილით ჩაილაპარაკა თანანომაც. - კარგი უფროსო, წავალ _ გაუცინა და ცხვირზე წაეთამაშა. სანამ ფიცხელაური მაღაზიაში წავიდა და უკან დაბრუნდა, თანანო მოწესრიგდა, სახლიც მოაწესრიგა და მისაღებში პატარა სუფრაც გაშალა წინასწარ. სავარძელში ჩაეშვა და გაღიმებულმა გადახედა გარემოს. ბედნიერია! სხეულის თითოეული ნაწილით გრძნობს ამას, ტვინის თითოეული უჯრედი აღიქვამს ამ ბედნიერებას, თითოეული ნერვი უტოკდება ამ ემოციებზე. იოაკიმეს თითოეული შეხება ჟრჟოლას გვრის და აბედნიერებს. თავი გადასწია და ნეტარი ფიქრებით გარშემორტყმულს გაეღიმა. რას წარმოიდგენდა მისი სოფელში წასვლა ასე თუ დამთავრდებოდა. ოჯახის შექმნაზე არც კი უფიქრია, მით უმეტეს ასე სპონტანურად. მაგრამ სულაც არაა უკმაყოფილო საკუთარი გადაწყვეტილებით, მაშინ როცა ქმარი თავისი არსებობით ათბობს, სისულელეც კია იმაზე ფიქრი ხომ არ იჩქარა. ახლა დრო რომ უკან დაბრუნდეს, მაინც იმავეს გააკეთებს, ერთხელაც და ასჯერაც, მაინც გაჰყვება იოაკიმეს ცოლად. თავიდანვე მიიქცია ყურადღება ამ „საზიზღარმა“ ბიჭმა, იმდენად მიიქცია რომ საბოლოოდ სიყვარულით დაგვირგვინდა. ბახტაძე კმაყოფილია, მშობლებსად მოეწონათ სიძე, პრობლემებიც არ არსებობს. ახლა შეუძლია ბოლომდე დატკბეს ბედნიერებით, თუ არ ჩავთვლით იმ რამდენიმე თვეს, რაც იოაკიმეს გარეშე უნდა გაატაროს, მაგრამ საქმის მიტოვებაც არ უნდა. ამიტომაც შეელევა მეუღლეს ცოტა ხნით. შეიძლება კარგიც იყოს, მონატრება მათ ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს, საკუთარ გრძნობებში დაარწმუნებს. არა განა ეჭვი ეპარება? უბრალოდ უფრო მეტად გაძლიერდება. - რაზე ფიქრობს მასწავლებელი ასე ღრმად? _ ყურთან გაიგონა იოაკიმეს ხმა. - ისე, ჩავფიქრდი. - ჰო შეგატყვე, რაც შემოვედი ვლაპარაკობ, შენ კი ახლა შეამჩნიე ჩემი მოსვლა _ გაუცინა. - არაუშავს, რა მოიტანე? _ სავარძლიდან წამოხტა და ინტერესით ჩაიჭყიტა პარკებში. - ყველაფერი, რაც შეიძლება დაგვჭირდეს. შენ რაზე ფიქრობდი? - ჩვენზე _ გაუცინა. - საინტერესოა _ ეშმაკუნები აუციმციმდა თვალებში _ და რას ფიქრობდი ჩვენზე? - ზედმეტად ორიგინალურად მოხდა ჩვენი ქორწილი და იმას, გათხოვებას სულ არ ვაპირებდი ჯერ. - მე ხომ გითხარი გათხოვებისთვის ჩამოხვედი-თქო _ სიცილით წაკბინა. - დამანებე თავი _ გაუცინა _ მალე მოვლენ? - იოანე გზაშია და შენი გოგოების არაფერი ვიცი. - მოვლეც ეგენიც. - აი იოანე იქნება _ კარებისკენ წავიდა იოაკიმე და უკან მეჯვარესთან ერთად დაბრუნდა. - გამარჯობა _ მიესალმა იოანეს, გადაკოცნა - პრივეტ. როგორ ხართ? - კარგად ვართ _ გამოეპასუხა იოაკიმე. - რატომ არ იქნები _ გაუცინა. მეგობრებთან ერთად მსუბუქად ივახშმეს. მხიარული საღამო მოიწყვეს. იოანე დაწვრილებით უყვებოდა გოგონებს თანანოსა და იოაკიმეს პირველ დიალოგს, ყველა ერთად იცინოდა. ამბობდა რომ თავიდანვე ხვდებოდა მოსალოდნელ შედეგს. სტუმრები გააცილეს და თანანომ სახლის მოწესრიგება დაიწყო. - დაანებე რა, წამო და ხვალ აალაგე. - კარგი ერთი, უცებ ავალაგებ და მოვალ. - არა, წამო, უფრო კარგი რაღაც შეგვიძლია გავაკეთოთ. - იოაკიმე _ ისევ გაწითლდა. - აუ როდის უნდა გაიზარდო? წამო წამო _ ხელი მოკიდა და ოთახისკენ წაიყვანა. - კარგი რა, სულ ხუთი წუთის საქმე იყო. - მით უმეტეს, ხვალ გააკეთებ და არაფერი დაშავდება. ახლა ჩემთან მოდი _ გაუცინა და მარწყვისფერ ტუჩებზე დაეწაფა. ძალიანაც რომ ნდომოდა ვეღარაფერს იტყოდა ბახტაძე, ტუჩები გაუნთავისუფლდა, მაგრამ ხმის ამოღებას არ პირებდა. პატარა კნუტივით ინაბება როცა ფიცხელაური ყელს ეხება, ჰო და ახლაც განაბულია. არც აქვს რამის თქმის სურვილი, ხორკლი აყრის და თრთის, ყოველთვის ასე ემართება მეუღლის შეხებაზე... ................................ ორი კვირა სრულ იდილიაში გაატარეს, რამდენჯერმე კამათიც მოასწრეს, მაგრამ შემდეგ ისე რიგდებოდნენ, კამათი რაღა გასახსენებლი იყო. ახლაც ბედნიერად წევს მეუღლის გვერდით, მიხუტებულია, კისერში ეფრქვევა ფიცხელაურის თბილი სუნთქვა და ფიქრობს. ფიქრობს რა მოხდება ხვალ, როცა სოფელში წავლენ. იოაკიმე უკან უნდა დაბრუნდეს, როგორ შეძლებს მის გარეშე გაძლებას. ფაქტია გაუჭირდება, მაგრამ საქმის შუა გზაში მიტოვებას არ აპირებს. მეუღლე დაპირდა რომ თუ ყველაფერი რიგზე იქნება ყოველ შაბათ-კვირას ჩააკითხავს. იმედს იტოვებს რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ასეთი ურთიერთობა მათ სიყვარულს არ გააცივებს და გაახუნებს, თორემ ამას ნამდვილად ვერ აიტანს. ყოველთვის იმას ამტკიცებდა რომ სიყვარულის გამო ქალმა სამსახური, კარიერა არ უნდა დათმოს. საუკეთესო შემთხვევაში უნდა იპოვოს ისეთი ვინც გაუგებს და ხელს შეუწყობს, ახლა კი რაღაც ეჭვები აწუხებს. ისეთი დარწმუნებული აღარაა, რომ არა მისი პრინციპები, შეიძლება საქმეც კი გვერდით გადაეწია. მაგრამ ამას არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებს! საკუთარ თავს და ამდენხნიან შეხედულებებს ასე ერთი ხელის მოსმით ვერ უღალატებს. ამ ფიქრებში ჩაეძინა. დილით ადრე მეუღლის კოცნამ გააღვიძა. - ადგომის დროა, უნდა წავიდეთ _ უჩრჩულა და კიდევ ერთი კოცნა დაუტოვა. - ავდგები _ ნახევრად მძინარემ ჩაილაპარაკა. - თუ გინდა შეგიძლია დარჩე _ ჩაიცინა. - იოაკიმე ხომ ვილაპარაკეთ _ მისკენ გადაბრუნდა და გაუღიმა. - არ მოგენატრები მაინც? - ხომ ჩამოხვალ? - მთელი კვირა არ მოგენატრები? - ძალიან _ გაუცინა. - ჰო და დარჩი, თორემ მეც მომენატრები და მონატრებას სხვები გამიქარვებენ. - იოაკიმე, შაბათ-კვირასაც ნუ ჩამოხვალ _ გაბუტულმა აქცია ზურგი და აცრემლიანებული თვალები მაგრად დახუჭა. - რა დავაშავე, რატომ გჯერა, რატომ, მერამდენედ გეუბნები უკვე და სულ იგივე რეაქცია გაქვს. - ხომ უნდა მიხვდე რომ ცუდად ვრეაგირებ და აღარ უნდა მითხრა. - მე რომ შენი ცრემლიანი თვალები მომწონს. - ჰო და უყურე ცრემლიან თვალებს შორიდან. - ანუ? - ანუ შეგიძლია ნერწყვი ყლაპო მარწყვის მოლოდინში _ გაუცინა. - უყურე შენ, თუ მოვინდომე თავიდან ბოლომდეც კარგად შეგჭამ და მიფრთხილდი, ადექი ახლა თუ გინდა სოფელშ, თუ არადა პრობლემა არ მაქვს დავრჩეთ. - მივდივარ. მოწესრიგდა, სახლიც მოაწესრიგა და გავიდნენ. სოფელში ერთად წავიდნენ, მარტო არ გაუშვა. ავტობუსით წავიდნენ, მთელი გზა საყვარელ სხეულზე მიხუტებულმა გაატარა. ხვდება როგორ გაუჭირდება მის გარეშე, მაგრამ არ იმჩნევს. თვალებში მოწოლილი ცრემლი რამდენჯერმე მოიშორა ბიჭისგან შეუმჩნევლად. მას ეგონა რომ ბიჭისგან შეუმჩნევლად, იოაკიმე ყველაფერს ხედავდა, ჩუმად ეცინებოდა. მაინც ვერ მიხვდა რატომ ჯიუტობდა, ესმის რომ არ უნდა უპასუხისმგებლოდ მოიქცეს, მაგრამ გათხოვდა ბოლოსდაბოლოს, პატარა ამბავი ხომ არ არის. საპატიო მიზეზი ექნებოდა, თუმცა ვერ გადააფიქრებინა. ამიტომ აღარაფერს ეუბნება. ნახავს ერთი რამდენ ხანს გაძლებს ასე. ერთი-ორი შაბათ-კვირა არ ჩააკითხავს, თავს მოანატრებს, იქნებ მიიყვანოს იმ დასკვნამდე რომ ცოლ-ქმარი ერთად უნდა იყოს. ჭიშკარი შეაღო და ქოთქოთით წამოსულ ბებოს თბილად ჩაეხუტა. როგორ მონატრებია აქაურობა, ოთხი თვე იცხოვრა და იმდენად შეითვისა ყველაფერი, თითოეული დეტალი გულს უთბობს. ლულუაზე ხომ საერთოდ გიჟდება. - როგორ ხართ ბებო? _ ცრემლიანი თვალებით მოიკითხა ქალმა. - კარგად ბებო, თქვენ როგორ ხართ? - ჩვენც კარგად ბებო. - მოდით ბებო მოდით _ სახლისკენ გაუძღვა. სახლში შესვლისთანავე ბუხართან მივიდა ბახტაძე და საყვარელ სავარძელში მოკალათდა. - მასწავლებელო, ეს სავარძელი ჩემია _ ღიმილით დაადგა თავზე იოაკიმე. - არც იფიქრო, აღარ დაგითმობ _ გაუცინა. - არა რა ჩემი ბრალია, ძალიან გაგათამამე. _ თანანომ გადაიკისკისა. - მე დღესვე უნდა წავიდე. - რატომ? _ უცებ მოიკითხა. - სამსახურში უნდა მივიდე ხვალ. დაგტოვებ ახლა და წავალ, თუ გინდა წამოდი _ გაუცინა. - ოო, ნუ მიშლი ნერვებს. - კარგი არ გიშლი, ბებოო, სად ხარ? - აქ ვარ ბებო, მოვედი რა მოხდა? - მე უნდა წავიდე ბებო დღესვე, აბა გაბარებ მეუღლეს და მიმიხედე _ გაუცინა და აკოცა. _ არ გამაცილებ? _ წარბაწეული მიუბრუნდა თანანოს. - ჰო ახლავე _ უხალისოდ ადგა და გაჰყვა. - აბა შენ იცი, იმედია გადაიფიქრებ მალე _ გაუცინა და თბილად ჩაეხუტა. - ხშირად დარეკე და მალე ჩამოდი _ გამტყდარი ხმით უთხრა ბახტაძემ. - კარგი, ვეცდები. - ჭკვიანად იყავი _ მაინც ვერ მოითმინა რომ არ ეთქვა. იოაკიმეს გულიანად გაეცინა. - ჭკვიანად და მარტო ხომ? - ჰო _ თავისთვის ჩაილაპარაკა და ახლა უკვე თვითონ ჩაეხუტა. - კარგად _ აკოცა და ჭიშკარს მიღმა გაუჩინარდა. მაშინვე დაუმძიმდა გული, როგორც კი სილუეტი თვალს მიეფარა. მოწყენილი სახით შევიდა სახლში და ბუხარს მიუჯდა. - თუ ასეთი მოწყენილი უნდა იყო გაყევი ბებო _ გვერდით მიუჯდა ლულუა. - არა ბებო, უპასუხისმგებლოდ ვერ მოვიქცევი, მალე ჩამოვა _ საკუთარი თავი გაამხნევა ამ სიტყვებით. მეორე დილით სკოლაშ წავიდა, ბავშვებმა ცოტა ხნით დაავიწყეს მონატრება. მათი შემხედვარე პოზიტივით აივსო. თუმცა სკოლიდან წამოვიდა თუ არა ისევ მოიწყინა. ტელეფონით ესაუბრა იოაკიმეს, მაგრამ უფრო მოიწყინა, კინაღამ ატირდა. ემოციურია და კონტროლიც არ შეუძლია, საშინლად გულჩვილია და ცრემლებსაც ვერ იკავებს. ასეთ ტანჯვაში გაატარა ერთი კვირა. შაბათს სულმოუთქმელად ელოდა მეუღლეს. ეგონა გული გაუსკდებოდა როცა უთხრა რომ ვერ ჩადიოდა. ლოგინში შეწვა, საცოდავად მოიკუნტა, მოკანკალე სუნთქვა ამოუშვა და ცრემლებიც მიაყოლა. მთელი კვირის ნაგროვები მონატრება ამ ცრემლებში ჩააქსოვა, ვეღარ ტიროდა, მაგრამ გაუჩერებლად სლუკუნებდა, ვერც იძინებდა. ტირილისგან თვალები დაუსივდა, გვიან ჩაეძინა, დილით სარკეში ჩახედვაც არ ღირდა ისეთ დღეში ჰქონდა სახე. ასე დიდხანს ნამდვილად ვერ გაძლებდა. მაკიაჟის საშუალებით სახე ოდნავ მოიწესრიგა რომ ლულუა არ შეეშინებინა და ოთახიდან გავიდა. - ხომ კარგად ხარ ბებო? _ არაფერი გამოპარვია ქალის დაკვირვებულ თვალებს. - კარგად ვარ _ ნაძალადევად გაუღიმა. - მე მაინც მგონია რომ ცოლი ქმრის გვერდით უნდა იყოს _ გაუღიმა ლულუამ. - ვიცი, მაგრამ არ მინდა აქაურობის ასე დატოვება, უკვე აღარ ვიცი როგორ მოვიქცე _ ამოიკრუსუნა და საწყალი თვალებით შეხედა ქალს. - მე ვიცი, ჩაგილაგებ ახლა ბარგს და წახვალ უკან. - არა. დაველოდები, ჩამოვა, იმ კვირაში ჩამოვა. .............................. კიდევ ერთი კვირა გაატარა ასე გაჭირვებით, მაგრამ იოაკიმე არ ჩანდა. მხოლოდ კვირას საღამოს შეეხმიანა და უთხრა რომ ჩასვლა ვერ მოახერხა. თავი ვეღარ შეიკავა და ტელეფონშივე ატირდა. - თანო, თანო არ იტირო რა, წამოვალ ახლავე. - არ წამოხვიდე _ ამოიტირა. - არ იტირო რა. - დამანებე თავი, ნუ მელაპარაკები, რომ გენატრებოდე ჩამოხვიდოდი. - თანანო მართლა წამოვალ ახლავე. - გაგიჟდი? გვიანია, საშიშია _ ჩაეცინა იოაკიმეს. - მაშინ ნუ ტირი რა. - მორჩა, გავჩერდი _ მაგრამ დიდი ხნით ვერ შეიკავა თავი და ისევ ასლუკუნდა. - აღარ მაინტერესებს მოვდივარ _ ტელეფონი გაუთიშა. ბევრჯერ სცადა თანანომ ისევ დაკავშირება გადასაფიქრებინებლად, მაგრამ ვეღარ უკავშირდებოდა. შუაღამემდე ნერვიულად დადიოდა ოთახში, იოაკიმე არ ჩანდა. გამთენიისას გაიგო კარებზე კაკუნი და მაშინვე წავიდა, გააღო და უძინარი თვალები შეანათა ფიცხელაურს. მაკრად ჩაიკრა ვაჟმა თანანო გულში და ყელზე დაუტოვა კოცნა. გოგონამ ახლაც ვერ შეიკავა თავი და ასლუკუნდა. - კარგი რა, ნუ ტირი, ჩამოვედი, აქ ვარ. - ჰო _ ამოისლუკუნა და უფრო მაგრად მიეკრა. - მორჩა, ამის ატანა უკვე შეუძლებელია, ხვალვე წამოხვალ ჩემთან ერთად. - ვერ წამოვალ _ სლუკუნით უპასუხა. - ან ნებითა შენითა, ან ძალითა ჩემითა _ გაუცინა ბიჭმა _ გაჩუმდი ახლა და მაცადე. _ მაშინვე დაუგემოვნა ტუჩები _ მომნატრებია მარწყვი _ ჩაიცინა და ოთახისკენ უბიძგა. .................... დილით რომ იოაკიმე გავიდა ოთახიდან, ბებომ ერთი გულიანად შეჰკივლა. - როდის ჩამოხვედი ბებო? - წუხელ. - სულ გადაირიე ხომ? - კარგი რა ბებო, ცოლი მომენატრა და ჩამოვედი _ მშვიდად გაუღიმა. - დილამშვიდობის _ ბედნიერი სახით გამოვიდა ოთახიდან ბახტაძე. - როგორ გადამირიე ეს ბიჭი _ სიცილით უთხრა ბებომ. - ჩვენ მივდივართ ბებო _ გამოაცხადა იოაკიმემ. - სად მივდივართ? _ გაოცებული დაეკიტხა. - ქალაქში და ხმა არ ამოიღო _ მაშინვე გააჩუმა როგორც კი პირი გააღო _ თუ აპირებ ყოველ კვირა ასე თვალებდასიებული დამხვდე? მე არ მომწონს, ასე რომ დღესვე ქალაქში წავალთ. - იოაკიმე. - ვის ვუთხარი ხმა არ ამოიღო-თქო _ გაუცინა _ აქ ხომ საკუთარი სურვილით ჩამოხვედი, ჰო და ახლა უნდა წამოხვიდე. თუ დამაფასებ მე შენზე ვზრუნადვ ძვირფასო მეუღლევ _ გაუცინა. - გაყევი ბებო გაყევი, მე მაინც არ გხედავდე რა დღეში ხარ აქ _ გაუღიმა ქალმაც. - კარგი _ ღრმად ამოისუნთქა თანანომ _ ჩავალაგებ და წამოვალ, მაგრამ ჯერ სკოლაში ავიდეთ, ბავშვებს დავემშვიდობები. - კარგი _ გაუღიმა ქმარმა. ბავშვებთან დამშვიდობება ყველაზე მძიმე აღმოჩნდა, გული დაწყვიტა ყველას, ცოტაღა აკლდა რომ ხმამაღლა არ ეტირა. სათითაოდ დაკოცნა ყველა და გააფრთხილა როგორც კი ჩამოვალ გინახულებთო. კიდევ ერთხელ მოავლო ყველა კუთხე-კუნჭულს თვალი, ბებოს თბილად დაემშვიდობნენ და ქალაქისკენ წავიდნენ. სახლში შესულმა ყურადღებით დაათვალიერა ყველაფერი. - სახლს ასე შენ ალაგებდი? _ ეჭვიანი ტონით იკითხა. იოაკიმეს გაეცინა. - არა, ყოველ დღე თითო ქალი ამომყავდა და ალაგებდნენ _ გაუცინა. - წავალ ახლა ისევ.. - აუ თანო სად წახვალ, მოდი აქ _ გულზე მიიკრა და ტუჩებზე წვდა. _ მომენატრე მარწყვო _ ჩაიცინა, როცა იგრძნო როგორ გააჟრჟოლა გოგონას. - მეც მომენატრე _ აწითლებული ლოყები მაინც ვერ დამალა. - როცა საკუთარ ქმარს ეუბნები ასეთ რაღაცას, არ უნდა გაწითლდე _ სიცილით უთხრა იოაკიმემ და სწრაფად „წააცუნცულა“ ოთახისკენ. გიჟდება როცა ხედავს როგორ თრთის გოგონა მის მკლავებში, ხელები მოჰხვია და მთელი ორი კვირის მონატრება ჩააქსოვა ალერსში. ბახტაძეც ისევ კნუტივით განაბულა და გატრუნულია.. დილა ისევ შებოჭილობით დაიწყო. ვერაფრით მიაჩვია ფიცხელაური რომ ასე ვერ ისვენებს, მთელი ძალით ჰყავდა მიხუტებული ქმარს და ხელის გაშვებას არც აპირებდა. მოუსვენრად იყო თუმცა ეს მოუსვენრობა ჯობდა სოფელში მის გარეშე მოსვენებას.. გაჭირვებით გადაბრუნდა იოაკიმეს მხარეს, გაეღიმა, უფრო ახლოს მიიწია და ნაზად შეეხო ტუჩებზე. „ერთხელ მეც ხომ უნდა მოვპარო კოცნა“ - ჩუმად გაიფიქრა მაგრამ ხმამაღლა გადაიკისკისა და კმაყოფილი ღიმილით, მშვიდად დახუჭა თვალები ძილის გასაგრძელებლად. __________ ძალიან მომენატრეთ და ვიფიქრე, რა მოხდება ძველი ისტორია რომ ავტვირთო-მეთქი? ხოდა ავტვირთე.. ვინც არ იცის და ახლა წაიკითხავს, იმედია მოეწონება, ვინც იცით, იმედია იმათაც მოგეწონებათ სრული ვერსია.. მოკლედ მომენატრეთ, დამაკლდით, მიყვარხართ და ველი შეფასებებს.. ის ემოცია მომენატრა, კომენტარის წაკითხვისას რომ მეუფლებოდა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.